From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-26.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 26.10.2018 07:40
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 26.10.2018

ტელევიზია

26.10.2018

არხი: იმედი

გადაცემა:    იმედის დილა   

საყოფაცხოვრებო პრობლემები, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებით და სოციალურად დაუცველი ოჯახებით დასახლებულ კორპუსში მობინადრეების ყოფასს გაუსაძლისს ხდის. ისანში, ძველი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში დაახლოებით 221 ოჯახი ცხოვრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5645413

---

 

26.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 08:00

ბათუმში სამხედრო ბაზის ერთ-ერთ შენობაში დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5645412

---

 

26.10.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:    საქმის კურსი 11:45

სადაზღვევო სექტორი შრომის უსაფრთხოების კანონში დაზუსტებებს ითხოვს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5645361

---

 

26.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:    კურიერი 09:00

მასიური ინტოქსიკაცია 46-ე ბაგა ბაღში. ბავშვები გუშინ მაღალი ტემპერატურით, დიარეით და პირღებინებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 15-მდე მცირეწლოვანი ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს. არ არის გამორიცხული შემთხვევა კომპანია "ნილს" უკავშირდებოდეს, რომელიც ბაღს პროდუქტებით ამარაგებს. საკვები თუ ვირუსული ინფექცია? ამ კითხვაზე სურსათის უვნებლობის სააგენტომ უნდა გასცეს რომელმაც ბაღების სააგენტოს მოთხოვნით კომპანიისაგან მიწოდებული საკვები პროდუქტები ლაბორატორიული ექსპერტიზისთვის უკვე ამოიღო. პასუხი კი 5 დღეში გახდება ცნობილი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5645227

---

 

25.10.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:    საქმის კურსი 22:30

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მედიკამენტებზე ფასების რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ bm.ge-თან ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ლაშა ნიკოლაძემ განაცხადა. მედიკამენტებზე ფასების შემცირების ერთ-ერთ ინსტრუმენტად ჯანდაცვის სპეციალიტების ნაწილი სწორედ ფასთრეგულირების შემოღებას განიხილავს. ერთ-ერთი მოდელით, შესაძლოა, დაწესდეს გარკვეული ზღვარი რა ფასადაც უნდა შემოვიდეს ბაზარზე მედიკამენტები და ასევე განიხილება ზღვარის შემოღება, როგორი შეიძლება იყოს წამლებზე ფასნამატი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5645080

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5644273

---

 

25.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:    კურიერი 21:00

ოჯახს, რომლის წევრებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სოციალური დახმარება მოუხსნეს. მიქაიების სამივე შვილი სუნთქვის პრობლემებით დაიბადა, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, ორი კი ექიმების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5645015

---

 

25.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:    იმედის დღე

გადაცემის სტუმარია პაატა იმნაძე რომელიც საუბრობს სეზონური ვაქცინაციის შესახებ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5643398

---

 

 

ინტერნეტი

25.10.2018

მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/29563290.html

აშშ-ის საელჩო: ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობაა

აშშ-ის საელჩო აფრთხილებს საქართველოში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს, რომ საქართველოში წარმოებულ სანელებლებში აღმოჩენილია ტყვიის მაღალი შემცველობა. „აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორ სინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილ მიმართვაში. ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რკინის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა დაფქულ წითელ წიწაკაში, რომელიც ასევე წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია ახალციხეში მოქმედ სავაჭრო ობიექტში. „გარდა ამისა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმაც დაადგინა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობაა საქართველოში წარმოებულ გარკვეულ სანელებლებში“, - ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიმართვაში. საელჩო აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ საქართველოში წარმოებული სანელებლებზე არ ვრცელდება სურსათის უვნებლობის შეერთებულ შტატებში მოქმედი სტანდარტები და აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ურჩევს, სანელებლები შეიძინონ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლებისგან. მიმართვაში ჩამოთვლილია აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები: - სიფრთხილე გამოიჩინეთ, ადგილობრივი წარმოების სანელებლების ყიდვისას; - სანელებლები შეიძინეთ მხოლოდ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლებისგან; - კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, ხომ არ სჭირდებათ თქვენს შვილებს სისხლის შემოწმება ტყვიის შემცველობაზე; გაეცანით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოში მოგზაურთა ჯანმრთელობის შესახებ.

ჯიეიჩენ.ჯი-http://ghn.ge/com/news/view/213854

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ashsh-is-saelcho-qartul-saneleblebshi-tyviis-magali-shemcvelobaa

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/ashsh-is-saelcho-qartul-saneleblebshi-tyviis-maghali-shemcvelobaa/

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=187391-%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A9%E1%83%9D,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

---  

 

25.10.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/shewyda-tu-ara-tyviis-shemcveli-sunelebis-gayidva

შეწყდა თუ არა ტყვიის შემცველი სუნელების გაყიდვა?

„ჯეო გრუპის“ (GEO-Group) მიერ წარმოებული სუნელები „აგროჰაბის“ დახლებიდან ამოღებულია, უთხრა რადიო თავისუფლებას „აგროჰაბის“ მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალომე გველესიანმა, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული მიმართვის საპასუხოდ. საქართველოში მცხოვრები ამერიკელებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილ ტექსტში საელჩო აღნიშნავს, რომადგილობრივი წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობაა. დასახელებულია კონკრეტული კომპანიებიც. „აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორ სინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიმართვაში. „აგროჰაბის“ მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალომე გველესიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშშ-ის საელჩოს წერილი რამდენიმე თვის წინ მათმა კომპანიამაც მიიღო და მას შემდეგ, სავაჭრო ობიექტმა უარი თქვა „ჯეო გრუპის“ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებაზე. „ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე აღარ ვყიდით ამ მწარმოებლის სუნელებს, თავადაც გადაამოწმეს. „აგროჰაბში“ ასევე არ იყიდება სხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული დაფქული ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი“, - განაცხადა სალომე გველესიანმა. „აგროჰაბთან“ საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლება მალევე დაუკავშირდა კომპანია „ჯეო გრუპს“ (GEO-Group), რომელიც ნახსენებია აშშ-ის საელჩოს 25 ოქტომბრის მიმართვაში. კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა, მურმან კაპანაძემ გვითხრა, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ მათ „აგროჰაბიდან“, სადაც „ჯეო გრუპის“ პროდუქცია დღემდე უპრობლემოდ იყიდებოდა. „მეორე დირექტორი წასულია ვითარებაში გასარკვევად. ვფიქრობთ, რომ ეს რაღაც გაუგებრობაა, რადგან ჩვენი პროდუქცია მუდმივად მოწმდება სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ და უკვე შემოწმებული პროდუქცია შედიოდა „აგროჰაბშიც“. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ჩვენს პროდუქციაში ტყვიის მაღალი შემცველობა იყოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კაპანაძემ. რადიო თავისუფლება პასუხებს ელოდება სურსათის ეროვნულ სააგენტოდან და ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, რომლებსაც ჩვენ შეკითხვებით მივმართეთ.

---

 

25.10.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/chems-mier-warmoebuli-suneli-tyvias-ar-sheicavs-qartuli-sunelis-mwarmoebeli-kompania-geo-samartlebrivi-davis-dawyebas-apirebs

„ჩემს მიერ წარმოებული სუნელი ტყვიას არ შეიცავს“ - ქართული სუნელის მწარმოებელი კომპანია Geo სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს

ქართული სუნელის მწარმოებელი კომპანია, შპს Geo, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - სუნელებში ტყვიის მაღალი დოზის აღმოჩენასთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ აფასებს. კომპანიის დამფუძნებელის და ხელმძღვანელის მუხრან გაგნიძის განცხადებით, მისი კომპანიის მიერ წარმოებული ქართული სუნელი ტყვიას არ შეიცავს და, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ცნობილია, აშშ-ის საელჩო საქართველოში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში წარმოებულ სანელებლებში აღმოჩენილია ტყვიის მაღალი შემცველობა. „აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევისშედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორ სინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილ მიმართვაში. Geo-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მუხრან გაგნიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებული სუნელები შემოწმებულია სხვადასხვა ლაბორატორიებში და მათ მიერ გაცემული შესაბამისობის სერთიფიკატი ადასტურებს იმას, რომ პროდუქტი აბსოლუტურად სუფთაა. როგორც გაგნიძე განმარტავს, სუნელები რამდენიმე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, მათ შორის, „ჰიგიენა ჯგუფში“ შემოწმდა.

---

 

25.10.2018

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1540451792-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

საცხოვრებელი ფართით ან/და ფულადი კომპენსაციით დასაკმაყოფილებელი 169835 იძულებით გადაადგილებული პირი რჩება

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, ახალაშენებულ ან/და რეაბილიტირებულ საცხოვრებელ კორპუსებში, საცხოვრებელი ფართით 1587 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროგრამის ფარგლებში კი დევნილი ოჯახის მიერ მოძიებული და შესყიდულია 1150 სახლი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით, არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა, სამინისტროს მიერ 282 დევნილ ოჯახს ჩაერიცხა ერთჯერადი ფულადი დახმარება. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად 259717 პირს აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი, ხოლო 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს 26892 პირს. დღევანდელი მდგომარეობით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებულია 111552 პირი, ხოლო დასაკმაყოფილებელია 169835 პირი. „ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ არიან დაკმაყოფილებული ფართით, მათი განსახლების ადგილების შესაბამისად შეავსებენ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს და მინიჭებული ქულების შესაბამისად ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.“-წერია სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციაში.

---

 

25.10.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotmedikamentebze-fasebis-regulirebis-sachiroeba-ar-gamokvetilaquot/25963

"მედიკამენტებზე ფასების რეგულირების საჭიროება არ გამოკვეთილა"

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მედიკამენტებზე ფასების რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ bm.ge-თან ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ლაშა ნიკოლაძემ განაცხადა. მედიკამენტებზე ფასების შემცირების ერთ-ერთ ინსტრუმენტად ჯანდაცვის სპეციალიტების ნაწილი სწორედ ფასთრეგულირების შემოღებას განიხილავს. ერთ-ერთი მოდელით, შესაძლოა, დაწესდეს გარკვეული ზღვარი რა ფასადაც უნდა შემოვიდეს ბაზარზე მედიკამენტები და ასევე განიხილება ზღვარის შემოღება, როგორი შეიძლება იყოს წამლებზე ფასნამატი. „ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არ იგეგმება, თუ ამის საჭიროება გამოჩნდება და როგორც ჩვენი ბენეფიციარებისთვის იქნება სასარგებლო, ასევე არ იქნება დამაზიანებელი ფარმაცევტული კომაპნიებისთვის, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს ამაზე ფიქრი და მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ამ პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ჩვენ მედიკამენტებს ვაწვდით მოსახლეობას საჭიროება ფასების რეგულირების არ გამოკვეთილა“-განმარტავს ლაშა ნიკოლაძე.

---

 

25.10.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/314104/

15 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მისმა თანაკლასელმა სექსუალურად იძალადა

საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის სკოლაში 15 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა  სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული წერილი, სადაც სააგენტო გოგოს ორსულობის შესახებ იუწყებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება თავდაპირველად 2018 წლის 16 მარტს სსკ-ის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველ სხეულში) დაიწყო. თუმცა, თითქმის 7 თვის შემდეგ, 19 სექტემბერს, საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება სსკ-ის 137-ე და 151-ე მუხლებით (გაუპატიურება და მუქარა) გაგრძელდა. რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, საქმეში მუქარის ნაწილს თავად დაზარალებული და მისი მშობელი ადასტურებენ. როგორც ისინი აცხადებენ, გოგოზე სექსუალურად მისივე თანაკლასელმა, არასრულწლოვანმა პირმა იძალადა. მართალია, შსს-ს განცხადებაში დაფარულია როგორც დადანაშაულებულის, ასევე დაზარალებულს ნებისმიერი სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, უწყების განცხადებაში ვკითხულობთ: “გამოძიების ფარგლებში, ახალციხის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობაში დადანაშაულებული არასრულწლოვნის პირადი და საცხოვრებლის ჩხრეკა ჩატარდა. საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ არასრულწლოვნის თანატოლები”. ამასთანავე, შსს დასძენს, რომ გამოძიების დაწყებისთანავე, 2018 წლის 21 მარტს, არასრულწლოვნის დედამ კატეგორიული უარი განაცხადა მისი შვილის ნაყოფისაგან დნმ-ის ნიმუშის აღებაზე. დედამ ასევე უარი განაცხადა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომ დადგენილიყო, ჰქონდა თუ არა არასრულწლოვანს რაიმე სახის დაზიანება და განსაზღვრულიყო დაზიანების სიმძიმე და ხარისხი. არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დასკვნაც გამოძიებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამოძიების დაწყებისა და ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგოს სკოლაში გარკვეული პრობლემები დაეწყო. ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, ადგილობრივ რესურსცენტრს. როგორც სოცმომსახურების სააგენტოში გვითხრეს, “სკოლაში მიმდინარე საკითხები განათლების სამინისტროს თანამშრომლობითა და მათი მეთვალყურეობით უნდა მოგვარდეს”. მათივე ინფორმაციით, რესურსცენტრის წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ სკოლაში და გაესაუბრნენ დირექტორსა და პედაგოგებს. ამასთანავე, დაგეგმილია სკოლის მოზარდების მშობლებთან შეხვედრა სიტუაციის განმუხტვის მიზნით. რაც შეეხება რესურსცენტრს, მათი თქმით, ისინი პროცესში განათლების სამინისტროსთან, სოცმომსახურების სააგენტოსთან, ფსიქოლოგიურ ცენტრთან და მანდატურის სამსახურთან ერთად დღემდე ჩართულნი არიან. თუმცა არ გვიპასუხეს სხვა კითხვებზე, მათ შორის, სკოლის მოსწავლეთა მშობლების მხრიდან გოგოს გარიცხვის შესაძლო მოთხოვნაზე. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა, თუმცა ნეტგაზეთმა ვერც ერთი უწყებისგან მისი დადასტურება ვერ შეძლო. რაც შეეხება ძალადობაში ბრალდებულს, როგორც “სამხრეთის კარიბჭე” წერს, მისი მშობლები ბრალდებებს უარყოფენ. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნის მშობლებმა ის სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

---

 

25.10.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/mravalshvilian-dedebs-sari-unda-gatkhaot-ra-mokhda-sotsialuri-momsakhurebis-saagentoshi-video

"მრავალშვილიან დედებს სარი უნდა გათხა...ოთ" _ რა მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოში

სოფო ნინუა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში ცხოვრობს. ახალგაზრდა ქალი ხუთ არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. ოჯახს მეოთხე თვეა სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს და როგორც სოფო ამბობს, შიმშილით სიკვდილს ახლობლების დახმარებით გადაურჩნენ: _ სოციალური დახმარება მას შემდეგ გამიჩერეს, რაც ჩემი მეუღლე დააპატიმრეს. 4 თვეა 125 ლარს ვიღებთ მხოლოდ, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, როგორც მრავალშვილიან დედას, ისე მიხდის. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გაქვს და ეს თვეები, ბავშვები პრაქტიკულად მშივრები მყავს, _ გვიყვება სოფო. ის რომ სოფოს შვილებს შიათ საზოგადოებისთვის უცხო არ არის. მისი უფროსი, 8 წლის ვაჟის მონათხრობს ოჯახის გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მის შესახებ ვიდეორეპორტაჟი სპეციალურ ქსელში საქველმოქმედო ორგანიზაციამ „სიკეთის ქალაქი“ გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში, რომელსაც ჩვენ არასრულწლოვნის იდენტიფიცირების გამო არ ვაქვეყნებთ, პატარა ბიჭი ყვება, როგორ ენატრება მას და მის ძმებს საჭმელი, ტანსაცმელი. ის იმდენად მძიმე მოსასმენი იყო, რომ „გურია ნიუსმა“ დახმარებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და რეაგირებაც იყო _ თვითმმართველობის ორგანომ ამ ოჯახისთვის 2000 ლარი უკვე გამოყო. ოჯახს ჩოხატაურის ბაღების გაერთიანებაც დაეხმარა, რომლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სხვადასხვა სურსათ-სანოვაგესთან ერთად მათ რამდენიმე დღის საყოფი შეშაც მიუტანეს. ის, რომ ოჯახი უკიდურეს გაჭირვებას განიცდის ადგილზე მისულები იოლად გაარკვევთ. მათ არც ავეჯი აქვთ, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა და არც სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები. ერთადერთი ტელევიზორი სოფომ ნინუამ ლომბარდში დატოვა: _ ჩოხატაურში არიან ადამიანები, რომლებიც ნივთებს იბარებენ. ე.წ. ლომბარდია, თუმცა, იგი ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული. საკმაოდ დიდი პროცენტები აქვთ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ერთადერთი ტელევიზორი 150 ლარად ჩავაბარე, რომ ბავშვებისთვის პური მეყიდა. 150 ლარზე, ერთ დღეში 1 ლარი და 50 თეთრი უნდა გადავიხადო, _ აღნიშნავს ჩვენი რესპოდენტი. მისივე მონათხრობით ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო პატარების ბედით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ დაინტერესდა. თუმცა, როგორც გაირკვა,  ინტერესი ამ დაწესებულებაში სხვაგვარად ესმით. გუშინ, სოციალური მომსახურების ჩოხატაურის განყოფილებაში დაბარებულ სოფო ნინუას ბევრი შეურაცხყოფის ატანა მოუწია. როგორც თავად მოგვიყვა, მას მრავალშვილიანობის გამო დასცინეს და ბავშვების ჩამორთმევითაც დაემუქრნენ. ჩვენი რესპოდენტის მონაყოლი იმდენად მძიმე და დაუჯერებელი იყო, რომ ვთხოვეთ, სააგენტოში გამოგვყოლოდა, რაზეც დაგვთანხმდა. იქ მისულებს კი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მისი მონათხრობი პრაქტიკულად დაადასტურეს: _ ხუთ ვაჟკაცს ვუზრდი ქვეყანას და იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა გაჭირვებაზე ილაპარაკა სასაცილოდ ამიგდეთ. თქვით, რომ მრავალშვილიან დედებს სარი უნდა გათხა...ოთ; რომ მათ არც ყანის დათესვა იციან და არც ლობიოს მოყვანა. სასაცილოდ ამიგდეთ. ჩემი შვილის ვიდეო ჩართეთ და იცინოდით, _ გუშინდელი საუბარი ჩვენი თანდასწრებით შეახსენა ნინუამ სააგენტოს თანამშრომლებს. _ რაზე ვიცინოდით თქვენთან არ შევათანხმებთ. არც უშუალოდ თქვენთვის გვითქვამს. სხვა ბენეფიციარებიც იყო აქ, შემოდგომაა და ვსაუბრობდით, _ განმარტება გააკეთა სოციალური მომსახურების სააგენტოს  თანამშრომელმა ნათია თავბერიძემ. სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილების უფროსი ზურაბ კალანდაძე უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ ნინუა შეურაცხადია. _ მისი გჯერათ და ჩვენი არა, _ არ ცხრებოდა სააგენტოს თანამშრომელი ნათია თავბერიძე, რომელმაც რამდენჯერმე დაადასტურა, რომ მრავალშვილიანი დედების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში არაკორექტული და შეურაცხმყოფელი საუბრები იყო. აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტმა, ნესტან თოლორდავამ ვერ გვიპასუხა კითხვაზე თუ რატომ არ დაინტერესდა 4 თვის განმავლობაში არასრულწლოვნების ბედით. სააგენტოში მისულმა სოფო ნინუამ აღნიშნა, რომ თოლორდავა მათი ოჯახის მდგომარეობით მაშინ დაინტერესდა, როცა მეოთხე შვილი შეეძინა: _ არ მოვსულვარ და არ დამიწყია აქ მათხოვრობა. ერთხელ დავრეკე და ვიკითხე, დახმარება რომ შემიჩერეს რა უნდა მექნება ბავშვებისთვის, მაგრამ პასუხიც არ გამცეს. არავისთვის არაფერი დამივალდებულებია. თავად დამირეკეს გუშინ და მოვედი. ვიფიქრე, რომ დახმარება სურდათ. თუმცა, დახმარების მაგიერ შეურაცხყოფა მივიღე. არ მინდა ბევრი რამ ვთქვა და მაიძულებენ. ამ დრომდე ხმა არ ამომიღია და არც ის მითქვამს როგორ მთხოვა ქალბატონმა ნესტანმა, თუ ვინმე დაინტერესდებოდა, მეთქვა, რომ ოჯახში დადიოდა. არადა, სულ სამჯერ იყო მოსული, _ აღნიშნა ნინუამ, რაზეც თოლორდავამ თავდაპირველად თქვა, რომ მას არ აქვს ვალდებულება ყოველთვის იაროს, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ სანამ ბავშვი ერთი წლის გახდება, თვეში ერთხელ გადამოწმების ვალდებულება აქვს.

 

 

 

ბეჭდვითი მედია

26.10.2018

მედიასაშუალება:      საქართველოს რესპუბლიკა

აშშ-ის საელჩო: ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობაა

აშშ-ის საელჩო აფრთხილებს საქართველოში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს, რომ საქართველოში წარმოებულ სანელებლებში აღმოჩენილია ტყვიის მაღალი შემცველობა. „აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორ სინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილ მიმართვაში. ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რკინის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა დაფქულ წითელ წიწაკაში, რომელიც ასევე წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია ახალციხეში მოქმედ სავაჭრო ობიექტში. „გარდა ამისა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმაც დაადგინა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობაა საქართველოში წარმოებულ გარკვეულ სანელებლებში“, - ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიმართვაში. საელჩო აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ საქართველოში წარმოებული სანელებლებზე არ ვრცელდება სურსათის უვნებლობის შეერთებულ შტატებში მოქმედი სტანდარტები და აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ურჩევს, სანელებლები შეიძინონ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლებისგან. მიმართვაში ჩამოთვლილია აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები: - სიფრთხილე გამოიჩინეთ, ადგილობრივი წარმოების სანელებლების ყიდვისას; - სანელებლები შეიძინეთ მხოლოდ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლებისგან; - კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, ხომ არ სჭირდებათ თქვენს შვილებს სისხლის შემოწმება ტყვიის შემცველობაზე; გაეცანით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოში მოგზაურთა ჯანმრთელობის შესახებ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5645485&name=26.10.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

26.10.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

"ჩემ მიერ წარმოებული სუნელი ტყვიას არ შეიცავს" - ქართული სუნელის მწარმოებელი კომპანია Geo სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს

ქართული სუნელის მწარმოებელი კომპანია, შპს Geo, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - სუნელებში ტყვიის მაღალი დოზის აღმოჩენასთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ აფასებს. კომპანიის დამფუძნებელის და ხელმძღვანელის მუხრან გაგნიძის განცხადებით, მისი კომპანიის მიერ წარმოებული ქართული სუნელი ტყვიას არ შეიცავს და, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ცნობილია, აშშ-ის საელჩო საქართველოში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში წარმოებულ სანელებლებში აღმოჩენილია ტყვიის მაღალი შემცველობა. „აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევისშედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორ სინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილ მიმართვაში. Geo-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მუხრან გაგნიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებული სუნელები შემოწმებულია სხვადასხვა ლაბორატორიებში და მათ მიერ გაცემული შესაბამისობის სერთიფიკატი ადასტურებს იმას, რომ პროდუქტი აბსოლუტურად სუფთაა. როგორც გაგნიძე განმარტავს, სუნელები რამდენიმე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, მათ შორის, „ჰიგიენა ჯგუფში“ შემოწმდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5645257&name=26.10.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---