მედიამონიტორინგი 10.10.2018
ტელევიზია
09.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
2018 წლის 1 აგვისტოდან შრომის ინსპექციას უფლება აქვს შევიდეს ყველა იმ მავნე საწარმოში, რომლის ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია და ყველა ის საწარმო შედის, სადაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკებია. ამ ტემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5606097
---
09.10.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო. პროცესი 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და დაინტერესებულმა პირებმა იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ. ამჯერად, განაცხადების შევსება როგორც აჭარაში რეგისტრირებულ, ისე თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. პირველ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს წლის ბოლომდე გადაეცემა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5607161
---
09.10.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
სადაზღვევო ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის განაცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ტურისტების აბსოლუტურ უმრავლესობას ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვს. მიუხედავად ამისა, დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, უცხოელების მიერ თვეში 2 ათასამდე სასწრაფო დახმარების გამოძახებისა და ნაწილის კლინიკაში გადაყვანის შემთხვევა ფიქსირდება. "სადაზღვევო ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის თქმით, ხშირად მათზე გაწეული ხარჯი დაუფინანსებელი რჩება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5607621
---
09.10.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მმართველი გუნდის მიერ შეჩერებული კანონ-პროექტის გარშემო ვნებათაღელვა განახლდა. ირკვევა, რომ სადავო დოკუმენტის განხილვა მხოლოდ ორი თვით გადაიდო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5607677
---
09.10.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ მთავრობა ახლადაშენებული კლინიკის ჩუმად გაყიდვას აპირებს, იმის სანაცვლოდ, რომ ამორტიზებული შენობიდან იქ გადაიყვანონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5606519
---
ინტერნეტი
09.10.2018
დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელზეც 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი
კრწანისის რაიონის გამგებლის, ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, დღეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”-ს ჩართულობით დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმი „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”-ში გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძების ორგანიზატორებმა აცნობეს, დასაქმების ფორუმზე 25 -მდე დამსაქმებელი შრომის ბაზარზე 2000-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ანალოგიური ფორუმები, თბილისის მასშტაბით, მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge - ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმი 14:00 საათზე დაიწყება და ორ საათს გაგრძელდება.
09.10
კვირა.ჯი- http://kvira.ge/424376
პია.ჯი- https://pia.ge/post/227743-tbilissi-dasaqmebis-forumi-gaimarteba
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72663
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/dasaqmebis-forumze-25-mde-damsaqmebeli-2000-ze-met-vakansias-waradgens
---
09.10.2018
მედიასაშუალება: http://bpi.ge/pharosanaze-thithqmis-imdeni-ikharjeba-ramdenits-devniltha-binebis-qhidvaze/
ფაროსანაზე თითქმის იმდენი იხარჯება, რამდენიც დევნილთა ბინების ყიდვაზე
თბილისი (BPI) – დევნილთა ბინების შესყიდვა/მშენებლობისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 93 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. ჯანდაცვის სამინისტოს დაფინანსებიდან, 42 მლნ და 50 მლნ- ინფრასტრუქტურული პროექტებით. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის შემოსულობები 12 მლრდ-ს აღემატება, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო კომტეტებში წარადგინა. ყველაზე მხარჯველი ჯანდაცვის სამინისტროა, რომლის დაფინანსება 240 მლნ-ით, 3.9 მლრდ-მდეა გაზრდილი. რეგიონული ინფრასტრუქტურის კი 140 მლნ-ით, 2 მლრდ ლარამდე იმატებს. სპორტი, განათლება, კულტურა და მეცნიერება 1.5 მლრდ-ით ფინანსდება. 49 მლნ -პროფესიული, 169 მლნ – უმაღლესი განათლების და 138 მლნ – ინფრასტრუქტურისთვის არის გათვალისწინებული. 18 მლნ-მდეა ინკლუზიური განვითარებისთის, რაც მთავრობას პრიორიტეტად აქვს აღირებული.გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 298 მლნ-ს მიიღებს, საიდანაც 35 მლნ ფაროსანასთან ბრძოლისთვისაა. ეკონომიკის სამინიტრო 324 მლნ-ს; იუსტიციის, 185 მლნ-ს. 2019 წლის ბიუჯეტი 4.5% -იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი (2020 -4.5%).
---
09.10.2018
„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“-ის ერთ-ერთი მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტრო გახდა
"საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018"-ის ერთ-ერთი მხარდამჭერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გახდა. სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ მოაწერეს ხელი. "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018", საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, წელს პირველად გაიმართება. "Meliora - ლათინური სიტყვაა და საუკეთესოს ნიშნავს; კოკნურსს Meliora ყოველწლიური სახე ექნება და გამოავლენს და დააჯილდოებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში განხორციელებულ საუკეთესო ინიციატივებსა და პროექტებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. "აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსის ჟიური შედგება წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან, რომლებიც შეაფასებენ ნომინანტებს და გამოავლენენ საუკეთესო CSR -ინიციატივებს. კონკურსის ჟიურიში შედის ცხრა საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბელგიიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. ჟიურის წევრი, ელენ კოენი კონკურსის შესახებ - "მინდა წავახალისო კომპანიები მონაწილეობა მიიღონ CSR კონკურსში, რადგან ის კომპანიები, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ, უნდა გახდნენ მისაბაძი მაგალითი სხვებისათვის. საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს შენი კომპანია საზოგადოების საკთილდღეოდ და ამისათვის დაფასება და აღიარება არის ნაწილი შენი კომპანიის ზრდისა" - ელენ კოენი შესულია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მდგრადი განვითარების ლიდერთა ათეულში", - აცხადებენ სამინისტროში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი, ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით იმართება, როგორიც არის: საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG), ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დასვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) და თბილისის მერია. "კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, რომელთაც 11 ოქტომბრამდე, ვებგვერდის - WWW.MELIORA.GEსაშუალებით, უნდა წარმოადგინონ 2017-2018 წლებში განხორციელებული CSR პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები. კომპანიებს კონკურსში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 6 ძირითად და 3 სპეციალურ კატეგორიაში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სფეროს მოიცავს. უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) - წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე / საშუალო ზომის კომპანიას, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება და რომელსაც დაესწრებიან როგორც საქართველოს წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჟიური, საქართველოს მთავრობა და სხვა მრავალი საინტერესო სტუმარი. WWW.MELIORA.GE კონკურსი იმართება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017 -2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ოთხი ქართული ორგანიზაციის კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ", - აცხადებენ სამინისტროში.
---
09.10.2018
"ახალგაზრდა კაცის სულიერ ტკივილს აუტანელი ფიზიკური ტკივილიც ემატება"- ახალგაზრდა კაცს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
42 წლის კახა გამგებელი სამაჩაბლოდან დევნილია, მას ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგად დაუდგინეს კუნთების დისტროფიული მიოტონია, ნევრალური ამიოტროპია. ესაჭიროება მკურნალობა თურქეთში, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია... ახალგაზრდა კაცის სულიერ ტკივილს აუტანელი ფიზიკური ტკივილიც ემატება და მისი მდგომარეობა ნელნელა გაუსაძლისი ხდება... „ მოგმართავთ თხოვნით ძვირფას საზოგადოებას, ნაცნობ და სრულიად უცნობ ადამიანებს, ჩემს ოჯახს თქვენი თანადგომა სჭირდება... თუნდაც ერთი ლარით, ან რამდენიმე სიტყვა შეგვაშველეთ უფალთან, ამით რწმენას და იმედს გაგვიძლიერებთ... რითიც შემეძლება , უკან დაგიბრუნებთ მადლიერებას, სიყვარულს და თანადგომას“ _ ამბობს კახას და, თამარ გამგებელი. კახას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდში „დედის ხელები“ შემდეგ რეკვიზიტებზე: 1.საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400 2.თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015 3.ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001 საიდენტიფიკაციო კოდი: 406179987 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225 ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები” გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ჩვენი საიტის დონაციის განყოფილებიდან http://mothershandscare.com/დონაცია დანიშნულებაში მიუთითეთ კახა გამგებელი.
---
09.10.2018
"დედა მარტო ზრდის სამ შვილს, ავადმყოფი მოზარდები მამამ მიატოვა და შიმშილისთვის გაიმეტა" - მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
ირინა კრავჩენკო მარტო ზრდის სამ შვილს, ორი მათგანი დაავადებულია ცერებრული დამბლით. მამამ მიატოვა ოჯახი და ბავშვები სიღარიბისთვის გაიმეტა. ისინი ხშირად შიმშილობენ, არ გააჩნიათ წამლების შეძენის და მკურნალობის საშუალება, ცხოვრობენ ნაქირავებში და ძლივს გააქვთ თავი. უფროსი ბიჭი რუსლანი ახლა 19 წლისაა, მას არ გააჩნია პროფესია, თუმცა ძლიერ ცდილობს დედას დაეხმაროს. იგი სადგურში „ტაჩკაზე“ მუშაობს და დღეში გამომუშავებული 7 თუ 8 ლარით წამლებს ყიდულობს დებისთვის. 16 წლის დიანას ცერებრული დამბლის გარდა სხვა დაავადებებიც აწუხებს, საჭიროებს სისტემატურ მოვლას. 9 წლის იგორს კი ცერებრული დამბლის რთული ფორმა აქვს, იგი ვერ დადის, ვერ საუბრობს, მხოლოდ ცალკეულ ხმებს გამოსცემს... აი, ასეთი უმძიმესი ვითარებაა ამ ოჯახში, რომელიც ცხოვრობს პენსიის ხარჯზე. მათ კატასტროფულად არ ჰყოფნით საკვები პროდუქტები, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები. „მე დავიბადე ზუგდიდში, - ამბობს ირინა კრავჩენკო. ჩემი მშობლები გამუდმებით ლოთობდნენ და ჩხუბობდნენ. ვიტანჯებოდი ამის შემხედვარე, მაგრამ რა უნდა მექნა? მერე გავთხოვდი და თითქოს ცხოვრებას აეწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მეუღლესთან ერთად თბილისში ვიქირავეთ ბინა, რომ ბავშვებისთვის გვემკურნალა. ქმარი მაშინ თურქეთში დადიოდა და მცირე შემოსავალი გვქონდა, თუმცა... საბოლოოდ მან მიგვატოვა. ძალიან მიჭირს, გული მიკვდება რადგან ვერაფრით ვშველი ჩემს შვილებს“. დიახ, დედა და სამი შვილი შველას ითხოვენ! მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ ოჯახს, რომელსაც უაღრესად უჭირს! დავაპუროთ ბავშვები, ვაჩუქოთ მათ ხვალინდელი დღის იმედი! ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კრავჩენკოს ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/371-kravchenko/
კვირა.ჯი- http://kvira.ge/424257
---
ბეჭდვითი მედია
10.10.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ლუგარის ლაბორატორიამ რუს ჟურნალისტებს კარი კიდევ ერთხელ გაუღო
მოსკოვის მიერ თბილისის რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ მორიგი აჟიოტაჟის ატეხვიდან ერთ თვეში ლაბორატორიაში „სპუტნიკის“, რუსეთის ტელევიზიის „პირველი არხისა“ და „რია ნოვოსტის“ გადამღები ჯგუფები შეუშვეს. მათთან ერთან ლაბორატორია „ბიბისი“–ს ჟურნალისტებმაც მოინახულეს. დღეს, დღის ბოლოს „სპუტნიკმა“ თავის საიტზე ლაბორატორიაში ვიზიტის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი განათავსა, რომელშიც, კერძოდ, ვკითხულობთ: „ლაბორატორიის ირგვლივ სკანდალის დაწყებიდანვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ არანაირი რუსული ტელეარხებისთვის არანაირი ინტერვიუების მიცემას აღარ აპირებდა და ლაბორატორიაში ვერც ერთი რუსული არხი ვეღარ მოხვდებოდა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრი მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით იყო დაკავებული და ცდებს არავისზე აწარმოებდა. რამდენიმე კვირაში, იმ ფონზე, რომ სკანდალი არ ცხრებოდა, ლუგარის ცენტრმა გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა. [...] თბილისის განაპირას მდებარე ამ ორსართულიან შენობაში მოსახვედრად სპეციალური შემოწმება გავიარეთ: ჩვენი ჩანთები გააშუქეს და თავაზიანად გვთხოვეს, მობილური ტელეფონები კარადებში დაგვეტოვებინა, - "გასვლისას დაგიბრუნებთო". ჩანთები შემოწმების შემდეგ თან შეგვატანინეს. შენობის პირველ სართულზე ბიოლოგიური უსაფრთხოების მესამე დონის სწორედ ის განყოფილება მდებარეობს, რომლის ირგვლივაც ამდენი ჭორი და ვერსია ვრცელდება. აქ უამრავი კოლბა და სხვადასხვაგვარი მოწყობილობაა. ცენტრში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს. „ამ კარს იქით უამრავი მიკროორგანიზმი, ვირუსი და შტამი ინახება. ეს ჩვენი ეროვნული კოლექციაა. რაც აქ მდებარეობს, სხვადასხვა დაავადებების გამოვლენისა და დადგენის საშუალებას იძლევა“, – გვიამბობდა პაატა იმნაძე. ამ განყოფილებაში გადაღების უფლება არ მოგვცეს, როგორც განმარტეს – უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. თუმცა შესვლა და შიგნით არსებული ინვენტარის მონახულება არ აუკრძალავთ. რა თქმა უნდა, მე არც ბიოლოგი ვარ და არც ზოგადად მეცნიერი, ამდენად ზუსტად ვერ განვსაზღვრავ, რა ინახება ამა თუ იმ კოლბაში. ერთადერთი, რაც ჩემთვის გასაგები და ცნობადი იყო ამ ოთახში – ეს ბიოლოგიური საფრთხის ნიშანი „Biohazard” იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ გარკვეული დროით აღმოვჩნდი იმ ადგილზე, სადაც ადამიანთა ყველა თუ არა, უამრავი უბედურებაა თავმოყრილი. ავადმყოფობა და ვირუსი ხომ სხვა არაფერია, თუ არა უბედურება. „ამ განყოფილებაში დაშვება მხოლოდ 4 ადამიანს აქვს“, – განმიმარტა იმნაძემ. „ვირუსების ბიბლიოთეკის“ შემდეგ ჟურნალისტები მეორე სართულზე აგვიყვანეს, სადაც ლაბორატორიის თანამშრომლების გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცა. ჩემდა გასაკვირად, მათი უმრავლესობა ქალი აღმოჩნდა. „აქ ორსულებიც კი გვყავს. როგორ ფიქრობთ, გამოუშვებდნენ აქ მეუღლეები, ლაბორატორიაში რომ მართლაც ასეთი საშიში იყოს?“, – იხუმრა იმნაძემ. ეს სივრცე ერთ დიდი დარბაზს წამოადგენს, რომელიც მინის გამყოფებით რამდენიმე ოთახად არის დაყოფილი. „Open Space”–ში, სადაც ვიმყოფებოდით, ისეთი შეგრძნება ჩნდებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ოფისია. სხვა ცხოვრება – “შუშებს მიღმა“. იქაურობა შიგ შეუსვლელად, შუშის გამყოფებიდან დავათვალიერეთ. ყველაფერი სტერილური იყო და საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის გაუგებარი. თანამშრომლებს სამედიცინო ხალათები აცვიათ, ზოგიერთს რესპირატორული ნიღბები, ქუდები და ხელთათმანები უკეთია. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთ–ერთ ლაბორატორიულ ოთახში შესასვლელი. მასში მოსახვედრად ჯერ შხაპის ოთახი უნდა გაიარო. თანამშრომლებს იქ მოხვედრა შხაპის მიღების შემდეგ, მხოლოდ სპეცტანსაცმელში შეუძლიათ. შხაპის მიღება აუცილებელია გამოსვლის დროსაც. ამ ოთახში ყოფნისას დაჟინებით გვთხოვეს, არაფერს შევხებოდით. მეორე სართულზე ლაბორატორიული სივრცეების მცირე ნაწილი იჯარით ამერიკელ სპეცილისტებს აქვთ აღებული. როგორც იმნაძემ აგვიხსნა, ისინი სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული დაავადებების კვლევებს აწარმოებენ. „მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ასეთი წერტილი აქვთ. მათ სჭირდებათ ადგილზე ყოფნა, რათა რომელიმე კონკრეტული შემთხვევის გამოვლენისას დაუყოვნებლივ შეუდგნენ კვლევას“, – ასე უპასუხა იმნაძემ ჩემს კითხვას, რატომ გადაწყვიტეს ამერიკელებმა ამ ვირუსების შესწავლა მაინცდამაინც თბილისში. ამერიკელების ამ ოფისთან ჩვენი ექვსკურსია ფაქტობრივად დასრულდა. შენობაში დაახლოებით 1 საათი დავყავით, რის შემდეგაც თავაზიანად გვთხოვეს, იქაურობა დაგვეტოვებინა. მობილურების დაბრუნებამდე გვთხოვეს, შეგვევსო სპეციალური ანკეტა და მიგვეთითებინა, რამდენი ხანი დავყავით ლაბორატორიაში და რა მიზნით. დასკვნების გამოტანას იმაზე, რით არის დაკავებული ეს ლაბორატორია და საშიშია თუ არა იგი საერთოდ, რადგან სპეციალისტი არ ვარ, ვერ დავიწყებ. ჩვენს ლაშქრობას უფრო სიმბოლური ხასიათი ჰქონდა. ჟურნალისტისთვის იმ ადგილზე მოხვედრა, სადაც მოხვედრა რთულია – ეს პროფესიული ინსტინქტია. ლაბორატორიის ხელმძღვანელობას კი ეს ჟესტი სჭირდებოდა, რათა ეცადა, დაემტკიცებინა, რომ ეს ობიექტი უსაფრთხოა“.
---