From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-24.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 24.10.2018 07:30


 

 

 

მედიამონიტორინგი 24.10.2018

ტელევიზია

24.10.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:    საქმიანი დილა

მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის შემთხვევების შესამომწმებლად  კი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფისათვის ამ დრომდე არავის მიუმართავს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5639902

---

 

24.10.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:     საქმიანი დილა

კერძო სადაზღვეო კომპანიები მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ერთ-ერთ გზად ე.წ. დაშენებული სადაზღვეო   პროდუქტების განვითასრებას მიიჩნევენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5639900

---

 

24.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 09:00

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამ დროისთვის ის მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება. არასრულწლოვანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. ექიმების განცხადებით, დაშავებული ინტენსიური თერაპიის და მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის. რუსთავში ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა და დაშავდა სულ 14 ადამიანი, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. კადრში ჩანს ევექსის კლინიკა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5639932

---

 

23.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 20:00

როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან და როგორია ექიმების რეკომენდაცია - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას სეზონური გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. დარგის სპეციალისტების განმარტებით, გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ვაქცინაციისთვის ოქტომბერი საუკეთესო დროა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5639428

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5639552

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5639316

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5639032

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5637762

იმედი-ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5638229

რუსთავი 2-კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5638624

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5638565

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5638519

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5638475

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5637766

---

 

23.10.2018

არხი: იმედი

გადაცემა:    იმედის დღე

რუბრიკა "რისკ ფაქტორის" მთავარი თემაა- ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებული მდგომარეობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5638075

---

 

23.10.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:    ახალი ამბები 15:00

რუსთავში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. არასრულწლოვანი მკურნალობას ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური საავადმყოფოს ბავშვთა რეამინაციაში განაგრძობს. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ამ დროისთვის მდგომარეობა დასტაბილურებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5638493

---

 

23.10.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:    კურიერი 18:00

ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშის ოჯახი მიომხდარის გამოძიებას მოითხოვს. ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ჩინური კომპანია მშენებლობაზე მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას იყენებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5639132

---

 

23.10.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:    კურიერი 12:00

მითხრეს ხმა მიეცი "ოცნებას" თორემ დახმარებას მოგიხსნითო - მგელაძეების ოჯახი "ქართულ ოცნებას" ზეწოლაში ადანაშაულებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5637891

---

 

23.10.2018

არხი: I არხი  

გადაცემა:   მოამბე 21:00

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობაში პროგრესი არ შეინიშნება. ორგანიზაციის, - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, - წარმომადგენლებმა მონიტორინგი ჩაატარეს იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება 2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი. კვლევის საგანი იყო 28 შემთხვევა, რომელთა შესახებ ორგანიზაციისთვის გახდა ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, დისკრიმინაციის ფაქტებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ ხშირად აქვს ადგილი და ისინი პრობლემას სხვადასხვა სერვისის მიღების დროს არცთუ იშვიათად აწყდებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5639564

---

 

23.10.2018

არხი: იმედი

გადაცემა:    ქრონიკა 17:00

იბერიის თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურებისა და გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებას ითხოვენ. დღეს დახურულ ტელევიზიასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს პროფკავშირელებიც შეუერთდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5638796

---

 

 

 

ინტერნეტი

23.10.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/517642-davit-sergeenkos-inpormaciit-oktomberi-sezonuri-gripis-sacinaagmdego-acris-gasaketeblad-sauketeso-periodia?fbclid=IwAR1ayEFt3yN2QwuFTKCei5IGqKpkm8UPpgTHZtF4Jt-8mfSc0rBSP5vR9ZI

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ოქტომბერი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად საუკეთესო პერიოდია

სეზონური გრიპის ვაქცინაციასა და გრიპის ეპიდზედამხედველობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოქტომბერი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად საუკეთესო პერიოდია. „ეს არის სეზონური გრიპი, რომელიც მეტ-ნაკლები სიმძაფრით ყოველწლიურად მეორდება და ხშირად ეს ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამდენად, გრიპის სეზონური ვაქცინაციისთვის ოპტიმალური ვადა არის სწორედ მიმდინარე კვირა და მისი შემდგომი უახლოესი პერიოდი. რაც შეეხება გრიპით გამოწვეულ ზიანს, ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ უმეტეს შემთხვევაში გრიპი მიმდინარეობს მსუბუქად და მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა სჭირდება, გარკვეულ რისკ-ჯგუფებში მან შეიძლება საკმაოდ მძიმე და ზოგ შემთხვევაში ფატალური მიმდინარეობაც მიიღოს. რა თქმა უნდა, არ მინდა ამით პანიკის შექმნა, მაგრამ გრიპის შესახებ და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ამ სეზონზეც, გასული წლის მსგავსად, რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაციის უფასოდ ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ორსულები, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული პირები, დიალიზზე მყოფი პირები და მათი მომვლელი პერსონალი, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების მცხოვრებლები და მათი მომვლელი პერსონალი, C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობის ქვეშ, აივ-ინფიცირებულები და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სეზონური გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომლის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წლის სეზონისთვის სახელმწიფომ 40 935 დოზა ვაქცინა შეიძინა.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-mosakhleobas-gripis-sawinaaghmdego-vaqcinis-chatarebisken-mouwodebs/

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/40323/davit-sergeenko-riskjgufebs-gripis-satsinaaghmdego-atsris-chatarebisken-moutsodebs

ინფო9- http://www.info9.ge/politika/199528-davith-sergeenko-mosakhleobas-gripis-satsinaaghmdego-acris-chatarebisken-moutsodebs.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/427017

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/gripis-sezonuri-vaqtsinatsiistvis-optimaluri-vada-aris-stsored-mimdinare-kvira-davit-sergeenko/51319

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/313524/

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/517651-davit-sergeenko-haagis-sasamartlo-qoveltvis-ganixilavs-mtkicebulebas-da-ara-amonaridebs-beletristikidan

დავით სერგეენკო - ჰააგის სასამართლო ყოველთვის განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან

ჰააგის სასამართლო ყოველთვის განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს უპასუხა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, უქმნის თუ არა მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილის განცხადებებზე ახსნა-განმარტება უწევთ მთავრობის წევრებს, მინისტრი პასუხობს, რომ უხერხულობას ამ თემაზე გაუთავებელი კითხვები უქმნის. „ჰააგის სასამართლო არის დედამიწაზე უმაღლესი ინსტიტუცია, რომელიც განიხილავს სამხედრო დანაშაულს. ასეთი კვალიფიკაციის სასამართლო ყოველთვის განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან ან სიტყვიერი გამონათქვამებიდან. რაც შეეხება 2008 წლის ომის შესახებ დოკუმენტებს, ძალიან სისტემური და დეტალური დოკუმენტაციაა შექმნილი. მე მჯერა, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს დოკუმენტებით,” - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-haagis-sasamartlo-ganikhilavs-mtkicebulebas-da-ara-amonaridebs-beletristikidan-gamonatqvamebidan/

ინფო9- http://www.info9.ge/politika/199531-davith-sergeenko-haagis-sasamarthlo-ganikhilavs-mtkicebulebas-da-ara-amonaridebs-beletristikidan-an-gamonathqvamebidan.html?lang=ka-GE

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=187177-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/213645

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/medikamentebis-charbad-danishvnistvis-saministrostvis-arcert-moqalaqes-ar-miumartavs/25874/

მედიკამენტების ჭარბად დანიშვნისთვის სამინისტროსთვის არცერთ მოქალაქეს არ მიუმართავს

მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის შემთხვევების შესამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტროს პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფისთვის არავის მიუმართავს. ჯგუფის კლინიკური ფარმაკოლოგის ლუიზა გაბუნიას ინფორმაიით, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შესაძლებლობის შესახებ გავრცელებული იყო, მომართვიანობა არ არის. "ეს მოქალაქის ნებაა, მას თუ გაუჩნდება რაიმე ეჭვი ექიმის დანიშნულებასთან დაკავშირებით, შეუძლია მოგვმართოს და პოლიფარმაციის შემსწავლელი ჯგუფის ფარმაკოლოგის მიერ გადამოწმდება ექიმის დანიშნულება“, - განაცხადა bm.ge-სთან საუბრისას ლუიზა გაბუნიამ. მისი თქმით, კამპანიის დაწყებამდე ჯგუფმა, ელექტრონული რეცეპტის სისტემიდან მიღებული მონაცემების ანალიზი გააკეთა და 15%-ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიფრამაციას (მეტიკამენტების ჭარბი რაოდენობის დანიშვნა). "ბოლო შიდა კვლევის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 11%-მდეა შემცირებული. კამპანიის შესახებ საქმის კურსში იქნა ჩაყენებული როგორ მოქალაქეები, ისე სამედიცინო საზოგადოებაც და ვფიქრობთ, რომ ის კარგი მოტივატორი აღმოჩნდა. ჩვენი ანალიზით, ჭარბი ოდენობის მედიკამენტების დანიშვნის შემთხვევები შემცირებულია", - განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 16 ივლისიდან მოქალაქეებს საშუალება მიეცათ გადაამოწმონ ექიმის დანიშნულება, თუკი 5 და მეტი მედიკამენტი ექნება გამოწერილი. მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეუძლებათ, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ისე ელექტრონულად, ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პაციენტის გვერდიდან.

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/sameditsino-regulirebis-saagento-40-shtatgareshe-tanamshromelis-sachiroebasa-da-shromit-anazghaurebaze-informatsias-ar-gastsems-akhalgazrda-advokatebi/51337?fbclid=IwAR20L0fDjTLcrGtimpN4-4fMGMq0W_XDGyuybAzsrobdwji9UE6FeMKONuo

სამედიცინო რეგულირების სააგენტო 40 შტატგარეშე თანამშრომელის საჭიროებასა და შრომით ანაზღაურებაზე, ინფორმაციას არ გასცემს -„ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომლიც ფინანსური პოლიტიკისა და დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებების, მიღებული პრემიებისა და დანამატების შეაფსებით ნაწილს ეხება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლი საკითხები შეეხებოდა 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად, სააგენტოს თავმჯდომარის, მოადგილეების, დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსების შრომითი ანაზღაურების დადგენას, მათ მიმართ გაცემულ პრემიებისა თუ დანამატებს, ინფორმაციას სააგენტოში დასაქმებულ შტატგარეშე პირთა შესახებ, სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტს, სააგენტოს მიერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მივლინებებში გაწეულ ხარჯებს, ინფორმაციას სააგენტოს მიერ გაწეული ყველა სხვა ხარჯის შესახებ, სააგენტოს სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობას. ორგანიზაციამ მოითხოვა სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიის დოკუმენტის გაცნობაც. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3 480 000 ლარს, საიდანაც 2 406 300 ლარი შრომის ანაზღაურებისათვის განკუთვნის თანხას წარმოადგენს, რაც სააგენტოს წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 70%-ია. მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა შრომითი ანაზღაურების სახით, საერთო ჯამში, მიიღო - 35 000 ლარი, თავმჯდომარის სამმა მოადგილემ, ცალკ-ცალკე მიიღო - 30 800 ლარი. ამასთან, აღსანიშნავია დასახელებული თანამდებობის პირების სააგენტოში საქმიანობის პერიოდი. სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობაზე დაინიშნა 2011 წელს, პირველი მოადგილე - 2012 წელს, ხოლო სხვა მოადგილეები - 2016 და 2017 წლებში. ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია საანგარიშო პერიოდში სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის ხარჯების შესახებ. 2018 წლის იანვარი-ივლისის მდგომარეობით, სააგენტოს მხრიდან ადგილობრივ და საერთაშორისო მივლინენებში, სულ დაიჯარხა 87 584 ლარი, საიდანაც 87 215 ლარი დაიხარჯა ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის, ხოლო 369 ლარი დაიჯარჯა ქვეყნის გარეთ, კერძოდ ინდოეთში მივლინებისათვის. დინამიკაში შეინიშნებოდა ყოველთვიურად სამივლინებო თანხების ზრდა. იანვრის მდგომარეობით, მივლინენებში გაწულმა ხარჯმა 3 459 ლარი შეადგინა, თებერვალში - 12 153 ლარი, მარტში - 13 606 ლარი, აპრილში - 12 017 ლარი, მაისში - 14 464 ლარი, ივნისში- 16 154 ლარი, ხოლო ივლისში მივლინებებში 15 731 ლარი დაიხარჯა. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაწული სხვადასხვა ხარჯების შესახებ ინფორმაციიდან დგინდება, რომ 2017 წლის განმავლობაში, სააგენტომ საერთო ჯამში, საკანცელარიო საჭირეობებისათვის, საწვავისა და სადაზღვევო უზრუნველყოფისათვის 72 469.56 ლარი დახარჯა. რაც ეხება 2018 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებს, ამ პერიოდში, იგივე საჭიროებებისთვის, სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯი 46 723.06 ლარს შეადგენს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სააგენტოს საშტატო პოლიტიკის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სააგენტოს შტატში ირიცხება 147 თანამშრომელი, ხოლო სააგენტოში შტატგარეშედ საქმიანობს 40 პირი. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს ყავს - 1 ხელმძღვანელი, 3 - ხელმძღვანელის მოადგილე, 1 - ხელმძღვანელის მრჩეველი, აგრეთვე სააგენტოში უფლებამოსილებას ახორციელებს 7 - დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 7 - დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, 21 - სამმართველოს ხელმძღვანელი, 35 - მთავარი სპეციალისტი და 21 - უფროსტი სპეციალისტი. რაც ეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში, კონტროლის დეპარტამენტში, პროფესიული რეგულირების დეპარტამენტში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტში საქმიანობას, ძირითად შემთხვევებში, იურისტ-კონსულტანტის, მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის, ადმინისტრატორისა და ფარმაკოლოგის პოზიციაზე საქმიანობას ახორციელებს 40 შტატგარეშე თანამშრომელი. ორგანიზაციის შეფასებით, 2018 წლის 01 იანვრიდან აგვისტოს მდგომარეობით, სააგენტო საერთო ჯამში მონაწილეობს 51 სასარჩელო წარმოებაში, აქედან 12 საქმეზე გამოდის, როგორც მოსარჩელე მხარე, 16 - საქმეზე, როგორც მოპასუხე მხარე, ხოლო 23 საქმეზე მონაწილეობს მესამე პირის სტატუსით. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების შედეგად, დადგინდეს სააგენტოს საქმიანობაში ხარჯთეფექტურობის საკითხები და შესწავლილ იქნეს 40 შტატგარეშე თანამშრომლის ვინაობა, რათა გამოირიცხოს ნეპოტიზმის ფაქტები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ შტატგარეშე თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საბაბმით, დამალა და არ გასცა წარმოდგენილ 40 პოზიციაზე ყოველთვიურად არსებული შრომითი ანაზღაურება, რაც უნდა ვივარაუდოდთ, რომ მნიშვნელოვან დანახარჯს შეიცავს. ორგანიზაციამ სტატგარეშე თანამშრომლების შესახებ მოითხოვა სრული ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა მათი თანამდებობრივი პოზიციის დასახელებას, დანიშვნის წელს, ხელფასს და რიცხოვნობას. სააგენტო ვალდებული იყო, დასაქმებულთა იდენტიფიცირების გარეშე მოეხდინა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, თუმცა ამაოდ. ამასთან, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოს არ გააჩნია საქმიანობის (ჩარჩო-დოკუმენტი) სტრატეგია. მიღებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტო საქმიანობის სტრატეგიად განიხილავს საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სააგენტოს დებულებას. ცნობისთვის: ორგანიზაციამ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს მიმართა. სააგენტომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე გამოხმაურება 16 აგვისტოს მოახდინა. ორგანიზაცია, მოცემულ ეტაპზე, მოწოდებული ინფორმაციის შესწავლას ახორციელებდა.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/427018

პია.ჯი- https://pia.ge/post/229988--axalgazrda-advokatebi-samedicino-regulirebis-saagento-40-statgarese-tanamsromelis-sawiroebasa-da-sromit-anazraurebaze-informacias-ar-gascems

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/40317/ratom-ver-mkurnalobs-tuberkulozis-tsentri-azerbaijanidan-gamoqtseul-transgender-qals?fbclid=IwAR3yo-ebkbeTqIYruHCd60hY7Qxh-s-cV7BS75FsMZMzxR-csa0FJAmUJMQ

რატომ ვერ მკურნალობს ტუბერკულოზის ცენტრი აზერბაიჯანიდან გამოქცეულ ტრანსგენდერ ქალს

ტუბერკულოზით დაავადებული აზერბაიჯანელი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც მშობლიური ქვეყნიდან ტრანსფობიური ნიშნით ძალადობას გამოექცა, საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის სერვისს და პრეპარატებს ვეღარ იღებს. ექიმების თქმით, მას ტუბერკულოზის არაგადამდები ფორმა აქვს, საქართველოში მოქმედი პროგრამის მიხედვით კი, სამკურნალო პროგრამა არაგადამდები ფორმის ტუბერკულიოზის შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული. პაციენტი ვერც კერძო დაწესებულებებში იმკურნალებს, რადგან ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები არც აფთიაქებში იყიდება და არც კერძო კლინიკებს აქვთ - ამის შესახებ „ლიბერალს“ ტუბერკულოზის ცენტრის დირქტორის მოადგილემ უთხრა. ცენტრში თანამშრომლებმა პაციენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მისი თანმხლები პირის თქმით, უარესდება, უთხრეს, რომ მკურნალობისთვის აზერბაიჯანში უნდა დაბრუნდეს, იქ, საიდანაც სახელმწიფო ზეწოლას გამოექცა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენელი ირა სილანტევა „ლიბერლთან" საუბარში ჰყვება, რომ ტრანსგენდერი ქალი აზერბაიჯანში სახელმწიფო რეპრესიის მსხვერპლია. იგი ლგბტ თემის წარმომადგენლებზე სახელმწიფო რეიდის დროს დააპატიმრეს და საპყრობილეში ტუბერკულოზით დაინფიცირდა. საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ის გადმოიყვანეს საქართველოში, სადაც ტუბერკულოზის გადამდები ფორმა დაუდგინდა და სამკურნალოდ ტუბერკულოზის ცენტრში დააწვინეს.  ტრანსგენდერი ქალი ცენტრში მკურნალობას რამდენიმე თვე გადიოდა, შემდეგ გამოწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა გართულდა და ერთ კვირის წინ ისევ მიიყვანეს ცენტრში, სადაც მას გადამდები ფორმა არ დაუდგინდა და გამოუშვეს.  მას შემდეგ, როგორც სილანტევა გვიყვება, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, რის გამოც ხელმეორედ მიიყვანეს ტუბერკულოზის ცენტრში, სადაც უთხრეს, რომ პაციენტს გადამდები ფორმა არ აქვს, ვერ დატოვებენ სტაციონარში და ვერც მკურნალობის სერვისს მიაწვდიან. ექიმმა პაციენტის თანმხლებ პირს რამდენჯერმე განუმარტა, რომ ის ამისთვის აზერბაიჯანში უნდა დაბრუნდეს. სილანტევა ჰყვება, რომ პაციენტს ექიმები ტრანსფობიურად ეპყრობოდნენ. „დაუმძიმდა სიტუაცია, დაემართა პნევმონია. არც ერთი ჰოსპიტალი არ იღებდა. ეს არ არის ჩვენი პროფილიო. ტუბერკულოზის ცენტრში უნდა იმკურნალოსო. ტუბცენტრი უარს ამბობს, არ არის ჩვენი მოქალაქეო. ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს. შეიძლება, რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა. გუშინ რომ ავიყვანე, სცენები დადგეს, რომ არ არის ქვეყნის მოქალაქე და გოგოა, ბიჭია, ვერ გაარკვიეს. უი, მანიკური უსვიაო, - ამბობდნენ ყველა გაზომვაზე. ალბათ, კლუბში იყავი და ამიტომ გახდი ცუდადო. არ უნდა იყო ასე ცუდადო. არც სიცხე გაუზომეს. აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ მისი პრობლემაა და უნდა წავიდეს, სხვა ქვეყანაში იმკურნალოს" - ამბობს სილანტევა.  ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა ალადაშვილმა „ლიბერალს" უთხრა, რომ პაციენტს უმკურნალეს, როდესაც მას დაავადების გადამდები ფორმა ჰქონდა, თუმცა არაგადამდები ფორმის შემთხვევაში სახელმწიფო რესურსები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული. რაც შეეხება პაციენტის მიმართ ტრანსფობიურ მოპყრობას, ალადაშვილი ბრალდებებს აბსურდსა და სისულელეს უწოდებს. „მაგას რომ ეგ პრობლემა შექმნოდა,აქ მოვიდოდა?!" - ამბობს დირექტორის მოადგილე.  „უცხო ქვეყნის მოქალაქის მკურნალობას, რომელიც ჩვენთან არის დროებით და არის ბაცილგამომყოფი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეები და სხვები, ამას ფარავს პროგრამა. როცა ის არ გამოყოფს ბაცილას (არ აქვს გადამდები ფორმა) და მით უმეტეს ნამკურნალებია. როცა იმან თავის ქვეყანაში უნდა გააგრძელოს მკურნალობა, ამას სერვისი არ ფარავს, რადგან საკმაოდ სოლიდური სერვისია. მაგ პაციენტზე 32 ათასზე მეტია დახარჯული. წარმოიდგინეთ, ასეთი სახელმწიფო ფინანსური რესურსია, ამ დროს აზერბაიჯანს ეს რესურსი აქვს" - ამბობს ალადაშვილი.  შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მან საქართველოში რომელიმე კერძო დაწესებულებაში განაგრძოს ტუბერკულოზის მკურნალობა, ალადაშვილი პასუხობს, რომ კომერციულად ეს წამლები საქართველოში არ იყიდება. „ტუბერკულოზური პრეპარატები სხვა ქსელში არ იყიდება. უნდა წავიდეს და თავის ქვეყანაში იმკურნალოს. უნდა წავიდეს. ვერ მიდის, ეგ უკვე გამორიცხულია. მთელ მსოფლიოში ასეა მიღებული. ძნელია, მესმის თავისი სოციალური მომენტები და ა.შ. აქვს, მაგრამ ჯობია, ეს სერვისი მიიღოს და გადავიდეს სხვა ქვეყანაში ან მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს სერვისი ყველა ქვეყანას აქვს მხოლოდ თავისი მოქალაქეებისთვის. თუკი ვერ წავიდა, მაშინ ადამიანს უკეთებენ დეპორტს. მოდი, ნუ მიზეზობთ, უნდა წავიდეს" - ამბობს ალდაშვილი.   „ლიბერალი" ჯანდაცვის სამინისტროს შეკითხვით დაუკავშირდა, არიან თუ არა ინფორმირებულნი პროგრამის ამ შეზღუდვის შესახებ და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. მასალა მათი პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/313459/

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/dasaqmebulis-ubeduri-shemtxvevis-dazgveva-savaldebulo-xdeba/25860

დასაქმებულის უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულო ხდება

შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. აღნიშნული მუხლი ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. სადაზღვევო სექტორი „შრომის უსაფრთხოების კანონში“ დაზუსტებებს ითხოვს. როგორც bm.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, საჭიროა ლიმიტების და სტანდარტების შემოღება, რაც კანონის დამატებებში უნდა გაიწეროს. ამ მიზნით სადაზღვევო ინდუსტრია საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრებს გეგმავს. „გაჩნდა უბედური შემთხვევის დაზღვევის შესყიდვის ვალდებულება. ეს ეხება ბევრ ადამიანს, შესაბამისად მნიშვნელოვანია მოხდეს დეფინირება რა არის ეს დაზღვევა, რომ დაიცვას შესაძლო მსხვერპლი. საკანონმდებლო დამატებებია საჭირო. თუ არ იქნება განსაზღვრული ლიმიტები, რა პროდუქტია საჭირო მაგალითად მღებავისთვის, მან შეიძლება იაფად იყიდოს პატარა დაცვის პროდუქტი და რომ რამე მოხდეს, ის არ ეყოს კომპენსაციას, რაზეც მთავრობა ფიქრობს“-განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sadazgvevo-industria-mtavrobas-iniciativit-mimartavs/25845

სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობას ინიციატივით მიმართავს

კერძო სადაზღვევო კომპანიები მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ერთ-ერთ გზად ე.წ დაშენებული სადაზღვევო პროდუქტების განვითარებას მიიჩნევენ, რასაც მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს არსებული სტრატეგია ამ ეტაპზე ზღუდავს. სადაზღვევო ასოციაციის ხელმზღვანელი, დევი ხეჩინაშვილი თვლის, რომ ყველა ჯგუფს , რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მომსახურებას იღებენ, კერძო სადაზღვევო პაკეტების დაშენებაზე შეზღუდვები უნდა მოეხსნას. „საყოველთაო ჯანდაცვაში ყველა ჯგუფს, რომელთაც ეკუთვნის საყოველთაოს მომსახურება, უნდა ჩაეხნას შეზღუდვები დაშენებულ/დამატებულ სადაზღვევო პაკეტებზე იმიტომ, რომ ასევე ფაქტია, რომ სადაზღვევო კომპანიები საკმაოდ ეფექტურად მართავენ ფარმაცევტულ დანახარჯებს. კორპორატიულად დაზღვეულები უფრო ეფექტურად მოიხმარენ წამალს, ვიდრე ადამიანები, ვინც ჯიბიდან იხდის. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მიზნობრივ ჯგუფებზე, რომლებიც არიან უმწეოები, პენსიონერები, 18 წლამდე ბავშვები. მათ აქვთ საშუალება დააშენონ იმის გარეშე, რომ შეეზღუდოთ საყოველთაოს სერვისები. ყველა სხვას ეზღუდება თუ დააშენებს. ეს ლოგიკა უნდა ჩაიხსნას. ეს სიკეთეს არ აკეთებს. ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება და რწმუნება იმის შესახებ, რომ თუ იყიდიან დაზღვევას, მათ არ შეეზღუდებათ მომავალშიც საყოველთაოს მომსახურება. ეს იქნება კარგი ნაბიჯი და არა პანაცეა იმ სხვა ღინისძიებებთან ერთად, რასაც მთავრობა ახორციელებს მედიკამენტებზე დანახარჯების შესამცირებლად“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი. მისი თქმით,როდის მოხსნიან ამ შეზღუდვებს ჯანდაცვის სამინისტროში არაფერს ამბობენ, თუმცა მისი თქმით, არსებობს საუბრები არაფორმალურ რეჯიმში, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ამ მხრივ სისტემური ცვლილებები მოხდება.

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ratom-ezgudebat-sayoveltaod-dazgveulebs-kerdzo-polisebit-sargebloba/25844

რატომ ეზღუდებათ საყოველთაოდ დაზღვეულებს კერძო პოლისებით სარგებლობა?

კერძო სადაზღვევო კომპანიები მთავრობას მოქალაქეების მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ინიციატივას სთავაზობენ. სადაზღვევო სექტორს მიაჩნია, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ზღუდავს ე.წ დაშენებული პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობისთვის, შესაბამისად ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება შეიმსუბუქონ ჯანდაცვაზე დანახარჯი კერძო დაზღვევის დახმარებით. კერძო სექტორის ინიციატივას bm.ge-თან ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ლაშა ნიკოლაძე პასუხობს. ნიკოლაძე განმარტავს, რომ 2 მლნ 300 ათას ადამიანს სრულფასოვნად შეუძლია შეიძინოს დაშენებული პაკეტები კერძო სადაზღვევო ინდუსტრიისგან. ეს ადამიანები არიან სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ლტოლვილები, პედაგოგები და ამ ჯგუფს დაემატა 70 ათასიდან 100 ათას ქულამდე ადამიანები და ბავშვები და მოზარდები 6-დან 18 წლამდე. „ამ ადამიანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდვა არ ხდება იმის მიუხედავად, შეიძინა თუ არა კერძო დაზღვევა. ეს არის დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ადამიანი“-აცხადებს ლაშა ნიკოლაძე. ნიკოლაძე განმარტავს, რომ დიფერენცირება ეხება და კერძო სადაზღვევო პროდუქტების შეძენის დროს საყოველთაო სერვისები მცირედით ეზღდებათ მხოლოდ მათ, ვისაც 1000 ლარამდე ხელფასი აქვთ. საყოველთაოს სერვისები მკვეთრად ეზღუდებათ ასევე 1000 ლარს ზემოთ და 40 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს. ხოლო მათი რიცხვი, ვისზეც შეზღუდვები არ ვრცელდება 2 მილიონ 300 ათასი ადამიანია. „ამის ზევით კიდევ ერთი კატეგორიაა, რომელთაც საყოველთაოდან ისედაც მინიმალური სერვისები მიჰქონდათ, ესენი არიან სიმდიდრის ზღვარს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც კერძო დაზღვევა აქვთ თუ არა სერვისი არ ეცვლებათ. კერძო სადაზღვევო კომპანიების ლოგიკა, რომ მიუხედავად შემოსავლისა და კერძო დაზღვევის ქონა არქონისა ადამიანებს არ შეეზღუდოთ საყოველთაო ჯანდაცვა, ორი ფაქტორით არის განპირობებული. ერთი ის, რომ ამისთვის საჭიროა არაერთი ათეულობით მილიონის თანხა, რომ ასეთი დიფერენცია აღარ იყოს და მეორე, ასეთ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ იყიდონ კერძო დაზღვევა, შეუძლიათ, რადგან მათ აქვთ გარკვეული შემოსავლები. მათ საყოველთაო ჯანდაცვიდან ეზღუდებათ სერვისები და ამ გამოთავისუფლებული ეკონომიის ხარჯზე ეს თანხები მიემართება უფრო მიზნობრივი ჯგუფების დასაფინანსებლად“-განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ლაშა ნიკოლაძე. კერძოდ, ნიკოლაძე საუბრობს ჯერ კიდევ გასულ წელს დაწყებულ მედიკამენტებით უზრუნვეყოფის პროგრამაზე, რომელიც წელს გაფართოვდა. როგორც ჩანს ჯანდაცვის სამინისტრი ახლო პერიოდში ცვლილებებს არ გეგმავს და არსებულ სტრატეგიას მიყვება. უწყებაში ფიქრობენ, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამები მალე გამოიღებს შედეგს და მედიკამენტებზე დანახარჯების წილი მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს უკანასკნელი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულს 69%-ს ინარჩუნებს. საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ კვლევის მიხედვით, წამლების მთავარი დამფინანსებელი 97% შინამეურნეობებია, ხოლო სახელმწიფოს წილი ჯერ კიდევ მწირია ,1%.

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/213650

არაკომპეტენტური ექიმები და სიბინძურე - იტალიის მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაზე

იტალიის მოქალაქე ჯუსტინა პელეგრინი ინგოროყვას კლინიკის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას აპირებს. როგორც ჯუსტინა პელეგრინიმ „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, კლინიკაში სრულიად არაკომპეტენტური ექიმები და მედდები მუშაობენ. ჯუსტინა პელეგრინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის ერთობლივი R&D საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილეა. თბილისში მისი ვიზიტი სწორედ ამ კონფერენციას უკაშირდებოდა. იტალიის მოქალაქე საქართველოში იტალიის საელჩოს წერილობით მიმართავს. ის საელჩოს კლინიკაში მომხდარის შესახებ ინფორმაციას აწვდის და რეაგირებისთვის დახმარებას სთხოვს. „საქართველოში ვიყავი ჩამოსული საერთაშორისო კონფერენცია JoRDI-ს გამო. 19 ოქტომბრის ღამეს, 20 რომ თენდებოდა, სენდვიჩის ჭამის შედეგად დამეწყო კუჭ-ნაწლავის პრობლემები და გამოიწვია ღებინება მთელი ღამის განმავლობაში. დილით ქართველი კოლეგის დახმარებით სასწრაფო გამოვიძახეთ. ექიმებმა მდგომარეობის შეფასების შემდეგ გადაწყვიტეს კლინიკაში გადაყვანა, სადაც დამხვდნენ სრულიად არაკომპეტენტური ექიმები და მედდები და არაადეკვატური სიბინძურე. ჯერ გადასხმის სისტემის დადგმის დროს დამაკარგვინეს სისხლი, შემდეგ გადაწყვიტეს კუჭის გაწმენდა ცხვირში მილის ჩადგმით და ისევ მათი არაკომპეტენტურობის გამო აქაც დავკარგე სისხლი. მახსოვს, როცა თვალი გავახილე, მთელი საწოლი სისხლით იყო დასვრილი. ამის შემდეგ შეიცვალა ექიმი. მეორე ექიმმა გადაწყვიტა მეტოკლოპრამიდის (ჩემი აზრით) გაკეთება, ამ დროს ამიწია სიცხემ. როცა ექიმს ვკითხე, რა რისკის შემცველი იყო ის, რომ არ მივყევით სწორად კუჭის გაწმენდის პროცედურებს, მიპასუხა, რომ პრობლემა არ იყო, რადგან გაიწმინდებოდა სისხლი, ამიტომ გარდა იმისა, რაც უკვე მედგა, 2 სხვა გადასხმა კიდევ მჭირდებოდა. 1 საათის შემდეგ კიდევ შეიცვალნენ ექიმები, მაგრამ ბოლო მხოლოდ ქართულად საუბრობდა, ამიტომ რეაგირებას ვერ ვახდენდი. როდესაც პირველი წამლის გადასხმა დასრულდა, გამომიშვეს ანგარიშის გარეშე (დეტალური ინფორმაცია რა ანალიზები გაუკეთეს ან რა წამლები შეუყვანეს) და იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე საავადმყოფოში შევედი, რადგან მქონდა მაღალი სიცხე და ვიყავი უძალოდ. და ასეთ არაადეკვატურ მკურნალობაში თანხაც კი გადამახდევინეს“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ჯუსტინა პელეგრინიმ იტალიის საელჩოს გაუგზავნა. ჯუსტინა პელეგრინი ამბობს, რომ ის წერილით მიმართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენი“ ინგოროყვას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლელა ჩაგუნავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ იტალიის მოქალაქეს, ჯუსტინა პელეგრინის კლინიკაში პრეტენზია არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, მისთვის ეს წერილი გაუგებარია. „თუ რამე წერილი მისწერა ჯანდაცვის სამინისტროს, ალბათ ჯანდაცვის სამინისტრო მოგვმართავს“, - განაცხადა ჩაგუნავამ.

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=187206-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98

"სახელმწიფო სამედიცინო სფეროშიც გასულია მომსახურების ზონიდან" - გრიგოლ ვაშაძე ბათუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბათუმში საზღვაო ჰოსპიტალში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. გრიგოლ ვაშაძე მედიკოსებს შეპირდა, რომ 28 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯანდაცვის სფერო ახალი კოალიციური მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება. მისი თქმით, ბავშვთა სამი კლინიკა აშენდება, სადაც მოქალაქეებს კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან და ასევე გაიაფდება წამლები. "სახელმწიფო აქაც, სამედიცინო სფეროში არის გასული მომსახურების ზონიდან იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, არის დაკავებული კრიმინალური რაზბორკებით, როგორც ამას ფარცხალაძე და სუბელიანი ბრძანებენ. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაკეთდეს ის, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად დავფიქრდეთ იმაზე, როგორ უნდა იყოს დაზღვეული პაციენტი , რომელი კატეგორიები უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, დაზღვეულები და შემდეგ უნდა დავფიქრდეთ ექიმის და ექთანის შესაბამის ანაზღაურებაზე, რომ ამ ადამიანებმა, შესანიშნავი გრძნობაა პატრიოტიზმი, მაგრამ მარტო პატრიოტიზმისთვის არ იმუშაონ იმიტომ, რომ მათაც ჰყავთ ოჯახები და მათაც აქვს ყოველდღიური საჭიროებები და აუცილებლად საჭიროა ჩვენ ექიმების, ექთნების თანაფარდობა გავაკეთოთ ისეთი, როგორიც ეს არის ევროპულ ქვეყნებში და ა.შ. ექნება პროგრამა გაერთიანებულ ოპოზიციას, ახლა ვმუშაობთ და ზუსტად ამისთვის ვუსმენთ სპეციალისტებს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: https://bpn.ge/ekonomika/49854-msoflio-mosakhleobis-thithqmis-nakhevari-55-dolarze-naklebith-ckhovrobs-ra-khdeba-saqarthveloshi.html?lang=ka-GE

მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი 5,5 დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს - რა ხდება საქართველოში

მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებელი მართალია, შემცირდა, თუმცა ის მაინც მაღალი რჩება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეში 5.5 დოლარით ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები, სადაც ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3,20 დოლარი მოდის, ღარიბ ქვეყნად ითვლება, ხოლო 5,50 დოლარის მქონე ქვეყნები საშუალო შემოსავლის მქონე. უკიდურესი სიღარიბე კი განსაზღვრულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეში 1.9 დოლარზე ნაკლებად ცხოვრობენ. მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ მიუხედავად გლობალური ეკონომიკის ზრდისა, სიღარიბის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მაღალია. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მიზანი, 2030 წლისთვის უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის 3%-მდე შემცირდეს, ჯერჯერობით არაპერსპექტიული და მიუღწეველია. რა სიტუაციაა ამ დროს საქართველოში - ოფიციალური სტატისტიკით ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ხარჯი დღეში 5,5 დოლარზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო შემოსავლის მქონეა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური მონაცემები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობის საშუალო ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 312,2 ლარს (დღევანდელი კურსით 115,6 დოლარი) ანუ დღეში მოსახლეობა საშუალოდ 10,4 ლარს (3,8 დოლარი) ხარჯავს. რაც შეეხება ასაკით პენსიონერებს, მათი ყოველდღიური ხარჯი 2,2 დოლარს შეადგენს.

---

 

23.10.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=187123-%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90

„მითხრეს ხმა "ოცნებას“ უნდა მისცეო“ - სოციალურად დაუცველი მგელაძეების ოჯახი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მუქარაში ადანაშაულებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის მცხოვრები სოციალურად დაუცველი მგელაძეების ოჯახი, მმართველ პარტიას ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. ისინი საუბრობენ „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლების მხრიდან მუქარაძე. მათი თქმით, რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა. „ოცნების“ ხალხი შტაბიდან იყო მოსული და მითხრეს რომ ხმა "ოცნებას" უნდა მისცეო, თუ არ მისცემ დახმარებას მოგიხსნითო. ხმას მე ვისაც მინდა იმას მივცემ,“-ამბობს რევაზ მგელაძე.

---

 

ბეჭდვითი მედია

24.10.2018

მედიასაშუალება: ვერსია

რუსული ზღაპრები ლუგარის ლაბორატორიაზე

ბოლო დროს რუსული მედია აქტიურად საუბრობს საქართველოში ამერიკელების მიერ აშენებულ ლუგარის ლაბორატორიაზე და ისეთ განწყობას ქმნის, რომ ამ ლაბორატორიიდან თითქოს ვირუსების გავრცელება და ხალხის მოწამლვა ხდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (ე.წ. ლუგარის ლაბორატორია) აშშ-ის ყოფილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. ობიექტი, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება. ლუგარის ლაბორატორიაში განმარტავენ, რომ მათი საქმიანობა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. ტარდება დიაგნოსტიკური კვლევები, მათ შორის, C ჰეპატიტის სწრაფი ტესტით დადგენილი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. ასევე, მედიის ინფორმაციით, ლუგარის ცენტრში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორია, სასწავლო მიზნით ხშირად იყრიან თავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, პედაგოგები, მეცნიერები... ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ამ თემით რუსეთის ხელისუფლება საკუთარი პრობლემების გადაფარვას ცდილობს: `საქართველომ ოფიციალურად მოიწვია გაერო-ს მისია და რუსეთსაც შესთავაზა, გამოეგზავნათ ექსპერტები, რომ ენახათ, რა ხდება ამ ლაბორატორიაში. შემოდგომაზე ჩამოდის გაერო-ს მისია, 21-მა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, ექსპერტები გამოგზავნოს და ნახოს, რას ვაკეთებთ, რუსეთი კი ამ მისიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.~ იმნაძე ასევე, განმარტავს, რომ კოლექცია სჭირდებათ, რათა იცოდნენ, საქართველოში რა მიკრობებია: `თუ გაჩნდება ახალი მიკრობი, შევადაროთ იმას, რაც ამ კოლექციაშია და ვნახოთ, ადგილობრივია თუ შემოტანილი. ჩვენ ვაკეთებთ იმ დაავადებების დიაგნოსტიკას, რომლებსაც საქართველოში კომერციული ქსელი არ აკეთებს. ეს არის ჯილეხის, პოლიომელიტის დიაგნოსტიკა და ა.შ. მთელი კვლევა C ჰეპატიტის, რომ დადგენილიყო, როგორია გავრცელება ამ დაავადების, ჩვენს ლაბორატორიაში გაკეთდა. სკრინინგი სწრაფი ტესტით, ალბათ, მილიონობით ჩვენმა მოქალაქემ გაიარა და რომ გადამოწმდეს, არის თუ არა ვირუსი ორგანიზმში, ესეც ჩვენთან კეთდება.~ რატომ წარმოაჩენს რუსული მედია ლუგარის ლაბორატორიას საფრთხედ? _ ამის შეფასება `ვერსიამ~ ბრიგადის გენერალს, ამირან სალუქვაძეს სთხოვა, რომელიც სოციალურ ქსელში, საკუთარი ბლოგების მეშვეობით, დიდი ხანია, რუსული მედიის მიერ ამ საკითხით ანტიდასავლური პროპაგანდის შექმნის საფრთხეზე საუბრობს: _ ყველაფერ ამას რამდენიმე მიზანი აქვს, რომელზეც ჩემს ბლოგებში ვსაუბრობ. პირველი და მთავარი იმ სკანდალების გადაფარვაა, რომლებიც დასავლეთის მხრიდან რუსეთის მისამართით ისმის. ეს არის, მაგალითად, `შპიონური სკანდალი~ _ სკრიპალების საქმე, რომელიც არ ცხრება და პერიოდულად ახალ-ახალ გაგრძელებას იღებს. ასევე, მთავარ თემად რჩება დაძაბული ურთიერთობა დასავლეთსა და აშშ-თან, აშშ-ში რუსეთის სადაზვერვო საქმიანობაზე და აშშ-ის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით. მეორე მიზანი საქართველოსა და, საერთოდ, რუსულენოვან სივრცეში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებაა. მესამე მიზანი კი საჭირო საინფორმაციო ფონის მომზადებაა, რომ თუ ახლო ან შორეულ მომავალში გადაწყვეტენ საქართველოსთან ვითარების გამწვავებას, ეს ლაბორატორია შესაძლოა, რამე კამპანიის დასაწყებად ერთ-ერთი მთავარი საბაბი გახდეს. _ ანუ, ეს ლაბორატორია შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს? _ ამისთვის საკმარისი ფონი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. იმას, რაშიც ბრალს გვდებენ, სჭირდება მტკიცებულებები. რუსეთს ხელს არ ვუშლით, რომ ლაბორატორიის ინსპექტირება საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით მოხდეს. ეს ჩვეულებრივი პროცესია და მსგავსი რამ მსოფილიოში ხშირად ხდება. საქართველო გამოინიციატივით, რომ ინსპექტირება გაერო- ს ეგიდით მოხდეს _ ასეთ საკითხებში ეს უმაღლესი ინსპექციაა და მსგავსი ინსპექტირების პრეცედენტები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც არსებობს. ამიტომ, რუსეთს საკმარისი ფონი და საბაბი, რომ ამ ლაბორატორიით რაიმე სამხედრო კამპანია განახორციელოს, არ აქვს. უკრაინის მოვლენების შემდეგ რუსეთი პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდა და კარგად იცის, რომ თავხედური ქმედებები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დასავლეთის გაცილებით უარეს რეაქციას გამოიწვევს. ამიტომ ვამბობ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ფონის შექმნაზე მუშაობენ. საყურადღებოა ისიც, რომ ეს აჟიოტაჟი იგორ გიორგაძემ, დიდი ალბათობით, რუსეთის დაკვეთით წამოიწყო _ უამრავი პრესკონფერენცია ჩაატარა რუსეთის წამყვანი სააგენტოების პრესკლუბებში და თითქმის ყველა არხის ყველა წამყვან თოქ-შოუში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის წამყვან არხებზე საეთერო დრო საკმაოდ ძვირია და როცა მთელ თოქ-შოუს ამ თემას უძღვნიან, ამაზე საკმაოდ სერიოზული რესურსი იხარჯება და როცა ყველაფერ ამაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთვება და იქიდან ისმის ბრალდებები, ეს საკმაოდ დამაფიქრებელია. ქართული მედია კი საკმაოდ ცოტა დროს უთმობს მსგავს საკითხებს და დაგვიანებით რეაგირებს ხოლმე _ მეტწილად შიდა პოლიტიკაზეა გადართული და ამ შიდაპოლიტიკურ `ნაჭუჭში~ ვცხოვრობთ. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ ლაბორატორიაში ისეთი არაფერი ხდება. რუსები ლაბორატორიაში ნამყოფები რომ არიან, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ და პირადად პაატა იმნაძემ განაცხადა. ერთობლივი კვლევები აქვთ ჩატარებული, მათ შორის, _ რუსეთის ინტერსებისთვის, რუსეთის მოქალაქეების განსაკურნად და ა.შ. ანუ რუსებმა იციან, რაც ამ ლაბორატორიაში ხდება, მაგრამ როცა სიცრუეს ბევრჯერ იმეორებენ, მერე თვითონაც სჯერათ. ჩვენს საზოგადოებაშიც, თუ სოაციალურ ქსელში კომენტარებს გადახედავთ, ნახავთ, რომ საკმაოდ ბევრს სჯერა რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის. სწორედ მათ ვეუბნები: ლაბორატორიის საქმიანობის `გაპრავებით~ კი არ ვარ დაკავებული, არამედ, გაფრთხილებთ იმ საფრთხეზე, რაც რუსეთის მხრიდან ამ საინფორმაციო შტურმის წამოწყებას შეიძლება, მოჰყვეს. შტურმს იმიტომ ვუწოდებ, რომ ყველაფერი ეს იმ საინფორმაციო ომის ნაწილიარომელიც დიდი ხანია, გრძელდება ხან აქტიურად, ხანაც _ პასიურად და ეს დამაფიქრებელია. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჩაკირკიტებს ამ ლაბორატორიას, დაფიქრდეს, რატომ ხდება ყველაფერი, რატომ ხდება, რომ წარმოშობით ქართველები ერთვებიან ამ საინფორმაციო ომში, კითხვებს სვამს ლაბორატორიასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. როცა განწყობების შექმნაზე ასეთი დიდი რესურსი იხარჯება მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან, აქ თითო- ოროლა ადამიანი ამას ვერ გადაფარავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყველა ბლოგს ამ თემაზე ასობით გაზიარება აქვს, ეს საკმარისი არაა ფონის შესაქმნელად. ტელევიზიები, ბეჭდური, ინტერნეტ და სოციალური მედია უნდა ერთვებოდეს, რადგან რუსეთს საინფორმაციო ომი რუსეთის ტერიტორიაზე კი არა, ჩვენს ტერიტორიაზე და საერთაშორისო საზოგადოებაში ანუ დასავლურ მედიაში უნდა მოვუგოთ. _ რუსულ მედიაში საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალში ფაროსანასა და დაავადებების შესაძლო განგებ გავრცელებაზეც მიდიოდა. შეიძლება, ყველაფრის ერთერთი მიზანი ჩვენსა და აფხაზეთს, ასევე, სამაჩაბლოს ახალი შორის შუღლის გაღვივებაც იყოს? _ როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მეგობარ სახელმწიფოებზე საუბრობდა, იგულისხმა აფხაზეთი და სამაჩაბლო ანუ მათ სახელმწიფოებად თვლიან. ისე, ანალოგიური ლაბორატორიები აზერბაიჯანშიც არის, სომხეთშიც, უკრაინასა და შუა აზიაშიც. ფაქტია, რუსეთშიც არის და მაშინ რუსეთს დავაბრალოთ ფაროსანა და ყველაფერი, მაგრამ ეს ხომ აბსურდია? ეს ლაბორატორია ძირითადად C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა და ათიათასობით ადამიანია გადარჩენილი _ ასეთ უამრავ ადამიანს ვიცნობ. შევაფასოთ, რა სიტუაციაში ვიყავით C ჰეპატიტთან დაკავშირებით და ახლა რა მდგომარეობაში ვართ... გარდა ამისა, უამრავი სხვა რამეა, რაზეც გაცილებით კვალიფიციურად ჯანდაცვის სამინიტრო გასცემს პასუხს. ისე, მედიცინა კვლევებისა და ლაბორატორიების გარეშე ვინმეს წარმოუდგენია? ჩვენს პლანეტაზე მილიონობით ვირუსია, რასაც მუდმივად სჭირდება კვლევები, რომ მოხდეს სწორი მკურნალობა. ელემენტარული განათლებაა საკმარისი, რომ ამ თემაზე დაფიქრდე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5639854&name=24.10.2018+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---