მედიამონიტორინგი 16.10.2018
ტელევიზია
16.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 10:00
სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ორი დღის წინ „რუსთავი2“-ის ეთერით გავრცელდა და რომელიც გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაშია გაკეთებული, ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება. დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ დავით ცუხიშვილი მისი უწყების თანამშრომელია, თუმცა გაურკვეველია რა სტატუსით მონაწილეობდა იგი შეხვედრაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621303
იმედი - ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621295
ტვ პირველი - დღის ამბები 11:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621435
---
16.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 10:00
2016-2020 წლების ტუბერკულიოზის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებაზე მეორე დღეა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას ჯანდაცვის მინისტრი და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-მდე ქვეყნის 150 დელეგატი ესწრება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621309
---
16.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
პარლამენტის წევრებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგამის ეფექტიანობაზე იმსჯელეს. ზურაბ ჭიაბერაშვილი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კომპონენტის ამ პროგრამაში გათვალისწინებას ითხოვს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ეს ნაბიჯი საკმარისი ვერ იქნება რადგან თავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც უნდა შეიცალოს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621207
---
16.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ახალციხეში სასწრაფოს რაიონული სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621128
---
15.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
"პრეზიდენტი უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის კულტურისა და ფასეულობების დამცველი."-ასე მიმართა დამოუკიდებელმა კანდიდატმა თიანეთის მოსახლეობას. დუშეთის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სწორედ აქ ჩავიდა და ამომრჩეველს წინასაარჩევნო კანპანიის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდა დავით სერგეენკო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5620237
---
15.10.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
პენსიების ზრდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი - სწორედ ამ საკითხებზე გამოთქვა შენიშვნები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. ბიუჯეტის პროექტი დღეს ჯანდაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდიულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5619764
მაესტრო -დღის მთავარი თემა 20:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5620775
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5620400
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5620181
---
15.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
გაძვირებული მედიკამენტები და მონოპოლია სამედიცინო ბიზნესში - ეს ის საკითხებია, რომელიც ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა მომხრეებთან ერთად სააფთიაქო ქსელ "პე-ეს-პესთან" გააპროტესტა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური გაჭირვების ფონზე, სააფთიაქო ქსელებს შორის არსებული კარტელური გარიგებები მდგომარეობას უფრო ამძიმებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5620640
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5620631
---
15.10.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
2019 წლის 1-ელი იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების პენსიონრები და სკოლის პედაგოგი პენსიონრები 240-ლარიან პენსიას მიიღებენ. აღნიშნულს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი და საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გულისხმობს. ამასთან, დაგეგმილია სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების გაზრდა. კერძოდ, ამ ადამიანებს ხელფასი 40 ლარით გაეზრდებათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5620602
---
ინტერნეტი
16.10.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/516596-davit-sergeenko-sakartveloshi-tuberkulozis-shemtxvevebi-mcirdeba
დავით სერგეენკო - საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ტუბერკულოზთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ანგარიშის შესახებ რეგიონული ოფისის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოში ტუბერკულოზს ზუსტად იმავე სახით მკურნალობენ, როგორც დასავლეთ ევროპაში. „ძალიან მოკლე მონაკვეთმა გაიარა, რაც ნიუ- იორკში, გაერო-ში იგივე თემაზე ძალიან მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაჟღერდა ტუბეკულოზთან ბრძოლის აუცილებლობა. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჩართულობის საფუძველი და პრაქტიკულად იმის გარანტია, რომ ჩვენ, როგორც წევრი ქვეყანა აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ მიმართულებაში. საქართველოში საბედნიეროდ, ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება. ყველასათვის, ვისაც კი ეს სჭირდება, მკურნალობა უფასოა, სახელმწიფო აფინანსებს ამას. რაც შეეხება დანიშნულებას და მკურნალობის სქემას, ეს არის ზუსტად იგივე, რაც დასავლეთ ევროპაშია”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო ქვეყანა 2016 წლიდან ამოღებულია მულტირეზისტენტული (წამალგამძლე) ტუბერკულოზის ე.წ. მძიმე ტვირთის მქონე ქვეყნების სიიდან, თუმცა რეზისტენტული ტუბერკულოზის საფრთხე ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება და შემდგომ აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.
---
16.10.2018
დავით სერგეენკო - რუსეთიდან იყო პოზიცია, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს მოიცავს, მათ სპეციალისტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ აქ და ნახონ, რა ხდება
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის ნივთიერებები არ მზადდება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია. „ლუგარის ლაბორატორია არის ერთ-ერთი უმძლავრესი სამედიცინო ცენტრი, რომლის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია, დეტექცია და საჭიროების შემთხვევაში მათზე რეაგირება და არავითარ შემთხვევაში რაიმე ნივთიერებების დამზადება, იქნება ეს ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის. რამდენიმეჯერ იყო რუსეთის სხვადასხვა წრიდან პოზიცია, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს მოიცავს, ჩვენ მოვიწვიეთ მათი სპეციალისტები და ახლაც შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და თავიანთი თვალით ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ. რამდენიმე კვირის წინ რუსულმა მხარემ საქართველოში მდებარე რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს. შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.
---
16.10.2018
დავით სერგეენკო მარიხუანას კულტივაციაზე - ჯანდაცვის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება
ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვაზე, რამდენად ემთხვევა მინისტრისა და საპატრიარქოს პოზიცია ერთმანეთს და უნდა იყოს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტიდან გამოწვეული, დავით სერგეენკოს განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული. „პარლამენტმა უკვე გააკეთა ძალიან დეტალური განცხადება, რომ ამ კანონპროექტის განხილვა, თუკი ეს მოხდება, მოხდება საზოგადოების ფართო ჩართულობით. ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს გადაწყვეტილება იზოლირებულად მიღებული არ იქნება და მასზე მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული”,- აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპორტო მიზნებისათვის.
---
16.10.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/516582-davit-sergeenko-echvobs-rom-gavrcelebuli-paruli-chanaceri-realobastan-axlos-ar-unda-iqos
დავით სერგეენკო ეჭვობს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი „რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს“
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეჭვობს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი „რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს“. რაც შეეხება იმას, რომ ჩანაწერში ფიგურანტი ერთ-ერთი პირი, დათო ცუხიშვილი ჯანდაცვის და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელია, სერგეენკოს თქმით, ის უწყებაში უფროს სპეციალისტად მუშაობს, რის შესახებაც ორი დღის წინ გაიგო. “მე მართალი გითხრათ, გუშინწინ საღამოს გავიგე, რომ ეს ადამიანი სამინისტროს თანამშრომელია. მოგეხსენებათ, ახლა მოხდა გაერთიანება და საკმაოდ მრავალრიცხოვანი შტატებია ამ გაერთიანებული სამინისტროში. გუშინ დავაზუსტე, რომ ის უფროს სპეციალისტად მუშაობს გაერთიანებულ სამინისტროში. რაც შეეხება იმას, რა სტატუსით მონაწილეობდა ჩანაწერებში, ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება თვითონ ჩანაწერს, როცა მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია, ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მგონი, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ იქ გაჟღერებული ამბები, ჩემი აზრით, რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას. ჩანაწერებში ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/40107/davit-sergeenko-farul-chanatserebze-realobastan-akhlos-ar-unda-iyos
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/311706/
---
15.10.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/516565-davit-cuxishvili-qvela-kitxvaze-amomcuravi-pasuxi-gaveci/
დავით ცუხიშვილი - ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი
ყველა კითხვაზე გავეცი ამომწურავი პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ კვირას გავრცელებული აუდიოჩანაწერის ერთ-ერთმა ფიგურანტმა დავით ცუხიშვილმა განუცხადა. მან ჟურნალისტებთან საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ტერიტორია ავტომობილით დატოვა. დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მთავარ პროკურატურაში 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დასრულდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის, ი.პ-ს გამოკითხვაც, თუმცა მას პროკურატურის შენობა ამ დრომდე არ დაუტოვებია. დღესვე მთავარ პროკუირატურაში იმყოფებოდა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც მედიასთან ასევე დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა.
---
15.10.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40094/talakvadzis-dzma-avtandil-talakvadze-gushin-gavrtselebul-chanatserze-komentars-ar-aketebs
თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე კომენტარს არ აკეთებს
---
15.10.2018
ივანე მაჭავარიანი: განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, მაღალი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის მაისში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციის პირველ ვიზიტს საქართველოში. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
---
15.10.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/dargobrivi-ekonomikis-komitetma-2019-wlis-biujetis-proeqts-mxari-ar-dauchira/25616
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა
დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტს მხარი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 4–მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგ წავიდა. მათგან ერთი უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა. კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ bm.ge-ის განუცხადა, რომ კომიტეტის მხრიდან ბიუჯეტის ჩაგდება სხდომათა დაბრაზიდან ქართული ოცნების დეპუტატის – ისკო დასენის გასვლამ გამოიწვია. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, იმისთვის, რათა კომიტეტმა საკითხს მხარი დაუჭიროს, საჭიროა კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობა, მაგრამ ეს უმრავლესობა არ უნდა იყოს სხდომის გახსნისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობაზე ნაკლები. ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 2019 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტი 12.7 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 300 მილიონით მეტია. აქედან საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება 1.47 მილიარდი ლარი იქნება. პროექტის მიღების შემთხვევაში, ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება მომდევნო წელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იქნება. პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.8 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2018 წელთან შედარებით 200 მილიონით მეტია. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მას ბიუჯეტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვს, მათ შორის ერთერთი მთავრობის მიერ ჯერ კიდევ მაისში დაანონსებული – საკრედიტო საგარანტიო სააგენტოს დაფუძნების აუცილებლობაა. კაკულიას თქმით, აღნიშნული ტიპის სააგენტოს შექმნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
---
15.10.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=9090
მამულაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს
ხოვრება საფრთხის ქვეშ მეწყერსაშიშ ზონაში. მამულაძეები განსახლების და სოციალური დახმარების მოლოდინში არიან. ოჯახში, რომელსაც სახლმწიფომ ფულადი შემწეობაც მოუხსნა, შეზღუდული შესაძლებლობის პირია ცხოვრობს და მკურნალობას საჭიროებს. რატომ არ რეაგირებს უკიდურესად გაჭირვებული მამულაძეების მოთხოვნებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია? ავთანდილ მამულაძე, 3 წლის წინ, მის სახლთან ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულ ეროზიულ პროცეს იხსენებს. ამბობს, რომ ტერიტორია მიწის მასისგან საკუთარი ძალებით გაწმინდა. იმის გამო, რომ 4 წევრიანი ოჯახს ალტერნატიული ფართობი არ გააჩნიათ ყოველდღიური საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მამულაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მშობლების თქმით, 20 წლის მათეს ხშირად ნერვული შეტევა აქვს, შესაბამისად სახლში მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ მასზე მეურვეობა მამამ აიღო. გვიყვებიან, რომ სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნეს, რომ მეორადი მაცივარი და სარეცხი მანქანა შეიძინეს. ავთანდილ მამულაძე ირწმუნება, რომ ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს. იხსენებს, რომ სპეციალისტებმა ურჩიეს, რომ ძლიერი წვიმის დროს სახლი დაეტოვებინათ. შესწავლის მიუხედავად ოჯახს დღემდე არ აქვს გეოლოგიური დასკვნა. ხელვაჩაურის მერიაში ამტკიცებენ, რომ მამულაძეების ოჯახის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მერის მოადგილის განცხადებით, გეოლოგები ტერიტორიაზე არ მისულა. რეაგირებას კი მოქალაქის მომართვიანობის საფუძველზე აპირებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის ფილიალში კი ამბობენ, რომ ავთანდილ მამულაძეს განცხადება 2016 წლის შემდეგ არ დაუწერია. 20 წლის მათეს, სახელმწიფოსგან დახმარების სახით 180 ლარიანი პენსია და უფასო მედიკამენტები აქვს.
---
15.10.2018
რატომ ეთიშებიან სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების მიმართ სახელმწიფო რეგულაციებს ამკაცრებს. მოთხოვნები, რომლებიც წელს ამოქმედდა და ამბულატორიულ დაწესებულებებსა და სტაციონარებს ახალ კრიტერიუმებს უწესებს, იმ მრავალრიცხოვან დარღვევებს მოჰყვა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროგრამაში ჩართულია 300-მდე სამედიცინო დაწესებულება. ის, რომ სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობით რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, ფაქტია – წლების განმავლობაში, გაურკვეველ სივრცეებსა და გაუმართავ ინფრასტრუქტურაში იხსნებოდა კლინიკები, რომლებიც არა თუ რაიმე სტანდარტს, ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდნენ, მათი მთავარი მიზანი იყო – სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის პროგრამებზე გამოყოფილი თანხებიდან მათაც რაიმე შეხვედროდათ. ამიტომაცაა, რომ იმის მიუხედავად, ყოველწლიურად იზრდება ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობის მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა მაია ხომერიკმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს სამკურნალო დაწესებულებების რეგულირების, მათ შორის სალიცენზიო და სანებართვო პირობებისა და აკრედიტაციის მექანიზმების გაუმჯობესება. რეგულაციების გამკაცრება რომ აუცილებელია, ეს ბოლო წლების პრაქტიკამაც გვიჩვენა. არც ექსპერტები მალავენ და არც ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები, რომ ასეთ კლინიკებში და არა მხოლოდ ასეთში, ყველაზე კარგად გამართული შლაგბაუმებია. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ მათი გავლის შემდეგ იწყება. მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი, სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი: – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 300-მდე სამედიცინო დაწესებულება, აქედან 193 დაწესებულება ფუნქციონირებს თბილისში. პროგრამაში ჩართული კლინიკებიდან 220 სტაციონარული დაწესებულებაა. 2017 წელს პროგრამაში განხორციელდა ცვლილებები, რომელთა მიზანიც იყო მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ამაღლება და მის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების სამართლიანი და ეფექტური მართვა. ის მოთხოვნები, რასაც საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ, საკანონმდებლო ნორმატივებით არის განსაზღვრული. კლინიკა, რომელიც ვერ გადის ლიცენზიის პირობებს, ის პროგრამაში ვერ მოხვდება. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მომსახურება გაუწიოს მხოლოდ გარკვეული მცირე ქირურგიული ოპერაციებისა და მანიპულაციების შესაბამისად, რაც შეამცირებს არაკვალიფიციური და არასრული სერვისების მიწოდებას, რის საფუძველზეც 140-მდე გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელს განესაზღვრა სერვისის მიწოდების კონკრეტული კრიტერიუმები. გადაუდებელი სტაციონარული სერვისის კომპონენტში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით მიმწოდებლები უნდა ფლობდნენ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა (EMERCENCY) და რეანიმაციის სანებართვო დანართს; სადაც გათვალისწინებულია ძალიან ბევრი ნიუანსი: შესაბამისი აღჭურვილობა, რეანიმაციული საწოლების თანაფარდობა საერთო საწოლების რაოდენობასთან, პროფილური საწოლებით დატვირთვა და ა.შ. თუ მიმწოდებელი ამ თანაფარდობას დაარღვევს, ის გარკვეული მომსახურებების უფლებას კარგავს გარკვეული ვადით. 2018 წლის 1-ელ იანვარს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი შეუჩერდა 40-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის იყო რამდენიმე ცნობილი კლინიკაც, მაგალითად, ჰელსიკორი, წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი სავალდებულო პირობების, EMERCENCY-სა და რეანიმაციის სანებართვო დანართის ნაწილის შეუსრულებლობის გამო. მათ მხოლოდ ამ კომპონენტით ჰქონდათ შეჩერებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ბენეფიციარების მომსახურება, თუმცა მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა (EMERGENCY) და რეანიმაციის სანებართვო პირობა, უკვე 20-მდე კლინიკამ აღიდგინა ეს სტატუსი. – რა ინფორმაციას ფლობთ ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, რომელზეც საუბრობს საპარტნიორო ფონდი, ორგანიზაცია, რომელსაც გასულ წელს სამართავად გადაეცა ეს კლინიკა? – ამ კლინიკაში მიმდინარეობს კომპლექსური მონიტორინგი, ჩემი ინფორმაციით, მონიტორინგს ახორციელებს როგორც საპარტნიორო ფონდი, ასევე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. ისეთი დარღვევების შესახებ, რომლებიც საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან კლინიკის გათიშვას გამოიწვევდა, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. კლინიკების მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, არსებობს ექვსწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სამედიცინო დაწესებულება აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი. წელს მიმდინარეობს დიდი კლინიკების მონიტორინგი, მომავალ წელს მათი ძირითადი ნაწილის კონტროლი დასრულდება. – ძირითადად რა სახის დარღვევები ვლინდება კლინიკების მონიტორინგის შედეგად? ყველას გვახსოვს, გასულ წელს, როდესაც მონიტორინგის პირველი ეტაპი მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ განუცხადა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რომ კლინიკებში არსებული დარღვევების ფონზე ყველაზე გამართულად შლაგბაუმები მუშაობდა. – სამწუხაროდ, ეს იყო რეალობა, შლაგბაუმები, სამედიცინო დაწესებულებების შესასვლელებთან ისევაა დარჩენილი, თუმცა დარღვევების უმეტესობა, რაც შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ და ნარჩენების გატანასთან დაკავშირებულ პრობლემებს, დღეის მდგომარეობით შედარებით გამოსწორებულია. ამ მხრივ, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა პრობლემები, მეტ-ნაკლებად არის, როგორც ამბულატორიულ დაწესებულებებში, ისე სტაციონარულში, განსხვავებულია ამ პრობლემების სპეციფიკა. ამჟამად მიმდინარეობს მონიტორინგის მეორე ეტაპი. მოწმდება აბსოლუტურად ყველა კლინიკა ინფექციების კონტროლის ნორმებთან დაკავშირებით, უკვე არსებობს 12-მდე კლინიკის მონაცემები, სადაც არსებითი დარღვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. გასულ წელს რაც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა და საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, იყო პერინატალური სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების დაჯარიმების ფაქტები. 2017 წლიდან დაიწყო პერინატალური სერვისის მიმწოდებლებთან სელექციური კონტრაქტების გაფორმება, რომელიც ითვალისწინებდა პროგრამაში იმ სამშობიარო დაწესებულების ჩართვას, რომელთაც წინა წლის მონაცემებით ჰქონდათ დაფიქსირებული 500 მშობიარობა და მინიჭებული ჰქონდათ პერინატალური სამსახურების ლეგიონალიზიის მიხედვით მეორე დონე. პროგრამისა და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, 2018 წელს პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი შეუწყდა 5 დაწესებულებას, მათ შორის ჯანმრთელობის სახლს, წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიარო სახლს. 17 სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრა საჯარიმო სანქცია. – რას ითვალისწინებს საჯარიმო სანქციები და როგორ ხდება შეჩერებული სტატუსის აღდგენა? – კლინიკა მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს და მათ ხუთი დღის ვადაში უნდა აღუდგეთ მიმწოდებლის სტატუსი, ეს ხდება მას შემდეგ, რაც პროგრამიდან გამოთიშული სამედიცინო დაწესებულებები სავალდებულო პირობების გამოსწორებას შეძლებენ. მათ გამოსასწორებლად ეძლევათ გონივრული ვადა, რომელიც დაკავშირებულია დარღვევების რაოდენობასთან და ხასიათთან. თუ ხარვეზი მოიცავს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, დაწესებულებას უფრო ხანგრძლივი ვადა ეძლევა მათ გამოსასწორებლად. პერინატალური სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისთვის სტატუსის აღდგენა განსხვავებულად ხდება. მათ, პირველ რიგში, უნდა დააკმაყოფილონ რაოდენობრივი კრიტერიუმი – ერთი წლის განმავლობაში 500 მშობიარობა, მშობიარობის თავისებურებიდან გამომდინარე სამშობიარო სახლს ერთი წელი აუცილებლად სჭირდება, რომ მშობიარეთა ეს რაოდენობა მიიღოს და ფუნქცია აღიდგინოს, თუმცა შეჩერებული სტატუსის პერიოდშიც, მათ შეუძლიათ, სამედიცინო მომსახურება გაუწიონ პაციენტებს, უბრალოდ, ისინი ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სოციალური მომსახურების სააგენტო უშუალოდ ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვასა და გამორთვას. ჩვენი სამსახურის კონტროლის დეპარტამენტი ახორციელებს პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლს შერჩევითი შემოწმების გზით, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ჩვენი სამსახურის მიერ ხორციელდება მონიტორინგი და ინსპექტირება, ხოლო რევიზიას ახორციელებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან კლინიკის გამოთიშვა ფინანსურ საჯარიმო სანქციებთან არ არის დაკავშირებული, საჯარიმო სანქციების დაწესება ხდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიმწოდებელი არღვევს პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში მილიონ-ნახევარი სამედიცინო მომსახურების შემთხვევა ფიქსირდება, შერჩევითი გზით იწყება ამ შემთხვევების მონიტორინგი, მონიტორინგის ეტაპზე მოწმდება შემთხვევების 30%. საჯარიმო სანქციის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე, რაც ხშირად ათასობით ლარითაც განისაზღვრება. – სელექციური კონტრაქტები, გარდა სამშობიარო კლინიკებისა, სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებთანაც გაფორმდა? – თუ ჩვენ სელექციურ კონტრაქტს დავარქმევთ უშუალოდ ხელმოწერით გაფორმებულ კონტრაქტს, ეს ფორმა ჯერ სხვა პროფილის კლინიკებთან დაკავშირებით არ ამოქმედებულა, თუმცა წელს, პირველი იანვრიდან ისე ზუსტად განისაზღვრა კრიტერიუმები, რა შემთხვევაში ვერ ჩაერთვება კლინიკა საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, ეს გარკვეულწილად არაა ხელმოწერით გაფორმებული კონტრაქტი, მაგრამ სელექცია ნამდვილად არის. ასევეა გადაუდებელ ამბულატორიულ დაწესებულებებზეც – გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლები ვერ იქნებიან სრული ფორმატით გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლები, გარდა გარკვეული ნოზოლოგიების დროს ჩარევებისა. 2018 წლის 15 თებერვლიდან თბილისის სტაციონარებში სავალდებულო გახდა ელექტრონული რეცეპტების გამოწერა, რაც უზრუნველყოფს მონიტორინგს და ერთსა და იმავე ჯგუფს მიკუთვნებული სხვადასხვა მედიკამენტების გამოწერას. შესაბამისად, შემცირდება, ბენეფიციარების მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული დანახარჯები. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული ტიპის ბენეფიციარებისთვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მომსახურება გააგრძელოს პროგრამით განსაზღვრული ტარიფებით. აქამდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის, 15 ათასი ლარის, ამოწურვის შემდეგ პაციენტს შემდგომი მომსახურების ანაზღაურება უხდებოდა კლინიკის შიდა ტარიფებით, რაც ზოგჯერ 2-3 ჯერ აღემატებოდა პროგრამის პირობებით განსაზღვრულ თანხას, ანალოგიური ცვლილებები ეხება კრიტიკული მდგომარეობებისა და ინტენსიური თერაპიით მოსარგებლე ბენეფიციარების მომსახურების ტარიფს, რაც ძალიან მძიმე ტვირთი იყო ცვლილებების დაწესებამდე. 2017 წლის 1-ლი მაისიდან განსხვავებული ტარიფით ანაზღაურდება კრიტიკული მდგომარეობებისა და ინტენსიური თერაპიით მოსარგებლე ბენეფიციარების მომსახურება. 14-21; 21-45 და 45 დღეზე მეტი დაყოვნების ანაზღაურება ხდებოდა კლინიკების მიერ დაფიქსირებული ტარიფებით. პირველი დონის ინტენსიური მკურნალობის ტარიფი იყო 1000 ლარამდე, მეორე დონის – 1200 ლარამდე, ხოლო მესამე დონის ინტენსიური მკურნალობის – 1600 ლარამდე, კრიტიკული მდგომარეობების ანაზღაურება ხდება უკვე სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფით – პირველი დონის მკურნალობის მაქსიმუმია 300 ლარი, მეორე და მესამე დონეების – მაქსიმუმ 600 ლარი. ტარიფი მცირდება კლინიკაში დაყოვნებიდან გამომდინარე 14-21 საწოლდღის დაყოვნების შემთხვევაში საწყისი ტარიფის 80%, 21-45 საწოლდღის შემთხვევაში საწყისი ტარიფის 60%, ხოლო უფრო მეტი დღით დაყოვნების შემთხვევაში საწყისი ტარიფის 10%. – ფინანსური მანიპულაციები და სახელმწიფო თანხების არასწორად განკარგვა კლინიკების უმეტესობისთვის უცხო არ ყოფილა. რა ღონისძიებებს ატარებს სამინისტრო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება უფრო ხარისხიანი გახდეს და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა რეალურად პაციენტების საჭიროებებს მოხმარდეს. – მონიტორინგის ჯგუფი ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია გაიდლაინების ფორმირება, რაზეც მიდის მუშაობა, თუმცა თუ ეს თანამშრომლობა არ იყო ორმხრივი, სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის, შედეგი არ დადგება. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან, სამწუხაროდ, მაინც ჩანს ინტერესი, რომ, რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღონ სახელმწიფო პროგრამიდან. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ის კვლავ ჩამორჩება საშუალოზე მაღალი განვითარების ქვეყნების მაჩვენებლებს. სუსტის პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რაც გარკვეულწილად განაპირობებს გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის ზრდას. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ზედამხედველობის გაძლიერებისა და ხარჯების სტაბილიზაციის კუთხით განხორციელდა ძალიან ბევრი ღონისძიება, თუმცა მაინც დიდ პრობლემას წარმოადგენს გაუმართლებელი არამიზნობრივი ინტერვენციები. იშვიათი არ არის შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულ ან ინოპერაციულ პაციენტს უტარდება ოპერაციული მკურნალობა, რასაც თან სდევს ინტენსიური მკურნალობა, მოვლითი გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაცია, ან ლეტალური გამოსავალი. ამ მხრივ აღსანიშნავია ხანდაზმულ პაციენტებთან ჩატარებული რთული კარდიოქირურგიული ოპერაციები და ავთვისებიანი სიმსივნის ტერმინალურ სტადიაზე ჩატარებული „რადიკალური“ ოპერაციები. ჩვენი სისტემისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა ეროვნული, ხარჯთეფექტური გაიდლაინების და პროტოკოლების სიმწირე, თუმცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ამ მიმართულებით სტანდარტი გავზარდოთ.
---
15.10.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40086/ukurnebeli-patsientebis-84-tkivilisgan-itanjeba--ratom-ar-nishnaven-gamayuchebels-eqimebi
უკურნებელი პაციენტების 84% ტკივილისგან იტანჯება - რატომ არ ნიშნავენ გამაყუჩებელს ექიმები
საქართველოში 19 200 უკურნებელი პაციენტიდან მორფინს იღებს 3000-მდე პაციენტი; მორფინის ყოველწლიური ხარჯვა მერყეობს 8კგ-ის ფარგლებში! (მინიმალური საჭიროების დაახლოებით 1/6); 84%-ს, 16 000-ზე მეტ უკურნებელ პაციენტს არ აქვს წვდომა ესენციურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე! 6 უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტიდან 5-ს სტკივა!, - ტკივილის მართვის ექსპერტებმა საზოგადოებას ანგარიში გააცნეს, თუ რა პრობლემები აქვთ საქართველოში ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტებს. მათი თქმით, საქართველოში თუ არ კვდები, ოპიოიდების დანიშვნის ლეგალური გზა არ არსებობს! რამდენ უკურნებელ პაციენტს არ აქვს წვდომა პოტენციურ ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე? ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დაავადების ტერმინალურ სტადიაში (უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია) მყოფი მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტების ტკივილის გასაყუჩებლად ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 32-33კგ მორფინი; არაონკოლოგიური პაციენტებისათვის - მინიმუმ 12კგ (74კგ ჯანმოს რეკომენდაციით); ჯამში ყოველწლიურად საჭიროა მინიმუმ 45კგ; რაზე მეტყველებს ცხრილში მოყვანილი მონაცემები? ექსპეტების თქმით, პაციენტების 89% რეგულარულად იღებდა არაოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებელს. ამ ფონზე 95%-ს მაინც ჰქონდა ტკივილი; 59%-ს მაინც არ დაუნიშნეს მორფინი; დაუნიშნეს ძალიან გვიან (77%-ში); გამოკითხულთა 49%-ს მორფინი უკვე დაენიშნა პალიატიურ განყოფილებაში. ექსპერტების თქმით, საქართველოში ყოველწლიურად (2013-16) იხარჯება 8კგ მორფინი, რაც მინიმალური საჭიროების 1/6-ზე და 18%-ზე ნაკლებია; მაგალითისთვის, 2016 წელს 16 200 უკურნებელ პაციენტს არ ჰქონდა წვდომა ესენციურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე; პაციენტთა 84% იტანჯებოდა ტკივილისგან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების დანიშვნა განიხილება მხოლოდ უკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაში, როდესაც სრულად ამოწურულია დაავადების სპეციფიკური მკურნალობის არსენალი. სახელმწიფო პროგრამა - „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა“ - ბენეფიციარად მოიხსენიებს უკურნებელ პაციენტებს დაავადების ტერმინალურ სტადიაზე, რომელთაც „სიცოცხლის დასასრულს“ ესაჭიროებათ პალიატიური მზრუნველობა, მათ შორის, ტკივილის გაყუჩება. ამასთანავე, ექიმი მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ პაციენტი ვერ იცხოვრებს 6 თვეზე მეტხანს. კანონმდებლობის შესაბამისად, თუ პაციენტი არ არის სიკვდილის პირას, შეუძლებელია ოპიოიდების დანიშვნა ტკივილის გასაყუჩებლად. ექიმები კი იმის შიშით, რომ არ შეცდნენ სიკვდილის ვადის დადგენაში, არ ნიშნავენ ოპიოიდებს, სანამ პაციენტს არ გამოეხატება სიკვდილის მოახლოების ნიშნები. „ტკივილის მკურნალობისადმი ასეთი მიდგომით ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და იგი ხდება „სასტიკი და არაადამინური მოპყრობის ობიექტი“; ამასთანავე, მთლიანად ილახება ბიოეთიკური და მედიცინის პრინციპები, დაეხმაროს, უმკურნალოს და არ ავნოს ტანჯვაში მყოფ პაციენტს, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს. პაციენტის/ადამიანის უფლებების დასაცავად „ღირსების შემლახველი მკურნალობისა“ და „არაადამინური მოპყრობისგან“, უნდა მოხდეს შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებები და შესწორებები", - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშის ავტორები არიან: ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი - ფატი ძოწენიძე, იურისტი - თამარ დეკანოსიძე; პალიატიური მზრუნველობის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი იოსებ აბესაძე, პალიატიური მზრუნველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დიმიტრი კორძაია.
---
15.10.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/qartul-samartlebriv-sivrceshi-axali-definiciebi-hospisuri-mzrunveloba-da-hospisi-shemodis
ქართულ სამართლებრივ სივრცეში ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“ შემოდის
ქართულ სამართლებრივ სივრცეში ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“ შემოდის. შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძეა. ინიციატივის მიხედვით, ჰოსპისის გახსნისთვის საჭირო თანხმობა იქნება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური გასცემს. კანონპროექტში პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის დეფინიცია განმარტებულია და აღნიშნულია, რომ პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობა არის – მომსახურება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქო-სოციალური, სულიერი პრობლემების ადრე გამოვლენის, სწორი შეფასების, პრევენციის, მკურნალობის, სულიერი თანადგომისა და ტანჯვის შემსუბუქების გზით იმ პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, რომელთაც ქრონიკული და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. პროექტით კონკრეტდება, რომ ჰოსპისი სპეციალიზებული დაწესებულებაა, სადაც ჰოსპისური მკურნალობა ხორციელდება, თავად ჰოსპისური მზრუნველობა კი, პალიატიური მზრუნველობის ნაწილია, რომელიც მიეწოდება როგორც ჰოსპისში, ასევე ბინაზე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ან დეპარტამენტებში. ცვლილებების ავტორი განმარტავს, რომ პროექტი მიზნად ზოგიერთი ნორმის პრაქტიკაში უკვე არსებულ სამედიცინო სერვისთან მოყვანას ემსახურება.
---
15.10.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/213152
დარგის სპეციალისტებმა მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებასა და სუიციდის პრევენციაზე იმსჯელეს
დღეს გაიმართა ღია დისკუსია თემაზე: „ახალგაზრდობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა“. შეხვედრაზე მოწვეულმა დარგის სპეციალისტებმა ისაუბრეს მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაზე, სუიციდის პრევენციასა და ჰომო/ტრანსფობიური ბულინგის გავლენის შესახებ. ღონისძიებას მასპინძლობდა ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“, „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“, „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის“. საკვანძო ფაქტები მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი 10-დან 19 წლამდე ასაკისაა ავადობის გლობალური ტვირთის 16% განპირობებულია 10-19 წლის მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობითა და ტრავმით ფსიქიკური აშლილობის შემთხვევათა ნახევარი 14 წლის ასაკიდან ვლინდება, თუმცა, მეტწილად ამოუცნობი რჩება და შესაბამისად, არც მკურნალობენ გლობალურად, დეპრესია არის მოზარდთა შორის ავადობის და შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევ მთავარ მიზეზთაგან ერთ-ერთი სუიციდი მესამე ადგილზეა 15-19 წლის მოზარდთა სიკვდილობის მიზეზებს შორის მოზარდობის ასაკში რეაგირების გარეშე დარჩენილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ზრდასრულობისას იჩენს თავს - აზიანებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რაც მოზრდილ ადამიანს სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას უზღუდავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადების პრევენცია უმთავრესია მოზარდების განვითარებისთვის.
---
15.10.2018
ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საქართველოში არა აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში
თბილისი, საქართველო, 2018 წლის 24 ივლისი. სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს უბიძგებს ქუჩისკენ – ამბობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს წარმოდგენილი ახალი კვლევა. კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვოლდვიჟენთან, ფონდღია საზოგადოება საქართველოსთან, კარიტას საქართველოსადა გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისთან ერთად. კვლევა ჩაატარა ნორვეგიულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Fafo. კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ფენომენისა და მათთან დაკავშირებულიინსტიტუციური სისტემების უკეთ შესწავლას, რათა შემუშავდეს რეკომენდაციები და დაინერგოს პრევენციული ზომები. „ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში, უფროსებისა და ქუჩაში მცხოვრები სხვა ბავშვების მხრიდანძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან“ – ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ლაილა გადი. „გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობდა მთავრობასთან, ევროკავშირთან და პარტნიორარასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ შეიქმნილიყო სახელმწიფო მექანიზმები და მომსახურებები, როგორიცაა მობილური ჯგუფები და სარეაბილიტაციო ცენტრები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მხარდასაჭერად. აუცილებელია მსგავსი რეაგირების მექანიზმების კიდევ უფრო გაფართოება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვებისქუჩაში მოხვედრის პრევენცია. ეს კი უნდა მოხდეს ბავშვთა დაცვის ქმედითი მექანზმების შემუშავებითა და სისტემურიცვლილებების განხორციელებით“, დაამატა ლაილა გადმა. „ბავშვების დაცვა ნებისმიერი სახის ძალადობისგან და ყველაზე დაუცველი ბავშვების საჭიროებებზე ზრუნვა ევროკავშირისპიორიტეტია და გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ ვხედავთ, რომმთავრობას აქვს გარკვეული პროგრესი ამ სფეროში, თუმცა საქმე ჯერ კიდევ რჩება. ვიმედოვნებთ, კვლევის შედეგადმოპოვებული მონაცემები ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. მოხარული ვართ, რომმიმდინარეობს მუშაობა აჭარაში თავშესაფრებისა და შესაბამისი მომსახურებების შექმნის, სამუშაო ჯგუფებისჩამოყალიბების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენისმიმართულებით“, აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსისმოადგილემ კატალინ გერმანმა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პოპულაცია ძალიან მრავალფეროვანია დამოიცავს: ახალგაზრდებს/ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში მშობლების მზრუნველობის გარეშე; ბავშვები, რომლებიც დღისით ქუჩაში მუშაობენ და შემოსავალი ოჯახში მიაქვთ; ბავშვები, რომლებსაც თან ახლავთუფროსები, რომლებიც თავად მუშაობენ ქუჩაში; ბავშვები მიგრანტი ქუჩის ოჯახებიდან, რომელთა შორის სჭარბობენ ბოშებიდა აზერბაიჯანელი ქურთები. საქართველოს და აზერბაიჯანის განსხვავებული სოციალური დახმარების პროგრამებისა თუ სამართლებრივი ჩარჩოების(მათხოვრობის აკრძალვა და წვრილი მოვაჭრეების მიმართ სანქციების აღსრულების უფრო მკაცრი ზომების გამოყენება) დააზერბაიჯანული ვალუტის გაუფასურების გამო, ხდება ბევრი აზერბაიჯანელი ოჯახის მიგრაცია საქართველოში, სადაცისინი ქუჩის ცხოვრებას ეწევიან. ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს, ხშირია აზერბაიჯანული და სხვა ქუჩისმობილური ოჯახების მიგრაცია საქართველოს ზღვისპირა კურორტებებისკენ. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ჯგუფებად იკრიბებიან და ერთად მოძრაობენ იმისთვის, რომ ერთმანეთი დაიცვან, ღამისგასათევი ადგილი იპოვონ, დასვენებისა და გართობის სივრცეები შეიქმნან, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები დაითანამშრომლონ ეკონომიკურ აქტივობებში, მაგალითად, წვრილმან ვაჭრობასა და ქუჩაში მათხოვრობაში, ასევე წვრილმანდანაშაულში. ბავშვთა ზოგიერთ ჯგუფს ისეთი შიდა სტრუქტურა აქვს, რომელიც ბავშვებს ხელმძღვანელი/უპირატესისტატუსის მქონე ბავშვებად და დაქვემდებარებულ ბავშვებად ყოფს. უფროსი ბავშვები ზოგჯერ უმცროს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 14 წელი, ან დაქვემდებარებულ ბავშვებს ფარად იყენებენ სისხლისსამართლებრივიპასუხიმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალსართმევენ. კვლევის ზედამხედველობისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღების მიზნით, შეიქნასამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც, ძირითად პარტნიორებთან ერთად, არიან იუსტიციის სამინისტრო, განათლებისადა მეცნიერების სამინისტრო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია„გადავარჩინოთ ბავშვები“. კვლევის მონაცემებისა და რეკომენდაციების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭომ შეიმუშავა კონკრეტულირეკომენდაციები ერთიანი სახელმწიფო ხედვის, სტრატეგიისაა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა ამოქმედდესაუცილებელი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები ქუჩის ცხოვრებისგან ბავშვების დასაცავად. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა ბავშვის ქუჩაში მოხვედრის პრევენციის მიზნით ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებებისშექმნა. ასევე აუცილებელია არსებული მომსახურებების გეოგრაფიული არეალის გაზრდა და ახალი სერვისების შექმნააჭარაში. სპეციალური ღონისძიებები უნდა გატარდეს მიგრანტი ბავშვების და მათი ოჯახების დახმარებისა და მათსაჭიროებებზე რეაგირებისთვის.
---
ბეჭდვითი მედია
16.10.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
როდის გახდება ფსიქიკური ჯანმრთელობა სახელმწიფოს პრიორიტეტი?!
იოსებ ნანეიშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კლინიკური მენეჯერი: რადგან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რაოდენობა საგრძნობლად მაღალია, სახელმწიფოს მეტი რესურსის დახარჯვა მართებს ამ სფეროში, რათა შედეგზე ორიენტირებული ეფექტიანი სერვისები დაინერგოს. სასურველია, აქცენტი გაკეთდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ადეკვატურ დაფინანსებაზე, რათა გაიზარდოს სფეროში დასაქმებული კადრების რაოდენობა. ფსიქიკური პრობლემების პრევენციისთვის საჭიროა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სერვისების ხელმისაწვდომობა, როგორც სათემო ამბულატორული მომსახურება, ასევე ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფსიქიკური დარღვევის მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა; ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მნიშვნელოვანია მედიისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. ეკა ჭყონია, ფსიქიატრი: ფსიქიკური აშლილობების სიხშირე უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლტიკურ ვითარებას ქვეყანაში. რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკას საქართველოში და სტრატეგიულ მიმართულებებს, ეს საკითხები თეორიულ დონეზე ძალიან კარგად არის დამუშავებული და დამტკიცებული მთავრობისა და პარლამენტის მიერ , თუმცა ფინანსური და ადამიანური რესურსის დეფიციტის გამო განვითარება ძალიან ნელა, მაგრამ სწორი მიმართულებით ხორციელდება. "სტრესული გარემო" ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარემო ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლები და ბიოლოგიური ფაქტორებიც.
---
16.10.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა
დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტს მხარი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 4–მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგ წავიდა. მათგან ერთი უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა. კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ bm.ge-ის განუცხადა, რომ კომიტეტის მხრიდან ბიუჯეტის ჩაგდება სხდომათა დაბრაზიდან ქართული ოცნების დეპუტატის – ისკო დასენის გასვლამ გამოიწვია. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, იმისთვის, რათა კომიტეტმა საკითხს მხარი დაუჭიროს, საჭიროა კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობა, მაგრამ ეს უმრავლესობა არ უნდა იყოს სხდომის გახსნისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობაზე ნაკლები. ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 2019 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტი 12.7 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 300 მილიონით მეტია. აქედან საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება 1.47 მილიარდი ლარი იქნება. პროექტის მიღების შემთხვევაში, ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება მომდევნო წელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იქნება. პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.8 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2018 წელთან შედარებით 200 მილიონით მეტია. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მას ბიუჯეტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვს, მათ შორის ერთერთი მთავრობის მიერ ჯერ კიდევ მაისში დაანონსებული – საკრედიტო საგარანტიო სააგენტოს დაფუძნების აუცილებლობაა. კაკულიას თქმით, აღნიშნული ტიპის სააგენტოს შექმნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
---