მედიამონიტორინგი 1 8.09.2018
ტელევიზია
18.09.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
თამბაქოს მოხმარებაზე გარკვეული გამონაკლისების დაწესება იგეგმება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5548240
---
18.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
საქართველოში კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით შესაძლოა სამუშაო ჯგუფი შეიქმნას
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5548219
---
18.09.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
მინისტრების ავტომობილები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5548406
---
17.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
საქართველოში მასშტაბური მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა იწყება. პროექტი შინამეურნეობებს ეხება. მთელ ქვეყანაში უნდა შეგროვდეს მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ. კვლევა ასევე წყლის ხარისხს შეამოწმებს და ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას შეისწავლის. პროექტს იუნისეფი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და საქსტატი იწყებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5547859
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5547845
I არხი -მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5548035
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5547487
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5546834
მაესტრო - ახალი ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5546414
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5546404
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5546287
---
17.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
საშიში ნივთიერება სისხლში - წელს, ყოველ შემოწმებულ მეხუთე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობის დასაშვებზე მაღალი დონე დაუდგინდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5547937
---
17.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5547489
---
17.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
მარიხუანის საკანონმდებლო ჩარჩოებზე პარლამენტი ამ კვირაში იმსჯელებს. საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო განხილვები იწყება, ინიციატივა კი ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5547113
---
ინტერნეტი
18.09.2018
I ჯგუფის ინვალიდ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მეუღლემ მიატოვა საზოგადოების დახმარება სჭირდება
34 წლის ქეთი ჯიოევა I ჯგუფის ინვალიდია. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია, თუმცა მისი დღევანდელი მდგომარეობა კვლავ სავალალო რჩება. ქეთი ლაგოდეხში გათხოვდა. თავდაპირველად მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინებოდა, შეეძინა ქალიშვილი სალომე, დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, მაგრამ მისი ბედის ბორბალი 3 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, უკუღმა დატრიალდა. ქეთი 21 წლის იყო, როდესაც მეორე ქალიშვილი შეეძინა. მშობიარობიდან რამდენიმე თვეში მას მოულოდნელად ქვედა კიდურები წაერთვა და სიარული ვერ შესძლო. ადგილობრივმა ექიმებმა დროულად ვერ დასვეს სწორი დიაგნოზი. ზოგს მიაჩნდა, რომ ეს იყო ვირუსის გამწვავების შედეგი, ზოგი კი ქეთის მდგომარეობას მშობიარობის შემდგომი გართულებით ხსნიდა. საბოლოო ჯამში, ექიმებმა ჩათვალეს, რომ საქმე აქვთ ჰორმონალურ პრობლემასთან და ჩიყვის მკურნალობა დაიწყეს, თუმცა გადიოდა დრო, მაგრამ პაციენტის ჯანმრთელობა არ უმჯობესდებოდა. ქეთი თბილისში გაემგზავრა იმ იმედით, რომ მას სწორ დიაგნოზს დაუსვამდნენ, რაც ეფექტური მკურნალობის საშუალებას მისცემდა. დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ძლიან მძიმე - პოლინეიროპატია. ამ დაავადებას ახასიათებს კიდურების დამბლა და საჭიროებს ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მკურნალობას. საიდან უნდა მოეტანა ახალგაზრდა ქალს თანხა, რომელიც მეუღლემ მიატოვა ორ შვილთან ერთად. მას შემდეგ ქეთი ეტლს არის მიჯაჭვული, ცხოვრობს თბილისში ნაქირავებ ბინაში ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად. სალომე ახლა 15 წლისაა, ხოლო მარიამი- 12. ეს ოჯახი სოციალურად დაუცველია, შემწეობის თანხა მხოლოდ ელემენტარულ პროდუქტებზე თუ ჰყოფნით, გოგონები ეხმარებიან დედას, მაგრამ მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა საყოფაცხოვრებო პირობების ოდნავ გაუმჯობესების საშუალებასაც კი. წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე სანახავი იქნება, როდესაც ეტლს მიჯაჭვული ადამიანი ცივ წყალში ხელით რეცხავს სარეცხს... ქეთის და მის შვილებს დღეს ძალიან უჭირთ. მოზარდები მოკლებულნი არიან ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, კვებას, სათანადო მკურნალობას... მეგობრებო, მოდით გავიღოთ მცირედი, რათა დავეხმაროთ ამ ოჯახს. ქეთის განსაკუთრებით ესაჭიროება სარეცხი მანქანა, რაც შეუმსუბუქებს მას მძიმე ყოფას, ხოლო თქვენგან წამოსული სიკეთე მას დიდი სტიმულს მისცემს! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქეთი ჯიოევა) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/363-jioeva/
---
17.09.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-janmrtelobis-msoflio-organizaciis-generalur-direqtors-shekhvda/
დავით სერგეენკო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სესიის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სამინისტროსა და ჯანმოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული აქცენტი, საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჯიბიდან გადასახადების შემდგომ შემცირებაზე გაკეთდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ფარმაკოლოგიური პროდუქციის წარმოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და მხარს უჭერს მიმდინარე პროექტებს. ხვალ, ჯანდაცვის მინისტრი, ქალაქ რომში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, ჯანდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=71559
ინტერპრესნიუს.ჯი- http://new.ipn.ge/ka/article/512359-davit-sergeenko-janmrtelobis-msoplio-organizaciis-generalur-direktors-shexvda
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/davit-sergeenko-djanmrtelobis-msoflio-organizatsiis-generalur-direqtors-shekhvda/49575
---
17.09.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saqartveloshi-fartomasshtabiani-kvleva-iwyeba-romelic-ojakhebis-bavshvebisa-da-qalebis-mdgomareobas-sheafasebs/
საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება, რომელიც ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობას შეაფასებს
საქართველოში შინამეურნეობათა კვლევა – მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა იწყება, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას. კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ჩაატარებს. შეგროვდება მონაცემები განათლების, ჯანდაცვის, ბავშვის განვითარებისა და ბავშვზე ზრუნვის, აღზრდის, ადრეული ქორწინების, ენერგიის მოხმარების, გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის ასევე შშმ ბავშვების, დევნილებისა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ. ბავშვების სისხლში ტყვიის დასადგენად 2-7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს სისხლს ვენიდან აუღებენ. ანალიზის პასუხებს ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს. წყლის შემოწმება შინამეურნეობებში მოიცავს სასმელი წყლის ნიმუშების აღებას ყოველ მეოთხე ოჯახში ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შესამოწმებლად. შედეგად გამოვლინდება სასმელი წყლის ხარისხი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვლევის ფარგლებში მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოები 20 სექტემბერს დაიწყება და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. კვლევა 14000-ზე მეტ შინამეურნეობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდება. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/39490/UNICEFis-kvleva-siskhlshi-tyviis-shemtsvelobaze-20-seqtembridan-daitsyeba
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/304713/
---
17.09.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/420126
წინასწარი მონაცემებით, ქვემო ქართლში 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები შემცირდა
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ცნობარის “ჯანმრთელობის დაცვა” 2017 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვემო ქართლის რეგიონში 2016 წელთან შედარებით გასულ წელს ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შემთხვევები შემცირებულია. უფრო კონკრეტულად კი, ცნობარის იმ ნაწილიდან, სადაც რეგიონების მიხედვით ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შემთხვევების სტატისტიკაა წარმოდგენილი, ირკვევა, რომ 2016 წლის მონაცემებით ქვემო ქართლში ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შემთხვევების მაჩვენებელმა 100000 მოსახლეზე მიღებული სერვისების მიხედვით 40.1% -ი შეადგინა, ხოლო გასულ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 20,9% -მდე შემცირდა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ზოგიერთ მათგანში ქვემო ქართლისგან განსხვავებით 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები საგრძნობლად მომატებულია. მაგალითად, აჭარაში 2016 წელს 870 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს, 898 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოველწლიური გამოცემაა, რომელშიც წარმოდგენილია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ჯანდაცვის რესურსების ამსახველი ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები.
---
17.09.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/39493/NGOebi-episkopos-spiridonis-mier-pansionatshi-bavshvta-uflebebis-darghvevaze-saubroben
NGO-ები ეპისკოპოს სპირიდონის მიერ პანსიონატში ბავშვთა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ
„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ეხმაურება ააიპ საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის პერსონალისა და თავად ეპისკოპოს სპირიდონის (ხელმძღვანელი) მიერ ბავშვთა უფლების უხეშ დარღვევას, კონფიდენციალური კომუნიკაცია იქონიოს სახალხო დამცველთან, რაც ამავდროულად სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლას წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადებას „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ავრცელებს. „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ მოითხოვს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში ჯანდაცვის სამინისტრო) შესაბამისი სამსახურების მიერ დაუყოვნებლივ მოხდეს ფაქტის შესწავლა და, დაწესებულების მიერ, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სააღმზრდელო დაწესებულებაში რელიგიური ლიდერების ბავშვთა უფლებების დამრღვევი და უკანონო მოქმედებების აღკვეთა და მოახდინოს დაწესებულებაში კანონმდებლობის დარღვევით მოხვედრილი ბავშვების შემაშფოთებელი მდგომარეობის დაუყოვნებელი გამოსწორება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განხცადებაშია ნათქვამი, 2018 წლის 13 სექტემბერს, სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის თანამშრომლები, ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდნენ. რა დროსაც ომბუდსმენის წარმომადგენლებს პანსიონის თანამშრომლებმა ბავშვებთან განცალკევებით საუბრის საშუალება არ მისცეს და მოითხოვეს, რომ გასაუბრება სასულიერო პირების თანდასწრებით მომხდარიყო. „ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი არის სახელმწიფოს მიერ, 2014 წელს ოფიციალურად ლიცენზირებული სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს და კონტროლდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით. დაწესებულებაში ბავშვების ჩარიცხვა, მათი საჭიროებების შეფასება, ბავშვთა მდგომარეობაზე ზედამხედველობა, კონკრეტული პროგრამული მხარდაჭერა და ბავშვების დაწესებულებიდან გადინების პროცესი მკაცრად რეგულირდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. აღნიშნული პირობების განუხრელი დაცვა ასევე დაწესებულების ლიცენზირების არსებითი მოთხოვნაა. ნახეთ განცხადება სრულად „საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, დაუბრკოლებლივ შევიდეს და მონიტორინგი განახორციელოს ყველა ტიპის დახურულ და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე ბავშვთა სახლებში. პირადად და კონფიდენციალურად შეხვდეს ბავშვებს და მოისმინოს მათი საჩივრები/მოსაზრებები. სახალხო დამცველის საქმიანობაში ნებისმიერი სახით ხელშეშლა აკრძალულია და ისჯება კანონით“,-აღნიშნულია განხცადებაში. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვების რელიგიურ თავისუფლებაში უკანონო ჩარევა ან რაიმე ტიპის შეზღუდვა წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. „მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმიდის ბავშვთა სახლი საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითაა შექმნილი, იგი ექცევა საქართველოს კანონმდებლობის სავალდებულო რეგულირების ქვეშ, რომლის თანახმადაც ბავშვების რელიგიურ თავისუფლებაში უკანონო ჩარევა ან რაიმე ტიპის შეზღუდვა ბავშვმა, კომუნიკაცია იქონიოს მესამე პირებთან, მისი ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისად, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. როგორც სახალხო დამცველის და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები მიუთითებს[1][2], სასულიერო პირების მხრიდან წლებია ხდება ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით ბავშვთა დაწესებულებების მართვა, წესების თვითნებური შემოღება და ბავშვთა იძულება დაემორჩილონ ბავშვთა უფლებებთან და კანონმდებლობასთან შეუსაბამო წესებს. აღნიშნული მოიცავს ბავშვების გამოხატვის თავისუფლების და მესამე პირებთან კონფიდენციალური შეხვედრების უფლების უკანონო შეზღუდვას. დაწესებულებაში ოფიციალური მონიტორინგის მიზნით შესული ორგანოების საქმიანობაში უკანონო ჩარევას და სხვა“,-ნათვქმია გავრცელებულ განხცადებაში. კოალიცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები, არღვევს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა თავისუფალი განვითარების და ჭეშმარიტი ინტერესის დაცვის სტანდარტს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. კოალიცია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ ფაქტებზე.
---
17.09.2018
მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/9245-socialuraddaucvelthadakhmarebisakhaliproeqtisaqarthveloshi
სოციალურად დაუცველთა დახმარების ახალი პროექტი საქართველოში
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და არ გამოხატავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას. 2018 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა სოციალურად დაუცველი ჯგუფების (ქალები და ბავშვები) დახმარების პროექტი, რომელიც ხორციელდება შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიებზე და გულისხმობს სოციალურად დაუცველ ბავშვთა და ქალთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები ტარდება 7 ობიექტზე, რომლებიც ეკუთვნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს „ბავშვი და გარემო“ და „ბილიკი“. პროექტის განმახორციელებელი და დონორები: პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ADRA-Georgia (The Adventist Development and Relief Agency), რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისადმი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. საქართველოს ტერიტორიაზე ADRA-მ 1996 წლიდან დაიწყო მუშაობა და განაგრძობდა მოსახლეობის დახმარებას სხვადასხვა პროექტით 2011 წლამდე. 2011 წელს ADRA-ს ოფისმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. ოფისი ხელახლა გაიხსნა 2016 წლის აგვისტოში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „პოლონეთის დახმარება“ (Polish aid). "ბილიკის" შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ შეიქმნა 1997 წელს, იმ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა დახმარება გაეწია და ჯანსაღი ცხოვრებისაკენ მოებრუნებინა ღარიბი, დევნილი ოჯახის შვილები და ის ბავშვები, რომლებიც ცხოვრების პირობების გამო იძულებულნი არიან დროის დიდი ნაწილი ოჯახის, სასწავლო დაწესებულებების გარეთ - ქუჩაში გაატარონ ან ამ რისკის ქვეშ იმყოფებიან. დღესდღეობით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ბილიკი“ ბავშვზე ზრუნვის პროგრამას ახორციელებს შემდეგ სერვისებში: - ორი დღის ცენტრი (30-30 ბავშვი) - სამი საოჯახო ტიპის სახლი (10 ბავშვი თითოში) - დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (10 ბენეფიციარისთვის) - ადრეული განვითარების პროგრამა, 0-დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთათვის. სამომავლოდ „ბილიკი“ გეგმავს დამოუკიდებელი ცენტრის ჩამოყალიბებას შშმ სტატუსის მქონე ბავშვთათვის. თითოეული ამ ცენტრის მუშაობა მიმართულია საგანმანათლებლო, პროფესიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევაზე ბენეფიციართათვის. „ბილიკის“ მომსახურება ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე (გორი, ხაშური). ორგანიზაციის მთავარი დამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორია ქალბატონი მარინა მრევლიშვილი. პროექტში ჩართული სარემონტო ობიექტების შესახებ: ADRA-Georgia-ს ზემოთ აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის ტერიტორიაზე შეეხო ორგანიზაცია „ბილიკი“-ს ოთხ სერვისს: დედათა და ბავშვთა თავშესაფარსა და სამ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ქ.გორსა და ქ.ხაშურში. დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ქ.ხაშური, იმერეთის ქ. („ბილიკი“) თავშესაფარი გათვილია ბავშვის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 10 ბენეფიციარისთვის (5 დედა, 5 შვილი), ანუ დედებისთვის, რომელთაც არ აქვთ შვილის გასაზრდელად საჭირო გარემო და არსებობს მათი მხრიდან ბავშვის მიტოვების საშიშროება. თავშესაფარში მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 3 აღმზრდელი. შენობა 2017 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, ქ. გორი. („ბილიკი“) სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე. აქ მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 4 აღმზრდელი, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ. ბენეფიციარები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით, ჯანდაცვით, ტანსაცმლით, სასკოლო და პროფესიული განათლებით, ფორმალური და არაფორმალური წრეებით (ვიქტორინები, ხელსაქმე, მინანქარი, სამკაულების დამზადება და ა.შ.) და სხვ. შენობა 2011 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“. მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ქ.ხაშური, მეტრეველის ქ. („ბილიკი“) სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე. აქ მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 4 აღმზრდელი, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ. ბენეფიციარები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით, ჯანდაცვით, ტანსაცმლით, სასკოლო და პროფესიული განათლებით, ფორმალური და არაფორმალური წრეებით (ვიქტორინები, ხელსაქმე, მინანქარი, სამკაულების დამზადება და ა.შ.) და სხვ. შენობა 2011 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“. მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ქ.ხაშური, პუშკინის ქ. („ბილიკი“) სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე. აქ მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 4 აღმზრდელი, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ. ბენეფიციარები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით, ჯანდაცვით, ტანსაცმლით, სასკოლო და პროფესიული განათლებით, ფორმალური და არაფორმალური წრეებით (ვიქტორინები, ხელსაქმე, მინანქარი, სამკაულების დამზადება და ა.შ.) და სხვ. შენობა 2011 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“. პროექტი გულისხმობს აღნიშნულ სერვისებში ინფრასტრუქტურის განახლებას, საჭიროების და მიხედვით განათებისა და საკანალიზაციო სისტემების, სახურავის გამოცვლას. ეზოებში ბავშვებისათვის გასართობი მოედნების კეთილმოწყობას. ანალოგიური პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლში, ორანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ კუთვნილებაში მყოფ სამ სერვისში ქ.თბილისში, ქ.რუსთავსა და ნორიოს დასახლებაში. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და არ გამოხატავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას. Print E-mail
---
17.09.2018
საპარტნიორო ფონდი: გავრცელებული ინფორმაცია ავთანდილ იმედაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს
"რესპუბლიკური საავადმყოფოს" დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე უპირისპირდება, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფოს განადგურება სურს, „საპარტნიორო ფონდმა“ ოფიციალური განცხადებით უპასუხა. (ავთანდილ იმედაძემ კომერსანტთან დაპირისპირების მიზეზები ექსკლუზიურად ისაუბრა — კომერსანტის ექსკლუზივი: „რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: „საპარტნიორო ფონდის“ ერთადერთი ინტერესი ჩვენი საავადმყოფოს დაქცევაა“) კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ 2017 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად "აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. ამავდროულად, „საპარტნიორო ფონდის შილობილი - „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით. აღნიშნული კლინიკის დირექტორს ავთანდილ იმედაძეს რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწრებლად და შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა. ამ დროისთვის კლინიკის დიროქტორის მიერ არ ხდება ქმედითი ღონისძიებების გატარება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ავთანდილ იმედაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს და ფონდის მენეჯმენტი არ აპირებს სახელმწოფო აუდიტის დასკვნის გაცნობამდე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში რაიმე ტიპის საკადრო გადაწყვეტილებების განხორციელებას, მათ შორის დირექტორის გადაყენებას. კლინიკაში არსებული მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრბლემების შესახებ ინფორმაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დღეს კლინიკის თანამშრომლებს პირადად გააცნო. „საპარტნიორო ფონდს“ "აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადმოეცა. გასულ წელს სს. „საპარტნიორო ფონდმა“ 100% წილობრივი მონაწილეობით შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (“Clinics Development Company” LLC) დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა ზემოთ აღნიშნული საავადმყოფო. სს. „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „კლინიკების განვითარების კომპანიის“ მიზანია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, ასევე, სახელმწიფო კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში, არსებული კლინიკების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების, მოდერნიზაციის და რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით ინტენსიურ შეხვედრებს მართავს პოტენციურ ინვესტორებთან და ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების მქონე დონორ ორგანიზაციებთან, „კლინიკების განვითარების კომპანია“ არ ერევა მის კუთვნილებაში არსებული საავადმყოფოების სამედიცინო საქმიანობაში და ამ მიმართულებით მათი განვითარების პოლიტიკას არ განსაზღვრავს კომპანიის ამოცანაა პოტენციური ინვესტორების მოძიება ოპტიმალური საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით სახელწიფო და კერძო თანამშროლობის (PPP)ფორმატში. კლინიკების განვითარების კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებთან.
---
17.09.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/124672-socialuri-momsakhurebis-saagentom-dasaqmebis-temaze-mediaturi-gamarta
სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმების თემაზე მედიატური გამართა
14-15 სექტემბერს, სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული მედიატური გაიმართა. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება იყო. გასვლით ღონისძიებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა. მედიატური სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გახსნა. ლევან გოგოძემ მედიასა და პარტნიორ ორგანიზაციებს შემდგომი თანამშრომლობა შესთავაზა. მისი მოსაზრებით, საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირებისათვის მედიის, პარტნიორი ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით ერთობლივი სტრატეგია უნდა შემუშავდეს. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრაა. დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს პროგრამების ირგვლივ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, დაისვა კითხვები და გაიმართა დისკუსია. სააგენტოს თანამშრომლებმა დამსწრეებს პრეზენტაციები აჩვენეს დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ. გამომსვლელებმა პრაქტიკული მაგალითებიც მოიყვანეს და სამუშაო პროცესის დროს გამოკვეთილ გამოწვევებზეც ისაუბრეს, სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობებისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ. მსჯელობა გაიმართა მომსახურების სტანდარტებზე და მათი განვითარების სამომავლო გეგმებზეც. სააგენტო არის ერთგვარი პლატფორმა და შუამავალი რგოლი კერძო სექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის. დასაქმებულთა რაოდენობის ასამაღლებლად სოციალური მომსახურების სააგენტო მედიატორის ფუნქციას კისრულობს დამსაქმებლებსა და მაძიებლებს შორის. ამ კუთხით, სხვადასხვა მიმართულებას ავითარებს როგორიცაა: დასაქმების, მომზადება-გადამზადების და სტაჟირების პროგრამები. სააგენტოს მიზანია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კადრებით აითვისოს ბაზარზე არსებული ვაკანსიები, დასაქმების დეპარტამენტის აქტიური მუშაობით შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს მაძიებლები მოთხოვნად პროფესიებში გადამზადდებიან. მომზადება- გადამზადების კუთხით, სულ მალე ახალი ტალღის მიღებაა დაგეგმილი. გასვლით ტურზე, საზოგადოების ინფორმირებისათვის, მოწვეულმა ჟურნალისტებმა ადგილზე დაგეგმეს სიუჟეტების და ბეჭდური სტატიების მომზადება. უკუკავშირმა გვაჩვენა, რომ სააგენტოს ინიცირებული შეხვედრა დასაქმების თემებით დაინტერესებულ მხარეებთან საჭირო და დროული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
---
17.09.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/124642-saqartveloshi-gegmiuri-acrebi-savaldebulo-gakhdeba
საქართველოში გეგმიური აცრები სავალდებულო გახდება
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები გახდება სავალდებულო. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა.ცვლილება "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში" შედის. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იმუნიზაციის პროგრამა არის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყნის მოსახლეობის დაცვა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. თანხა გათვლილია ყველა შესაძლო ბენეფიციარზე, მაგრამ ყველა არ მიდის აცრაზე. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22,400.0 ათასი ლარით. "დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, იმუნიზაცია შესაძლებელს ხდის ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა აცილებას, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში შესაძლებელი ინება დამატებით 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა. 2017 წლის ბოლოს რეგიონებში მოიმატა წითელას შემთხვევებმა. ათასწლეულის განვითარების გამოწვევებისა და პოლიომიელიტის აღმოფხვრის და წითელასა და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის გლობალური და ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფების რუტინული აცრებით მოცვის მაღალი დონის გარანტირებისათვის კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან ძალისხმევა", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში.
---
17.09.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=80070
აკაკი ზოიძე: ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მარიხუანას კულტივაცია ექსპორტის მიზნით „დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს, ისე მთლიანად ქვეყანას“. „პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, შეიქმნა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა. ეკლესიის განწყობებიც ასევე გამოხატავს უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენ დრო დავხარჯოთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ თუ რამე კითხვებია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე გაეცეს დამაკმაყოფილებელი, ამომწურავი პასუხი. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ. ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას ან ზიანი მოუტანოს, ან დიდი სარგებელი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს ისე, მთლიანად ქვეყანას. მაგრამ ამაში ყველა ერთად უნდა დავრწმუნდეთ; წინაღმდეგ შემთხვევაში, ასეთი კანონი იქნება დღენაკლული“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
---
17.09.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotiseti-gadawyvetilebebi-rogoricaa-kanafis-kultivacia-administraciuli-wesit-ar-miigebaquot/24638
"ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა კანაფის კულტივაცია ადმინისტრაციული წესით არ მიიღება"
"ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კანაფის კულტივაცია, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით არ მიიღება; ეს არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამ საკითხისადმი ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა აქვს. "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილებამ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე და პირველი რაც უნდა გაგვეკეთებინა, რა თქმა უნდა, ეს გახლდათ ის, რომ შემოგვეღო რეგულაციები მოხმარებაზე, რათა დაგვეცვა ჩვენი ახალგაზრდების და ზოგადად ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ შინაგან საქმთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, სხვა განვითარბულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკებს შორის. ეს იყო სწორედ პასუხისმგებლიანი მთავრობის მიერ გადადგმული ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ნაბიჯი. რაც შეეხება კულტივაციას, აქაც ჩვენ ავხსენით ჩვენი არგუმენტაცია ამ და ბუნებრივია, მოწადინებული ვართ, ეს საკითხი იყოს ფართო კონსენსუსის შედეგი”, - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაური მიიცნევს, რომ ამ ნაწილში საჭიროა მეტი კომუნიკაცია მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, რათა კიდევ ერთხელ კარგად განიმარტოს და მოსმენილი იყოს ამ კანონპროექტის როგორც მხარდამჭერი, ისე სასინააღმდეგო არგუმენტები და პოზიციები შეჯერდეს. "გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იყო აუცილებლად მისაღები, სხვანაირად, ვფიქრობ, იქნებოდა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ არ შემოგვეღო ახალი რეგულაციები. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება კანონპროექტის მეორე ნაწილს, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. ეს უნდა იყოს ფართო საზოგადებრივი კონსენსუსი, სადაც ყველა შევთანხმდებით, თუ რა გამოწვევები შეიძლება ახლდეს ამ გადაწყვეტილებას და როგორ უნდა მოვახდინოთ მათთან გამკლავება და მათი ნიველირება. ჩვენ მსგავს გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ ადმინისტრაციული წესით, მკაცრად, ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ეს არის ისეთი საკითხი, სადაც საჭიროა ფართო სამოქალაქო ჩართულობა და შესაბამისი კონსენსუსით ამ გადაწყვეტილების მიღება”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
---
ბეჭდვითი მედია
18.09.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
მოსახლეობა იაფი წამლების პროგრამით ვერ სარგებლობს
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამით ბენეფიციარების ნაწილი კვლავ ვერ სარგებლობს. აფთიაქში მისული მომხმარებელი მედიკამენტს ვერ იღებს, რადგან სათანადო ინფორმაცია კვლავ არ აქვს, სად და როგორ უნდა შეიძინოს წამლები, რომლებიც ესაჭიროება. პროგრამა 2017 წელს დაიწყო და მაშინაც 5-6%-ზე მეტის დაფარვა ვერ მოხერხდა. ე.წ. იაფი წამლების პროგრამას სხვადასხვა სახით, უკვე ორი წელია, საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. შარშან პროგრამა წარუმატებული აღმოჩნდა და ბენეფიციართა მინიმალურმა რაოდენობამ ისარგებლა, რაც სამინისტრომ არასათანადო საინფორმაციო კამპანიით ახსნა. 2018 წლის სექტემბერში კამპანიის ახალი ტალღა დაიწყო, პენსიონერებს და შშმ პირებს აგვისტოს დასაწყისში ფიქსირებული ღირებულების ნახევარ ფასად შეუძლიათ მიიღონ წამლები. აღმოჩნდა, რომ შარშანდელი პრობლემები კვლავ რჩება და მომხმარებლის ნაწილი წამალს ვერ იღებს იმის გამო, რომ არ იცის, ვის უნდა მიმართოს და რა დოკუმენტაციით. სამინისტროს გათვლით, უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. თუმცა, სერგეენკოს მიერ "ბიზნეს-რეზონანსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით" 2017 წელს 13 010 ადამიანმა ისარგებლა. უცნობია, რა შედეგი იქნება წელს. ამას ვერც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ ჯერჯერობით და შუალედური მონიტორინგის დასკვნას ელოდებიან. თუკი თავად პროგრამის მონაწილეებს მოვუსმენთ, უკეთესი შედეგი არც ამჯერად იქნება. ია რევიას გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება, წლებია, აწუხებს. მან ახალი ინიციატივის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენციიდან გაიგო, თუმცა აფთიაქში მისულს უთხრეს, რომ ფასდაკლების შესახებ არაფერი იციან. "წლებია, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები მაწუხებს. ჩემს ასაკში ამას სხვადასხვა პრობლემაც ემატება და საბოლოოდ მხოლოდ მედიკამენტების ხარჯი თვიურად 120 ლარზე მეტი მაქვს. ტელევიზორში სერგეენკოს პრესკონფერენცია ვნახე, რომ მედიკამენტებზე, მათ შორის იმათზე, რაც მე მჭირდება, მნიშვნელოვანი ფასდაკლება ცხადდებოდა და ძალიან გამიხარდა. პენსიონერისთვის ყველა შეღავათი მნიშვნელოვანია. ჩემს საცხოვრებელ სახლთან, ფალიაშვილზე მდებარე აფთიაქს მივაკითხე, რომ გამერკვია, რა ცნობები დამჭირდებოდა წამლის ასაღებად. მითხრეს, რომ ჯერ პროტოკოლი არ მიუღიათ და არაფერი იციან საჯარო განცხადების გარდა. ისიც მოაყოლეს, რომ ერთადერთი არ ხართ, მთელი დღის განმავლობაში ბევრი თქვენნაირი შემოდის აქ ამ კითხვებითო. ეს პროგრამა ხომ ბიუჯეტიდან, ჩვენი ფულით ფინანსდება და როცა ასეთი რამ ანონსდება, მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს ან პირდაპირ უნდა გვითხრან, რომ არ მოგვცემენ მედიკამენტებს", - აღნიშნა ია რევიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას. შალვა ტაბატაძესაც ქრონიკული დაავადება აწუხებს და ისიც პენსიონერია. მანაც ტელევიიზით გაიგო სიახლის შესახებ, აფთიაქში მისულს კი იგივე პასუხი გასცეს, რომ ჯერ არაფერი იციან და მედიკამენტს მათთან ვერ მიიღებს. "პენსიონერებს ინტერნეტი და იმდენი სიარულის თავი სად გვაქვს, ყველა უწყება შემოვიაროთ და გავარკვიოთ, სად - რა და როგორ უნდა მივიღო. ტელევიზორში ვნახე რეკლამა, არაერთ აფთიაქში ვიყავი, მაგრამ ყველგან ერთი და იმავე პასუხით გამომაბრუნეს - არ ვიცით ჯერ ჩვენ არაფერიო", - ამბობს შალვა ტაბატაძე. კომუნიკაციის პრობლემა რომ დგას, ამაზე, ბენეფიციარების გარდა, სფეროს სპეციალისტებიც საუბრობენ. სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში მართვის ძირეული პრობლემა არსებობს, რის გამოც იაფი მედიკამენტებისა და ბევრი სხვა პროგრამაც სათანადოდ ვერ ხორციელდება. "ფაქტია, ეს ე.წ. იაფი წამლების პროგრამა ჩავარდა შარშანაც და წელსაც. არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, ისევ ვიმეორებ, ეს არის შედეგი ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი მენეჯმენტისა. როცა პროგრამას იწყებ, არ შეიძლება, ეს მხოლოდ ერთი სარეკლამო კლიპით და ერთი პრესკონფერენციით შემოიფარგლებოდეს. ვნახეთ, რომ შარშან ეს პროგრმა ვერ შედგა. ბენეფიციართა 5-6 პროცენტიც კი ვერ მოიცვეს, იგივე მდგომარეობაა წელსაც. სამინისტრო თანხას ვერ ითვისებს, ხოლო მოსახლეობამდე ვერ მიდის ეს სიკეთე. ყველა ბენეფიციარს რომ ესარგებლა, გადახარჯვა იქნებოდა ბიუჯეტში. შარშან თავად სამინისტრომ აღიარა, რომ საინფორმაციო კამპანიის პრობლემა იყო, სამწუხაროდ, წელს ვერ გამოიტანეს დასკვნები შეცდომებიდან. უცნაურია, იწყებ პროგრამას და ამის შესახებ არ იციან ბენეფიციარებმა, სამედიცინო პერსონალმა და სააფთიაქო ქსელებმა, ანუ პროგრამა ისევ არ მუშაობს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სერგო ჩიხლაძემ. სხვაგვარად აფასებს პროგრამის მიმდინარეობას "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" გამგეობის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო კამპანია მაქსიმალურად ხორციელდება და ბენეფიციართა მიმართვაც მაღალია. "მედიკამენტებზე ხემისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამა მიმდინარეობს ორი მიმართულებით. პირველია სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკემენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ 1 ლარად, ხოლო უკვე პირველი სექტემბრიდან შშმ პირებს (1-ლი და მე-2 ჯგუფის) მედიკამენტები გადაეცემათ აგვისტოს დასაწყისში ფიქსირებული ფასის ნახევარ ფასად. ასევე, გვაქვს დიაბეტის პროგრამა, რომელიც შეეხო დიაბეტის მედიკამენტებს და 3 აგვისტოდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში და ყველას ეხება, ვინც ამ მედიკამენტებს საჭიროებს. პროგრამა, რომელიც მოიცავს სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, ხორციელდება მხოლოდ "პეესპეში", რომელიც ტენდერში გამარჯვებულია. ბენეფიციარს ერთჯერადად 3 თვის მარაგის მიღება შეუძლია და ყველა აფთიაქში ამ რაოდენობის წამალი ვერ იქნებოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა "პეესპეს" 70-მდე აფთიაქი, დედაქალაქში კი ასეთი ხუთია. პროცედურა არის შემდეგნაირი: პენსიონერი ან სოციალურად დაუცველი პირი მიდის სოცმომსახურების სააგენტოში და რეგისტრირდება, რის შემდეგაც ის იღებს სპეციალურ ცნობას. შემდეგ მიდის ექიმთან, მოაქვს რეცეპტი და ამ დოკუმენტების საფუძველზე პაციენტი იღებს მედიკამენტს 50%-იანი ფასდაკლებით. თუ მომხმარებელი შედის სხვა ქსელში, რა თქმა უნდა, შეიძლება ამან გამოიწვიოს დაბნეულობა, მაგრამ ტენდერში გამარჯვებული აფთიაქის ნებისმიერ ფილიალში მას ინფორმაციას მიაწვდიან, სად უნდა მივიდეს და რა უნდა გააკეთოს. მოთხოვნა არის საკმაოდ მაღალი. ამ ეტაპზე ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, რადგან ახლა მიმდინარეობს მონიტორინგი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვექნება შუალედური მონიტორინგის შედეგი, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მარგველაშვილმა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 3 360 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა რეალურმა ხარჯმა 2 686 ათასი ლარი შეადგინა. 2018 წლისთვის კი პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა.
---
18.09.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
გეგმური აცრები სავალდებულო ხდება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური აცრები სავალდებულო ხდება. პროექტის ერთ-ერთი ავტორის აკაკი ზოიძის განმარტებით, ცვლილება ორ კანონში შედის და აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო გეგმური კალენდარი ხდება. „წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი – მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
---
18.09.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
რესპუბლიკურის დირექტორი: „საპარტნიორო ფონდის“ ერთადერთი ინტერესი ჩვენი საავადმყოფოს დაქცევაა“
„საპარტნიორო ფონდი“ და „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ერთმანეთს უპირისპირდება. დავის მიზეზი კი საავადმყოფოში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. „რესპუბლიკური საავადმყოფო დაახლოებით 3-4 წელია „საპარტნიორო ფონდის“ ბალანსზეა. თავის დროზე, ფონდმა აიღო ვალდებულება, რომ კლინიკაში უცხოურ ინვესტიციას განახორციელებდა და ამით მოახდენდა როგორც ახალი კლინიკის მშენებლობას ,ისე არსებულის რეაბილიტაციას,“ - აცხადებს იმედაძე. მისივე ინფორმაციით, „რესპუბლიკური საავადმყოფო“ უნდა ყოფილიყო სამედიცინო ცენტრი, სახელმწიფო კლინიკა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. ეს პროექტი აქამდე ვერ განხორციელდა. „მას შემდეგ გავიდა 3 წელიწადი და არაფერი შეცვლილა, არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა. ადგილზე მხოლოდ გაფუჭდა სიტუაცია. ჩემი პროტესტი გამოვხატე 1 თვის წინ და ვთქვი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, დირექტორის თანამდებობას დავტოვებდი. ეს საკითხი კლინიკის საბჭოზე გავიდა. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, კი წერილი უნდა გაგზავნილიყო პრემიერ-მინისტრთან, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან. სწორედ ამან გააღიზიანა „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი დავით საგანელიძე. ის მივიდა საბჭოზეც. ამის შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ. ამის შესახებ ესემესით მაცნობეს,“-აცხადებს იმედაძე. კითხვაზე, რა ინტერესი აქვს „საპარტნიორო ფონდს„ და რატომ არ შემოჰყავს „რესპუბლიკურ საავადმოყოფოში“ ინვესტორი, იმედაძე აღნიშნავს, რომ ფონდის ერთადერთი ინტერესი კლინიკის დაქცევაა. „მე ვიქნები ბედნიერი, რომ ასეთი კორუმპირებულებიდან ვიქნები დევნილი და მადლობა, რომ მომიწევს ბრძოლა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღორძინების საქმეში. ეს ბრძოლა გარკვეულ შედეგს აუცილებლად მოიტანს, რადგან ვიცი, მთავრობის დამოკიდებულება, ის, თუ როგორ სჭირდებათ ამ კლინიკის აღორძინება. ამ საკითხის გაჟღერება კი ჩემი მათდამი დახმარებაა,“ - აცხადებს იმედაძე. „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი სექტორში არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს კონკურენტი კომპანიები აქტიურად ვითარდებიან. „ევექსმა ყოფილი ლეჩკომბინატის კლინიკა გახსნა, ავერმა „მედიქლაბი“ , ინფექციური კლინიკა. ბევრი კლინიკა გაიხსნა. მაგრამ ჩვენ მაინც წარმატებით ვუწევთ კონკურენციას. 6 მილიონი ლარის ინვესტიცია გვაქვს გაკეთებული, 1 თეთრი არ გადმოურიცხია „საპარტნიორო ფონდს“. მისი ოფისების წყლის და დენის ფულს ჩვენ ვიხდით. ზოგიერთმა ექიმმა, რომლებსაც ლობისტები ჰყავთ, თავისი ნამუშევარი ფულით ოფისები გაიკეთეს, ნახევარი მილონი ოფისებში დახარჯეს და მათ წყლის და დენის ფულს დღემდე „რესპუბლიკური საავადმყოფო“ იხდის. ეს ახლა ნორმალურია? ამას ვებრძვი. მე ვერ გამაჩუმებენ. მივმართე მათ დაახლოებით 6 თვის წინ წერილით, რომ თუ ასე ფიქრობენ, მიმართონ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისთვის. არ ვამწვავებდი სიტუაციას, არ მინდოდა ეს დაპირისპირება საჯარო გამხდარიყო, თუმცა, იძულებული გავხდი. მინდოდა ცივილიზებულად მოგვარებულიყო,“-განმარტავს „რესპუბლიკური საავადმყოფოს “ დირექტორი. იმედაძე არ გამორიცხავს იმას, რომ „საპარტნიორო ფონდს“ სხვა დირექტორის დანიშვნა უნდოდეს. "კომერსანტმა" კომენტარისთვის "საპარტნიორო ფონდსაც" მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ოფიციალურ კომენტარს მალე გაავრცელებენ.
---
18.09.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
აკრძალული ხილის ეფექტი ანუ ლეგალიზაციის ხიბლი
---