From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : mediamonitoringi-22.03.2019
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Received On : 22.03.2019 09:12
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 22.03.2019

ტელევიზია

22.03.2019

არხი: მაესტრო -

გადაცემა:  ახალი ამბები 12:00

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. გაფიცული თანამშრომლები და პროფკავშირები ქარხნის შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ. ისინი ისევ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას იწყებენ. ამბობენ, რომ დამსაქმებელმა პირობა არ შეასრულა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5957043

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5956425

---

 

21.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

სოციალურ მუშაკთა ნაწილი ორშაბათიდან იფიცება. შესაბამისი განაცხადი მათ ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიტანეს როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განმარტეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებენ თუ ოჯახიდან არასრულწლოვანის განრიდება გახდება საჭირო. მათსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5955824

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5955482

იმედი - ქრონიკა 17:00-  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5955309

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5954918

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5955750

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5955510

---

 

21.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

23 000ზე მეტი ვეტერანი მაისიდან 22 ლარიან დახმარებას მიიღებს. შესაბამისი განკარგულება პრემიერ მინისტრის დავალებით მომზადდა. საკითხზე მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს, ივანე მაჭავარიანს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს შეხვდა. აღინიშნა რომ ვეტერანების ნაწილი ამ დახმარებას 2009 წლის რეგულაცბეის გამო ვერ იღებდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5954629

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5954194

---

 

21.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

ამირან გამყრელიძე რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ამირან გამყრელიძე გორში შიდა ქართლის მუნიციპლატეტების მერებსა და მედიკოსებს შეხვდა. შეხვედრის თემა წითელას ვაქციანია და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5954694

---

 

21.03.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხანდაზმულები - საგურამოში, ორსართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოტყუებით გამოასახლეს. მათი თქმით, ისინი უკვე რამდენიმე დღეა მიტოვებულ შენობას აფარებენ თავს. გუშინ კი მათთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ, კი შენობაში შესვლა აუკრძალეს და კარს ბოქლომი დაადეს. ადგილზე იმყოფებოდა საგურამოს გამგებლის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ დანგრევის პირას მისული შენობა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და იქ ცხოვრების უფლებას არავის მისცემენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5954129

---

 

21.03.2019

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ბავშვების მიმართ ბოლო ორ თვეში ჩადენილი დანაშაულის 1 200 შემთხვევიდან 12 პროცენტი სექსუალური ხასიათისაა. ეს შსს-ს ინფორმაციაა. 2015 წლის შემდეგ ქვეყანამ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა. თბილისი აუტისტური სპექტრის 13 წლის ბიჭზე მამაკაცმა სექსუალურად იძალადა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5955803

---

 

 

ინტერნეტი

22.03.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/socialuri-momsaxurebis-saagentosa-da-liberti-banks-shoris-urtierttanamshromlobis-memorandumi-gaformda-2?fbclid=IwAR3JhwJAO5dZbQWfgAfbU4UOvGq7q5zY-4V_8d4XDHRY08IiSoPKfJ0wsW0

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ და ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ლიბერთი , სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას 2019 წელსაც აგრძელებს. მემორანდუმის თანახმად, ბანკი, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 46 მცირე საოჯახო ტიპის სახლის, მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფრისა და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული 2 საოჯახო ტიპის სახლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აანაზღაურებს. აღნიშნული მემორანდუმი, კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ლიბერთი სოციალური მომსახურების სააგენტოს გამორჩეული პარტნიორია და უკვე მეოთხე წელია, ქვეყნის მასშტაბით, არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყების პარტნიორული თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების მიმართ, მით უფრო როცა ინიციატივა კერძო სექტორიდან მოდის და მხარდაჭერა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. დიდი მადლობა ლიბერთის ამ თანადგომისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის წარმატებით და ხარისხიანად უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ. 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 44 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 186 ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება. ,,მოხარული ვართ რომ წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ვიზრუნოთ მათზე ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება თანადგომა. ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალურ ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე მუდმივი ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება წარმოადგენს. მომავალში, ამ მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომლის წარმატებული განხორციელება მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნვის მაგალითი გახდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით’’ - აღნიშნა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/538309-socialuri-momsaxurebis-saagentosa-da-liberti-banks-shoris-urtierttanamshromlobis-memorandumi-gapormda/?fbclid=IwAR1_28oBTU1QwmSbYAtZNH7-29Qv4R_JB2rIYG-A3a4Fp2i84hAh8yaF2to

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=80727&fbclid=IwAR10SpP5S_H46mx8aJSujjBBRvo0qfFE4J4hyVGtFrsZmlJc0e0mlCeHOYA

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/ekonomika/100428/liberti-54-sotsialuri-sakhlis-denisa-da-gazis-sapasurs-aanazgaurebs?fbclid=IwAR2BcxGIMbm_vlpP4lIJZW2ccdH4MMiR7zE9M7yh7yy6E6MkADpAhjQdgr8

პია.ჯი- https://pia.ge/post/252998-socialuri-momsaxurebis-saagentosa-da-liberti-banks-soris-urtierttanamsromlobis-memorandumi-gaformda?fbclid=IwAR3XN_l7DUzLDrL7sid-zUOBySqVhsDM2UQxsq17oTb7JsXpDXZ-_iAAPsc

ფორ.ჯი- https://for.ge/view/163685/socialuri-momsaxurebis-saagentosa-da-liberTi-banks-Soris-urTierTTanamSromlobis-memorandumi-gaformda.html?fbclid=IwAR2Eg3WKXYXwWbRtPCzCuaEd1pYvhcT4x7kKSwKcOGwQRBN7GY5dSM24g9k

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=94634&fbclid=IwAR1f05f2zy_e6mgE6OHaYTVlzqem3ZgbD0BjtDV79ubzmGJtryG8WP3HEJk

აიპრეს.ჯი-  https://ipress.ge/new/sotsialuri-momsakhurebis-saagentosa-da-liberthi-banks-shoris-urthierththanamshromlobis-memorandumi-gaphormda/?fbclid=IwAR1RlN5bHjPUIoQ65bI38KemY2gmxyNROzNG3E62-No0SbktP8L0803qzQc

კვირა.ჯი-http://kvira.ge/457011?fbclid=IwAR1o5mdyvY4UjViyBeLeJIBpzVJdvHQf1CQdckspRFQoIOUsL5WprLCmYgk

ნიუსდეი.ჯი- http://newsday.ge/new/index.php/ka/component/k2/item/36905-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98?fbclid=IwAR1KSs8zGpMplwxI42OV7KHb6tE8kLF3yec3nAeBGffLQRtYePtCDjjPuzw

 

---

 

22.03.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=200508-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

2 წლის ბონდო ჯანაშიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

2 წლის ბონდო ჯანაშიას ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს. პატარას თანდაყოლილი მგლის ხახა აქვს, ასევე არ აქვს გავითრებული საყლაპავი მილი, საჭიროებს ოპერაციას თუმცა, როგორც ჯიქიები ამბობენ, მანამდე წონაში უნდა მოიმატოს. "რადგან ყველაფერს დაბლენდერებულს ჭამას და ჯერ კიდევ ფაფებზეა დამოკიდებული, ძალიან უჭირის წონის მომატება, პატარა ბონდოს ოჯახი სოცლურად დაუცველია, ისედაც თვიდან-თვემდე ძვლვს გააქვთ თავი, უკვე 2 წელია ბონდოს ოჯახი საზგოდების დახმრებით ზრდის პატარა ბიჭს. ამ ეტპაზე ბონდოს ესაჭიროება გამოკვლევები რომ შეძლოს ოპერაცის გაკეთება, რომლის ღრებულება 800 ლარია, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვით. პატარს ასევე ესაჭიროება ჰიპის რძიანი ფაფები (მარწყვის გარეშე). გთხოვთ დაეხმაროთ"- გვიყვება საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე. ოჯახის დასახმარებლად ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს დანიშნუელაბში მიუთითეთ #ბონდო #ჯანაშია დახმარების მსურველთათვის ქვემოთ მითეთბულა ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი. 0901200128 საქველმოქმედო ზარი თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14.

---

 

21.03.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/456880

“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, სოცმუშაკების გაფიცვის დროს, ჩვენი ბენეფიციარები არ დაზარალდნენ”

სოციალური მუშაკების მიერ დაანონსებულ გაფიცვას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ოდიშარია გამოეხმაურა. მისი თქმით, გაფიცვის დროს, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ. ხოლო რაც შეეხება სოცმუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდას – დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, საშუალოვადიან გეგმებში, სოციალური მუშაკებისთვის დაგეგმილია ხელფასის ზრდაც. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა, სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს, ჩვენი ბენეფიციარები არ დაზარალდნენ და მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. გავაკეთებთ სხვა იმ რესურსებისა და თანამშრომლების მობილიზებას, რომლებსაც ჩავრთავთ გადაუდებელ რეჟიმში. აღსანიშნია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაწყებულია: ზოგან დასრულდა, ზოგან ისევ მიმდინარეობს რემონტი. ყველა რეგიონს დაუმატეს ერთი მანქანა და, შემდგომში, კიდევ დაემატება. ასევე, ჩამოაშორეს ადმინისტრაციული საქმეები სოციალურ მუშაკებს, რათა მათი განტვირთვა მოხდეს. შემდეგ კვირაში, იგეგმება სპეციალისტების დატრენინგება. საშუალოვადიან გეგმებში, სოციალური მუშაკებისთვის იგეგმება ხელფასის გაზრდა. ჩვენ გვყავს შიდასაბჭოც, სადაც სოციალური მუშაკებიც არიან ჩართულნი. სამოქმედო გეგმას ამ საბჭოსთან ერთად მივყვებით – მათ ვაბარებთ ანგარიშს; ისინი გვთავაზობენ წინადადებებს, თუ როგორ არის უკეთესი. საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი. ამგვარად, ჩართულობა, ამ მხრივ, უზრუნველყოფილია”, – განაცხადა ნინო ოდიშარიამ. ცნობისათვის, 25 მარტს, სოციალური მუშაკები, ქვეყნის მასშტაბით, გაფიცვას გეგმავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

---

 

21.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/538207-jandacvis-saministros-socialuri-dacvis-departamentis-xelmzgvaneli-socialuri-mushakebistvis-xelpasis-gazrda-igegmeba/

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სოციალური მუშაკებისთვის ხელფასის გაზრდა იგეგმება

საშუალოვადიან გეგმებში სოციალური მუშაკებისთვის იგეგმება ხელფასის გაზრდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ოდიშარიამ განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს ჩვენი ბენეფიციარები არ დაზარალდნენ და მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. გავაკეთებთ მობილიზაციას სხვა იმ რესურსების და თანამშრომლების, რომლებსაც ჩავრთავთ გადაუდებელ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაწყებულია: ზოგან დასრულდა,ზოგან ისევ მიმდინარეობს რემონტი. ყველა რეგიონს დაუმატეს ერთი მანქანა და შემდგომში კიდევ დაემატება. ასევე, ჩამოაშორეს ადმინისტრაციული საქმეები სოციალურ მუშაკებს, რადგან მათი განტვირთვა მოხდეს. შემდეგ კვირაში იგეგმება სპეციალისტების დატრენინგება. ჩვენ გვყავს შიდა საბჭოც, სადაც სოციალური მუშაკებიც არიან ჩართული. სამოქმედო გეგმას ამ საბჭოსთან ერთად მივყვებით, მათ ვაბარებთ ანგარიშს, ისინი გვთავაზობენ წინადადებებს, თუ როგორ არის უკეთესი. საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი. ამგვარად, ჩართულობა ამ მხრივ უზრუნველყოფილია” - განაცხადა ნინო ოდიშარიამ. შეგახსენებთ, 25 მარტს სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გეგმავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

კომერსანტი.ჯი-  https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministro-igegmeba-socmushakebistvis-xelfasebis-zrda

---

 

21.03.2019

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43919/saia-sotsialur-mushakta-gafitsvas-mkhars-uchers

საია სოციალურ მუშაკთა გაფიცვას მხარს უჭერს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რეფორმების დაწყებას. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წლებია, სოციალური დაცვის მიმართულებით რეალური რეფორმები არ გატარებულა, შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარისხი და ეფექტიანობა, დიდი ხანია, პრობლემად რჩება. ამავე თემაზე: რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან საია ასახელებს ძირითადი პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს სოციალური მუშაკები დგანან: - სოციალური მუშაკების რაოდენობა - სოციალური მომსახურების სერვის ცენტრებში დასაქმებულია თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობა, რის გამოც, სოციალური მუშაკები ვერ ახერხებენ ეფექტურად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა; - სამუშაო გარემო და პირობები - სოციალური მომსახურების ცენტრებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, სოციალური მუშაკები არასათანადო პირობებში მუშაობენ. განსაკუთრებით პრობლემატურია ბენეფიციარებისთვის ინდივიდულური გასაუბრების ოთახების არარსებობა, რაც განაპირობებს მათი პერსონალური ინფორმაციისა და კონფიდენციალობის დარღვევას. არსებული გარემო ღირსებისშემლახავია როგორც სოციალური მუშაკებისთვის, ასევე ბენეფიციარებისთვის. - აუნაზღაურებელი ტრანსპორტირება - გასვლითი ვიზიტები არ ანაზღაურდება სახელმწიფო ან სხვა ბიუჯეტიდან, რის გამოც სოციალური მუშაკები ტრანსპორტირებისთვის პირად თანხებს ხარჯავენ. - ფიზიკური უსაფრთხოება - სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, ხშირად, სოციალური მუშაკები დგანან ფიზიკური საფრთხის წინაშე. იმის მიუხედავად, რომ სოციალური მომსახურების ცენტრები საჯარო დაწესებულებაა, არ არსებობს მათი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები. სოციალური სამსახურის სისტემური პრობლემები და სოციალური მუშაკების საგანგაშო სამუშაო პირობები უარყოფითად მოქმედებს არამხოლოდ სოციალური მუშაკების უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ქვეყანაში დაუცველი ჯგუფების მიერ სოციალური სერვისების სწრაფად და ხარისხიანად სარგებლობის მხრივ. საია უერთდება სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: - სამინისტროს ბაზაზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულნი იქნებიან პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, პროფესიული თემი, სფეროს ექსპერტები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში; - გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის მანდატი, სოციალური მუშაკების როლი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში და შესაბამისად განისაზღვროს მათი პასუხისმგებლობები, შემუშავდეს და გაუმჯობესდეს სამუშაო ინსტრუმენტები, მეთოდები და მომსახურებები; - მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილნი იყვნენ პროფესიული გაძლიერების/მხარდაჭერისა და სუპერვიზიის გამართული მექანიზმებით; - გაიმართოს ბავშვებთან მომუშავე უწყებების კოორდინაციის მექანიზმი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაციის, რეაგირებისა და მონიტორინგის პროცესში; - დაუყოვნებლივ გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა, განისაზღვროს მათი სამუშაო დატვირთვა და გაუმჯობესდეს მათი სამუშაო გარემო და პირობები.

---

 

21.03.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/350360/?fbclid=IwAR38XcSJaxMcV8V_RQ6YhBlZanZ6d30Ygc2yFJaw5VObWFcFh97EiD2XC5E

სოცმუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან

სოცმუშაკები გაფიცვას 25 მარტს დაიწყებენ. შესაბამისი განცხადება სამინისტროში მათ დღეს, 21 მარტს შეიტანეს. სოცმუშაკების თქმით,  კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გაფიცვამდე 3 დღით ადრე აფრთხილებენ სამინისტროს, რომ 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან. მათი თქმით, გამონაკლისის სახით მივლენ მხოლოდ იმ გამოძახებებზე, როცა მოხუცზე, შშმ პირსა და ბავშვზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდება. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, სოცმუშაკების მიერ განცხადების შეტანის შემდეგ, უწყებაში განაცხადეს, რომ რეოგრანიზაცია უკვე დაწყებულია, რომელიც მოკლე, საშუალო – და გრძელვადიან ცვლილებებს ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მოკლევადიანი ცვლილებების ფარგლებში სოცმუშაკებს მალე მანქანები და უფასო სამგზავრო ბარათები დაემატებათ, ასევე გადამზადდება პერსონალი, რათა სოცმუშაკებს რიგი საკანცელარიო სამქეები ჩამოშორდეთ. კითხვაზე, როგორც იმუშავებს სისტემა, როდესაც სოცმუშაკები გაფიცებიან, სამინისტროში ამბობენ, რომ რეზერვის ნაწილი არსებობს, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაიფიცებიან სოცმუშაკები.

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=80692          

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sotsialuri-mushakebi-25-martidan-gaifitsebian/57542

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/538197-25-marts-socialuri-mushakebi-kveqnis-masshtabit-gapicvas-gegmaven/

---

 

21.03.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/538272-elmavalmshenebeli-karxnis-tanamshromlebi-da-propkavshirebi-22-marts-karxnis-shesasvlelis-piketirebas-gegmaven/

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები და პროფკავშირები 22 მარტს ქარხნის შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ

პროფკავშირები და „ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები 22 მარტს ქარხნის შესასვლელის პიკეტირებას და ადმინისტრაციისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 24 საათიან რეჟიმში მეორე დღეა მიმდინარეობს, დასაქმებულები ადმინისტრაციისგან დაპირების შესრულებას და 6 თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ.

---

 

21.03.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/veteranebi-chveni-sazogadoebis-is-natsilia-romelits-tavisi-sitsotskhlis-fasad-itsavda-chveni-eris-tavisuflebas-da-ghirsebas-mamuka-bakhtadze/57515

ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებას და ღირსებას - მამუკა ბახტაძე

“ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებას და ღირსებას, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას. „ეს საკითხი უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვეტერანების წინაშე გვაქვს ძალიან დიდი მორალური ვალდებულება, “ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის დავალებით მომზადდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე დამატებით 23000-ზე მეტი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს.

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/23000-ze-meti-veterani-maisidan-22-larian-daxmarebas-miigebs

კვირა.ჯი- http://kvira.ge/456671

---

 

21.03.2019

მედიასაშუალება: https://jam-news.net/%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%90/?lang=ka&fbclid=IwAR0wmzqE9ahPZNMq64N_VgX0gfbFc-nbI79ERUbbiQ8hxwVd608NTcEhr-0

“მხოლოდ შემთხვევითობაა, უფრო მეტი ბავშვი რომ არ იღუპება”

სოციალურ სფეროში დასაქმებული ადამიანები ჰყვებიან, როგორ ვერ ზრუნავს ქართული სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ადამიანებზე...

---

 

 ​