მედიამონიტორინგი 15.10.2018
ტელევიზია
14.10.2018
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
წლების განმავლობაში, მარტყოფში, ერთ-ერთ რესტორანში ქართველი გოგონების სექსუალური ექსპლუატაცია მიმდინარეობდა. როგორ აიძულებდა რესტორნის მეპატრონე ქალი ორ ობოლ დას მეძავობას? ძალადობის ისტორიას პირველად „ახალ კვირასთან“ ტრეფიკინგის მსხვერპლი თავად ჰყვება.
https://1tv.ge/video/seqsualuri-eqspluatacia/
---
14.10.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ორწევრიანი ოჯახი, სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. გია ხალვაში, რომელიც შრომის უუნაროა მეუღლესთან ერთად ხის ორ ოთახიან ფიცრულში ცხოვრობს. უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს მედიკამენტები და ექიმთან კონსულტაციები სჭირდება, რისი საშუალებაც ხალვაშებს არ აქვთ. მათ დახმარება 2016 წელს მოუხსნეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში დახმარების შეწყვეტის მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის მდგომარეობას ხელმეორედ შეისწავლიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5618171
---
14.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ექიმებსა და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებს ჯანდაცვის რეფორმის ახალი მოდელი წარმუდგინა. გრიგოლ ვაშაძემ ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5617882
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5617836
იბერია- ახალი ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5617875
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5617747
---
13.10.2018
არხი: რუსთავი2
გადაცემა: შაბათის კურიერი
სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხული თანხები - კურიერმა შემომწირველი ექიმების საბანკო ამონაწერები მოიპოვა. ერთ-ერთი მედიკოსის ახლობელი ამბობს, რომ ექიმებს სამსახურიდან გაშვებითაც კი ემუქრებოდნენ, თუ ფინანსური ოპერაციაში მონაწილებას არ მიიღებდნენ.
http://rustavi2.ge/ka/news/116031
---
13.10.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
საჩხერეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ცენტრი საერთაშრისო სტანდარტების შესასაბამისად არის აღჭურვილი. ოფისში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გაყოფილი. გარე პერიმატრზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი სასწრაფო ეკიპაჟების განსათავსებლად.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5616902
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5616765
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5616995
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5617320
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5616532
---
13.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვეა, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ესენი არიან დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულები, c ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პერსონალი და ორსულები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5617207
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5616787
---
13.10.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 14:00
23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს დახმარება ჭირდება. ახალგაზრდა ბიჭს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და მკურნალობის გავლა უცხოეთში ესაჭიროება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5616746
---
12.10.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის ტკივილის გაყუჩებაზე და ამ სფეროში საკანონმდებლო ხარვეზებზე იმსჯელეს დღეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა. მათი შეფასებით მოქმედი კანონი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მედიცინის პრინციპს დაეხმაროს, უმკურნალოს და არ ავნოს ტანჯვაში მყოფ ადამიანს. რას გულისხმობენ მედიკოსები და რა რეკომენდაციას აძლევენ ჯანდაცვიოს სამინისტროს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5616062
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5615056
---
ინტერნეტი
14.10.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/vashadze-tsarsuls-chabarda-jibidan-jibeshi-tankhebis-gadadeba-5-jer-gaizarda-jandacvis-daphinanseba/
ვაშაძე: წარსულს ჩაბარდა ჯიბიდან ჯიბეში თანხების გადადება, 5-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება
ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. 6 Shares 6 “ჯანდაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო ჩვენ არა გვაქ, თქვენზე უკეთესად ვის მოეხსენება, რომ ძალიან სავალალო სურათი გვაქვს საქართველოს მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ ექსპერტებთან ერთად მომზადებული პროგრამით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ გვქონდეს ჯანდაცვის ეროვნული სისტემა, რომელიც დაემყარება ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას იყოს ჯანმრთელი, რომელიც ისეთივე კონსტიტუციური უფლებაა როგორც იყოს ცოცხალი. ამისათვის ჩვენი სახელმწიფო უნდა მიისწრაფოდეს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემისთვის. საქართველომ მიაღწია იმას, რომ პოსტსოციალურ ქვეყნებში დღესდღეობით ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი სამედიცინო სფერო გვაქვს, აქ ექიმების უნიკალური კადრები არიან და ეს საყოველთაოდაა აღიარებული. ჩვენთან შეიძლება ყველანაირი სირთულის ოპერაციის ჩატარება, წარსულს ჩაბარდა ჯიბიდან ჯიბეში თანხების გადადება, 2003 წლიდან 5-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება. ეს ყველაფერი ისევეა შესანიშნავი, როგორც c-ჰეპატიტის პროგრამა, ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურება, მაგრამ იმის გამო, რომ სამედიცინო მომსახურეობა ძვირდება ჩვენი ეკონომიკა ვერ ეწევა მედიცინის მოთხოვნებს, 75%-ზე მეტს ისევ მოქალაქე იხდის მომსახურებაში. შენელებული ეკონომიკური ზრდის გამო ბიუჯეტს აქვს დავალიანება კლინიკების მიმართ, ზოგიერთი კლინიკა თვეობით ელოდება დაფინანსებას. არასამართლიანად დაბალია სამედიცინო პერსონალის ხელფასი, ამაზე თანხმდება მთელი საზოგადოება.”-გრიგოლ ვაშაძე
---
13.10.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=72901
საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს
საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ შავლეგო ტაბატაძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური - 11 ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე ხუთი ასეთი ცენტრი გაიხსნა. დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონისა და ქობულეთის რაიონული სამსახურები.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/516304-sachxeris-sascrapo-samedicino-daxmarebas-axali-administraciuli-shenoba-akvs
კვირა.ჯი- http://kvira.ge/425129
---
13.10.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/klinikebshi-gripis-virusis-gartulebebit-mimartvianobam-sagrdznoblad-imata/50903
კლინიკებში გრიპის ვირუსის გართულებებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა
კლინიკებში გრიპის ვირუსის გართულებებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. მედიკოსები გრიპის ვირუსის უკვე გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ. ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვეა, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მედიკოსების თქმით, განსაკუთრებით მომატებულია რინოვირუსები, კორონავირუსები, პარაგრიპები და სხვა რესპირატორული დაავადებები. გრიპის ვირუსის ცირკულაციის გააქტიურებას კიდევ უფრო ელოდებიან ზამთრის სეზონის ბოლომდე. ჯანდაცვის უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად ჩაიტარონ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, განსაკურებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა და მცირეწლოვნებმა. ექიმების თქმით, ამ ვაქცინის ჩასატარებლად ოქტომბერი საუკეთესო პერიოდია. „იმისთვის, რომ მოვემზადოთ ზამთრის სეზონური გრიპისთვის, საუკეთესო საშუალება ეს არის გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია, ეს არის მიღებული ოქროს სტანდარტად, ამიტომ, ახლა არის საუკეთესო პერიოდი, რადგან ვაქცინაციიდან, დაახლოებით, 3-4 კვირა სჭირდება იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და სასურველია ახლავე მოვემზადოთ ზამთრის სეზონური გრიპისთვის და დავიწყოთ ფიქრი ვაქცინაციაზე,“ - განაცხადა პედიატრმა, მაია ჩხაიძემ. მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ესენი არიან დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულები, c ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პერსონალი და ორსულები.
---
13.10.2018
"დაგლეჯილი ხელების გამო, ხშირად დამცინიან, აღარ მინდა იმაზე ვიფიქრო, დღეს რა უნდა ვჭამოთ" - 12 წლის ნათია
12 წლის ჭიათურელი ნათია კაპანაძე უსინათლოთა სახლში დედასთან და მცირეწლოვან ძმასთან ერთად ქირით ცხოვრობს. როგორც გოგონა ყვება, მამამ ისინი სამი წლის წინ მიატოვა. ნათიას დედა ცალი თვალით უსინათლო, მეორე თვალით კი მხედველობა დაქვეითებულია. საკუთარი თავისა და ძმის სარჩენად პატარა გოგოს ყოველდღიური შრომა უწევს, ნატკენი ხელების გამო კი, როგორც თვითონ ყვება, ხშირად დასცინიან: "არ მინდა იმაზე ვიფიქრო, დღეს რა უნდა ვჭამოთ, რით გადავიტანოთ დღე, ასევე, მინდა დედამ სულ არ დაკარგოს მხედველობა. ვოცნებობ, მუდმივად გვქონდეს საჭმელი, არ მიწევდეს მინდვრის ფხლის და ყვავილების კრეფა, რომ ჩემმა მეგობრებმა დაგლეჯილი ხელების გამო, არ დამცინონ" - ამბობს გოგონა. ნათიასთვის სიკეთის ქალაქი საკვებს და შემოწირულობას აგროვებს. მათთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 577 56 65 99
---
14.10.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/311304/
ერაყში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში დააბრუნეს
ერაყში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის მცირეწლოვანი შვილები დღეს, 13 ოქტომბერს, თბილისში დააბრუნეს. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვებს ოჯახის წევრები და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დახვდნენ. ბავშვების დედა, 1993 წელს საქართველოში დაბადებული ქალი, ამჟამად ბაღდადის ციხეში იმყოფება და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. დაპატიმრებულის ქმარი, რომელიც ერაყის რესპუბლიკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ტერორიზმში იყო ბრალდებული. საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა სწორედ ტერორიზმში ბრალდებულის “მეუღლის სტატუსის” გამო მიუსაჯეს. რამდენიმე თვის მანძილზე, საპატიმროში დედასთან ერთად მისი სამი შვილიც იყო მოთავსებული. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამართლებრივი პროცესი ბავშვების ციხიდან გამოსაყვანად მას შემდეგ დაიწყო, რაც ერაყში საქართველოს ელჩმა გია ბარბაქაძემ ვითარება მინისტრ თეა წულუკიანს გააცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით წულუკიანი მაისში ბაღდადშიც იმყოფებოდა, სადაც თავის ერაყელ კოლეგას, ჰეიდარ ალ ჯამილის შეხვდა. მანვე დაპატიმრებული ქალისაგან ბავშვების საქართველოში დაბრუნების თანხმობა მიიღო. “ბავშვების საქართველოში დაბრუნების ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებთან ერთად შ.ს. -ის შვილების ჩამოყვანაში ჩართული იყვნენ „UNICEF“-ისა და „ICRC“-ის ერაყის ოფისები”, – აცხადებს უწყება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ბავშვები ბებიასთან და პაპასთან ერთად იცხოვრებენ. ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების განადგურების შემდეგ, ერაყელმა სამართალდამცავებმა ტერორიზმში ბრალდებულთა ოჯახების ასობით წევრი დააპატიმრეს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მხოლოდ გასული წლის სექტემბრის მონაცემებით, რომელიც Reuters-მა გაავრცელა, ერაყის ხელისუფლებას 1 400-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი და ბავშვი ჰყავდათ დაკავებული. მათ შორის იყვნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეებიც. ბაღდადში მდებარე ერაყის ქალთა ცენტრალურ ციხეში შ.ს.-სთან ერთად სასჯელს იხდიან სხვადასხვა სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის და სხვ.) მოქალაქე ქალები შვილებთან ერთად, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. მათ შორის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ შ.ს.-ა, რომელიც დაბადებულია საქართველოში და მისი ოჯახი დღესაც საქართველოში ცხოვრობს.
---
13.10.2018
მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=56329&cat=1
ვინ ვერ მიიღებს იანვრიდან გაზრდილ პენსიას?
სულ რაღაც 2 თვეზე ოდნავ მეტ დროში საქართველოში პენსია გაიზრდება. ინფლაციითა და ვალურტის გაუფასურებით გაბეზრებულ ასაკოვანი მოსახლებისთვის 20-ლარიანი დანამატი დიდი შვება ვერ იქნება, თუმცა ვითარებას ასე თუ ისე დააბალანსებს. მით უმეტეს, რომ 2020 წელსაც კიდევ 20 ლარით მოიმატებს ნომიმალური პენსია. თუმცა ირკვევა, რომ სახელმწიფო ყველასთვის ერთნაირად არ ზრუნავს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზრდება როგორც ასაკობრივი, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპენსიო თანხის 20 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში უკვე მიმდინარეობს. როგორც ჩანს, მთავარ დოკუმენტში ასახულ ამ პუნქტს ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად კითხულობს. „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მოხდა პენსიების ზრდა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე და 125 ათასი შშმ პირი დატოვეს პენსიის ზრდის გარეშე. „2015 წლის შემდეგ, მათ არ მომატებიათ არც ერთი თეთრი. ეს ბიუჯეტი არის ფიქტიური ბიუჯეტი, ტყუილია, რომ იზრდება 300 მილიონით. დაახლოებით 300 მილიონი გადამალული აქვთ და ვინც ბევრს იყვირებს, დეკემბერში იმათ მისცემენ ფულს. ამ ადამიანებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდას სჭირდება მხოლოდ 30 მილიონი ლარი“, - აცხადებს დეპუტატი გოცირიძე. „ევროსაქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან გაზრდილ თანხებს ვერ მიიღებენ 23 ათასი მარჩენალდაკარგული და 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. „ასაკით პენსიონერებს ნამდვილად სჭირდებათ 50 ლარით მომატება, როგორც ამას „ევროპული საქართველო“ დიდი ხანია ამბობს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს შშმ პირები, რადგან თუნდაც 2015-2016 წლების 10 და 20 ლარიანი მატება არ შეეხოთ მეორე ჯგუფის შშმ პირებს, რომელთაც დარჩათ 100 ლარი და დღემდე ითხოვენ მთავრობისგან იმას, რომ პენსიის ზრდა შეეხოთ მათაც“, - ამბობს ჭიაბერაშვილი. ამ საკთიხზე დებატები კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც ბიუჯეტის პროქტი საპარლამენტო მოსმენაზე გავა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ზოგადი მონაცემები. 2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან. როგორც ცნობილია, საქართველოში პენსია ბოლოს 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. მას შემდეგ მთავრობა ყოველგვარ დანამატზე ფეხს ითრევდა.
---
13.10.2018
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=19676
ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, "მედიქლაბ ჯორჯიაში" შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმაც ვერ დაადგინა, რა მიზეზით განუვითარდა ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი, ამიტომ ისინი მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ. ადვოკატის ინფორმაციით, კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სინდრომის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია. ამასთან, ერთად დღეის მდგომარეობით, მერაბიშვილს არავითარი მკურნალობა არ უტარდება. "დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა „მედიქლაბში“ ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი. ამ კონკრეტულ მოცემულობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს, არ არის დადგენილი, რისგანაა გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული. სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო ემკურნალა ვანო მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ", - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, მათ აქვთ კომუნიკაცია უცხოელ სპეციალისტებთან და უახლოეს პერიოდში აპირებენ მათ ჩამოყვანას საქართველოში, რათა მერაბიშვილს დიაგნოზი დაესვას.
---
13.10.2018
ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს - გრიგოლ ვაშაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა
გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი და გაერთიანების ლიდერები რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არ დაუშვებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ხელისუფლებამ გააყალბოს. „ჩვენ არ გვინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველ დღე. ჩვენ არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი სიღატაკის ზღვარზეა, სადაც ყოველი მესამე უმუშევარია. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპონენტი იქნება ხელისუფლების ნაწილი. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სათავეში იქნება ოპოზიციონერი, რომ ხელისუფლება არ მოასვენოს. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც გენერალური პროკურორი იქნება ოპოზიციის მიერ შერჩეული და შემდეგ პარლამენტის მიერ არჩეული, სადაც პროკურატურას გამოეყოფა გამოძიება, გვეყოფა საბჭოთა გადმონაშთებში ცხოვრება. ჩვენ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ყველანაირ ფუფუნებაზე უარს ვიტყვით და რაც შეილება მეტ თანხას გადავისვრით სამ მიმართულებაში, რაც არის განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც ვერავინ გაბედავს ვერავის დაჩაგვრას იმიტომ, რომ ის უმცირესობას ეკუთვნის. საქართველოში ბიუროკრატიის თარეში დასრულდება, არ შეიძლება ბავშვი სკოლაში წინ და უკან დღეეში გადიოდეს 7 კილომეტრს და ვიღაცა ვიგინდარა ჩინოვნიკი 200 ათასიანი ჯიპით დადიოდეს. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დასნეულება, ჩვენ არ გვინდა ჩვენი გენოფონდი ამოვწყვიტოთ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოში მარიხუანის პლანტაციები არ იქნება. უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ის, რომ თქვენი არჩევანი ჩემზე შეჩერდა. იცოდეთ, რომ არცერთი წუთი არ მიფიქრია, რომ ეს დამსახურებაა, უფრო ავანსი და კრედიტია, რომელიც თქვენ გაეცით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
---
12.10.2018
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს
"ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვედ ითვლება, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან აქტივობა უკვე არის და ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება," - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ხაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების დროს გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რეკომენდებულია, რადგან ასეთი დაავადების მქონე ადამიანებს გრიპი უფრო მძიმედ გადააქვთ. მისი ინფორმაციით, მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. "ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვედ ითვლება, შესაბამისად მოსახლეობის მხრიდან აქტივობა უკვე არის და ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება. ნებისმიერი ქრონიკული დაავადებების დროს მაქსიმალურად რეკომენდებულია, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდეს იმიტომ, რომ ასეთი დაავადების მქონეებს როგორც წესი, უფრო მძიმედ გადააქვთ გრიპი. მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. მაღალი რისკის ჯგუფებად გამოყოფილია დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულები, ც ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირები და პერსონალი, ორსულები. ვაქცინებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება მოკლებულია რეალურ საფუძველს და ძალიან ცუდია, თუ მოსახლეობაში ასეთი დამოკიდებულება არსებობს იმიტომ, რომ ვაქცინა არის მსოფლიო მიღწევა და უარი არ უნდა ვთქვათ ამაზე. მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო თავისი სახსრებით სთავაზობს ადამიანებს ყველაზე უსაფრთხო და პროფილაქტიკურ საშუალებას. გრიპის პროფილაქტიკისთვის სხვა პირდაპირი საშუალება გარდა ვაქცინაციისა არ არსებობს," - განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.
---
12.10.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/310974/
საქართველოში უკურნებელ პაციენტთა უმრავლესობა ძლიერი ტკივილით იტანჯება – კვლევა
საქართველოში უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტების 84% ტკივილით იტანჯებოდა, რადგან მათ არ მიუწვდებოდათ ხელი ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე. საუბარია 2016 წელს აღრიცხულ 16 200 პაციენტზე, თუმცა ძირითადი საერთო სურათი ამ დრომდე არ შეცვლილა. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც “ფონდ ღია საზოგადოების” პროექტის – “შეაჩერე ტკივილი” – ფარგლებში დღეს, 12 ოქტომბერს, თბილისში გამოქვეყნდა. კიბოთი დაავადებული და აივ/შიდსის ბოლო სტადიით დაავადებულ პაციენტთა 80%, ხოლო გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტთა 67% სიცოცხლის დასასრულს საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის ტკივილს განიცდის. სწორედ ამიტომ, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, დაავადებულ პაციენტთათვის ოპიოიდური ტკვილიგამაყუჩებელი მედიკამენტები უალტერნატივო საშუალებაა ტკივილის მართვაში. ოპიოიდები ის ნივთიერებებია, რომლებსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირება შეუძლიათ. მათ ტკივილგამაყუჩებელი და სედატიური (ძილის მომგვრელი) ეფექტი აქვთ და, შესაბამისად, მედიცინაში ძლიერ ტკივილგამაყუჩებლად იყენებენ. თუმცა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში უკურნებელ პაციენტებს ასეთ მედიკამენტებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. კვლევის თანახმად, 2016 წელს უკანასკნელი სტადიის დაავადების მქონე 19 200 ადამიანი საშუალო ან ძლიერ ტკივილს განიცდიდა, თუმცა მათგან ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს მხოლოდ 3000-მდე პაციენტი იღებდა. ტკივილის მართვის სპეციალისტების განმარტებით, გაუყუჩებელი ტკივილი სერიოზული გართულებების წინაპირობაა, კერძოდ: შეზღუდული მობილობის, ნორმალური ძილისა და კვების პროცესის. ამასთანავე, ტკივილით ტანჯვა იწვევს სოციალურ იზოლაციას. სწორედ ამიტომ, როგორც მედიკოსები განმარტავენ, ოპიოიდური მედიკამენტი – მორფინი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში უკვე ათწლეულებია, რაც შეტანილია. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, “ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის” 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ოპიოიდების ხარჯვის მაჩვენებელი “ძალიან არაადეკვატური” ან/და “არაადეკვატურია”. ეს გულისხმობს, რომ ათასობით ადამიანი იტანჯება გაუყუჩებელი ტკივილისგან. რატომ ეზღუდებათ პაციენტებს მედიკამენტზე წვდომა? კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ საქართველოში ოპიოიდური მედიკამენტების დანიშვნა, მოძველებული საკანონმდებლო მიდგომების გამო, გადაჭარბებულად მკაცრი და შემზღუდველი სახით ჩამოყალიბდა. საქართველოში ოპიოიდური მედიკამენტების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ დაავადების ტერმინალურ [უკანასკნელ] სტადიაში მყოფი უკურნებელი პაციენტებისთვის, ისიც მაშინ, როდესაც მკურნალობის ნებისმიერი სხვა საშუალება უკვე ამოწურულია. დარგის სპეციალისტები ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყდრნობით ამბობენ, რომ საქართველოში დაავადების ბოლო სტადიაში მყოფი ადამიანებისთვის ყოველწლიურად საჭიროა 32-33 კგ მორფინი. არაონკოლოგიური პაციენტებისთვის ეს მაჩვენებელი მინიმუმ 12კგ-ს უტოლდება. შესაბამისად, საქართველოში ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 45კგ მორფინი. თუმცა, 2013-16 წლების მონაცემებით, ქვეყანაში ყოველ წელს მხოლოდ 8კგ მორფინი იხარჯებოდა. მკვლევრების მოსაზრებით, ხარვეზიანია სახელმწიფო პროგრამა “ინკურაბელურ (განუკურნებელ) პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის” შესახებ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც სხვა სერვისებთან ერთად, ტკივილის გაყუჩებასაც უზრუნველყოფს, მხოლოდ სიცოცხლის ბოლო სტადიაზე მყოფი უკურნებელი პაციენტებზე არის გათვლილი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მედიკამენტის გამოწერა გარანტირებული არ არის. პროგრამის მიხედვით, გამოწერამდე, ექიმი მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ პაციენტი 6 თვეზე მეტხანს ვერ იცოცხლებს. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სწორედ ამიტომ, იმის შიშით, რომ არ შეცდნენ სიკვდილის ვადის დადგენაში, ექიმები ოპიოიდებს იქამდე არ ნიშნავენ, სანამ პაციენტს სიკვდილის მოახლოების ნიშნები არ გამოეხატება. “ტკივილის მკურნალობისადმი ასეთი მიდგომით ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და იგი ხდება “სასტიკი და არაადამიანური მოპრყობის” ობიექტი. ამასთანავე, მთლიანად ილახება ბიოეთიკური და მედიცინის პრინციპები, უმკურნალოს და არ ავნოს ტანჯვაში მყოფ პაციენტს, მაშინ, როდესაც ამის საშუალება არსებობს”,- მიიჩნევენ კვლევის ავტორები. ექსპერტების მოსაზრებით, სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო, ექიმთა გადაწყვეტილება ოპიოიდების დანიშვნასთან დაკავშირებით მთლიანად ეფუძნება პაციენტთა სიკვდილ-სიცოცხლის პროგნოზს. ამასთანავე, ის არ განიხილავს, ტკივილის სიძლიერეს, ხასიათსა თუ მის ხანგრძლიობას. კვლევის თანახმად, ოპიოიდების დანიშვნაზე პასუხისმგებელ ოჯახის ექიმთა 28% საერთოდ თავს არიდებს მათ დანიშვნა/გამოწერას. იმ ექიმებს შორის, ვინც ოპიოიდებს გამოწერს, მხოლოდ 1/3 იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, დანარჩენი ნაწილი ძველ, “კომისიური წესით” დანიშვნის მეთოდს მიმართავს. ამასთანავე, კვლევით დადგნინდა, რომ მიმართვის შემდეგ ოჯახის ექიმებმა პაციენტების მხოლოდ 19%-ს გამოუწერეს ოპიოდი. გარდა ამისა, პაციენტების უმრავლესობას მორფინი დაენიშნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, იქ, სადაც ისინი ტერმინალურ მდგომარეობაში ხვდებიან. გარდა ამისა, უკურნებელ პაციენტთა 77%-ს ოპიოდი დაენიშნა დაგვიანებით. ასეთი პაციენტების 33%-ისთვის ძლიერი ტკივილის დაწყებასა და ოპიოდების დანიშვნას შორის დრო 3 თვეს აღემატებოდა. გარდა ექიმების თავშეკავებულობისა, კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ სერიოზულ პრობლემას თავად აფთიაქები წარმოადგენენ. საქმე ის არის, რომ რეცეპტის საფუძველზე ოპიოდების ყიდვა ჩვეულებრივ აფთიაქებში შეუძლებელია. მათი მოპოვება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ პოლიციის შენობაში განთავსებულ სპეციალურ “აფთიაქებში” შეიძლება. თუმცა აქაც აფთიაქი ოპიოდის მხოლოდ კვირაში ორჯერ გასცემს. აქედან გამომდინარე, მკვლევართა თქმით, შეუძლებელი ტკივილის გაყუჩება ან დოზის კორექცია, თუ ეს დღე “სპეციალური გაცემის” დღეს არ ემთხვევა.
---
12.10.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/425059
ამირან სალუქვაძე: ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილი ხმაური, შესაძლოა, სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათო იყოს
ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილი ხმაური, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა. სალუქვაძე ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის საინფორმაციო შეტევას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსული მხარის კამპანიას საინფორმაციო შტურმის ხასიათი აქვს. „რუსული მედია პირველად არ ეხმაურება ამ თემას. ბოლო თვეების განმავლობაში კი ეს მიდის საკმაოდ ინტენსიურად. ისინი იშველიებენ ექსმინისტრ გიორგაძის ინფორმაციებს. ამ კამპანიას აქვს საინფორმაციო შტურმის ხასიათი. სამწუხაროდ, ჩვენს ბევრ მოქალაქეს არ ესმის, რამდენად სერიოზული და საფრთხის გამომწვევი შეიძლება იყოს ეს საინფორმაციო კამპანია, რადგან არაადეკვატურ განცხადებებს ვაწყდებით როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელში. ლაბორატორიასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მოვუწოდებ, რომ ამ განცხადებებით არ შემოიფარგლონ და ყველგან, სადაც საჭიროა, გაეროში, ევროსტრუქტურებში მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. მოიწვიონ სპეციალისტები, მათი მეშვეობით აიძულონ რუსეთი, ჩამოვიდნენ აქ რუსეთის ექსპერტები და თავის თვალით ნახონ, თუ რა ხდება ამ ლაბორატორიაში. ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილი ხმაური, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს სახელმწიფოსთვის. აქ მცხოვრებ ხალხს რომ არ ესმის, რამდენად ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს ეს აჟიოტაჟი, ეს არის გაუგებარი. ბომბები რომ დაეყრება თავზე, ლაზერული ან სხვა ტიპის, იმ ლაბორატორიას, მერე შუძლიათ აუბან მხარი ამ აჟიოტაჟს და გააკეთონ ის განცხადებები, რასაც აკეთებენ დღეს“, – განაცხადა სალუქვაძემ. მან იმ მიზეზების შესახებაც ისაუბრა, რის გამოც რუსეთი საინფორმაციო შეტევას ახორციელებს. „რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რამდენიმე მიზანია: იმ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც რუსეთს აქვს აშშ-სთან, ევროპასთან, დიდ ბრიტანეთთან, სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით, რუსეთი საპასუხო ბრალდებებს აყენებს: თქვენ გვწამლავთ და ახორციელებთ ადამიანებზე ცდებსო. მეორე მიზანია, როგორც საქართველოში, ასევე იმ რუსულენოვან სივრცეში, რომელსაც მოიცავს რუსული მედია, ანტიამერიკული განწყობების გაღვივება და გაძლიერება. ასევე, ეს თემა სჭირდებათ საქართველოსთან შესაძლო გართულებისათვის საჭირო ფონის შესამზადებლად“, – განაცხადა გენერალმა. ამირან სალუქვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთი აპირებს, რომ თავის მეზობლად ბიოლოგიური ლაბორატორიების განთავსების საკითხი გაეროში წამოაყენოს. „რაც შეეხება კარასინის განცხადებას გაეროსთან დაკავშირებით,ეს არის ამ ხმაურის უფრო მაღალ დონეზე აწევის მცდელობა. რათა შემდეგ ჰქონდეთ სათქმელი, რომ ჩვენ გაეროს მივაწოდეთ ინფორმაცია, შევეცადეთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევას და ვერ შევძელით. ამის შემდეგ ჩათვლიან, რომ ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი“, – განაცხადა სალუქვაძემ. შეგახსენებთ, წლების განმავლობაში რუსეთი ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება – კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. დაახლოებით 2 კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოში არსებულ „ლუგარის ლაბორატორიაში“ განთავსებული „ამერიკული სამხედრო კონტინგენტის არაკეთილსინდისიერი როლის“ შესახებ ოფიციალური განმარტება მოითხოვა. ამის შესახებ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მან ვაშინგტონისადმი მიმართვის საფუძვლად საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებები დაასახელა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, საქართველოს მიერ ძებნილმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან. გიორგაძის მტკიცებით, საქართველოდან მოპოვებული დოკუმენტებით, 2015 წელს, ლაბორატორიაში ერთ დღეს გარდაიცვალა C ჰეპატიტით დაავადებული 24 ადამიანი, რომლებიც ექსპერიმენტული მკურნალობის კურსს გადიოდნენ და ანტივირუსულ პრეპარატს იღებდნენ. მისივე თქმით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ შემუშავებულმა ვირუსებმა შესაძლოა, უპრობლემოდ შეაღწიეს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის რუსეთში. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი,“ რომელიც სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობისაა, თბილისში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა. ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, ის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. “ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ, აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გამყრელიძემ. ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება, არამედ საქართველოს შესაბამის უწყებას ეკუთვნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში პენტაგონის წარმომადგენელმა, ერიკ პაჰონმა განაცხადა. პაჰონის თქმით, ცენტრის მისიაა, წვლილი შეიტანოს ადამიანებისთვის ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვაში, ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვაში, ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლით, ასევე, კვლევების ჩატარებით საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოების საკეთილდღეოდ. შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთს სურს ჭეშმარიტების დადგენა, შეუძლია, გამოგზავნოს სპეციალისტები, დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია და დაესწრონ საერთაშორისო სემინარს. „გრიგორი კარასინი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს შეეხო. მე გავიმეორე, რომ რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულება არის არასწორი. ერთია, როდესაც ისინი არკვევენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მეორეს მხრივ, როდესაც ისინი საუბრობენ მეზობელ სახელმწიფოზე და ლაბორატორიაზე, რომელიც ამ სახელმწიფოს საკუთრებაა და ტრანსპარენტულ რეჟიმში მუშაობს. რამდენჯერმე ვუთხარით, რომ ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასთვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისთვის. რუსი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ ამ წლების მანძილზე და ძალიან კარგ შეფასებას აძლევდნენ ლაბორატორიას. 14-15 ნოემბერს იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი და ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს. თუ აინტერესებთ, დღეს როგორ გამოიყურება ეს ლაბორატორია, თუ სურთ სიმართლისა და ჭეშმარიტების გარკვევა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ დაესწრონ სემინარს. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ სხვა მიზნები და ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. თამუნა შეყილაძე
---
12.10.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/310656/
რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში
საქართველოში მდებარე ლუგარის ცენტრის პარალელურად, რუსული პროპაგანდა მიზანში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მდებარე სხვა ლაბორატორიებსაც იღებს, რომლებიც აშშ-ის დახმარებითაა აშენებული. რუსეთი აცხადებს, თითქოს ეს ლაბორატორიები აშშ-ს ეკუთვნის და მათში ადამიანებზე სასიკვდილო ექსპერიმენტებს ატარებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. წინა კვირას ასეთივე დეზინფორმაციის სამიზნე გახდა აზერბაიჯანი. რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, თითქოს უკრაინაში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში “გრძელდება პენტაგონის კონტროლის ქვეშ არსებული ლაბორატორიების რეკონსტრუქცია”. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 5 ოქტომბერს კატეგორიულად უარყო რუსეთის ბრალდებები აშშ-ის მიერ კონტროლირებად ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც სხვა სახელმწიფოს მიერ კონტროლდება, შესაბამისად, შეუძლებელია, საუბარი იყოს ასეთი ლაბორატორიის რეკონსტრუქციაზე. საქართველოსა და აზერბაიჯანში მდებარე ის ცენტრები, რაზეც რუსეთი მიანიშნებს, მართალია, აშშ-ის დონაციებით აშენდა, თუმცა არ არის აშშ-ის დაქვემდებარებაში. თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიებისა და ვირუსების შესწავლას მოიცავს, საქართველოს საკუთრებაა. რაც შეეხება აზერბაიჯანს: აზერბაიჯანული სამთავრობო გამოცემა Trend-ის თანახმად, 2018 წლის ივნისში აშშ-ის საელჩომ აზერბაიჯანში განაცხადა, რომ ისინი აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ აზერბაიჯანის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ამავე განცხადების თანახმად, სამინისტროს 55 000 აშშ დოლარი მისცეს განსაკუთრებით საშიში პათოგენების კვლევისა და მათი გავრცელების პრევენციისათვის. ეს არის ნაწილი მრავალწლიანი პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ქვეყნის უნარი, აღმოაჩინოს, თავიდან აიცილოს და აღკვეთოს საშიში დაავადებები. პოსტსაბჭოთა ქვეყნები ფოკუსში კირილოვის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 10 ოქტომბერს, ლაბორატორიებზე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა: გაეროში წამოვჭრით ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური ლაბორატორიის განთავსების საკითხს და არ ვაპირებთ, საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობა დავუშვათო. შემდეგ იგი სხვა ქვეყნებსაც გადასწვდა და განაცხადა, რომ “რუსეთი მისი საზღვრების სიახლოვეს ბიოლოგიური ლაბორატორიების ფუნქციონირების წინააღმდეგია, რადგან ამერიკის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიები “საფრთხეს უქმნის” რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების მოსახლეობას”. მოსკოვს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ლაბორატორიები კიდევ ერთხელ სკრიპალების მოწამვლის შემდეგ გაახსენდა. ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი თავის შვილთან, იულიასთან ერთად, მარტში მოწამლეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვული აგენტით, თუმცა ისინი სიკვდილს გადაურჩნენ. ბრიტანეთი ამაში ბრალს პირდაპირ სდებს რუსეთს, რომელიც უარყოფს ბრალდებებს. თუმცა Bellingcat-ის დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოძიებამ აჩვენა, რომ ორი ბრალდებული, რომლებსაც სხვა სახელებით იცნობდნენ, სინამდვილეში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, გრუს ოფიცრები არიან. სწორედ ამ ამბების პარალელურად ცდილობს რუსეთი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთგვარად “შემოატრიალოს ისრები” და მისკენ მიმართული ყურადღება აშშ-ზე გადასწიოს: 12 აპრილს რუსეთის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სკრიპალების მოწამვლის საქმის კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ პენტაგონის დაფინანსებით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებს ქმნის, რის მაგალითადაც დაასახელა თბილისში ბიოლოგიური დაცვის მესამე დონის ლაბორატორიის გახსნა. ნუნ-ლუგარის შეთანხმება საფრთხის შესამცირებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე “ნეტგაზეთთან” საუბრობს იმ რეალურ გარემოებებზე, რის გამოც აშშ-მა გადაწყვიტა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაღალი დონის ლაბორატორიების არსებობაზე ეზრუნა. აშშ-ის ეს პროგრამა, რომლის სულისჩამდგმელები ამერიკელი სენატორები, რიჩარდ ლუგარი და სემ ნუნი, იყვნენ, სათავეს იღებს 1990-იან წლებში, კომუნისტური ბლოკის დაშლისას. როგორც გამყრელიძე გვიამბობს, ლუგარმა და ნუნმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი პროგრამა პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან “ე.წ ბიოლოგიური მასალები, ვირუსები, ბაქტერიები, მიკრობები, მრავალ ინსტიტუციაში იყო გაბნეული”, აშშ-ს კი სურდა, თავიდან აეცილებინა ბიოლოგიური მასალების “გაჟონვა და ტერორისტების ხელში მოხვედრა”. სპეციალისტის თქმით, საქართველოშიც, 5-6 ინსტიტუციაში იყო ბიოლოგიური მასალა გაბნეული. სასურველი იყო, მათზე კონტროლი განხორციელებულიყო, გვიამბობს გამყრელიძე, რომელიც გარკვეულ პერიოდში აშშ-საქართველოს მოლაპარაკებების მონაწილე იყო. “მეორე მხრივ, აშშ ეხმარებოდა ქვეყნებს, სადაც ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემები დაინგრა, რომ ეს სისტემები აღდგენილიყო და თანამედროვე სტანდარტებით განვითარებულიყო”. გამყრელიძე გვიამბობს, რომ 1997 წელს შევარდნაძესა და კლინტონს შორის ხელი მოეწერა ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც ბიოლოგიური, ქიმიური, რადიაქტიული და სხვა ტიპის ნარჩენების უსაფრთხოებას შეეხებოდა. უკვე 2004 წლიდან კი იწყება ლუგარის ცენტრის მშენებლობა.როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი იხსენებს, აშშ-მა გადაწყვიტა, დახმარებოდა საქართველოს, ყაზახეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, მსგავსი ლაბორატორიული სისტემების აშენებაში. საქართველოსთან კი, მისი შეფასებით, “ყველაზე კარგი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა”. “ლუგარის ლაბორატორია ყველაზე ადრე გახდა ფუნქციონირებადი. აზერბაიჯანი, პრინციპში, ახლა იწყებს ფუნქციონირებას, უკრაინისაც… როგორც ამბობენ, ყაზახეთი, შესაძლოა, ჩვენსაზე დიდი იყოს, მაგრამ ჩვენი ლაბორატორია ითვლება დღეს ყველაზე “მოქმედად”. შესაძლოა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი “ლუგარს” გამუდმებით ესხმის თავს, ისაა, რომ ლაბორატორია ქვეყნის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს: “ჩვენი ლაბორატორია არ არის მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი ჯანდაცვითი. ეს არის ქვეყნის უსაფთხოების ნაწილი იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია ებოლას, ზიკას, ჰემორადიული ცხელებების, ბევრი განსაკუთრებით საშიში ინფექციის დიაგნოზი დავსვათ. ამ ლაბორატორიას აქვს ექსკლუზიური ფუნქცია, დასვას დიაგნოზები, რომელიც ქვეყნის არცერთ სხვა ლაბორატორიასა და რეგიონის ბევრ ლაბორატორიაში არ ისმევა. ჩვენ შეგვიძლია ვირუსისა და ბაქტერიის სრული სეკვენირება, ანუ გენომის დაშიფვრა და დადგენა, რომ ეს დაავადება, რომელიც აფეთქდა, საიდან არის შემოსული, ადგილობრივია თუ სხვა ქვეყნიდან შემოტანილი და ა.შ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვითი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ბაქტერიებისა და ვირუსების გენეტიკური დაშიფვრით ვადგენთ, როგორი იყო ამ მიკრობების განვითარება, ანუ ფილოგენეზი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული და სამეცნიერო ჯანდაცვისთვის”, – განგვიმარტავს გამყრელიძე. გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ლაბორატორიები საქართველოშიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, მართალია, აშშ-ის დახმარებით აშენდა, თუმცა ისინი არასოდეს ყოფილა შტატების დაქვემდებარებაში: “მათი დახმარებით აშენდა, მაგრამ ხელფასს ყოველთვის სახელმწიფო იხდიდა და ასეა სხვა ქვეყნებშიც. როცა “ლუგარმა” დაიწყო ფუნქციონირება, [ამერიკელები] რეაქტივებს გვყიდულობდნენ, გვეხმარებოდნენ გადასახადებში, მაგრამ 2014-ში მოეწერა ხელი მთავრობათაშორის ხელშეკრულებას, რომლითაც ლაბორატორიის შენახვის ხარჯები თანდათანობით სრულად გადმოეცა საქართველოს და 2017-ში სრულად დასრულდა ამერიკელების პირდაპირი დახმარება. ისინი მხოლოდ სხვადასხვა პროექტს აფინანსებენ”. კონსპირაციული თეორიები ცრუ ინფორმაცია, თითქოს პენტაგონს უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში საკუთარი ლაბორატორიები ჰქონდეს, სადაც ფუნქციონირებს “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით შექმნილი ეროვნული ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამა, რომელიც ვირუსების გამოყვანას ისახავს მიზნავს”, –გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Infowars-მა. Infowars ეკუთვნის ულტრამემარჯვენე რადიოწამყვან ალექს ჯონსს, რომელმაც კონსპირაციული თეორიების შეთხზვით გაითქვა სახელი. სხვადასხვა დროს მას უთქვამს, თითქოს აშშ-ის მთავრობა იყო გარეული ოკლაჰომას, სენდი-ჰუკის სროლებისას დატრიალებულ ტრაგედიაში, თითქოს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი თავად აშშ-ის მოწყობილია, თითქოს შტატების ხელისუფლება ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს ადამიანების სექსუალური ორიენტაციის შესაცვლელად და ა.შ. ჯონსი, რომელსაც სოციალურ მედიაში მილიონობით გამომწერი ჰყავდა, რამდენიმე კვირის წინ დაბლოკეს იუტუბმა, ფეისბუკმა, ტვიტერმა და ეპლმა, რადგან იგი “პრინციპულად ახალისებდა, ადვოკატირებას უწევდა და იწვევდა სიძულვილს და ძალადობას ჯგუფების ან ცალკეული ადამიანების მიმართ მათი მახასიათებლების გამო”. HBO-ს ტოკშოუ Last Week Tonight-ის წამყვანმა, ჯონ ოლივერმა, ერთ-ერთი გადაცემა მიუძღვნა ჯონსისათვის ნიღბის ჩამოხსნას. იგი აჩვენებს, რომ კონსპირაციულ თეორიებზე გაბრაზებით საუბრის პარალელურად, ჯონსი მილიონობით დოლარს აკეთებს, ხოლო მისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სწორედ ამ კონსპირაციულ თეორიებში მოგონილი “დაავადებების სამკურნალოდ”.
ბეჭდვითი მედია
15.10.2018
მედიასაშუალება: ალია
ჯანდაცვის კი არა "ჯანდაბის" სამინისტრო ხართ თქვენ! კლინიკენისა და ექიმების ნაწილმა კი მედროვეობა და ყველა ხელსაყრელი პოლიტიკურ "დირკაში" ძრომიალი დღემდე ვერ მოიშალეთ...
ძალიან რთულია, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა თავი ხელში აიყვანო და სიტუაციას მშვიდად უყურო. შეუძლებელია, გაუძლო ბიუროკრატიის იმ სიმახინჯეებს, რომლებსაც რიგითი მოქალაქე ყოველდღე ეჩეხება... ამ ყველაფერს დავუმატოთ ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთზე უარეს მავნებლობებსა და სისულელეებს ამბობენ...იქით "კაგებეშნიკური" წარსულის მქონე გრიგოლ ვაშაძე დარბის თავისი ამალით სადემარკაციო ხაზთან და აპროტესტებს ოკუპაციის მოცემულ სურათს, აქეთ "გირჩის" ზურაბ ჯაფარიძე აპირებს "დედა ენის" ბაღში მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ფესტივალის მოწყობას, სადაც, მისი თქმით, თავად დაარღვევს კანონს და აბა ერთი დამიჭირონო, იძახის... კიდევ აქეთ სალომე ზურაბიშვილი "სიბრძნეს სიბრძნეზე" აფრქვევს თავის გამოსვლებში და დღეს იმ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომლის "ბოსს" ბიძინა ივანიშვილს, 2013 წლის ეთერებში "დიპლომატიურად" პრორუსულ მმართველად მოიხსენიებდა... ამასთან ერთად, ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიას უფინანსებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ "ფეისბუკზე" წერენ - მართალია ხმას სალომეს არ ვაძლევ, მაგრამ მაინც მას შევწირე თანხაო... მაგალითად, ასეთი უცნაური შემომწირველია ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს, კამში 120 ათასი ლარი შესწირა... "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოაქვეყნა იმ მედიკოსების სია, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის ფონდში თანხა ჩარიცხეს: ლუდუშაურის კლინიკის ექიმი ლალი ბეგაძე – 6000 ლარი ქირურგი ირმა კაჭიური -7000 ლარი, ექიმი ლარისა მელია – 7000 ლარი, ლუდუშაურის კლინიკის ექიმი მანანა სვანიძე – 6000 ლარი, ჩაჩავას კლინიკის ექოსკოპისტი მარიამ გოცირიძე – 7000 ლარი ექიმი ლიკა ჯაჯანიძე – 5000 ლარი, ექიმი ნინო აქიაშვილი – 5000 ლარი, ექიმი ფიქრია კამლაძე – 5000 ლარი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგი ნიკოლოზ ქსნელაშვილი – 8000 ლარი, ექიმი მანანა ელისაშვილი – 8000 ლარი, ჩაჩავას კლინიკის ლაბორატორიის უფროსი მერი მაღარაძე – 5000 ლარი, ექიმი ლელა ჩხიკვაძე – 5000 ლარი. არსებობს ეჭვი, რომ ექიმებს სალომე ზურაბიშვილისთვის ფული საკუთარი სურვილით არ გადაურიცხავთ და მათი პერსონალური მონაცემები კლინიკის ხელმძღვანელობამ გამოიყენა. თუ ეს ფაქტი დადასტურდება, მაშინ ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკის ექიმებს, ჯარიმის სახით, გადარიცხული თანხის ორმაგი ოდენობის გადახდა მოუწევთ. ინტერნეტპორტალმა "ონ.ჯი"-მ ორივე კლინიკის მხოლოდ 7 თანამშრომლის იდენტიფიცირება მოახერხა, რომლებმაც ჯამში, ზურაბიშვილის 154 ათასი გადაურიცხეს. შემომწირველთა სია ასე გამოიყურება: ნატა ყაზახაშვილი 50 ათასი ლარი - ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი; ზურაბ დარახველიძე 50 ათასი ლარი - დარახველიძე არის ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი. ქართული ოცნებისთვის სხვადასხვა დროს ჯამში გადარიცხული აქვს 65 ათასი ლარი; ნიკოლოზ კინტრაია 20 ათასი ლარი - ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი. 2016-17 წლებში ქართულ ოცნებას შესწირა 100 ათასი ლარი; პალიკო კინტრაია 10 ათასი ლარი - მეან-გინეკოლოგი, 2002 წლიდან ჩაჩავას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 60 ათასი ლარი; რევაზ სულუხია 10 ათასი ლარი - ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2016 წელს ქართულ ოცნებას შესწირა 40 ათასი ლარი; ლელა ბრეგაძე 7 ათასი - ღუდუშაურის კლინიკის ექიმი. 2016 წელს ქართულ ოცნებას 9 ათასი ლარი შესწირა; მარიამ გოცირიძე 7 ათასი ლარი - ჩაჩავას კლინიკის რადიოლოგი. 2016 წელს ქართულ ოცნებას 25 ათასი ლარი შესწირა. იმ დროს, როდესაც კლინიკებისა და ექიმების ნაწილმა პაციენტები უსახსრობის გამო შეიძლება სახლში გაუშვან და მკურნალობა აღარ გაუგრძელონ, ვიღებთ რას? რას და ექიმები-კლინიკები ათი ათასობით ლარს ურიცხავენ მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, შემოწირულობების სახით... ძალიან გაბრაზებული ვარ, ისე ვარ გაბრაზებული, ასეთ "ჰუმანურ" ექიმებს, კლინიკების მეპატრონეებს, ბიზნესმენებსა და ხელისუფლების წევრებს ერთი ხელის მოსმით მოვხვეტავდი! როგორია დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა? უკეთესი მტერს არ ენახოს... ჩემი უახლოესი მეგობარი, ახალგაზრდა გოგოა დღეს ცუდად, ერთი თვის წინ მელანომის (კანის კიბო) მესამე სტადია დაუდგინეს და ადგილობრივმა ონკოლოგებმა ხელები დაიბანეს - ქალბატონო, ვერ მოგკიდებთ ხელსო, სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა წახვიდეთ, რომ რამე გეშველოთო... თან ისე გეუბნებიან საზღვარგარეთ წადიო, გეგონება, ლანჩხუთში მიდიოდე... მარტო ანალიზები ათასობით ლარი დაუჯდა ჩემს მეგობარს იმის გასაგებად, რა სჭირდა. გადავატრიალეთ ინტერნეტი, რომელი მედიკამენტები ინიშნება ამ ტიპის კიბოს სამკურნალოდ და რა ჯდება? ფასებში დიდი სხვაობა იმით არის განპირობებული, საიდან გამოიწერ წამალს - გერმანიიდან თუ გამოიწერ, უფრო ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მალე ჩამოდის; მეზობელი თურქეთიდან თუ გამოიწერ უფრო იაფია, მაგრამ უფრო მეტი დრო სჭირდება მის ჩამოსვლას... ... პირადად მე დავიწყე გარკვევა, შემოვა თუ არა ამ შემთხვევაში რაიმე სახის თანადაფინანსებაში ჯანდაცვის სამინისტრო? სამინისტროს "ცხელი ხაზზე" მითხრეს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება მხოლოდ ქიმიო-ჰორმონო-სხივური თერაპია და ონკოქირურგია, მაგრამ რაც შეეხება საზღვარგარეთიდან მედიკამენტების შემოტანას - საყოველთაო ჯანდაცვა ამას არ აფინანსებსო... ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ როგორც გითხარით, თუკი ონკოპაციენტს ექიმმა ისეთი წამლები გამოუწერა სამკურნალოდ, რომელიც აქ არ იშოვება და უცხოეთიდან უნდა შემოიტანონ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი თანადაფინანსების იმედი არ უნდა გქონდეს... ... ადამიანებს საავადმყოფოში მისვლის ეშინიათ, იმხელა თანხებია გადასახდელი და "სასწრაფოს" "სასწრაფოზე" იძახებენ, რომ იქნებ როგორმე "გადაუდებელ მდგომარეობად" შეუფასოს ექიმმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ანაზღაურებს სახელმწიფო ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯებს... ჩემს შვილს შეხვდა ენტეროვირუსი და "სასწრაფომ" საავადმყოფოში გადაგვიყვანა. კლინიკაში რამდენიმესაათიან ყოფნასა და ერთ გადასხმაში 150 ლარს გვახდევინებდნენ და თან ვის? 8 წლის ბავშვის პატრონებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი გვქონდა მონიჭებული... ხვდებით საერთოდ სად ვართ? ჯანდაცვა კი არა "ჯანდაბის" სამინისტრო ხართ თქვენ! კლინიკებისა და ექიმების ნაწილმა კი მედროვეობა და ყველა ხელსაყრელი პოლიტიკურ "დირკაში" ძრომიალი დღემდე ვერ მოიშალეთ...
---
15.10.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
აჩრდილი დაძრწის ჯანდაცვის სამინისტროში, აჩრდილი შოთა კაპანაძის კუტალასი!
მოგეხსენებათ, პაციენტ შოთა კაპანაძის კუტალა სერგეენკოს უწყების თავზე დამოკლეს მახვილით ჰკიდია და ვაი და უი მას, ვისაც "პრფესორ" ზაზა ჭანტურიასა და "პროფესორ" გურამ ქარაზანაშვილის მიერ მიჭრილ-მოჭრილი და აკეპილ-დაჩეხილი ბატონი შოთას "ტინკი-ვინკი" თავში მოხვდება! მას შემდეგ, რაც შოთა კაპანაძის კუტალა ჯანდაცვის სამინისტროს თავზე დამოკლეს მახვილით აღიმართა, საშვთა ბიუროში კონტროლი გამკაცრდა - არიქა, გია თვალავაძის მოადგილესთან თენგიზ გაბიჩვაძესთან ყასაბ-უროლოგ გურამ ქარაზანაშვილის ძმა ლევან ქარაზანაშვილი არ შეგვეპაროსო! საქმე ის გახლავთ, რომ ლევან ქარაზანაშვილს, რაღაც ჯანდაბად, ბავშვობიდან "ჭუტალას" ეძახიან და სამინისტროში დიდი შიშიანობაა ჩამოვარდნილი - ღმერთმა ნუ ქნას, "ჭუტალამ" დამოკლეს კუტალა გაანაწყენოს, თორემ სერგეენკოს ისედაც წყალი აქვს შეყენებული, რადგან საპარტნიორო ფონდს დაუპირისპირდა და ყველანი მოვირეჯგვებითო! საერთოდ, ჯანდაცვის სამინისტროში ამ ბოლო დორს პარანორმალური მოვლენები ხდება. ასე, მაგალითად, გია თვალავაძის ერთ-ერთმა მოადგილემ თემურ პირველაშვილმა, როცა ჟურნალისტმა დაურეკა - თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა მინდაო - ერთ-ერთი ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლის აქცენტით უპასუხა - "მე არ არის!" და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა! სხვათაშორის, ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურის ყოფილ უფროსს გია თვალავაძეს, რომელიც წინაწარ პატიმრობაშია, საკანში, თურმე, დიდი საწერ-კალამი და ბევრი ფურცელი მოუთხოვია - პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად ჩემი პირველი მოადგილის თემურ პირველაშვილის შესახებ ესეები და ჩანახატები უნდა დავწერო და მეშინია, ემანდ, არაფერი გამომრჩესო! ჯანდაცვის სამინისტროში - უკლებლივ ყველა მაღალი თანამდებობისა და ფსევდოპროფესორის - გურამ ქარაზანაშვილისა და ზაზა ჭანტურიას დასჯა ევალებოდა, ეჭვმიტანილია შესანიშნავი ქართველისა და დიდებული არქიტექტორის შოთა კაპანაძის გაუბედურებაში, რომელსაც უროლოგიის ამ ორმა "ჯეკ მფატრავმა" შარდის შემაკავებელი სფინქტერი დაუზიანდა და სამარადჟამო ტანვარჯისითვის გაწირა!
---
15.10.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
მეგობრული უსტარი "გურია თუდეის" რედაქციას
სალამი და გამარჯობა, ძვირფასო ლანჩხუთელო კოლეგებო! უწინარეს ყოვლისა, მადლობა მოგვიხსენებია, რომ ოპერატიულად გამოეხმაურეთ "ასავალ-დასავალის" წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის "თვალ(ავაძე) პატიოსანი", რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსანის გია თვალავაძის დაპატიმრებასა და მისდამი თქვენი რედაქციის თავდადებულ ქომაგობას შეეხო. როცა ზემოხსენებულ წერილს, უფრო ზუსტად კი, ფელეტონს ვწერდი, მისხალი ეჭვიც არ შემიტანია იმაში, რომ თქვენ, არამხოლოდ როგორც ნიჭიერი ჟურნალისტები, არამედ როგორც იუმორთან გენეტიკურად წილნაყარი ჭეშმარიტი გურულები, სწორედ მიხვდებოდით და ჩასწვდებოდით იმ მეგობრული შარჟის პასაჟებს, რომლებიც აქა-იქ მიმოვაბნიე.
---
15.10.2018
მედიასაშუალება: ალია
ტაქსის იმ მძღოლებს, რომლებიც ლიცენზიას იღებენ, სოციალურ დახმარებებს უხსნიან?! რა უპასუხეს შესაბამის უწყებებში "ალიას"?
როგორც ცნობილია, ტაქსების რეგისტრაციის პროცესი 30 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება და დღეის მდგომარეობით, თბილისში ტაქსით მომსახურების 18 030 ნებართვაა გაცემული, მათ შორის 54 ქალია. რამდენიმე დღის წინ, ტაქსით მგზავრობისას, მძღოლი საუბარში ავიყოლიე, დავინტერესდი, რას ფიქრობდა ტაქსების შესახებ დაწესებულ რეგულაციებზე? საუბარი იმაზე მეტად საინტერესო გამოდგა ვიდრე ველოდი. ვახო: - რას ვფიქრობ და ძლივს ავიღე ლიცენზია, იმდენი ხალხი იდგა რიგში იუსტიციის სახლში... მაგრამ ახლა არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა სხვა ტაქსისტებმა მითხრეს, ვინც რეგისტრაცია გავიარეთ, შეიძლება "სოციალურები" მოგვიხსნანო. სამსახურში წესიერად მოსულიც არ ვიყავი, რომ მაშინვე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გადავრეკე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, იმის გასაგებად, აღნიშნული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს? ოპერატორი : - ქალბატონო, ამ საკითხზე ჯერ არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია, იქონიებს თუ არა გავლენას ტაქსის მძღოლად დარეგისტრირება სოციალურ ქულაზე... მოკლედ, როგორც ჩანს, სოციალურად დაუცველი ტაქსის მძღოლებისთვის სოციალური დახმარების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში უახლოეს მომავალში შეიძლება, დადგეს... აბა, ახლა ამას, წინასაარჩევნოდ როგორ იტყვიან ხმამაღლა?
---
15.10.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
რეპორტაჟი ლუგარის ლაბორატორიიდან
რა ვირუსებს იკვლევენ ლაბორატორიაში და რატომ გამოაცხადა ის რუსეთმა "ბიოლოგიური იარაღის დამზადების ცენტრად" ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების გამოყვანა მათი დივერსიული მიზნებით გამოყენებისთვის, ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება; ზიკას ვირუსით დაინფიცირებული კოღოებისა და აზიური ფაროსანას გავრცელება, ცხინვალის რეგიონში ღორის გრიპის გავრცელება - თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთიდან ბრალდებების ნიაღვარი არ წყდება. რუს პოლიტიკოსებს ხანდახან პრორუსი ქართველებიც უბამენ მხარს... რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლუგარის ლაბორატორია იმ ბრიფინგზეც მოიხსენია, სადაც რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ბრიტანეთში მოწამვლის სკანდალურ ფაქტზე საუბრობდა და განაცხადა, რომ პენტაგონი რუსეთის საზღვრებთან ახლოს მასშტაბურ სამედიცინო-ბიოლოგიურ საქმიანობას ეწევა...(?!) თანამედროვე კლასიფიკაციით, მესამე დონის ლაბორატორიას, რომელიც ამერიკის დაფინანსებით აშენდა, "კვირის პალიტრა" ეწვია. ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს ემსახურება, დაინტერესებული პირებისთვის ღიაა და არავითარ საიდუმლო საქმიანობას არ ეწევა. ოფიციალურად დაწესებულებას ამერიკის ყოფილი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელი აქვს მინიჭებული, რომელსაც ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ეწოდება. ობიექტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა, 2013 წლიდან კი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაექვემდებარა. 2018 წლიდან ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას (წელიწადში 500.000 დოლარზე მეტს) ქართული მხარე იხდის. ცენტრის აშენების მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფანტული სახიფათო ბიოლოგიური მასალების უსაფრთხოდ, სამედიცინო მიზნებით გამოყენება იყო. ლაბორატორიაში განმარტავენ, რომ მათი როლი ჩ ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად მიმდინარე მასშტაბურ პროექტში ძალიან დიდია, რადგან სწრაფი ტესტით ადგენენ დიაგნოზს. ცენტრი უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ იქ თითქმის ყველა სახის მიკრობს იკვლევენ... დაწესებულების დათვალიერებას სეროლოგიური ლაბორატორიით ვიწყებთ. უცნაური შეგრძნებაა, შედიხარ იმ სივრცეში, სადაც უამრავი ვირუსი და ბაქტერია გეგულება, თუმცა იქ მოფუსფუსე თანამშრომლების შემხედვარე აცნობიერებ, რომ ეს ვირუსებიც ადამიანების ჯანმრთელობას "ემსახურებიან". ყველა ლაბორატორიაში უარყოფითი წნევაა, რაც ნებისმიერი სახის გამოჟონვას გამორიცხავს, ანუ ჟანგბადი გარედან შეიწოვება, იქმნება სპეციალური "ჰაერის ფარდა" და მისი საშუალებით შექმნილ სივრცეში შიგნით ცირკულირებს. "მითები, რომ აქ ადამიანებზე, ცხოველებზე ან მწერებზე ექსპერიმენტებს ვატარებთ, სიცრუეა. აქ გარედან შემოსული მასალის დიაგნოსტირება ხდება", - მიხსნიან ლაბორატორიაში. სეროლოგიურ, ანუ მეორე დონის ლაბორატორიაში მიმდინარეობს კლინიკებიდან შემოსული მასალების კვლევა. აქ თავმოყრილია ბრუცელოზის, ლეპოსპიროზის, ლეიშმანიოზის, ყივანახველას, დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი, ასევე ბორელიოზი, დენგეს ცხელების ვირუსი, რომელიც კოღოებით გადადის... თუ რომელიმე კლინიკაში პაციენტი საეჭვო სიმპტომატიკით შევიდა, მისი კლინიკური ნიმუშები გამოკვლევისთვის ცენტრში იგზავნება და პასუხი რამდენიმე საათში ბრუნდება. ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიაში გადავდივართ - ის რეგიონში უნიკალურია, რადგან თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. აქ მიმდინარეობს კლინიკებიდან შემოსული ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა, მაგალითად, ჯილეხის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების... ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას, პათოგენების ეროვნული მუზეუმისკენ მივდივართ. იქ საქართველოში საბჭოთა კავშირის დროიდან არსებული ნებისმიერი პათოგენია დაცული. ლაბორატორიის აშენებამდე ისინი საქართველოს კვლევით ინსტიტუტებში ინახებოდა. 2013 წლიდან აქ გადმოიტანეს... ასევე გადმოიტანეს შავი ჭირის ყოფილი სადგური, ბაქტერიოფაგის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსაკუთრებით საშიში შტამები... მოქმედი კანონმდებლობით, არც ერთ ინსტიტუტს განსაკუთრებით საშიშ პათოგენთან შეხების უფლება არა აქვს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად ლაბორატორიაში უნდა მიიტანონ. თუ მისი დიაგნოსტირება ლუგარის ცენტრშიც ვერ მოხდა, ლაბორატორია მას მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებს უგზავნის. fb პაატა იმნაძე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი: - ასეთი ობიექტი ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს. კავკასიის რეგიონში არსებობს კიდეც მსგავსი დაწესებულებები, თუმცა ჩვენსავით მაღალ დონეზე არ არის აღჭურვილი, ამიტომაც მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ხშირად ჩამოდიან ჩვენთან სამუშაოდ... საქართველოში ლაბორატორიები 1937 წლიდანაც გვქონდა, მაგალითად, "შავი ჭირის" სადგური, რომლის ახალი კორპუსი 1987 წელს აშენდა და მაშინდელი ნორმებით თანამედროვე იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მოძველდა და ახალი ტექნიკა შემოვიდა. - ალბათ, შემოვიდა ახალი ვირუსებიც. - ისინი ბუნებაში ისედაც იყო, უბრალოდ, ახლა აღმოაჩინეს. მაგალითად, "ახმეტა ვირუსი" ყვავილის ჯგუფის ვირუსია და ახმეტაში გამოვლინდა. პირველად საქართველოში დაფიქსირდა და მისი გენეტიკურად შესწავლა შეგვიძლია. ის ახალი დაავადებები, რაც დედამიწაზე აღმოაჩინეს, სინამდვილეში ახალი არ არის. მაგალითად, ებოლა ადრეც იყო, მაგრამ მთელი სოფელი ისე ამოწყდებოდა, ვერავინ იგებდა. მას შემდეგ, რაც მიმოსვლის პრობლემა აღარ არსებობს, ებოლას ვირუსით დაავადებული ადამიანი ქალაქში ჩავიდა და გაავრცელა... შეიძლება დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში გადაფრინდე სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ დაინფიცირებული, ვირუსის ან ბაქტერიის მატარებელი იყო. ამიტომაც ვალდებული ვართ ვიცოდეთ, რა საფრთხეები არსებობს ქვეყანაში. ეს კოლექცია იმისთვის გვჭირდება, რომ დავადგინოთ, საქართველოში რა მიკრობებია და ახალი თუ გაჩნდება, ჩვენს კოლექციაში არსებულს შევადაროთ იმის გასარკვევად, ადგილობრივია თუ შემოტანილი. უნდა გამოვიკვლიოთ ისიც, შემოსვლის გზები ბუნებრივი იყო თუ ხელოვნურად შემოიტანეს. - რუსეთის ვერსიით, აქ დივერსიის მიზნით გამოიყვანეს სახიფათო მწერები, მაგალითად, აზიური ფაროსანა... - ეს არის კიდევ ერთი სისულელე. ფაროსანას ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი არა აქვს, ჩვენ მხოლოდ იმ მწერებზე ვმუშაობთ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. ფაროსანა საქართველოში რუსეთიდან გავრცელდა. უბრალოდ, ამას მიზანმიმართულად ამბობენ და ავრცელებენ... ეს არის საზოგადოების უსაფრთხოებისთვის შექმნილი ლაბორატორია, რომელიც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში კარგ უნივერსიტეტებსაც კი აქვთ. ევროპულ ქვეყნებში - საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში არსებობს უფრო მაღალი სტანდარტების, მეოთხე დონის ლაბორატორიები. თავად რუსეთსაც მეოთხე დონის, თანაც რამდენიმე ლაბორატორია აქვს, სადაც ისეთ საშიშ ვირუსებზე მუშაობენ, რომელიც იმ ქვეყანაში არ არის... მაგალითად, ჩვენ ებოლას ვირუსზე დიაგნოზის დასმა შეგვიძლია, მაგრამ მასზე მუშაობა - არა. fb - კიდევ ერთი რუსული ვერსიით, თურმე არსებობს საიდუმლო განყოფილება, სადაც ამერიკელები დახურულ პირობებში მუშაობენ. - ამერიკელებს მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ მეორე დონის, ანუ კლინიკურ ლაბორატორიაში, სადაც მხოლოდ მათ კი არა, ნებისმიერ მკვლევარს შეუძლია მუშაობა. თუმცა მიკრობებზე მუშაობისას ნებისმიერ მკვლევარს ბიოუსაფრთხოების კომიტეტის ნებართვა სჭირდება, კომიტეტი კი ქართველებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, აქ ჩვენი განხილვისა და თანხმობის გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. აქ მხოლოდ ამერიკელები კი არა, თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები და უამრავი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მუშაობს. ახლა ჩვენთან გერმანელი და მოლდაველი კოლეგები არიან. ლუგარის ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორია და სასწავლო მიზნით აქ ხშირად თავს იყრიან სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, პედაგოგები, მეცნიერები... თავად რუსებიც ხშირად ჩამოდიან სამუშაოდ, უფრო მეტი - დასათვალიერებლად და ყველა გვეხვეწება, არ გაამხილოთ, აქ რომ ვიყავითო. კარგია, რომ ამ ცენტრზე ცუდის თქმა არც ერთმა რუსმა მეცნიერმა არ იკადრა. - არც იმის მთქმელი გამოჩნდა, ვინც ამ ბრალდებების უსაფუძვლობას არგუმენტირებულად ახსნიდა. - დიახ. თუმცა პროპაგანდაში რომ ვერ ჩაითრიეს, ესეც ბევრს ნიშნავს... ეს თავდასხმები 2013 წლიდან დაიწყო. ექვს თვეში ერთხელ ააგორებენ ხოლმე, მაგრამ ახლა უფრო მასშტაბურ შეტევაზე გადმოვიდნენ, პოლიტიკოსებიც ჩართეს... ამ ყველაფერს ვუკავშირებთ 14-15 ნოემბერს ლაბორატორიაში მოწვეულ ინსპექციას, რომელიც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის გაეროს კონვენციის ფარგლებში ტარდება, ანუ ეს არის ყოველგვარი ეჭვების გამორიცხვის მექანიზმი. მათ თავად ვიწვევთ, რათა შეამოწმონ, რამდენად შეესაბამება ჩვენი მუშაობა ამ კონვენციას... ეს საკითხი საქართველომ ოფიციალურად დააყენა და 21-მა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი თავიანთი წარმომადგენლები გამოუშვას. მათ ნებისმიერ ლაბორატორიასა და ოთახში, მუშაობის დროსაც კი, შესვლისა და იქაურობის დათვალიერების უფლება აქვთ, რადგან ამ დარგის ექსპერტების მოქმედების წესები იციან, აცრაც გაკეთებული აქვთ. მოწვეულთა ჩამონათვალშია ევროპის, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. რუსეთმა უარი განაცხადა... ადრე მივეცით მათ ჟურნალისტების შემოშვებისა და გადაღების უფლება, მაინც თქვეს, არ შეგვიშვესო. რუსეთის დეზინფორმაცია ამერიკის წინააღმდეგ არის მიმართული და შიდა აუდიტორიაზეც გათვლილი, რათა მათ, ვისაც ამ ცენტრის მავნებლობის სჯერა, ამერიკისგან მტრის ხატი შექმნან. არის კიდევ ერთი ფაქტორი - ადრე ჩვენ რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული და ახლა საქართველო ამ სფეროში რეგიონში მოწინავეა, მეზობელი ქვეყნები ჩვენ მოგვმართავენ დახმარებისთვის, რასაც რუსეთი ვერ ეგუება.
---
15.10.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
რატომ გამოეთიშა 40-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას
---
15.10.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
როდის იწყება გრიპის აქტიური სეზონი და როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძე შემოდგომის სეზონისთვის დამახასიათებელი დაავადებების რისკების შესახებ "პრაიმტაიმთან" საუბრობს. მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის, თუმცა გრიპის შემთხვევაში გარკვეულ რჩევებსა და რეკომენდაციებს იძლევა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის. - როდის იწყება გრიპის აქტიური სეზონი? - გრიპის აქტიური სეზონი იწყება ყოველი წლის მე-40 კვირიდან და გრძელდება მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით. - განსაკუთრებით საშიში რომელი რისკჯგუფებისთვისაა ეს ვირუსი? - რისკჯგუფებში შედიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები - 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულნი, დიალიზზე მყოფნი; ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი; C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს; აივ ინფიცირებული პირები; ორსულები; სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი და ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების/სამსახურების თანამშრომლები. - რა რჩევებს მისცემდით საზოგადოებას, როგორ უნდა დაიცვან თავი გრიპისგან? - გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთადერთი საშუალებაა. გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ხველა, საჭიროა ექმთან კონსულტაცია. ის პირები, ვისაც აღენიშნებათ გრიპისმაგვარი დაავადების სიმტომები, უნდა მოერიდონ მასიური თავშეყრისადგილებს. სიპტომების გაჩენის შემთხვევაში, სასურველია, ერთჯერადი ნიღბების ტარება. ერთჯერადად ნიღაბი შეიძლება გამოიყენოთ მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში. - როგორც საზოგადოება, ასევე სამედიცინო პერსონალიც დიდი რისკის ქვეშ არიან პაციენტებთან ურთიერთობისას. მათ რა რჩევებს მისცემდით? - სამედიცინო პერსონალი სავალდებულოდ უნდა აიცრას სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში, ან მოხდეს მატი იზოლაცია კოჰორტულად. პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება, შეძლებისდაგვარად, უნდა შეიზღუდოს. პაციენტებს, პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას, სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი. სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები. უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ, ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით, პაციენტთან კონტაქტისას, გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები, ვალდებულია ატაროს ნიღაბი. ლაბორატორიული კვლევები გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს, სეზონურ გრიპზე, დამატებითი დიგნოსტირებისათვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისთვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად, არ ესაჭიროებათ.
---