მედიამონიტორინგი 21.03.2019
ტელევიზია
21.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
მოლაპარაკებები სოცილურ მუშაკებთან ჯანდაცვის სამინისტროში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრა თითქმის 5 საათს გაგრძელდა. სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოთხოვნათა გრძელი სია წარადგინეს, მათ შორის იყო ხელფასის ზრდა, ტრანსპორტირების პრობლემსი მოგვარება, კადრების დამატება და რაიონების მასშტაბით საბჭოების სექმნაზე. მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ სოციალური მუშაკების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გაირკვა, რომ მათი 22 პიუნქტიანი მოთხოვნებიდან, მხოლოდ 2 ტრანსპორტთან და საბჭოსთან დაკავსირებუი საკითხები დაკმაყოფილდა. გააგრძელებენ მედიაციის პროცესს თუ გაიფიცებიან ამასთან დაკავსრებით სოც. მუშაკები უახლოეს დღეებში სიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებენ. ჯანდაცვის სამინსიტორში კი დიალოგისათვის მზად არიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5953231
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5953667
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5953502
---
21.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ელმავალმშენის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები ისევ განაახლეს. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. დასაქმებულები 6 თვიანი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, დირექციამ კვლავ არ შეასრულა პირობა 17 მარტამდე გაცემული დაპირება, რომ დავალიანებებს გაისტუმრებდნენ. გაფიცულებმა დღეს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შენობაში არ შეუშვეს. სახელმწიფოს კი ელმავალმშენი ქარხნის თანამშრომელთა პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ელმავალმშენებლის თანამშრომლები არც შიმშილობის დაწყებას გამორიცხავენ. უცნობია ხელმძღვანელობის პოზიცია. ისინი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5954128
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5953867
რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5953690
---
21.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
ღია ცის ქვეშ დარჩენილი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხანდაზმულები - საგურამოში, ორსართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოტყუებით გამოასახლეს. მათი თქმით, ისინი უკვე რამდენიმე დღეა მიტოვებულ შენობას აფარებენ თავს. გუშინ კი მათთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ, კი შენობაში შესვლა აუკრძალეს და კარს ბოქლომი დაადეს. ადგილზე იმყოფებოდა საგურამოს გამგებლის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ დანგრევის პირას მისული შენობა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და იქ ცხოვრების უფლებას არავის მისცემენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5953582
---
20.03.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია სოცმუშაკებს ხვდება. შეხვედრა დახულულ კარს მიუღმა მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, განხილული იქნება ყველა ის აქტუალური საკითხი, რაც სოციალურ მუშაკებს აქვთ მედიაციის პროცესის ფარგლებში, ამავე დროს სამინისტრო უარყოფს სოცმუშაკებვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რაიონში დასაქმებულ სოცმუშაკებს აიძულებენ მედიაციის პარალელურად მინისტრთან შეხვედრებს დაესწრონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5952718
I არხი- მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5952933
---
20.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალის" ექიმის წინააღმდეგ პაციენტს დღეს ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარი შეიტანს. ხვიჩა სამადაშვილი ნუკრი ბაღაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. სამადაშვილი ამტკიცებს, რომ ექიმი კლინიკაში მყოფ პაციენტებს აიძულებს მისთვის სასარგებლო ჩვენება მისცეს, სანაცვლოდ კი უფასო მკურნალობას დაჰპირდა. ბრალდებას ექიმი კატეგორიულად უარყოფს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5951284
---
20.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
საქველმოქმედო მიზნით შეგროვილი თანხის გაცემაზე ბარბარე პაპუნაშვილს ოჯახს "ლიბერთი ბანკი" უარს ეუბნება. ამის მიზეზად ბანკში ოჯახის მიერ საპენსიო სესხის წინასწარ დახარჯვას ასახელებენ. თანხა 7 წლის ბარბარეს ოპერაციისთვის გროვდება. საუბარია სამი დღის განმავლობაში დარიცხულ დაახლოებით 1000 ლარზე, რომელიც ოჯახს წინასაოპერაციო პროცედურებისთვის სჭირდება. მორიგი ოპერაცია პატარა ბარბარეს კვლავ თურქეთში უტარდება. თანხის ნაწილი ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაურიცხა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5951277
---
20.03.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ულტიმატუმით შენარჩუნებული პოსტი და პრემიერთან საიდუმლო გარიგების დეტალები. თეა წულუკიანისგან საჯარო ახსნა-განმარტებას ოპოზიციის წევრები ელოდებიან. თეა წულუკიანი, დავით სერგეენკოსთან ერთად ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მინისტრის პორტფელს უცვლელად ინარჩუნებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5951884
---
ინტერნეტი
21.03.2019
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ვალდებულებაა ვეტერანებზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები
ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებას და ღირსებას, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას. „ეს საკითხი უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვეტერანების წინაშე გვაქვს ძალიან დიდი მორალური ვალდებულება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის დავალებით მომზადდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე დამატებით 23000-ზე მეტი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
---
21.03.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/socialuri-mushakebi-orshabatidan-gaficvas-gegmaven/?fbclid=IwAR13qYU8qku8fBNgyZKsRWIUTluB__iAtwn8IBqQV-D-zNQ7feGAoXok1W4
სოციალური მუშაკები ორშაბათიდან გაფიცვას გეგმავენ
ორშაბათიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან. ამის შესახებ პირველ არხს სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გუშინდელი 5-საათიანი შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ ბარკალაიასთან უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შესახებ სამინისტროს უკვე აცნობეს. ხუციშვილის თქმით, გაფიცვას მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალურ მუშაკთა აბსოლუტური უმრავლესობა უერთდება. მისივე განმარტებით, ეაღნიშნული გაფიცვა სხვა უწყებებსაც პრობლემებს შეუქმნის. მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, როგორც ქეთი ხუციშვილი ამბობს, გაფიცულები აცნობიერებენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ბავშვებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებენ. გაფიცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია 15:00 საათზე გახდება ცნობილი, როდესაც სოციალური მუშაკები შესაბამის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანენ. სოციალური მუშაკების პროტესტი სამუშაო პირობებს უკავშირდება. მათი თქმით, ყოველდღიურად იმდენი დავალება აქვთ შესასრულებელი, რომ არსებული ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის. სოცმუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი თვეზე მეტია მიმდინარეობს. გუშინ საინიციატივო ჯგუფი მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაიას შეხვდა, თუმცა, როგორც სოცმუშაკები აცხადებენ, შეხვედრის შედეგად არ მიუღიათ რეალური დაპირება მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, საკითხთა ნაწილი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მოგვარდეს და სამინისტრო მზადაა, ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან.
---
21.03.2019
„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების აქცია გრძელდება
„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ქარხნის შენობის პიკეტირება მოახდინეს. „ელამავლშენებელთან“ ქარხნის მუშები ადმინისტრაციას შენობაში არ უშვებდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, პიკეტირებას მანამდე არ მოხსნიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულება. მუშების მთავარი მოთხოვნა კვლავ 6-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვაა. პროფკავშირების ცნობით, ელმავალმშენებელი ქარხნის ინვესტორმა პირობა დაარღვია, წერილობითი აღებული ვალდებულებით, მუშებს 6-თვიანი დავალიანება 18 მარტს უნდა დარიცხოდათ.
---
21.03.2019
ომბუდსმენი - მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე
---
21.03.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/252626-socialur-musakebtan-sexvedra-gaimarteba?fbclid=IwAR1_QrAAE_a6AUWhjfqBehwEiHUqMHwsMNwvKbLlCjO361L0Wry7D54UUPQ
სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა გაიმართება
დღეს, 17:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მედიაციის ფარგლებში სოციალურ მუშაკებთან, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. მას, ასევე, სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა ის აქტუალური საკითხი, რაც სოციალურ მუშაკებს წარმოდგენილი აქვთ მედიაციის პროცესის ფარგლებში. მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, სოციალურ მუშაკებთან ორ პარალელურ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. – „ შეხვედრა არის ერთი, მხოლოდ მედიაციის ფარგლებში, რომელსაც დავესწრები მე, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღანელობა, როგოც დამსაქმებელი, მედიატორი და ყველა ის სოციალური მუშაკი, რომელიც ჩართულია მედიაციის პროცესში. - აცხადებს თამარ ბარკალაია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, აცხადებენ, რომ არანაირი პარალელური შეხვედრა უწყებაში დაგეგმილი არ ყოფილა. მედიაციის ფარგლებში გაფართოებულ შეხვედრას დღეს სოც მუშაკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაესწრებიან.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/537994-jandacvis-saministroshi-socialur-mushakebtan-gapartoebuli-shexvedra-gaimarteba/
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/350038/
---
20.03.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43875/sotsmushakebi-jandatsvis-saministro-mediatsiis-protsesistvis-khelis-sheshlas-tsdilobs
სოცმუშაკები: ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამინისტროს მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და მედიაციის პროცესის ხელის შეშლის მცდელობაზე“ ისაუბრეს. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესში თვენახევრიანი ლოდინის შემდეგ სამინისტროსთან ორმხრივი შეხვედრა პირველად დღეს, 20 მარტს 17:00 საათზე მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან შედგება. თუმცა სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესის გვერდის ავლით „სამინისტრო ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრებიდან სოციალურ მუშაკებს, დაესწრონ სავალდებულო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, ზუსტად იმავე დროს - მედიაციის შეხვედრის პარალელურად. სავალდებულო შეხვედრის მიზანი, რეგიონებიდან ჩამოყვანილი სოცმუშაკებისთვის ცნობილი არ არის“. საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნულს მედიაციის პროცესისა და პროცესში ჩართული სოცმუშაკებისადმი უპატივცემულობად აფასებენ. მათი განცხადებით, „ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მედიაციის შეხვედრის პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრთან სავალდებულო შეხვედრის ჩანიშვნა წინასაგაფიცვო პროცესში მყოფ სოც. მუშაკებზე ზეწოლას ემსახურება“. „გარდა ამისა, ეს ქმედება რეგიონიდან ჩამოყვანილ სოციალურ მუშაკებს ართმევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ წინასწარ დაგეგმილ მედიაციის პროცესში. ასევე, გვაქვს ეჭვი, რომ სამინისტროს სურს, სოციალური მუშაკების ერთსულოვანი პროტესტი წარმოჩნდეს მხოლოდ ცალკეული სოციალური მუშაკების პროტესტად“, - აცხადებენ სოციალური მუშაკები. სოციალური მუშაკები დღეს შეხვდებიან მინისტრის მოადგილეს და მოისმენენ, თუ როგორ აპირებს სამინისტრო სოციალური სამსახურის პრობლემების გადაწყვეტას. მათი თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შესახებ.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/350000/
---
20.03.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/agaris-shaqari-kidev-gacherda-400-mde-dasaqmebuli-umushevari-darcha
„აგარის შაქარი“ კიდევ გაჩერდა - 400-მდე დასაქმებული უმუშევარი დარჩა
„აგარის შაქარმა“ მუშაობა შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის "აგარის შაქრის" გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზადემ განუცხადა. მისი თქმით, 1 მარტიდან ქარხნის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 400-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. “400-მდე თანამშრომლის გაშვება მოგვიწია... მეტ დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებ, წარმოება გაჩერებულია, არ ვიცი როდის აღდგება”, - აცხადებს ალიზადე. bm.ge დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. საქმიანობის შეჩერების შემდეგ კომპანიამ შრომითი ხელშეკრულებები გაუუქმა თანამშრომლებს, თუმცა ქარხანაში დასაქმებული ადამიანების საპროტესტო აქციების შემდეგ, პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქარხანამ მუშაობა გასული წლის 1 ივნისიდან განაახლა.
---
20.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/350169/
“აგარის შაქარი” გაჩერებულია, თანამშრომლებს ხელფასის ანაზღაურებას დაჰპირდნენ – პროფკავშირები
“აგარის შაქარმა” მუშაობა შეწყვიტა, თუმცა მის თანამშრომლებს დამსაქმებელი რამდენიმე თვის ხელფასის ანაზღაურებას დაჰპირდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ უთხრა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, ქარხანამ მუშაობა ნოემბრის ბოლოს შეწყვიტა, თუმცა 3 თვის განმავლობაში თანამშრომლებს ხელფასს მაინც უხდიდნენ. “დამსაქმებელი ამბობს, რომ “აგარის შაქარი” კონკურენციას ვერ უწევს უფრო დაბალ ფასად შემოტანილ, პოლონურ, გერმანულ თუ უკრაინულ შაქარს. 2 კვირის წინ ქარხნის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს უთხრა, რომ ლერწმის ფასი, რისგანაც მზადდება შაქარი, საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა და გადაწყდა, რომ ქარხანა დაეკონსერვებინათ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ჩვენ ჩავერთეთ მოლაპარაკებებში და დამსაქმებელი შეჰპირდა თანამშრომლებს, რომ 7 თვის ხელფასს ერთიანად აუნაზღაურებდა. ჩვენ ხელშეკრულებაში ასევე მოვახერხეთ იმის ჩაწერა, რომ ქარხანა პროფილს არ შეიცვლის და იმის შემდეგ, რაც ლერწმის ფასი კვლავ დარეგულირდება, ქარხანა, როგორც შარშან, გააგრძელებს მუშაობას,” – ამბობს გიორგი დიასამიძე. პროფკავშირების ინფორმაციით, “აგარის შაქარში” აგარაში მცხოვრები 380 ადამიანი მუშაობს, თბილისში არსებულის საწარმოს ჩათვლით კი – 480. “აგარის შაქარი” შარშანაც გაჩერდა. მაშინ თანამშრომლები ამბობდენ, რომ შემოსავლის წყარო 7 თვის განმავლობაში არ ჰქონდათ, სწორედ ამიტომ, ისინი აგარიდან თბილისამდე საპროტესტო მსვლელობით ჩამოვიდნენ. ქარხნის თანამშრომლებმა მსვლელობა 18 აპრილს დაიწყეს, 20 აპრილს, ღამე კი თბილისში ჩამოვიდნენ.
---
20.03.2019
"ერთი ოჯახიდან "აივ ვირუსს" სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი" - აფხაზეთში შიდსსა და C ჰეპატიტს ვერ უმკლავდებიან
არა დამოკიდებულებას” - ასე ჰქვია ინტერნეტგამოცემა Apsny LIFE-ის გადაცემას, რომელიც ახალი ათონის მონასტერთან და აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიასთან ერთად აკეთებს პროექტს შიდსის და C ჰეპატიტის საკითხებზე. პროექტის ავტორების თქმით, აფხაზეთში ეს პრობლემა მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია, დუმილის ფონზე კი, როგორც “აივ ვირუსი” ასევე, C ჰეპატიტი ძალიან სწრაფად ვრცელდება, მისი გავრცელების ძირითადი წყარო კი ინტრავენური ნარკომანიაა. ამ მხრივ რეგიონში უმძიმესი ვითარებაა. საქმე ის არის, რომ ადგილობრივ საზოგადოებაში ვირუსის მატარებლების მიმართ დამოკიდებულება არც ისე ლოიალურია და ეს ეხება, როგორც დაინფიცირებულ ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს... Apsny LIFE მორიგ გადაცემაში ჰყვება ორი ახალგაზრდის ისტორიას, რომლებიც შიდსითა და C ჰეპატიტით არიან დაავადებულნი. გადაცემის წამყვანის ნაალა მუკბას თქმით, მათ დიდი ძალისხმევის შედეგად იპოვნეს ნარკოდამოკიდებული გოგონა, რომელსაც C ჰეპატიტი აქვს და ამას ოჯახის წევრებს უმალავს. 27 წლის გოგონა ჰყვება, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ასაკით უფროსი მამაკაცი გაიცნო, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო. სწორედ მისი გავლენით, ინტერესის გამო რამდენჯერმე გასინჯა ნარკოტიკი და შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკს, კონკრეტულად ჰეროინს. შედეგად ღვიძლი დაუავადდა, ქრონიკული სიგამხდრე დაეწყო და ვერც ნარკოდამოკიდებულებას უხერხებს რამეს... ადგილობრივი ექიმი, რეგიონის მთავარი თერაპევტი, ექიმი-ჰემატოლოგი, ანჟელა არჩელია გადაცემაში ამბობს, რომ საავადმყოფოში ათეულობით ადამიანი დადის სამკურნალოდ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონში არსებულ სურათს სრულად ასახავს. მისივე თქმით, “დაავადებული ადამიანების ასაკი 50-წლამდეა, რაც მხოლოდ მათი ოჯახების კი არა, მთლიანად აფხაზეთის ტრაგედიაა”. ამჟამად რეგიონის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აღრიცხვაზე მყოფი C ჰეპატიტის ვირუსის მქონე ადამიანთა ოფიციალური რაოდენობა, დაახლოებით 2 000, თუმცა ექიმების თქმით, მათი რაოდენობა 5 ათასია. შარშან კი, ე.წ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 5 ადამიანს დაეხმარნენ. მკურნალობის ხარჯები დაახლოებით, 1 350 000 რუბლია. ექიმი არჩელიას თქმით, ესეც ბევრს ნიშნავს, თუმცა, საკმარისი არ არის. პროექტში ჩართული არიან ათონის მონასტრის სასულიერო პირებიც. ერთ-ერთი მათგანი, დავით სარსანია ამბობს: "იმისათვის, რომ ვირუსით დაინფიცირებულებმა სრულფასოვნად იმკურნალონ, საქართველოში მიდიან და იქაურ მოქალაქეობას იღებენ. ეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად სჭირდებათ, რადგან მათ იქ უფასოდ მკურნალობენ...” სოხუმში არსებული შიდსის ცენტრის მთავარი ექიმი, ნათელა თოფურია ამბობს, რომ მათ ცენტრში ამ დროისთვის აღიცხვაზე “აივ ვირუსის” მქონე 700-მდე პაციენტია და მათი უმეტესობა ქალი და არასრულწლოვანია. მათ შორის, არიან ფეხმძიმე ქალებიც... ამასთან, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც, “აივ ვირუსის” მატარებელ პაციენტებზე ოჯახმა უარი თქვა და ეს ბავშვებსაც ეხება. ექიმი იხსენებს შემთხვევას - მრავალშვილიანი დედა, რომელიც "აივ ვირუსის" გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა: "სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები მისი შვილების სკოლიდან გაყვანას მოითხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ... დედამ სტრესს ვერ გაუძლო, მკურნალობა შეწყვიტა და მალევე გარდაიცვალა კიდეც...” - იხსენებს თოფურია, რომლის თქმითაც, ქალს ვირუსი ნარკოდამოკიდებული ქმრისგან გადაედო. ამის შესახებ ფეხმძიმობისას შეიტყო. ვირუსი აღმოაჩნდა ჩვილსაც, რომელიც 10 თვისა გარდაიცვალა... “ასეთი რეალობა გვაქვს - ერთი ოჯახიდან “აივ ვირუსს” სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა” - ამბობს თოფურია. გადაცემიდან ირკვევა, რომ ადგილობრივ მოსახლოებას არც ერთი ვირუსის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არ აქვს. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ის კარგად არ არის ამ თემაში გარკვეული თუ გაიგებს, რომ მისი შვილის სკოლაში ვირუსის მქონე ბავშვია, აუცილებლად მოითხოვს მის გაყვანას, “რადგან ზედმეტი პრობლემები არ სჭირდება..." რეგიონში რამდენიმე ახალგაზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესსაც უწევს პროპაგანდას, თუმცა, ეს არსებულ რეალობაში ზღვაში წვეთიც აღარ არის... ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი ნარკოლოგის ირმა ანუას თქმით, - “ ამ მხრივ ქვეყანაში ვითარება უკონტროლოა, - 2016 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 2 440 ადამიანი, მათ შორის ნარკოდამოკიდებულია 949, ალკოჰოლდამოკიდებული კი 1 491...” მისივე თქმით, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება მომატებულია არასრულწლოვანებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნარკოლოგიური მკურნალობა შესაბამის კლინიკაში 12-დან 18 წლამდე ასაკის მქონე 45-მა არასრულწლოვანმა გაიარა.
---
20.03.2019
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/350027/
ლიბერთი ბანკის განცხადებით, 9 წლის ბავშვს მკურნალობისთვის გადარიცხული თანხა დაუბრუნეს
18 მარტს საქველმოქმედო ფონდმა “დედის ხელები” სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ 9 წლის ბარბარეს საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხულ საქველმოქმედო თანხას, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სჭირდება, ლიბერთი ბანკმა ინკასო დაადო, რადგან გასულ წელს ბავშვის ოპერაციისთვის მშობლებს დასჭირდათ პენსიის წინასწარ გამოტანა. ლიბერთი ბანკმა დღეს, 20 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ მსგავსი შემთხვევები, კერძოდ, სესხის თანხის ავტომატურად ჩამოჭრა, ხორციელდება პროგრამულად და ყველა ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურად ითვალისწინებენ კონკრეტული მომხმარებლის ინტერესს. ბანკი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შესულ განაცხადზე რეაგირება ხდება ოპერატიულად და მედიის ჩარევის გარეშე. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ განაცხადი შემოვიდა გუშინ, 19 მარტს, სამუშაო დღის ბოლოს და რეაგირება განხორციელდა დღეს, 20 მარტს, სამუშაო დღის დაწყებისთანავე. ავტომატურად ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების შესახებ მყისიერად ეცნობა მომხმარებელს”, – აცხადებს ლიბერთი ბანკი. 9 წლის გოგონა საზოგადოებამ ერთი წლის წინ სატელევიზიო სიუჟეტიდან გაიცნო და მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ფონდის ინფორმაციით, ბავშვს ჰქონდა პოსტოპერაციული პარაპლეგია, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია და სხვა სახის პრობლემები. როგორც ფონდი წერს, თურქეთში ჩატარებული რამდენიმე ურთულესი ოპერაციის შემდეგ, გოგონა დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, თუმცა მის ხერხემალზე არსებული ლორდოზი პატარას ნორმალურ განვითარებას აფერხებს და სხვა სერიოზული პრობობლემების საშიშროებას ქმნის. ფონდის ინფორმაციით, გოგონას ასევე ესაჭიროება ხანგრძლივი ფიზიო და რობოტოთერაპია, რომელიც მხოლოდ თურქეთში ტარდება, ხოლო ამ ყველაფრისთვის დიდი თანხებია საჭირო. ბავშვის ოჯახი ისევ საზოგადოებას მიმართავს დახმარებისთვის.
---
20.03.2019
მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/20952
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვთა 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეს დაიწყება
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვთა 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან დაიწყება. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ფულადი სოციალური დახმარების ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება. „100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 50 ლარის ოდენობის შემწეობას. რიგ მუნიციპალიტეტებში 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება. მუნიციპალიტეტების ნაწილში კი, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე" (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე). „ბავშვის კვების ბარათით" შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „ბავშვის კვების ბარათს" (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს - „ლიბერთი ბანკი" ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.„ბავშვის კვების ბარათით" სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში. საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია, სადაც შესაძლებელია „ბავშვის კვების ბარათის" გამოყენება", - აცხადებენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში.
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=94455
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sotsialurad-dautsveli-odjakhebistvis-bavshvta-50-lariani-dakhmarebis-gatsema-daitsko/57468
---
20.03.2019
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/188980/?fbclid=IwAR06aMSM067nEZ4AfWEZI8iAugylnQtPsX4EqqSKP40SuxuUpbBiHcZzkck
თვეში 50 ლარი ავადმყოფი მეუღლისა და 12 წლის შვილიშვილის მოსავლელად
მაყვალა კობალაძე ციხისძირში, მეცამეტე ქუჩაზე ცხოვრობს. ავადმყოფ მეუღლეს უვლის და 12 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის. ბებია-ბაბუისა და მცირეწლოვანი შვილიშვილისგან შემდგარი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 50 ლარია, რომელსაც შვილიშვილი დახმარების სახით იღებს სახელმწიფოსგან. მაყვალა 59 წლისაა, საპენსიო ასაკამდე ერთი წელი დარჩა. პენსიას არ იღებს არც მისი მეუღლე. მათი საცხოვრებელი ორსართულიანი სახლის პირველი სართულის სამი ოთახია. მაყვალა იხსენებს, რომ ერთი წლის წინ მეორე სართულზე მცხოვრებ მეზობელს იატაკი ჩამოენგრა. პირველ სართულზე მცხოვრები მაყვალა და მისი ქმარი ძლივს გადარჩნენ. „მეზობელმა მთხოვა, მე გავაკეთებ ყველაფერს ჩემი ხარჯით, ოღონდ იატაკის ბეტონით დასხმის საშუალება მოგვეციო. რასაც ხედავთ ამ სახლში, ყველაფერი ჩემი მეზობლის გაკეთებულია“, – ამბობს მაყვალა. მისი სახლის კედლები შეთეთრებულია, ერთი ოთახის იატაკზე კი კაფელია დაგებული. მაყვალას თქმით, როდესაც სოციალური სააგენტოდან აგენტები შემოწმებაზე მოვიდნენ, ხაზი გაუსვეს იატაკს და ქვის კედლებს, რომლითაც სახლია ნაშენი. „შეგვამოწმეს, დაინახეს როგორც ვცხოვრობთ. ისიც ვუთხარი, რომ შემოსავალი არ გვაქვს, მაგრამ როცა შეფასება დაწერეს, მაღალი ქულა მოგვივიდა. დახმარება ვერ ავიღეთ. ქობულეთის მერიაში მივედი, დავწერე განცხადება, ვიფიქრე, ერთჯერადი დახმარება მაინც შეიძლება მოგვცენ-მეთქი, მაგრამ არც კი განუხილავთ ჩემი განცხადება“, – ამბობს მაყვალა. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მაყვალა კობალაძემ ნამდვილად მიმართა მერიას წერილით. კობალაძე შეშას ითხოვდა ზამთარში გასათბობად. „გამწვანების სამსახური საქმის კურსშია. როგორც კი გამოჩნდება სანიტარული ჭრისთვის შეშა, გადავცემთ მოქალაქეს“. მოქალაქე შეშას ზამთარში გასათბობად ითხოვდა. გაზაფხულზე შეშის გადაცემა როგორ შეამსუბუქებს მის ყოფით პრობლემებს? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ იმ დროისთვის სანიტარული ჭრები გათვალისწინებული არ იყო. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებას, მერიაში ამბობენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას ერთჯერადი დახმარების პროგრამა არ აქვს. როგორ ცხოვრობს სამსულიანი ოჯახი? – მაყვალა კობალაძის თქმით, რომ არა მეზობლები, თავს ვერ გაიტანდნენ. „ჩემი მეზობელი ერთ პურს რომ თავისთვის ყიდულობს, მეორე ჩემთვის მოაქვს. საჭმელს ისე არ გააკეთებენ, ჩემთან თეფშით არ გადმოიტანონ. ასე მოვედით აქამდე. „სოციალური“ მაინც რომ მქონოდა, როგორმე გავანაწილებდი და თვიდან-თვემდე თავს გავიტანდი,“ – ამბობს მაყვალა კობალაძე. მაყვალა ახლა ელოდება როდის გახდება 60 წლის, მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება მის ოჯახში მუდმივი შემოსავალი
---
20.03.2019
მედიასაშუალება: https://itv.ge/?m=16&CID=58115
ნიუ ჰოსპიტალსის განცხადება
„ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 2019 წლის 18 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია გურჯაანის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც დაპირისპირება მოხდა ექიმსა და პაციენტს შორის. ტექსტში ნახსენები იყო „ნიუ ჰოსპიტალსი“, თითქოს ეს შემთხვევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოხდა. „ნიუ ჰოსპიტალსის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ნიუ ჰოსპიტალსს“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ზემოაღნიშნულ, გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხსენება მედიაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით წარმოადგენს შეცდომას. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნილი ინფრასტრუქტურის, ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან თბილისში, კრწანისის ქ. 12 ნომერში მდებარეობს და უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. უსაფრთხო და კომფორტული გარემოს, გამოცდილი სამედიცინო პერსონალისა და ტექნოლოგიების შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტების მკურნალობისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.
---
ბეჭდვითი მედია
21.03.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
თამაზ დოლაბერიძე: `არც ერთი მუშა სამუშაოზე თავის მოსაკლავად არ მიდის~
თბილისში, 16 მარტს, ორთაჭალის მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა. მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მესამის მდგომარეობა კი მძიმეა. როგორც `ახალ თაობას~ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირების გაერთიანებაში განუცხადეს, 2018 წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 59 ადამიანი, ხოლო 199 დაშავდა. 2017 წელს გარდაცვლილია 47, ხოლო 106 _ მძიმედ დაშავებული. 2016 წელს 58 ადამიანი გარდაიცვალა, 82 კი მძიმედ დაშავდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე `ახალ თაობას~ ესაუბრა. _ გვაქვს შრომის ინსპექტირების სისტემა, რომელიც დასაქმებულთა შრომითი უფლებების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს, თუმცა მაინც ხდება ამდენი უბედური შემთხვევა. გამოდის, სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციას? _ კი, ნამდვილად ასეა. ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. თუმცა, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, შრომის დაცვის ინსპექცია ბევრს ვერ იზამს. ისეთი წარმოდგენა არ უნდა შეგვექმნას, რომ შრომითი რისკები იქნება 0-ზე დაბალი. ამისი პრეცედენტი არსად არ არის, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი შრომის ინსპექტირების ინსტიტუცია, არის აბსოლუტურად უეფექტო ამჟამად. შრომითი რისკები შეიცავს რამდენიმე მიმართულებას. ერთი არის, რამდენად ზედმიწევნით არის დაცული სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და მეორე არის ადამიანური ფაქტორები: უყურადღებობა, სიჩქარე, ინდიფერენტული დამოკიდებულება და ა.შ. ეს ორივე ერთად ძალიან დიდ რისკებს ქმნის სამუშაო ადგილებზე აბსოლუტურად ყველგან. _ გამოდის, რომ ერთი კონკრეტული პრობლემა არსებობს, რასაც ამ შედეგებამდე მივყავართ? _ კი, თუმცა საფუძველი ამას აქვს ერთი. შრომის ინსპექციას მხოლოდ ის უფლებამოსილება კი არ უნდა ჰქონდეს, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები გააკონტროლოს, არამედ გააკონტროლოს შრომის სამართლებრივი მდგომარეობა სამუშაო ადგილებზე. ნებისმიერი შრომის უსაფრთხოების რისკი, გარდაცვალება, დასახიჩრება და ა.შ., იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დამსაქმებელმა დაიწყო დასაქმებულის სამართლებრივი უფლებების შეზღუდვა. როდესაც დასაქმებულს ეშინია, თქვას მის სამუშაო ადგილზე არსებული რისკების შესახებ, რადგან მას შესაძლოა დაემუქროს სამუშაოდან გათავისუფლება, სწორედ ეს იწვევს უბედური შემთხვევების პროვოცირებას. _ გარდაცვალების შემთხვევაში ვის უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა და რამდენად სამართლიანად ხდება ხოლმე ამ პასუხისმგებლობების აღება? _ არც ერთი მუშა სამუშაოზე თავის მოსაკლავად არ მიდის. შესაბამისად, ყველა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ესა თუ ის შემთხვევა თავისი ბრალი იყოო და ასე შემდეგ, არის დანაშაულებრივი დამოკიდებულება. ყველა შემთხვევაში, კომპანია არის პასუხისმგებელი მის ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე. მე, დავუშვათ, რაღაც დეპრესია მაქვს, ან სტრესი და თავის მოკვლა რომ მოვინდომო სამუშაოზე, ამის საშუალებას არ უნდა მაძლევდეს იმ სამუშაო ადგილზე დანერგილი უსაფრთხოების სისტემები. მაინც კომპანიაა პასუხისმგებელი. თუმცა აქ მეორე მომენტიც არის სამართლებრივ ჭრილში. თუ საქმე მივიდა სასამართლომდე და დავუშვათ დაზარალებულის ოჯახმა სარჩელი შეიტანა, მოსამართლე მისცემს მსჯელობას, რომ მომხდარ ფაქტში გამოკვეთონ ბრალეულობის პროცენტი. თუ რამდენი პროცენტი იყო მისი ბრალეულობა და იმის მიხედვით გამოაქვთ გადაწყვეტილება. როდესაც საგამოძიებო სტრუქტურები შედიან და შემთხვევის ადგილებზე ითხოვენ კვლევას, გამოძიება მივა იქამდე, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში, დაისჯება ვიღაც შუა რგოლის მენეჯმენტი. ანუ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ან მენეჯერი. გამოძიება ვერ წვდება მფლობელებს, რომლებიც არიან რეალურად ამ სისტემის დამნერგავები. როდესაც მე ვარ სამშენებლო კომპანიის მფლობელი და გაცხადებული მაქვს, რომ კვადრატული მეტრი არ უნდა დამიჯდეს ამაზე მეტი, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ვერც ერთი მენეჯერი სხვანაირად ვერ იზამს. დაექვემდებარება ამ ჩემ მიერ დანერგილ მოცემულობას. შესაბამისად, გამოძიება ვერ წვდება მფლობელებს. ეს ცალკე პრობლემაა. შეიძლება პირდაპირი როლი არ არის მათი გარდაცვალების საკითხში, მაგრამ გამოძიება ვერ მიდის იქამდე.
---
21.03.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
შემცირებულია თუ არა საფრთხის შემცველ ობიექტებზე რისკი?
---