მედიამონიტორინგი 26.09.2018
ტელევიზია
26.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა:ახალი ამბები 12:00
თბილისი შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკთხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ორი დღის განმავლობში კონფერენციის მონაწილეები დეტალურად განიხილავენ შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისა და შესრულების კონტროლის საკითხებს. მისი ორგანიზატორები არიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და საქართველოს პროფესიულიკავშირების გაერთიანება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5577143
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5577119
მაესტრო - ახალი ამბები 11:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5576956
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5576841
---
26.09.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს მსჯელობს. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული ხუთი მოქალაქე 24 სექტემბერს დააკავეს. მთავარი საგამოძიებო უწყება ითხოვს, რომ სხდომაზე ყველა ბრალდებულს შეეფარდოს ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების ფორმა. დაცვის მხარე ითხოვს მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. გია თვალავაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5577077
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5576827
იმედი -ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5576483
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5576444
---
25.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა:იმედის დღე
რუბრიკა რისკ-ფაქტორის თემაა სააფთიაქო ნარკომანია
https://www.imedi.ge/ge/video/28378/saaptiaqo-narkomania--detalebi-imedis-dgeshi
---
25.09.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია -
გადაცემა: პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად 13:00
საუბარია ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ სისტემურ კორუფციაზე. უნდა დადგეს თუ არა დავით სერგეენკოს პასუხისმგებლობის საკითხი და მოქმედებდა თუ არა თვალავაძე სერგეენკოს საფარის ქვეშ? თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია სერგო ჩიხლაძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574881
---
25.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ადვოკატმა მოინახულა. ლალი აფციაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ უდანაშაულოა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5576248
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5576069
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5575684
ტელეკომპანია იბერია-ახალი ამბები 14:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574776
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5575089
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5575452
I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574892
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574598
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574393
I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574243
---
25.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574677
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5576243
I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574319
მაესტრო - ახალი ამბები 14:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574790
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5575476
---
25.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 13:00
თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გიგა გიორგაძე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5574750
26.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
საპარტნიორო ფონდის კომენტარი ავთანდილ იმედაძის გათავისუფლებაზე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5575434
---
ინტერნეტი
26.09.2018
თამილა ბარკალაია - პირველი აგვისტოდან დღემდე შემოწმებული მაღალი რისკის 30 კომპანიიდან 80%-ში საშუალო რისკის შეფასება დადგინდა
პირველი აგვისტოდან დღემდე შემოწმებული მაღალი რისკის შემცველი 30 კომპანიიდან 80%-ში საშუალო რისკის შეფასება დადგინდა, მათ შორის არც ერთ კომპანიაში არ ყოფილა შრომის უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა, რომელიც სასტუმრო “ბილტმორში” შრომის საერთაშორისო პროფკავშირების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. მისი თქმით, თუ შემოწმებულმა კომპანიებმა მათთვის გაცემული რეკომენდაციები არ შეასრულეს, კანონით გათვალისწინებული სანქცირების მექანიზმები ამოქმედდება. „პირველი აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 30 კომპანია იქნა შემოწმებული და ინსპექტირება ჩატარებული. ამ 30 კომპანიიდან დაახლოებით 80%-ში იყო საშუალო რისკის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები გაცემული. არც ერთი კომპანია არ ყოფილა, სადაც სრულად იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები. შესაბამისად, ყველა კომპანიას გაეცა რეკომენდაცია, ამ რეკომენდაციების შესასრულებლად გონივრული ვადა არის მიცემული და ამ გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვენ უკვე ვემზადებით რემონიტორინგისთვის და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული, ამოქმედდება სანქცირების ის მექანიზმები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ბარკალაიამ.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513767-irakli-petriashvili-shromis-inspekciis-mokmedebis-areali-unda-gapartovdes
ირაკლი პეტრიაშვილი - შრომის ინსპექციის მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს
შრომის ინსპექციის მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს, - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა სასტუმრო "ბილტმორში" განაცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია იმართება. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. "პროფკავშირებმა 2006 წლიდან მოვახერხეთ, რომ გვაქვს შრომის ინსპექცია. თუმცა, შრომის ინსპექცია უნდა იყოს 81-ე კონვენციის შესაბამისი, რისი ვალდებულებაც საქართველოს აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიმართებაში და ასევე ევროკავშირთან ასოცირების კუთხით. ამ მხრივ ჩვენ ჩამოვრჩებით ვალდებულებების შესრულებას. ჩვენი მოქალაქეების ინტერესია, რომ ადამიანს სამსახურში წასვლისას სახლში მშვიდობით დაბრუნების გარანტია ჰქონდეს. ამ კუთხით პრობლემები დიდია. შრომის ინსპექციას უნდა გაუფართოვდეს მოქმედების სფეროს არეალი. მას უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. კონფერენცია ორდღიანია და მისი ორგანიზატორები არიან: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.
---
26.09.2018
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბათუმში 164 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდა. უწყების ინფორმაციით, გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის. ამასთან, როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი ბათუმში რეგისტრირებულმა 142-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
---
26.09.2018
პროკურატურა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული ყველა პირისთვის, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან გია თვალავაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა ერთ-ერთი ბრალდებულის, ნათელა მამულაშვილის მონაწილეობის გარეშე გრძელდება. ამ ეტაპზე მამულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა და შესაბამისად, ის სხდომაში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებს. ამ წუთებში პროკურორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას აყენებს და ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორმა საქმის გარკვეულ გარემოებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა აფთიაქებში ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესყიდვა და ეს დაფიქსირებულია ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში. პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა ასევე განმარტა, რომ საკონტროლო შესყიდვების განხორციელების შემდეგ დაფიქსირდა შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცხელ ხაზზე, თუმცა პროკურორის თქმით, ამ შეტყობინებებზე რეაგირება სააგენტოს ხელმძღვანელის, გია თვალავაძის მითითებით არ მომხდარა. ამასთან, თვალავაძის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებისას გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე, ვინაიდან მოწმეების უმეტესობა სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები არიან, რომელთა უშუალო ხელმძღვანელიც სწორედ გია თვალავაძეა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ, პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული.
---
26.09.2018
გია თვალავაძის და კიდევ 5 ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოზე გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობას დააყენებენ
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გია თვალავაძის და კიდევ 5 ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოზე იშუამდგომლებენ, რომ ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული. როგორც ჟურნალისტებს გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოსაც შესთავაზებს. თუმცა ადვოკატი ამ ეტაპზე გირაოს თანხას არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ სახელმწიფო ბრალდება, ექვსივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. "ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ არ იყოს გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება. მაგრამ ალტერნატივის სახით სასამართლოს შევთავაზებთ ასევე გირაოს. თუმცა, ამ ეტაპზე თანხის ოდენობა არ გვაქვს გადაწყვეტილი. არავითარი მტკიცებულება საქმეში არაა რომელიც გია თვალავაძის დანაშაულს ამტკიცებს", - განაცხადა ლალი აფციაურმა. ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე მუდმივად შედიოდა შეტყობინებები, წამლების ურეცეპტოდ რეალიზაციაზე და ამ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება ხდებოდა და ამაზე დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ისაუბრებს. სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
---
25.09.2018
ადვოკატი - მტკიცებულებებით გია თვალავაძის ბრალეულობა არ იკვეთება, საქმეში არსებულ აუდიოჩანაწერებს სჭირდება ავთენტურობის დადგენა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გია თვალავაძის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა. როგორც მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე მოცულობითია, თუმცა არ იკვეთება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობის საკითხი. "არ ვიცნობ მასალებს და უნდა გავეცნო. აუდიო ჩანაწერებს სჭირდება ავთენტურობის დადგენა. იმის თქმა შემიძლია, რომ მტკიცებულებებით გია თვალავაძის ბრალეულობა არ იკვეთება. ამასთან, თვალავაძე არ იცნობდა სხვა ბრალდებულებს. გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს მიცემული. ასევე მინდა გითხრათ, რომ არ იკვეთება ამ სფეროში კონკრეტული პირების ინტერესები", - განაცხადა ლალი აფციაურმა. სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/gia-tvalavadzis-advokats-saqmis-masalebi-gadasces/
გია თვალავაძის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს
„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებული გია თვალავაძის ადვოკატ ლალი აფციაურს საქმის მასალები გადასცეს. „გია თვალავაძე ამ ეტაპზე არ მინახავს, საქმის მასალები გადმომცეს. გავეცნობი მასალებს და მერე ვისაუბრებ საქმის დეტალებზე. არსებობს რაღაც აუდიოჩანაწერები და ამას სჭირდება სამართლებრივი დამაგრება საქმეზე, მათი აუთენტურობის დადგენა. წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს. თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხვა დაკავებულთაგან ის არავის იცნობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავა. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.„სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია“, – განაცხადეს სუს-ში.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/tbilissa-da-marneulshi-binis-mighebis-motkhovnit-devnili-ojakhebis-ganckhadebebis-shevseba-daiwyo/
თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო
თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. როგორც გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. მისივე თქმით, ფართის მიღების მოთხოვნით განცხადების შევსება თბილისში 2013 წლის პირველი ივნისამდე რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. „ამ ეტაპზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ორ და სამოთახიანი ბინები გადანაწილდება. გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ავარიული ობიექტი დაიხურება. რაც შეეხება მარნეულს, გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განცხადებებს ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეავსებენ. საცხოვრებელი ფართი მარნეულში 18 დევნილ ოჯახს გადაეცემა. რაც შეეხება ოჯახებს, რომლებსაც ფართის მოთხოვნით განცხადება უკვე შევსებული აქვთ, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში მოუწევთ”, – განაცხადა გიორგაძემ. მისივე თქმით, განცხადებების მიღება როგორც თბილისში, ისე მარნეულში 2018 წლის 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. „განცხადების შევსება შესაძლებელი იქნება როგორც სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში, ასევე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში. შეიქმნა დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განცხადებების ერთიანი ელექტრონული ბაზა. სისტემაში უკვე შევსებული 30 ათასზე მეტი განცხადება აიტვირთა. პარალელურად იგეგმება ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც დევნილებს ელექტრონულად მიანიჭებს ქულებს და ოჯახები განცხადებების განხილვის ყველა ეტაპის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას ოპერატიულად”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/513634-tbilissa-da-marneulshi-binis-migebis-motxovnit-devnili-ojaxebis-ganacxadebis-shevseba-daicqo
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=71971
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/tbilissa-da-marneulshi-binis-migebis-motxovnit-devnili-odjaxebis-ganacxadebis-shevseba-daiwyo
---
25.09.2018
მედიასაშუალება: https://presa.ge/new/?m=society&AID=68884
საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა
დაავადებათა კონრტოლის ეროვნულმა ცენტრის ცნობით, რეგულაციების მიუხედავად, საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოში მშობიარობების 44,6% საკეისრო კვეთებზე მოდიოდა. უწყების ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 52660 მშობიარობა დაფიქსირდა, მათგან 23471 შემთხვევაში (რაც 44.6%0-ს შეადგენს) საკეისრო კვეთა გაკეთდა. ქვეყანაში 2016 წელს 24 461 საკეისრო კვეთა გაკეთდა, რაც მშობიარობათა საერთო რაოდენობის 43.7% იყო. საქართველოში 2017 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა სანქციები სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრა, მოგვიანებით კი, ერთ წლამდე გაგრძელდა. ჯარიმების ამოქმედებამდე სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა. რეგულაციების მიზანი საკეისრო კვეთების შემცირებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში საკეისრო კვეთების წილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/saqartveloshi-sakeisro-kvetebis-wili-gaizarda/
---
25.09.2018
იქმნება მობილური აპლიკაცია, რომლითაც თამბაქოს მოწევაზე კანონის დარღვევის ფაქტების დაფიქსირება ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში შეეძლება
შეიქმნება მობილური აპლიკაცია, რომლითაც თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ფაქტების დაფიქსირება ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში შეეძლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ განუცხადა. მისი განმარტებით, ნებისმიერი მომხმარებელი კანონდარღვევის ფაქტს დააფიქსირებს ფოტოზე და სისტემაში ატვირთავს აპლიკაციის მეშვეობით, რაზეც შსს ოპერატიულ რეჟიმში რეაგირებას მოახდენს. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით იგეგმება მობილური აპლიკაციის შექმნა, რომლითაც ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება იქნება შესაძლებელი სურათის გადაღებით და შემდგომში მისი აპლიკაციაში ატვირთვით. მომხმარებელი გადაიღებს სურათს, ატვირთავს აპლიკაციაში და შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. აპლიკაცია უკვე მზადდება, თუმცა გაშვების ვადები ჯერ ცნობილი არ არის“, - განაცხადა ლაგვილავამ.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=80719
ჯანმრთელობის ხელშეწყობის საბჭომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე იმსჯელა
თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე იმსჯელეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-9 სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე უძღვებოდა. ლევან კობერიძის განცხადებით, საბჭოს წევრების მორიგი შეკრების მიზანია, ერთობლივად დასახონ გზები იმისათვის, რომ კანონი გახდეს კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი აღსრულებაში. „ეს არის ის კანონი, რომელიც 96%-იანი აღსრულებით არის დღეისათვის წარმოდგენილი. კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 1 მაისს შევიდა, სექტემბრიდან კი ძალაში შევიდა ის დამატებითი მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელიც თამბაქოს შეფუთვას, სავაჭრო ქსელში განთავსებას და სხვა საკითხებს ეხება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ და კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომელთა კვალიფიციურობის და ძალისხმევის შედეგად, კანონის აღსრულებაში უკვე ასეთი კარგი მონაცემებია. მისივე თქმით, ეს ეხება როგორც ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, განსაკუთრებით საპატრულო პოლიციას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი აქტივობით ცდილობენ, რომ ხელი შეუწყონ კანონის აღსრულებას და ერთგვარ კონტროლს ახორციელებენ. ასევე მედიას, რომელიც მონდომებით და პროფესიონალურად აშუქებს საკითხებს. ერთობლივი მონდომებით და მუშაობით მიღწეული შედეგი იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ თუ ასე გაგრძელდება, უახლოესი 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 53 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი, ამასთანავე ის ეკონომიკური ეფექტი, რომელიც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, არის დაახლოებით 3,5 მილიარდი ლარით შემცირება იმ დანახარჯების, რომლებიც თამბაქოსგან გამოწვეულ პრობლემებთანაა კავშირში. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა წერაშვილმა, საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ისაუბრეს კანონის აღსრულების კუთხით მათი უწყებების მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და აქტივობებზე, მიღწევებზე ასევე იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც ამ სფეროს წინაშე დგას და რომელთა გადაჭრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა თამბაქოს მოხმარებაზე სრულფასოვანი კონტროლი საბოლოოდ განხორციელდეს. თამბაქოს კონტროლის სფეროში ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ. სხდომაზე წარმოდგენილი იქნა კანონის დანერგვის პროცესში გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა, პრობლემებისა და რეაგირების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ის მიღწევები, რაც კანონის დანერგვამ მოიტანა. მომხსენებელთა შეფასებით, განხორციელებული სამუშაოები ცხადყოფს, რომ მოსახლეობა ძირითადად მაღალი შეგნებით უდგება თამბაქოს აკრძალვის კანონს და ცდილობენ რომ არ დაარღვიონ იგი. თუმცა გარკვეული გამონაკლისებიც შეიმჩნევა. მათი განცხადებით, გამოიკვეთა ორი პრობლემა, რომლებიც სლოტკლუბებს და არასრულწლოვნებს უკავშირდება. სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, იმისათვის, რომ კანონის დანერგვის პროცესი კიდევ უფრო წარმატებით წარიმართოს, მნიშვნელოვანია სამთავრობო უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის გაძლიერება საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით. სხდომის მონაწილეთა მიერ გამოთქვა წინადადებები და მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად დაედება საბჭოს რეკომენდაციებს. შედეგების შეფასებისას, როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, მიესალმებიან აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის სფეროში მიღწულ პროგრესს და იმედს გამოთქვამენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათი აქტივობის და, შესაბამისად, კანონის დაცვის მდგრადობა. გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროა: 2019 წლის ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამის თამბაქოს კონტროლის კომპონენტის დაფინანსების უზრუნველყოფა; ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით, შესაძლო დარღვევების ზრდის პრევენციისათვის შსს-მ გაზარდოს პრევენციული ვიზიტების რაოდენობა, ჯანდაცვის სამინისტრომ მონიტორინგი და საზოგადოების ინფორმირება; ჯანდაცვის სამინისტრომ გააძლიეროს სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების კონტროლი და მოახდინოს რეაგირება დარღვევების შესახებ ზარებზე; დარღვევების სიხშირის და ხასიათის მიხედვით მოხდეს მაღალი რისკის დაწესებულებათა გამოყოფა, მათი ინფორმირების გაზრდა, მონიტორინგის და მათზე კონტროლის გაძლიერება; სპეციალური გეგმის შემუშავება განმეორებითი დარღვევების აღმოსაფხვრელად; ელექტრონული სიგარეტების და თამბაქოს სხვა ახალი ნაირსახეობების ინტერნეტით, ტელევიზიებით და ჟურნალებით არაპირდაპირი რეკლამის შემთხვევებზე რეაგირება; კაზინოებში მოწევის აკრძალვის საკითხის განხილვა და სხვა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/421509
---
25.09.2018
პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს დაიცავს
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძალოვანი პენსიონრების სარჩელის განხილვა საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ. ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს სასამართლოში პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა იცავს. მოსარჩელეები მოითხოვენ მათი პენსიების გათანაბრებას იმ პენსიონრებთან, რომლებმაც ეს სტატუსი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შეიძინეს. დისკრიმინაციული მდგომარეობა წარმოიშვა 2005 წლიდან, როცა პარლამენტმა დაადგინა, რომ პენსიონრები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გავიდოდნენ პენსიაზე, მიიღებდნენ უფრო მეტ თანხას, ვიდრე ის ისინი, რომლებიც წინა წლებში გავიდნენ პენსიაზე. ზემოაღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სხვადასხვა თაობის პენსიონერებს შორის მნიშვნელოვანი უთანასწორობა წარმოშვა. პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა თვლის, რომ მსგავსი დისკრიმინაცია დაუშვებელია. „სამწუხაროდ, დისკრიმინაცია სააკაშვილის მმართველობის დროს შეეხო სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს და არამხოლოდ პენსიონრებს. განსხვავებული მიდგომა იყო ე.წ. შევარდნაძის დევნილებსა და სააკაშვილის დევნილებს შორის, შევარდნაძის პედაგოგებსა და სააკაშვილის პედაგოგებს შორის. აუცილებელია, ამ მავნე მემკვიდრეობას თავი დავაღწიოთ და, მაგალითად, პოლიციის პოლკოვნიკი, მიუხედავად იმისა, 90-იან წლებში გავიდა პენსიაზე, თუ 2000-იან წლებში, თანაბარ თანხას იღებდეს სახელმწიფო მიუჯეტიდან,"- განაცხადა კახა კუკავამ.
---
25.09.2018
თბილისში შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ორგანიზებით, თბილისში შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ორდღიანი კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუმრო “ბილტმორში“ გაიხსნება. რეგიონული კონფერენციის სახელწოდებაა “ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა შსო-ს 81-ე შრომის ინსპექციის შესახებ კონვენციასა და 1995 წლის შესაბამის პროტოკოლთან“. ორგანიზატორთა ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) წარმომადგენლები, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირული ორგანიზაციების შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ინსპექციის სფეროში მომუშავე ექსპერტები და სპეციალისტები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები. ორდღიან შეხვედრაზე დეტალურად განიხილება შრომის საერთაშორისო სტანდარტები, შრომითი კანონმდებლობის აღსრულების და შესრულების კონტროლის საკითხები; რეგიონული პერსპექტივა და არსებული მდგომარეობა; საუკეთესო პრაქტიკები რეგიონში; შრომის კანონმდებლობის აღსრულების ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა, უფლებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენება; პროფკავშირების სტრატეგიები აღსრულების უზრუნველყოფის საკითხში სახელმწიფოს როლის შესუსტების მზარდი ტენდენციის გადასაჭრელად. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ ქვეყნებში შრომის ინსპექტირების კუთხით არსებულ ვითარებაზე ანგარიშებს წარმოადგენენ. კონფერენციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს /ITUC-PERC/ პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი და ILO-ACTRAV წარმომადგენელი გახსნიან.
---
25.09.2018
რუსეთი „ლუგარის ლაბორატორიის" მუშაობით შეშფოთებულია და ქართველების "საცდელ კურდღლებად" გამოყენებაზე "წუხს"
რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას აგრძელებს და ამჯერად ამის საბაბად „ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გიორგაძის განცხადება გამოიყენა. გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ამერიკელები საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ერმაკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს მის საზღვრებთან ახლოს ამერიკელმა სამხედრო ბიოლოგებმა გაურკვეველი საქმიანობა აწარმოონ. „ის რაც ახლა საქართველოში ხდება ჩვენი შეფასებით ეს არის ამერიკული სამხედრო უწყების მუშაობა ბიოლოგიურ მასალებზე და ჩვენი მეზობლის საცდელ კურდღლად გამოყენება.“- გაანცხადა ერმაკოვმა. იმის მიუხედავად, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას, ერმაკოვი მაინც აცხადებს, რომ ამ ლაბორატორიაზე წვდომა ქართველ სპეციალისტებს არ აქვთ და „მასალები ლაბორატორიაში ამერიკიდან დიპლომატიური ფოსტის მეშვეობით იგზავნება.“ რაც შეეხება ე.წ „ლუგარის ლაბორატორიას“ , რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ – საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე. ამ შეთანხმების ფარგლებში, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორცილდება უპრეცენდენტო ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის (Cooperative Biological Engagement Program-CBEP, რომელსაც ძირითადად ახორციელებს DTRA – Defense Threat Reduction Agency) ფარგლებში, ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის. სერიოზული ინვესტიცია განხორციელდა ადამიანური რესურსების მზადებაში. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით. ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიები და ასევე პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდაა დაცული ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები (გსპ). ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცნეტრში. ლუგარის ცენტრი აღჭურვილია „შემდგომი თაობის სეკვენსის“ აღჭურვილობით, რაც გენომის კვლევის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ჩვენ რეგიონში. ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ზონა მოიცავს შემდეგ ლაბორატორიებს: ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიებს. ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრმა წარადგინოს განაცხადი ჯანმოს მოთანამშრომლე ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად. ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA), ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი - BSL-3 სივრცეში და აშშ უოლტერ რიდის სახელობის სახმელეთო ძალების კვლევითი ცენტრი (WRAIR) - BSL-2 სივრცეში. ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/39661/ruseti-ashshs-afrtkhilebs-rom-ar-daushvebs-lugaris-laboratoriis-eqsperimentebs
რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ არ დაუშვებს „ლუგარის ლაბორატორიის“ ექსპერიმენტებს
რუსი დიპლომატები აშშ-ს აფრთხილებს, რომ არ დაუშვებს მის საზღვრებთან, „ლუგარის ლაბორატორიაში“ ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტის ჩატარებას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორი, ვლადიმერ ერმაკოვი ჟურნალისტებს ესაუბრა. როგორც „ტასი" წერს, ვლადიმერ ერმაკოვმა კომენტარი ამ თემაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებულმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ამერიკელები საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს. „ჩვენ ვუთხარით ამერიკელებს, რომ რუსეთის საზღვართან ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დავუშვებთ“, - განაცხდა ერმაკოვმა. სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგაძის ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა. მოგვიანებით, კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი შეისწავლიდნენ გიორგაძის ამ გაცხადებას. _____________________________ ლუგარის ცენტრი ქვეყნის დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი საქართველოში ამერიკის მთავრობის დახმარებით შეიქმნა. ის მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ცენტრში ხდება ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირება. ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით. ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშებში ასახულია ინფორმაცია ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ. აღნიშნულია, რომ ხშირად, მიზანმიმართულად ხდება „ლუგარის ლაბორატორიის“ საფრთხესთან გაიგივება.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/39654/bavshvebs-martlmsajulebis-khelmisatsvdomobaze-mnishvnelovani-problemebi-aqvt--angarishi
ბავშვებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ - ანგარიში
ქართული კანონმდებლობა ბავშვებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას აფერხებს, - ამის შესახებ საუბარია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში. მასში საუბარია იმაზეც, რომ კანონი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სრულწლოვანსა და არასრულწლოვანს. ანგარიშის თანახმად, 1994 წელს ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ბავშვების ინფორმირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები არ ჩაუტარებია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა სკოლას ავალდებულებს, ბავშვებს საჩივრის წარდგენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, კანონის ეს ნორმა არ ითვალისწინებს ბავშვის მხარდაჭერას საჩივრის მომზადების ეტაპზე. კიდევ ერთ პრობლემას, ანგარიშის მიხედვით, კანონის ის ნორმა ქმნის, რომელიც სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ბავშვს მხოლოდ 14 წლის ასაკიდან აძლევს. 14 წლამდე კი მას ამის გაკეთება კანონიერი წარმომადგენლის ან მშობლის მეშვეობით შეუძლია. თუმცა ანგარიშის ავტორის განმარტებით, ხშირად მშობლები უგულებელყოფენ შვილის უფლებების სასამართლოში დაცვის საჭიროებას ან ისინი თავად არიან ბავშვის უფლებების დამრღვევნი. ასეთ დროს კი ბავშვისთვის სასამართლო ხელმიუწვდომელი ხდება. „როდესაც მშობლები არღვევენ საკუთარი შვილების უფლებებს, ბავშვთა დაცვის სამსახურები (სოციალური მომსახურების სააგენტო) ვალდებულნი არიან, მშობლის წინააღმდეგ მიიღონ ზომები მათი შვილების უფლებების დარღვევის გამო. თუმცა ეს იშვიათად ხდება. ხშირად სოციალური მომსახურების სააგენტოს არაეფექტური მუშაობის, ასევე საქმეების შესწავლის გამოა, რომ სასამართლოში მცირე რაოდენობის სარჩელი შედის“,- აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის ავტორის განმარტებით, ბავშვისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება ყველაზე მძიმედ იმ საქმეებში ირღვევა, რომლებიც სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს ეხება. მათ იურიდიულად სახელმწიფო, კერძოდ კი, სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს. როცა ბავშვი ჩივის სოციალური მუშაკის წინააღმდეგ და ის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციას ან იურისტს მიმართავს, სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლება, დათანხმდეს ან უარი თქვას მესამე პირის ჩართვაზე. „შედეგად სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს უფლება, იმოქმედოს იმ ბავშვის სახელით, რომელმაც სააგენტოს ბრალი დასდო მისი უფლებების დარღვევაში. ეს ინტერესთა კონფლიქტის აშკარა შემთხვევაა“,- აღნიშნავს ანგარიშის ავტორი და განმარტავს, რომ ასეთი მიდგომა გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ანგარიშის თანახმად, პარლამენტმა უნდა გადასინჯოს ის კანონები, რომლებიც ბავშვებს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს; უნდა ჩატარდეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ზემოხსენებულ თემებზე; ხელი უნდა შეეწყოს იმას, რომ ბავშვის აზრს უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ყველგან, როგორც სასამართლო სისტემაში, ასევე საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ამასთან, რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს, მიუწვდებათ თუ არა ბავშვებს ხელი საჩივრის წარდგენაზე.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ert-dgeshi-moxsnili-da-danishnuli-respubikuri-saavadmyofos-direqtorebi-avtandil-imedadze-levan-gofodzem-chaanacvla
ერთ დღეში მოხსნილი და დანიშნული რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორები - დაპირისპირების შემდეგ საპარტნიორო ფონდმა ავთანდილ იმედაძე ლევან გოფოძით ჩაანაცვლა
ბოლო პერიოდში რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ღია დაპირისპირებას 21 სექტემბერს, კლინიკაში საკადრო ცვლილება მოჰყვა. კლინიკის უკვე ყოფილი დირექტორი ავთანდილ იმედაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარასკევს დილით,„ საპარტნიორო ფონდის“ შპს, „კლინიკების განვითარების კომპანიამ“ ის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად, იმავე დღეს კლინიკის ხელმძღვანელად ამავე საავადმყოფოს ქირურგი ლევან გოფოძე დანიშნა. „ეს არის ექიმი, რომელსაც ადმინისტრაციული მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. ჩვეულებრივი ქირურგია,“-აცხადებს იმედაძე. მისი განცხადებით, „საპარტნიორო ფონდმა“ იმედაძეს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინა. იმედაძე აცხადებს, რომ რამდენად კანონიერადაა ეს გათავისულფება, ამას იურისტები შეისწავლიან. „გარდა ამისა ხდება შესწავლა რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება. გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული გათავისუფლების მიზეზი და საფუძველი. სამეწარმეო რეესტრში ცვლილებები დაფიქსირებულია და მე Email-ის საშუალებით მაცნობეს. ორშაბათს, 24 სექტემბერს ვაპირებდი სამსახურში გასვლას შვებულებიდან და დაასწრეს, პარასკევს გააკეთეს გათავისუფლების შესახებ განცხადება,“-აცხადებს იმედაძე. იმედაძის განმარტებით, იურისტები სწავლობენ საქმეს და შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ საკითხში გარკვევის შემდეგ დაზუსტდება. „ კომენტარის გაკეთებას აბსურდულ და უსამართლო გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რადგან საინფორმაციო ფონი ისედაც დაძაბულია და არ მინდა ჩემი უარყოფითი ინფორმაციით საზოგადოება უარესად დაიძაბოს. ამ ეტაპზე ვაპირებ დავაკვირდეთ განვითარებულ მოვლენებს და თუ რაიმე სამართლებრივი გადაცდომა იქნება, შესაბამისად მოვიქცეთ,“-განმარტავს იმედაძე. თუმცა, ავთანდილ იმედაძე არ გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა მას შემდეგ მიიღო, როცა დავით საგანელიძეს ღიად დაუპირისპირდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით იგი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, კლინიკაში არანაირ ფინანსურ დარღვევას და დანაკლისს ადგილი არა აქვს. „რესპუბლიკურ საავადმყოფოს აუდიტის სამსახური სწავლობს და ეს ჩვენი შპს-ს ყოველწლიური ვალდებულებაა. დარღვევები საერთოდ არ არსებობს , გარკვეული რეკომენდაციები შეიძლება დაიდოს, მაგრამ რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებს და უკანონო ბრადლებებს, ეს არ არსებობს და არც შეიძლება რამე იყოს. თუ მოგონილ რამეს იტყვიან, ამაზე ჩვენი პასუხიც ადექვატური იქნება. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ ისეთი განცხადებები იქნება, რომელიც შელახავს ჩემს ავტორიტეტს და სახელს, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ დაუნდობელი ვიქნები,“-აცხადებს იმედაძე. რაც შეეხება „საპარტნიორო ფონდს“ , მათი ინფორმაციით, ფონდის შვილობილმა, „ კლინიკების განვითარების კომპანიამ“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორის ავთანდილ იმედაძის თანმდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ამა წლის 21 სექტემბერს კლინიკაში შიდა და გარე აუდიტორული კვლევის საფუძველზე გამოვლენილი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევების გამო მიიღო. ავთანდილ იმედაძის ნაცვლად,3 თვის ვადით,კლინიკის დირექტორის მოვალეობას პროფესორი ლევან გოფოძე შეასრულებს. ლევან გოფოძე 30 წელზე მეტია, რაც „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო)მოღვაწეობს. არის პრაქტიკოსი ექიმი ქირურგი. აქვს პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დიდი გამოცდილება. არის სამედიცინო უნივერსიტეტის მოქმედი პროეფესორი. ლევან გოფოძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც კლინიკის პერსონალის, ასევე, კოლეგებსა და აკადემიურ წრეებში. „საპარტნიორი ფონდმა“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) არსებული ვითარების შესწავლის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე მიმართა. როგორც ცნობილია, „რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ „კომერსანტთან„ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან დაპირისპირების მიზეზებზე რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად ისაუბრა.მისი განცხადებით, საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს განადგურება უნდა. იმედაძემ განაცხადა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე სწორედ მისმა მწვავე განცხადებებმა გააღიზიანა. „დავით საგანელიძე მივიდა საბჭოზეც. ამის შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ“-აცხადებდა „კომერსანტთან“ იმედაძე. ავთანდილ იმედაძის განცხადებას,„საპარტნიორო ფონდმა“ ოფიციალური განცხადებითვე უპასუხა. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
---
25.09.2018
მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/9660-sunelebshi-tybviis-magali-shemzvelobis-mizezi-palsipizireba-iybo-%E2%80%93-kvleviti-zentri
სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი ფალსიფიცირება იყო – კვლევითი ცენტრი
„2017 წელს სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი ფალსიფიცირება იყო და ამ კუთხით ზომები უკვე მიღებულია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენელმა ლეილა ტაბატაძემ. ტაბატაძის თქმით, რისკის შეფასება სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით მოხდა. ტყვიის ყველაზე დიდი შემცველობა სუნელებში დაფიქსირდა. „1 კილოგრამ სუნელში ტყვიის შემცველობა 12 000 მილიგრამამდეც კი აღწევდა. განსაკუთრებით ეს უკავშირდებოდა ყვითელი ყვავილის შემცველ სუნელებს. ყვითელი ყვავილის ნიმუშების 20%-ში ტყვიის შემცველობა კატასტროფულად მაღალი იყო. ჩვენი ანალიზით, სუნელებში ტყვიის ასეთი კატასტროფული შემცველობა, არცერთ ვარიანტში გარემოდან არ უნდა იყოს განპირობებული, თუ გავითვალისწინებთ გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებს ნიადაგსა და ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, სადაც საშუალო მონაცემები ნორმას არ აჭარბებს. სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზით ირკვევა, რომ ნიადაგიდან მცენარეებში ტყვიის შეთვისების კოეფიციენტიც ძალიან დაბალია. ჩვენი აზრით, ეს ნამდვილად დაკავშირებულია ფალსიფიცირებასთან. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც დაადასტურა, რომ სუნელებში აღმონდა საღებავები და თანაც არასაკვები საღებავები“, - აღნიშნა ლეილა ტაბატაძემ. მისივე თქმით, უკვე მიღებულია გარკვეული დროებითი ზომები სუნელების ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით და მონიტორინგის შედეგებიც საიმედოა. „ასეთი დარღვევები დიდი რაოდენობით აღარ არის“, - აღნიშნა მან. გასულ წელს საჯარო გახდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის დასკვნა და რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა. ტყვიის მაღალი შემცველობის ქართულ სანელებლებს შორის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ დასახელებულია: ყვითელი ყვავილი, ზაფრანა; სვანური მარილი; ხმელი სუნელი, ან ხარჩოს სუნელი; მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი; ქართული მარილი, ან სვანური მარილი; უცხო სუნელი, ან შამბალა; მშრალი აჯიკა; საცივის სუნელი. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მომხმარებლებს აფრთხილებდა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობის სანელებლებით მომზადებული საკვების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. მან შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში. ორსულობის დროს ტყვიამ შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე. რაც უფრო მეტია ტყვიის შემცველი პროდუქტის მიღების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის რისკი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასაც შეისწავლიან. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი
---
25.09.2018
54 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე მძიმე დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება
54 წლის გიული წიკლაური მარტოხელაა, დაავადებულია უამრავი დაავადებით: თავის ტვინის სიმსივნე, ოსტეოართროზი, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა. გიულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 90-იანი წლების დასაწყისში და მას შემდეგ იგი სულ უფრო რთულდება. გიული ცხოვრებს პენსიის ხარჯზე, რომელიც მას მხოლოდ პურის საყიდლად თუ ჰყოფნის. სხვა დახმარება არ გააჩნია. სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზის გამო მას სოციალური შემწეობა მოუხსნეს. გიული ახლა ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ პატარა ოთახში და მწარედ განიცდის მარტოობას და უსახსრობას. მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი გიული წიკლაურს! ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილი გულის! თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ გიულის, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიული წიკლაური) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/365-tsiklauri/
---
25.09.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/421438
54 წლის პედაგოგს, რომელიც ომის დროს მიღებულმა სტრესმა საწოლს მიაჯაჭვა, დახმარება სჭირდება
54 წლის ნანი მეტრეველი ოკუპირებული ცხინვალიდან არის დევნილი, სადაც ომამდე პედაგოგად მუშაობდა. ომის დროს გამოწვეულმა სტრესმა მასზე უმძიმესი გავლენა მოახდინა. მას ფეხები წაერთვა და საწოლს მიეჯაჭვა, მოგვიანებით კი სხვადასხვა სახის დაავადება განუვითარდა. დღეს იგი ქირით მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, ნახევრად დანგრეულ ბარაკის ტიპის სახლში ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს. ოჯახს ხშირად საჭმლის საყიდელი ფულიც არ აქვს. დამდეგ ზამთარს შიშით მოელიან, რადგან მხოლოდ შეშის ღუმელი გააჩნიათ, შეშის საყიდელი ფული კი არ აქვთ. „მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ ადამიანებს, რამეთუ ისინი ძალზე საჭიროებენ თქვენს თანადგომას! ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილი გულის! მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ ნანი მეტრეველს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნანი მეტრეველი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/367-metreveli/ „,- აცხადებენ ფონდში.
---
ბეჭდვითი მედია
26.09.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ლალი აფციაური: "გია თვალავაძეს შევხვდი. ის ბრალს არ აღიარებს"
`ახალი თაობა~ უკვე წერდა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალი წარედგინა. გია თვალავაძესთან ერთად ასევე დაკავებულია რამდენიმე აფთიაქის მეპატრონე. გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს. როგორც მისი ადვოკატი ლალი აფციაური ჩვენთან საუბარში აცხადებს, ამ საქმის გამოძიება სუს-მა ორი თვის წინ დაიწყო. ადვოკატს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული და ამიტომ დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. _ ქალბატონო ლალი, რას ედავებიან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს? _ გია თვალავაძეს ედავებიან, რომ როდესაც ცხელ ხაზზე ზარები შედიოდა, ის არ ამოწმებდა აფთიაქებს. მას ედავებიან სს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას. ანუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სასჯელი ითვალისწინებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. _ აღიარებს დანაშაულს თქვენი კლიენტი? _ რა თქმა უნდა, არ აღიარებს. ბრალში ასეთი რამ არის მითითებული, რომ როდესაც შემოდიოდა ცხელ ხაზზე ზარები, თვალავაძე არ ამოწმებდა. ბრალში ასევე მითითებულია, რომ არის აუდიოჩანაწერებიც. დაახლოებით 150 აუდიოჩანაწერია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, აქედან ერთიც კი არ გამოდგება. _ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გია თვალავაძე მფარველობდა იმ აფთიაქებს, სადაც ფსიქოტროპული ნივთიერებები იყიდებოდა. საკმაოდ მწვავე თემაა. რეაგირებისკენ დიდი ხანია მოუწოდებენ ხელისუფლებას გამწარებული ოჯახები. კულუარებში იყო საუბარი, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან მფარველობდნენ ამ აფთიაქებს. რას იტყვით თქვენ? _ არა. არაფერი მსგავსი ხდება ამ საქმეში. გია თვალავაძეს ბრალი წარდგენილი აქვს მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რომ შედიოდა ზარები ცხელ ხაზზე, რომ ესა თუ ის აფთიაქი უკანონო საქმიანობას ეწეოდა, უკანონო მეწარმეობას ეწეოდა და ის ამაზე არ რეაგირებდა და ამას არ ამოწმებდა. ეს ბრალი ამ ეტაპზე არაფრით დასტურდება. _ რა დეტალებია თქვენთვის ცნობილი? მასთან ერთად აფთიაქების მეპატრონეებიც დააკავეს. _ სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს გეტყვით. ძიების პროცესში, 2 თვის წინ, გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს მიცემული. _ თქვენ 2 თვის წინ ჩაერთეთ ამ საქმეში? _ დიახ, ამ საქმის გამოძიება 2 თვის წინ დაიწყო. მიმდინარეობდა გამოძიება და 24 სექტემბერს დააკავეს თვალავაძე. მისი ბრალეულობა ამ ეტაპზე არანაირად არ დასტურდება. _ თქვენ ფიქრობთ, რომ გია თვალავაძე ამ საქმეში სრულიად უდანაშაულოა? _ ასე არ ვფიქრობ, ეს ასეა! ის არის სრულიად უდანაშაულო. _ მასთან ერთად რამდენიმე აფთიაქის მეპატრონეც დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა ბრალიც აღიარა. მათზე რას იტყვით? _ ორი აფთიაქის მეპატრონის ინტერესებსაც ვიცავ და მათზეც იმავეს თქმა შემიძლია. უფრო ზუსტად, ერთი დამფუძნებელია და ერთიც _ მეპატრონე. _ თავადვე აღნიშნეთ, რომ 2 თვეა, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება და ამდენი უდანაშაულო ადამიანი დააკავეს? _ აფთიაქის მეპატრონეებიც აცხადებენ, რომ სრულიად უდანაშაულოები არიან და მე რა უფლება მაქვს, საწინააღმდეგო განცხადება გავაკეთო. _ თვალავაძეს თუ შეხვდით და რას ამბობს ის? _ რა თქმა უნდა, შევხვდი. გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სრულიად უდანაშაულოა. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. _ აუდიოჩანაწერები არსებობს. მათზე რას იტყვით? _ საქმე მოცულობითია. მასალებს ჯერ არ ვიცნობ, უნდა გავეცნო. აუდიოჩანაწერებს სჭირდება ავთენტურობის დადგენა. ვიმეორებ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მტკიცებულებებით გია თვალავაძის ბრალეულობა არ იკვეთება. ამასთან, გია თვალავაძე არ იცნობდა სხვა ბრალდებულებს. გაუთქმელობის ხელწერილი არ მაძლევს მეტის თქმის საშუალებას. გეტყვით იმასაც, რომ ამ სფეროში არ იკვეთება კონკრეტული პირების ინტერესი. * * * მკითხველს შევახსენებთ, რომ `სააფთიაქო ნარკომანიის~ ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, ნათელა მამულაშვილმა, ბრალი აღიარა. როგორც მამულაშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ნათელა მამულაშვილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს და ამჟამად ის საპატიმროში იმყოფება. _ ნათელა მამულაშვილის სანახავად და პოზიციების შესათანხმებლად მოვედი, რათა დაცვის სტრატეგია დავგეგმოთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი აქვს. მას ედავებიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობას _ აფთიაქიდან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციას. ნათელა მამულაშვილი ბრალს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, _ განაცხადა ადვოკატმა.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: სარკე
სააფთიაქო ნარკომანიაში ჩართული 20 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. "თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია",- წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი", - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: ვერსია
რა ხდება "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" და რატომ ითხოვს "საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო აუდიტს
"საპარტნიორო ფონდის" გადაწყვეტილებით, ე.წ. "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა. მოვლენები ასე განვითარდა: საერთაშორისო და შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, "აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" (რესპუბლიკური საავადმყოფო), საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით დარღვევები გამოვლინდა. "საპარტნიორო ფონდის" შვილობილი - "კლინიკის განვითარების კომპანიისა" და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურმა, კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით, არაერთი რეკომენდაცია მოამზადა... დავით საგანელიძე: - წლების წინ, როდესაც "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელად დავინიშნე, ამ ფონდს სამი კლინიკა გადმოეცა. სამივე - ე.ს. "რესპუბლიკური საავადმყოფო", ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო სახელმწიფოს ბალანსზე იყო. კლინიკები "საპარტნიორო ფონდს" იმიტომ გადმოეცა, რომ იმხანად უკვე მზადდებოდა და თითქმის ბოლომდე იყო მისული ხელშეკრულებები ერთ-ერთ ავსტრიულ კონსორციუმთან, რომელსაც ამ სამი საავადმყოფოს ბაზაზე დიდი სამედიცინო ცენტრი უნდა გაეკეთებინა, რომელშიც ინვესტიციას ჩადებდა და ცენტრის პოლიტიკასაც განსაზღრავდა, თუ რა მიმართულებით უ ნდა ემუშავა. კონსორციუმთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა, "საპარტნიორო ფონდს" კი, როგორც სახელმწიფო ფინანსურ ბერკეტს, ეს კლინიკები საკუთრებაში გადასცეს. საბოლოოდ, ჯანდაცვის სამინისტრო და ავსტრიული კონსორციუმი ვერ შეთანხმდნენ და სამივე კლინიკა "საპარტნიორო ფონდის" ბალანსზე დარჩა. თქვენს მკითხველს მინდა ავუხსნა, რომ როდესაც "რესპუბლიკურ საავადმყოფოზე" ვსაუბრობთ, იმ დიდ შენობას ნუ წარმოიდგენენ, რომელიც 1 350 პაციენტზე იყო გათვლილი. ის ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია, ამორტიზებული შენობაა, მის გვერდითაა მიშენებული ე.წ. "ემერჯენსი", რომელიც 80 საწოლზეა გათვლილი და მხოლოდ მასზეა საუბარი. როდესაც ეს კლინიკა გადმოგვეცა მძიმე სიტუაცია დაგვხვდა... იმის გამო, რომ შენობა ჩვენს ბალანსზე, კლინიკის ფინანსური საქმიანობა ჩვენი გასაკონტროლებელია და მის ფინანსურ მაჩვენებლებზეც პასუხს ჩვენ ვაგებთ...
---
26.09.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
სოსო ცინცაძე: "მერაბიშვილის შეწყალება ჭკვიანური ნაბიჯი იქნება"
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე საუბრობს. _ ბატონო სოსო, ვანო მერაბიშვილის ავადმყოფობის ირგვლივ კვლავ გაურკვევლობაა. უდოს კომისია განიხილავს მის ვადამდე გამოშვების საკითხს. ასევე ნაციონალური მოძრაობა, ადვოკატები პრეზიდენტ მარგველაშვილისგან ითხოვენ შეწყალებას. რამდენად წავა ამაზე მარგველაშვილი? _ არა, პრეზიდენტი მარგველაშვილი მერაბიშვილს არ შეიწყალებს. ისე, რასაკვირველია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ნებისმიერი პატიმრის შეწყალება დიდსულოვნების საკითხია. არა მგონია, რომ მერაბიშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლება ავტორიტეტული სამედიცინო დასკვნით განამტკიცებდა თავის პოზიციას, რადგან არავის უნდა მიეცეს მანიპულირების შესაძლებლობა. ეს არ არის უბრალო ამბავი, აქ ხელისუფლებას ორმაგად მართებს გაფრთხილება. პირველ რიგში, ხელისუფლებამ ისეთი სამედიცინო დასკვნა უნდა წარმოადგინოს, რომელშიც ვერავინ შეიტანს ეჭვის, რომელსაც მთელი მოსახლეობა ენდობა. ეს არის საჭირო, იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, რაც კიდევ ერთი მანიპულაციის შესაძლებლობაა. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას ესეც ძვირად დაუჯდეს. _ რას გულისხმობთ? _ იმ ინტერპრეტაციებს, რომლებიც უკვე მოჰყვა, რომლებზეც ადვოკატები საუბრობენ, რომ მოწამლეს. ამიტომ ვამბობ, რომ არც ერთი კითხვა არ უნდა დატოვოს აქ ხელისუფლებამ. ადვოკატებს თუ დავუჯერებთ, უკვე სასიკვდილოდ არის განწირული, სასჯელაღსრულების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სამედიცინო შემოწმება გაიარა და არაფერი მსგავსი არ დაუდგინდა. ამიტომ საჭიროა, ჯანდაცვის სამინისტრომ აიღოს თავის თავზე ამ საკითხის მთელი კონტროლი და სწორედ ამ უწყებამ უნდა გამოსცეს ოფიციალური დოკუმენტი. თუ ეს დოკუმენტი უდოს კომისიას შესაძლებლობას მისცემს, რომ უდო მერაბიშვილს შეეხოს, მაშინ ეს ერთგვარად დიდსულოვნების ჟესტი იქნებოდა. ევროპაში, ამერიკაში მერაბიშვილზე გაცილებით საშიში დამნაშავეები შეუწყალებიათ. რატომ აკეთებენ ამას ღირსეული, დემოკრატიული სახელმწიფოები? იმიტომ აკეთებენ, რომ ისინი წინ იყურებიან და იმ დამნაშავეზე მაღლა დგებიან, ადამიანს შანსს აძლევენ. მით უფრო, როდესაც პატიმრობის სამი მეოთხედი გასულია და წელიწადნახევარი დარჩა თავისუფლებამდე. მე ვფიქრობ, რომ ამ ჟესტს გარე სამყაროც, ჩვენი მეგობრები ევროპაშიც და ამერიკაშიც დააფასებდნენ და ქვეყნის შიგნითაც მმართველ პარტიას რაღაც ქულებს შესძენდა. _ თუ პირიქით? _ შესაბამისი განმარტებით, არა მგონია, რომ უკურეაქცია მოჰყვეს. ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება მაინც მიმტევებელია. მაგალითად, როდესაც გიგი უგულავა გამოვიდა ციხიდან, არავითარი უკურეაქცია ამას არ მოჰყოლია. _ რამდენად მოსალოდნელია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკურად გააქტიურდეს? _ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი ხელისუფლების შიგნით განიხილებოდეს. _ წარმოადგენს თუ არა `ოცნებისთვის~ მერაბიშვილი პოლიტიკურ საფრთხეს? _ არა! დღეს უკვე მერაბიშვილს თავისუფლებაზე არავითარი პოლიტიკური დივიდენდი არ აქვს. პარტიას შექმნის ახალს, ახალ ნაციონალურ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში თუ რა?! რა გავლენა აქვს დღეს მერაბიშვილს ისეთი, რომ საფრთხეს წარმოადგენდეს ხელისუფლებისთვის?! მერწმუნეთ, არავითარი. არასდროს ის არ ყოფილა პოპულარული ლიდერი, ხალხის საყვარელი ლიდერი, რომ ვიღაცას კიდევ ახსოვდეს მისი სიყვარული. თუ ამხელა გავლენა აქვს კიდევ მერაბიშვილს, რომ ის გამოვა თუ არა, პოლიტიკურ პარტიას შექმნის ან რაღაცა ისეთ პოლიტიკურ მანევრს გააკეთებს, რომ ამით საფრთხეს შეუქმნის ხელისუფლებას, ერთი წლის შემდეგ რომ გამოვა, ვერ გააკეთებს?! მერაბიშვილი უკვე აღარ წარმოადგენს პოტენციურ პოლიტიკურ ფიგურას. მე არ ვფიქრობ, რომ მერაბიშვილს ამის რესურსი გააჩნია. ამიტომ ვამბობ, რომ პრაგმატული თვალსაზრისით ხელისუფლებისთვის ჯობია, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს. ხომ არაფერია გამორიცხული, ვთქვათ, ეს დაავადება მართლაც სერიოზული აღმოჩნდა და ამ შემთხვევაში ხომ არ არის გამორიცხული, რომ ცუდად დასრულდეს ეს ავადმყოფობა, ღმერთმა დაიფაროს. მაშინ ხელისუფლება გაცილებით უარეს დღეში აღმოჩნდება, ვიდრე მისი შეწყალებით შეიძლება აღმოჩნდეს. ეს უკვე ცუდად იმოქმედებს მის იმიჯზე საერთაშორისო არენაზე. რატომ უნდა აიტკიოს ხელისუფლებამ აუტკივარი თავი, როდესაც შეიძლება, დიდსულოვნება გამოიჩინოს, უდო შეეხოს და სათანადო ახსნაც მოაყოლოს ამ ყველაფერს, მაშინ არავითარი პრობლემა არ იქნება. _ თუ ასეა, მარგველაშვილმა რატომ არ უნდა შეიწყალოს? _ ეს უკვე სხვა საკითხია, აქ უკვე პოლიტიკა შემოდის. მარგველაშვილმა სწორედ რომ არ უნდა შეიწყალოს. მას ისედაც აბრალებენ, რომ ნაციონალების ინტერესებს ატარებს და, ხომ წარმოგიდგენიათ, ამ შემთხვევაში რა მოხდება. _ ხელისუფლებას პირდაპირ საკრიტიკო თემას მისცემს? _ ეს ძალიან რბილად ნათქვამია, არათუ საკრიტიკო თემას მისცემს, ეს იქნება პირდაპირ მგლის ხახაში ჩავარდნა. ამას არასდროს გააკეთებს მარგველაშვილი. ერთი, ჭკვიანია და მეორე, რაც მთავარია, ის არ ფიქრობს, რომ უნდა შეიწყალოს. მან უკვე თქვა, რომ მერაბიშვილს არ შეიწყალებს. ეს უნდა გააკეთოს უდოს კომისიამ და არა _ მარგველაშვილმა. _ მით უფრო პრეზიდენტობის მიწურულს? _ რასაკვირველია. ეს მას პოლიტიკურადაც დააზიანებს. მერე რა, რომ ის პოლიტიკურ კარიერას ასრულებს. მე ვიტყოდი, ამ ეტაპზე ასრულებს. არავინ იცის, მომავალში რა იქნება და სად იქნება მარგველაშვილი. ერთიც არის _ დეკანოზ მამალაძეზე ადრე რომ შეიწყალოს, ამას საზოგადოება ვერ გაიგებს. _ დეკანოზი უნდა შეიწყალოს? _ მე ვთვლი, რომ უნდა შეიწყალოს. აქ მას ბევრად მეტი საფუძველი აქვს, რომ შეიწყალოს. _ შეიწყალებს? _ ვფიქრობ, დეკანოზ მამალაძეს შეიწყალებს. პრეზიდენტმა თქვა, რომ დეკანოზთან დაკავშირებით დოკუმენტების შეგროვება და შესწავლა მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ამით მან გარკვეული მინიშნება, ერთგვარი გზავნილი გაუშვა. ერთ თვეზე მეტია დარჩენილი პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე და, თუ შეწყალების კომისია მოასწრებს და სურვილის შემთხვევაში მოასწრებს, დიდი ალბათობით შეიწყალებს კიდეც, მაგრამ, თუ კომისიამ არ წარუდგინა და რეკომენდაცია არ მისცა, მაშინ მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს შეწყალება მარგველაშვილმა თავის თავზე აიღოს.
---