From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-23.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 23.10.2018 07:55
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 3.10.2018

ტელევიზია

23.10.2018

არხი:  რუსთავი2  

გადაცემა:     კურიერი 10:00

მუქარა მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციიდან - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში მცხოვრები მგელაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი ,,ქართული ოცნების” შტაბის წარმომადგენლების მხრიდან მუქარაზე საუბრობს. მათი თქმით, რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა. მგელაძეები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ დახმარების გარდა სხვა შემოსავალი არ აქვთ.

http://rustavi2.ge/ka/news/116749

---

 

23.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 09:00

ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 56 წლის კობა მაღრაძე გარდაიცვალა. შემთხვევა ზვარეში მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს თანამშრომელს სატვირთო მანქანით მიწა გადაჰქონდა, მანქანა დაგორდა და მეორე ავტომანქანას დაეჯახა, მუშები ჰყვებიან, რომ კომპანიაში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და შემთხვევაც სავარაუდოდ მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5637074

22.10

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5636749

---

 

23.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:    ქრონიკა 09:00

რუსთავში ჟანგბადის ბალონის ფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. არასრულწლოვანი ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური საავადმყოფოს ბავშვთა რეანიმაციაში განაგრძობს მკურნალობას. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5637109

22.10

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5636492

---

 

 

22.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:    დილა მშვიდობისა

ამინდის პროგნოზს გვაცნობს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი, ასევე ის საუბრობს გრიპის ვაქცინაციის შესახებ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5637044

---

 

22.10.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:     საქმის კურსი 22:30

კერძო სადაზღვევო კომპანიები მთავრობას მოქალაქეების მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ინიციატივას სთავაზობენ. სადაზღვევო სექტორს მიაჩნია, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ზღუდავს ე.წ. დაშენებული პროდუქტების მიწოდებას, რაც სადაზღვევო სექტორის ცნობით, 1,5 მილიონი ადამიანია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5636892

---

 

22.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 21:00

ფეშენებელური სახლები, რომელსაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა და "ოცნების" დეპუტატებმა ბოლო 6 წლის განმავლობაში შეიძინეს. დავით სერგეენკოს კომენტარი- თუკი რამოდენიმე ადამიანს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ქონება შეეძინათ, მათ ასევე უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ განმარტონ საჭიროების შემთხვევაში მშვიდ და საქმიან ვითარებაში ამ ქონების წარმომავლობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5636711

---

 

22.10.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:     ახალი ამბები 15:00

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ინფორმირების დონე დაბალია. მათი შეფასებით, კომპანიების ნაწილში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას ჯერჯერობით ზედმეტ ვალდებულებად და ხარჯად აღიქვამენ. ისინი მთავრობას მოუწოდებენ ამ დამოკიდებულების შეცვლაზე იმუშაოს. 1 აგვისტოდან მომატებული საფრთხის შემცველი საწარმოების შემოწმება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს გაუფრთხილებლად შეუძლია. უკვე შემოწმდა 60 საწარმო და მნიშვნელოვანი დარღვევები ყველა მათგანში გამოვლინდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5635825

---

 

22.10.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:      მოამბე 21:00

არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტი აჭარაში. 15 წლის მოზარდის საქმეს სამართალდამცავები სწავლობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5636672

---

 

22.10.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:     პირადი ექიმი

გადაცემის სტუმარია პაატა იმნაძე რომელიც საუბრობს აცრების შესახებ

https://1tv.ge/video/piradi-eqimi-mari-malazonia-acrebi-da-alergia-live/

---

 

ინტერნეტი

22.10.2018

მედიასაშუალება:

---

 

22.10.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tuki-ramdenime-adamians-mietsa-garkveuli-qonebis-shedzenis-sashualeba-mat-aseve-unda-mietset-shesadzlebloba-ganmarton-am-qonebis-tsarmomavloba-davit-sergeenko/51278

თუკი რამდენიმე ადამიანს მიეცა გარკვეული ქონების შეძენის საშუალება, მათ ასევე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, განმარტონ ამ ქონების წარმომავლობა - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიაში მაღალჩინოსანთა ძვირადღირებული სასახლეების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს უნდა მიეცეს განმარტების გაკეთების საშუალება. „სიტყვა კორუფციას ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება, მით უმეტეს, როცა არის მიბმული სიტყვა ელიტურ კორუფციასთან. თუკი რამდენიმე ადამიანს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ქონება შეეძინათ, მათ ასევე უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ განმარტონ, საჭიროების შემთხვევაში მშვიდ და საქმიან ვითარებაში, ამ ქონების წარმომავლობა“, - განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, ფეშენებელური სასახლეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ან ოჯახის წევრებს ეკუთვნით და რომლებიც 2012 წლის შემდეგ არის აშენებული „კურიერის“ კამერამ დააფიქსირა. სასახლეების ნაწილი თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებზეა გაფორმებული, ნაწილი მათი ოჯახის წევრებზე, ნაწილი ნომინალურ მფლობელებზე, რომლებსაც სხვა არანაირი ქონება არ გააჩნიათ, თუმცა ძვირადღირებულ სახლებს მაინც ხელისუფლებს წარმომადგენლებს უთმობენ საცხოვრებლად. თანამდებობის პირების ქონება კი დრამატულ ზრდას 2012 წლის შემდეგ იწყებს, ანუ მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა სახელისუფლებო სავარძლებში გადაინაცვლეს.

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=187067-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1,%20%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

22.10.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/kharagaulshi-avtosagzao-shemtkhvevis-shedegad-rkinigzis-msheneblobaze-dasaqmebuli-mdzgholi-daighupa/

ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა

ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომელს სატვირთო მანქანით მიწა გადაჰქონდა. სატვირთო მანქანა დაგორდა და მეორე სატვირთოს დაეჯახა. როგორც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, ზაზა ჩიტიძემ განაცხადა, აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკა გაუმართავია და სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. „მანქანა უმეტესად ხელოსანთან დამყავდა გასაკეთებლად. ხან რა ფუჭდებოდა, ხან რა. მოძველებული ტექნიკაა და ერთ დღესაც უარი ვთქვი ჩემი სიცოცხლის რისკის ფასად დავმჯდარიყავი საჭესთან, რის გამოც დაახლოებით ათი დღის წინ სამსახურიდან გამათავისუფლეს. ზუსტად იმ მანქანას ვმართავდი, რომელშიც დღეს ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა“, – ამბობს ზაზა ჩიტიძე.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/517520-zvareshi-axali-rkinigzis-msheneblobaze-avtomankanis-mzgoli-daigupa

---

 

22.10.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/shromis-usafrtkhoebis-standartebis-danergvas-biznesi-zedmet-valdebulebad-da-kharjad-aghiqvams/

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას ბიზნესი ზედმეტ ვალდებულებად და ხარჯად აღიქვამს

შემოწმებული 60 საწარმოდან მნიშვნელოვანი დარღვევები ყველა მათგანში გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ინფორმირების დონე დაბალია. მათი შეფასებით, კომპანიების ნაწილში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა ზედმეტ ვალდებულებად და ხარჯად აღიქვამენ და მთავრობას მოუწოდებენ ამ დამოკიდებულების შეცვლაზე იმუშაოს. “შრომის უსაფრთხოების მართვის ძალიან დიდი სისტემაში ბიზნესი უნდა გაერკვეს, საშუალო და ზედა მენეჯმენტი, რათა ინტეგრირებულად მოახდინონ მათ მართვა და განყენებულად არასდროს განიხილონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დარგი ან სფერო. პირველ რიგში, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ შრომის უსაფრთხოების ციკლი რომ მართო, მენეჯმენტი უნდა იყოს ინფორმირებული, განსწავლული, რადგან ზემოდან ქვემოთ მოხდეს გაზიარება სწავლების და არა პირიქით”, – აცხადებს შრომის ინსპექტორი დავით თხელიძე. შეგახსენებთ, რომ 1-ლი აგვისტოდან მომატებული საფრთხის საწარმოებში შრომის პირობების შემოწმება კომპანიის გაუფრთხილებლად შეუძლიათ. უკვე შემოწმდა 60 საწარმო და მნიშვნელოვანი დარღვევები ყველა მათგანში გამოვლინდა.

---

 

22.10.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/213570

გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის კლინიკაშია, პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა - ტარიელ კაკაბაძე

გია თვალავაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ისედაც ჰქონდა, თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის შედეგად, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ის ჩაფიძის სახელობის კლინიკაში სამკურნალოდ გუშინწინ გადაიყვანეს, სადაც სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიება ჩაუტარდა, ის კვლავ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, - აღნიშნულის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ თვალავაძეს ადვოკატის განმარტებით, რამდენიმე დაავადება აქვს, რაც საპყრობილეში ყოფნისას კიდევ უფრო დამძიმდა. „თვალავაძეს, არაერთი დაავადება და გარკვეული პრობლემები აქვს გულთან დაკავშირებით. ის საკმაოდ სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. ბოლო დღეების განმავლობაში იძულებული იყო, საპყრობილეში ექიმი რამდენჯერმე გამოეძახებინა, ის პერიოდულად ცუდად ხდებოდა. პატიმრობაში ყოფნის შემდეგ, მისი ჯანმრთლოების მდგომარეობა საგრძნობლად გართულებულია“, - აცხადებს კაკაბაძე. როგორც ის აცხადებს, თვალავაძის მიმართ გამოყენებული საპატიმრო ღონისძიება დაუსაბუთებელია. კაკაბაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და საქმესთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. „მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. რეალურად, მისი თავისუფლებაში ყოფნა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს, რომ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართოს. ნებისმიერი იურისტი, ვინც აღნიშნულ განჩინებას წაიკითხავს, დამეთანხმება, რომ ამ ადამიანის პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ის, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო მოქმედებებში, რათა საქმეზე აბსოლუტური ჭეშმარიტება დადგენილიყო. მას მცდელობაც კი არ ჰქონია, მოწმეებზე ზემოქმედება მოხდინა, ან გამოძიებისთვის რამე ფორმით, ხელი შეეშალა. ამ ყველაფრის ფონზე, მისი პატიმრობაში დატოვება ყოველგვარ აზრს, საფუძველს მოკლებულია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებას“, - დასძენს კაკაბაძე. შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით, გია თვალავაძე სუს-მა დააკავა. მას გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თვალავაძე ბრალს არ აღიარებს. სუს-მა ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად საერთო ჯამში 20 პირი დააკავა. მათგან, 6 პირის მიმართ თბილისის საქალაქო სასამათლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.

---

 

22.10.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/2-3-tvis-ganmavlobashi-17-dan-26-tslamde-akhalgazrdebshi-gaizarda-marikhuanit-intoqsikatsiis-shemtkhvevebi-mat-shoris-bevria-gogona-toqsikologi-temur-kobidze/51253

2-3 თვის განმავლობაში 17-დან 26 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები, მათ შორის ბევრია გოგონა - ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის თემურ კობიძის განცხადებით, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში 17-დან 26 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები, მათ შორის ბევრია გოგონა. როგორც თემურ კობიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებებში შესულ მარიხუანით მოწამლულ პაციენტებს ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: ჰალუცინაციები გულსისხლძარღვთა სისტემიდან გამოხატული რეაქციებით, გულის ფრიალით, ჰიპერტენზია, ფსიქიკური ცვლილებებით, ფსიქიკური აშლილობა, ჰალუცინაციები, რაც გადადის შემდგომ ფსიქომოტორულ აღგზნებაში. ასეთი პაციენტების მკურნალობაში საჭირო ხდება ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართვა. „რამდენიმე ახალგაზრდა უკვე გადავგზავნეთ ფსიქიატრთან. მათგან 2 განაგრძობს მკურნალობას. დიდი ხანია, განგაშია ასატეხი საერთოდ ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის გახშირებული ფაქტების გამო. მარიხუანის მოხმარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს გენოფონდს, ჩვენს ახალგაზრდობას. მათგან, ვინც მარიხუანას უწევენ პროპაგანდას, რატომღაც არავის არ სურს თავის შვილებზე გამოსცადონ მარიხუანის „სიკეთე“. მარიხუანის მოხმარება არის პირველი საფეხური ნარკომანიისკენ. საუბარია ძირითადად 17 წლიდან 25-26 წლამდე ახალგაზრდებზე. სრული მონაცემები საქართველოს მასშტაბით ჯერ არ მაქვს. თბილისის მასშტაბით არსებულ მდგომარეობაზე მოგახსენებთ, გამოვდივარ კერძო პრაქტიკიდან, ჩემ მიერ ნანახი პაციენტებიდან”, – თქვა ტოქსიკოლოგმა. მისივე თქმით, მარიხუანის პროპაგანდამ ითამაშა ის როლი, რომ მარიხუანის მოწევა თითქოს, გოგონებში კარგ ტონად ითვლება. „მანამდე სიგარეტის მოწევა ითვლებოდა თავის წარმოჩენის, თვითდაჯერების საშუალებად. პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სიგარეტიც კი არ მოუწევიათ და მით უმეტეს, მარიხუანა არის მათთვის პირველი. მარიხუანის მოწევა განსხვავდება სიგარეტის მოწევისგან. არ არიან შეჩვეულნი. შემოსულ პაციენტებს შორის უმეტესობა ამბობს, რომ მოსწიეს მეგობრებთან. გოგონები, რომლებსაც არ აქვთ ეს მოწეული, ბიჭები სავარაუდოდ, აწევინებენ გაზრდილ დოზას და იწამლებიან“, – განაცხადა კობიძემ.

---

 

22.10.2018

მედიასაშუალება:

22.10.2018

მედიასაშუალება:

22.10.2018

მედიასაშუალება:

22.10.2018

მედიასაშუალება:

22.10.2018

მედიასაშუალება:

---

 

22.10.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/213569

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა. მთავრობის დადგენილებით, კომისიას დაევალა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და 2018 წლის ბოლომდე დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. პირველ შეხვედრაზე უწყაბათაშორისი კომისიის წევრებმა კომისიის საქმიანობის და უფლებამოსილების საკითხები მიმოიხილეს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ინიცირების შესახებ და ამ მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა. შეხვედრას ესწრებოდნენ უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომისიის წევრები: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფროსის მოადგილე გიორგი თევდორაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი გოჩა რატიანი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ხადური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ონოფრიშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, რომლებმაც კომისიის წევრებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე.

---

 

ბეჭდვითი მედია

23.10.2018

მედიასაშუალება:       ქრონიკა+

აფხაზეთიდან დევნილი 4 შვილის დედა სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს

ზოგჯერ ისე ხდება, რომ სასიკეთო ცვლილებების მოლოდინში წლ;ები გადის. ადამიანები ინარჩუნებენ იმედს, ენდობიან სხვებს, პოლიტიკოსებს, მთავრობასა და მომავალ მთავრობებს, მაგრამ როდესაც ლოდინში ათეულობით წელი გადის, ამ დროს კი საკუთარი შვილების გასაჭირს თვალებში უყურებ, ლოდინი გაუსაძლისი ხდება, ნდობა კი შეუძლებელი. მაია გვაჯავა აფხაზეთიდან დევნილია. 1999 წლიდან ის თბილისში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. დედაქალაქში ყირიმის 13 ნომერში ცხოვრობდა. მეუღლე უმუშევარია. 4 შვილი ჰყავს, მათგან 2 ბიჭი შშმპ. 2010 წელს უფროს ბიჭს ყუმბარა აუფეთქდა და თვალი დაკარგა, დღეს კი უკვე მეორე თვალშიც მხედველობა დაუქვეითთდა. ბევრი წელია, რაც ოჯახი დახმარებას ითხოვს, ითხოვს თავშესაფარს. ამბობს, რომ უჭირს და ბინის ქირის საფასურს ვერ იხდის, მაგრამ არავინ ეხმარება. ქალაქ რუსთავში 2014 წელს აპლიკაცია შეავსო თავშესაფრის თაობაზე. 2013 წელს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგი ფაცაცია მაია გვაჯავას დაჰპირდა, გადამისამართება გაეკეთებინა უპირველესყოვლისად და მის ოჯახს დააკმაყოფულებდა. მაია ამბობს, რომ გადამისამართება გააკეთა მაგრამ, უთხრეს, რომ ეს პროცესი 2013 წლის მაისამდე უნდა გაეკეთებინა. "21 წლის ბიჭი განადგურებულია, 100 ლარს ურიცხავენ, მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მისცეს. საღამოობით უკვე მალე სემოდის სახლში, უკვე ვეღარ ხედავს, რომ ბინდდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა დევნილთა სამინისტროში. გადაამოწმონ ყველაფერი, შეამოწმონ, თუ არ მეკუთვნის. სხვებს თუ ეკუთვნით? იმ ბინებს ყიდიან. გაარკვიონ დავით გარეჯზე ვინ ფლობს ახლა იმ ბინებს". "უფროს ბიჭთან დაკავშირებიტ, ჯანდაცვის სამინისტროდან მიპასუხეს თავის მოვლა შეუძლიაო".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5637313&name=23.10.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება:      ქრონიკა+

55 ევროიანი საარსებო მინიმუმი საქართველოში და არასწორი მეთოდიკა

რთულად მისახვედრი არ არის, რომ საარსებო მინიმუმი შემოსავლის ის მინიმალური დონეა, რომელიც ადამიანის არსებობისა და აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად გახლავთ საჭირო. არსობრივად, იგი ცხოვრებუის მინიმალური ზღვრის მაჩვენებელია. უკვე წლებია, საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხდება და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ამ მონაცემებს ყოველთვიურად აქვეყნებს, ეს უკანასკნელი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდს იყენებს, სასურსათო კალათა კი სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთბის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობის, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. ჯამში, მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და იგი 2300 კილო კალორიას შეადგნეს. იმ მეთოდიკით, რასაც დღეს საქსტატი იყენებს, საარსებო მინიმუმს, ითვლიან 70:30 %-ზე პროპორციით, რაც იმას ნიშნავს, რომ 70 % სასურსათი კალათს, 30 % კი არასასურსათოს ეთმობა. საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად, საარსებო მინიმუმის გაანგარიშება საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შედეგად ხდება. ე.ი. ის რეალური მაჩვენელბლების, რაც საქსტატს სააშკარაოზე გამოაქვს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა მოწოდებული, ეს უწყება კი უკვე 15 წელია, არაფერს ცვლის, რადგან მონაცემების შეცვლით საარსებო მინიმუმის ზღვარი აიწევს, მინიმუმ, 2-ჯერ გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას მოსახლეობაზე ზრუნვა მოუწევს და ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებაც გასაზრდელი იქნება. ეს უკანასკნელი კი არც ერთ მთავრობას არ აწყობს... ბოლოს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით შემცირდა და უკვე სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 170.2 ლარს შეადგენს, როცა აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 171.4 ლარი გახლდათ. ამ რიცხვების აბსურდულობაზე რომ არ დავიწყოთ საუბარი, ისიც ხომ აშკარაა, რომ შრომისუნარიანი მამაკაცი ერთ თვეში 170 ლარით ვერც სრულფასოვნად იკვებება, ვერც ჯანმრთელობას მიხედავს , ვერც კომუნალურებს გადაიხდისდა აუცილებელი მინიმუმის გარდა სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია! სოსო არჩვაძე - ეკონომიკის ექსპერტი: "დღეს საქსტატი საარსებო მინიმუმის გამოთვლისას იმ მეთოდიკით ხელმძღვანელობს, რაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოიყენებოდა, ეს კი დაუშვებელია. თანაფარდობის ამგვარად გამოყენება იმ არარეალურ შედეგს გვაძლევს, რაც ნათელია. ხოლო მისი სწორიად დათვლის შემთხვევაში უკვე მთავრობას მოუწევს "შეწუხება" ხალხის დასახმარებლად, რაც არც ერთ ხელისუფალს არ სურს. არ შეიძლება, ქვეყანაში იმ მეთოდიკი ვიხელმძღვანელოთ, როგორიც იმ პერიოდში იყო, როცა იარაღანი ხალხი დარბოდა ქუჩაში და სანთლის შუქზე უწევდათ ბავშვებს გაკვეთილების მომზადება. , თვითინ ამ სისტემური უზუსტობის მიზანმიმართული ფალსიფიკაციის ფონზე ვღებულობთ არასწორ დასკვნებს, პროპორციებშია უზუსტობა! ქართულ რეალობაში, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ 170 ლარია საარსებო მინიმუმი და მასში 70 % სურსათს უჭირავს, ეს რა თქმა უნდა, უკვე ხელოვნურად ამცირებს მუცლობას, აბსოლუტურ მაჩვენებელს. ამ ეტაპზე უნდა გადავდგათ ორი პრინციპული ნაბიჯი : 1) სასურსათო ნაწილი დავტოვოთ 115-120 ლარის ფარგლებში, მაგრამ ერთი იმდენიც მივიჩნიოთ არასასურსათო საქონელზე, ანუ საარსებო მინიმუმი გვექნება არა 170, არამედ 350 ლარამდე. 2) სასურსათო კომპონენტში უნდა გადახალისდეს თანაფარდობა ცხოველური და მცენარეული წარმოების პროდუქტებს შორის. შეადარეთ 170 ლოარი 350 ლარს, ანუ ფაქტობრივად, რეალურის სურათის მისაღებად დღევანდელი მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ, მინიმუმ 2-ჯერ, აღმოვაჩენთ, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება არა ქვეყნის მოსახელობის 21-22 %, არამედ გაცილებით მეტი ადამიანი... ვახო ჭარაია - თსუ ანალიტიკისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი: "მიუხედავად საქსტატსადმი დიდი პატივისცემისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საარსებო მინიმუმისა და სამომხმარებლო კალათის დათვლას, ზოგადად, მოძველებული მეთოდიკით ახორციელებს. ანუ მათი დათვლისას, სასურსათო და არასასურსათო შემადგენლების წილი რომ არ ჩავთვალოთ, ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია სეზონურობის ფაქტორი, ასევე რეგიონულ ჭრილში გადანაწილება არ არის გათვალისწინებული. მეთოდიკა აუცილებლად დასხვეწია და ასე რომ მოხდეს, რეალური მაჩვენებლების მიღების შემდეგ, შეიძლება სხვა პრობლემენი წარმოიშვას უკვე პოლიტიკურ ჭრილში, ისიც გასათვალისწინებელია, მრომ როცა პენსია 180 ლარი გვაქვს და საარსებო მინიმუმი 170 ლარია, ეს რაღაც ლოგიკაში ჯდება, მაგრამ საარსებო მინიმუმი რომ 350 ლარი გახდეს და პენსია 180 ლარი იყოს, მაშინ ეს არალოგიჯური იქნება, საჭირო გახდება პენსიი ზრდა - ამის გაკეთება დღეს საქართველოში ძალიან რთულად წარმომიდგენია, შეიძება საქსტატი პოლიტიკური მოტივებით არ ხელმძღვანელობს, მაგრამ თუ ეს მაჩვენებელი გადაიხედება, ქვეყანაში ამას პოლიტიკური აჟიოტაჟიც მოჰყვება" ცნობილია, რომ ზუსტად 2014 წელს, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა კვლევა ჩაატარა, რომელიც ქვეყანაში საარსებო მინიმუმს ადგენდა. მკვლევართა გუნდში იყვნენ რამაზ გერლიანი, ქეთევან კრიალაშვილი და ირაკლი მაკალათია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმჟამინდელი საქსტატის მონაცემს რეალური საარსებო მიმუმი 2.5-ჯერ აღემატებოდა. ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი: "საარსებო მინიმუმის გამოთვლაზე 2014 წელს რამდენიმე ადამიანმა ვიმუშავეთ და მას შემდეგ ვაკორექტირებდით და მაშინ გამოვიდა, რომ იმჟამინდელ საარსებო მინიმუმთან შედარებით, ჩვენ მიერ მიღებული მაჩვენებელი, დაახლოებით, 2.5-ჯერ მეტი იყო. თუმცა ბოლო წლებია, უკვე აღარ დაგვითვლია და კვლევა არ ჩაგვიტარებია. რაც შეეხება თვითონ საქსტატის მეთოდოლოგიას, ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ყველანაირად მოძველებულია, რადგან მასში 90-იანი წლების შემდეგარაფერი განახლებულა." ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცეჰნტრის ხელმძღვანელი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობდა: :საარსებო მინიმუმის ამგვარად საზოგადოებისთვის მიწოდებაში საქსტატის მეთოდიკა კი არა, ჯანდაცვის სამინისტროს როლია გამოსაკვეთი, ვინაიდან სწორედ ის აწვდის ძირითად ინფორმაციას საქსტატს და შემდეგ მონაცემებს ითვლიან. საქსტატს არაფერი აქვს დასახვეწი იქიდან გამომდინარე, რომ მას ეუბნებიან ფორმულას და ისიც ითვლიუს. მას უბრალოდ ციფრები შეაქვს. დღევანდელ მონაცემებში უნდა დავადანაშაულოთ ის უწყება, რომელსაც ეს ეხება. დღეს არსებული ეს მეთოდი არის 2003 წლის, შევარდნაძის მეთოდოლოგია, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეძლოს, დაფიქრდეს ამაზე და შეცვალოს იგი, მოარგოს იმ სტანდარტს, რაც აპრობირებულია ევროპაში. რაუნდა გაკეთდეს: "პირველი - ეს დაჯგუფებები შესაცვლელია და სწორად დასათვლელი, ერთ-ერთი ყველაზე სწორი იქნება, თუ ჩვენ კალათას დავითვლით სეზონურად. გადანაწილება უნდა მოხდეს ისე, რომ 70:30 % არ იყოს, 60:40 %-ზე მაინც იყოს. ამიტომ მთავარი ისაა, რომ როცა 2003 წლამდე ხორცის წილი იყო უფრო გაზრდილი, დღეს იაფფასიანი ჩამნაცვლებელი პროდუქტების წილია გაზრდილი.. 2014 წელს ჩვენი კვლევის მიხედვით საარსებო მინიმუმის მაჩვენელები 350 ლარამდე იყო, მაგრამ უ გავითვალისწინებთ ფასების ცვლილებას, ინფლაციასა თუ გაცვლით კურსს, ამ მეთოდოლოგიით ალბათ დღეს 380-დან 400-მდე გვქნება მაჩვენებელი, ეს კი რეალობას უფრო მეტად ასახავს, ვიდრე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები" - ქვეყანაში , რომელშიც საარსებო მინიმუმი 55 ევროს შეადგენს, ეკონომიკის სიძლიერეზე საუბარი ნამდვილად ზედმეტი იქნება, როდის, რომელი მთავრობის შემთხვევაში გადაიხედება ეს ყველაფერი და დალაგდება, ჯერ უცნობია. ფაქტი ერთია - თუ გაიზრდება საარსებო მინიმუმი, უნდა გაიზარდოს სოციალური დახმარებები, პენსია, შემცირდეს გადასახადები და ა.შ. ამის გაკეთებას კი, ჯერ კიდევ, მთავრობის კეთილი ნება სჭირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5637105&name=23.10.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

ტყიბულის შახტებში მუშები 1-ელ ნოემბერს შევლენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5637049&name=23.10.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

“თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები” – კალაძე ჟურნალისტს

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილის გამოთქმული მოსაზრებების ჰააგის სასამართლოში წარდგენას, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება, "ქართული ოცნების" ლიდერები ეხმაურებიან და მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავენ: „მე უფრო უხერხულობა შემიქმნა იმან, როდესაც რამდენიმე ტელევიზიაში, მათ შორის, თქვენსაში ჩემს მიმოწერას აჩვენებდნენ, საქმიან მიმოწერას, რომელიც არაფრისგან იყო შექმნილი. ჰააგის სასამართლო მე ვფიქრობ, რომ გამოიყენებს იმ დოკუმენტებს და არა გამონათქვამებს," - აცხადებს მინისტრი დავით სერგეენკო. „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და მერი კალაძე კი 2008 წელს ომის დაწყებაში კვლავ წინა"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადანაშაულებს. „რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას", თქვენს ტელევიზიას, თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე," - მიმართა კალაძემ რ2-ის ჟურნალისტს. რუსეთის მიერ ჰააგის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის ციტატებიცაა, „ევროპულმა საქართველომ" გაასაჯაროვა. რუსეთს ჰააგის ტრიბუნალში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები და ციტატები მისივე წიგნიდან აქვს გამოყენებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5636961&name=23.10.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება:   ჯორჯია თუდეი

ჯანდაცვის სამინისტრომ ექთნების ნაკლებობის საკითხი უნდა მოაგვაროს

ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ახალი კონცეფცია სამედიცინო სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების შესახებ. სამინისტროს მიზანია 2025 წლისთვის მოახდინოს საკმარისი რაოდენობით კვალიფიციური კადრის უზრუნველყოფა და სამედიცინო განათლების ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან. როგორც სამინისტრო აცხადებს, ქვეყანაში ექიმების რაოდენობა ძალიან დიდია, ხოლო ექთნების რაოდენობა, პირიქით-არასაკმარისი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5637582&name=23.10.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება:   ჯორჯია თუდეი

შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა

საქართველოში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა აქტუალურ საკითხად რჩება. 2018 წლის 21 მარტს შრომის უსაფრთხოების კანონის გარკვეული მოთხოვნები ძალაში შევიდა, დანარჩენი მათგანი კი 1 აგვისტოს. სრული სახით კანონი ამოქმედდება 2019 წლის 1 იანვრიდან. კანონი ძირითადად ეხება სარისკო, მძიმე და საშიშ სამუშაოს. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები გააკონტროლებენ როგორც მოხდება კანონის რეგულაციების თანხვედრა მშრომელების ინტერესებთან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5637522&name=23.10.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---