მედიამონიტორინგი 18.10.2018
ტელევიზია
18.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
რუსთავში მშენებარე კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ვიტალი კაკრიაშვილი გარდაიცვალა. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. უბედური შემთხვევის მიზეზი უცნობია. რუსთავში მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე საათში სამშენებლო ობიექტზე შრომის ინსპექტორები მივიდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მშენებარე კორპუსი დეტალურად შეისწავლეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5626551
---
18.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 10:00
კერძო სექტორის წარმომადგენლებს შრომის კანონმდებლობის აღსრულებაში სისტემური მიდგომის არარსებობა აწუხებთ და საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულების დაბალ დონესაც უჩივიან. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ყველაზე მთავარ პრობლემად შრომის უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი მენეჯმენტ სისტემის დანერგვა სახელდება. კერძო სექტორის წარმომადგელებს უჭიერთ ახალი ვალდებულებების გააზრება და მათთან თანხვედრაში მოსვლა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5626737
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5626625
17.10
მაესტრო -დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5626041
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5625859
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5625631
---
17.10.2018
არხი: I არხი
გადაცემა:
ვიზიტიდან შვიდ თვეში სახალხო დამცველი სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩავიდა. მორიგი მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ ომბუდსმენის მიერ მარტში გაცემული რეკომენდაციების ნაწილი სრულდება.
https://1tv.ge/video/vitareba-suramis-fsiqiatriul-centrshi/
იმედი-ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5625670
რუსთავი 2 -კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5625822
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5625813
---
17.10.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
პალიატიური მკურნალობა - ეს არის სამედიცინო მომსახურება, რომლითაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, თუმცა ამ მეთოდით შესაძლებელია პირის მდგომარეობის დროებით შემსუბუქება. სახელმწიფო პროგრამას აჭარაში კლინიკა ,,მედ - ცენტრი“ ახორციელებს. ირკვევა, რომ ქვეყანაში პალიატიური მკურნალობა მოძველებული მეთოდით ხდება, რის გამოც ათასობით პაციენტებს ტკივილი მაინც ტანჯავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5626381
---
17.10.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ძალადობენ თუ არა მცირეწლოვნებზე საბავშვო ბაღებში? ერთ-ერთ საქმეზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ბავშვის დედა სკოლამდელი დაწესებულებას უჩივის. ბრალდებები მიუღებელია საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისთვის. გუშინ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტომასალა, რომელშიც ჩანს შესაძლო ძალადობის ფაქტი. სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე წელს სკოლამდელ დაწესებულებაში შესაძლო ძალადობის ან ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5626130
---
ინტერნეტი
17.10.2018
მედიასაშუალება:
---
18.10.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40184/rustavshi-msheneblobidan-gadmovardnili-mamakatsi-gardaitsvala
რუსთავში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, - ამის შესახებ „ლიბერალს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მამაკაცი, რომელიც მშენებლობაზე იყო დასაქმებული, მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა. როგორც „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. რუსთავში იმ ობიექტს, საიდანაც მუშა ჩამოვარდა, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. „ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება. სამაშველო ჯგუფი წასულია ობიექტის შესასწავლად და დამატებითი ინფორმაცია პირველადი მოკვლევის შემდგომ იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა ფერაძემ.
---
17.10.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40178/shromis-inspeqtirebis-departamenti-rustavshi-im-obieqts-sheistsavlis-saidanats-musha-chamovarda
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი რუსთავში იმ ობიექტს შეისწავლის, საიდანაც მუშა ჩამოვარდა
რუსთავში იმ ობიექტს, საიდანაც მუშა ჩამოვარდა, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. „ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება. სამაშველო ჯგუფი წასულია ობიექტის შესასწავლად და დამატებითი ინფორმაცია პირველადი მოკვლევის შემდგომ იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა ფერაძემ. რუსთავში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, 47 წლამდე ასაკის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/516886-shromis-inspektirebis-departamenti-rustavshi-im-obiekts-sheiscavlis-saidanac-musha-chamovarda
---
17.10.2018
მედიასაშუალება: http://presa.ge/?m=society&AID=69532
რუსთავში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადავარდა
რუსთავში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადავარდა. 47 წლის მამაკაცი მეოთხე სართულიდან ჩავარდა. დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფეხის ღია მოტეხილობა აღენიშნება და დიდი რაოდენობის სისხლი აქვს დაკარგული. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
---
17.10.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/lomjaria-suramis-phsiqiatriul-saavadmqhophoshi-shedarebac-ar-sheidzleba-im-pirobebtan-rac-iqho/
ლომჯარია: სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შედარებაც არ შეიძლება იმ პირობებთან, რაც იყო
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა და მისი რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.სახალხო დამცველმა ფსიქიატრიული საავადმყოფოს მონიტორინგი მიმდინარე წლის 5 მარტს ჩაატარა, როდესაც არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემო პაციენტებისთვის ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებად შეაფასა. საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა. მარტის მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების, მძიმე ყოფის ამსახველი ფოტომასალის გავრცელების და მედიის განსაკუთრებული აქტივობის შედეგად – დღეს დაწესებულებას ახალი მენეჯმენტი ყავს, რომელიც არსებული ბიუჯეტის ფარგლებშიც კი ახორციელებს ძირეულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს. „ჩემი ვიზიტის მიზანია იმის ნახვა, თუ რა ვითარებაა, რა გაკეთდა, მოვისმინე ასევე სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება წარმატებული მაგალითი იქნება, რომ მონდომების, ყურადღებისა და არსებული თანხის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება თუნდაც, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მოწესრიგება. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო სამინისტროს მხრიდანაც მსგავსი ტიპის დაწესებულებების მიმართ. მიხარია, რომ ჩვენს აქტიურობას, ასევე მედიის აქტიურობას რეალური შედეგი მოყვა. შედარებაც არ შეიძლება იმ პირობებთან რაც იყო. თუმცა, არც სხვა დაწესებულებებში არის კარგი მდგომარეობა და მე პირადად გავაგრძელებ სხვა დაწესებულებების მონიტორინგს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში. სახალხო დამცველი აგრძელებს დახურული დაწესებულებების მონიტორინგს და ამ მიზნით ნინო ლომჯარია დასავლეთ საქართველოში მიემგზავრება.
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sakhalkho-damtsvelma-suramis-fsiqiatriuli-saavadmkofo-moinakhula/51055
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/213304
ნიუს.ჯი- https://news.ge/saxalxo-damcvelma-suramis/
პია.ჯი- https://pia.ge/post/229060-saxalxo-damcvelma-suramis-fsiqiatriuli-saavadmyofo-moinaxula
---
17.10.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/425803
რატომ არ აპირებს რუსული მხარე ლუგარის ლაბორატორიაში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას – მარია ზახაროვა “კვირას” პასუხობს
ეს ღონისძიება არა კითხვებზე პასუხის გაცემას, არამედ დისკუსიის სხვა მიმართულებით წაყვანას ემსახურება, – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ვიდეოხიდისას, “მოსკოვი-თბილისი-ტალინი-კიშინიოვი” მედიაჰოლდინგ “კვირას” მიერ დასმულ კითხვას. “კვირა” დაინტერესდა, თუ მოსკოვს არა ბრალდებები, არამედ კითხვები აქვს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რატომ თქვა რუსულმა მხარემ უარი 14-15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო სემინარში მონაწილეობაზე. “ჩვენთვის ცნობილია ამ ვიზიტის შესახებ, თუმცა ვთვლით, რომ ეს ღონისძიება არა კითხვებზე პასუხის გაცემას, არამედ დისკუსიის სხვა მიმართულებით წაყვანას ემსახურება. მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ ამ ღონისძიებების პროგრამა ლაბორატორიის ვერიფიკაციას ვერ უზრუნველყოფს. ვერიფიკაციისთვის შესაბამისი მექანიზმები არსებობს. საკითხზე გაცილებით ვრცელი კომენტარი განთავსებულია ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე და ის ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ 13 აგვისტოს ჟენევაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის წევრი ქვეყნების თათბირზე, რუსეთის დელეგაციამ, ასევე, გააკეთა არგუმენტირებული კომენტარი ამ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ და წევრ ქვეყნებს წარუდგინა საკუთარი არგუმენტირებული აზრი ამის შესახებ”, – განაცხადა მარია ზახაროვამ “კვირას” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, 14-15 ნოემბერს, საქართველოს, გერმანიის მთავრობისა და გაეროს ეგიდით, თბილისში “ბიოლოგიური ლაბორატორიების შეფასების სავარჯიშო” ჩატარდება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ ღონისძიებაზე “ლუგარის ლაბორატორიის” საქმიანობით დაინტერესებული რუსი ექსპერტებიც არიან მოწვეულნი.
---
17.10.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/saqartvelos-parlamenti-evrosabtchos-saparlamento-asambleis-qvekomitetebis-gaertianebul-shekhvedras-maspindzlobs/
საქართველოს პარლამენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრას მასპინძლობს
საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა იმართება. ვეკომიტეტების გაერთიანებული სხდომის მონაწილეებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა, რომელმაც ღონისძიების საქართველოში გამართვის მნიშვნელობასა და ზოგადად, სპორტის განვითარების საკითხებზე ისაუბრა. საქართველოს პარლამენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრას მასპინძლობს „როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, სახელმწიფო მოხელისთვისა და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს, ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის, და ბავშვთა ქვეკომიტეტის გაერთიანებულ შეხვედრას. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მასპინძლობა იქნება დიდი წარმატების მომტანი ჩვენი საერთო ძალისხმევისთვის – დავიცვათ სპორტის მთლიანობა და ხელი შევუწყოთ სპორტის პოტენციალის სრულად გამოყენებას. ყველანი ვთანხმდებით, რომ სპორტს აქვს უნიკალური პოტენციალი ხელი შეუწყოს: ადამიანის ჯანმრთელობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებების დაცვას და ზოგადად სტიმული მისცეს საზოგადოების სოციალური და ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარემ სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე საუბრისას, აღნიშნა რომ „სამი ძირითადი პრინციპის გამოყენების პირობებში, ჩვენ უფრო მალე მივაღწევთ საერთო წარმატებას და ეს სამი პრინციპია – პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა და ძალების კონსოლიდაცია!“. გამოსვლის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სუბიექტს, ვინც თითო აგურს დებს სპორტული მთლიანობის დაცვის პროცესში. „მინდა გამოვიყენეო ეს შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი ქვეკომიტეტების საორგანიზაციო ჯგუფს. განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის სამდივნოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და რა თქმა უნდა საქართველოს პარლამეტის აპარატის თანამშრომლებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. გაერთიანებული შეხვედრის გახსნით ნაწილზე მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია წარსდგნენ. შალვა გოგოლაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ევროსაბჭოს მინისტერიალის გაგრძელებაა, რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა და რომლის განსახილველ თემებს სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. „ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს შესაბამის ქმედებებს, რათა აღნიშნული გამოწვევები – ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციული ელემენტები რაც შეიძლება მეტად იქნეს აღმოფხვრილი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ბავშვთა უფლებების დაცვის პრობლემატიკის დროულ იდენტიფიცირებაზე და სამინისტროს მხრიდან, შესაბამისი რეფერირების მნიშვნელობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში თამილა ბარკალაიამ. მისი განცხადებით, მსხვერპლი ბავშვისთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სპორტში ჩართულობაა. ამიტომ სპორტი სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობისგან თავისუფალი უნდა იყოს. საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრაზე ორი დღის განმავლობაში, საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები დახურულ ფორმატში, სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სპორტში ადამიანის უფლებების დაცვის და სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპარლამენტო ქმედებების გაძლიერების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობიან და დისკუსიას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=82379
ნიუს.ჯი- https://news.ge/sakartvelos-parlamenti-evropis/
---
17.10.2018
,,ექიმები გადასხმას შიშველი ხელებით აკეთებენ... ზეწრები სულ სისხლშია ამოსვრილი"- რა ვითარებაა ვანის საავადმყოფოში
ვანის საავადმყოფოში არსებულ მძიმე სანიტარულ პირობებზე პაციენტები საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, ახლადგახსნილ საავადმყოფოში ანტისანიტარია და სიბინძურეა. "მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღშფოთება ვანის საავადმყოფოს შესახებ. ახლობელს სასწრაფოდ მოუწია გადასხმა გაეკეთებინა და მოგვიწია ვანის ამ დაწესებულებაში წავსულიყავით. სიტუაციამ შოკში ჩამაგდო. ექიმები გადასხმას შიშველი ხელებით აკეთებენ. ზეწრები სულ სისხლშია ამოსვრილი. ბინძურ საპირფარეშოში სრული ანტისანიტარიაა. გაინტერესებთ რამდენი გადავიხადეთ ამ პირობებში მხოლოდ რინგერში? -75 ლარი,"-აცხადებს ვანის საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი. "ერთი წუთით არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთან ხდება. მაღალ დონეზეა დაცული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები,"-ამბობს ვანის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი მაკა ზარნაძე. ვანის ცენტრალური საავადმყოფო 2016 წლის ივნისში , " ჯი პი აი ჰოლდინგის" ინვესტიციით გაიხსნა.
---
17.10.2018
მედიასაშუალება: http://www.accentnews.ge/ge/news/details/60987
რატომ იმეტებს სახელმწიფო უკურნებელ პაციენტებს ტკივილისთვის
---