From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-25.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 25.10.2018 07:47
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 25.10.2018

ტელევიზია

25.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:    იმედის დილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სეზონური აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5642627

---

 

25.10.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:     საქმიანი დილა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5642657

---

 

24.10.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:     მოამბე 18:00

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ გია თცვალავაძეს 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. უფროსის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მთავარ მიზეზად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5641779

იმედი -ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5642075

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5642032

I არხი- მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5642172

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5641846

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5641549

---

 

24.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:    იმედის დილა

უახლოეს დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დაგეგმილია რამდენიმე ასეული ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილებს უსასყიდლოდ გადაეცემათ და მათთვის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.

 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5640149

---

 

24.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 21:00

55 წლის კობა მაღრაძე რომელიც სამსახურებრივი მოვალეიობის შესრულების დროს გარდაიცვალა, სავარაუდოდ უსაფთხოების ნორმების დარღვევას შეეწირა. სწორედ ეს არის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობის მთავარი მიმართულება. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც კომპანია ჩინეთის რკინიგზა გაუმართავი ტექნიკითა და უსაფთხოების ნორმების დარღვევით მუშაობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5642119

---

 

24.10.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:     ახალი ამბები 15:00

შრომის უსაფრთხოების ახალმა მოთხოვნებმა მშენებელ კომპანიებს ზედნადები ხარჯები გაუზარდა. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აცხადებენ, დროა აღნიშნული ხარჯების ზღვრული განაკვეთი ახალი მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალოს. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების ზღვრული ოდენობა 10%-ია. ორგანიზაცია ითხოვს, რომ ახალ მაჩვენებლებში გათვალისწინებული იყოს როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვისა და საპენსიო რეფორმის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5641393

---

 

24.10.2018

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:     პალიტრა ნიუს 12:00

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვირუსის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მინისტრის განცხადებით, ამისთვის ოქტომბერი ყველაზე კარგი პერიოდია. ვაქცინა უფასოა ხანდაზმულებისთვის ორსულებისთვის, 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5640676

---

 

ინტერნეტი

24.10.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/llldavit-sergeenko-sadazghvevo-kompaniebis-shetavazebas-uarit-pasukhobs/

დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებას უარით პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიების წინადადებას უარით პასუხობს. საუბარია სადაზღვეო კომპანიების შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს უფლება მიეცეთ, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო სადაზღვევო პაკეტებით. როგორც მან პირველ არხთან განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის 3 მლნ 700 ათასი მოქალაქიდან 2 მლნ 200 ათას ადამიანს მსგავსი არჩევანი უკვე აქვს და შეუძლია, ე.წ. დაშენებული პაკეტებით ისარგებლოს. „ოღონდ ეს უნდა იყოს რეალურად დაშენებული პაკეტი და არა სრულ პაკეტად გაყიდული მინიმალური შეთავაზება. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ბურთი სადაზღვევო ინდუსტრიის მოედანზეა. სწორედ მათ უნდა დათვალონ, რა დაუჯდებათ იმ პაკეტის ანალოგი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. უნდა განისაზღვროს თამასა, რომლის ქვევითაც არის საყოველთაო ჯანდაცვა, ხოლო ზევით – დაშენებული პაკეტი“, – განაცხადა მინისტრმა. სერგეენკოს თქმით, წლების განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებს ამის შესახებ არაერთხელ განემარტათ, თუმცა უშედეგოდ. 2017 წლის მაისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა კერძო სადაზღვევო პოლისების მქონე საშუალო შემოსავლიანი მოქალაქეების ნაწილს შეეზღუდა. მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავლების ოდენობა 40 ათას ლარს არ აღემატება, შემავსებელი პაკეტით სარგებლობის უფლება არ აქვთ. „სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია“ ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ იმ მოქალაქეების სიის გაფართოების ინიციატივით გამოვიდა, რომლებსაც სახელმწიფოსთან ერთად, კერძო დაზღვევაც შეუძლია ჰქონდეთ. „სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ“ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული შეთავაზებით ორი თვის წინ მიმართა.

---

 

24.10.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ratom-aqvs-dabali-atviseba-medikamentebis-saxelmwifo-programas/25942

რატომ აქვს დაბალი ათვისება მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამას

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამისთვის განკუთვნილი 10 მილიონი ლარიდან, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 407 000 ლარი, ანუ 4%-ია დახარჯული. რატომ აქვს პროგრამას ათვისების ასეთი დაბალი აჩვენებელი, - ამ კითხვით bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განაცხადა, პროგრამის ფარგლებში წამლების შესაძენად უკვე გამოცხადებულია ტენდერები და თანხები ნოემბრის თვისთვის ათვისებული იქნება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, აქამდე ბენეფიციარები გასული წლის ბიუჯეტის ფარგლებში შეძენილ მედიკამენტებს მოიხმარდნენ და წამლის დეფიციტი პროგრამის ფარგლებში არ ყოფილა. "მიმდინარე წლიდან, გასული წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მუშაობა დავიწყეთ პროგრამის გაფართოვებაზე. სექტემბრიდან 23 მედიკამენტის ნაცვლად უკვე 43 მედიკამენტზე გავრცელდება პროგრამა, მათ შორის კომბინირებულ მედიკამენტებზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაა გათვალისწინებული“-განაცხადა ლაგვილავამ. მისი ინფორმაციით, ამჟამად მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, 30 ათასამდე ბენეფიციარია დარეგისტრირებული, მაშინ როცა შარშან, პროგრამის დაწყების წელს - 13 ათასი მომხმარებელი დარეგისტრირდა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, წამლის შეღავათიან ფასებში შეძენის საშუალება სოციალურად დაუცველი ქრონიკული პაციენტების გარდა, უკვე პენსიონერებსა და შშმ პირებსაც შეუძლიათ. მაია ლაგვილავამ Bm.ge-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ უწყების მოლოდინი არ გამართლდა და პროგრამაში უფრო ნაკლები პაციენტები დარეგისტრირდნენ, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. მინისტრის მოადგილე ამის მიზეზად, გარკვეულ ბარიერებს ასახელებს, რაც მისი აზრით, იმის გამო წარმოიქმნა, რომ პროგრამა ახალია და სისტემა სრულად გამართული არ არის, ამის მიზეზია ათვისების დაბალი მაჩვენებელიც. ლაგვილავა ამბობს, რომ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. "რომ ვფიქრობდით, რომ მთელი მოსახლეობა მოვიდოდა და ჩაერთვებოდა, ვნახეთ რომ ყველა ვერ ჩაერთო, რადგან ნებისმიერ სიახლეს თან ახლავს თავისი გამოწვევები და ბარიერები, ამის მოგვარებას გარკვეული პერიოდი სჭიდებოდა, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც დაკვირვება, გაანალიზება და ამ ბარიერების მოხსნაზე მუშაობა. ახლა პაციენტი მიდის ექიმთან, შემდეგ დასარეგისტრირებლად სოციალური მომსახურების სააგენტოში, შემდეგ კი აფთიაქში. ვცდილობთ ეს ბარიერი, რაც არის მომსახურების სააგენტოში მისვლა-გავამარტივოთ, გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც ვზრდით, რომ ყველა რაიონში და უბანში იყოს აფთიაქი, სადაც წამლის მიღება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ლაგვილავამ. მისი განცხადებით, თუკი წელს მხოლოდ პე-ეს-პეს აფთიაქებში არის წამლის მიღების საშუალება, მომავალ წელს ეს ნებისმიერ აფთიაქში იქნება შესაძლებელი. "შარშან, როცა პროგრამა დაიწყო, ქვეყნის მასშტაბით 69 აფთიაქი იყო ჩართული, ახლა 96-მდეა, მომავალ წელს კი ნებისმიერ აფთიაქში იქნება წამლის მიღება შესაძლებელი", - განაცხადა ლაგვილავამ. მისი განცხადებით, ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთოს პროგრამაში და მათი აფთიაქების საშუალებით მოხდეს წამლების მიტანა პაციენტებამდე. ლაგვილავა ამბობს, რომ ლოგისტიკისთვის ტენდერი აღარ გამოცხადდება და მას, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სააფთიაქო ქსელები განახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ წამლის პროგრამა 4 ჯგუფის ქრონიკულ დაავადებაზე ვრცელდება, ესენია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, რესპირატორული დაავადებები და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

---

 

24.10.2018

მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=73485

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოხდა. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სწორედ ეს გახდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, გია თვალავაძე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 24 სექტემბერს დააკავა. 26 სექტემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/517871-jandacvis-saministros-magalchinosani-gia-tvalavaze-patimrobidan-gaatavisuples

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/213739

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1540381869-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1

---

 

24.10.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/517853-dekanozi-shalva-kekelia-marixuanas-kultivaciaze-tu-aramatrobela-sashualebaa-ratom-unda-shemovgobot-is-zona-ar-minaxavs-venaxi-romelsac-policia-icavs

დეკანოზი შალვა კეკელია მარიხუანას კულტივაციაზე - თუ არამათრობელა საშუალებაა, რატომ უნდა შემოვღობოთ ის ზონა?! არ მინახავს ვენახი, რომელსაც პოლიცია იცავს

სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, რომ ნარკოტიკები აღმოიფხვრას და ასეთი დოზით არ იყოს ქვეყანაში შემოსული, მე ვერ დავუჯერებ, რომ ის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ყველაფერის რეგულაციას მოახდენს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დეკანოზმა მოზარდებში მარიხუანას მოხმარების გაზრდილ შემთხვევებზე ისაუბრა და არსებული სიტუაცია 90-იან წლებს შეადარა, როდესაც ნარკოტიკი ახალგაზრდებისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყო. მამა შალვას თქმით, პარლამენტში მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტს საპატრიარქო რადიკალურად ემიჯნება და არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. „სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, რომ ნარკოტიკები აღმოიფხვრას და ასეთი დოზით არ იყოს ქვეყანაში შემოსული, მე ვერ დავუჯერებ, რომ ის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ყველაფერის რეგულაციას მოახდენს. წარმოუდგენელია ასეთი რამ! რატომ მეპარება ამაში ეჭვი? ჯერ ერთი, ამ თემებზე ჩვენ გვესაუბრება შსს და არ გვესაუბრება ჯანდაცვის სამინისტრო. თუ ეს ყველაფერი სამედიცინო თვალსაზრისითაა, რატომ არ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი? რატომ არ გამოვიდა ამ ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ გამოდის შსს? კიდევ, ჩვენ გვესაუბრებოდნენ, რომ მარიხუანა, რომლის კულტივაცია უნდა მოხდეს, არის არამათრობელა საშუალება. თუ არა მათრობელა საშუალებაა, რატომ უნდა შემოვღობოთ ის ზონა?! რატომ უნდა იყოს დაცული? ვისგან უნდა დავიცვათ, ვინ მოიპარავს, მარიხუანა თუ მათრობელა საშუალება არ არის? მისგან ზეთებს ადამიანი თავისით ვერ გამოხდის. ძალიან ძვირად ღირებული აპარატურა სჭირდება, რითაც მარიხუანა უნდა დაამუშაონ. მე არ მინახავს ვენახი, რომელსაც პოლიცია იცავს", - განაცხადა დეკანოზმა. მისივე თქმით, დღეს ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება, რაზეც მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს. მამა შალვას თქმით, საჭიროა მარიხუანას მოხმარებისთვის რეგულაციების დაწესება და მომხმარებელ პირთა რეგისტრირება. „დღეს ქვეყანაში ასეთი რეალობაა: ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მარიხუანას მომხმარებელია, საპრეზიდენტო კანდიდატად გვყავს ქვეყნაში. ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა გავხდე თქვენი. წარმოგიდგენიათ, რა დასაცინები ვართ!" - განაცხადა მამა შალვამ. მისივე თქმით, ქვეყანაში ჯანსაღ ცხოვრების პროპაგანდა და ასეთი ადამიანების წარმოჩენა თითქმის არ ხდება.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/chven-gvesaubrebodnen-rom-marikhuana-romlis-kultivatsia-unda-mokhdes-aris-aramatrobela-sashualeba-dekanozi-shalva-kekelidze/51398

---

 

24.10.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sheudzlebeli-minimumi---shesadzlebelia-tu-ara-5-ma-adamianma-tveshi-339-larad-icxovros/25918

შეუძლებელი მინიმუმი - შესაძლებელია თუ არა 5-მა ადამიანმა თვეში 339 ლარად იცხოვროს?

არმოიდგინეთ რომ მოგცეს 339 ლარი და გითხრეს რომ ამ თანხით 30 დღის განმავლობაში საკუთარი თავი და კიდევ ოთხი ადამიანი უნდა შეინახოთ. თან ეს უნდა მოახერხოთ ისე, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს დაბალანსებული კვება, ანუ მიიღოთ ყველა ის საჭირო მინერალი და ნუტრიენტი, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი - საქსტატის გათვლებით ამის მოხერხება შესაძლებელია. სწორედ 339 ლარი და 10 თეთრია 2018 წლის სექტემბერში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის ოფიციალური მაჩვენებელი. ემპირიული დაკვირვებით ალბათ ყველას შეუძლია თქვას, რომ ის თვეში 67 ლარად და 82 თეთრად (339-ის ერთი მეხუთედი) სრულფასოვნად ვერ იცხოვრებდა. მაშინ საინტერესოა რას ითვლის საქსტატი და რას წარმოადგენს სინამდვილეში საარსებო მინიმუმის ცნება. როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხევდით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალური ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2003 წლის 8 მაისს განისაზრვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯო გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2017 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 349 ლარს შეადგენდა, აგვისტოში კი ის 341 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება: პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი) ლობიო - თვეში 600 გრამი; ბრინჯი - თვეში 300 გრამი; მაკარონი - თვეში 450 გრამი; ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი; ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი; ძეხვი - თვეში 300 გრამი; კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი; კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი; მაწონი - თვეში 750 გრამი სრული რაციონი იხილეთ ბმულზე. საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა. რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”? დავუშვათ რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს. 2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, თუმცა დღეს ფასზე შევაჭრების შესაძლებლობა ბევრად ნაკლებია, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში კი ის პრაქტიკულად შეუძლებელია. რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან? სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები. საარსებო მინიმუმის დათვლის საერთაშორისო გამოცდილება მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი საარსებო მინიმუმს საერთოდ არ ითვლის. არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუ როგგორ უნდა აღირიცხოს საარსებო მინიმუმი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში საარსებო მინიმუმს აღრიცხავენ თითქმის ანალოგიური სისტემით, რაც 2005 წლამდე ყაზახეთში გამოიყენებოდა. საუბარია 70%/30%-ის პროპორციულ განაწილებაზე. ყაზახეთში დღეს მოქმედი სისტემით, საარსებო მინიმუმში საკვების წილი არის 60%, ხოლო სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების წილია 40%. რუსეთში საარსებო მინიმუმის სტატისტიკაში არასაყოფაცხოვრებო ხარჯები სასურსათო ხარჯების მექანიკურ დანამატს არ წარმოადგენს და ის ტანსაცმლისგან, საყოფაცხოვრებო ხარჯებისგან, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფისგან, ასევე, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო ხარჯებისგან შედგება. მსგავსი მეთოდოლოგია მოქმედებს ტაჯიკეთშიც. მოძველებული დაპირებები იმას, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია წლებია არ გადახედილა ამას საქსტატშიც ადასტურებენ, თუმცა კანონი მათ იმ მეთოდოლოგიით ავალდებულებს ამ მინიმუმის დათვლას, რასაც მთავრობა დააწესებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ერთერთი დაპირება სწორედ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის ცვლილება იყო. პარტიის დამფუძნებელი ამას ამბობდა: “ჩვენ დავადგეთ საარსებო მინიმუმის ახალ რეალურ ზღვარს, ცხადია ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი,”- ბიძინა ივანიშვილი. 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 6 წელი გავიდა, თუმცა მეთოდოლოგია კვლავ უცვლელია. შედეგად შრომისუნარიანი მამაკაცის ცხოვრებისთვის საჭირო საარსებო მინიმუმი არის 170 ლარი, ანუ $62 დოლარი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმია 150 ლარი, ანუ $55 დოლარი. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 241 ლარია (120 ლარი ერთ პირზე), სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმია - 271 ლარი, ანუ 90 ლარი ერთ პირზე, ოთხსულიანის 301 ლარი, ანუ ადამიანზე 75 ლარი, ხუთსულიანის კი 339 ლარი, ანუ 67 ლარი. ეს თვეში ერთ ადამიანზე 24 დოლარს, ხოლო წელიწადში კი $297 დოლარს შეადგენს.

---

 

24.10.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/82604/akhaltsikheshi-dedas-4-da-5-tslis-shvilebi-droebit-chamoartves?fbclid=IwAR0DjYtJ0urdUGiZ2E-2iPo9It_YftbypYYEFHxYB-Rjbxe1P0Zbxmd1Nqg

ახალციხეში დედას 4 და 5 წლის შვილები დროებით ჩამოართვეს

ახალციხეში 37 წლის დედას ხუთი წლის შვილის ცემაში ადანაშაულებენ, რის გამოც მას ბიჭთან ერთად ოთხი წლის გოგოც ჩამოართვეს. შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დაბრუნდებიან თუ არა ბავშვები დედასთან. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ბრალდებული ქალი ამბობს, რომ ბავშვისთვის არ დაურტყამს. მისი თქმით, ბავშვს ბაღში სიარული არ უყვარს და შემთხვევის დღეს ბევრი იტირა, რის გამოც ბაღიდან მისი ადრე გამოყვანა მოუხდა. ამის გამო კი შვილი კუთხეში დაყენებით დასაჯა.  ქალის მეზობელი კი ამბობს, რომ დედამ შვილი სცემა და ბავშვის ტირილის ხმა მათ ხშირად ესმით, სასწრაფოც სწორედ ამ თვითმხილველის ოჯახის წევრმა გამოიძახა. სასწრაფოს შემდეგ ოჯახში პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ. მათ დედა, ორ მცირეწლოვანთან, ხუთი წლის ბიჭთან და ოთხი წლის გოგონასთან ერთად, ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. აქ ხუთი წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარეს, დასკვნის მიხედვით, ბავშვს ჩალურჯებები აღმოაჩნდა. პოლიციიდან მცირეწლოვნები სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა, 37 წლის ქალი კი შვილის ცემის ბრალდებით დააკავეს.  ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ იმსჯელა და გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ ქალი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1000 ლარითაც დააჯარიმა. დედას შვილებთან ერთი თვით შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.  ბრალდებული ქალი ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსს ლევან ტორუასა და პოლიციის სხვა თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მომხდარს გენერალური ინსპექცია იკვლევს.  რაც შეეხება ბავშვების მამას, ის მომხდარის შესახებ არ ლაპარაკობს.  სასამართლო ხუთი წლის ბიჭის ცემის საქმის არსებით განხილვას 18 ნოემბრიდან დაიწყებს.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

25.10.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

გია თვალავაძე გირაოთი გაათავისუფლეს

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მას გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. თვალავაძის ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ გია თვალავაძეს გამოძიება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობას ედავება. 26 სექტემბერს 6 დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დაკავებულიდან 3 ბრალს არ აღიარებდა, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. გამოძიების ინფორმაციით, 15 აფთიაქში ურეცეპტოდ 15 მილიონ ლარზე მეტი მედიკამენტები გაიყიდა. 6 დაკავებულის გარდა, პასუხისგებაში მისცეს 15 პირი. გამოძიების ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას, მსგავს ფაქტებზე არ ახდენდა სათანადო რეაგირებას, როდესაც ცხელ ხაზზე შედიოდა ზარები. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს არის ჩანიშნული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5642571&name=25.10.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

           

ახალი თაობა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5642552&name=25.10.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.10.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

ახალციხეში დედას 4 და 5 წლის შვილები დროებით ჩამოართვეს

ახალციხეში 37 წლის დედას ხუთი წლის შვილის ცემაში ადანაშაულებენ, რის გამოც მას ბიჭთან ერთად ოთხი წლის გოგოც ჩამოართვეს. შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დაბრუნდებიან თუ არა ბავშვები დედასთან. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ბრალდებული ქალი ამბობს, რომ ბავშვისთვის არ დაურტყამს. მისი თქმით, ბავშვს ბაღში სიარული არ უყვარს და შემთხვევის დღეს ბევრი იტირა, რის გამოც ბაღიდან მისი ადრე გამოყვანა მოუხდა. ამის გამო კი შვილი კუთხეში დაყენებით დასაჯა. ქალის მეზობელი კი ამბობს, რომ დედამ შვილი სცემა და ბავშვის ტირილის ხმა მათ ხშირად ესმით, სასწრაფოც სწორედ ამ თვითმხილველის ოჯახის წევრმა გამოიძახა. სასწრაფოს შემდეგ ოჯახში პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ. მათ დედა, ორ მცირეწლოვანთან, ხუთი წლის ბიჭთან და ოთხი წლის გოგონასთან ერთად, ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. აქ ხუთი წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარეს, დასკვნის მიხედვით, ბავშვს ჩალურჯებები აღმოაჩნდა. პოლიციიდან მცირეწლოვნები სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა, 37 წლის ქალი კი შვილის ცემის ბრალდებით დააკავეს. ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ იმსჯელა და გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ ქალი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1000 ლარითაც დააჯარიმა. დედას შვილებთან ერთი თვით შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. ბრალდებული ქალი ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსს ლევან ტორუასა და პოლიციის სხვა თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მომხდარს გენერალური ინსპექცია იკვლევს. რაც შეეხება ბავშვების მამას, ის მომხდარის შესახებ არ ლაპარაკობს. სასამართლო ხუთი წლის ბიჭის ცემის საქმის არსებით განხილვას 18 ნოემბრიდან დაიწყებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5642413&name=25.10.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.10.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

ახალციხეში ძალადობის მსხვერპლი 15 წლის გოგონა კლასელებმა გარიყეს

TV9-ის ინფორმაციით, ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მის არასრულწლოვან შვილზე შესაძლო ძალადობის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. 15 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ საქმე გაუპატიურების მუხლით მარტში აღიძრა, თუმცა სამართალდამცველებმა დეტალების მოკვლევა ცხრა თვის შემდეგ დაიწყეს. სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი 15 წლის გოგო ამბობს, რომ თანაკლასელმა ბიჭმა მასზე გასული წლის დეკემბერში იძალადა. გოგოს თქმით, ბიჭი მას დანით ემუქრებოდა, რომ მომხდარის შესახებ, არავისთვის მოეყოლა, რის გამოც სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ამბავს რამდენიმე თვე მალავდა. კლასელზე ძალადობის შესახებ მოსაწვლეებმა მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მას მერე გაიგეს, რაც ისინი პოლიციამ დაკითხა. დაზარალებული გოგოს თქმით, ის ეჭვობს რომ კლასელებმა მასთან კონტაქტი მომხდარის გამო შეწყვიტეს. ის სკოლაში რამდენჯერმე შეუძლოდაც გახდა. გოგოს მშობელი ამბობს, რომ სკოლაში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო, სკოლის დირექტორმა გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვა. გოგოზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მისი კლასელების მშობლებმაც სამართალდამცველებისგან შეიტყვეს. დედების ნაწილს არ სურდა, რომ სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლს მათ შვილებთან ერთად ესწავლა და ამის გამო მშობლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. თუმცა საბოლოოდ, როგორც სიუჟეტის ერთ-ერთი წყარო ჰყვება, მშ`ბლების ნაწილმა შეძლო სიტუაციის განეიტრალება. განცხადებაზე ხელმომწერი მშობლები თავიანთ გადაწყვეტილებას საკუთარი შვილების დაცვის მოტივით ხსნიან, თუმცა უჭირთ დაკონკრეტება, თუ რაში გამოიხატება სხვა მოსწავლეთა უფლებების დარღვევა. განცხადებაზე 22 მშობლიდან ხელი 10-ს აქვს მოწერილი. სკოლაში მოსაწვლის შევიწროების ფაქტს სკოლის დირექტორი უარყოფს და კომენტარზეც უარს აცხადებს. "სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი პრობლემის იდენტიფიცირების მომენტიდან ფლობენ ინფორმაციას და აქტიურ კომუნიკაციას ამყარებენ ბავშვებთან და ოჯახთან. ინტენსიური ურთიერთობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები კომპეტენტური პირების ჩართულობით ეტაპობრივად გვარდება. რაც შეეხება სკოლაში მიმდინარე საკითხებს - ეს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით და მათი მეთვალყურეობით უნდა მოგვარდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, რესურსცენტრის უფროსთან ერთად, არაერთხელ იყვნენ სკოლაში და გაესაუბრნენ დირექტორსა და პედაგოგებს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დაგეგმილია მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრაც", - აცხადებენ სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების ცენტრში. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 2018 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოდან  შესული წერილის საფუძველზე დაიწყო. საქმის მოვკლევა თავიდან 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყეს, 19 სექტემბერს კი საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით გაგრძელდა. შსს-ში ამბობენ, რომ გოგოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა დასკვნის შესახებ ინფორმაცია გამოძიებისთვის ჯერ ცნობილი არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5642402&name=25.10.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.10.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

დამოკიდებულება "უაზრობაა წამლების ყლაპვა და ექოსკოპიები" - ხალხი ტრადიციულ მედიცინას მიუბრუნდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5642539&name=25.10.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---