From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-19.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 19.10.2018 07:57
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 19.10.2018

ტელევიზია

19.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 09:00

ვლადიმერ პუტინის განცხადებას ლუგარის ლაბორატორიაში გენეტიკური ცდების ჩატარების შესახებ  დავით სერგეენკო და ზურაბ აბაშიძე პასუხობენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5629196

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5629236

ტვ პირველი - დღის ამბები 11:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5629621

---

 

19.10.2018

არხი:   იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 09:00

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც იმედის დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვაზეა საუბარი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აფასებს. (მესამე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5629184

---

 

18.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 14:00

სამედიცინო სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების კონცეფცია წარადგინეს ჯანდაცვის სამინისტროს ტენინგცენტრში. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ და მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავამ ამ მიმართულებით სამინისტროს ხედვა სამედიცინო საზოგადოებას გააცნეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსის განათლებისა და პროფესიული რეგულირების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5627630

---

 

18.10.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:     მთავარი 21:00

ტრეფიკინგის შემთხვევები აჭარაში-10 თვეში ადამიანით ვაჭრობის 9 ფაქტი გამოვლიდა. თითოეულ მათგანზე დაწყებულია გამოძიება. პროკურატურა შრომითი ექსპლუატაციის საქმეს იძიებს. საქართველოში არსებობს ტრეფიკინგით დაზარალებულთა დახმარების ფონდი, რომელსაც დახმარებისთვის იშვიათად მიმართავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5628860

---

 

18.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 20:00

რა გახდა ქუთაისის 37 -ე საჯარო სკოლაში ბავშვები ინტოქსიკაციის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. ბავშვები მკურნალობას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადიან. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5628804

---

 

18.10.2018

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:     პალიტრა ნიუს 20:00

შრომის უსაფრთხოების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5628672

---

 

18.10.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:    მთავარი 18:00

შიდსის, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის დანერგვისა და განხორციელების მეთოდები აჭარაში. რეგიონში ბოლო წლების გრიპის ეპიდსიტუაცია სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ასევე გრიპზე ლაბორატორიული ზედამხედველობისა და ვაქცინოპროფილაქტის 2018 წლის 9 თვის შედეგები წარადგინეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5628430

---

 

18.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 17:00

კლინიკა კურაციო უარყოფს ინფორმაციას, რომ ლიფტი, რომლითაც პაციენტები გადაადგილდებიან ჩაწყდა. დაწესებულებაში განმარტავენ, რომ კარის გამღები მექანიზმი დაზიანდა, რამაც ავარიული გაჩერება გამოიწვია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5628310

---

 

 

ინტერნეტი

19.10.2018

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1539893383-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90

დავით სერგეენკო - უახლოეს დღეებში მივმართავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ლუგარის ლაბორატორიაში გამოგზავნოს მისია, რომელშიც რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩართვა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ თხოვნით, გამოგზავნონ ოფიციალური მისია, რომელშიც, სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას. „რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამოდენიმეჯერ მკაფიო განცხადება გავაკეთეთ იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან ჩვენ ვმართავთ, საქართველოს მთავრობა მართავს ამ ლაბორატორიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მკაფიო განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, რომ ეს არის სამეცნიერო -კვლევითი ლაბორატორია, რომელიც არის მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს ეპიდემიებისა და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექცია და პრევენცია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვიპატიჟეთ რუსი კოლეგები, რომ ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ეს ლაბორატორია და დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, ფაქტია, რომ ეს მსჯელობა ისევ მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ თხოვნით, რომ გამოაგზავნონ ოფიციალური მისია, რომელშიც სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, ძირისძირობით შეისწავლიან ყველაფერს და დადებენ ოფიციალურ დასკვნას, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში. როდესაც 2013 წელს გადმოვიბარეთ და ავამუშავეთ ეს ინფრასტრუქტურა, იქამდე მხოლოდ ვენტილაცია და გათბობა მუშაობდა, სხვა არაფერი. ჩვენ სული ჩავბერეთ. იყო ერთეული კრიტიკული სტატიები ერთი და იმავე ადამიანისგან, ვინმე სილვერ მაესგან, რომელსაც, მართალი გითხრათ, დიდ ყურადრებას არ ვაქცევდით, თუმცა მოვიპატიჟეთ რამოდენიმეჯერ ლაბორატორიაში, რათა თვითონ დარწმუნებულიყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს საინფორმაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა, ესკალაცია მატულობს, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომელიც მივიღეთ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

18.10

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-uakhloes-dgheebshi-mivmartavt-jandacvis-msoflio-organizacias-lugaris-laboratoriashi-gamogzavnos-misia-romelshic-rus-specialistebsac-sheudzliat-chaerton/

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=73202

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/81837/lugaris-laboratoriashi-saqartvelo-msoplio-jandatsvis-organizatsiis-misias-itsvevs

---

 

19.10.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40219/tu-es-namdvilad-khdeba-dzalian-sakhifatoa--putini-lugaris-laboratoriis-shesakheb

„თუ ეს ნამდვილად ხდება, ძალიან სახიფათოა" - პუტინი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

სოჭში, „ვალდაის“ კლუბის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ისაუბრა.  „ვერ ვიტყვი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია. მოვისმინე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს. თუ ეს ნამდვილად ხდება, ეს ძალიან სახიფათოა და გენეტიკის სფეროში უახლეს მიღწევებს უკავშირდება. საუბარია, რომ მუშავდება რაღაც პრეპარატები, რაც შესაძლოა, ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს“, - ამბობს პუტინი. ვლადიმიტ პუტინის ვარაუდით, ამგვარი ცდები უკვე ტარდება ცხოველებზე. „სავარაუდოდ, ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებსა და ვირთხებზე, ვინაიდან მათ საკმაოდ სწრაფი ციკლი აქვთ. მე-2-3 თაობაში ხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარდინალურად ცვლიან თავდაპირველ იერსახეს. თუ ეს ასეა, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

18.10

კვირა.ჯი- http://kvira.ge/426233

---

 

19.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/517137-tuberkulozis-centris-direktori-daavadebis-klebis-tendencia-sheinishneba-tumca-ec-camalgamzle-pormebi-mainc-rcheba-ris-gamoc-shesazloa-daavadebuli-piris-izolaciis-sachiroeba-dadges

ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი - დაავადების კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ე.წ წამალგამძლე ფორმები მაინც რჩება, რის გამოც, შესაძლოა, დაავადებული პირის იზოლაციის საჭიროება დადგეს

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტუბერკულოზის საერთო კლების ტენდენცია შეინიშნება, დაავადების ე.წ წამალგამძლე ფორმები მაინც რჩება, რის გამოც, მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, დაავადებული პირის იზოლაციის საჭიროება დადგეს. როგორც ზაზა ავალიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოში ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმით დაახლოებით, 3 000 ადამიანია დაავადებული, თუმცა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან, რაც „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონით, ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული ადამიანების არანებაყოფლობითი იზოლაცია უნდა დაწყებულიყო, მსგავსი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. „პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მართალია, საქართველოში ტუბერკულოზის საერთო კლების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც რჩება ე.წ წამალგამძლე ფორმების არსებობა. ეს დადსტურებული ფაქტია და თუ ის გადამდები ფორმითაა, უკვე საზოგადოებისთვის ქმნის საფრთხეს. საბედნიეროდ, ისეთი ტიპის ბენეფიციარები, ვის შემთხვევაშიც არანებაყოფლობითი იზოლაცია უნდა მომხდარიყო, არ გამოვლენილა. პროგრამამ მეტ-ნაკლებად, ყველას მიხედა. ცხადია, ტუბერკულოზის მკურნალობა ასეთი მარტივი არ არის, რადგან ეს გარკვეულ სოციალურ საკითხებთან არის შეჭიდებული. ამ პროგრამამ თავისი გარკვეული საქმე უკვე გააკეთა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ იქნება გადაცდომა, თუ იქნება მცდელობა, რომ თავი აარიდონ მკურნალობას, მათ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ, რათა არ დაასნებოვნონ საზოგადოების სხვა წევრები“, - აღნიშნა ზაზა ავალიანმა. ზაზა ავალიანის ინფორმაციით, ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულ ადამიანს შეუძლია, წლის განმავლობაში, 10-15 ადამიანი დაასნებოვნოს და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტუბერკულოზით დაავადებულის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებული რეგულაცია მიიღეს. მისივე განმარტებით, პირის არანებაყოფლობით იზოლაციაში მოთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, ხოლო თუ მის აღსრულებაზე ტუბერკულოზით დაავადებულმა პირმა უარი თქვა, ზაზა ავალიანის განმარტებით, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები ერთვებიან. ამასთან, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის ერთიანი ქსელი არსებობს, რომელიც როგორც ჩვენს, კონკრეტულ რეფერალურ ცენტრს, ასევე 10 რეგიონულ ცენტრსა და 64 ტუბსაწინააღმდეგო კაბინეტს მოიცავს, შეიძლება შეიქმნას ერთიანი სტრუქტურა, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული პირების არანებაყოფლობითი იზოლაცია მოხდება, თუმცა, ზაზა ავალიანის თქმით, ამჟამად არსებული რესურსი საკმარისია.

---

 

18.10.2018

მედიასაშუალება: https://civil.ge/ka/archives/259541

კითხვა-პასუხი: „ლუგარის ლაბორატორია“ და რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებები

მას შემდეგ, რაც კრემლმა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნებული ბიოლოგიური კვლევითი ცენტრის მიმართ ახალი ბრალდებები გააჟღერა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ მყოფი რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ლაბორატორიის გარშემო საუბარი კვლავ გააქტიურდა. 10 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა: „რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის ფარული სამხედრო სამედიცინო-ბიოლოგიური აქტივობების გამო“, რომელიც ფაქტებს ეფუძნება და უდავოა. Civil.ge-მ რუსეთის საგარო უწყების მიერ გამოთქმული ბრალდების შეფასება ანალიტიკოსებს სთხოვა. ანა ჟვანია: ლუგარის ლაბორატორიის პირველი დირექტორი (2009-2013 წლებში), აცხადებს, რომ ამგვარი ბრალდებები ახალი არ არის. ის იხსენებს, რომ რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო საქართველოს საიდუმლო ექსპერიმენტების ჩატარებაში ჯერ კიდევ 2012 წელს ადანაშაულებდა, ხოლო რუსული მედია ლუგარის ლაბორატორიის სრულად ამოქმედებამდე შიშისმომგვრელ სტატიებს ავრცელებდა. ჟვანიამ Civil.ge-ს განუცხადა , რომ კრემლის პროპაგანდის ზოგიერთი ნაწილი მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. „მაგალითად, მათი გრძელი ფსევდო-დოკუმენტური ფილმების უმეტესობა მხოლოდ რუსული ტელევიზიით გადაიცემა და არასდროს აღწევს სრულად საქართველოს და დანარჩენ მსოფლიოს“, – განაცხადა ჟვანიამ და აღნიშნა, რომ მოსკოვს ხალხის ემოციით და შიშით თამაში აქვს განზრახული. მისი თქმით, ლაბორატორია მზადაა კარი გაუღოს მეცნიერებს და მედიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებებიდან, უმასპინძლოს ტრენინგებს და ჟურნალისტებს „იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე“ მსგავსი ტიპის დაწესებულებებში. თუმცა, მისი აზრით, „მეტი უნდა გაკეთდეს ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის და იმისათვის, რომ ლუგარის ლაბორატორია თანამშრომლობის რეალური ცენტრი გახდეს“, სადაც კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პროექტი განხორციელდება. „ამჟამად, საქართველო რეაქტიულ რეჟიმში იმყოფება“, – აცხადებს ჟვანია. მისი სურვილია, რომ ცენტრი უფრო პროაქტიული გახდეს და „ცალსახად ამაყი და მადლიერი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების და საერთაშორისო დახმარებისთვის“, რომელიც ამ დაწესებულების ფუნქციონირებას ხმარდება. ჟვანია აღნიშნავს, რომ რუსეთს „ყოველთვის სიამოვნებდა ქართულ საზოგადოებაში შიშის და დესტაბილიზაციის დათესვა“, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევის სამიზნე „საქართველოს ფარგლებს მიღმაა“. ზოგიერთი ქართული ანალიტიკური ინსტიტუტის და მიმომხილველის მსგავსად, ჟვანიასაც მიაჩნია, რომ ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდისტული შეტევა იმ ძალისხმევის ნაწილია, რომ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის საქმეზე რუსული კვალის არსებობიდან შიდა და საერთაშორისო ყურადღების გადატანა მოხდეს. თინა ხიდაშელი: საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიის თემის გააქტიურებით, რუსეთის სამიზნე ერთდროულად საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატებია. ხიდაშელის რწმენით, „ბიოლოგიურ-ქიმიურ და ვირუსულ კატასტროფაში“, ორი ქვეყნის დადანაშაულებით, რუსეთი ცდილობს აშშ წარმოაჩინოს მხარედ, რომელიც სატელიტი ქვეყნის საშუალებით, არაფერზე იხევს უკან და „ადამიანებს საცდელ მასალად იყენებს“ და ხაზს უსვამს, რომ ეს პარტნიორობა სინამდვილეში „ბატონ-ყმობაა“, სადაც ბატონი (აშშ) თავისი ინტერესების გასატარებლად, „ყმის“ (საქართველოს) სრულ, მათ შორის სასიკვდილო ექსპლუატაციას ეწევა. ხიდაშელმა civil.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულს საკითხზე მოსახლეობასთან უფრო აქტიურად უნდა საუბრობდეს, რაც „სასარგებლოა ქვეყნისთვის, სასიკეთოა განვითარებისთვის“. ის განმარტავს, რომ სწორედ ამგვარი კომუნიკაციის არარსებობის გამო „საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სწორედ ახლა“, რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ გაიგო. ხიდაშელის შეფასებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან ერთად, ეს სწორედ ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც „წარმატებისთვის“ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და „თუკი მოსახლეობის სრულფასოვანი და უფრო ფუნდამენტური შემობრუნება გვინდა დასავლეთისკენ, სწორედ ამგვარი სიკეთეების შესახებ უნდა ველაპარაკოთ“. თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, „იქ, სადაც არ არსებობს საკმარისი და დამაჯერებელი ინფორმაცია, დეზინფორმაცია უფრო ადვილად იკიდებს ფეხს“. მისივე თქმით, ასეთ სიცარიელეებს „დასავლეთის როლის, წვლილისა და მიღწევების მინიმალისტური წარმოჩენით“, თავად ხელისუფლება ქმნის. თამარ კინწურაშვილი: „მედიის განვითარების ფონდის“აღმასრულებელი დირექტორი მოსახლეობასთან მთავრობის კომუნიკაციის ნაკლებობას ეთანხმება და ამბობს, რომ ამ კუთხით თითქმის არაფერი გაკეთებულა. მისივე შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად „ინერტულობას“ იჩენენ. „რუსეთის არგაღიზიანების საბაბით, ხშირად, ხელისუფლება მათთვის მტკივნეულ თემებზე, თავს არიდებს პოზიციის დაფიქსირებას და ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა და ამიტომაც გააჩინა საზოგადოებაში ეჭვები და მეორეს მხრივ რუსეთს მისცა საბაბი რომ ამ თემებზე აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს და განცხადებები აკეთოს“, – განაცხადა civil.geს-სთან საუბარში თამარ კინწურაშვილმა. ის მიიჩნევს, რომ კრემლის მიზანი საქართველოს მოსახლეობაში შიშის გაღვივებაა, რომ ის თავადვე ქმნის საფრთხეებს და „ამ საფრთხეებთან ბრძოლის ერთადერთ ძალად საკუთარ თავს გვთავაზობს“. მისივე რწმენით, კრემლი ლუგარის თემის გააქტიურებით, სკრიპალების მოწამვლის საქმიდან ყურადღების გადატანას და იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ „თვითონ კი არ წამლავს ხალხს არამედ ამერიკა და დასავლეთი არიან დაკავებულები ამ საქმით“. შოტა უტიაშვილი: – „რონდელის ფონდის“ უფროსი „მეცნიერ-თანამშრომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის თემით სკრიპალების საკითხიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. უტიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის იყო გახსნილი ამ ლაბორატორიასთან დაკავშირებით და თავად რუსეთმაც კარგად იცის იქ რა ხდება. უტიაშვილი ლაბორატორიაში 14-15 ნოემბერს საერთაშორისო ბიო-ექსპერტების ვიზიტს მიესალმება და აღნიშნა, რომ „არ მგონია, რომ რამე მეტი უნდა გააკეთოს საქართველომ იმის დასამტკიცებლად, რომ ის არანაირ ბიოლოგიურ და ქიმიურ პროგრამას ამ ლაბორატორიაში არ აწარმოებს“.

---  

 

18.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/517096-zurab-abashize-chven-vadasturebt-mzaobas-rata-lugaris-laboratoriis-monitoringi-saertashoriso-mekanizmebis-gamoqenebit-ganxorcieldes

ზურაბ აბაშიძე - ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით განხორციელდეს

ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა არსებული საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით და მაღალი დონის ექსპერტთა ჩართულობით, განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი, - ასე პასუხობს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე. როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ნოემბერში ტარდება საერთაშორისო სემინარი, რომლის მონაწილეებიც დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსულმა მხარემ, მიწვევის მიუხედავად, საერთაშორისო სემინარში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ ბოლო დროს რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა თუ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დაწესებულებაში ე.წ დახურულ ექსპერიმენტებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას და ფინანსდება ჩვენი ქვეყნის მთავრობის მიერ, სამეცნიერო კვლევით საქმიანობას სრული ტრანსფარენტულობის რეჟიმში აწარმოებს. რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, ე.წ დახურული ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ლაბორატორიის კარი ღიაა უცხოელი ექსპერტებისა და მეცნიერებისთვის, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ამ ცენტრს. ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველო და გერმანია ერთობლივად ატარებენ საერთაშორისო სემინარს, რომლის მონაწილეებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ექნებათ საშუალება, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ, მიუხედავად მოწვევისა, უარი განაცხადა აღნიშნულ სემინარში მონაწილეობაზე. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა არსებული საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითა და მაღალი დონის ექსპერტთა ჩართულობით, განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. საქართველოში ამერიკული გენეტიკური კვლევების შესახებ განცხადებები შეშფოთებას იწვევს. ამგვარი კვლევები ძალიან სახიფათოა, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ვერ ვიტყვი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია. მოვისმინე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს. თუ ეს ნამდვილად ხდება, ეს ძალიან სახიფათოა და გენეტიკის სფეროში უახლეს მიღწევებს უკავშირდება. საუბარია იმაზე, რომ მუშავდება რაღაც პრეპარატები, რომლებიც ადამიანზე შესაძლოა ზემოქმედებას ახდენდნენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სოჭში „ვალდაის“ კლუბის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სავარაუდოდ ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებზე და ვირთხებზე. „სავარაუდოდ ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებზე და ვირთხებზე, ვინაიდან მათ საკმაოდ სწრაფი ციკლი აქვთ. მეორე-მესამე თაობაში ხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარდინალურად ცვლიან თავდაპირველ იერსახეს. თუ ეს ასეა, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

---

 

18.10.2018

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/228496-chamsxvreuli-minebi-moucesrigebeli-sveli-certilebi-potoebi-xonis-psikiatriulidan-sadac-pacientebi-shemzarav-pirobebshi-cxovroben/

ჩამსხვრეული მინები, მოუწესრიგებელი სველი წერტილები - ფოტოები ხონის ფსიქიატრიულიდან, სადაც პაციენტები შემზარავ პირობებში ცხოვრობენ

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. „ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ-ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს. დაწესებულებაში წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია. სამწუხაროდ, პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ წლების განმავლობაში იმყოფება სტაციონარში, მხოლოდ იმიტომ, რომ „წასასვლელი არ აქვს“. ამის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს გაწერილი პაციენტის მხარდამჭერი სისტემის არარსებობა, მატერიალური დაუცველობა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების არარსებობა, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა და ფსიქიატრიული სერვისების სიმწირე; ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პაციენტთა უნარ-ჩვევების დეფიციტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და 100 ბენეფიციარზე გათვლილი საცხოვრებელი ნაწილი გარემონტებულია. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერპრესნიუს.ჯი - http://www.interpressnews.ge/ka/article/517054-ombudsmeni-xonis-psikikuri-janmrtelobis-centrshi-chamsxvreulia-minebi-moucesrigebelia-sveli-certilebi-rac-pacientebs-girsebis-shemlaxav-pirobebshi-amqopebs

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=73183

ნიუს.ჯი- https://news.ge/ombudsmeni-kutiris-fsikiatriul/

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1539873296-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

კვირა.ჯი- http://kvira.ge/426196

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=186777-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98

1ტივი.ჯი- https://1tv.ge/news/sakhalkho-damcveli-sofel-qutiris-fsiqikuri-janmrtelobis-centrshi-arsebuli-mdgomareoba-beneficiarebs-adamianis-ghirsebis-shemlakhav-pirobebshi-amyofebs/

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/40210/fotoombudsmeni-khonis-fsiqiatriulze-benefitsiarebi-ghirsebis-shemlakhav-pirobebshi-imyofebian

---

 

18.10.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40209/irakli-petriashvili-premiers-ghia-tserilit-mimartavs

ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს. პეტრიაშვილის თქმით, პროფკავშირები წლებია, ითხოვს, კანონის გავრცელებას ეკონომიკის ყველა სექტორსა და  საჯარო სამსახურებზე  და შრომის ინსპექციის უპირობო, ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე დაშვებას სამუშაო ადგილზე. გთავაზობთ ღია წერილს უცვლელად: „ბატონო პრემიერო, გვსურს, გაცნობოთ ჩვენი პოზიცია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტის  საქართველოს პარლამენტში მიმდინარე  განხილვის პროცესთან და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გარკვეულ  გამოწვევებთან დაკავშირებით. როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ, დადებითად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ პარლამენტში  ინიცირებულ  კანონპროექტში გათვალისწინებულია ორი  პრინციპული საკითხი, რომელსაც პროფკავშირები წლებია ითხოვს, კერძოდ ესაა:  კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა სექტორზე და  ასევე საჯარო სამსახურებზე  და შრომის ინსპექციის უპირობო, ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე დაშვება სამუშაო ადგილზე, რაც წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრორიტეტული #81 (შრომის ინსპექციის შესახებ) კონვენციისა, #155 კონვენციისა (პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ) და საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული  სამუშაო ადგილებზე  შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თაობაზე   ჩარჩო დირექტივის  89/391/EEC  მოთხოვნას. თუმცა,  აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება დაგეგმილია მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან, მაშინ, როდესაც არ არსებობს რეალური დასაბუთება თუ რატომ არ უნდა ამოქმედდეს ის კანონის მიღებისთანავე. ამას გარდა,  შემოთავაზებული ცვლილებებით კვლავ არ არის გათვალისწინებული შრომის ინსპექციის მანდატის გავრცელება შრომითი უფლებებზე, რაც ეწინააღმეგება შსო-ს და ევროკაშირის სტანდარტებს, რომელიც არ მიჯნავს შრომის უსაფრთხოებას შრომითი უფლებებისგან. ამასთან, პროფკავშირების პრაქტიკაც ცხადად მოწმობს, რომ საწარმოო შემთხვევებს  ხშირად  სწორედ შრომითი უფლებების დარღვევა განაპირობებს და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა ბუნებრივად შეუძლებელია. პროექტი არ ითვალისწინებს შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მის ცალკე დამოუკიდებელ იურიდიულ  სუბიექტად ჩამოყალიბებას ისევე, როგორც შრომის ინსპექტორების სტატუსის ცვლილებას, კერძოდ საჯარო მოხელის სტატუსის მინიჭებას, რაც ასევე, წარმოადგენს შსო-ს 81-ე კონვენციის იმპერატიულ მოთხოვნას. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი  საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში იხილებოდა დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური ჩართულობისა და ღიაობის რეჟიმში. თუმცა, ბოლო დროს, ბიზნესობუდსმენის, საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რიგი ბიზნეს ასოციაციებისა და მათ მიერ მართული არასათავრობო  ორგანიზაციების   ძალისხმევით კანონპროექტის საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის პროცესი გაჭიანურდა და ჩნდება კითხვის ნიშნები მისი კანონად ქცევის რეალურობასთან დაკავშირებით.  აღნიშნული კი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ  დასაქმებულთათვის უსაფრთხო შრომით   გარემოს უზრუნველყოფაზე  უარი თქმას და ამ მიამრთულებით მთელი რიგი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თავის არიდებას. ამასთან, არსებობს გამოწვევები  უკვე მიღებული ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის გარკვეული დებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.  კერძოდ, არ მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია  კანონით განსაზღვრული  ნოვაციების შესახებ, რომლის მიხედითაც 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით და ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. დღემდე არ არის  დამტკიცებული აკრედიტირებული პროგრამა, რომელიც გავლილი უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების სპეციალისტს. მიგვაჩია, რომ ამგვარი მოცემულობა,  მომავალში ხელს შეუშლის აღნიშნული რეგულაციების დადგენილ ვადებში ამოქმედებას, როგორც ეს მოხდა მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, შრომასთან დაკავშირებული საკითხებისთვის სათანადო ყურადღების არ დათმობა გამოიწვევს სიტუაციის ესკალაციას დასაქმების სხვადასხვა ადგილებში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღემდე გაურკვეველია ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა  ბედი, სადაც დამსაქმებელი მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით იძლევა დასაქმებულთათვის იძულებითი მოცდენის გადახდის პირობას. ამას გარდა, დღემდე არ არის შემუშავებული ტყიბულის შახტების სრული მოდერნიზაციის და თავად ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და საქართველოს პროფკავშირების ინიციატივები    ქალაქის გამართულ ფუნქციონირებასა და  მეშახტეების სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, როგორიცაა უმუშევრობის კომპენსაცია, საზოგადოებრივ/ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმება, ქალაქში საზოგადოებრივი და კომუნალური მომსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირება,   შახტებში საწარმოო უბედური შემთხვევებისგან მეშახტეთა და მათი ოჯახების დაზღვევა „სახელმწიფო პენსიებისა და კომპენსაციების შესახებ“ კანონის მეშახტეებზე გავრცელების საკითხი, რათა პარლამენტის წევრების, მოსამართლეების, მეხანძრეების და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების მსგავსად, მათაც მიეცეთ საპენსიო ასაკისთვის მიღწევამდე ღირსეულ პენსიაზე გასვლის შესაძლებლობა დ ა.შ. ბატონო პრემიერო, იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ, როგორც საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე, მიმართავთ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა  სოციალური დიალოგის გაძლიერების გზით,  დროულად გადაიჭრას ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული პრობლემური საკითხები და   უზრუნველყოფილი იქნას  ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების და დამატებების   დაჩქარებულ რეჟიმში მიღება. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ქვეყანაში ღირსეული შრომის სტანდარტების დამკვიდრებისა და შესაბამისი აღსრულების მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის გზაზე", - ნათქვამია ღია წერილში.

---

 

18.10.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ra-modelit-sheudzlia-saxelmwifos-medikamentebis-fasebis-regulireba/25732

რა მოდელით შეუძლია სახელმწიფოს მედიკამენტების ფასების რეგულირება?

ჯანდაცვის სპეციალისტები ჯანდაცვაზე ხარჯების შეკავების სისტემაში ერთ-ერთ ინსტრუმენტად ბაზარზე მედიკამენტების ფასთრეგულირებას მოიაზრებენ. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს პრინციპი ბევრ ევროპულ ქვეყანაში კარგად მუშაობს და ქართულ რეალობაშიც შესაძლებელია ამაზე მსჯელობა, რათა მედიამენტებზე დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს. „ნაწილობრივ ფასთრეგულაციას ადაპტირებულს საქართველოს რეალობაზე საჭიროა მსჯელობა, მუშაობა და ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც არ მიაყენებს ზარალს მედიკამენტების მომარაგების უწყვეტობას. არსებობს რამდენიმე მოდელი ფასთრეგულირების. არსებობს პირდაპირი ფასთრეგულირება და არაპირდაპირი. პირდაპირი ფასთრეგულაციის დროს, მაგალითად, რაღაც ზღვარს ვაწესებთ ან ვაწესებთ იმ ფასს, რა ფასადაც უნდა შემოვიდეს მედიკამენტი საქართველოში. მერე ვაწესებთ ზღვარს, რამდენი უნდა იყოს მისი ფასნამატი. პირდაპირი ფასთრეგულირების ნაირსახეობაა ასევე, მაგალითად ჩვენ ვიღებთ ქვეყნებს და ვამბობთ, რომ საქართველოში მედიკამენტი არ უნდა შემოვიდეს იმაზე მეტ ფასად ვიდრე ამ ქვეყნებში. არსებობს ასევე არაპირდაპირი რეგულაცია, რაც ამ ეტაპზე საქართველოში მივიღეთ კიდეც, ანუ კომპანიებთან მოლაპარაკებების შედეგად გარკვეულ მედიკამენტებზე ფასმა დაიწია და ბუნებრივია მათ კონკურენტმა პროდუქტებმაც დაწიეს ფასები“-აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. ჯანდაცვის კონსულტანტი, თინა ტურძილაძე მედიკამეტებზე ფასთრეგულირებას ხარჯების შეკავების სისტემაში ერთ-ერთ ინსტრუმენტად მოიაზრებს, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფო სტრატეგიისა და ხარჯთეფექტურობის გარეშე აღნიშნული ინსტრუმენტი უკუშედეგის მატარებელი იქნება. „რეგულირებული სისტემის პირობებში მედიკამენტების ფასთრეგულირება არის ეფექტური. ჩვენს პირობებში უკუშედეგი ექნება. სფეროს სისტემურ დალაგებაში ეს ინსტრუმენტიც მოიაზრება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ მოცემულობაში ეს ინსტრუმენტი გამოვიყენოთ. ეს მოგვცემს იმას, რომ კიდევ უფრო წახალისდება იაფი წამალი დაბალი მარჟით, ვინაიდან დღევანდელი სისტემის პირობებში ხარჯთეფექტური მედიკამენტების სორტირება ვერ ხდება. თუ დავიწყებთ ხარჯთეფექტრობის გარეშე ამ კომპონენტზე მუშაობას უფრო გავამწვავებთ ამ პრობლემას“-აცხადებს ტურძილაძე.

---

 

18.10.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/2019-shi-jandacvis-saministros-biujeti-2006-wlis-saqartvelos-biujetze-meti-iqneba/25718

2019-ში ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2006 წლის საქართველოს ბიუჯეტზე მეტი იქნება

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 2019 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.863 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება. 3.8 მილიარდი ლარი არის რეკორდული თანხა, რაც საქართველოს რომელიმე სამინისტროს წლის განმავლობაში დაუხარჯავს. მეტიც, ის ნომინალურად 2006 წელს არსებულ მთელ საქართველოს ბიუჯეტს აღემატება, რაც მაშინ 3.85 მილიარდ ლარს შეადგენდა. ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის 12.7-მილიარდიანი ბიუჯეტის 30%-ს დახარჯავს. 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროზე მთლიანი ბიუჯეტის 28% მოდის, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა. 2019 წლის პირველი იანვრიდან 740 ათასი პენსიონერი 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდაც პირველ რიგში სწორედ პენსიებს უკავშირდება. 2018 წელს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 1.7 მილიარდ ლარს შეადგენდა, აღნიშნული ფონდი 2019 წელს 1.9 მილიარდის პენსიებს დაარიგებს. ასევე, 754 მილიონ ლარამდე იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი. საინტერესოა, რომ 2018 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვაზე 713 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ამ თანხიდან 579 მილიონი უკვე ათვისებულია, რაც მთლიანი გეგმის 71%-ს წარმოადგენს. ანუ პროგრამაზე დღეში საშუალოდ 2 მილიონი ლარი იხარჯებოდა, რაც ბიუჯეტით განსაზღვრულ 1.95-ზე მეტია. თუ ხარჯვა არსებული ტემპით გაგრძელდა, პროგრამის ბიუჯეტი 24 დეკემბერს ამოიწურება და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 15 მილიონი ლარის მობილიზება იქნება საჭირო. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2017, 2016 და 2015 წლებშიც დროზე ადრე ამოიწურა. 2019 წლის ბიუჯეტით 140 მილიონით იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და ის 1.96 მილიარდ ლარს აღწევს. აღნიშნული ზრდა ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება, რომელზეც 2019 წელს 872 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ბიუჯეტის პროექტით 10 მილიონი ლარით, 790 მილიონამდე მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ამ შემცირების შედეგად თავდაცვის წილი მთლიან ბიუჯეტში მხოლოდ 6.2 % იქნება.

---

 

18.10.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/229327-axalqalaqsi-iusticiis-saxli-gaixsna

ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სტუმრად მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც გახსნაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნობოდა საქართველოში სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგებს; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც ადგილობრივიმოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად ახალქალაქში ქორწინების სახლიც გაიხსნა. ამ დრომდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ახალქალაქის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ. ახალგახსნილი იუსტიციის სახლი 602 კვადრატულ მეტრს მოიცავს და თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად ახალქალაქში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, მოეწყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდა. ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მერვე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდშიიუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ ხონში, მარტვილში, სენაკსა და ბოლნისში გაიხსნება.

---

 

18.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/517068-rustavshi-sascrapo-samedicino-daxmarebis-raionuli-samsaxuris-axali-shenoba-ashendeba

რუსთავში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა აშენდება

რუსთავში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა აშენდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობას, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს ,,გრანიტი“ ააშენებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 411 411 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. რუსთვის მერიაში შპს ,,გრანიტთან“ ხელშეკრულებას ხელი დღეს ოფიციალურად მოეწერა. ხელშეკრულების გაფორმებამდე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე დავით კეკელიძე და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი შეხვდნენ. ირაკლი ტაბაღუამ, შპს ,,გრანიტის“ წარმომადგენლებთან საუბრისას, იმედი გამოთქვა, რომ სამშენებლო პროცესი ხარისხიანად წარიმართება და მშენებლობაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება. მიმდინარე წელს რუსთავში, 13 018 108 ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

19.10.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

რეალობა პენსიონერებისთვის პენსია 10 ლარით "მცირდება" ბოლო 3 წელიწადში პენსიონერებმა 30 ლარით იზარალეს და ახლა 20 ლარს უმატებენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5629158&name=19.10.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---