მედიამონიტორინგი 22.10.2018
ტელევიზია
22.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნება. მოზარდს სასწრაფო ოპერაცია რუსთავში ჩაუტარდა, ახლა კი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება. იაშვილის სახელობის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი, რომელსაც ქუსლის ტრავმული დაზიანება აღენიშნება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5634325
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5634742
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5634498
I არხი - მოამბე რეგიონებიდან-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5634382
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5634307
21.10
იმედი - იმედის კვირა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5634142
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5634098
---
21.10.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
საპროტესტო აქცია წალკაში. აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები პეტიციას აგროვებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, ისინი ხელისუფლებას ვადას 12 ნოემბრამდე აძლევენ.წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, წლების წინ ხელისუფლება ბერძენი ეროვნების მოსახლეობის მიერ მიტოვებული სახლების შესყიდვას დაჰპირდა, მაგრამ დაპირება დღემდე არ შესრულებულა. ახლა კი საბერძნეთიდან დაბრუნებული სახლების მეპატრონეები ეკომიგრანტებთან საცხოვრებლების დაცლას მოითხოვენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5634122
---
21.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით მთლიან ჯანდაცვის დანახარჯში მოწინავე ადგილს იკლავებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5633904
---
21.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ბათუმში მცხოვრები მარიკა ვაშაყმაძე კერძო საბავშვო ბაღის, მადაგასკარის პედაგოგს შვილის ცემაში ადანაშაულებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5633536
---
21.10.2018
არხი: რუსთავი2
გადაცემა: P.S
ზურაბიშვილის აუხდენელი ოცნებები. სიუჯეტში სხვადასხვა საკითხებთან ერთად საუბრაი რუხის კლინიკაზე
http://rustavi2.ge/ka/video/36863?v=2
---
20.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფი პროგრამის შესახებ თელავში საჯარო დისკუსია გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. სტატისტიკური მონაცემებით, კახეთის რეგიონში 13 000 პაციენტი გამოიკვლიეს. მათგან 500 უკვე განიკურნა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5632950
---
20.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
დახმარება სჭირდება 13 წლის ბექა მარტაშვილს, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვს უკვე ოთხი წელია, გადაადგილება არ შეუძლია, ოჯახს კი უკიდურესი გაჭირვების გამო მისი მკურნალობის საშუალება არ აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5632800
---
19.10.2018
არხი: კავკასია
გადაცემა: დღეს 19:00
ჯანდაცვის მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განცხადებით მიმართავს და სთხოვს, რომ შეიქმნას ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობებს ადგილზე შეისწავლის. დავით სერგეენკოს თქმით, სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ 2013 წლიდან ლაბორატორიას მართავს საქართველოს მთავრობა და არა აშშ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5631815
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5630441
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5630340
---
19.10.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
კრემლი განაგრძობს კამპანიას საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგაც. ამჯერად რუსეთის პრეზიდენტმა ლაბორატორიაში გენეტიკურ კვლევებზე ისაუბრა და ეს სერიოზული საფრთხის შემცველად მიიჩნია. ვლადიმერ პუტინს უკვე გამოეხმაურნენ თბილისში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5631690
---
19.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 11:45
რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5629757
---
19.10.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ათუმში 164-მდე ოჯახი ბინებს მიიღებს. შესაბამისი უწყება მიღებულ განცხადებებს განიხილავს, რომლის შემდეგაც დაიწყება საცხოვრებელის განაწილების პროცედურები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5631628
---
19.10.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ბენო ჭელიძის განცხადებით, საავადმყოფოს დირექტორი და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი გარიგებაში არიან კომპანია „ევექსთან“ და სურვილი აქვთ საავადმყოფოს ახალი შენობა გაასხვისონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5631620
---
19.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
არასრულწლოვნების მიერ მარიხუანის გახშირებული მოხმარების შემთხვევებზე ქართული ოცნების წევრი მირიან წიკლაური საუბრობს. მირიან წიკლაურის ინფორმაციით, სკოლებსა და კლინიკებში არასრულწლოვნებში მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5630245
ერთსულოვნება-სიახლენი 22:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5631772
---
ინტერნეტი
22.10.2018
ექიმების ინფორმაციით, რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია
რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იაშვილის კლინიკის ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა განუცხადა, ოპერიული ჩარევის შემდეგ პაციენტი მკურნალობას პალატაში აგრძელებს. ექიმის განცხადებით, ოპერაცია რთული იყო, რადგან პაციენტს უცხო სხეულით მიყენებული რთული ტრამვა აღენიშნებოდა. კერძოდ, ნაფლეთოვანი ჭრილობები, ქუსლის ძვლის მოტეხილობა, მყესებისა და კუნთების დაზიანება. „გუშინ საღამოს კლინიკაში 12 წლის ბიჭი შემოიყვანეს, რომელსაც გაუკეთდა ოპერაცია. აღენიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობა მარცხენა ტერფის არეში. საკმაოდ რთული ჭრილობა იყო. ღრმა, სტრუქტურების დაზიანებებით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამჟამად პაციენტი პალატაშია", - განაცხადა ექიმმა. მისივე თქმით, გართულებები მოსალოდნელია და ამიტომ, პაციენტი კლინიკაში დაახლოებით 5 დღე დარჩება. რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გუშინ ფიზიკური პირის ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, დაქირავებულ მუშებს მუშაობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფეხბურთის სტადიონზე და ეზოში ჯამში 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 ბავშვია.
---
21.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/rustavshi-afetqebisas-dashavebuli-ckhra-wlis-gogona-jandacvis-ministris-moadgilem-moinakhula-1/
რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ცხრა წლის გოგონა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა
რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა წლის გოგონა თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ. მისი თქმით, თბილისში გადმოყვანილი ორივე დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისევე, როგორც რუსთავის საავადმყოფოებში მოთავსებული კიდევ რვა დაშავებულის მდგომარეობა. „ამ წუთებში ორი პაციენტი იმყოფება რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში, ექვსი პაციენტი იმყოფება კლინიკა „რუსთავში“. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ოთხი პაციენტი უკვე გაეწერა სახლში. ორი პაციენტი გვყავს გადმოყვანილი თბილისში. ერთი, რომელიც იმყოფება თბილისი რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იმ ოპერაციის შემდეგ, რომელიც რუსთავში ჩატარდა, აქ გაგრძელდება დაკვირვება და მკურნალობა. გოგონა არის ცხრა წლის. მას დაზიანება აქვს მუცლის არეში. მეორე პაციენტი გვყავს იაშვილის კლინიკაში, სადაც გვაქვს ქუსლის ტრავმული დაზიანება და ამ წუთებში უწევენ შესაბამის დახმარებას. იქაც მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ. რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა წლის გოგონა თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. გოგონას კლინიკა „რუსთავში“ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით წამოიყვანეს. ასევე თბილისში, იაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას კიდევ ერთი დაშავებული ბიჭი. რუსთავის კლინიკებში აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. აქედან ექვსი კლინიკა რუსთავში, სამი კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი მცირეწლოვანია.
---
20.10.2018
მედიასაშუალება: https://news.ge/zugdidshi-devnili-ojaxebistvis/
ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის 6 ახალი კორპუსი შენდება
დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 360 დევნილი ოჯახი მიიღებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელოში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი შეხვდნენ. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ, ბინებს, ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
---
20.10.2018
"ისეთ სასოწარკვეთაში ვარ, რომ თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია" - 26 წლის ახალგაზრდა დედა მარტო ზრდის ორ შვილს, რომლებიც ხშირად შიმშილობენ
26 წლის ახალგაზრდა დედა ნათია გოროხოვა მარტო ზრდის ორ შვილს, რომლებიც ხშირად შიმშილობენ. ამ ოჯახს მეტად რთული ცხოვრება აქვს, რაც არ იძლევა ბავშვების ნორმალური განვითარების საშუალებას. „ქმარმა მიმატოვა როდესაც 4 თვის წინ მეორე ვაჟიშვილი შემეძინა. ის წავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ნათესავები მე არ მყავს, დახმარებას არსაიდან ვიღებ, ბავშვებს შიათ, ვერ ვყიდულობ მათთვის წამლებს. გეტყვით გულახდილად, ისეთ სასოწარკვეთაში ვარ, რომ თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია, მაგრამ ვის დავუტოვო ჩემი შვილები? ერთადერთი იმედი - ეს არის კეთილი ადამიანების დახმარება“, - ამბობს ნათია გოროხოვა. ამ ოჯახს საკუთარი საცხოვრებელიც არ გააჩნია. დედა და შვილები ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილის გაპარტახებულ შენობაში, სადაც ანტისანიტარია სუფევს. მეგობრებო, ნათიას და მის შვილებს დახმარება სჭირდებათ. მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ მათი გასაჭირი, გავუთბოთ მათ გულები, გამოვხატოთ თანადგომა და მივცეთ შანსი. ჩვენ თქვენი კეთილი გულის გვჯერა! გფარავდეთ უფალი! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათია გოროხოვას ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/375-gorokhova/
---
20.10.2018
მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/15266
სახალხო დამცველმა ბათუმის ბავშვთა პანსიონები მოინახულა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონების ლიცენზირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. საქართველოს სახალხო დამცველი წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის გოგონათა და ვაჟთა პანსიონს და ფერიის მუსლიმურ გოგონათა პანსიონს ეწვია. ნინო ლომჯარია პირადად გაეცნო პანსიონებში არსებულ ინფრასტრუქტურას, შეამოწმა საცხოვრებელი პირობები და საგანმანათლებლო პროცესი, ესაუბრა აღსაზრდელებს. „ნინო ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონების ლიცენზირებას; ასევე ხაზს უსვამს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას, რაც პირველ რიგში, პროცესში სოციალური სამსახურის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ რელიგიური კონფესიების ბავშვთა პანსიონების ნაწილს კვლავ არ აქვს გავლილი ლიცენზირება, პრობლემებს უქმნის სამუშაო პროცესის რეგულირებას. ამასთან, ფერიის მუსლიმთა პანსიონის თანამშრომლებმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე ლიცენზიის მიღების პროცედურებში გარკვევის სირთულეებზე ისაუბრეს, რაც ხელისფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან პანსიონებთან თანამშრომლობისა და მათ პროცედურულ საკითხებში დახმარების საჭიროებაზე მიუთითებს. უცვლელი რჩება სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ: გადადგას ქმედითი ნაბიჯები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტიანი წარმართვის მიზნით - დროულად უზრუნველყოს ქვეყანაში არსებული ყველა რელიგიური სკოლა-პანსიონის დეინსტიტუციონალიზაცია და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შემდგომი ლიცენზირება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად; ამ მიზნით ინფორმაცია მიეწოდოს და შესაბამისი კონსულტაცია გაეწიოს სკოლა-პანსიონებს. სახალხო დამცველის აპარატი მზად არის სტანდარტების გაცნობისა და შესრულების საკითხებში აქტიურად ინფორმაცია მიაწოდოს პანსიონების ხელმძღვანელებსა და პერსონალს, რათა ყოველმხრივ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და ნებისმიერი პროცედურული თუ ძირეული ცვლილება უმტკივნეულოდ წარიმართოს“,-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---
19.10.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40225/jandatsvis-saministro-lugaris-laboratoriaze-WHOs-ofitsialurad-mimartavs
ჯანდაცვის სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაზე WHO-ს ოფიციალურად მიმართავს
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალური განცხადებით მიმართავს. „სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სთხოვს, შეიქმნას შესაბამისი ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობებს." - განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ, ჩაერთონ როგორც ექსპერტთა ჯგუფში, ასევე ნებისმიერ დროს ცალკე, ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიაში არსებულ ვითარებას. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს საინფორმაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა, ეს ესკალაცია მატულობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში მივმართოთ თხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გამოაგზავნოს ოფიციალური მისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ვითარებას და დადებს ოფიციალურ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/517147-davit-sergeenko-jandacvis-msoplio-organizacias-lugaris-laboratoriashi-ekspertta-jgupis-gamogzavnas-stavazobs
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministro-djandacvis-msoflio-organizacias-lugaris-laboratoriis-shemowmebas-stxovs
---
19.10.2018
მედიასაშუალება: https://civil.ge/ka/archives/259891
პუტინი სააკაშვილზე და „ლუგარის ლაბორატორიაზე“ საუბრობს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება „ანტი-სახელმწიფოებრივ და ანტი-სახალხო პოლიტიკას“ ახორციელებს, ისევე, როგორც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, როდესაც „სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა“. „ამ უბრალოდ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა და ეს სააკაშვილის ქმედებების შედეგად მოხდა, ეს მისი მუშაობის შედეგი იყო“, – აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ დასანანი იქნებოდა, უკრაინის ლიდერებს „მისი ნაბიჯები რომ გაემეორებინათ“. რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება მოსკოვის ბაზაზე არსებული ანალიტიკური ცენტრის „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ მე-15 ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. სხდომა 15-18 ოქტომბერს სოჭში გაიმართა და მასში მონაწილეობა 33 ქვეყნის დაახლოებით 130-მა ექსპერტმა მიიღო. პუტინმა თბილისში აშშ-ის დახმარებით და დაფინანსებით ჩამოყალიბებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზეც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ იტყვის, თუ რამდენად სანდოა, საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის იგორ გიორგაძის განცხადებები, მაგრამ „ეს უდავოდ შეშფოთებას იწვევს“ მოსკოვში. „თუ ამგვარი სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, ეს ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა პუტინმა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პუტინის განცხადება 19 ოქტომბერს შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება რამდენიმე დღეში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ობიექტის დეტალური შესწავლისთვის საერთაშორისო, მათ შორის, რუსი ექსპერტების გამოგზავნის თხოვნით მიმართავს. „ლუგარის ლაბორატორიის“ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე – „ლუგარის ლაბორატორია“ და რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებები.
---
19.10.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ras-aketebs-saxelmwifo-medikamentebze-jibidan-gadaxdebis-shesamcireblad/25764
რას აკეთებს სახელმწიფო მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შესამცირებლად?
ვის, რომელთა ქულა არ აღემატებოდა ასი ათასს. მიმდინარე წელს გავაფართოვეთ ეს პროგრამა. კერძოდ, გასულ წელს 23 დასახელების მედიკამენტი იყო მათთვის ხელმისაწვდომი სიმბოლურ 1 ლარად და წელს უკვე დაემატა როგორც მედიკამენტების ოდენობა, ისე გაფართოვდა ბენეფიციართა წრე და დაავადებათა ჩამონათვალი. მოვიცავით პენსიონერი მოსახლეობა, შშმ პირები და შშმ ბავშვები. მომდევნო ეტაპისთვის მედიკამენტების ჩამონათვალი გავაფართოვეთ. 23 მედიკამენტს დავამატეთ კომბინირებული მედიკამენტები და ჩამონათვალი გაიზარდა 36-მდე. ვაგრძელებთ კვლავ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით“-აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინა დარახველიძე. ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკას უწუნებს. სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაიწყო შედეგს ვერ იძლევა. „ჯიბიდან გადახდების 69% მედიკამენტებზე მოდის და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება, ხოლო სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის დანახარჯებში 1%-ს არ შორდება. ეს სერიოზულად უნდა განიხილონ ჯანდაცვის მესვეურებმა და არა ისე, როგორც შარშან შემოგვთავაზეს ე.წ იაფი წამლების პროგრამის სახით 4 ქრონიკულ დაავადებაზე. შარშან მთლიანად ჩავარდა სათანადო საინფორმაციო კამპანიის არარსებობის გამო და შესაბამისი სტატისტიკის არ არსებობის გამო. დაახლოებით ბენეფიციართა 6-7%-მა ისარგებლა და წლევანდელი 6 თვის მონაცემებითაც 6,5%-ია სარგებლობის მაჩვენებელი.სექტებრიდან გაფართოვდა, ვნახოთ წლის ბოლოს რა შედეგი დაიდება, მაგრამ როცა 6 თვეში 6,5%-ია მაჩვენებელი, სავარაუდოა რომ წლის ბოლომდე ვერ მიაღწევს დაგეგმილ მაჩვენებელს“-აცხადებს სერგი ჩიხლაძე.
---
19.10.2018
მედიასაშუალება: http://newpress.ge/xonshi-fsiqikuri-janmrtelobis-axali-korpusi-30-oqtombers-gaixsneba
ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ახალი კორპუსი 30 ოქტომბერს გაიხსნება
სახალხო დაცველის განცხადებას ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. როგორც ადმინსიტრაციაში აცხადებენ, 2020 წლისთვის მთლიანი შენობა გარემონტდება. "სახალხო დამცველის რეკომენდაციები სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობისა და პაციენტთა მხარდამჭერი სისტემის არარსებობის შესახებ არის სისტემური პრობლემა და შესაბამისად, ამ რეკომენდაციების ადრესატი არის ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება კონკრეტულად სტაციონარში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, კერძო ინვესტორს დაწყებული აქვს უკვე სარემონტო სამუშაოები და 2020 წლისთვის გეგმის მიხედვით მთლიანი შენობა გარემონტებული იქნება. გეგმის შესაბამისად ხორციელდება სტაციონარის ეტაპობრივი რესტავრირება, უკვე გასახსნელად მზად გვაქვს 100 პაციენტზე გათვლილი ევროპული ტიპის კორპუსი, რომელიც 10 ოქტომბერს, ფსიქიატრიის მსოფლიო დღეს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გადაიდო. სტაციონარის ბაზაზე არსებული ახალი სამედიცინო კორპუსი 30 ოქტომბერს გაიხსნება. ვიზიარებთ იმ აზრს, რომ დაწესებულებაში ბევრი სამუშაოა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სამედიცინო კუთხით. ამ საკითხებზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და სტაციონარში განხორციელებულ ბოლო პოზიტიურ ცვლილებებს „ ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ (CPT)აღნიშნავს თავის ანგარიშში", -აცხადებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა ხონის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 17 ოქტომბერს მოინახულა. სახალხო დამცველმა მოუწოდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში.
---
19.10.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=9178
სპეცილისტი: მედიკამენტები უხარისხო და არაეფექტურია
რას ვიღებთ და რამდენად საზიანოა ის რასაც ვიღებთ? ქართველი მედიკოსები საქართველოში შემოტანილ უხარისხო მედიკამენტებზე ალაპარაკდნენ.არის თუ არა ჩვენი ქვეყანა ადგილი , სადაც ყოველგვარი ლაბორატორიული შემოწმების გარეშე შემოდის წამალი? რა ღირს ავადამყოფობა საქართველოშიდა გვიძვირებს თუ არა მკურნალობის ეტაპებს უკონტროლოდ შემოტანილი უხარისხო მედიკამენტი? ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი კახა ქაშიბაძე, საქართველოში შემოტანილ უხარისხო მედიკამენტებზე საუბრობს. ამბობს, რომ წამლები არაეფექტურია და ანოტაციას თვისობრივად არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ,პაციენტთა უმრავლესობა ექიმის მაღალკვალიფიციურობას აყენებს ეჭქვეშ. მედიცინის დოქტორს, მიაჩნია, რომ დიაგნოზს სწორედ სვამენ, თუმცა გამოწერილი მედიკამენტები არ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი მედიკამენტების მაღალ ფასზეც საუბრობს. მედიკამენტების უხარისხობასა და არაეფექტურობაზე საუბრობენ მოქალაქეებიც. ამბობენ, რომ პრობლემის არსებობის გამო ისინი თურქეთში გადადიან. დაბალ ფასთან ერთად იქ შეძენილი მედიკამენტები უფრო უსაფრთხოდ მიაჩნიათ. ის, რომ საქართველოში წამლები კონტროლისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე შემოდის, ადასტურებს აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. თამაზ ავალიანი აუცილებლად მიიჩნევს, ხარისხის კონტროლის სახელმწიფო რეგულაციის არსებობას. საპირისპირიროს ამტკიცებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში ირწმუნებიამ, რომ სახელმწიფოში შემოსაული წამლები უსაფრთხოა და ლაბორატორიულად გამოკვლეული. მედიცინის დოქტორმა, ქირურგ-ტრანსპლანტოლოგმა მედიკამენტების არაეფექტურობასა და მაღალ ფასებზე ტვ 25-ის გადაცემა, „მედიცინის საათში“ ისაუბრა.
---
19.10.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/deputati-marikhuanas-mokhmareba-arasrultslovanebshi-katastrophulad-aris-momatebuli-m/
დეპუტატი: მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანებში კატასტროფულად არის მომატებული
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მირიან წიკლაური ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელის გააუქმებით, საფრთხის წინ დააყენა 10 ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეს. მირიან წიკლაურის აზრით, უნდა ვიფიქროთ უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში ასეთი უფლებებით საკონსტიტუციო სასამართლო. “გვიკავშირდებიან სკოლის პედაგოგები, შსს-ს, განათლების სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კატასტროფულად არის მომატებული მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანებში, სკოლის მოსწავლეებში. ალბათ უცხო არ იქნება თქვენთვის თუ გეტყვით, რომ ეს სოციალურ პრობლემად იქცა. ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ 10 ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აყენებს საფრთხის ქვეშ. ამიტომ, საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ვიფიქროთ, უნდა არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში ასეთი სახით საკონსტიტუციო სასამართლო? ასეთი უფლებებით საკონსტიტუცო სასამართლო აღარ უნდა არსებობდეს”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა. .
---
19.10.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com./article/mtavari/sazogadoeba/momakvdinebeli-inpektsiidan-kronikul-martvad-daavadebad-ktseuli-daavadeba
მომაკვდინებელი ინფექციიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად ქცეული დაავადება
შიდსი, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 517 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 მამაკაცია, 1838 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3797 პაციენტს განუვითარდა, 1477 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს 4436 პაციენტი, მათ შორის 48 ბავშვია. რა არის შიდსი, როგორ ვლინდება და ვითარდება დაავადება, რა შემთხვევაში გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს და რამდენად ეფექტურია მკურნალობა_ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ექიმს, მედიცინის დოქტორს, მაია ცინცაძეს ესაუბრა. რა იწვევს შიდსს ? შიდსი-შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი- აივ. აივ-ის ორგანიზმში მოხვედრიდან შეიძლება 3-7 წელი გავდეს, სანამ განვითარდება შიდსი. ამ დროის განმავლობაში ადამიანი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება და შეიძლება არც კი ეჭვობდეს მის ორგანიზმში ვირუსის არსებობას. შიდსის განვითარება იწყება მას შემდეგ, რაც აივი მთლიანად დააზიანებს იმუნურ სისტემას, ვითარდება იმუნოდეფიციტი-მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა იმდენად დათრგუნვილია, რომ ვერ იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციური და სიმსივნური დაავადებებისგან. შიდსის ვირუსი გადამდებია ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე. რა შემთხვევაში გადაეცემა შიდსის ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს? შიდსის ვირუსი გადაიცემა: აივ ინფიცირებულთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს (როგორც ჰეტერო, ისე ჰომოსექსუალური კონტაქტით), აივ ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით, აივ ინფიცირებულის სისხლით დაზიანებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარებისას საზიარო ნემსის, შპრიცის, ნარკოტიკის მოსამზადებელი ჭურჭლის ზიარი გამოყენებისას, აივ ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. აივ ინფექციის ვერტიკალური (დედიდან ბავშვზე) გადაცემის ჯამური რისკი მკურნალობის გარეშე შეადგენს 20-28%-ს. დაუზიანებელი კანი ან ლორწოვანი გარსი ეფექტური ბარიერია ვირუსისათვის, მაგრა, როდესაც ხდება კანის დაზიანება ტატუირების გაკეთებისას, ყურის ან ცხვირის გახვრეტის დროს, ჩნდება ინფიცირების რეალური რისკი. თეორიულად საშიშია აივ ინფიცირებულის მიერ გამოყენებული სამართებლით სარგებლობაც. შიდსის ვირუსი არ გადაიცემა : ჰაერ- წვეთოვანი გზით და ნერწყვით, შესაბამისად არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან საუბარი, არ გადაიცემა დახველებით, ცხვირის ცემინებით ან კოცნით, საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტით და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მგზავრობა ტრანსპორტით. ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით. რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა შიდსის ცენტრს ტესტის გასაკეთებლად? აივ/შიდსის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს ეჭვი უნდა იქნას მიტანილი ამ ინფექციაზე. ესენია: არამოტივირებული ცხელება, ძლიერი საერთო სისუსტე, წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად დროის მცირე პერიოდში, ჭარბი ოფლიანობა, ლიმფური კვანძების გადიდება, ფაღარათი, მუქი წითელი ფერის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე, თეთრი ფერის ნადები ენაზე, გახანგრძლივებული ფილტვების ანთება და სხვა. შიდსის დიაგნოზის დადგენა მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია. გადამწყვეტი მისი დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული გამოკვლევაა. აივ ტესტირების რეალური შედეგის მისაღებად აუცილებელია ანალიზის ჩატარება საკეისრო კვეთიდან 2=3 თვის გასვლის შემდეგ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზეც, რომ ძირითადად აივ/შიდსი უსიმპტომო დაავადებაა და არ უნდა დაველოდოთ კლინიკური ნიშნების გამოვლინებას და თუ პიროვნებას ჰქონდა ვირუსის გადაცემის მხრივ სარისკო ქცევა, ჩავიტაროთ გამოკვლევა. როგორ ხდება მკურნალობა და რამდენად ეფექტურია? სადღეისოდ არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომლითაც შესაძლებელია აივ/შიდსისგან სრული განკურნება, მაგრამ თანამედროვე მედიცინის მიღწევებმა შიდსი მომაკვდინებელი ინფექციიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად აქცია. ანტივირუსული პრეპარატები არა მარტო აჩერებს დაავადების პროგრესირებას და ახალნგრძლივებს სიცოცხლეს, არამედ აუმჯობესებს შიდსით დაავადებულის ცხოვრების ხარისხსაც. ამ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების უმრავლესობა თავს პრაქტრიკულად ჯანმრთელად გრძნობს. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დაავადების დროულ გამოვლენას და მკურნალობის ადრეულ სტადიაზე დაწყებას. სისხლში ვირუსის ნოლამდე შემცირება ნიშნავს თუ არა განკურნრბას და შეუძლია თუ არა ადამიანს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ წესს? სამწუხაროდ, შიდსის ცენტრს პაციენტები ძირითადად დაგვიანებით მომარტავენ, ზოგჯერ უკვე ტერმინალურ სტადიაზეც, როცა პრაქტიკულად დახმარების გაწევა შეუძლებელია. აივ/შიდის ადრეული გამოვლინებისა და დიაგნოსტიკის მიზნით ვგეგმავთ გადავიდეთ მოქმედების ახალ ეტაპზე_ „გამოავლინე და უმკურნალე“. დროულად დასმული დიაგნოზის და მკურნალობის შემთხვევაში, თუ პაციენტი არ არღვევს მედიკამენტების მიღების რეჟიმს, დაავადება გართულებულ ხასიათს აღარ ღებულობს. ანტივირუსული მკურნალობა გვაძლევს 4 შედეგს: 1. ვირუსი არ განსაზღვრადია ანუ ქრება მოცირკულირე სისხლიდან, 2. იმუნიტეტი აღდგება პრაქტიკულად ნორმის მაჩვენებლამდე, 3. უმჯობესდება სიცოცხლის ხარისხი, ანუ პაციენტი ხშირად აღარ ავადობს, 4. ხანგრძლივდება სიცოცხლე. მართალია შიდსისგან სრული განკურნება სადღეისოდ არ ხდება, მაგრამ არვ თერაპიის ფონზე ის ფრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანად ითვლება. შეიძლება ითქვას, რომ მკურნალობაზე მყოფი პაციენტებიდან ინფექციის გადადებაც აღარ ხდება. ამიტომ არვ მკურნალობას , გარკვეულწილად პრევენციული მნიშვნელობაც აქვს. მართალია, მედიცინაში დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დადგენილია, რომ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები ინფექციის წყაროს პრაქტიკულად აღარ წარმოადგენენ. რაც შეეხება პაციენტთა სამედიცინო მომსახურება-გამოკვლევებსა და მკურნალობას, შიდსის ცენტრი უფასოდ ატარებს აივ ტესტირებას საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს აივ/შიდსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, ჰქონია სარისკო ქცევა, არის აივ ინფიცირებულის ან შიდსით დაავადებული ადამიანის სქესობრივი ან ნემსის პარტნიორი. ხოლო მათ, ვისაც აივ/შიდსის დიაგნოზი დაუდგინდება, ყველა სახის გამოკვლევები და არვ მედიკამენტები სრულიად უფასოა, რასაც სახელმწიფო პროგრამა და „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი“ უზრუნველყოფს.
---
ბეჭდვითი მედია
22.10.2018
მედიასაშუალება: ალია
კიბოთი დაავადებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შარშან კიბოს დიაგნოზით საქართველოში 6 000 ადამიანი გარდაიცვალა. უკვე აღარც სპეციალისტები მალავენ, რომ ბოლო წლებში კიბოთი დაავადებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა. სპეციალისტების ნაწილი სიმსივნური დაავადებების მატებას ეკოლოგიურ პრობლემებს უკავშირებს. მათი თქმით, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ტყვიითა და ტოქსიკური ნივთიერებებითაა გაჯერებული. სხვები გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტებსა და დაბინძურებულ წყალზე ამახვილებენ ყურადღებას. ზურაბ ქუჩუკაშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი: ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ სისხლში ტყვიის შემცველობის მომატებაზე და ძალიან კარგია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა ამ მხრივ კვლევა დაიწყო. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის მომატების მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვში უნდა ვეძებოთ. კარგია, რომ დაიწყო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება, მაგრამ ამის შედეგს მყისიერად კი არა, რამდენიმე წლის შემდეგ მივიღებთ.
---
22.10.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
პუტინი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
უკვე რამდენიმე კვირაა გვესმის ბრალდებები თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორიის მისამართით. „მე ვერ განვსჯი, რამდენად უტყუარია ეს ინფორმაცია. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რაც რა თქმა უნდა, განგაშის საფუძველს იძლევა. თუ ეს კვლევები ნამდვილად ტარდება, ეს ძალიან სახიფათოა და კავშირშია გენეტიკის სფეროში ბოლო მიღწევებთან. საუბარია პრეპარატებზე, რომლებმაც შესაძლოა იმოქმედოს ადამიანზე შერჩევით, გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მისი კავშირის შესაბამისად,“- თქვა პუტინმა. "რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი, – ასე უპასუხა კრემლს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალური განცხადებით მიმართა და ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტთა ჯგუფის გამოგზავნა შესთავაზა.
---
22.10.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტ შოთა კაპანაძის "კუტლავანში" ჩავარდა!
როცა "ასავალ-დასავალში" გამოვაცხადეთ და საზოგადოება გავაფრთხილეთ - "აჩრდილი დაძრწის ჯანდაცვის სამინისტროში, აჩრდილი შოთა კაპანაძის კუტალასი!" - სტაჟიანმა კომუნისტებმა საპროტესტო წერილი გამოგვიგზავნეს - კომუნისტური პარტიის მანიფესტი, რომელიც 1848 წელს, 170 წლის წინათ მიიღეს, კუტალას რად შეადარეთ და თავი სამთელქვეყნოდ რად მოგვჭერითო? არ ვიცით, კარლ მარქსის "კომპარტიის მანიფესტის შესარება ბატონი შოთა კაპანაძის კუტალასთან სხვა კომუნისტებივით იწყინა თუ არა საზოგადოება "ცოდნის" ყოფილმა ხელმძღვანელმა და პოეტმა, პარლამენტარ გიგი წერეთლის მამამ ნუგზარ წერეთელმაც, მაგრამ ვფიქრობ ამის გამოძიებას ამჯერად უნდა შევეშვათ! სამაგიეროდ, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, უფრო კონკრეტულად და გასაგებად შეიძლება ვილაპარაკოთ ნუგზარ წერეთლის ვაჟს, ბოკერიას ნაცსექტაში "გადაკატავებული" და ცხრა პარტიაზე გადამხტარი გიგი წერეთლის შესახებ, რომელსაც ჩვენი წყაროები ერთხმად ასახელებენ ჯანდაცვის სამინისტროს რუხ კარდინალად და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, პატიმრობაში მყოფი გია თვალავაძის კურატორად. ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ საწყალი გია თვალავაძე ციხეში შესაძლოა, სწორედ გიგი წერეთლის გამო ზის! როგორც მოგეხსენებათ, თვალავაძე საკუთარ კაბინეტში ფსიქოტროპული საშუალების უკონტროლოდ რეალიზაციის გამო დაიჭირეს. მარწმუნებენ, რომ ფსიქოტროპულ საშუალებებთან თუ ნარკოტიკებთან თვალავაძის "კრიშა" გიგი წერეთელი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან "მეგობრობდა"... ჩვენი ინფორმაციით, გიგი წერეთლის პროტეჟეა კიდევ ერთი ცნობილი ნაცი - ინგოროყვას კლინიკის ყოფილი მენეჯერი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კომკავშირის ბიუროს ყოფილი წევრი მამუკა ქაცარავა... ხელს ისევ და ისევ გიგი წერეთლისკენ იშვერენ და მეუბნებიან, რომ სინამდვილეში სწორედ მის საკუთრებაშია თბილისის შუაგულში, ქიაჩელის ქუჩაზე, ბერიას სახლის წინ მდებარე ქალაქის №9 პოლიკლინიკის სამსართულიანი შენობა, რომელსაც ნუგზარის ბიჭი მთაწმინდის მაჟორიტარობის დროს კაპიკებად დაეუფლა. საერთოდ ჯანდაცვის სამინისტროში მონასტერი რაც უფრო აირია, შოთა კაპანაძის კუტალამ კაბინეტიდან კაბინეტში შხუილს უმატა. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა თვალავაძის მოადგილე თემურ პირველაშვილით დაწყებული, უკანასკნელით დამთავრებული, პაციენტ კაპანაძის კუტურიეები ძალიან ააფორიაქა და ყველა შისის ქარმა აიტანა. შოთა კაპანაძის საქმე ის კატალიზატორი აღმოჩნდა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროში სიტუაცია ძირეულად შეცვალა…
---
22.10.2018
მედიასაშუალება: ალია
ქვეყანაში 75 ლარია უმწეოთა დახმარება, 12 ლარი - ომის ვეტერანის პენსია, 40 ლარი - მინიმალური ხელფასი, 155 ლარი - საარსებო მინიმუმი და 2.7 ლარის კურსი დოლართან მიმართებაში!
---