From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-12.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; gogi.patsatsia1@gmail.com; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 12.10.2018 09:08
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 12.10.2018

ტელევიზია

12.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:    დილა მშვიდობისა

შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი საწარმოების რგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ნოემბერია. დეტალურად კლანონის შესახებ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5613467

---

 

11.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:    კურიერი 15:00

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. თეონა ჭალიძის თქმით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს და მათ ოჯახებს სტიპენდიის ჩარიცხვის გამო უჩერდებათ ან უწყდებათ საარსებო შემწეობა. ჭალიძე ჯანდაცვის სამინისტროს საკიხის შესწავლას სთხოვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5612367

---

 

11.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:    ქრონიკა 20:00

სახელმწიფო ბიუჯეტი. 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5612836

მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5612970

---

 

11.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:    კურიერი 18:00

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს წალკაში შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც იმყოფებოდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5612744

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5612716

---

 

11.10.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:    ახალი ამბები 18:00

ქობულეთში მცხოვრები 150-მდე ადამიანი ამტკიცებს, რომ ბათუმში მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოტყუებით უფასო მომსახურება შესთავაზა, უმეტესობას გარკვეული მკურნალობაც ჩაუტარა, კბილები ამოუღო, გაუქლიბა და მომსახურება შეწყვიტა. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, დაარწმუნეს იმაში, რომ უფასოდ კეთდებოდა კბილები და ჰქონდათ კავშირი ჯანდაცვის სამინისტროდან, საიდანაც ხდებოდა დაზღვევის თანხის გადმორიცხვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5613215

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5613208  

---

 

11.10.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:    დღის მთავარი თემა 20:00

სიცოცხლისთვის საშიში ინტერნეტ თამაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5613153

---

 

ინტერნეტი

12.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/516154-gardabanshi-tbosadguris-msheneblobaze-dasakmebuli-mushebi-akcias-martaven

გარდაბანში, თბოსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები აქციას მართავენ

გარდაბანში, თბოსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, შრომითი ხელშეკრულებების ოფიციალურად გაფორმებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის გამო, ობიექტზე სამუშაოები ნაწილობრივ შეფერხებულია და თბოსადგურის მშენებლობაზე მხოლოდ ჩინეთის მოქლაქეები მუშაობენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ კონტრაქტები, ვერ სარგებლობენ დაზღვევით, ობიექტზე არ არის სასმელი წყალი, სასადილო, ტრანსპორტი, რომ მშენებლობის ადგილამდე მივიდნენ, მოუწყობელია ინფრასტრუქტურა და სამუშაო ტანსაცმლის გამოსაცვლელი ადგილიც კი არ არსებობს. მუშების თქმით, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომების დაცვა არ ხდება. დამსაქმებელთან - ჩინურ კომპანიასთან კი კომუნიკაციას, ენობრივი ბარიერის გამო ვერ ამყარებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაფიცვა მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის გაფიცული მუშების წარმომადგენლები ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს მართავენ.

---

 

12.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/516141-damsakmebelta-asociaciis-prezidenti-samushao-adgilebi-gvakvs-magram-ar-aris-shesabamisi-micodeba-bazarze-amashi-igulisxmeba-kvalipiciuri-kadri

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი - სამუშაო ადგილები გვაქვს, მაგრამ არ არის შესაბამისი მიწოდება ბაზარზე, ამაში იგულისხმება კვალიფიციური კადრი

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1539248133-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90

დავით სერგეენკო: "მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს... არ გაკადრებთ იმას, რომ მიგითითოთ ვის მისცეთ ხმა"

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი, საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში-თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელმაც მოსახლეობას მიმართა: "28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი - უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ვერ გთხოვთ, არც გაკადრებთ იმას, რომ მიგითითოთ ვის მისცეთ ხმა, იმიტომ, რომ თითოეულ თქვენთაგანს საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს უტყუარი არჩევანის გასაკეთებლად - ვის უნდა ქვეყნისთვის სიკეთე, ვის უნდა ქვეყნის განვითარება და მეორეს მხრივ, ვის ამოძრავებს რევანშის, ბოღმის, ღვარძლის და ანგარიშსწორების სურვილი. ამას თქვენ არაჩვეულებრივად გააკეთებთ. მე ერთადერთი სათხოვარი მექნება თქვენთან, უმორჩილესი თხოვნა, რომ 28 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს, რომელსაც დავაფიქსირებ. მინდა, რომ არაჩვეულებრივ ქალბატონს, სალომე ზურაბიშვილს მივცე ხმა 28 ოქტომბერს. გისურვებთ წარმატებებს ქალბატონო სალომე" - განაცხადა სერგეენკომ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-chemi-tkhovnaa-28-oqtombers-aravin-darches-sakhlshi-khma-mivcet-saqartvelos-ganvitarebas/

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/davit-sergeenko-minda-rom-arachveulebriv-qalbatons-salome-zurabishvils-mivce-khma/

ფორ.ჯი- http://for.ge/view_news.php?news_id=82842&news_cat=0

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/199141-davith-sergeenko-chemi-thkhovnaa-28-oqtombers-aravin-darches-sakhlshi-khma-mivceth-saqarthvelos-ganvitharebas.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/424776

დრონი.ჯი- https://droni.ge/?m=3&AID=40958

პრესა.ჯი-   http://presa.ge/?m=politics&AID=69366

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=81963

პია.ჯი- https://pia.ge/post/228152-davit-sergeenko-umorcilesi-txovnaa-rom-28-oqtombers-aravin-darces-saxlsi-da-xma-mivcet-saqartvelos-ganvitarebas

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72791

---  

 

11.10.2018

მედიასაშუალება: http://mcm.ge/70-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%90/

70-მდე ნივთიერებას შორის, რასაც კანაფი შეიცავს, მხოლოდ ორს აქვს სამედიცინო თვისებები – ლაშა კილაძე

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე აცხადებს, რომ მარიხუანის კულტივაციისა და ექსპორტის იდეას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ ის ნეგატიურად არ აისახება საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და გააძლიერებს ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. აქვე, მკაცრად უნდა დაკონკრეტდეს თუ მცენარი კანაფის რომელი ჯიშის კულტივაციაზე საუბარია, რადგან იმ 70-მდე აქტიურ ნივთიერებას შორის, რასაც კანაფი შეიცავს, მხოლოდ 2 გამოიყენება მედიცინაში. როგორც ლაშა კილაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  კანონპროექტის მეორე ნაწილი, რომელიც პარლამენტს არ წარედგინა დასამტკიცებლად, შეეხება ძალიან სენსიტიურ თემას და ძალიან სწორი, კვალიფიციური და აუჩქარებელი განხილვა სჭირდება. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტთა ჯგუფებთან კონსულტაციები და მონაწილეობის სურვილს თავად ლაშა კილაძეც გამოთქვამს. მიაჩნია, რომ მარიხუანის კულტივაცია თავისთავად საფრთხეს შეიცავს, მაგრამ საჭიროა სწორი მიდგომების ჩამოყალიბება და რისკები გათვალისწინება. ამისთვის კი სახელმწიფო ხედვა უნდა არსებობდეს. როგორც ლაშა კილაძე აცხადებს, საჭიროა გაიმიჯნოს ტერმინები სამედიცინო მარიხუანა და მარიხუანის მოხმარება და განმარტავს, რომ მცენარე კანაფის გარკვეული ჯიში შეიცავს სამედიცინო თვისებებით გამორჩეულ ნივთიერებას, ტეტრაჰიდროკანაბინოლსა და კანაბიდიოლს. ამათგან პირველი იწვევს თრობას, ხოლო მეორე ნივთიერება არ არის თრობის გამომწვევი. ორივე მათგანს თავისი ძირითადი ფუნქციების გარდა გააჩნია სამკურნალო თვისებებიც. ეს განსაკუთრებით ეხება კანაბიდიოლს, რომელიც გამოიყენება ბევრ ქვეყანაში რეგისტრირებულად დამზადებულ პრეპარატებში სხვადასხვა კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, მაგალითად, სხვა მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული სისტემური გულყრები ბავშვთა ასაკში. ამ ნივთიერებაზე დამზადებული ორი მედიკამენტი რეგისტრირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. “ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ტერმინები – სამედიცინო მარიხუანა და მარიხუანის მოხმარება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მესამეა – სამრეწველო მარიხუანა. მცენარე კანაფის ძალიან ბევრი ჯიში არსებობს. არის ჯიშები, სადაც მარტო კანაბიდიოლი არის შედარებით დიდი რაოდენობით, ან ორივე ერთად. არის კიდევ მესამე ჯიში, რომელიც მხოლოდ სამრეწველო მიზნით გამოიყენება”, – აცხადებს ლაშა კილაძე და ვარაუდობს, რომ საქართველოს შემთხვევაში საუბარია სწორედ სამედიცინო მარიხუანის, კანაბიდიოლის შემცველი ჯიშების კულტივაციასა და გატანაზე, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მკაცრი რეგულაციების ფონზე არის განვითარებული. “ძალიან ბევრი ქვეყანა, შიდა მკაცრი რეგულაციების ფონზე, ახდენს სამედიცინო მარიხუანის კულტივაციას და ექსპორტს. მაგალითისთვის ავიღოთ ისრაელი, რომელიც მკაცრი რეგულაციების ფონზე ახდენს კულტივაციას. საფრთხეები უნდა შეფასდეს ერთიანობაში, თუ პოზიტიური მომენტები აჭარბებს ნეგატიურს, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად კარგი და სასარგებლო გადაწყვეტილება”, – აცხადებს ლაშა კილაძე.

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94/

ლაშა კილაძის პრესკონფერენცია

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92/

პრევენციული სისტემების გარეშე ნარკომანიასთან ბრძოლა განწირულია წაგებისთვის – ლაშა კილაძე

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე მიიჩნევს, რომ პრევენციული სისტემებისა და პროფილაქტიკური აქტივობების გარეშე ნარკომანიასთან ბრძოლა წაგებისთვის არის განწირული. მისივე თქმით, როდესაც საუბარია ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე და მოჰყავთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება, იქვე უნდა დაკონკრეტდეს, ამ ქვეყნებმა რა პრევენციული ზომები გაატარეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ გაზრდილიყო ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი. ” როცა ვსაუბრობთ პორტუგალიის მოდელზე, სადაც 2001 წელს, ყველა ნარკოტიკული საშუალების სრულ დეკრიმინალიზაცია დაინერგა და შემცირდა ახალგაზრდობაში მოხმარებისა და დამოკიდებულების რიცხვი, ხშირად გვავიწყდება ვთქვათ, რომ ეს მარტო დეკრიმინალიზაციის ფონზე არ მომხდარა, ბევრი პრევენციული სისტემა ამოქმედდა. პორტუგალია დღეს, ნარკომანიის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის ხარჯავს არა ერთ ათეულ მილიონობით ევროს, საქართველოს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია”, – განაცხადა ლაშა კილაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს პრევენციის გამართული სისტემა, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის დაუყოვნებლივ უნდა ამუშავდეს საბავშვო ბაღებით დაწყებული, განათლების სისტემის ყველა რგოლში. ქვეყანაში ანტინარკოტიკული აქტივობები არის ძალიან სუსტი და ისიც გაფანტული ფინანსური რესურსის ხარჯზე მიმდინარეობს. არ არსებობს სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. “ჩვენი ცენტრის გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ გვაქვს ძალიან პოზიტიური კომუნიკაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან და გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რომ პრევენციის სისტემა ამუშავდეს და დაინერგოს. დღეს, არსებობს სხვადასხვა პროგრამები, სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს. გამოიყოფა დაფინანსება, მაგრამ ეს აქტივობები არის ძალიან სუსტი და დეზორგანიზებული.   ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთ სისტემაში მოქცეული. შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა ცალ-ცალკე კი არ უნდა იმოქმედონ, არამედ იყოს ერთი ხედვის ფარგლებში, პრობლემისადმი ერთი დამოკიდებულების პირობებში”, – მიაჩნია ლაშა კილაძეს.

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90/

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 240 მილიონი ლარით იზრდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 240 მლნ. ლარით შეადგენს 3 მილიარდ 863.1 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%). როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის – 2 მილიარდ 684.2 მლნ ლარი, საიდანაც ერთი მილიარდ 925 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან; ასევე, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 048.6 მლნ ლარი; მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის – 754.0 მლნ; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი.  ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი, შესაბამისად დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7 მლნ ლარს.

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/13069-khonshi-akhali-fsiqiatriuli-ikhsneba

ხონში ახალი ფსიქიატრიულის კორპუსი იხსნება

ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთი ახალი კორპუსი დაემატება.

ახალი ფსიქიატრიულის სტაციონალური კორპუსი დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება. ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რომ ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომლის მშენებლობისთვის ორი მილიონი ლარი იხარჯება. "ახალი კორპუსი 2 400 კვ.მ იქნება, რომელიც ასამდე პაციენტზე არის გათვლილი", - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გოჩა ბაკურაძე. იმერეთში, ხონში არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში 550 პაციენტია სტაციონარში განთავსებული. ცენტრს სულ 650-700-მდე პაციენტის მომსახურების საშუალება აქვს. კლინიკაში ამბობენ, რომ ახალ კორპუსში ნებაყოფლობით მკურნალონაზე მყოფი პაციენტები განთავსდებიან. რაც შეეხება სხვა განყოფილებებს, ცენტრში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია დაწყებულია და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/krtsanisis-dasaqmebis-phorumi-gaimarta/

დღეს,კრწანისის დასაქმების ფორუმი გაიმართა

ერთობლივი ფორუმების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, ჩუღურეთის, გლდანის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, ნაძალადევის და სამგორის შემდეგ დასაქმების ფორუმს კრწანისის რაიონმა უმასპინძლა. 3 Shares 3 დღეს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA”- ში კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA”-ს ჩართულობით თბილისის მასშტაბით მერვე დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამჯერად დამსაქმებლებმა სხვადასხვა სფეროდან შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს, ფორუმზე 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი ვაკანსიით წარსდგა. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო და სხვა სფეროდან. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა მიაწოდა. კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ერთობლივად ორგანიზებული ფორუმის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ სასიკეთო შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. ფორუმის მასპინძელმა „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA“-ის დირექტორმა ია ერაძემ დამსაქმებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობის საჭირებას შეეხო. მისი თქმით: “საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია, სამუშაოს მაძიებლების უკეთესი დასაქმებისათვის კომპანიებს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს”. დასაქმების ფორუმის შესახებ მოქალაქეები წინსწრებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებით იგენებენ. თავად ფორუმი, კი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ სხვადასხვა შეთავაზებას და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ ერთ სივრცეში პოტენციურ დამსაქმებელთან. მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/424737

პია.ჯი- https://pia.ge/post/228127-krwanisis-dasaqmebis-forumi-gaimarta

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/krwanisshi-damsaqmeblebma-sxvadasxva-sferodan-aqtiuri-vakansiebi-warmoadgines

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72785

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება:

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/14905

რატომ შეუწყდათ უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ სტუდენტებს სოციალური დახმარება

სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის მიერ დანიშნული სტიპენდიის გამო, მათ ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი უწყდებათ. წელიწადნახევრის განმავლობაში სტუდენტისთვის სტიპენდიის დანიშვნის შემდგომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები პარტია „ახალ საქართველოს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიაწოდა. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნინი ამბობს, სტიპენდიის მოპოვების შემდეგ როგორც კი პირველი თანხა ჩაერიცხა, მის ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნა. „როგორც კი 300 ლარი ჩამერიცხა, მაშინვე შემიწყდა სოციალური დახმარება. დავრეკეთ სოციალურ სამსახურში და ვკითხეთ რა ხდებოდა. მითხრეს, რომ გაარკვევდნენ, მაგრამ 2-3 თვის განმავლობაში, სანამ ამ ამბავს გაარკვევდნენ ოჯახის ყველა წევრს შეუწყდებოდა სოციალური დახმარება. ეს ფაქტი ძალიან ცუდია, რადგან იმის მაგივრად, რომ სტუდენტების წახალისება მოხდეს, პირიქით არის, გამოვიდა, რომ ჩემ გამო სოციალური დახმარება ჩემი ოჯახის ყველა წევრს შეუწყდა“, - ამბობს ნინი. „თუ ოჯახში რამდენიმე წევრია და რომელიმე მათგანს 150 ლარზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდება, სოციალური დახმარება მთელს ოჯახს ეხსნება“- ეს დადგენილება კანონმდებლობით არის განსაზღვრული. სახელმწიფო სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტებს ერთი სემესტრის განმავლობაში 750 ლარის ოდენობით ერიცხებათ. სტიპენდიის მოპოვების მიზეზით სოციალური დახმარების შეწყვეტა მიუღებელია იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ. სტუდენტების თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მიდგომა, სტუდენტს მოტივაციას უკარგავს რადგან, გამოდის რომ კარგი სწავლით და სტიპენდიის მოპოვებით იგი საფრთხის ქვეშ აგდებს ოჯახის სხვა წევრებს. როგორც სტუდენტების ნაწილი აცხადებს, ასეთი ქმედება ბოროტებაა და სტუდენტების დემოტივაციას წარმოშობს. სოციალური მომსახურეობის სააგენტო კი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა მხოლოდ სტიპენდიით არ არის განპირობებული და სტატუსის შეცვლა ოჯახების შესწავლის შედეგად ხდება. „იმ პირებს, რომლებსაც დახმარება სტიპენდიის დარიცხვის შემდგომ შეუწყდათ, მხოლოდ ამ მიზეზით არ იყო განპირობებული. თითოეული ოჯახი შესწავლილია და ნათლად გამოჩნდა, რომ ოჯახებს საარსებო შემწეობის მინიჭების საჭიროება დამოწმების მომენტში ჰქონდათ. თუკი ოჯახი წარმოადგენს დოკუმენტს ბაზაში არსებული შემოსავლების ცდომილების შესახებ, დეკლარაცია გადაითვლება და დაუდგინდება შესაბამისი ახალი სარეიტინგო ქულა“,- აცხადებენ სოციალური მომსახურეობის სამსახურში.

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: http://knews.ge/?p=34172

მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარი იქნება

2019 წლიდან მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია 24 ლარით გაიზრდება და 240 ლარი იქნება. პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პენსიის ზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული. „ახალი წლიდან მთის სოფლებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებსა და სკოლის პედაგოგ პენსიონერებს პენსია 240 ლარი გაუხდებათ. ასევე, 40 ლარით გაეზრდებათ ხელფასი სოფლის ექიმებსა და ექთნებს. მთიდან წამოსულებს მოვუწოდებ, დაბრუნდნენ მშობლიურ სოფლებში, რომ ისარგებლონ მთის კანონის სხვა სიკეთეებითაც“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აქვს. კახეთის რეგიონში აღნიშნული სტატუსი 120-მდე სოფელს აქვს. დასახლებებში, რომლებიც მაღალმთიანი სტატუსით არ სარგებლობენ, პენსია 200 ლარამდე იზრდება. ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: https://droni.ge/?m=3&AID=40961

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია

არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია საქართველოში 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი დაბრუნდეს. „მე მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი. არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია. ვიცი, ეს დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ, მე მზად ვარ, ამის შესახებ არამხოლოდ მთავრობასთან ვიმუშაო, არამედ მივმართავ ჩვენს დიასპორას, მათგან, ნამდვილად, შეიძლება თანხებისა თუ დახმარების მოპოვება. იქ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ექიმი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

---

 

11.10.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/424713

„ჩერნოვეცკის“ ფონდი საზოგადოებას ოკუჯავების ოჯახის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ოკუჯავების სოციალურად დაუცველი ოჯახი ქალაქ ფოთში ცხოვრობს. ამ ოთხი შესანიშნავი ბიჭუნას მშობლები აფხაზეთიდან არიან, მათ 1993 წელს იძულებით მოუხდათ მშობლიური კუთხის დატოვება.

დღეს ოკუჯავებს მატერიალურად ძალიან უჭირთ: ბავშვები ხშირად შიმშილობენ, არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი, არ ყოფნით თანხა ელემენტარული მედიკამენტების საყიდლად… ნინო ზურაბიანი – ბავშვების დედა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახს მოუაროს, შვილები დააპუროს, ავადმყოფ მეუღლეს მიხედოს, რომელსაც მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს და არ შეუძლია მუშაობა. „ჩვენ დევნილობაში შევქმენით ოჯახი. მიუხედავად დევნილობის მძიმე ყოფისა, გადავლახეთ ბევრი სირთულე, შეგვეძინა შვილები, მეუღლე მუშაობდა და ბედს, როგორც იტყვიან, ამ ვუჩიოდით… თუმცა როდესაც მეოთხე შვილი გაგვიჩნდა, ყველაფერი შეიცვალა უარესობისკენ – 1 წლის გაბრიელს ეპილეფსია დაუდგინეს, ხოლო მეუღლე ავად გახდა და მხედველობის დაქვეითების გამო იძულებული შეიქნა სამსახურიდან წამოსულიყო… ასე დავრჩით შემოსავლის წყაროს გარეშე და ახლა მხოლოდ დევნილთა შემწეობის თანხით გაგვაქვს თავი თვიდან თვემდე“,- ამბობს ნინო ზურაბიანი. ყველაზე უფროსი – გურამი ახლა 14 წლისაა, საბა- 13-ის, დავითი- 12 -ის, ხოლო გაბრიელი- 4 წლის. მშობლებს არ გააჩნიათ არანაირი საშუალება, რომ ბავშვს სრულყოფილი კვლევა ჩაუტარონ, რადგან ადგილობრივმა ექიმებმა ვერა და ვერ დაადგინეს ეპილეფსიის ზუსტი ფორმა. ამასობაში კი პატარა გაბრიელი იტანჯება პერიოდული კრუნჩხვებისგან და ტკივილისგან. „უფალს შევსთხოვ, რომ ჩემი შვილი გამოაჯანმრთელოს, თუმცა კარგად მესმის, რომ ბავშვს მკურნალობა სჭირდება… მაგრამ სად ვიშოვო თანხა? ვის მივმართო? ღამეები არ მძინავს, ვდარაჯობ ბავშვს, რომ კრუნჩხვების დროს რამე გამოუსწორებელი არ მოხდეს…“,- ამბობს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დედა. ოკუჯავების ოჯახს არ გააჩნია საკუთარი ჭერი. სახელმწიფო მათ დიდი ხანია ჰპირდება ბინის გამოყოფას დევნილთა დასახლებაში, თუმცა დაპირებებს ბოლო არ უჩანს. უბინაობა კი უფრო ართულებს ამ ოჯახის ისედაც მძიმე მდგომარეობას. „მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ოკუჯავების ოჯახს დახმარების ხელი. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ამ ოთხ ბიჭუნას ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ხოლო პატარა გაბრიელს- მედიკამენტები! ისინი დახმარებას ითხოვენ და არ დავრჩეთ გულგრილნი, ვაჩუქოთ მათ მომავლის იმედი! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოკუჯავების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ „ჩერნოვეცკის“ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/373-okudjava “,- აცხადებენ ფონდში.

---

 

ბეჭდვითი მედია

12.10.2018

მედიასაშუალება:  ჯორჯია თუდეი

შემოწმებული 50 საწარმოდან შრომის უსაფრთხოების ნორმები ყველა მათგანში დარღვეულია

პირველი აგვისტოდან დღემდე შრომის პირობების უსაფრთხოება 50-მდე საწარმოში შემოწმდა, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ. 50-ვე შემთხვევაში დარღვევები აღმოჩნდა და, შესაბამისად, დამსაქმებლის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახე – გაფრთხილება. ერთ შემთხვევაში კი, გაფრთხილების შემდეგ გაცემული მითითების შეუსრულებლობის გამო, გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახე – ჯარიმა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან აცნობეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5613874&name=12.10.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---