From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-11.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; gogi.patsatsia1@gmail.com; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 11.10.2018 08:26
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 11.10.2018

ტელევიზია

11.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:    ქრონიკა 09:00

2019 წლიდან სტაციონარული დაწესებულებებისთვის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება. ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების მეშვეობოთ ექიმები შეძებენ სრული სურათი დაინახონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული მანიპულაციების შესახებ. სისტემა გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ელექტრონულ წვდომას. ამ თემაზე ზაზა ბოხუამ და მაია ლაგვილა კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5610877

I არხი - მოამბე 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5611235

ტვ პირველი - საქმიანი დილა -

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5610959

---

 

11.10.2018

არხი:   იმედი

გადაცემა:    იმედის დილა

სოციალურად დაუცველი სტუდენტებს, რომლებსაც სტიპენდია დაენიშნებათ შესაძლებელია სოციალური დახმარება მოეხსნათ. ეს დადგენილება საარსებო შემწეობის შეჩერება-შეწყვეტის დებულებაში წერია, რადგან ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის სტიპენდია ოჯახსის ფულად შემოსავლად ითვლება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5610983

---

 

10.10.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:    მოამბე 21:00

საქართველოში, 2019 წლის პირველი იანვრიდან პენსიის ზრდა იგეგმება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მომავალი წლიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიის ოდენობა და ის 200 ლარი იქნება. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ორას ლარამდე გაიზრდება პენსია მკვეთრად და მნიშვნელვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5610294

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5609973

---

 

10.10.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 15:00

90 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას ვერ აიღებს. ბიუჯეტში მათთვის თანხები გათვალისწინებული არ არის. „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პენსია მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის იზრდება. სახელმწიფოსგან გაზრდილ თანხებს ვერ მიიღებენ 23 ათასი მარჩენალდაკარგული და 90 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5609124

---

 

10.10.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:    მთავარი 18:00

ზუკა ფაღავას სამედიცინო და\ხამრება დარღვევით გაეწია ამის შესახებ იმ წერილშია აღნიშნული, რომელიც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ მიიღო. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგეტო პროფესიული განვთარების საბჭოს მომართავ განსაზ\ღვროსრა ფორმით აგებს პასუხს ექიმი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5609779

---

 

10.10.2018

არხი:  ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:    ახალი ამბები 17:00

23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს დახმარება ესაჭიროება. მას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5609774

---

 

10.10.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:    დღის ამბები 17:00

5 წლის იოანე კოხრეიძეს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ბავშვს გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5609686

---

 

ინტერნეტი

11.10.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/krwanisis-raionshi-dasaqmebis-forumi-gaimarta/

კრწანისის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

ერთობლივი ფორუმების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, ჩუღურეთის, გლდანის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, ნაძალადევის და სამგორის შემდეგ დასაქმების ფორუმს კრწანისის რაიონმა უმასპინძლა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA- ში კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს ჩართულობით თბილისის მასშტაბით მერვე დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამჯერად დამსაქმებლებმა სხვადასხვა სფეროდან შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს, ფორუმზე 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი ვაკანსიით წარსდგა. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო და სხვა სფეროდან. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა მიაწოდა. კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ერთობლივად ორგანიზებული ფორუმის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ სასიკეთო შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. ფორუმის მასპინძელმა „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ დამსაქმებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობის საჭირებას შეეხო. მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია, სამუშაოს მაძიებლების უკეთესი დასაქმებისთვის კომპანიებს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს. დასაქმების ფორუმის შესახებ მოქალაქეები წინსწრებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებით იგენებენ. თავად ფორუმი, კი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ სხვადასხვა შეთავაზებას და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ ერთ სივრცეში პოტენციურ დამსაქმებელთან. მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/515991-krcanisis-raionshi-dasakmebis-porumi-gaimarta

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/80810/iustitsiis-sakhlebshi-c-hepatitis-skriningis-mudmivmoqmedi-kutkheebi-gaikhsna

იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტის სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეები გაიხსნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე აქტიური ინფექციის მატარებელი მოსახლეობის იდენტიფიკაციისათვის, სკრინინგების საშუალო რაოდენობა უნდა გაორმაგდეს. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სკრინინგის სერვისებისადმი მოსახლეობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. ცენტრის ინფორმაციით, C ჰეპატიტის სკრინინგის ღონისძიებების გაფართოება განსაკუთრებით ეფექტურია მასობრივი თავშეყრის ადგილებში, როგორითაც გამოირჩევა იუსტიციის სახლები. კერძოდ, მოწოდებული სტატისტიკით, იუსტიციის მხოლოდ 12 სახლში, რომლებიც განთავსებულია რეგიონულ ცენტრებსა და დიდ ქალაქებში, მოსახლეობის ნაკადი თვეში საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 450 ათას ადამიანს. მიმდინარე წელს C ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში 2-8 აგვისტოს, 5 სამუშაო დღის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლში ჩატარებული გასვლითი აქციის დროს დაისკრინა 833 პირი, რომელთაგან პირველადად გამოვლინდა სკრინინგით დადებითი 29 ახალი შემთხვევა (3,5%). აღნიშნული წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა მათი საჯარო სივრიცის C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში ჩართვა, მომზადდა და მთავრობის მიერ მოწონებული იქნა დადგენილების პროექტი იუსტიციის სახლებში მუდმივმოქმედი სკრინინგ კუთხეების მოწყობის თაობაზე. შესაბამისად, მიმდინარე წლის სექტემბრიდან იუსტიციის სახლის 3 ოფისში (თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) მოეწყო სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეები, სადაც მოსახლეობას შეეძლება უფასოდ მიიღოს აღნიშნული სერვისი, ხოლო დანარჩენ 9 ოფისში სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეების გახსნა დაგეგმილია მიმდინარე თვის მეორე ნახევარში. პროექტის ფარგლებში  შესაძლებელი იქნება წელიწადში დაახლოებით 400 ათასზე მეტი ადამიანის დასკრინვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნის მიღწევის გზაზე. ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში C ჰეპატიტის მართვის პროგრამის განსახორციელებლად 16.0 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/2019-wlidan-klinikebistvis-pacientebis-eleqtronuli-istoriebis-warmoeba-savaldebulo-gakhdeba/

2019 წლიდან კლინიკებისთვის პაციენტების ელექტრონული ისტორიების წარმოება სავალდებულო გახდება

2019 წლიდან სტაციონარული დაწესებულებებისთვის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება. ამ თემაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პირველ ეტაპზე, ელექტრონული ჩანაწერების წარმოება სავალდებულო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარული დაწესებულებებისთვის გახდება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების მეშვეობით ექიმები შეძლებენ სრული სურათი დაინახონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული მანიპულაციების შესახებ. სისტემა უზურნველყოფს, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ელექტრონულ წვდომას, გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად. ასევე, ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას უფრო ეფექტური მონიტორინგისა და ანგარიშგების მიმართულებით.

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/shromis-inspeqtirebis-departamenti-shemowmebuli-50-sawarmodan-shromis-usafrtkhoebis-normebi-yvela-matganshi-darghveulia/

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი - შემოწმებული 50 საწარმოდან შრომის უსაფრთხოების ნორმები ყველა მათგანში დარღვეულია

პირველი აგვისტოდან დღემდე შრომის პირობების უსაფრთხოება 50-მდე საწარმოში შემოწმდა, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ. 50-ვე შემთხვევაში დარღვევები აღმოჩნდა და, შესაბამისად, დამსაქმებლის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახე – გაფრთხილება. ერთ შემთხვევაში კი, გაფრთხილების შემდეგ გაცემული მითითების შეუსრულებლობის გამო, გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახე – ჯარიმა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან აცნობეს. პირველმა არხმა ასევე გამოითხოვა შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალი. ამ ეტაპზე უწყებამ 20 კომპანიის მონაცემები მოგვაწოდა. მათივე განცხადებით, შემოწმებული საწარმოების ჩამონათვალს, მათში დაფიქსირებულ დარღვევებთან ერთად, პირველ არხს ეტაპობრივად მიაწვდიან. რაც შეეხება მოწოდებულ სიას, მასში შემდეგი საწარმოები შედის: „დაჩი-98“ – ქაღალდის წარმოება; „პოლიედრო“ – პლასტმასის საფუთავების წარმოება; „ჯორჯიან ბილნდინგ გროუფი“ – ცემენტის წარმოება; „ხრამჰესი ერთი“, „ხრამჰესი ორი“ – ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ; „მიქსორი“ – ბეტონის წარმოება; „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“ – არმატურის საამქრო; „კაპაროლ ჯორჯია“ – სარემონტო მასალები; „გეგმეტი“ – ალუმინის საამქრო; „უნიმეტი“ – გადასახური მასალების წარმოება და რეალიზაცია; „ევროტექსი“ – ტანსაცმლის წარმოება; „ავერსი რაციონალი“ – მედიკამენტების წარმოება; „კარიერი“ (ხობი) – ღორღიანი და ქვიშიანი კარიერების დამუშავება; „ვოგგი“ – ფეხსაცმლის წარმოება; „პოლიმერ პლასტი“ – პლასტმასის ფილების, ფურცლების, მილებისა და პროფილების წარმოება; „მტკვარი ენერჯი“ – ელექტროენერგიის წარმოება თბოელექტროსადგურების მიერ; „ხრამი“, მარნეული; „მედაირი“; „ჯეოსთილი“ – არმატურის წარმოება. რაც შეეხება დასახელებულ საწარმოებში აღმოჩენილ დარღვევებს, ესენია: მიკროკლიმატის პარამეტრებისა და ხმაურის გაზომვის დოკუმენტაციის არარსებობა, სპეცტანსაცმლითა და სპეცფეხსაცმლით არასათანადო უზრუნველყოფა, საფრთხის შემცველი ფაქტორების გამოვლენა და რისკების შეფასების არარსებობა. გარდა ამისა, რამდენიმე საწარმოს შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოიქმნება ხმაური, რომელიც სმენის დაქვეითებისა და ფიზიკური გადაძაბვის მომატებულ რისკს ქმნის. რამდენიმე საწარმოში სიმაღლიდან ვარდნის საფრთხეც დადგინდა. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც არ არსებობდა მოაჯირი, რომელიც გამორიცხავს დასაქმებულთა სიმაღლიდან ვარდნას; მოუწესრიგებელი იყო ელექტროუსაფრთხოება, არსებობდა ტრავმატიზმის საფრთხე, არ იყო დამონტაჟებული ეფექტიანი გამწოვი-სავენტილაციო სისტემა. შემოწმებული საწარმოების დიდ ნაწილში არ არის გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ თრობაზე შემოწმებას. ერთ-ერთ შემთხვევაში, კერძოდ, „ავერსი რაციონალის“ ქიმიურ ლაბორატორიაში და ნარჩენების მართვის (მათ შორის საფრთხის შემცველი ნარჩენების) ზედამხედველად დასაქმებული იყვნენ ორსული ქალები. საწარმოში არ იყო შემუშავებული საგანგებო სიტუაციების დროს სამოქმედო და საევაკუაციო გეგმა. მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოებში შესვლა შრომის ინსპექტორებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ.

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/515872-saxalxo-damcveli-psikikuri-janmrtelobis-saertashoriso-dgestan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs

სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში დღემდე არ არის შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები. ომბუდსმენის შეფასებით, გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გააქტიურონ მუშაობა არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. „ყოველი წლის 10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია 2018 წელს ამ დღის კამპანიის წარმოებისას საზოგადოების ყურადღებას ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებზე ამახვილებს. სწორედ ამიტომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა „ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად მსოფლიოში“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალგაზრდები მუდმივად ებრძვიან ადამიანის უფლებების დარღვევის უარყოფით შედეგებს - ომს, ძალადობას სახლში და სკოლაში; განიცდიან კიბერ ბულინგს; თამაშობენ ძალადობრივ ვიდეოთამაშებს; ხდებიან კიბერ დანაშაულის მსხვერპლი. ფსიქიკური დაავადებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე უკიდურესად დაბალია. შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, რათა გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს. საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა სახელმწიფოს წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყანაში დღემდე არ არის შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო პროგრამები. ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადების კუთხით. დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ზომები არ არის საკმარისი სფეროს სათანადო განვითარებისთვის. გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. პრობლემად რჩება ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი. სახალხო დამცველი მუდმივად უსვამს ხაზს ბავშვზე ზრუნვის პროცესში ჩართული პირების გადამზადების აუცილებლობას ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვის მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციისა და იდენტიფიცირების, რთული ქცევის მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკითხებზე. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გააქტიურონ მუშაობა არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, რათა სათანადოდ იქნას დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებები,“ - ნათქვამია განცხადებაში.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sakhalo-damcveli-saqartveloshi-phsiqikuri-janmrteloba-sakhelmtsiphos-tsinashe-mdgar-mnishvnelovan-gamotsvevas-tsarmoadgens/

იმედინიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/qvekanashi-dghemde-ar-aris-shemushavebuli-fsiqikuri-djanmrtelobis-shesakheb-tsnobierebis-amaghlebistvis-sachiro-programebi-sakhalkho-damtsveli/50723

ნიუს.ჯი- https://news.ge/sakartvelos-saxalxo-damcveli-2/

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/515903-pinansta-ministris-moadgile-2019-clis-1-eli-ianvridan-gaizrdeba-asakobrivi-mkvetrad-gamoxatuli-shezguduli-shesazleblobebis-mkone-pirta-da-0-dan-18-clamde-shshm-pirta-pensia/

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზრდება ასაკობრივი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია

2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზრდება როგორც ასაკობრივი, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განუცხადა. კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპენსიო თანხის 20 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს. ფინანსურ დოკუმენტს გიორგი კაკაურიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს აცნობს.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/2019-wlis-pirveli-ianvridan-rogorc-asakobrivi-aseve-shshm-pirta-pensia-gaizrdeba/

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1539170828-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=186023-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1,%20%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 ,

ქართულმა ოცნებამ 125 ათასი შშმ პირი დატოვა პენსიის ზრდის გარეშე"- ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, 130 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას ვერ აიღებს. უმრავლესობამ შშმ პირებისთვის ბიუჯეტში თანხები არ გაითვალისწინა. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პენსია მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის იზრდება. „მოხდა პენსიების ზრდა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე და 125 ათასი შშმ პირი დატოვეს პენსიის ზრდის გარეშე. 2015 წლის შემდეგ, მათ არ მომატებიათ არცერთი თეთრი. ეს ბიუჯეტი არის ფიქტიური ბიუჯეტი, ტყუილია, რომ იზრდება 300 მილიონით. დაახლოებით 300 მილიონი გადამალული აქვთ და ვინც ბევრს იყვირებს იმას მისცემენ დეკემბერში იმათ მისცემენ ფულს. ამ ადამიანებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდას სჭირდება მხოლოდ 30 მილიონი ლარი,“-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი, რომან გოცირიძე. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სახელმწიფოსგან გაზრდილ თანხებს ვერ მიიღებენ 23 ათასი მარჩენალდაკარგული და 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. „ასაკით პენსიონერებს ნამდვილად სჭირდებათ 50 ლარით მომატება, როგორც ამას „ევროპული საქართველო“ დიდი ხანი ამბობს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს შშმ პირები, რადგან თუნდაც 2015-2016 წლების 10 და 20 ლარიანი მატება არ შეეხოთ, მეორე ჯგუფის შშმ პირებს, რომელთაც დარჩათ 100 ლარი და დღემდე ითხოვენ მთავრობისგან იმას, რომ პენსიის ზრდა შეეხოთ მათაც“-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/romel-bankebs-endobian-ministrebi

ქართული და უცხოური ბანკები, რომელსაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები საკუთარ ფულს ანდობენ

„კომერსანტი“ დაინტერესდა რომელ ბანკებს ენდობიან საქართველოს მთავრობის წევრები. აქვთ თუ არა მინიტრებს ანგარიშები უცხოურ ბანკებში და რა თანხა ირიცხება მათ საბნკო ანგარიშებზე. 2018 წელს შევსებული დკლარაციით, რომელიც ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში შეავსო ამჟამინდელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „საქართველოს ბანკის“ სოლოს ანგარიშზე 8540 ლარი ერიცხებოდა. ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი 0,73 ლარი. საქართველოს მთავრობის მეთაურს თი–ბი–სი ბანკის მიმდინარე ანაგრიშზე 6,02 ლარი, შემნახველზე 1,37 ლარი, ვი–თი–ბი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი 131 ლარი ერიცხებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს გიორგი გახარიას დეკლარაციის შევსების მომენტში „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 6 020 ლარი ჰქონდა. ვიცე-პრემიერს მიმდინარე ანგარიში „ვი- თი-ბი“ ბანკშიც ჰქონდა, თუმცა თანხა არ ერიცხებოდა. წლის დასაწყისში მინისტრის მეუღლეს, მარიკა ფანცულაიას „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 485 ლარი ჰქონდა, ხოლო დეპოზიტის ანგარიშზე 520 000 დოლარი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ლარის ანგარიშზე თანხა არ ერიცხებოდა, ხოლო გირვანქა სტერლინგის ანგარიშზე 582 გირვანქა სტერლინგი ჯქონდა. ვიცე-პრემიერს მიმდინარე ანგარიში აქვს „ქართუ ბანკშიც“, სადაც თანხა არ ირიცხება. ცქიტიშვილის მეუღლეს „საქართველოს ბანკში“ მიმდინარე დოლარის ანგარიშზე 4 949 დოლარი ჰქონდა, ლარის ანგარიშზე 11 924 ლარი, ხოლო გირვანქნა სტერნლინგის ანგარიშზე 523 გირვანქნა სტერნლინგი. ხატიაშვილს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 29 951 დოლარი ერიცხებოდა. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას „სითიბანკი მოსკოვის“ მიმდინარე დოლარის ანგარიშზე 50 დოლარი ჰქონდა, ამავე ბანკის რუბლის ანგარიშზე 250 656 რუბლი, ხოლო ევროს ანგარიშზე 14 971 ევრო. ქობულიას ამავე ბანკის ანაბარზე 699 დოლარი, 20 000 რუბლი და 112 520 ევრო ჰქონდა. მინისტრს „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ევროს ანგარიშზე 14, 780 ევრო ჰქონდა, ლარის ანგარიშზე 11 682 ლარი, 25 475 დოლარი და 44 040 გირვანქა სტერლინგი ერიცხებოდა. „საქართველოს ბანკში“ დეპოზიტის სახით ჰქონდა 554 000 დოლარი, 500 000 ევრო და 160 000 გირვანქა სტერლინგი. მინისტრის მეუღლეს ოლგა კორსიკ საქართველოს ბანკი მიმდინარე ევროს ანგარიშზე 20 856 ევრო , 1 000 დოლარი , 3000 რუბლი, 57 გირვანქა სტერლინგი და 92 ლარი ჰქონდა, დეპოზიტზე კი 40 000 დოლარი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 49 469 ლარი და 307 დოლარი ჰქონდა. მის მეუღლეს კი თი- ბი-სი ბანკში სახელფასო ანგარიშზე 404 ლარი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანს „თი–ბი–სი ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე 7328 ლარი, 37 895 დოლარს და 9 484 ევროს ინახავდა, — „ვი- თი - ბი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 13 327 ევროს, 1549 გირვანქა სტერლინგს და 3,63 დოლარს. მინისტრს „HSBC - ბანკის“ ანგარიშზე — 248 900 დოლარი ჰქონდა . რაც შეეხება მის მეუღლეს მაია აგიაშვილი საქართველოს ბანკში ანაბარზე 128 119 დოლარი და 50 000 დოლარი ჰქონდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი ბანკის“ მიმდანარე ანგარიშზე 1396 ევრო ჰქონდა. „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე კი 20 005 დოლარი და 10 131 ევრო. სახელფასო ანგარიშზე ბატიაშვილს 26 960 ლარი ერიცხებოდა. ბატიაშვილი „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 79 785 ლარს ინახავდა. მინისტრის მეუღლეს „თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 579 ლარი ირიცხებოდა, ხოლო ანაბარზე 11 356 დოლარი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს „თი–ბი–სი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 3 200 დოლარი, საქართველოს ბანკი სახელფასო ანგარიშზე კი 7 627 ლარი ჰქონდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს „თი–ბი–სი ბანკში“ დეპოზიტის ანგარიშზე 15 254 ლარი და 7 დოლარი ჰქონდა. მიმდინარე ანგარიშზე კი 320 ლარი. დავითაშვილი „რესპუბლიკა ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე ინახავდა 233 ლარს, ხოლო საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1674 ლარს.მინისტრის მეუღლეს თეა ფარქოსაძე საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5023 ლარი ერიცხებოდა საკრედიტოზე კი 5210 ლარი. უნდა აღნიშნოს ის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეკლარაცია ბოლოს 2017 წელს შეავსო. მაშინ მინისტრის საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3004 ლარი ირიცხებოდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს საქართველოს „ბანკის უნივერსალურ“ ანგარიშზე 1749 ლარი ჰქონდა, პრემიუმ ანაბარზე 900 ევრო, საბავშვო ანაბარზე 701 ლარი. „ბანკი ქართუს“ საბარათე ანგარიშზე 66 თეთრი ერიცხებოდა. რაც შეეხება წულუკიანის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას ლიბერთი ბანკის ელექტრონულ საფულეზე 4 931 ლარი ჰქონდა. საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს ,,თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 515 ლარი, 300 დოლარი და 87 ევრო ჰქონდა ხოლო ანაბარზე 2241 დოლარი და 1030 ევრო ერიცხებოდა. რაც შეეხება მის მეუღლეს არმინ ჰუთენლოხერს „postbank nuernberg- ში“ მიმდინარე ანგარიშზე 15 000 ევრო ჰქონდა.

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/424533

„თითოეული ადამიანის თითოეული ლარი ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, გევედრებით, დამიდექით გვერდში და გადამირჩინეთ შვილი“

6 წლის გიგლა ზაქარაძე ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. მას უჭირს ლაპარაკი, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ხშირად ვარდება კრუნჩხვებში და ტირის აუტანელი ტკივილების გამო. 3 წლის ასაკში ბავშვს ეპილეფსია განუვითარდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი ისედაც მძიმე მდგომარეობა. გიგლა სოციალურად დაუცველ ოჯახში იზრდება. მისმა მშობლებმა გაყიდეს სახლი, ყველაფერი თუ რამ გააჩნდათ, რათა შვილისთვის არ მოეკლოთ საჭირო ძვირადღირებული მკურნალობა. დღეს ეს ოჯახი საკუთარი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი და თავს ნათესავის სახლს აფარებს ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში. მათ უჭირთ მატერიალურად და დახმარებას ითხოვენ. ბოლო პერიოდში, გიგლას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. სისხლში მას აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით ტყვია და მიმდინარეობს ორგანიზმის მოწამვლა. არის საშიშროება, რომ ბავშვი კომაში ჩავარდეს და ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდეს. „თუ სისხლში ტყვიის შემცველობა არ დაეცა, ბავშვი ვერ იარსებებს. ერთადერთი გამოსავალი არის სისხლის გაფილტრვა და გამოკვლევის ჩატარება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თითოეული ადამიანის თითოეული ლარი ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას ვევედრები – დამიდექით გვერდში და გადამირჩინეთ ჩემი შვილი. გფარავდეთ უფალი თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ამბობს გიგლას დედა თეონა ზაქარაძე. მეგობრებო, სულ მალე, 17 ოქტომბერს ამ ბიჭუნას 7 წელი შეუსრულოდება. დიახ, ეს ბავშვი უკვე 7 წელია, რაც ქვეყანას მოევლინა და მას შემდეგ მისი სიცოცხლე სულ ბეწვზე ჰკიდია. „მოდით, ერთობლივი ძალებით დავეხმაროთ გიგლას გამოკვლევის ჩატარებასა და მკურნალობაში! მოდით გამოვიყვანოთ იგი უმძიმესი მდგომარეობიდან და ხელი შევუწყოთ მისი ჯანმრთელობის რეაბილირტაციას. ჩვენ ეს შეგვიძლია თუ გავერთიანდებით კეთილი საქმის საკეთებლად! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „ჩერნოვეცკის ფონდის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიგლა ზაქარაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/372-zakaidze/ “,- აცხადებენ ფონდში.

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=186008-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%2C+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98

"4 დღეა მშიერი ვარ, ოჯახმა სახლიდან კი იმიტომ გამომაგდო, რომ ღამე ხვრინვა ვიცი" - ზესტაფონელი მოხუცი დახმარებას ითხოვს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მარტოხელა მოხუცი დახმარებას ითხოვს.

მოხუცი აცხადებს, რომ შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით წაიყვანეს, რომ ღამე ოჯახის წევრებს მოხუცი ქალის ხვრინვა აწუხებდათ.  ქალბატონის თქმით, 4 დღეა საჭმელი არ უჭამია, მის პენსიას კი ოჯახის წევრები იღებენ.  "ერთი შვილი მყავს ბიჭი, ქუთაისში ცხოვრობს. ასევე მყავს 2 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი, მაგრამ ჩემთვის არავის ცალია. მე ქუთაისში მაქვს ბინა, ახლა იმ სახლში ჩემი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ. მათთან ერთად ვცხოვრობდი, არც ვხმაურობდი და არაფერი, უბრალოდ ღამე, ძილში თურმე ვიცი ხვრინვა და ჩემმა შვილიშვილმა ეს ვერ აიტანა და ზესტაფონში წამომიყვანა და მარტო დამტოვა ცივ სახლში. არავინ პატრონი არ მყავს, 4 დღეა საჭმელი არ მიჭამია. პენსიას ჩემი შვილი იღებს,"- ამბობს ირა ნიკაჭიძე. ქალბატონის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას "სიკეთის ქალაქი" ავრცელებს და საზოგადოებას მიტოვებული ქალის დასახმარებლად და საკვების შესაძენად დახმარებას თხოვს.  ირა ნიკაჭაძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 577 566 599.

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: https://ria.ru/politics/20181010/1530375685.html

Захарова прокомментировала данные о работе США в центре Лугара в Грузии

КОКТЕБЕЛЬ (Крым), 10 окт — РИА Новости. Российские озабоченности в отношении американской военной медико-биологической активности в грузинской лаборатории "Лугара" основаны на фактах, они неоспоримы, заявила официальный представитель МИД РФ Мария Захарова.

Российская сторона неоднократно выражала тревогу по поводу деятельности Пентагона "по размещению своих медико-биологических лабораторий в непосредственной близости от российских границ". В 2015 году в МИД упомянули в этой связи так называемый "Исследовательский центр общественного здравоохранения имени Лугара" в пригороде Тбилиси, под крышей которого прочно "прописалось" медицинское исследовательское подразделение сухопутных войск США.

"Российские озабоченности в отношении американской военной медико-биологической активности, которая осуществляется под крышей лаборатории в Грузии, основаны на фактах, они неоспоримы", — подчеркнула Захарова.

"Появляются все новые факты о темной стороне военно-биологической деятельности США, использовании Пентагоном так называемого исследовательского центра общественного здравоохранения имени Лугара. Об этом рассказал 4 октября генерал-майор (Игорь) Кириллов (начальник войск радиационной, химической и биологической защиты ВС РФ). В частности, международная общественность была шокирована примерами проводимых в США исследований по использованию комаров в качестве средств доставки особо опасных инфекционных агентов для заражения людей", — сказала дипломат.

По словам Захаровой, подобные факты напоминают футуристические фильмы, снятые десятилетия назад, которые казались невозможными, а сейчас стали реальностью.

"Буквально на днях стали известны дополнительные подробности о зловещем интересе американских военных к применению насекомых. На сей раз — для поражения различными вирусами сельскохозяйственных растений… Публикации группы зарубежных экспертов в авторитетном журнале Science информируют о проекте управления перспективными исследованиями минобороны США под названием "Насекомые-союзники". Речь идет о сумме 45 млн долларов. Декларируемая цель — использовать современные методы генной инженерии, генной терапии для повышения устойчивости сельскохозяйственных культур к влиянию неблагоприятных факторов окружающей среды. Авторы публикации задают логичный вопрос — какое отношение к этому имеет Пентагон?" — пояснила Захарова.

"Эксперты поясняют: указанный способ доставки вирусной ДНК является экономически невыгодным, необоснованным и неэффективным по сравнению с традиционным применением опрыскивателей для обработки посевов пестицидами. В то же время высвобождение большого количества насекомых векторов вирусных инфекций имеет ярко выраженные наступательные аспекты и может использоваться для уничтожения сельскохозяйственного потенциала противника", — подчеркнула она.

"Всё это не изолированные и оторванные друг от друга примеры, это всё не фильмы с прогнозами, это звенья одной цепочки, цепочки, которая уже реализована", — уточнила дипломат.

В Москве полагают, что американские и грузинские власти пытаются скрыть истинное содержание и направленность деятельности воинского подразделения армии США, изучающего особо опасные инфекционные болезни. Грузинская сторона считает опасения напрасными и заявляет, что лаборатория занимается исключительно научными изысканиями.

---

 

10.10.2018

მედიასაშუალება: https://ria.ru/world/20181010/1530394430.html

Россию пригласили на учения в лаборатории Лугара, заявил Карасин

ЖЕНЕВА, 10 окт – РИА Новости, Елизавета Исакова. Россия не намерена легитимизировать "Исследовательский центр общественного здравоохранения имени Лугара" в Грузии, присутствуя там на международных учениях в ноябре, деятельность данной лаборатории нуждается в отдельном разъяснении, заявил РИА Новости статс-секретарь, заместитель министра иностранных дел РФ Григорий Карасин по итогам очередного раунда женевских дискуссий по Закавказью.

"Довольно долго и остро обсуждали тематику так называемой биолаборатории "Лугара", которая находится на грузинской территории и которая действительно представляет опасность, поскольку никто не понимает, что и зачем там исследуется или производится. Наши партнеры из Цхинвала и Сухума привели примеры того, как в последние годы с грузинской территории начинались проникновения каких-то не свойственных этому региону болезней. Это вызывает большие подозрения и нуждается в отдельном разъяснении", — сказал он.

Карасин отметил, что в лаборатории в середине ноября планируются международные учения.

"Россия тоже приглашена по линии ООН. Но мы не хотим участвовать в каких-либо упражнениях по легитимизации этой лаборатории. Потому что, конечно же, в ходе одного заезда понять, над чем работают те или иные лаборатории, невозможно. Есть разные степени закрытости. Непонятно, в какие именно отделы поведут международных экспертов", — указал он.

В этой связи, по словам замминистра РФ, сопредседатели женевских дискуссий "попросили грузинских представителей на следующем раунде в декабре хотя бы в самом общем плане ознакомить участников женевских встреч с итогами учений, которые там планируется провести".

Российская сторона неоднократно выражала тревогу по поводу деятельности Пентагона "по размещению своих медико-биологических лабораторий в непосредственной близости от российских границ". В 2015 году в МИД упомянули в этой связи так называемый "Исследовательский центр общественного здравоохранения имени Лугара" в пригороде Тбилиси, под крышей которого прочно "прописалось" медицинское исследовательское подразделение сухопутных войск США.

В Москве полагают, что американские и грузинские власти пытаются скрыть истинное содержание и направленность деятельности воинского подразделения армии США, изучающего особо опасные инфекционные болезни. Грузинская сторона считает опасения напрасными и заявляет, что лаборатория занимается исключительно научными изысканиями.

---

 

ბეჭდვითი მედია

11.10.2018

მედიასაშუალება:  გზა

ლუგარი -ამერიკული საიდუმლო სამხედრო ნაგებობა თუ საბაბი ახალი აგრესიისთვის

თბილისში არსებული ამერიკული ლაბორატორია, რეგიონში საშიშ პანდემიურ დაავადებებს ავრცელებს" -ეს განცხადება ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელსაც ბოლო დროს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. ამაზე საუბრობენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიც. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლაი პატრუშევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის სახელმწიფო სანიტარიის უფროსი ინსპექტორი გენადი ონიშენკო ცალსახად ამტკიცებენ, რომ თბილისში მდებარე "ლუგარის ლაბორატორია" საიდუმლო სამხედრო ნაგებობაა, სადაც რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ ბიოლოგიური იარაღი მზადდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5611226&name=11.10.2018%20-%20%E1%83%92%E1%83%96%E1%83%901&p=1&lang=ge

---