From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-14.09.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 17.09.2018 08:58
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 17.09.2018

ტელევიზია

17.09.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის ის თანამშრომლები, რომლებსაც გათავისუფლება ემუქრებათ დღეს პროფკავშირებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან, რომლებიც ამ პროცესში მედიატორის როლს ასრულებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5545301

---

 

16.09.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: იმედის კვირა

წამლის ფასი და ძვირადღირებული მედიკამენტები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5545071

---

 

16.09.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც დახმარების გარეშეა დარჩენილი. კურიერი სამეგრელოში მცხოვრებ რუსიების ოჯახს ესტუმრა და ის საშინელი პირობები, სადაც პირველი ჯგუფის ინვალიდს ავადმყოფ შვილთან ერთად უწევს ცხოვრება, საკუთარი თვალთ ნახა. მათ დახმარებაზე სოციალური სამსახური ამ დრომდე თავს იკავებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5544777

---

 

16.09.2018

არხი:    იმედი

გადაცემა: იმედის კვირა

კანონპროექტი სახელწოდებით "მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ" უკვე პარლამენტშია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5545020

რუსთავი 2-პოსტ სკრიპტუმი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5545063

           

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5544767

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5544548

15.09

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5544038

14.09-

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5542524

---

 

16.09.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: იმედის კვირა

ბევრ ქვეყანაში კანაფის მოხმარება და გაყიდვა უკანონოა, მაგრამ როგორც ჩანს ბევრგან მისი სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამოკვლევების დიდი ნაწილი მის დადებით ეფექტზე საუბრობს, თუმცა კანაფის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება მსოფლიოსთვის სიახლეა და მისი სტატუსი ჯერ კიდევ სადაოა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5545040

---

 

16.09.2018

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

2-7 წლამდე ასაკის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება და სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად კვლევა იწყება. საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად გეგმავს. 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 14 000-ზე მეტ ოჯახის გამოკვლევა იგეგმება. შედეგები კი მომავალი წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5544986

--- 

 

15.09.2018

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

2019 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების პრინციპი შეიცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5543948

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5543588

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5543388

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5543285 -

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5543028

---

 

15.09.2018

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 15:00

ოციალური მუშაკებისთვუის გამოცხადებული 2 ვაკანსია ამ დრომდე ვაკანტურია. სოციალური სააგენტო ბათუმში 2 სპეციალისტს ეძებს. შესაბამისი კადრი, როგორც სააგენტოში აცხადებენ მაღალი სტანდარტების გამო ვერ შეარჩიეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5543879

---

 

14.09.2018

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

ახალი ცვლილება, რომლის მიხედვითაც პენსიონერების გარკვეული ჯგუფი შეძლებს მიიღოს სოციალური შემწეობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5542523

---

 

14.09.2018

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 18:00

ამორტიზებული და მოუვლელი სამედიცინო პუნქტები ხელვაჩაურში. აქ არსებული პირობები ასეთია: არც წყალია და არც შუქი. ექიმები ელექტროენერგიის საფასურს საკუთარი ხარჯებით ფარავენ, პაციენტებამდე კი ფეხით მიდიან. სამედიცინო პუნქტები 2017 წლიდან თვითმმართველობის, მანამდე კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5542212

---

 

14.09.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

დეინსტიტუციონალიზაცია და სათემო მომსახურების განვითარება. ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემაში გამოწვევების შესახებ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვის ცენტრების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2019 წლის განმავლობაში განსახორციელებელ აქტივობებზე იმსჯელეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5542100

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5541302

---

 

 

ინტერნეტი

17.09.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/bavshvebshi-tkviis-shemtsvelobaze-siskhlis-shemotsmeba-da-sasmeli-tsklis-khariskhis-dasadgenad-kvleva-itskeba/49556

ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება და სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად კვლევა იწყება

სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის(MICS) ოფიციალური დაწყების პრეზენტაცია დღეს, 17 სექტემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი იუდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება. კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14 000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას. “კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1ტივი.ჯი- https://1tv.ge/news/saqartveloshi-wylis-khariskhisa-da-bavshvebis-siskhlshi-tyviis-shemcvelobis-dasadgenad-fartomasshtabiani-kvleva-iwyeba/

16.09

პია.ჯი- https://pia.ge/post/223856-statistikis-erovnuli-samsaxuri-mosaxleobis-masstabur-kvlevas-iwyebs

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-2-7-wlis-bavshvebshi-tyviis-shemcvelobaze-sisxlis-shemowmeba-da-sasmeli-wylis-xarisxis-dasadgenad-kvleva-iwyeba

ინტერპრესნიუს.ჯი- http://new.ipn.ge/ka/article/512270-sakartveloshi-2-7-clis-bavshvebshi-tqviis-shemcvelobaze-sisxlis-shemocmeba-da-sasmeli-cqlis-xarisxis-dasadgenad-kvleva-icqeba

---

 

17.09.2018

მედიასაშუალება: http://new.ipn.ge/ka/article/512298-paata-imnaze-sakartveloshi-dacqebulia-gamurebis-kvleva-da-jerjerobit-araperi-sashishi-ar-gamovlenila

პაატა იმნაძე - საქართველოში დაწყებულია ღამურების კვლევა და ჯერჯერობით არაფერი საშიში არ გამოვლენილა

ყველგან გაფართოვდა კვლევები ღამურებზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი დაავადების პოტენციური გადამტანები არიან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თბილისში ოთხდღიანი კონფერენცია გაიხსნა, სადაც დასავლეთ აზიაში ღამურის მიერ გამოწვეულ ზოონოზური დაავადებების რისკების ანალიზზე მსჯელობენ. პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში უკვე დაწყებულია ღამურების კვლევა და ჯერჯერობით განსაკუთრებული საფრთხე არ დაფიქსირებულა. „უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ცხოველების, გარემო ფაქტორების და ადამიანის ჯანმრთელობის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ყველგან გაფართოვდა კვლევები ღამურებზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი დაავადების პოტენციური გადამტანები არიან. საქართველო ძალიან აქტიურად გაწევრიანდა მსოფლიო კონსორციუმში, რომელიც აქტიურად შეისწავლის ღამურებს და იმ პათოგენებს, რომლებიც ამ ღამურების სხეულში შეიძლება იყოს. ჩამოყალიბდა დასავლეთ აზიის ქსელი, სადაც საქართველო წამყვან პოზიციებზე დგას. სწორედ ამის მაჩვენებელია დღევანდელი კონფერენცია. ჩამოსულია 10 ქვეყნის წარმომადგენელი და განვიხილავთ სწორედ ამ მეთვალყურეობის ქსელს ღამურებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის ის, რომ კონფერენცია 2 დღის შემდეგ ლუგარის ცენტრში გაგრძელდება. სწორედ ლუგარის ლაბორატორიაზე რუსულ მასმედიაში გავრცელებული ისტერიული შეტევის ფონზე, ამდენი ქვეყნის მეცნიერი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენ იქ ვაკეთებთ ყველაფერს იმას, რაც საჭიროა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. ყველა ქვეყანაში, სადაც კი არის ღამურა, შეიძლება მას რამე დაავადება გადაჰქონდეს. საქართველოში ჩვენ დაწყებული გვაქვს ღამურების კვლევა და ჯერჯერობით არაფერი საშიში არ გამოვლენილა. არის შემთხვევები, როცა ზოგიერთ ქვეყანაში ღამურებს ცოფიც გადააქვთ. ჩვენთან ასეთი რამ არ ფიქსირდება. თუმცა ღამურების კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისათვის, რათა ვიცოდეთ ხომ არ არის რამე პოტენციური საფრთხე,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

---

 

16.09.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=80001

საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მომზადდა

საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მომზადდა. პირველი არხის ინფორმაციით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება 17 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო კილაძე და თამარ ხულორდავა არიან. კანონპროექტის გათვალისწინებით, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის ოპერირების ერთიანი სტანდარტი განისაზღვრება. ასევე დამსაქმებლისა და დასაქმებულის, მათ შორის უსაფრთხოების დაცვაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ნებისმიერი პირისა და შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობები გაიმიჯნება. ამას გარდა, ცვლილებებით, ქმედითი და ეფექტური ინსპექტირებისთვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ბაზა დგინდება.

---

 

16.09.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/shromis-inspeqcias-samushao-adgilze-wvdomastan-dakavshirebit-shesadzloa-sasamartlos-nebartva-winaswar-ar-daschirdes/

შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილზე წვდომასთან დაკავშირებით შესაძლოა, სასამართლოს ნებართვა წინასწარ არ დასჭირდეს

შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილზე წვდომასთან დაკავშირებით შესაძლოა, სასამართლოს ნებართვა წინასწარ აღარ დასჭირდეს. შესაბამისი ცვლილებები „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო კილაძე და თამარ ხულორდავა არიან. დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია, სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გააკონტროლოს, მათ შორის, საწარმოში შევიდეს, დოკუმენტები მოითხოვოს, საწარმოს საქმიანობა შეაჩეროს, მეწარმის კუთვნილი ქონება დალუქოს, საწარმო დაათვალიეროს და მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი შეამოწმოს. ამასთანავე, კანონში ჩამოთვლილია შემთხვევები, რა დროსაც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად მოსამართლის ბრძანების მოპოვება არ მოითხოვება. სწორედ აღნიშნულ ჩამონათვალში იქნება მოქცეული შრომის ინსპექციაც. „საქართველოში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია. ბოლო პერიოდში საწარმოებსა და ორგანიზაციებში უბედური შემთხვევების რაოდენობა კრიტიკულადაა გაზრდილი. აუცილებელია, საერთაშორისო კონტექსტი აღინიშნოს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ საქართველო შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური აღსრულების მექანიზმის-შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირებაა“, – აღნიშნულია კანონპროექტში. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაამტკიცებს, ცვლილებები ძალაში 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.

---

 

16.09.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/lugaris-tsentrshi-ashsh-biologiur-iaraghs-ar-qmnis-es-saertod-ashsh-s-obieqti-araa-ashsh-is-tavdatsvis-saministros-tsarmomadgeneli/49526

ლუგარის ცენტრში აშშ ბიოლოგიურ იარაღს არ ქმნის, ეს საერთოდ აშშ-ს ობიექტი არაა - აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა აბსურდული უწოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის ბრალდებას აშშ-ის მიერ საქართველოში ხალხზე საიდუმლო ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ პაჰონმა რუსულ „რია ნოვოსტის“ განუცხადა. „ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, აბსოლუტურად აბსურდულია. ლუგარის ცენტრში აშშ ბიოლოგიურ იარაღს არ ქმნის. ეს საერთოდ აშშ-ს ობიექტი არაა“, - განაცხადა პაჰონმა. მან აღნიშნა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ეკუთვნის და იმართება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. „ლუგარის ცენტრის მისია მოქალაქეების ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვა, ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით ადამიანებისა და ცხოველების ჯანდაცვის მხარდაჭერა, საქართველოს, კავკასიისა და მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და კვლევების ხელშეწყობაა“, - აღნიშნა პაჰონმა.

---

 

15.09.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/211136

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ანაზრაურების ახალი სისტემა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს დაფინანსების მოცულობას. სამუშაო შეხვედრაზე DRG სისტემის უპირატესობებსა და მოსალოდნელი შედეგებზე ინფორმაცია, საპილოტედ შერჩეული კლინიკების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვენელმა პირებმა და ჯანმოს ექსპერტებმა მიაწოდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს კონსულტაციას უწევს DRG სისტემის დანერგვის პროცესში. აღნიშნული სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება. როგორც ჯანმოს ექსპერტებმა აღნიშნეს, დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი უფრო ხარჯეფექტური, გამჭვირვალე და ფინანსური თანასწორობის ხელშემწყობი იქნება. DRG სისტემა ხელსშეუწყობს პაციენტებისთვის მომსახურების უფრო ეფექტიანად მიწოდებასა და რესურსების უკეთეს განაწილებას.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://new.ipn.ge/ka/article/512157-2019-clidan-saqoveltao-jandacvis-programis-parglebshi-dapinansebis-principi-sheicvleba

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=71516

პია.ჯი- https://pia.ge/post/223736-sayoveltao-jandacvis-programis-farglebsi-dafinansebis-principi-seicvleba

  მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/2019-tslidan-sakoveltao-djandatsvis-programis-farglebshi-dafinansebis-printsipi-sheitsvleba/49538

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=79895

ნიუს.ჯი- https://news.ge/2019-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90/

---

 

15.09.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotshromis-inspeqciis-funqciuri-nawili-biznesisatvis-riskis-shemcveliaquot/24558

"შრომის ინსპექციის ფუნქციური ნაწილი ბიზნესისათვის რისკის შემცველია"

გადაცემაში „საქმის კურსი“ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ შრომის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე ისაუბრა. "ბიზნესი თანხმდება იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშნელოვანია; ასევე, შრომის უსაფრთხოების გაძლიერება უნდა მოხდეს, უპირველესად, ტექნოლოგიების განვითარებით და არა მხოლოდ - რეგულაციებისა და საჯარიმო სანქციების გაძლიერებით" - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი. ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, მიმდინარე ცვლილებებიდან ბიზნესისთვის მთავარი რისკის შემცველი არის შრომის ინსპექციის ფუნქციური ნაწილი, რომლის საფუძველზეც ინსპექციას შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიის შემოწმება მრავალი პარამეტრით. "მე პირადად ველოდები, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ჩვენს ოფისში მომართვიანობა გაიზრდება, რადგან ბუნებრივია, რომ იქნება ძალიან ბევრი სადავო საკითხი", - აღნიშნავს ლექვინაძე. ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ აუცილებელია სიცოცხლისთვის საშიში პირობების მქონე საწარმოებში რეგულაციის დაუყოვნებლივ ამოქმედება. 2019 წლიდან დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც რეგულაციის ყველა ტიპის საწარმოზე გავრცელებას გულისხმობს, ლექვინაძე „ბიზნესისათვის გაზრდილ ტვირთს“ უწოდებს.

---

 

15.09.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/bolo-2-weliwadshi-garib-gatakta-armias-232-000-adamiani-sheemata

ბოლო 2 წელიწადში ღარიბ-ღატაკთა არმიას 232 000 ადამიანი შეემატა

საქართველოს მოსახლეობის 93 პროცენტი სიღარიბეში ან მის ზღვარზე ცხოვრობს. მარტო ბოლო 2 წელიწადში ღარიბთა არმიას 232 000 ადამიანი შეემატა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, საყურადღებოა, რომ ღარიბ-ღატაკთა რიცხვის ზრდა უშუალოდ ლარის დევალვაციის პერიოდს ემთხვევა, რასაც სპეციალისტები უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ. „იუნისეფის” კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა, ღარიბთა რიცხვმა კი 124 ათასი კაცით მოიმატა. უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე – 3,3%-%ით. საქართველო არის ევროპაში ბოლოს წინა (მოლდოვამდე) ადგილზე პენსიის სიდიდის მიხედვით და იგი მთელ ახლო სამეზობლოს, მათ შორის სომხეთსაც, ჩამორჩება. სომხეთში პენსია 230 ლარის ეკვივალენტია, ჩვენთან კი ამ ნიშნულს 2021 წლისთვისაც ვერ მიაღწევს, რადგან მთავრობის მიერ დაანონსებული მატების შემდეგ საბაზისო პენსია მხოლოდ 220 ლარი იქნება. საქართველოს მოსახლეობის 32% არის ღარიბი, 37% – საშუალოდ ღარიბი, ანუ მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში. 24% ცხოვრობს სიღარიბის ზღვართან ახლოს (მოწყვლადი ჯგუფი) და მხოლოდ 7%-ია საშუალო კლასის წარმომადგენელი. ასეთია 2015 წლის მონაცემები. დღეისათვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესებულია, რადგან მას შემდეგ დაიწყო ლარის თავბრუდამხვევი დევალვაცია და ფასების ზრდა. ეს კი აუცილებლად გამოიწვევდა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების გადანაცვლებას ღარიბთა კატეგორიაში. პროფესორი ვახტანგ ჭარაია „რეზონანსთან” ამბობს, რომ ლარის დევალვაციამ პირდაპირი ასახვა ჰპოვა მოწყვლადი ჯგუფების გაღარიბებაზე. ინფლაცია შეჭირვებული ფენების სამომხმარებლო კალათისთვის ბევრად მძიმეა, ვიდრე ოფიციალურ მაჩვენებლებში ჩანს. „ლარის გაუფასურება და მოსახლეობის გაღარიბება, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ერთმანეთს, თანაც საერთაშორისო სტანდარტით. კოეფიციენტი იანგარიშება დოლარში და რადგან საქართველოში შემოსავალი ლარშია, გადაანგარიშების დროს ეს ხალხი, რასაკვირველია, მოხვდებოდა ღარიბ-ღატაკთა კატეგორიაში. პენსიონერს, რომლის თვიური შემოსავალი 180 ლარია, დღეში 6 ლარი გამოსდის სახარჯოდ, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან დიდ ტვირთად დააწვა ლარის გაუფასურება. ამ ჯგუფის შემოსავალი არ გაზრდილა, ფასმა კი აბსოლუტურად ყველაფერზე მოიმატა.  სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც ინფლაცია იზომება, არ ასახავს მოსახლეობის ცალკეული ფენების რეალურ მდგომარეობას. საშუალო მაჩვენებლით, სამომხმარებლო კალათაში შედის თვითმფრინავის ბილეთი, კურორტებზე დასვენება, კომპიუტერული ტექნიკა, თეატრის ბილეთი, მუსიკალური ინსტრუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ 69%-ს საერთოდ არ აინტერესებს. მათი ხარჯვითი ნაწილი საკვებზე, კომუნალურებსა და მედიკამენტებზე მოდის, რაც ძალიან გაძვირებულია. ასე რომ, თუ კვლევა მოხდება ამგვარად და სტატისტიკა გვექნება ჩაშლილი სახით, აღმოჩნდება, რომ პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის ინფლაცია შარშან 7%-ზე გაცილებით მეტი იყო და წელსაც ვითარება უმძიმესია. მათზე წნეხი მეტია, მით უფრო, რომ ძირითადი წილი მედიკამენტებზე მოდის. ლარის დევალვაცია ყველას ბევრად უფრო მძიმე ტვირთად დააწვა, ვიდრე ეს ოფიციალურ მშრალ ციფრებში ჩანს”, – აცხადებს „რეზონანსთან” ვახტანგ ჭარაია. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის გაღარიბება და მონაცემები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში ჩანს, ლარის გაუფასურების შედეგია, მიზეზი კი მთავრობისა და ეროვნული ბანკის უმოქმედობაა. „ბოლო წლებში ნამდვილად გაიზარდა გაჭირვებული მოსახლეობის რიცხვი. ეს, რასაკვირველია, არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ფაქტორის ბრალი. მთავარი ლარის გაუფასურებაა, რაც ზემოქმედებს მოსახლეობაზე. გარდა ამისა, ვერ შეიქმნა სამუშაო ადგილები და ვერ ამოძრავდა წარმოების რეალური სექტორიც. დიახ, ნამდვილად არის ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ იგი ვერ აღწევს მოსახლეობამდე. ეს ყველაფერი თავს იყრის ერთად და აისახება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. მაშინ, როცა აწ უკვე ყოფილი პრემიერი და მისი გუნდი საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში არიან ეჭვმიტანილი, უნდა ვთქვათ, რომ სუბიექტურმა და ობიექტურმა ფაქტორებმა მოიტანა უმძიმესი შედეგები. პათოსი, რომელიც მინისტრთა კაბინეტისა და ეროვნული ბანკის წარმომადგელებს ჰქონდათ, რომ ვალუტის დევალვაცია არ არის ცუდი მოსახლეობის ცხოვრების დონისთვის და იყენებდნენ სასაცილო ტერმინებს (“შოკუნიები” და სხვა მრავალი), ან სიბრიყვე და უმეცრებაა, ან კიდევ მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა. როგორ შეიძლება, დევალვაციამ გავლენა არ მოახდინოს მსყიდველუნარიანობასა და ღარიბთა მდგომარეობის დამძიმებაზე. სწორედ ეროვნული ბანკისა და მთავრობის პასუხისმგებლობაა გაღარიბებული მოსახლეობის რიცხვის ზრდა. თუ ყველაფერი კარგად მიდიოდა, რაშიც ისინი გვარწმუნებდნენ, მაშინ რატომ მივიღეთ ეს შედეგი და თუ მივიღეთ, რა უფლებით განაგრძობენ მაინც საქმიანობას, რაც მოსახლეობას აზარალებს? აქ ბევრი გაურკვეველი საკითხია, რომელიც წლების განმავლობაში ტაბუდადებულია და არ იციან არათუ მოსახლეობამ, არამედ სპეციალისტებმაც კი. გაგვაგებინონ, რეალურად რა ხდება ქვეყნის ცენტრალურ ბანკში!”, – აცხადებს „რეზონანსთან” ავთო სილაგაძე.

---

 

ბეჭდვითი მედია

17.09.2018

მედიასაშუალება:  მესინჯერი

შობადობის, სიკვდილიანობის, ქორწინებისა და განქორწინების სტატისტიკა საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა. როგორც საქასტატიდან გვაცნობეს, ამავე პერიოდში ქვეყანაში 23 603 ადამიანი გარდაიცვალა. 2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: თბილისში - 2 109 ადამიანი, აჭარაში - 1 041 და ქვემო ქართლში - 674.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5545618&name=17.09.2018+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.09.2018

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

პედოფილიის გაუხმაურებელი და შემზარავი ფაქტები საქართველოში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5545333&name=17.09.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.09.2018

მედიასაშუალება:  რეზონანსი

რამდენად მავნებელია თბილისის ჰაერის სუნთქვა ნიღბის გარეშე სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვებს ნარინჯისფრად, ყვითლად და წითლად შეღებილი სათამაშოები არ ვუყიდოთ

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვამ" კვლევის შედეგად დაადგინა, რომ თბილისის მტვრით დაბინძურებულ ჰაერში, მრავალი სხვა ნივთიერების გარდა, ტყვიის შემცველობაც მაღალია. "ეკოხედვამ" ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თბილისის ჰაერში ტყვია საქართველოში დასაშვები კონცენტრაციის მეათედია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5545374&name=17.09.2018+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

17.09.2018

მედიასაშუალება:      კვირის პალიტრა

"კანაფის კონტროლის სააგენტო" და ორად გაყოფილი "ქართული ოცნება"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5545540&name=17.09.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---