მედიამონიტორინგი 2 5.09.2018
ტელევიზია
25.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
სააფთიაქო ნარკომანია და ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის საქმე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574216
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574064
რუსთავი 2- კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573728
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573709
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573690
მაესტრო - ახალი ამბები 10:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573816
---
24.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სააფთიაქო ნარკომანია და დაკავებული 20 პირი - სუს-მა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსი საკუთარ კაბინეტში დააპატიმრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573441
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573370
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573222
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573097
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573093
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573445
კავკასია - დღეს 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573440
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573260
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573221
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573020
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572922
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572910
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572804
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572708
იმედი -ქრონიკა 17:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572764
---
24.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 17:00
სააფთიაქო ნარკომანია. გადაცემის სტუმარია დიმიტრი ხუნდაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572808
---
24.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
კონკრეტულად როგორ მფარველობდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობას ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი? - ამ საკითხზე დეტალური განმარტებები ჯერჯერობით კვლავაც არ არსებობს. სამინისტროში ცოტა ხნის წინ მხოლოდ ზოგადი კომენტარი გააკეთეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572476
იმედი-ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572072
ტვ პირველი - დღის ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572120
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572348
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572211
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5571908
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5571608
---
24.09.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ, იუნისეფთან ერთად, საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ მასშტაბური კვლევა დაიწყო. პროცესი 22 სექტმებრს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573429
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5572203
---
24.09.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ქუთაისის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით კიდევ ექვსი აღსაზრდელი გადაიყვანეს. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 ბავშვი მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე ყველას დაუდგინდა შიგელოზის დიაგნოზი. ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა, როგორც საკვები, ასევე რძის პროდუქტი გამხდარიყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573158
---
24.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
გაიწვევენ თუ არა პარლამენტიდან კანაფის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით კულტივაციისა და ექსპორტის კანონპროექტს. ეს მაშინ გახდება ცნობილი როდესაც მამუკა ბახტაძე აშშ-დან საქართველოსი დაბრუნდება. რადგან დოკუმენტის ინიციატორი მთავრობაა მისი გაწვევაც მათი პეროგატივაა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა რომ საკითხზე მსკჯელობა და კონსულტაციები მაინც გაგრძელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573224
---
24.09.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
აბრეშუმის დიდი გზის ბიო ზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე დაავადებების ეპიდზედამხედველობის საკითხზე მსჯელობენ. შეხვედრის ერთ-ერთი ამოცანაა ქსელის გაფართოება და თანამშრომლობის განვითარებაა სხვადასხვა ქვეყნასთან. შეხვედრა 3 დღე გაგრძელდება. კონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ორგანიზებით და აშშ-ის თავდაცვის სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573249
---
24.09.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
უქმე დღეებში მუშაობა შესაძლოა, ორმაგად ანაზღაურდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5573351
---
ინტერნეტი
25.09.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/tbilissa-da-marneulshi-binis-mighebis-motkhovnit-devnili-ojakhebis-ganckhadebebis-shevseba-daiwyo/
თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო
თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. როგორც გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. მისივე თქმით, ფართის მიღების მოთხოვნით განცხადების შევსება თბილისში 2013 წლის პირველი ივნისამდე რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. „ამ ეტაპზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ორ და სამოთახიანი ბინები გადანაწილდება. გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ავარიული ობიექტი დაიხურება. რაც შეეხება მარნეულს, გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განცხადებებს ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეავსებენ. საცხოვრებელი ფართი მარნეულში 18 დევნილ ოჯახს გადაეცემა. რაც შეეხება ოჯახებს, რომლებსაც ფართის მოთხოვნით განცხადება უკვე შევსებული აქვთ, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში მოუწევთ”, – განაცხადა გიორგაძემ. მისივე თქმით, განცხადებების მიღება როგორც თბილისში, ისე მარნეულში 2018 წლის 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. „განცხადების შევსება შესაძლებელი იქნება როგორც სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში, ასევე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში. შეიქმნა დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განცხადებების ერთიანი ელექტრონული ბაზა. სისტემაში უკვე შევსებული 30 ათასზე მეტი განცხადება აიტვირთა. პარალელურად იგეგმება ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც დევნილებს ელექტრონულად მიანიჭებს ქულებს და ოჯახები განცხადებების განხილვის ყველა ეტაპის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას ოპერატიულად”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/respublikuri-saavadmyofos-direqtori-tanamdebobidan-gatavisuflda/
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თავად ავთანდილ იმედაძემ დაუდასტურა. რესპუბლიკური საავადმყოფოს უკვე ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მეილით შეიტყო და მას ამ დრომდე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაკავშირებიან. იმედაძის თქმით, მისთვის უცნობია, რა მიზეზით დაატოვებინეს თანამდებობა, თუმცა დაზუსტებით ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება რაიმე სახის ფინანსურ დარღვევებს. „პარასკევს მივიღე მეილი „კლინიკების განვითარების კომპანიისგან“, სადაც მიზეზები მითითებული არ არის, მაგრამ საუბარი, თითქოს ჩემი გათავისუფლება უკავშირდება ფინანსურ დარღვევებს, სიცრუეა. ვინც მიცნობს იცის, რომ ეს გამორიცხულია, ასეთ რამეს ვერ დამაბრალებენ. ამ დრომდე არავინ დამკავშირებია და არ აუხსნიათ ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა ავთანდილ იმედაძემ. იმედაძის თქმით, ის კლინიკაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და მენეჯმენტში ცვლილებების განხორციელებას გეგმავდა. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ დაჩქარდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. „ვფიქრობ, უბრალოდ დამასწრეს, იცოდნენ რომ ორშაბათს უნდა მოვსულიყავი და გადამედგა რადიკალური ნაბიჯები. რადიკალურ ნაბიჯებში ვგულისხმობ მენეჯმენტში ცვლილებებს და ბევრ იმ ნაბიჯს, რომელიც სასიკეთოდ წაადგებოდა ჩვენს კლინიკას. პარასკევს ამის გამო დაჩქარდა ჩემი გათავისუფლება. ყოველ შემთხვევაში, ვაგრძელებ ჩემს საქმეს. ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, ერთ-ერთ კლინიკაში დირექტორადაც ვარ მიწვეული, ალბათ ჩემს ქირურგიულ მოღვაწეობასაც გავაგრძელებ”,- განაცხადა იმედაძემ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკას (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) დღეს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია, „კლინიკების განვითარების კომპანია“ მართავს. „საპარტნიორო ფონდში“ პირველ არხს განუცხადეს, რომ ავთანდილ იმედაძის გათავისუფლების მიზეზებს ხვალ განმარტავენ.
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/respublikuri-saavadmyofos-direqtori-tanamdebobidan-gadaayenes
---
25.09.2018
ადვოკატი - გია თვალავაძის წინააღმდეგ საქმეში დაახლოებით 150 აუდიოჩანაწერია, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქედან ერთიც კი არ გამოდგება
გია თვალავაძეს ედავებიან თითქოსდა როდესაც ცხელ ხაზზე ზარები შედიოდა, ის არ ამოწმებდა აფთიაქებს, - ამის შესახებ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა. უფლებადამცველი თვალავაძის მოსანახულებლად მოდულის შენობაში შევიდა. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან სს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, ანუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სასჯელი ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დანაშაულს არ აღიარებს გია თვალავაძე. ბრალში ასეთი რამ არის მითითებული, რომ როდესაც შემოდიოდა თურმე ცხელ ხაზზე ზარები, თვალავაძე არ ამოწმებდა. ბრალში მითითებულია, რომ თითქოსდა არის აუდიოჩანაწერებიც. დაახლოებით 150 ჩანაწერი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ჩანაწერებიდან ერთიც კი არ გამოდგება", - განაცხადა ლალი აფციაურმა. რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეს ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდება სასამართლოს დღეს მიმართავს შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ
---
25.09.2018
ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის, გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. თვალავაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ბრალი წაუყენეს ასევე ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა პირებსაც. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. "ჯერ საქმის მასალები არ გადმოგვცემია. ალბათ, დღეს ავიღებთ და თუ მოესწრო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის ამ საქმეზე წინასწარ გამოძიებაში ორჯერაა დაკითხული მოწმის სტატუსით და სრულად ეთანხმება იმ ჩვენებას, რაც გამოძიებისთვის აქვს მიცემული", - განაცხადა ლალი აფციაურმა. შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513609-ec-saaptiako-narkomaniis-braldebit-dakavebuli-ert-erti-piri-natela-mamulashvili-brals-agiarebs
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ნათელა მამულაშვილი ბრალს აღიარებს
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ნათელა მამულაშვილი ბრალს აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ნათელა მამულაშვილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს და ამჟამად, ის პატიმრობაში იმყოფება. "ნათელა მამულაშვილის სანახავად და პოზიციების შესათანხმებლად მოვედი, რათა დაცვის სტრატეგია დავგეგმოთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი აქვს. მას ედავებიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობას - როგორც ჩემთვის ცნობილია, აფთიაქიდან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციას. ასევე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ნათელა მამულაშვილი ბრალს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“, - განაცხადა ადვოკატმა. სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
---
24.09.2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბარლი წარედგინა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს, გია თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბარლი წარედგინა, -ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. აღნიშნული პრი დღეს სუს-ში ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს რამდენიმე სათის განმავლობაში პასუხობდა. შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
---
24.09.2018
უშუალოდ სერგეენკო იყო საქმის კურსში, თვალავაძე მისი ფარის ქვეშ მოქმედებდა“ - უფლებადამცველი ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობას აყენებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. თვალაკვაძესთან ერთად, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. ფაქტს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი გამოეხმაურა და დავით სერგეენკოს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მისი თქმით, ყველა იმ უკანონო საქმეზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე წლებია არსებობს სრულ ინფორმაციას ფლობს მინისტრი დავით სერგეენკო. თვალაკვაძე ხმაურიან განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს დააკავეს „სერგეენკოს ფარის ქვეშ მოქმედებდა“ "გია თვალავაძე მინიმუმ 15 მუხლით და მინიმუმ 4 წლის წინ უნდა მიეცათ პასუხისგებაში"... გამოვიდეს სერგეენკო და გაგვცეს კითხვებზე პასუხი, მისი ლაქია რატომ არის დღეს დაკავებული და არ არის 4 წლის წინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული? ნებისმიერი განცხადება, რაც იწერებოდა გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო სფეროში ეს იყო უწყებათაშორის გაცვლა-გამოცვლაში ინფორმაციებში, უშუალოდ სერგეენკო იყო საქმის კურსში, რომელიც ფარი იყო გია თვალავაძის. მე დღეს ის არგუმენტები უფრო გამიმყარდა რომ გია თვალავაძე ფულს აგროვებდა როგორც საავადმყოფოდან ასევე სააფთიაქო ქსელებიდან, იმპორტიორი კომპანიებიდან ფულს იღებდა და ალბათ ამ ფულს მოჰყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი“-ამბობს მუხიგულაშვილი. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში გია თვალავაძეს რუხი კარდინალის სახელით მოიხსენიებენ, რადგან უწყებაში ის ბევრ სფეროს განაგებდა. „ოთხი წლის განმავლობაში ჩემი მხრიდან მათი მხილება მიმდინარეობდა. რა დროსაც გამოიკვეთა ძალიან ბევრი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ულიცენზიო საავადმყოფოები, კანონდარღვევით მიღებული ლიცენზიები, ექიმებზე მიყიდული სამოღვაწეო ლიცენზიები, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ურთიერთობა ასევე შავი გარიგებებით. გია თვალავაძე დღეს იყო ჯანდაცვის სფეროში, დამკვიდრებული ჰქონდა სახელი,როგორც რუხი კარდინალი.ის განაგებდა ყველაფერს. დღეს სუს-მა გია თვალავაძე სამწუხაროდ დააკავა ერთი ბრალდებით, ეგ ადამიანი მინიმუმ, უნდა იყოს 15 ბრალდებით დაკავებული"-ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი.
---
24.09.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sus-fsiqotropuli-sashualebebis-ureceptod-realizaciidan-4-milionis-shemosavali-miiges
სუს: ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციიდან 4 მილიონის შემოსავალი მიიღეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 პირის, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გია თვალავაძის დაკავებაზე აცხადებს. სუს -ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა. "გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
---
24.09.2018
არსებული ინფორმაციით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს დაკავებული 6 პირიდან 5 აფთიაქების მეპატრონეა
არსებული ინფორმაციით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს დაკავებული 6 პირიდან 5 აფთიაქების მეპატრონეა. ერთი პირი კი, როგორც ცნობილია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სუს-ში დღეს დაკავებულ პირებთან ერთად მიჰყავთ ის 14 ადამიანიც, რომლებსაც ასევე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებულ დანაშაულზე ბრალი ივლისში წარედგინათ, თუმცა არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი მათგანის ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა სუს-თან მედიისთვის კომენტარი გააკეთა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავება, თუმცა ის ამ საქმეზე მიმდინარე წლის ივლისიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მაშინ 14 პირს წაუყენეს ბრალი, მათ შორის იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფი. ის დაპატიმრებული არ არის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი 14 აფთიაქის მეპატრონე. მათ მიმართ პროკურატურა სასამართლოსთან არ იშუამდგომლებს პატიმრობის შეფარდებას“, - განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება დღეს დაკავებულ პირებს, მისი ინფორმაციით, 5 მათგანი აფთიაქის მეპატრნეა. „თუ არ ვცდები, 5 არის აფთიაქის მეპატრონე, ხოლო 1 ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. ამ ეტაპზე დანარჩენი არაფერი არ არის ცნობილი. გადმოგვეცა მტკიცებულებები, რომელსაც გავეცნობით და ჩვენს პოზიციას საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ. არის ფარული ჩანაწერები, მიმოწერა და ა.შ.“ - აღნიშნა ადვოკატმა.
---
24.09.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/211774
გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს, ის გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით იყო გამოკითხული - ადვოკატი
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე თვს დამნაშავედ არ მიიჩნევს, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა. გია თვალავაძისთვის, ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ. როგორც ადვოკატი განმარტავს, მას ჯერ არც საქმის მასალები აქვს. „ამ ეტაპზე არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ ბრალას არ აღიარებს. ჯერჯერობით, საქმის მასალები არ გადმომცემია, ამზადებენ გადმოსაცემად. დანარჩენთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს გამოძიების მსვლელობისას დადებული. ამას გარდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან არ მაქვს ნებართვა, მაქვს თუ არა, ამ საქმეზე რაიმე სახის კომენტარების გაკეთების უფლება“, - აცხადებს აფციაური. მისივე განმარტებით, საქმის ძიებისას თვალავაძე მოწმის სახით იყო გამოკითხული. შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით, გია თვალავაძე სუს-მა დღეს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა.
---
24.09.2018
ადვოკატი - ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფიაურმა განუცხადა. მისივე თქმით, გია თვალავაძეს ამ ეტაპზე ბრალი არ აქვს წარდგენილი. „ამ ეტაპზე ჯერ საქმის მასალებიც კი არ მაქვს გადმოცემული. მისთვის ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება, თუმცა ზუსტი დრო არ ვიცი“, - განაცხადა ლალი აფციაურმა. შეგახსენებთ, რომ სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. თვალავაძის დაკავება სააფთიაქო ნარკომანიის საქმეს უკავშირდება. სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/78677/gia-tvalavadze-danashauls-ar-agiarebs
---
24.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513505-roman-gocirize-sakartveloshi-dabrunda-shevardnazis-periodi-mekrtameobis-da-korupciis
რომან გოცირიძე - საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის
ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩვენებს ერთ რამეს, რომ საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა სუს-ის მიერ გამოვლენილი სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტს და ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის დაკავებას. "ზოგადად, საქართველოში არსებობს სისტემური კორუფცია და ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა. ყველაფერი იწყება თავიდან, ანუ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები ფაქტობრივად, ხელს აფარებენ დამნაშავეებს და სელექტიურად ხდება გამოვლინება. ზოგ შემთხვევაში ხდება სამართლებრივი დევნა და დაკავებები, ხოლო ზოგ შემთხვევაში - არა. მიუხედავად ასეთი შერჩევითი ქმედებებისა, ყველა ასეთი ნაბიჯი, როცა კორუფცია გამოვლინდება, არის კარგი და თუ ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, იქნება კარგი. თუმცა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩვენებს ერთ რამეს, რომ საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის", - განაცხადა რომან გოცირიძემ. სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/roman-gociridze-saqartveloshi-dabrunda-shevardnadzis-periodi-meqrtameobis-da-korufciis
---
24.09.2018
გიგი წერეთელი - თუ საუბარია სააფთიაქო ნარკომანიაზე, ასეთი დანაშაული მხოლოდ ერთი უწყების ფარგლებში არ იქნება
დიდი ხანია გია თვალავაძე ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს და ჩემი გადასახედიდან ის ყოველთვის კომპეტენტური და ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო - მის სამსახურს დელიკატური საქმეები ჰქონდა ჩაბარებული და მსგავსი რამ არ ყოფილა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განუცხადა. ამასთან, როგორც წერეთელი აცხადებს, თუკი საუბარია სააფთიაქო ნარკომანიაზე და ამასთან დაკავშირებულ დანაშაულზე, ასეთი დანაშაული მხოლოდ ერთი უწყების ფარგლებში არ იქნება. „წლებია ჩვენ ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ მათ სააფთიაქო ნარკომანია დაამარცხეს. რეალურად, ეს ასე არ არის და პრობლემა დიდია. კონკრეტულად ვინ აკეთებდა, ვინ მფარველობდა და ვინ იცავდა - ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მედიკამენტების რეცეპტის გარეშე დარღვევით გაცემა ძალიან დიდი ინდუსტრია იქნება. არა მგონია, მასში მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი იყოს ჩართული. თუ არის სურვილი, უნდა მოხდეს საქმის კარგად გამოძიება და გზების გადაკეტვა, ამის გაკეთება შეიძლება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
---
24.09.2018
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, გია თვალავაძის დაკავებას ეხმაურება
დიდი იმედი გვაქვს, გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა სოფო ჭუმბურიძემ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავების თაობაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჭუმბურიძის თქმით, ქვეყნისთვის სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა. „საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ღონისძიებებს მიმართავს სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად. დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაუყენეს სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე, არაეფექტური სისტემური რეაგირების გამო. დიდი იმედი გვაქვს გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია. რაც შეეხება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს, ის ამ ეტაპზე ბრალდებულია და საბოლოო განაჩენს უკვე სასამართლო დაადგენს“, - განაცხადა სოფო ჭუმბურიძემ. სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/211751
პია.ჯი- https://pia.ge/post/225136-gia-tvalavazis-dakavebastan-dakavsirebit-jandacvis-saministro-gancxadebas
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=71923
ექსკლუზივნიუს.ჯი- http://exclusivenews.ge/post/110275
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-saministro-gia-tvalavadzis-dakavebaze-ganckhadebas-avrcelebs/
კვირა.ჯი- http://kvira.ge/421276
---
24.09.2018
სუს-ი - ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა
სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. იხილეთ ვიდეო: საგანგებო ბრიფინგი სუს-ში - ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის შემოსავალმა 4 094709 ლარი შეადგინა.
ექსკლუზივნიუს.ჯი- http://exclusivenews.ge/post/110228
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=71917
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=71912
კვირა.ჯი- http://kvira.ge/421194
ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/4-094-709-lari-fsiqotropulebis-gayidvit-mighebuli-shemosavali/
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/513431-sus-ma-jandacvis-saministros-samedicino-sakmianobis-saxelmcipo-regulirebis-saagentos-uprosi-gia-tvalavaze-daakava
---
24.09.2018
რა ქონებას ფლობს თვალავაძე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს
---
24.09.2018
მედიასაშუალება: https://www.kvirispalitra.ge/justice/46714-vin-aris-profesiith-qirurgi-ghirsebis-ordenis-kavaleri-gia-thvalavadze-romelic-sus-ma-daakava.html
ვინ არის პროფესიით ქირურგი, ღირსების ორდენის კავალერი გია თვალავაძე, რომელიც სუს - მა დააკავა?
---
24.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513470-dimitri-xundaze-saaptiako-narkomaniastan-mimartebashi-damokidebuleba-ikneba-mkacri
დიმიტრი ხუნდაძე - სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში დამოკიდებულება იქნება მკაცრი
ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა სააფთიაქო სექტორში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ სხვაგან, უმკაცრესი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანადაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. დეპუტატის თქმით, სერიოზულად და ობიექტურად შესწავლას საჭიროებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებული საქმე. “ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის სწორად წარმართვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი დიდი პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება. შს სამინისტრომ არაერთხელ გამოავლინა შავ ბაზარზე სხვადასხვა მეთოდებით მონაწილე პირები. ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა 2013 წლიდან დავიწყეთ, როცა შემოვიდა სარეცეპტო რეფორმა. ამ გზაზე სამართალდარღვევის არა ერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. დღეს სამწუხარო ფაქტთან გვაქვს ადგილი, როცა სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობაში პასუხისმგებელი პირები არიან ეჭვმიტანილი. მჯერა, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად. პასუხისმგებელი პირები ხელს უნდა უწყობდნენ ამ სექტორის გაჯანსაღებას და არა სააფთიანო ნარკომანიის ჩამოყალიბებას. აქ დამოკიდებულება იქნება მკაცრი“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
---
24.09.2018
ზუგდიდში, ავარიის დროს დაშავებულ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს
ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პაციენტები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმთა დაკვირვების ქვეშ კიდევ რამდენიმე საათს დარჩებიან. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ზუგდიდში მოხდა. შეჯახების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/421317
ექსკლუზივნიუს.ჯი- http://exclusivenews.ge/post/110296
---
24.09.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/78647/zugdidshi-sastsrapo-dakhmarebis-ekipaji-avariashi-mokva
ზუგდიდში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოყვა
ფოტო: პაპუნა შუშანია ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, სასწრაფო დახმარების მანქანა კი შემდეგ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ექიმმა და ექთანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მათ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება დაიწყო შემდეგი მუხლით: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
---
24.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513540-cqaltubos-sabavshvo-bagshi-mocamlul-bavshvebs-dizenteria-daudgindat
წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლულ ბავშვებს დიზენტერია დაუდგინდათ
წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილ ყველა ბავშვს შიგელოზის (დიზენტერია) დიაგნოზი დაუსვეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მკურნალმა ექიმმა ნუგზარ მაღლაკელიძემ განუცხადა. მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფო „მედიქალ სითიში“ ათი ბავშვი რჩება, აქედან ექვსი დღესაა ჰოსპიტალიზებული. სულ სამი დღის განმავლობაში წყალტუბოს ბაღებიდან ქუთაისში 32 ბავში გადაიყვანეს.
---
ბეჭდვითი მედია
25.09.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
სუსი მალე ჯანდაცვის მინისტრს მიადგება?!
ჯანდაცვის სამინისტროს რუხი კარდინალი, გია თვალავაძე - ადამიანი, რომელმაც შეიწირა მინისტრის ორივე მოადგილის - ჯერ ვალერი კვარაცხელიას, შემდეგ კი ზაზა სოფრომაძის სკამები - სუს-მა დააკავა. გამოძიება სამსახურებივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს. "სააფთიაქო ნარკომანიის" სფეროში ფსიქოტროული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა. იმისთვის, რომ კლინიკამ ფუნქციონირებისა და პაციენტების მიღების უფლება მიიღოს, სჭირდება ლიცენზია, უფრო კონკრეტულად, ლიცენზიების მთელი პაკეტი იმ მიმართულებებში, რა სახის მომსახურებასაც გაუწევს პაციენტს - უროლოგია, ენდოკრინოლოგიაა, გინეკოლოგია და ა.შ. ამ მიზნით მაძიებელი კლინიკა სპეციალური განაცხადით შედის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, კერძოდ , ლიცენზიების დეპარტამენტში და წარუდგენს ჩამონათვალს, თუ რა სამედიცინო მიმართულებებში სურს მას ლიცენზიების მიღება. წარმოდგენილ საბუთებს თან უნდა ახლდეს საჯარო რეესტრის ამონაწერი ფართის ფლობის შესახებ და ბანკში გადახდილი მოსაკრებლის ქვითარი. 23 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ კი კლინიკაში მიდის სააგენტოს სამუშაო ჯგუფი და ადგილზე ამოწმებს ობიექტს, ამის მერე ჯანდაცვის სამინისტროში ეწყობა საჯარო განხილვა, რომელსსაც ლიცენზირების დეპარტამენტის 11 თანამშრომელი ესწრება. ასეთი გახლავთ კანონი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა საავადმყოფოზე ლიცენზია. რას ნიშნავს ლიცენზიები "პოსლეზე" და რატომ ხუჭავდა თვალს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაყალბებულ დოკუმენტებსა და სისხლის სამართლის დამნაშავეებზე. როგორც წესი, ლიცენზიების მინიჭების სხდომებს თავმჯდომარეობდა გია თვალავაძე. ის წყვეტდა, რომელ კლინიკაზე უნდა გაცემულიყო ლიცენზია და რომელზე არა. დღესდღეობით ისეთ კლინიკებზეა გაცემული ლიცენზია, რომელზეც საერთოდ არ უნდა გაცემულიყო...აკადემიკოს ე. ფიფიას სა. საავადმყოფომ განაცხადი 2007 წლის 30 მარტს შემოიტანა ექვსი ლიცენზიის მოპოვებაზე. ამ ექვსს ბოლოში მიმატაბეული ჰქონდა მეშვიდე განაცხადი ლიცენზიაზე და როგორც ჩანაწერის სტრუქტურიდან ჩანს, შემდგომში იყო მიწერილი. ანუ თავიდან იყო ექვსი და მერე, გარკვეული თვეების გასვლის შემდეგ, მიაწერეს მეშვიდე კლინიკაში, ე.ი. ადგილზე, დათვალიერების ჯგუფი არ გაგზავნილა, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ პუნქტს 2007 წლის კანონი და მთავრობის დადგენილება მკაცრად მოითხოვდა, ზემოხსენებულმა დაწესებულებამ ვერ წარმოადგინა ფართობის ფლობის დოკუმენტი , ანუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, არადა საჯარო რეესტრის ამონაწერის გარეშე დოკუმენტები განხილვას არ ექვემდებარება. კლინიკას ეთქვა უარი განხილვაზე და ლიცენზირების დეპარტამენტმა უარის რეზოლუცია დაადო. ეს უარი თვალავაძის კანტორამ ააძრო და ხელი მოაწერა ბრძანებას ლიცენზიის გაცემაზე. უკანა გვერდზე დასმულია თარიღი 2006 წელი, რომ "ასლი დედანთან სწორია: და 2006 წელი გადაკეთებულია 2007 წლად. განაცხადში მოსაკრებელი ექვს ლიცენზიაზე არის დათარირებული 2 მარტით და მე-7 ლიცენზია გაცემულია 15 მაისს. ბანკში გადახდილი მოსაკრებელი კი დათარიღებულია 18 მაისით. ე.ი. ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ ლიცენზია გასცა და შემდეგ გადაახდევინა ფული კლინიკას. ამას ეწოდება სწორედ ლიცენზიები "პოსლეზე". იმავე პერიოდში "იუნონა+"-თან დაკავშირებით შემდეგი მოხდა, "იუნონა+"-ს მარტში განაცხადი ჰქონდა შემოტანილი და რეესტრის ამონაწერი არ გააჩნდა. მას მერე, რაც "იუნონა"-ს საჯარო რეესტრის ამონაწერის არქონის გამო უარი ეთქვა საბუთების არასრულფასოვანი წარმოდგენის გამო, დეკემბერში ახლიდან შემოიტანა განაცხადი და თვალავაძემ ის აღარ აკადრა, რომ ახალი მოსაკრებელი გადაეხადა, ამიტომ მარტის ჟურნალიდან ძველი ქვითარი ამოიღო ახალ დოკუმენტაციაში ჩადო. ზაზა კოპლატაძე ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, რომელიც შემდეგ გია თვალავაძემ თავის მოადგილედ გადაიყვანა და ერთ თვეში დაუჭირეს კიდეც... 2012 წლის არჩევნებამდე გია თვალავაძემ საჩხერის საავადმყოფო, რომლის დირექტორიც მაშინ დავით სერგეენკო იყო, 80 ათასი ლარით დააჯარიმა. ამხელა თანხით არც ერთი კლინიკა არ დაჯარიმებულა. შპს "ადითი" ავიღოთ, "აიჰოპის" შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საინვესტიციოდ შვიდი საავადმყოფო აიღო. "ადითს" 30 თვის განმავლობაში უნდა ჩაედო ინვესტიცია. თითი არ არის არაფერზე დაკარებული, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში დედოფლისწყარო და ხარაგაულის საავადმყოფოები იყო. გასაგებია, რომ ინვესტიციების შესახებ კანონის თანახმად რაღაც პერიოდი არ უნდა შეემოწმებინა, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და არც დაუჯარიმებიათ. ქრონიკა+-მა ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის დროზე, კითხვები დავით სერგეენკოს დაუსვა: -ბატონო დავით, ამ დღეებში პროკურატურაში სარჩევი შევა სააგენტოს მიერ უკანონოდ გაცემული ლიცენზიების თაობაზე. საუბარია გაყალბებულ დოკუმენტაციაზე და ე.წ. ლიცენზიებზე "პოსლეზე" "პროკურატურას რაც შეეხება, ჩემთვის ეს საკითხი ცნობილია ლიცენზიებთან დაკავშირებით" - როგორია თქვენი პოზიცია ამასთან მიმართებით? არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, მინისტრი აიგნორებს ამ საკითხს და დღემდე არც ერთი პასუხი არ მიუღიათ თქვენი უწყებიდან.. "კოდალასავით.. ეს არის გასაოცარი სიჯიუტით ერთი და იგივე ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფისგან წამოსული მოთხოვნა კოდალასავით, იმიტომ, რომ ოცი საჩივარი შემოვიდა, ოცივეზე გაეცა პასუხი და მაინც გრძელდება და გრძელდება და კიდევ ერთხელ გრძელდება. მისი ნებაა , ამ ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის. შეუძლია გააგრძელოს ბევრი რაოდენობით, ჩვენ თითოეულ შემთხვევას შევისწავლით და პასუხს გავცემთ... ამის შემდეგ, 2017 წელს, მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორი პროგნოზიც დაიდო ჩვენი გაზეთის ფურცლებზეც. კერძოდ, 2017 წლის მარტში ფინანსურმა პოლიციამ ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაჭარაშვილი დააკავა. დავით მაჭარაშვილის უფროსი იყო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე. ჩვენ მაშინვე დავწერეთ, რომ მაჭარაშვილის დაჭერა თვალავაძის სკამს ურტყამდა. გავრცელებული ინფორმაციით : "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მოწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად, სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი დააკავა, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი" "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიმართულებით გამოვლენილი სამართალ-დარღვევების შედეგად შედგენილია 129 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის 88 დარღვევა გამოვლინდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის უკანონო მიმოქცევის ფაქტზე, ამავე დავით მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით, 11 აფთიაქი გაუქმდა და 2015 წელს 12 აფთიაქი დაიხურა.. "პირველ ჯგუფზე თუ ვისაუბრებთ, გასულ წელთან შედარებითკ ასეთი მაჩვენებელი გვაქვს, 2015 წელს ურეცეპტოდ გაცემულია 6 მლნ 400 ათასი აბი, ხოლო წელს, - 5 მლნ 400 ათასი ერთეული. სხვაობა, დაახლოებით ერთი მილიონი აბია. "ჩვენ არ დავუშვებთ შავი ბაზრის გაჩენის პრეცენდენტს, თუმცა თუკი ეს იშვიათი შემთხვევა დადგება, დამერწმუნეღმ რომ რეაგირება სწრაფი, დაუყოვნებლივი და ეფექტიანი იქნება"- ეს არის ამონარიდი დავით მაჭარაშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე მისცა. - ვისი ჯერია შემდეგში, დავით სერგეენკოსი?
---
25.09.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
თაღლით გია თვალავაძეს წამალი ჩაუშხამდა!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო
---
25.09.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
"სერგეენკო თვალავაძის ფარი იყო"
გია თვალავაძე მინიმუმ 15 მუხლით და მინიმუმ 4 წლის წინ უნდა მიეცათ პასუხისგებაში - აცხადებს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი, რომელიც წლებია ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და კანონდარღვევაზე საუბრობს და მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. მუხიგულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ უკანონო საქმეზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე წლებია არსებობს სრულ ინფორმაციას ფლობს მინისტრი დავით სერგეენკო. მუხიგულაშვილი ეჭვობს, რომ თვალავაძის დაკავების მიზეზი რეალურად იმ დიდ თანხებს უკავშირდება, რომელსაც ის სააფთიაქო ქსელებიდან, იმპორტიორებისგან თუ საავადმყოფოებიდან იღებდა. უფლებადამცველის თქმით, თვალავაძე „სერგეენკოს ფარის ქვეშ მოქმედებდა“. სწორედ ამიტომ ფიქრობს მუხიგულაშვილი, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. „გამოვიდეს სერგეენკო და გაგვცეს კითხვებზე პასუხი, მისი ლაქია რატომ არის დღეს დაკავებული და არ არის 4 წლის წინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული? ნებისმიერი განცხადება, რაც იწერებოდა გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო სფეროში ეს იყო უწყებათაშორის გაცვლა-გამოცვლაში ინფორმაციებში, უშუალოდ სერგეენკო იყო საქმის კურსში, რომელიც ფარი იყო გია თვალავაძის. მე დღეს ის არგუმენტები უფრო გამიმყარდა რომ გია თვალავაძე ფულს აგროვებდა როგორც საავადმყოფოდან ასევე სააფთიაქო ქსელებიდან, იმპორტიორი კომპანიებიდან ფულს იღებდა და ალბათ ამ ფულს მოჰყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი“-ამბობს მუხიგულაშვილი. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში გია თვალავაძეს რუხი კარდინალის სახელით მოიხსენიებენ, რადგან უწყებაში ის ბევრ სფეროს განაგებდა. მუხიგულაშვილის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის გარდა, თავალავაძე მთავარი ფიგურანტია, როგორც საავადმყოფოებისთვის უკანონო ლიცენზიების მინიჭების საქმეში, ასევე ექიმებისთვის უკანონო სამუშაო ლიცენზიების მიყიდვის საქმეში. „ოთხი წლის განმავლობაში ჩემი მხრიდან მათი მხილება მიმდინარეობდა. რა დროსაც გამოიკვეთა ძალიან ბევრი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ულიცენზიო საავადმყოფოები, კანონდარღვევით მიღებული ლიცენზიები, ექიმებზე მიყიდული სამოღვაწეო ლიცენზიები, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ურთიერთობა ასევე შავი გარიგებებით. გია თვალავაძე დღეს იყო ჯანდაცვის სფეროში, დამკვიდრებული ჰქონდა სახელი,როგორც რუხი კარდინალი.ის განაგებდა ყველაფერს. დღეს სუს-მა გია თვალავაძე სამწუხაროდ დააკავა ერთი ბრალდებით, ეგ ადამიანი მინიმუმ, უნდა იყოს 15 ბრალდებით დაკავებული"-ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სუს-მა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" წინააღმდეგ და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო
---
25.09.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
რომან გოცირიძე: "საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის"
ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩვენებს ერთ რამეს, რომ საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა სუს-ის მიერ გამოვლენილი სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტს და ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის დაკავებას. "ზოგადად, საქართველოში არსებობს სისტემური კორუფცია და ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა. ყველაფერი იწყება თავიდან, ანუ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები ფაქტობრივად, ხელს აფარებენ დამნაშავეებს და სელექტიურად ხდება გამოვლინება. ზოგ შემთხვევაში ხდება სამართლებრივი დევნა და დაკავებები, ხოლო ზოგ შემთხვევაში - არა. მიუხედავად ასეთი შერჩევითი ქმედებებისა, ყველა ასეთი ნაბიჯი, როცა კორუფცია გამოვლინდება, არის კარგი და თუ ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, იქნება კარგი. თუმცა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩვენებს ერთ რამეს, რომ საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
შემოწმებულია ათობით საწარმო - დარღვევებია თითქმის ყველგან
შრომის ინსპექციის მონიტორინგს საწარმოებისა და კომპანიების უმრავლესობა მოუმზადებელი შეხვდა. ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია შემოწმდა და აღმოჩდა, რომ თითქმის ყველგან შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. ზუსტი სტატისტიკა, რამდენი დარღვევაა აღმოჩენილი, ჯერჯერობით უცნობია. კომპანიები უსაფრთხოების კუთხით დასაქმებული ადამიანების უფლებებს თითქმის მასობრივად არღვევენ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ წესების დარღვევა საკმაოდ მასშტაბურია, მის გამოსწორებას კი საკმაო დრო დასჭირდება. "კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მოახდინოს საფრთხის შეფასება და მისი იდენტიფიცირება, რაც არის საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ მიკროკლიმატის პარამეტრები - ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები დარღვეულია. სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიებში სხვადასხვა პრობლემაა. შემაჯამებელი ანგარიში წლის ბოლოს გაკეთდება. ჯერჯერობით რამდენიმე ათეული კომპანია შემოწმდა. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი შეხვდა მზად ამ პროცესს, კომპანიების უმეტესობა კი პრობლემურია", - განუცხადა ბექა ფერაძემ "ბიზნეს-რეზონანსს". დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პირველ ეტაპზე გაიცემა გაფრთხილება, შემდეგ ეტაპზე - ჯარიმა და მესამე ეტაპი არის საქმიანობის შეჩერება. "არსებობს სხვადასხვა სიმძიმის დარღვევა: არსებითი, არაარსებითი და კრიტიკული შეუსაბამობა. არსებითი და არაარსებითი დარღვევა გულისხმობს ისეთ დარღვევას, რომელიც მყისიერ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობას, აქ უკვე ლაპარაკია ისეთ პირობებზე, როცა საფრთხეშია ადამიანის სიცოცხლე და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ ხდება სამუშაოს შეჩერება. სამწუხარო ფაქტია, რომ კომპანიების უდიდეს ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტი დარღვეულია. ნორმების დაუცველობა თითქმის ყველგან აშკარაა. კანონი აწესებს, რომ ყველა კომპანიას უნდა ჰყავდეს უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებიც შეაფასებენ პრობლემას, შეფასებული დოკუმენტებით მოხდება დაგეგმვა და პრობლემის თავიდან აცილება", - აცხადებს ფერაძე. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ეფექტური შრომის ინსპექციის არარსებობასა და დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე მუდმივად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები. გაერთიანებული პროფკავშირების სტატისტიკით, 2017 წელს 41 ადამიანი დაიღუპა და 66 მძიმედ დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. მათგან მშენებლობაზე მუშაობისას 17 გარდაიცვალა და 22 მძიმედ დაშავდა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე 29 ადამიანი გარდაიცვალა, 24 კი მძიმედ დაშავდა. გაცილებით დიდია სიკვდილის შემთხვევები ტრავმის შემდეგ, რასაც ოფიციალური უწყებები აღარ აღრიცხავენ. როგორც პროფკავშირებში აღნიშნავენ, ახლა შრომის ინსპექცია აშკარად უკეთესად ართმევს თავს ვალდებულებას, მაგრამ მაინც არ არის იმ სიმაღლეზე, რომ ყველა გამოწვევას გაართვას თავი. გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელ ვიტალი გიორგაძის შეფასებით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე პრობლემა, რის გამოსასწორებლადაც შრომის ინსპეციას დიდი შრომა დასჭირდება. "შრომის ინსპექცია ახალ ფორმატში იწყებს მუშაობას და უკვე მიეცა უფლება, რომ გაფრთხილების გარეშე შევიდეს ნებისმიერ საწარმოში. გაეზარდათ უფლებამოსილება სანქციებთან დაკავშირებითაც. ცხადია, იგი არ არის სრულყოფილი, აქვს ხარვეზები, მაგრამ არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც ბოლო დრომდე იყო. გაუმჯობესება ამ მიმართულებით ნამდვილად შესამჩნევია. რაც შეეხება გამოძიებულ საქმეებს, როგორიცაა მაღაროს საქმე ჭიათურაში, იქ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული სამუშაოების გარდა, აუცილებელი გახდა საერთაშორისო ინსპექტირების ორგანიზაციის მოწვევა. ეს მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის შრომის ინსპექცია არ არის იმ სიმაღლეზე, რომ ყველა გამოწვევას გაართვას თავი. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ შრომის ინსპექციის ფორმირებაში და ვნახავთ, რას გვიჩვენებს იგი პრაქტიკაში. მაღაროსთან დაკავშირებით კონკრეტული დამნაშავეები გამოვლენილია, მაგრამ მიმდინარეობს კვლევა, რამდენად შეუძლია მაღაროს მუშაობა და რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტს. სწორედ ამ მიმართულებით დაგვჭირდა უცხოური ორგანიზაციის ჩართვა. საჭიროა, უსაფრთხოება იმ დონეზე იქნეს აყვანილი, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ამის კომპეტენცია შრომის ინსპექციას ჯერჯერობით არ გააჩნია. შრომის სამართლებრივი ურთიერთობაცც მოსაწესრიგებელია, ამ მხრივაც ჯერჯერობით ბევრი პრობლემაა, რასაც შრომის ინსპექცია ვერ არეგულირებს. ასევე, სერიოზულ პრობლემაა აღსრულების მექანიზმი. იგი დასახვეწია და, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ხარვეზი, რის გამოსასწორებლადაც შრომის ინსპექციას დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება", - აცხადებს "რეზონანსთან" ვიტალი გიორგაძე.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ავთო იმედაძემ თანამდებობა დატოვა. თავისი გათავისუფლების მიზეზად პროფესორმა იმედაძემ დაასახელა “საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი, „კლინიკების განვითარების კომპანიის“ გადაწყვეტილება. „სამეწარმეო რეესტრში უკვე შესულია ცვლილება და მე აღარ ვასრულებ დირექტორის მოვალეობას“, - უთხრა რადიო "თავისუფლებას" იმედაძემ და დასძინა, რომ საკუთარი გეგმების შესახებ ცოტა მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას. უთანხმოება „საპარატნიორო ფონდსა“ და ავთანდილ იმედაძეს შორის, ამ უკანასკნელის თქმით, კლინიკაში „საპარტნიორო ფონდის“ შესვლის დღიდან, სამი წლის წინ დაიწყო. ფონდის ინფორმაციით, კლინიკაში წლების განმავლობაში არსებობდა ფინანსური პრობლემები, რომელთა მოგვარების მიზნით, კლინიკის დირექტორს რამდენჯერმე მიეცა "გონივრული ვადა". თუმცა, მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან, რეაგირების გარეშე დარჩა.
---