From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-19.09.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 19.09.2018 08:04
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 19.09.2018

ტელევიზია

19.09.2018

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 68-ე სესია გრძელდება. მონაწილე 53 ქვეყნის წარმომადგენელიდან სესიის აღმასრულებელ პრეზიდენტად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აირჩიეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550810

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5551298

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550859

---

 

18.09.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ალკოჰოლური სასმელების ხელმისაწვდომობისა და რეკლამირების შესახებ მედიაში გავრცელებულ განცხადებას „სისულელეს“ უწოდებს და განმარტავს, რომ არანაირი ტიპის დოკუმენტის გადაგზავნა პარამენტში არ იგეგმება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550707

---

 

18.09.2018

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

იუსტიციის სახლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული პირებისთვის ახალი სერვისები დაინერგება. დღეიდან მათ საშუალება ექნებათ საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსთან და შემწეობასთან, ასევე სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული განაცხადები სწორედ იუსტიციის სახლებში წარადგინონ. გრიგოლ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ყველა მომსახურება, რომელიც სამინისტროს აქვს ახლა უფრო ხელმისაწვდომი ხდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550478

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550203

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550156

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550329

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5549737

---

 

18.09.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი

თემა, რომელიც 50 ათასს კომპანიას შეეხება. კერძო სექტორს, რომლსაც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის პროფილი მითითებული არ ექნებათ, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ საქმის კურსსს შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა. მისივე თქმით, სანქცირების მექანიზმი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება.

http://www.bm.ge/ka/video/ra-cvlilebebi-elis-kerdzo-seqtors/9866/

---

 

18.09.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

ცხადია, თუ სამუშაო ადგილი არ არის მას ვერც დაიკავებ, სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილები არის, უბრალოდ სტრატეგიაა სწორი საჭირო, რომ მონახო და შეავსო მაშინაც კი, როდესაც ხარ უნდარშეზღუდული. ჯობს ქოუჩი სწორედ ერთი ასეთი ინსტრუმენტია, მრავას შორის, რომელსაც იყენებს სააგენტო დასასაქმებლად. მარიამ ბეზარაშვილი სააგენტოს ხელმძღვანელი ისაუბრებს დასაქმების თემაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5549703

---

 

18.09.2018

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტსა და საპარტნიორო ფონდს შორის, კლინიკის თანამშრომლები პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, საავადმყოფოში ფინანსური პრობლემებია, ასევე საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. სააპარტნიორო ფონდში კი სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ რთულ ვითარებას, არასწორ მენეჯმენტს უკავშირებენ. უკვე ცნობილია, რომ საკითხის შესწავლის მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550486

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550082

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550003

---

 

 

18.09.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00       

აღსრულების ნაწილში არსებული ხარვეზების გამო, პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის შემსუბუქებას გეგმავს. პირველი მაისიდან ამოქმედებული ცვლილების ნაწილი შეიძლება გაუქმდეს. კონკრეტულად საუბარია, მოწევის დაშვებაზე საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების ეზოებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში. ასევე უნდა დარეგულირდეს თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისას მისი განთავსების საკითხი. მოწევა შეძლება დასაშვები გახდება სპექტაკლების დროსაც, თუ აუცილებლობით იქნება გამოწვეული. ახალი რეგულაციები შეეხება სათამაშო ბიზნესსაც. მოწევა შეიძლება დაშვებული გახდეს სათამაშო აპარატების დარბაზებსა და სამორინეებში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5549953

---

 

18.09.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

პარლამენტმა დაიწყო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვა. ამ საკითხში დეპუტატები მეტ-ნაკლებად თანხმდებიან. მიდგომა მკაცრი იქნება, რათა საკონსტიტუციოს ვერდიქტი მკადფიო საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს. გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ მის უწყებას არა მხოლოდ მარიხუანის მოხმარებაზე, არამედ კანაფის მოყვანაზეც სრული კონტროლი შეუძლია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550322

---

 

18.09.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ამომრჩევლის პირისპირ

კანაფის მოყვანა-რეალიზების საკითხი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5550650

---

 

ინტერნეტი

18.09.2018

მედიასაშუალება: http://new.ipn.ge/ka/article/512600-janmrtelobis-msoplio-organizacia-sakartvelom-shezguduli-resursebis-pirobebshic-epekturad-ganaxorciela-jandacvis-saqoveltao-xelmisacvdomoba

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - საქართველომ შეზღუდული რესურსების პირობებშიც, ეფექტურად განახორციელა ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 68-ე სესია გრძელდება. მონაწილე 53 ქვეყნის წარმომადგენლიდან, სესიის აღმასრულებელ პრეზიდენტად, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აირჩიეს, რომელიც დღევანდელი სესიის წამყვანი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმოს წარმომადგენელთა წინაშე დღეს სიტყვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოვიდა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნებზე ისაუბრა. „მდგრადი განვითარების მიზნები აერთიანებს მრავალ მნიშვნელოვან ფაქტორს. საქართველოს მთავრობის სერიოზული მიღწევა იყო 2012 წელს ძირითად პრიორიტეტად ჯანმრთელობის დაცვის გამოცხადება. ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით მოვახდინეთ ისეთი კომპონენტების ინტეგრირება, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნები, ძირითადი სტატისტიკა და ჯანდაცვის საფუძვლები-ხარისხი, მიწვდომადობა და ფასი. ძირითადად ეს არის მდგრადი განვითარების ანატომია. საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება იყო ძალიან ამბიციური გამოწვევა“.- განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრი გამოსვლაში, მადლობას უხდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერის გარეშეც საქართველოსთვის, მსგავსი სახის რეფორმების განხორციელება რთული იქნებოდა. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არის მნიშვნელოვანი გასაღები, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების უმეტესობას ესადაგება. მინისტრმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, ისეთზე როგორიცაა: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, პირველადი ჯანდაცვა და ა.შ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზციაში, საქართველოს მაგალითს სხვა ქვეყნებსაც უზიარებენ და აცხადებენ, ქვეყანამ შეძლო არჩევანის გაკეთება და შეზღუდული რესურსების პირობებშიც, ეფექტურად განახორციელა ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობა.

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=71640

აიპრეს.ჯი- https://www.ipress.ge/new/124786-sergeenko-2013-tsels-sayoveltao-jandacvis-programis-amoqmedeba-iyo-dzalian-ambiciuri-gamotsveva

---

 

18.09.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/iusticiis-sakhlebs-devnili-mosakhleobistvis-gankutvnili-ramdenime-momsakhureba-daemata/

იუსტიციის სახლებს დევნილი მოსახლეობისთვის განკუთვნილი რამდენიმე მომსახურება დაემატა

იუსტიციის სახლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოქალაქეებისათვის ახალი სერვისი დაინერგა. დღეიდან მათ საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შემწეობასთან, ასევე, სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებები იუსტიციის სახლებში წარადგინონ და შესაბამისი სერვისი მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის იუსტიციის სახლში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მსგავსი მომსახურების მიღება იძულებით გადაადგილებულ პირებს მხოლოდ სამ ქალაქში შეეძლოთ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები დევნილები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში უნდა ჩასულიყვნენ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ერთეულებისათვის მხოლოდ ამ ქალაქებში მიემართათ, რაც მგზავრობის ფინანსურ ხარჯებსა და დროის დანაკარგთან იყო დაკავშირებული. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კი, დევნილებს საქართველოს მასშტაბით ყველა იუსტიციის სახლში მოემსახურებიან. იძულებით გადაადგილებულ პირებს აღარ მოუწევთ სასურველი სერვისისთვის საქართველოს დიდ ქალაქებში გამგზავრება. ისინი მომსახურებას მიიღებენ იუსტიციის სახლებში მთელი საქართველოს მასშტაბით: ზუგდიდში, მესტიაში, ახალციხეში, მარნეულში, ყვარელში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, გურჯაანში, ოზურგეთში, გორში, თბილისში, ფოთში, თიანეთში, ბორჯომში, ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ონში. სერვისების მიწოდების სფეროში იუსტიციის სახლი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2017 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს − ეკომიგრანტები საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის თხოვნით განცხადებებს იუსტიციის სახლებში წარადგენენ. იუსტიციის სახლების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს 400-მდე მომსახურება მიეწოდებათ. მათ შორისაა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორების სერვისები. იუსტიციის სახლში მომსახურების მიღება თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მინიმალურ დროშია შესაძლებელი. როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, იუსტიციის სახლის სერვისების სფერო მუდმივად ფართოვდება. „2013 წლიდან იუსტიციის სახლში შესაძლებელია my.gov.ge პორტალზე რეგისტრაცია; 2015 წლიდან უწყება გასცემს საიმიგრაციო ვიზებს, სამოგზაურო დაზღვევას, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს სერვისებს (ჯამში 20 სერვისი). 2016 წლიდან იუსტიციის სახლში შესაძლებელი გახდა შემოსავლების სამსახურის სერვისების მიღება (ჯამში 10 სერვისი), დაინერგა პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და მათთვის დაბადების მოწმობასთან ერთად პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს. 2017 წლიდან იუსტიციის სახლებში დევნილთა საარსებო წყაროების შექმნისა და გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერის პროექტი ამოქმედდა; დაინერგა ეკომიგრანტებისათვის განკუთვნილი 7 სერვისი, შესაძლებელი გახდა ნასამართლეობის ცნობის აღება; ამოქმედდა უძრავი ქონების სადაზღვევო მომსახურება. 2018 წლიდან იუსტიციის სახლი გასცემს საერთაშორისო სიმ-ბარათებს, ლიცენზიებს ტაქსის მძღოლებისათვის, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 31 სერვისს. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან იუსტიციის სახლი მომხმარებელს ბიზნესის ავტომატიზაციის პროგრამებს შესთავაზებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=71638

აიპრეს.ჯი-     https://www.ipress.ge/new/124787-iusticiis-sakhlebis-kidev-erti-akhali-servisi-amjerad-idzulebit-gadaadgilebuli-pirebisatvis

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/iustitsiis-sakhlebis-kidev-erti-akhali-servisi-dainerga/49645

კვირა.ჯი- http://kvira.ge/420238

---

 

18.09.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/vis-evaleba-bavshvze-dzaladobis-shemtxvevis-gamovlena

ვის ევალება ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა

დევნილთა, შრომის, კანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დაწესებულებას, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის: სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საუბნო სამსახურსა თუ საპატრულო პოლიციას ევალება გამოავლინოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევები. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის ან ფაქტის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ განყოფილებას წერილობით, ან დარეკოს ცხელ ხაზზე: ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორი. კერძოდ, ბავშვზე სხეულის დაზიანებების ნიშნების არსებობა (სილურჯეები, ახალი ჭრილობები, ახალი ნაკაწრები, ახალი იარები, გაძნელებული სიარული, შეშუპებული სხეულის ნაწილები, მოტეხილობები); ბავშვის საეჭვო ქცევა (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სკოლაში სიარული, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ სწავლობს, მოუვლელია, არ უნდა სახლში დაბრუნება, ასაკის შეუფერებლად სექსუალურია, აქვს სექსის შესახებ ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, ვერ ხსნის ტრავმის მიზეზებს). სააგენტოს უფლებამოსილება, ამ პროცედურების ფარგლებში, მოიცავს: • ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასებას; • შემთხვევის მართვას; • კონსულტირებას; • საჭირო მომსახურებებში ბავშვის განთავსებას; • ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას. ივლისში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს სცემენ.

---

 

18.09.2018

მედიასაშუალება: http://fortuna.ge/aq-arc-imeds-madzleven-da-arc-cnobas-sazghvargaret-mkurnalobistvis-yofili-djurnalisti-parlamenttan-shimshilobs/

აქ არც იმედს მაძლევენ და არც ცნობას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის – ყოფილი ჟურნალისტი პარლამენტთან შიმშილობს

ყოფილი ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე პარლამენტთან შიმშილობს. ის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ვასილ სილაგაძეს 15 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ყველაფერი 2003 წლიდან დაიწყო, როცა მას ავტომობილი დაეჯახა. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია და მკურნალობის კურსი ჩაუტარდა, 2009 წელს ფეხზე დადგომა შეძლო, თუმცა მკურნალობას კვლავ საჭიროებს. როგორც ჟურნალისტი „ფორტუნასთან“ ყვება, მანამდე არა ერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა, დაფინანსება ვერ მიიღო. „ახლა ჯანდაცვის სამინისტრომ მომთხოვა ექიმი, რომელიც დამიწერს, რომ მესაჭიროება უცხოეთში რეაბილიტაცია. თუ ასეთ ცნობას მივიტან, დამაფინანსებენ,“ – ამბობს ვასილ სილაგაძე. სილაგაძე ამბობს, რომ ასეთი ცნობის მიღება ვერ შეძლო. მისივე ინფორმაციით, ყოფილი ჟურნალისტი მის მისაღებად რესპუბლიკური საავადმყოფოს სპორტული რეაბილიტაციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც მისივე თქმით, რეაბილიტაციასაც გადიოდა. „დეპარტამენტის უფროსმა, პალიკო კასრაძემ მითხრა, რომ თუ ასეთ ცნობას გასცემს, სამსახურს დაკარგავს. რატომ დაკარგავს მიზეზი არ უთქვამს, თუმცა მივხვდი, რომ ზოგადად არ გასცემენ ასეთ ცნობას, გაფრთხილებული არიან, რომ არ გასცენ. ამიტომ, რეაბილიტიის მოთხოვნას დავამატე პარლამენტის თავმჯდომარესთან მოთხოვნა, პარლამენტის დამტკიცებულია მინისტრი და ახლა ამაზე პასუხი გამცენ,“ – აღნიშნავს ვასილ სილაგაძე. „ფორტუნა“ საკითხის გასარკვევად რესბულიკურ საავადმყოფოს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ რეაბილიტაციის ის პროცედურები, რომლის დაფინანსებასაც ვასილ სილაგაძე საზღვარგარეთ ითხოვდა, ხელმისაწვდომია საქართველოშიც. საავადმყოფოში განმარტეს, რომ ცნობას საზღვარგარეთ მკურნალობა-რეაბილიტაციის საჭიროებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, როცა პაციენტს ისეთი ჩარევა სჭირდება, რომლის უზრუნველყოფაც საქართველოში ვერ ხერხდება. „ფორტუნა“ ასევე დაინტერესდა, რამდენი ასეთი ცნობა აქვს წელს გაცემული რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობის ან რეაბილიტაციის პროცედურების საჭიროებაა დაფიქსირებული, რაზეც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ კლინიკა “ემერჯენსის” ტიპისაა და მსგავსი ცნობები აქედან გამომდინარე, ხშირად არ გაიცემა. ვასილ სილაგაძე სხვადასხვა პროცედურებს 2003 წლიდან იტარებს, 4 წელია მოძრაობა შეუძლია, თუმცა, მუდმივი ტკივილები აქვს მარჯვენა ქვედა კიდურში და ამავე ფეხს თითქმის ვერ ამოძრავებს, ვერ ამოძრავებს მარჯვენა ხელსაც. ვასილ სილაგაძე ახლა “ნიუჰოსპიტალში” მკურნალობს. ამბობს, რომ თითო პროცედურას, რომელსაც 3-4 თვეში ერთხელ იტარებს, მინიმუმ 600 ლარი სჭირდება, უკეთესობის იმედს კი, მაინც არ აძლევენ. როგორც აღნიშნავს, სხვა პასუხი აქვთ გერმანიის კლინიკებს. „აქ მეუბნებიან, რომ ძველი ტრავმაა და არაფერი მეშველება. გერმანიაში გავაგზავნე დოკუმენტები და 3 კლინიკიდან მოვიდა პასუხი, რომ მკურნალობას ექვემდებარება. ბოლო კომუნიკაცია „პაუელ მედში“ მქონდა, სადაც მითხრეს, რომ 75% აღდგება. აქ მეუბნებიან, რომ იქ რა თანხაც უნდა დავხარჯო, სჯობს აქ მოვიტანო და აქ გავიარო რეაბილიტაცია. პერიოდულად ხელი და ფეხი მისივდება და პროცედურებს, რომელიც უნდა ჩავიტარო, 600 ლარი სჭირდება, რომელიც ბლის ხეს არ აქვს მოსხმული,“ – ამბობს ვასილ სილაგაძე.

---

 

18.09.2018

მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/9517-kvleva-bavshvebis-sisxlshi-tybviis-shemzvelobis-dasadgenad-%2020-seqtembridan-daixybeba

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა 20 სექტემბრიდან დაიწყება

საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა იწყება, რომლის ფარგლებში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასაც შეისწავლიან. სამუშაოები 20 სექტემბერს დაიწყება და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით 2-7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს სისხლს ვენიდან აუღებენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გუნდის წევრები, რომელებიც ოჯახებს ესტუმრებიან, მშობლებს და ბავშვებს შეეკითხებიან, თანახმა არიან თუ არა სისხლის აღებაზე. სისხლის ნიმუშები იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს. „ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ზუსტი წარმოდგენა, რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ცალკეული შემთხვევები, რომლებიც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განვაზოგადოთ“, - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი თინათინ ბაუმი. სისხლში ტყვიის შემცველობის საკითხის აქტიური განხილვა საქართველოში გასულ წელს დაიწყო. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მომხმარებლები გააფრთხილა, რომ საქართველოში ნაყიდ ან იქიდან ჩატანილ სანელებლებს ტყვიის იმაზე მაღალი შემცველობა აქვს, ვიდრე აშშ-ს მაღაზიებში ნაყიდ სანელებლებს. დეპარტამენტი მომხმარებლებს აფრთხილებდა, რომ ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, ვინაიდან ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, გაზარდოს სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში.

---

 

18.09.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/politika/198290-qalkoholur-sasmelebze-aranairi-shezghudvebis-datseseba-ar-igegmebaq.html?lang=ka-GE

"ალკოჰოლურ სასმელებზე არანაირი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ალკოჰოლური სასმელების ხელმისაწვდომობისა და რეკლამირების შესახებ მედიაში გავრცელებულ განცხადებას "სისულელეს" უწოდებს და განმარტავს, რომ არანაირი ტიპის დოკუმენტის გადაგზავნა პარამენტში არ იგეგმება. როგორც იმნაძემ bm-თან საუბრისას განმარტა, საუბარია 2015 წლის შიდა მოხმარების დოკუმენტზე, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მოიცავს. "ეს არის აბსოლუტური სისულელე. არავითარი დოკუმენტის პარლამენტში განხილვა არ იგეგმება. ეს დოკუმენტი არის შიდა მოხმარების დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან არსებობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს გულისხმობს" - განმარტავს პაატა იმნაძე.

---

 

18.09.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/samarthali/198291-thambaqos-mokhmarebis-kuthkhith-datsesebuli-shezghudvebi-akrdzalvebi-da-sanqciebi-msubuqdeba.html?lang=ka-GE

თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები მსუბუქდება

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება. ამ მიმართულებით "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააცნო. როგორც დეპუტატმა განმარტა, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში აღსრულების კუთხით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა. "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იხსნება შეზღუდვა უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით. ამასთან, დგინდება გარკვეული პირობები - კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას. ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი. გარდა ამისა, გამონაკლისის სახით, თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით. თამბაქოს მოწევა ასევე დასაშვები ხდება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის მიერ სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთან, სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები საჯარიმო თანხის ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი ნორმით, 500 ლარით ჯარიმდება. პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებით კი, ეს თანხა 200 ლარს შეადგენს. შესაბამისად, იგი დარღვევის შემთხვევაში, 500 ლარის ნაცვლად, 200 ლარს გადაიხდის, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1000 ლარის ნაცვლად, 400 ლარს. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირი დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, განმეორებისას - 200 ლარით. როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის კუთხით, სხვა რაიმე გამონაკლისის დაშვება აღარ მოხდება.

---

 

18.09.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/respublikuri-saavadmyofos-direqtori-klinikashi-saxelmwifo-auditis-samsaxurtan-ertad-finansuri-policiis-da-prokuraturis-shesvlas-itxovs

ავთანდილ იმედაძე: საპარტნიორო ფონდს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური პრობლემები მას შემდეგ გაახსენდა, რაც მათ მავნებლურ პოლიტიკას დავუპირისპირდი

„საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებას მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ეხმაურება. ავთანდილ იმედაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ის მზადაა ნებისმიერი ტიპის შემოწმებისთვის. მისი ინფორმაციით, თუ საქმეს სჭირდება კლინიკაში შევიდეს როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ისე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა.როგორც იმედაძე მოითხოვს, ფინანსური დოკუმენტაციის და ზოგადად, აღნიშნული საქმის დეტალების გასაჯაროებას, რათა საზოგადოებამ დაინახოს ტყუილ-მართალი. „საპარტნიორო ფონდის განცხადება ცილისმწამებლურია და მიმართულია ჩემი დისკრედიტაციისაკენ. თუმცა, მათ ეს არ გამოუვათ. საპარტნიორო ფონდს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური პრობლემები მას შემდეგ გაახსენდა, რაც მათ მავნებლურ პოლიტიკას დავუპირისპირდი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში არანაირი ფინანსური დარღვევები არ არსებობს. რაც შეეხება აუდიტის შემოწმებას, მე მათ 2 თვის წინ მივმართე წერილით, რომ თუ თვლიდნენ, რომ ის რეკომენდაციები, რაც ერთ-ერთმა აუდიტორულმა კომპანიამ გასცა, არის და აღიქმება ფინანსურ დარღევევად, მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისადმი. ეს ჩემი თხოვნა იყო. თუ კლინიკაში ფინანსური დარღვევები იყო, აქამდე რატომ არ ვართ დაჭერილები და რატომ არ არის ეს საქმე შესაბამისი სტრუქტურებისთვის გადაცემული? როცა ჩვენ მწვავე განცხადებების გაკეთება დავიწყეთ მაშინ გაახსენდათ აუდიტის სამსახური? “-აცხადებს იმედაძე. კითხვაზე, ხომ არ არსებობს ინტერესი იმისა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფო“ და მისი მიმდებარე ტერიტორია გასხვისდეს, იმედაძე განმარატავს, რომ მთავრობის პოლიტიკა და სურვილია ის, რომ ქვეყანაში ერთი სახელმწიფო კლინიკა არსებობდეს. ანალოგიური სურვილი აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც, ამიტომ მსგავსი ინტერესი არ შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს. როგორც ცნობილია, „რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ გუშინ „კომერსანტთან„ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან დაპირისპირების მიზეზებზე ექსკლუზიურად ისაუბრა. მისი განცხადებით, საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს განადგურება უნდა. იმედაძემ განაცხადა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე სწორედ მისმა მწვავე განცხადებებმა გააღიზიანა. „ დავით საგანელიძე. ის მივიდა საბჭოზეც. ამის შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ“-აცხადებდა გუშინ „კომერსანტთან“ იმედაძე. ავთანდილ იმედაძის განცხადებას,„საპარტნიორო ფონდმა“ ოფიციალური განცხადებითვე უპასუხა. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

---

 

ბეჭდვითი მედია

19.09.2018

მედიასაშუალება:  რეზონანსი

ლუგარის ლაბორატორიაზე გიორგაძის კომპრომატები პაციენტის გარდაცვალების ჩვეულებრივი სამედიცინო ფორმები აღმოჩნდა

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ირგვლივ ვნებათაღელვა პრაქტიკულად მისი გახსნის დღიდან არ ცხრება და დღემდე აქტუალური თემაა. რუსეთი ლაბორატორიას ბრალს სდებს, რომ მისი მიზანი ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნაა, სხვადასხვა სახის საშიში ვირუსის შემოტანა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკვე 2011 წლიდან კატეგორიულად უარყოფს. ამ დღეებში ლაბორატორიის ირგვლივ სკანდალი კვლავ დაიწყო და 13 სექტემბერს, რუსულ ტელეარხებზე მომზადდა რეპორტაჟების სერია, რომელიც მოსკოვში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის პრესკონფერენციას უკავშირდებოდა. აყოფილი მინისტრი, ვინც საქართველო 20 წელზე მეტი ხნის წინ დატოვა, პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა, რომ მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც აძლევს საშუალებას დაასკვნას, რომ აშშ-ის მხარდაჭერით აშენებულ ლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტები ტარდება. გიორგაძის თქმით, საუბარია "ცე" ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს იმ მოქალაქეებზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე, რომლებიც ექსპერიმენტულ მკურნალობას დათანხმდნენ. ყოფილმა მინისტრმა, კერძოდ, ჟურნალისტებს წარუდგინა 30-კაციანი სია, რომლებიც "ცე" ჰეპატიტზე მკურნალობას გადიოდნენ, საიდანაც 24 ერთ დღეს გარდაიცვალა. ეს დოკუმენტი ინგლისურ ენაზეა შევსებული და მას ხელს ჯანდაცვის სამინიტროს ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი ხატელიშვილი აწერს. დოკუმენტები 2015 წლით არის დათარიღებული. გიორგაძე ითხოვს, რომ ეს დოკუმენტები და მასალები საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ - შსს-ს, ხოლო 2012 წლის მერე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ხოლო მისი უშუალო განმკარგველი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძეა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო ადრე განაცხადა, რომ ლაბორატორიის მუშაობის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტები არიან მოწვეული. წინასწარი მონაცემებით, მეცნიერთა მორიგი ჯგუფის ჩამოსვლა ნოემბერშია დაგეგმილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყება ამერიკულ მხარეს საქართველოში ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს. "რეზონანსი" შეეცადა, გაერკვია იმ ადამიანის ვინაობა, ვინც იგორ გიორგაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ხელს აწერს. ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ გიორგი ხატელიშვილი ნამდვილად მუშაობდა სამინისტროში "ცე" ჰეპატიტის პროგრამაზე, თუმცა ის უკვე ორი წელია, სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის. მათი განცხადებით, ხატელიშვილი რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი არასდროს ყოფილა და "ცე" ჰეპატიტის პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. იგორ გიორგაძის ბრალდებებს "რეზონანსთან" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე პასუხობს. მისი თქმით, ბრალდებები აბსურდულია და გამოქვეყნებული დოკუმენტები არაფერს ამტკიცებს. იმნაძის განცხადებით, ეს არის მხოლოდ ადამიანის გარდაცვალებაზე შევსებული ჩვეულებრივი სამედიცინო ფორმა. იმნაძე ამბობს, რომ მით უმეტეს "ცე" ჰეპატიტის მკურნალობასა და ამ პროგრამას ლაბორატორიასთან არანაირი საერთო არ გააჩნია. "აბსოლუტური სისულელეა იმაზე საუბარი, რომ "ცე" ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს ამ ლაბორატორიაში ვმკურნალობთ. ასეთი სიბრმავე გაგონილა? ნუთუ "ცე" ჰეპატიტით დაავადებული ერთი ადამიანი ვერ ნახეს, ვინც დაადასტურებდა, რომ ლაბორატორიაში მას რაღაც ცდებს უტარებდნენ?! "მე რაც ვნახე, ეს დოკუმენტები არის ჩვეულებრივი სამედიცინო ფორმა ადამიანის გარდაცვალებაზე, სადაც წინასწარ, დასკვნის გარეშე ვერ ჩაწერენ, ადამიანი რით გარდაიცვალა. ეს ხომ ძალიან მარტივი რამ არის და ასეთი გულუბრყვილოები როგორ არიან?! საქართველოში რაც ეს პროგრამა შემოვიდა, 30 ათასამდე დაავადებული განვკურნეთ. ვინმეს უთქვამს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მკურნალობდა? "ეს ადამიანები, რომელთა დოკუმენტებიც გიორგაძემ გამოაქვეყნა, არიან მძიმედ დაავადებულნი და მათი გადარჩენა, ალბათ, ვერ შეძლეს. ზღაპრების მოგონებასაც ხომ თავისი საზღვარი აქვს?! ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ორი რამ არის წარმატებული, ერთი ეს ლაბორატორია და მეორე - "ცე" ჰეპატიტის პროგრამა. აი, ეს მიაბეს ერთმანეთს და დისკრედიტაციის უნიჭო მცდელობაა", - აცხადებს იმნაძე "რეზონანსთან". მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მესამე დონის დაწესებულებას წარმოადგენს. ყყ| საუკუნეში თითოეულ ქვეყანას სჭირდება ლაბორატორიები, რათა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში და სხვებს დახმარებისათვის არ მიმართონ. იმნაძე ამბობს, რომ მესამე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია მეტ-ნაკლებად განვითარებულ თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში - ყველა სერიოზულ უნივერსიტეტს. ის განმარტავს, რომ მესამე დონის ლაბორატორიაში მხოლოდ იმ პათოგენებზეა დასაშვები მუშაობა, რომლებიც შენს ქვეყანაშია გავრცელებული და არ შეიძლება ისეთი საშიში ვირუსების (მაგალითად, ებოლას ვირუსი) კულტივირება, შენახვა და მათზე კვლევები, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთ ვირუსებზე სამუშაოდ საჭიროა მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია. "ვინც კი ოდნავ მაინც ერკვევა მიკრობიოლოგიაში, მიხვდება, რომ ასეთ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ვერ დაამზადებენ. ამ ლაბორატორიაზე ეს ბრალდებები დაუსრულებლად გრძელდება. უბრალოდ, შესაფერისი აღჭურვილობა იქ არ არის და, თანაც, ლაბორატორია ღიაა ყველა პროფესიონალისათვის, როგორც ქართული კვლევითი დაწესებულებებიდან და უნივერსიტეტებიდან (მათ შორის - სტუდენტებისათვის), ასევე ახლო თუ შორეული ქვეყნების პარტნიორებისათვის. "რუსი მეცნიერებიც არაერთხელ ყოფილან და უმუშავიათ კიდეც ლუგარის ლაბორატორიაში. ძალიან კარგად იციან, აქ რაც ხდება. ამ ლაბორატორიაში სხვადსხვა ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ. ამერიკელები, თურქები, გერმანელები, აზერბაიჯანელები, თავად რუსებიც იყვნენ. რით ვერ გაარკვიეს, რომ ეს სისულელეები არ ჭრის და ახალ-ახალ ბოდვებს იგონებენ", - აცხადებს იმნაძე. მისივე განცხადებით, ეს ლაბორატორია სრულიად საქართველოს განკარგულებაშია და სახელმწიფოს კუთვნილებაა. იმნაძე ამბობს, რომ ეს ლაბორატორია არის პროგრამა, რომელიც ამერიკის თავდაცვის სამინისტროში შემავალი "საფრთხის შემცველი სააგენტოს" მიერ არის დაფინანსებული. იმნაძე ამბობს, რომ ეს სააგენტო ასევე რუსეთსაც ეხმარებოდა, რათა ლაბორატორიები კარგ პირობებში ყოფილიყო და მსგავსი ვირუსებისაგან ქვეყნის მოსახლეობა დაცული ყოფილიყო. დარგის სპეციალისტები რიჩარდ ლუგარის ირგვლივ ატეხილ მუდმივ აჟიოტაჟს საზოგადოების არაინფორმირებულობას აბრალებენ. მათი აზრით, რუსეთი ამ თემით მუდმივად იმიტომ აპელირებს, რომ სააკაშვილმა ეს ლაბორატორია გახსნა როგორც რაღაც საიდუმლოებით მოცული დაწესებულება, სადაც განაცხადა, რომ ესაა აშშ-ის სამხედრო დახმარება, ლაბორატორია თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარა, ყველაფერმა ამან კი ეჭვი უფრო გააძლიერა. ისინი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ახლა ეს ლაბორატორია დაავადებათა კონტროლის სააგენტოს დაქვემდებარებაში იმყოფება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5550764&name=19.09.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.09.2018

მედიასაშუალება:  ვერსია

როგორ გამოიყენებენ კანაფს ფარმაციასა და კოსმეტოლოგიაში?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5550838&name=19.09.2018+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---