From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-17.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; gogi.patsatsia1@gmail.com; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 17.10.2018 13:31
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 1 7.10.2018

ტელევიზია

16.10.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:      მთავარი 15:00

მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აფასებს, მინისტრი ეჭვობს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი არარეალურია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5622387

იმედი - ქრონიკა 14:00(მესამე ვიდეო ფაილი)-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5622149

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5622206

---

 

16.10.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 18:00

ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესთან დაკავშირებით გამართულ რეგიონალურ კონფერენციაზე ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 2016-2020 ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის შედეგები და მიღწევები შეაფასეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5622962

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621597

რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621297

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621246

ერთსულოვნება-სიახლენი 22:00

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5623510

---

 

16.10.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:    მოამბე 21:00

ომის ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით დღეს შევარდენის სტადიონზე ამხანაგური სარაგბო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ის ვეტერანები დაუპირისპირდნენ, რომლებიც წლების წინ რაგბს თამაშობდნენ და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილეობდნენ. თამაშში მონაწილეობას იღებდა დავით სერგეენკო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5623555

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5623445

---

 

16.10.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:    ახალი ამბები 10:00

ახალციხეში სასწრაფოს რაიონული სამსახურის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა. ცენტრის დირექტორი პირადად გაესაუბრა თანამშრომლებს და ახალი სამუშაო გარემოს შესახებ მათი აზრიც მოისმინა. ცენტრში სამუშაო მოსასვენებელი ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი და სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621356

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5623452

---

 

16.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:    ქრონიკა 17:00

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის შემაჯამებელი სხდომა იმართება. პრიორიტეტად ახალ დოკუმენტშიც განათლება და ჯანდაცვა რჩება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5622711

---

 

16.10.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:    მთავარი 15:00

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სისხლის დონაციის საქმეს განიხილავს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მსმ ქცევის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა აქვთ, რადგან სხვა შემთხვევაში დონაციისთვის საჭირო ერთ წლიანი ვადა მოქმედებს, ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის კი სისხლის ჩაბარება 10 წლით იკრძალება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5622437

---

 

16.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:    კურიერი 09:00

უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა თბილისში განსაკუთრებით რთული პრობლემაა - კვლევას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აქვეყნებს. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა მას შემდეგ, რაც სოციალური საცხოვრისის მართვა -„თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ დაევალა. გამოვლინდა, რომ მკვეთრად გაუარესდა საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების სამართლებრივი გარანტიები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5621190

---

 

16.10.2018

არხი: იმედი

გადაცემა:    იმედის დღე

საქართველოში 7-დან 1 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე

https://www.imedi.ge/ge/video/29104/saqartveloshi-7dan-1-qali-ojakhshi-dzaladobis-mskhverplia

---

 

ინტერნეტი

17.10.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/81492/ras-itvalistsinebs-bavshvta-onkohematologiuri-momsakhurebis-programa

რას ითვალისწინებს ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების პროგრამა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების პროგრამა 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის შეიქმნა. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრებიან ამ დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები. სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში ბენეფიციარი იგზავნება ამ პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებაში. კერძოდ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. ბენეფიციარი იღებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისს, როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მომსახურებას. პროგრამის მიმწოდებელი ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სერვისის შესახებ ინფორმაციას თავად წარადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოში. ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, გარდა, შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებებისა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-ragbis-sakmaod-didi-dro-mivughdzveni-da-es-chemtvis-dzvirfasi-periodi-iyo/

დავით სერგეენკო - რაგბის საკმაოდ დიდი დრო მივუღძვენი და ეს ჩემთვის ძვირფასი პერიოდი იყო

ომის ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, „შევარდენის” სარაგბო ბაზაზე ამხანაგური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ის ვეტერანები დაუპირისპირდნენ, რომლებიც წარსულში რაგბის თამაშობდნენ. მოედანზე, ცნობილი მორაგბეების გარდა, გავიდნენ მინისტრები და პარლამენტარები. მატჩის ორგანიზატორი ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური გახლდათ. „80-იან წლებში სამედიცინო ინსტიტუტის გუნდში რაგბის ვთამაშობდი. ამ სამყაროს საკმაოდ დიდი დრო მივუღძვენი და ჩემთვის ეს ძვირფასი წლებია. ამავე დროს, აფხაზეთის ომში სამხედრო ექიმად ვმსახურობდი. ამიტომ ორივე ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდოდა, რომ მოედანზე გასვლით დაფასება და პატივისცემა გამომეხატა“ – ამბობს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=82293

საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოფო კილაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ მხარი დაუჭირა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ვინაიდან საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლა კანონით გათვალისწინებულ ვადამდე ვერ მოასწრო, კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო კანონში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება, რითაც მოქალაქეებს თავიდან ააცილებდა დაჯარიმებას. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოქმედი კანონით, 1000 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარებოდა ყველა ის პირი, ვინც ახორციელებს მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს და ვალდებული იყო განეხორციელებინა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრთა ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, ზემოთხსენებულ პირებს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაციის განხორციელებისთვის მიეცათ გონივრული დამატებითი ვადა 2018 წლის 15 ნოემბრამდე.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/425715

პია.ჯი- https://pia.ge/post/228868-mzime-mavne-da-sasispirobebiani-samusaoebis-semsrulebeli-sawarmoebistvis-daregistrirebis-vadam-gadaiwia

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/213220

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=186514-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/516630-avtandil-talakvaze-axalcixeshi-sascrapos-raionuli-samsaxuris-tanamshromlebis-samushao-pirobebs-gaecno

ავთანდილ თალაკვაძე ახალციხეში სასწრაფოს რაიონული სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო

ახალციხეში სასწრაფოს რაიონული სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის დირექტორი თანამშრომელთა სამუშაო პირობებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძესთან ერთად გაეცნო. ის პირადად გაესაუბრა თანამშრომლებს და სამუშაო გარემოს შესახებ მათი აზრი მოისმინა. რაიონულ სამსახურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან ერთად რეანომობილიცაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკული პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ახალ შენობაში სამუშაო, მოსასვენებელი, ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი და სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. შენობის გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისა და რეანომობილის განსათავსებლად შესაბამისი სივრცეა მოწყობილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემა გრძელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობებში უკვე განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთისა და საჩხერის რაიონული სამსახურები

პია.ჯი- https://pia.ge/post/228794-axalcixesi-saswrafos-raionuli-samsaxuri-avtandil-talakvazem-moinaxula

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=73027

ფაქსნიუს.ჯი- http://fax.ge/index.php?id=15921

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/163605/

80 ლარი ხელფასი – რატომ ტოვებენ სოციალური აგენტები ხულოში სამსახურს

ორ თვეზე მეტია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში ორი სოციალური აგენტის პოსტი ვაკანტურია. სოციალური აგენტის მოვალეობა სააგენტოში შესული განაცხადის გადამოწმება, დახმარების დანიშვნის მსურველი ოჯახის დეკლარაციის შევსებაა. აგენტის ოფიციალური ხელფასი თვეში 80 ლარია. თითო შევსებულ დეკლარაციაზე კი დამატებით 4.80 ლარს იღებს. მაღალმთიანეთში მომუშავე აგენტებს, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა. არ ემსახურებათ ტრანსპორტი, რის გამოც იძულებული არიან, გადაადგილების ხარჯები ისედაც მწირი ხელფასიდან დაფარონ. მაგალითად, ხულოში, სადაც სოციალური აგენტის პოზიციაზე სული ხუთი შტატია, მხოლოდ სამი სოცაგენტი მუშაობს. მაღალმთიან აჭარაში სოციალური აგენტები ხშირად ტოვებენ სამსახურს. როგორც ყოფილი აგენტები „ბათუმელებს“ უყვებიან, მიზეზი დაბალი ხელფასი და შრომისთვის შეუსაბამო პირობებია. აგენტებს ბენეფიციარების გადასამოწმებლად სოფლებში ასვლა სამარშრუტო ტაქსებით უწევთ. იმავე დღეს უკან დაბრუნებას კი ვეღარ ახერხებენ, რადგან ბევრ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეში მხოლოდ ერთხელ ადის. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა აგენტებმა ტრანსპორტის გამოყოფა არაერთხელ მოითხოვეს, მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამჟამად სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილებაში სამი აგენტი მუშაობს [ერთი ხელმძღვანელია]. სწორედ მათ უწევთ მთელი სამუშაოს გადანაწილება და შესრულება. გენადი შავაძე სოციალური აგენტია და ხულოს რაიონულ განყოფილებაში მუშაობს. ის ამბობს, რომ ხელფასს ასე თუ ისე შეჩვეულია, მაგრამ სოფლებში გადაადგილება მასაც უჭირს. „თვეში ჩემი ხელფასი საშუალოდ 400 ლარია. 80 ლარს გარანტირებულად ვიღებ, დანარჩენი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დეკლარაციას შევავსებ. ჩვენი მანქანა არ გვყავს. ხან რითი მივდივართ სოფელში და ხან რით. შორ სოფლებში წასვლა განსაკუთრებით რთულია. როცა ავდივარ სოფელში, ზოგჯერ ხდება ისე, რომ მაღამდება, ვერ ვასწრებ ყველა ოჯახის გადამოწმებას. სოფლიდან ღამე ტრანსპორტი არ მოდის და ამიტომ იქ ვრჩები,“ – ყვება „ბათუმელებთან“ გენადი შავაძე. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილების უფროსი ნინო ქონიაძე ამბობს, რომ მათი განყოფილების ბალანსზე მანქანა არ ირიცხება, შესაბამისად არ შეუძლია საკუთარი თანამშრომლების ტრანსპორტირება უზრუნველყოს. „სოციალურ აგენტებს სოფლებში გადაადგილება თავიანთი ხარჯით უწევთ. ძალიან დიდი დაშორებაა რაიონული ცენტრიდან სოფლებამდე, მაგალითად, ხიხაძირი შორსაა და ზამთრის პერიოდში ასეთ სოფლებში განსაკუთრებით უჭირთ აგენტებს ოჯახების შესასწავლად წასვლა. ჩვენს პირობებში მართლაც რთულია აგენტების მუშაობა. აგენტი ვალდებულია განაცხადის შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში გადაამოწმოს ოჯახი. შეიძლება ერთხელ მისვლაზე არ დახვდეს ადგლზე განმცხადებელი, მაგრამ ვალდებულება აქვთ, რომ მეორედ და მესამედაც მივიდნენ,“ – ამბობს ნინო ქონიაძე. ხულოს მუნიციპალიტეტში 83 სოფელია, სადაც ჯამში 23 500 მოსახლე ცხოვრობს. აქედან სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა – 2 110-ია, საარსებო შემწეობას კი – 6 903 მოსახლე იღებს.

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/163622/

ზუკა ფაღავასა და 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეები – რას ამბობენ რეგულირების სააგენტოში

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაასრულა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელის, ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესწავლა და ერთი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალები ახლა სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს და დაასტუროს ან უარყოს ექიმის პასუხისმგებლობა პაციენტის გარდაცვალების საქმეში. 26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. ზუკა ფაღავას ახლობლები და კოლეგები მიიჩნევენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური მკურნალობა იყო. ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ჯერ არ დაუსრულებია წელს, მაისში, ბათუმში გარდაცვილილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა. 4 წლის გოგონა 20 მაისს გარდაიცვალა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ საავადმყოფოში ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანა, სადაც გოგონა მშობლებმა 19 მაისს მიიყვანეს ბაქტერიული, საკვებისმიერი ინტოქსიკაციით სიმპტომებით. ბავშვის მდგომარეობა რამდენიმე საათში დამძიმდა და გოგონა ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის 20 მაისს, დილით გარდაიცვალა. რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურში არ იციან ზუსტი თარიღი, როდის შეიკრიბება საბჭო ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესასწავლად. პროფესიული განვითარების საბჭოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები არიან მინისტრის მოადგილეები, დარგის სპეციალისტები და მოწვეული ექსპერტები. საბჭოს წევრია აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც. ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს, ხოლო ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით – ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება.

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/163656/

რამდენ ოჯახს აქვს 40 ათასზე მეტი შემოსავალი – დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება

ფიზიკური პირი, რომლის წინა წლის შემოსავალი [მისი, ან მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი ჯამურად] აღემატება 40 ათას ლარს, ვალდებულია მომდევნო წლის 2 ნოემბრამდე წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და 15 ნოემბრის ჩათვლით გადაიხადოს გადასახადი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ქონების გადასახადის დეკლარაცია 189 815-მა პირმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი, ჯერჯერობით – 13 803-მა. ამ დეკლარაციების მიხედვით, 2016 წელს, საქართველოში 189 815 ოჯახის წლიური შემოსავალი იყო 40 ათას ლარზე მეტი. სოციალური მომსახურების სააგენტოს  მონაცემებით კი, ამავე წელს, საქართველოში მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 382 950 ოჯახი [ქვეყანაში სულ რეგისტრირებული ოჯახების თითქმის 36%], რომელთაგან საარსებო შემწეობას იღებდა 142 967 ოჯახი. რამდენი ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატებოდა 2017 წელს 40 000 ლარს, ეს 2018 წლის პირველი ნოემბრისთვის გამოჩნდება, როცა დეკლარაციების წარდგენის ვადა ამოიწურება. მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული და არა ხელზე აღებული ხელფასი და ა.შ. 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში, დასაბეგრ ობიექტებში [საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა ან მათი ნაწილი, იახტა [კატარღა], შვეულმფრენი, თვითმფრინავი] მფლობელმა ასევე უნდა შეიტანოს მსუბუქი ავტომობილი. დეკლარაციაში ავტომობილები, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, წელს პირველად შეაქვთ.

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/163559/

„ვირუსმა ზნე შეიცვალა და მუტაცია განიცადა?“ – მოსამართლე გეი კაცების დონორობის შეზღუდვაზე

„თუ ესაა თქვენი პასუხი, სასამართლო ჩათვლის, რომ არგუმენტაცია არ გაქვთ,“ – ეს მოსამართლე თემურ ტუღუშმა დღევანდელ პროცესზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ბექა პატარაიას უთხრა. მოსამართლის გაღიზიანებამდე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა: „10 წელი როგორი დიდიც არ უნდა იყოს, ეს მაინც არაა სამუდამო აკრძალვა“. 10 წელი ის ვადაა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს შეზღუდვის სახით. მინისტრის ბრძანების მიხედვით, სექსუალური კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში გეი მამაკაცებს სხვებისთვის სისხლის გადასხმას ეკრძალებათ. მოტივი შემდეგია: მამაკაცები, რომლებსაც ერთმანეთთან სექსი აქვთ, ვირუსული დაავადების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს, 16 ოქტომბერს, ლევან ბერიანიძის და გოჩა გაბოიძის სარჩელი განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილა. მოსამართლეებმა მხარეებს უკვე მოუსმინეს. ჯერ გადაწყვეტილი არაა, განიხილება თუ არა სარჩელი არსებითად. „შეზღუდვის ხანგრძლივობა არის არაგონივრული. ის არღვევს თანასწორობის პრინციპს, ასევე პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს იცავს. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელეები ითხოვენ, 2000 წელს არის მიღებული. მას შემდეგ ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში. 2004 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერმინი „ჰომოსექსუალი“ ბრძანებაში არ უნდა ეწეროს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ უვადო შეზღუდვა, რასაც ბრძანების თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა, გონივრული არ იყო, რადგან თუკი მამაკაცი მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტის შედეგად დაავადდა, ვირუსი ერთი წლის განმავლობაში გამოვლინდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მინისტრის ბრძანებაში „ჰომოსექსუალი“ გაქრა და მის ნაცვლად „მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირი – მსმ“ გაჩნდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანებიდან ასევე ამოიღო სიტყვა „უვადოდ“ და მის ნაცვლად „10 წელი“ ჩაწერეს. მოსარჩელეების აზრით, ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, რადგან, მაგალითად, ჰეტეროსექსუალი ადამიანისთვის მსგავსი შეზღუდვა მხოლოდ ერთ წელს გრძელდება. „მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო ექსპერტების პოზიციებს. მათ თქვეს, რომ 12 თვე არის მაქსიმალური დრო… ახლა რა შეიცვალა? რას დაეყრდნო ჯანდაცვის სამინისტრო, როცა 10 წელი ჩაიწერა? ვირუსმა ზნე შეიცვალა და მუტაცია განიცადა, თუ რა ხდება?“ – იკითხა მეორე კოლეგიის თავმჯდომარე თემურ ტუღუშმა. „ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა მთავარი შეკითხვა… ჩვენი არგუმენტაცია მიემართება ადამიანების ჯანმრთელობისკენ. ჩემი კოლეგა გიპასუხებთ,“ – მოკლედ თქვა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბექა პატარაიამ და ტრიბუნა ბაბილინა თურქიას დაუთმო. „არათუ 10 წლით, უვადოდ აკრძალვას მოვითხოვთ,“ – მიმართა მოსამართლეებს ბაბილინა თურქიამ. მისი თქმით, თავის დროზე ექსპერტებმა ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს იმის შესახებ, რომ ერთ წელიწადში შესაძლებელია სექსუალური კონტაქტის შედეგად შეძენილი დაავადების გამოვლენა. „არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება, ან სამეცნიერო კვლევა იმის შესახებ, რომ ერთ წელში მთავრდება საშიშროება…“ – თქვა ბაბილინა თურქიამ. „გამოდის, ზეწოლა იყო ექსპერტებზე?“ – იკითხა მოსამართლე მანანა კობახიძემ. „არა, უმრავლეს შემთხვევაში გამოვლენის ვადა არის ერთი წელი, მაგრამ ეს რისკს არ გამორიცხავს… ეს კონკრეტული სექსუალური ქცევა გამოირჩევა მაღალი რისკით, 44-ჯერ მაღალია,“ – უპასუხა მოსამართლეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. „სპეციალისტებმა თქვეს, რომ გამოვლენის მაქსიმალური ვადა არის 12 თვე. ათჯერ უფრო ხანგრძლივი ვადა როცა წესდება, ცოტა მეტი დასაბუთება სჭირდება ამას,“ – დასძინა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა. ბაბილინა თურქიას პოზიციები სასამართლო პროცესზე ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა. ერთ შემთხვევაში მან თქვა, რომ სექსუალური კავშირიდან 30 წლის შემდეგაც არსებობს დაავადების გამოვლენის რისკი. დისკუსიის ბოლოს კი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლე თემურ ტუღუშთან საუბრის დროს რისკები 8 წლამდე შეამცირა. „სექსუალური კავშირიდან 8 წლის შემდეგაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანი დაავადებულია?“ – იკითხა თემურ ტუღუშმა „არა, 8 წლის შემდეგ აღარ…“ – თქვა ბაბილინა თურქიამ. „ამას გეკითხებოდათ სასამართლო… თქვენი თქმით ახლა გამოდის, რომ რვა წლის შემდეგ დაავადება ვეღარ გამოვლინდება. მაშინ რის გამო უნდა იყოს 10 წელი?“ – ისევ სცადა სიტუაციაში გარკვევა მოსამართლე თემურ ტუღუშმა. ბაბილინა თურქიამ აქ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთმანეთთან სექსუალური კავშირის მქონე მამაკაცების რისკის ჯგუფი მაღალია და ის უვადო შეზღუდვის დატოვების მომხრეა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უხერხულობა საია-ს იურისტმა, გიორგი გოცირიძემაც შეუქმნა. ბაბილინა თურქიას თქმით, აშშ-სა და გერმანიაში უვადო შეზღუდვა არსებობს სისხლის დონაციის დროს. „შეზღუდვა სხვადასხვა ვადით აქვთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც… ჩვენ ახალს არაფერს ვამბობთ,“ – აღნიშნა ბაბილინა თურქიამ. მას მოსამართლე თემურ ტუღუშმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უარის ნიშნად თქვა: „არა“. „ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გერმანიაში მხოლოდ ერთწლიანი შეზღუდვა არსებობს,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე, მოსარჩელეების ინტერესების დამცველი. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი ვადებიც არსებობს დონაციის შეზღუდვებზე, თუმცა ტენდენცია ამ ვადების შემცირებისკენაა მიმართული. „უვადო შეზღუდვა არსებობდა ლუქსემბურგშიც, თუმცა იგი ლუქსემბურგის სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია,“ – დასძინა გიორგი გოცირიძემ. საია-ს იურისტის მონაცემებით მსგავსი შეზღუდვა ყველაზე მცირე დროით – 6 თვით დიდ ბრიტანეთს აქვს. „იქ არსებული სკრინინგის პროგრამა იძლევა დაავადების დროულად გამოვლენის შესაძლებლობას,“ – თქვა მან. როგორ ხდება პრაქტიკაში სისხლის გადასხმის დროს იმის გარკვევა, რა სექსუალური ორიენტაციის მქონეა ადამიანი, ან როდის ჰქონდა მას უკანასკნელად სექსი? – ორივე მხარეს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვს: „ეს ადამიანის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული“.

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/163526/

მინისტრის ბრძანება, გეი კაცებისთვის დონორობის აკრძალვაზე, საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს

ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მოქალაქეები გოჩა გაბოიძე და ლევან ბერიანიძე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობენ. დავის საგანი მინისტრის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან [მსმ] სისხლის დონორობის უფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს, უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. დღეს, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა სარჩელს არსებითად. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადების შეძენის მაღალი რისკის შემცველი ქცევა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, სქესობრივი კავშირი ორ ან მეტ პარტნიორთან უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც ადრე ჰქონდა სისხლის გზით გადამდები ინფექცია და სხვა. ამასთანავე, ამგვარი ქცევა შესაძლოა განხორციელდეს, როგორც მსმ პირების, ისე ჰეტეროსექსუალი პირების მიერ, თუმცა სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების შეზღუდვას 10 წლის ვადით დისკრიმინაციულად აწესებს მხოლოდ მსმ პირების მიმართ, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდება 12 თვის ვადით. ლევან ბერიანიძე და გოჩა გაბოიძე მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლება. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად,საქართველოში არსებული ტექნოლოგიების პირობებშიც კი ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“, რომლის ფარგლებშიც დონორის სისხლში არსებული ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელია, წარმოადგენს ერთ წელს. შესაბამისად, მსმ ქცევის მქონე პირისათვის სისხლის დონორობის შეზღუდვის 10 წლიანი ვადა არის გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი, ვიდრე ეს მის სისხლში არსებული ამა თუ იმ ვირუსის აღმოსაჩენადაა აუცილებელი. ჯანდაცვის მინისტრის სადავო ბრძანება 2000 წლის 5 დეკემბერს არის მიღებული.

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40123/kvleva-gamokitkhuli-eqimebis-26is-tqmit-kolegis-mkhridan-lgbt-pirebis-diskriminatsias-shestsrebia

კვლევა: გამოკითხული ექიმების 26%-ის თქმით, კოლეგის მხრიდან ლგბტ პირების დისკრიმინაციას შესწრებია

ECOM-ის (მამაკაცთა ჯანდაცვის ევრაზიული კოალიცია) 2018 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხული სოცმუშაკების 44%, ხოლო ექიმების 26% ამბობს, რომ კოლეგების მხრიდან ლგბტ პირების დისკრიმინაციას შესწრებია. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 129 რესპონდენტი, რომელთაგან 70 ექიმი, ხოლო 59 სოციალური მუშაკია. ორივე ჯგუფში უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. ამასთან, ექიმები, სოცმუშაკებთან შედარებით, ასაკით უფროსები არიან უფრო დიდი სამუშაო გამოცდილება აქვთ. რესპონდენტთა უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 90%-ს ჰომოსექსუალობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და ამბობს, რომ ორიენტაციის გამო ადამიანები არც უნდა ისჯებოდნენ და არც ამაყობდნენ ამით. ამ აზრს სოციალურ მუშაკთა 93% და სოცმუშაკთა 87% იზიარებს. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჰომოსექსუალობა საზოგადოებაში მიღებული უნდა იყოს, 67%-დან (ექიმები) 86%-მდე (სოცმუშაკები) მერყეობს, ამდენად, სოცმუშაკებს უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ლგბტ ჯგუფის მიმართ, ვიდრე ექიმებს. აზრს, რომ ჰომოსექსუალობა საზოგადოებაში მიღებული არ უნდა იყოს, ეთანხმება სოცმუშაკთა 14%, ხოლო ექიმების 26%. კვლევის თანახმად, სოციალური დისტანცია ლგბტ ადამიანების მიმართ საშუალოზე დაბალი იყო სოცმუშაკებში, ხოლო საშუალოზე მაღალი ექიმებში. გამოკითხულ სოციალურ მუშაკთა სრული უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ ლგბტ ადამიანები სხვა მოქალაქეების თანასწორნი არიან. გამოკითხული ექიმების მხოლოდ 93% იზიარებს ამ აზრს. სოციალური მუშაკების 56% მხარს უჭერს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას, ხოლოდ 38% მათი შვილის აყვანის/აღზრდის უფლებას. ქორწინებას მხარს უჭერს ექიმების მხოლოდ 26%, ხოლო წინააღმდეგია 59%. შვილის აყვანის უფლებას მხარს უჭერს 19%, ხოლო წინააღმდეგია 47%. ექიმთა 33% კი ამბობს, რომ შვილად აყვანის უფლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ინდივიდუალურ შემთხვევებშია დასაშვები.

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/516668-giorgi-margvelashvili-momaval-prezidents-minda-vurchio-rom-daicvas-shromis-usaprtxoebastan-dakavshirebuli-uplebebi

გიორგი მარგველაშვილი - მომავალ პრეზიდენტს მინდა ვურჩიო, რომ დაიცვას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფლებები

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება:      http://www.interpressnews.ge/ka/article/516615-prezidenti-kveqanashi-raime-saxis-narkotikuli-sashualebis-carmoeba-chemtvis-sruliad-miugebelia

პრეზიდენტი - ქვეყანაში რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების წარმოება ჩემთვის სრულიად მიუღებელია

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/49667-qvemijnebith-jandacvis-komitetis-momzadebuli-sakanonmdeblo-cvlilebis-zogierth-punqts-romeltha-mikhedvith-thambaqos-kontrolis-kanonshi-cvlilebebi-igegmebaq.html?lang=ka-GE

"ვემიჯნებით ჯანდაცვის კომიტეტის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების ზოგიერთ პუნქტს, რომელთა მიხედვით თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებები იგეგმება"

---

 

16.10.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/usakhsrobis-gamo-rom-mengreva-tavze-cheri-amitom-vitkhov-dakhmarebas

"უსახსრობის გამო რომ მენგრევა თავზე ჭერი, ამიტომ ვითხოვ დახმარებას"

მედეა ბერიძე ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში ოროთახიან ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს. სახლის პატარა აივანი მორყეულია, იატაკზე კი ფრთხილად უნდა გაიარო, რომ ფეხი არ ჩაგივარდეს. ოთახი, რომელიც საძინებლის ფუნქციას ასრულებს, ფაქტობრივად, ჭერის გარეშეა დარჩენილი, წვიმისას წყალი კი მთელ სახლში ჩამოდის. მედეა ბერიძე ამბობს, რომ არა ერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. "წლებია ამ მდგომარეობაში ვარ ბევრჯერ დავწერე განცხადება, რომ დამხმარებოდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყოლია. ახლაც მაქვს მერიაში შეტანილი განცხადება და ველოდები პასუხს. ადრე იყვნენ მოსულები, სურათები გადაიღეს და წავიდნენ _ ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მითხრეს, უსახსრობის გამოა ეს მდგომარეობა შექმნილიო. უსახსრობის გამო რომ მენგრევა თავზე ჭერი, მაგათი თქმის გარეშეც მშვენივრად ვიცი. აბა, ფული და საშუალება რომ მქონდეს, კი არ ვიქნებოდი ამ დღეში. უფულო და გაჭირვებული რომ ვარ, იმიტომ მენგრევა ჭერი თავზე და ვითხოვ დახმარებას. აქვე ცხოვრობს უმრავლესობის წევრი საკრებულოში ბესო კუპრაძე. ყოველ დღე უწევს გავლა-გამოვლა ჩემს ჭიშკართან და ვერ ხედავს, როგორ ვცხოვრობ ამ ნახევრად დანგრეულ სახლში?! ჭერი ამას არ უვარგა და იატაკი საცაა ჩავარდება. ერთი ღონივრად რომ მიაწვეს ვინმე კედლებს, ნაფოტებად იქცევა აქაურობა. შიშით ვიძინებ და ვიღვიძებ, რომ თავზე არ დამემხოს აგი ფიცრული", _ ამბობს ოჯახის დიასახლისი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს, რის გამოც ძვირადღირებული მედიკამენტების მიღება უწევს და სამკურნალო ფული რომ იშოვოს, დროდადრო თურქეთში მიდის სამუშაოდ. "მკერდზე სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა. წამლის ფული რომ ვიშოვო და სიცოცხლე გავიხანგრძლივო, პერიოდულად თურქეთში გადავდივარ სამუშაოდ. აბა, 180-ლარიანი პენსია პურის ფულად არაა საკმარისი, წამალი ვიყიდო კი არა. უფრო ზამთარში დავდივარ _ ამით გათბობის პრობლემასაც ვიგვარებ, რადგან შეშის ყიდვის საშუალება არ მაქვს და შეშაც რომ მქონდეს, ამ მორყეულ ფიცრულში, სითბოს რა დაიჭერს?!" _ დასძენს მედეა ბერიძე. მედეა ბერიძე იმასაც ამბობს, რომ სოციალური დახმარების მისაღებადაც არაერთხელ შეავსო განაცხადი, თუმცა, ყოველ ჯერზე მაღალი სარეიტინგო ქულა დაუფიქსირდა: "ბევრჯერ შევიტანე განაცხადი, მაგრამ ყოველი გადამოწმების მერე მაღალი ქულა მომივიდა. ამ სახლ-კარის შემხედვარე ძალიან გაკვირვებული ვარ, რა ნახეს ამ დანგრეულ სახლში იმისთანა ღირებული, რომ მაღალი ქულები მომდის. ერთი ნაჩუქარი ტელევიზორი მიგდია და იმასაც ვერ ვრთავ _ ანტენა არ აქვს. ქვეყანაზე რა ხდება რომ გავიგო, მეზობელთან გადავდივარ ტელევიზორის საყურებლად. სოციალური სამსახურიდან აგენტი რომ იყო მოსული, მითხრა, შენ სხვა სახლიც ხომ არ გაქვსო? სხვა სახლი რომ მქონდეს, რა გამაჩერებდა ამ დანგრეულ ფიცრულში?!" _ ამბობს მედეა ბერიძე და ხელისუფლებისგან სამშენებლო მასალით დახმარებას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის "გურია ნიუსი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებას დაუკავშირდა _ განყოფილების ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, ბერიძის განცხადება მერიაში ორი კვირის წინ შევიდა და მას კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს, რის შემდეგაც ადგილზე მოხდება მდგომარეობის შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ბერიძის ოჯახს დახმარებას გაუწევს.

---

 

ბეჭდვითი მედია

17.10.2018

მედიასაშუალება:       საქართველო და მსოფლიო

რატომ უნდა აშენდეს საქართველოში ონკოლოგიური ცენტრი

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველი ასი ადამიანიდან ოთხს სიმსივნე აქვს. აქედან გამომდინარე, საქართველოში სიმსივნით დაავადებული დაახლოებით 15 ათასი ადამიანია. აი, ონკოლოგიური ცენტრი კი მხოლოდ ერთი გვაქვს, ძველი, კომუნისტების აშენებული, რა თქმა უნდა, სარემონტო და, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს რომ ტოვებს, ისეთი. იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით... ხშირად მოგვიწოდებენ, რომ დავეხმაროთ ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, რომელსაც სწორედ სიმსივნური დაავადების გამო, საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება და ამისთვის თანხაა საჭირო. ეს „საზღვარგარეთი“ კი ძირითად შემთხვევაში თურქეთია, ქვეყანა, რომელშიც ერთ-ერთი უდიდესი ონკოლოგიური ცენტრი არსებობს და ბევრი ქართველი ექიმი მუშაობს. რა გამოდის?! გვყავს სპეციალისტები, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი საავადმყოფო, რომელშიც ისინი იმუშავებენ. უფრო ზუსტად, საქართველოში, იმ ერთადერთ ონკოცენტრში, ამდენი ადგილი არ არის და, რომც იყოს, პირობები არ არის. * შეკვეთილთან ახლოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 2016 წელს საზეიმოდ გაიხსნა „ბლექ სი არენა“, ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართველოში, რომელიც 115 მილიონი დოლარი დაჯდა. ის ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და შემდეგ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ჩვენს ქვეყანას მისი შენახვა წლიურად მილიონი უჯდება. რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, როცა დიდი საკონცერტო დარბაზი გაქვს, მაგრამ... * პროექტი „პანორამა თბილისი“ მილიარდზე მეტი დაჯდება, უფრო ზუსტად, ჯერჯერობით 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება, შემდეგ — კიდევ ერთი ამდენის და თანხა, საბოლოო ჯამში, ორ მილიონ ლარს მიაღწევს. ეს პროექტიც შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში გადავა და, დიდი ალბათობით, სახელმწიფოს მისი შენახვა წლიურად „ბლექ სი არენაზე“ მეტი დაუჯდება. ესეც ძალიან კარგია, მაგრამ... * ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში აშენებული რაგბის სტადიონების საერთო ღირებულებამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს პროექტიც ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა და რაგბის კავშირს უსასყიდლოდ გადაეცა. ჯანსაღი თაობა ძალიან კარგია და რაც მეტი სარბიელი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი, მაგრამ... სრულყოფილი ონკოლოგიური ცენტრის, ასე ვთქვათ, ონკოქალაქოს მშენებლობა ნახევარი მილიარდი არ დაჯდება. რას ნიშნავს ასეთი საავადმყოფოს აშენება? პირველ რიგში, იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ აღარ ივლიან და მკურნალობას აქ ჩაიტარებენ. მთავარი ის არის, რომ, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ფონზე, მკურნალობა იმის ნახევარიც არ დაჯდება, რაც ღირს საზღვარგარეთ. მესამე და უმთავრესი — სრულყოფილი ონკოლოგიური ცენტრის აშენების შემთხვევაში, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვლენ მეზობელი ქვეყნებიდან და ეს კიდევ ცალკე შემოსავალი იქნება. Ì კავკასიის რეგიონში ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი ონკოლოგიური დაავადებების მხრივ სწორედ საქართველოს აქვს. მეტიც, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია გვიკავია და, ჩვენი აზრით, უმჯობესი იქნება, ამ მიმართულებით განხორციელდეს ინვესტიციები. უფრო თუ დავკონკრეტდებით, მოსახლეობასაც „ბლექ სი არენასა“ და „პანორამა თბილისის“ ახალ ხედებს ეს ურჩევნია. თუ არ გჯერათ, გამოკითხვა ჩაატარეთ. არ არსებობს ოჯახი საქართველოში, რომელსაც ამ პრობლემით ოჯახის წევრი, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი, ნაცნობი არ ჰყავდეს დაავადებული და არ წუხდეს. კიდევ ვიმეორებთ: ეს არ იქნება მხოლოდ საქველმოქმედო პროექტი, თუ თანამედროვე სტანდარტების კლინიკა გაკეთდება, გვერწმუნეთ, უცხოეთიდან სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანების რაოდენობა შეინახავს კლინიკასაც და მის პერსონალსაც. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პირობებში, პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა კონკრეტულ სფეროში „ღმერთქალის“ სახელი მას შემდეგ დაიგდო, როცა მკერდისკიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ჩამოაყალიბა და ქალბატონებს უფასო გამოკვლევებს უტარებდა. ამან შედეგი მოიტანა, პრევენცია მოხდა არაერთი შემთხვევის და არაერთი ქალი, ცუდ შემთხვევაში, მკერდის მოჭრას, უარეს შემთხვევაში კი, ფატალურ შედეგს გადაურჩა. საპრეზიდენტო კანდიდატების ანგარიშზე მილიონობით ლარის შემოწირულობა ხორციელდება და გვერწმუნეთ, თქვენ ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობა დაანონსეთ, ანგარიში გახსენით და ყველაზე გაჭირვებულიც კი გაიმეტებს მცირე თანხას გადასარიცხავად. ეს ხომ არ არის სანახაობა, ეს ხომ არ არის გასართობი?! ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ოჯახის წევრები ყიდიან ყველაფერს, რაც გააჩნიათ, ყიდიან იმიტომ, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ ახლობლებს და, საბოლოო ჯამში, მაინც ხელგაშვერილი დადიან კარდაკარ, აბიჯებენ თავმოყვარეობას და დახმარებას ითხოვენ, დახმარებას სიცოცხლის გადასარჩენად. ამ დროს კი, როცა გვესმის,რომ ამა თუ იმ პროექტში ათეულ მილიონობით ლარი ჩაიდოო, ძნელი გადასახარშია, ძნელი აღსაქმელია. ესეც ხომ პროექტია? აქაც ხომ დასაქმდებიან ადამიანები, ექიმების გარდა, საზოგადოდ, მომსახურე პერსონალი, აქაც ხომ იქნება შემოსავალი? და კიდევ ვიმეორებთ: ასეთი დაწესებულება საკუთარ თავს თვითონ შეინახავს. სხვათა შორის, 2015 წელს, ანუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ებრაელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებულნი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე დიდი სამედიცინო ცენტრის აშენებით. საუბარი იყო 18 ჰექტარ მიწაზე და მასზე არსებულ შენობებზე, რომლებიც ერთდროულად ათი ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურებოდა. ამ ცენტრში იქნებოდა ყველაფერი, ანუ იქ შესულ ადამიანს არ დასჭირდებოდა სხვა კლინიკა, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ, ასეული მილიონი ინვესტიციის ჩადების სანაცვლოდ, ებრაელები მიწის გადაცემას სიმბოლურად — ერთ ლარად ითხოვდნენ, ხელისუფლებამ კი ეს არ გააკეთა, უარი თქვა და მიწა 15 მილიონი დაუფასა. არ იყო ესეც უსაშველო თანხა, მაგრამ გაბრაზდნენ ისინი: პრაქტიკულად მსოფლიო მასშტაბის ცენტრს ვაშენებთ და თქვენ ზედმეტს გვახდევინებთო. პირადად ვესაუბრე მაშინ იმ ინვესტორებს და ისიც თქვეს, ეკონომიკის მინისტრამდე არ მოგვიშვეს, ქვედა რგოლი გვესაუბრებოდაო (ეკონომიკის მინისტრი მაშინ გიორგი კვირიკაშვილი იყო). სხვათა შორის, ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, უკვე პრემიერ კვირიკაშვილს ვკითხეთ აღნიშნულის შესახებ და... მან არაფერი იცოდა არც ებრაელი ინვესტორების, არც სამედიცინო ცენტრის და არც მოთხოვნილი 15 მილიონის შესახებ, ანუ ქვედა რგოლმა ფულის მოტეხვა გადაწყვიტა და ასე დავკარგეთ ის, რაც შეიძლებოდა გადარჩენის ერთ-ერთი წყარო ყოფილიყო ბევრი ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, კი არ გთხოვთ, მოვითხოვთ, რომ საქართველოში აშენდეს ონკოლოგიური ცენტრი და იქნება ეს სახელმწიფოსგან დაფინანსებული თუ რომელიმე ბიზნესმენი ქველმოქმედება, ნაკლებად საინტერესოა. მთავარია, გაკეთდეს, აშენდეს და ათასობით ადამიანს ეშველოს. ადამიანის სიცოცხლეზე დიდი ღირებულება არც აქამდე ყოფილა და არც მომავალში იქნება, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მას და მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ბავშვების სიცოცხლეს ეხება. გვერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში, უფულობის გამო გაყიდული ბინებისა და, შესაბამისად, გაუბედურებული ოჯახების რიცხვიც მცირე იქნება და ამომრჩეველსაც ნებისმიერ დროს ეტყვით: აგერ, საერთაშორისო დონის ცენტრი ხომ გავაკეთეთო. და ამ დაყვედრებას ხალხი აიტანს, აიტანს იმიტომ, რომ იქ მეორედ დაიბადებიან ადამიანები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5624107&name=17.10.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D&p=1&lang=Ge

---