მედიამონიტორინგი 2 7.09.2018
ტელევიზია
27.09.2018
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 08:00
დავით სერგეენკოს პირველი კომენტარი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებაზე. დავით სერგეენკო ამბობს, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გია თვალავაძის დაკავება უწყების იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. მინისტრის თქმით, ყველა კითხვას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა. „მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა სამინისტროს რეპუტაციაზე ამა იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც ამან იმოქმედა. რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე,“-აცხადებს დავით სერგეენკო.
http://rustavi2.ge/ka/news/114617
n
I არხი - მოამბე 09:00- დავით სერგეენკო: „გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579085
--
I არხი - მოამბე 12:00- დავით სერგეენკო: „გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579594
---
27.09.2018
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 08:00
სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება - დაკავებული გია თვალავაძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
http://rustavi2.ge/ka/news/114616
--
იმედი - ქრონიკა 09:00- ქიმის განცხადებით. პაციენტი კლინიკაში გულ-მკერდის არეში მწვავე ტკივილით მიიყვანეს. დიაგნოზი კი მწვავე კორონალური სინდრომი აღმოჩნდა. ექიმის ინფორმაციით, აღნიშნული სინდრომი შესაძლოა ინფარქტის წინაპირობაც გახდეს, ამიტომაც თვალავაძეს ყველა შესაძლო გამოკვლევა უტარდება. რამდენხანს დარჩება ის კლინიკაში ჯერჯერობით უცნობია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579142
--
იმედი - ქრონიკა 11:00- ქიმის განცხადებით. პაციენტი კლინიკაში გულ-მკერდის არეში მწვავე ტკივილით მიიყვანეს. დიაგნოზი კი მწვავე კორონალური სინდრომი აღმოჩნდა. ექიმის ინფორმაციით, აღნიშნული სინდრომი შესაძლოა ინფარქტის წინაპირობაც გახდეს, ამიტომაც თვალავაძეს ყველა შესაძლო გამოკვლევა უტარდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579478
--
27.09
რუასთავი2- კურიერი 21:00- http://rustavi2.ge/ka/news/114609
---
27.09.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრი. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა დავით სერგეენკომ ნიუ იორკში გაეროს ბავშვთა ფონდში გამართა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა განაცხადა, რომ „იუნისეფი“ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. დავით სერგეენკო: „გაჟღერდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა იმ დაავადებების სამართავად რომელიც კვლავაც რჩება სიკვდილობის მთავარ მიზეზათ, კონკრეტულად გამოიყო ტუბერკულოზი და გამოიყოფა უკვე მიმდინარე შეხვედრებზე არაგადამდები დაავადებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა იმისათვის რომ ამ დაავადებებთან ბრძოლა უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული გახდეს“
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579084
--
იმედი - ქრონიკა 08:00- დავით სერგეენკო: „შეხვედრა გვქონდა იუნისეფის ტოპ მენეჯმენტთან. ისინი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, რაც აქამდეც გვქონდა. ჩვენი სათხოვარი იყო კონკრეტული მხარდაჭერა იმ რეფორმის ფარგლებში, რასაც ახლა ვაპირებთ და რასაც შეიძლება ეწოდოს სოციალური დახმარების, როგორც დასაქმების დემოტივატორის ფაქტორის შემცირება“
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579165
---
27.09.2018
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 15:00
ევროპულ საქართველოში" სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გია თვალავაძის დაკავებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ. უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააფთიაქო სფეროში არსებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ და პროკურატურასაც მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოყოლია.
http://rustavi2.ge/ka/news/114561
---
26.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს, გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
https://www.imedi.ge/ge/video/28423/ets-saaptiaqo-narkomaniis-saqme
Iარხი-მოამბე 21:00- https://1tv.ge/video/saaftiaqo-narkomaniis-saqme-5/
მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00-
---
26.09.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად 13:00
გადაცემის სტუმარია უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი სხვა საკითხებთან ერთად საუბრობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ბევრჯერ ამხილა კორუფციაში.
---
26.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
შრომითი კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევები განიხილეს დღეს შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარდა შრომის უსაფრთხოებისა პრობლემური შრომითი უფლებების დაცვაც, დასაქმებულთა საჭიროების 70% სწორედ ასეთ საკითხებს ეხება. გადაცემის სტუმარია ბექა ფერაძე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი.
---
26.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
შრომის უსაფრთხოებისა და ინსპქტირების საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს თბილისი. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია
https://imedinews.ge/ge/video/12640/tamila-barkalaia-shromis-kodeqsshi-tsvlilebebi-mimdinareobs
---
26.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
შრომის კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევები განიხილეს დღეს შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარდა შრომის უსაფრთხოებისა, პრობლემურია შრომითი უფლებების დაცვაც და დასაქმებულთა საჩივრების 70% სწორედ ისეთ საკითხებს ეხება როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და კუთვნილი შვებულების გამოყენება.
https://imedinews.ge/ge/video/12663/shromis-usaprtkhoeba-da-uplebebi
---
26.09.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
ლუგარის ლაბორატორია. ლუგარის სამეცნიერო ცენტრი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მასში ბიოუსაფრთხოების მესამე და მეორე დონის ლაბორატორიებია განთავსებული. ფუნქციონირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სამი ლაბორატორია. 2015 წლიდან ზოონოზური დაავადებების მიმართულებით თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაც. ლაბორატორია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემადგენლობაშია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5576912
---
26.09.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
საერთაშორისო ფონდი კურაციო ჯანდაცვის ბარომეტრის მე-11 ტალღის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში, აღნიშნულია, რომ ფარმაცევტული სექტორი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა , ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში წამყვანი წილი (36% ) კვლავ მედიკამენტებზე დანახარჯს უჭირავს. ფონდი აღნიშნავს, რომ წამლების ძირითადი დამფინანსებელი შინამეურნეობებია (97%), ხოლო სახელმწიფოს წილი მცირეა (1%). რადგან მედიკამენტებზე დანახარჯი ზრდის ტემპით ხასიათდება, ფონდ კურაციოს მკვლევარები პროგნოზირებენ, რომ მოსალოდნელია 2022 წლამდე დანახარჯი საშუალოდ 7,5%-ით გაიზრდება წელიწადში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5578990
---
26.09.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მსჯელობს სცნოს თუ არა დასაშვებად და განიხილოს თუ არა არსებითად რამდენიმე ექიმის სარჩელი. დავის საგანი გასულ წელს დავით სერგეენკოს მიერ გამოცემული ბრძანებაა, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს იმ ექიმებს, რომლებმაც რეზიდენტურა ან ორდინატურა უცხოეთში დაამთავრეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5578904
---
ინტერნეტი
27.09.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-gia-tvalavadze-bunebit-patiosani-adamiania-da-mjera-sasamartlo-iqneba-obieqturi/
დავით სერგეენკო - გია თვალავაძე ბუნებით პატიოსანი ადამიანია და მჯერა, სასამართლო იქნება ობიექტური
გია თვალავაძე ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავების საქმეზე პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად ნიუ იორკში განაცხადა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს. დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. „გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. კითხვაზე, როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები მისივე უწყებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან ამოიღეს, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში სანიმუშო ეგზემპლარები ინახებოდა. „გაჟღერდა თითქოს, ეს ადამიანი თავის კაბინეტში ინახავდა ოთხი მილიონის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. მედიკამენტები აფთიაქიდან იქნა ამოღებული, ხოლო სამინისტროში ინახება თითოეულ რეგისტრირებულ სერიაზე სანიმუშო ეგზემპლარები, რომლებიც არის ერთ სერიაზე ერთი კოლოფი. რაც შეეხება ოთხი მილიონის ფსიქოტროპულების ამოღებას, სამინისტროში ასეთი რამე არ მომხდარა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. კითხვაზე, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, სერგეენკო ამბობს, რომ სამინისტროში მომხდარ შემთხვევებზე პასუხს მინისტრი აგებს. „მინისტრი აგებს პასუხს ყველაფერზე, რაც ხდება სამინისტროში, იქნება ეს კარგი, თუ ცუდი. მინდა, ყველას ვთხოვო, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ. ეს ადამიანი ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. დანაშაულზე ფიქრი არ შეიძლება, მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური გამოძიება. გია თვალავაძე ბუნებით პატიოსანი ადამიანია და მჯერა, სასამართლო იქნება ობიექტური“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.სამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 24 სექტემბერს დააკავა, ხოლო ხუთი პირი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულის სახით დააკავა. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/513951-davit-sergeenko-gia-tvalavaze-cesieri-kacia-da-sasamartlo-daadgens-obiektur-realobas
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/78970/davit-sergeenkom-tvalavadzis-dapatimrebaze-pirveli-komentari-gaaketa
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/39697/sergeenko-gia-tvalavadze-tsesieri-katsia-da-sasamartlo-daadgens-obieqtur-realobas
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72059
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ministri-agebs-pasuxs-yvelaferze-davit-sergeenkom-tvalavadzis-dapatimrebaze-pirveli-komentari-gaaketa
---
27.09.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-gaero-s-generaluri-asambleis-farglebshi-iunisefis-warmomadgenlebs-shekhvda/
დავით სერგეენკო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში „იუნისეფის“ მენეჯმენტს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა დავით სერგეენკომ ნიუ იორკში გაეროს ბავშვთა ფონდში გამართა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა განაცხადა, რომ „იუნისეფი“ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ქართულმა მხარემ ორგანიზაციის მენეჯმენტს კონკრეტული რეფორმის მხარდაჭერა სთხოვა, რაც ეხება სოციალურ დახმარებებს. „შეხვედრა გვქონდა იუნისეფის ტოპ მენეჯმენტთან. ისინი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, რაც აქამდეც გვქონდა. ჩვენი სათხოვარი იყო კონკრეტული მხარდაჭერა იმ რეფორმის ფარგლებში, რასაც ახლა ვაპირებთ და რასაც შეიძლება ეწოდოს სოციალური დახმარების, როგორც დასაქმების დემოტივატორის ფაქტორის შემცირება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. დავით სერგეენკო გამოეხმაურა ასევე გენერალური ასამბლეის წლევანდელ სესიაზე წამოწეულ ჯანდაცვის თემებს. „წამყვან თემებად წარმოჩენილი არის ჯანდაცვითი თემები. ამ, ალბათ, ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან დღეს გაჟღერდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა იმ დაავადებების სამართავად, რომლებიც კვლავაც რჩება სიკვდილობის მთავარ მიზეზად. კონკრეტულად, გამოიყო ტუბერკულოზი და უკვე მიმდინარე შეხვედრებზე არაგადამდები დაავადებები გამოიყოფა. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ამ დაავადებებთან ბრძოლა უფრო მეტად კონსოლიდირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
27.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514010-davit-sergeenko-gaeros-asambleis-73-e-sesiaze-sitqvit-gamovida
დავით სერგეენკო გაეროს ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
გაეროს ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ, ბრძოლისადმი მიძღვნილი სხდომის თავმჯდომარედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აირჩიეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიყავდა, სიტყვით, კომპანია „Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი გამოვიდა. სხდომაში მონაწილე 162 წარმომადგენელს შორის, იყვნენ ჯანდაცვის მინისტრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და გეგმები განიხილეს. მაღალი დონის სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას დავით სერგეენკომ აქცენტი გააკეთა ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობაზე: „ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ტუბერკულოზის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლისადმი მიძღვნილ სესიაში, ეს ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობაა. ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა. იგი ანტიმიკრობული რეზისტენტობის ჩამოყალიბების შემდგომი და აივ ინფიცირებულთა ლეტალობის ძირითადი გამომწვევია. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანმრთელობას და ეროვნულ უსაფრთხოებას. მართალია, ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინოვაციები შეიქმნა, მათ შორის უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგანოსტიკის მეთოდები, ახალი თაობის მედიკამენტები, თუმცა მაინც არსებობს გამოწვევები განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან და იმ მოსახლეობასთან, რომლებსაც სერვისებზე ნაკლები წვდომა აქვთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვალდებულება, რომ უფრო გააქტიურდეს პროცესები და შემუშავდეს ანგარიშვალდებულების ჩარჩო. ვფიქრობ, საქართველოს გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მიმართულებით, წარმოადგენს ორი ძირითადი პროვაიდერის მჭიდრო კავშირის მოდელს, ტუბერკულოზის სამკურნალო სერვისების უკეთ მიწოდებისთვის. საქართველო ახორციელებს ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგის პროექტს, რათა მივაღწიოთ სერვისებით უკეთეს მოცვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე, განსაკუთრებით ძნელად მიწვდომად ჯგუფებში. პროექტში მუნიციპალური ხელისუფლების ჩართულობა, პროვაიდერების წახალისება და პირველადი ჯანდაცვის სექტორთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ეფექტიან და მდგრად განხორციელებას. ტუბერკულოზთან ბრძოლა მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას და რესურების მობილიზებას ყველა სეგმენტსა და სექტორში, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული, თუ გლობალური. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ვფიქრობ, ერთადერთი გზაა მივაღწიოთ სწრაფ პროგრესს ტუბერკულოზის საბოლოოდ დასამარცხებლად,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. დღეს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე დავით სერგეენკო არაგამდები დაავადებების შესახებ გაეროში მოხსენებით კვლავ წარსდგება.
---
27.09.2018
გაეროს სესიაზე ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი სხდომის თავმჯდომარედ დავით სერგეენკო აირჩიეს
გაეროს ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ, ბრძოლისადმი მიძღვნილი სხდომის თავმჯდომარედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აირჩიეს. სესიაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიყავდა, სიტყვით, კომპანია „Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი გამოვიდა. სხდომაში მონაწილე 162 წარმომადგენელს შორის, იყვნენ ჯანდაცვის მინისტრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და გეგმები განიხილეს. „ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ტუბერკულოზის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლისადმი მიძღვნილ სესიაში, ეს ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობაა. ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა. იგი ანტიმიკრობული რეზისტენტობის ჩამოყალიბების შემდგომი და აივ ინფიცირებულთა ლეტალობის ძირითადი გამომწვევია. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანმრთელობას და ეროვნულ უსაფრთხოებას. მართალია, ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინოვაციები შეიქმნა, მათ შორის უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგანოსტიკის მეთოდები, ახალი თაობის მედიკამენტები, თუმცა მაინც არსებობს გამოწვევები განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან და იმ მოსახლეობასთან, რომლებსაც სერვისებზე ნაკლები წვდომა აქვთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვალდებულება, რომ უფრო გააქტიურდეს პროცესები და შემუშავდეს ანგარიშვალდებულების ჩარჩო. ვფიქრობ, საქართველოს გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მიმართულებით, წარმოადგენს ორი ძირითადი პროვაიდერის მჭიდრო კავშირის მოდელს, ტუბერკულოზის სამკურნალო სერვისების უკეთ მიწოდებისთვის. საქართველო ახორციელებს ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგის პროექტს, რათა მივაღწიოთ სერვისებით უკეთეს მოცვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე, განსაკუთრებით ძნელად მიწვდომად ჯგუფებში. პროექტში მუნიციპალური ხელისუფლების ჩართულობა, პროვაიდერების წახალისება და პირველადი ჯანდაცვის სექტორთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ეფექტიან და მდგრად განხორციელებას. ტუბერკულოზთან ბრძოლა მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას და რესურების მობილიზებას ყველა სეგმენტსა და სექტორში, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული, თუ გლობალური. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ვფიქრობ, ერთადერთი გზაა მივაღწიოთ სწრაფ პროგრესს ტუბერკულოზის საბოლოოდ დასამარცხებლად“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
---
27.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514008-lali-apciauri-gia-tvalavazis-mdgomareoba-arasaxarbieloa
ლალი აფციაური - გია თვალავაძის მდგომარეობა არასახარბიელოა
გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. უფლებადამცველის თქმით, დღის განმავლობაში ის ჩაფიძის გულის კლინიკაში მისვლას აპირებს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია მოთავსებული. "მოგვიანებით სავადმყოფოში სანახავად ვაპირებ მისვლას. დღეის მდგომარეობით, რამდენადაც ვიცი, ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. მივალ და გავარკვევ", - განაცხადა აფციაურმა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
---
27.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513969-gia-tvalavaze-kvlav-chapizis-gulis-centrshi-rcheba
გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს" ჩაფიძის გულის ცენტრში განუცხადეს, გია თვალავაძე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ მედიისთვის განცხადება თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღის მეორე ნახევარში გაკეთდება. გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
26.09.
ინტერპრესნიუს.ჯი-
---
26.09.2018
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე, ექვსი ბრალდებულის მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 12 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. „წარდგენილი ბრალდების თანახმად, გია თ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ნათელა მ.-ს, ნინო გ.-ს ნინო კ.-ს, ლაშა ჩ.-ს და ქეთევან ჩ.-ს ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად ჩადენა, ესე იგი სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო ნინო გ. ასევე, ბრალდებულია აღნიშნული დანაშაულის არაერთგზის ჩადენისათვის. საქმე ეხება, აფთიაქების მფლობელების მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განხორციელებულ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ კი სხვადასხვა ავტორიზებულ აფთიაქში, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსმა, ბრალდებულმა გია თ.-მ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა 15 აფთიაქი, რის საფუძველზეც ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს მხრიდან, არ მომხდარა რეაგირება აფთიაქების უკანონო საქმიანობაზე. შესაბამისად, სანებართვო პირობების დარღვევაზე არ მომხდარა რეაგირება „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ შესულ სატელეფონო შეტყობინებებზეც და აფთიაქებს ეძლეოდათ საშუალება უნებართვოდ სისტემატიურად ევაჭრათ ფსიქოტროპული მედიკამენტებით, უკანონოდ მიეღოთ დიდი ოდენობით შემოსავალი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, რომელიც ატარებდა სისტემატიურ ხასიათს და განხორციელდა ჯგუფის მიერ. ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახედ - პატიმრობის გამოყენების პირობებში იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი, სწრაფი და შეჯიბრობითობის პრინციპებზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა“, -ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/421707
---
26.09.2018
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ ყველა პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს პატიმრობა შეეფარდ
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი გადაწყვეტილებას შემდეგი რეპლიკით შეხვდა: „რატომ მაპატიმრებთ რატომ? მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!“ სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=80830
კვირა.ჯი- http://kvira.ge/421675
---
26.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513859-gia-tvalavazis-advokati-mosamartle-aris-usamartlo
გია თვალავაძის ადვოკატი - მოსამართლე არის უსამართლო
მაისის შემდეგ მიდის ამ საქმეზე გამოძიება და ყველა გამოძახებისთანავე ცხადდებოდა დაკითხვაზე. რეალურია მიმალვის საფრთხე? - ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ვერ დაასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აფციაურის თქმით, მოსამართლემ არ მიიღო მხედველობაში ბევრი გარემოება, მათ შორის ის, რომ თვალავაძეს თავდებში უდგებოდნენ. "დღევანდელ გადაწყვეტილებას დასაბუთება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, დაუსაბუთებელი იქნება, რადგან პატიმრობის გამოყენების არცერთი საფუძველი არ არსებობდა. მას საკმაოდ ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ თავდებში. ამას რომ თავი დავანებოთ, დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ იყო. ბრალდებამ ბრძანა, რომ მიიმალება თვალავაძე. მაისის შემდეგ გამოძიება მიდის და ყველა გამოძახებაზე ცხადდებოდა დაკითხვაზე. რეალურია მიმალვის საფრთხე? - არა. ზეწოლას მოახდენსო მოწმეებზე, მაგრამ ამის ერთი მტკიცებულება ხომ უნდა იყოს? მოსამართლე არის უსამართლო", - აღნიშნა ლალი აფციაურმა.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/225633-advokati-gia-tvalavazis-winaarmdeg-saqmesi-mtkicebulebad-ertaderti-cveneba-devs
ადვოკატი: გია თვალავაძის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად ერთადერთი ჩვენება დევს
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის გია თვალავაძის ადვოკატი საქმის ძირითად მასალებს უკვე გაეცნო. როგორც ლალი აფციაურმა „პირველს“ განუცხადა, ბრალდება ერთი პირის ჩვენებას ემყარება, სხვა მტკიცებულება კი თვალავაძის წინააღმდეგ არ არსებობს. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული პირი ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებელი თანამშრომელია, რომელსაც ევალებოდა, უშუალოდ შეემოწმებინა ქსელები. ლალი აფციაურის თქმით, თუ გია თვალავაძე დამნაშავეა, მის გვერდით ის ადამიანიც უნდა იჯდეს. „გავეცანი საქმის მასალებს საკმარისად, ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ მოვასწარი, ძალიან მცირე დრო იყო, მაგრამ ის ძირითადი მასალები, რაც მტკიცებულებებს ეხება, რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილია და შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ჩვენებაა, რომელიც მიცემული აქვს ქალბატონს და მეტი სხვა მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში. ამ ჩვენების საფუძველზე არ შეიძლებოდა ბრალი წაყენებოდა, ვინაიდან ერთი მტკიცებულება სხვა რაიმე სახის მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. სხვა შემთხვევაში, თუკი გია თვალავაძე დამნაშავე იყო, მაშინ იმ ქალბატონის რომელმაც ჩვენება მისცა, დანაშაულიც არის გამოკვეთილი. ის ქალბატონიც მაშინ გიას გვერდით უნდა მჯდარიყო“,-განაცხადა ლალი აფციაურმა. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შესულ შეტყობინებებზე, რომელიც წამლების ურეცეპტოდ რეალიზაციას ეხებოდა, რეაგირება ხდებოდა. „უამრავი აფთიაქებია დაჯარიმებული, უამრავ აფთიაქებს აქვს შეწყვეტილი საქმიანობა, მოწმდებოდა, ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. გიას უდანაშაულობას აუცილებლად დავამტკიცებთ“,-აღნიშნა „პირველთან“ საუბარში ლალი აფციაურმა და აქვე დასძინა, რომ თბილისის საქალაქოს მიერ თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას, სააპელაციოში გაასაჩივრებს. ადვოკატი გია თვალავაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვს, ალტერნატივად კი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს. თვალავაძე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი",-განაცხადეს სუს-ში რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე.
---
26.09.2018
ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმის პროკურორი - ბრალდებულთან მიმართებით არსებობს როგორც ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებები
პროკურორის განმარტებით, ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იმ საფრთხეების გათვალისწინებით შეუფარდა, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობდა. როგორც პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა აღნიშნა, სახეზე იყო მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები, რის გამოც სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა. ლილუაშვილის თქმით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო დანარჩენ პირებს ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჩადენის ფაქტზე. "სასამართლომ ექვსივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა, კერძოდ, არსებობდა მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. პროკურატურამ ყველა ბრალდებულის მიმართ წარმოადგინა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით არსებობს როგორც ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებებიდა შესაბამისად სხვა მტკიცებულებებს", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა. რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდება მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს. "რაც შეეხება დანარჩენ 14 პირს, რომელთა დაკავებაც მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა, ესენი არიან იმ აფთიაქებში დასაქმებული პირები. მათი ბრალეულობის ხარისხის და კვალიფიკაციის შესაბამისად სახელმწიფო ბრალდებამ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით რომ მათ მიმართ გამოყენებულო იყოს გირაო", - განაცხადა ლილუაშვილმა. სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
---
26.09.2018
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს გია თვალავაძეს თავდებში ექიმები უდგებიან
ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს გია თვალავაძეს ექიმები და საზოგადო მოღვაწეები თავდებში უდგებიან. მისი თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა დააყენა. ადვოკატმა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რამდენიმე ფორმა შესთავაზა, მათ შორის გირაოს შეფარდება და მისი თავდებით გათავისუფლება. ადვოკატის განმარტებით, თვალავაძეს თავდებში არაერთი ადამიანი უდგება, მათ შორის ცნობილი მედიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. ამასთან, ლალი აფციაურმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ დასახელებული პატიმრობის გამოყენების საფუძვლები დაუსაბუთებელია. ლალი აფციაურის თქმით, პროკურატურას არც ერთი კონკრეტული მაგალითი არ მოუყვანია თუ რომელ მოწმეზე მოხდინა ან შეიძლება მოახდინოს ზეწოლა გია თვალავაძემ. ამასთან, ლალი აფციაურის თქმით, თვალავაძეს გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს და აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/farma-danaxardjebi-saqartveloshi
ფარმა დანახარჯები საქართველოში
ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მოწინავე ადგილს იკავებს. 2016 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში 36%-ს შეადგენს. ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ჯანდაცვაზე სახელწმიფო დანახარჯები მზარდია-2016 წელს დანახარჯი 2-4-ჯერ არის გაზრდილი 2012 წელთან შედარებით. ამავე ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯის ფორმირებაში ჯიბიდან გადახდების წილი იკლებს, თუმცა კვლავ წამყვანია და 2016 წლის მონაცემებით 55,6%-ს შეადგენს. ბარომეტრის მიხედვით, მედიკამენტებზე დანახარჯის წილი ჯიბიდან გადახდებში სტაბილურად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს ბოლო წლების განმავლობაში. ასევე მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი -69% მედიკამენტებზე მოდის.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/kuracio-2022-wlamde-medikamentebze-danaxardji-sashualod-75-it-gaizrdeba-weliwadshi
"კურაციო": 2022 წლამდე მედიკამენტებზე დანახარჯი საშუალოდ 7,5%-ით გაიზრდება წელიწადში
საერთაშორისო ფონდი კურაციო ჯანდაცვის ბარომეტრის მე-11 ტალღის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში, აღნიშნულია, რომ ფარმაცევტული სექტორი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა , ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში წამყვანი წილი (36% ) კვლავ მედიკამენტებზე დანახარჯს უჭირავს. ფონდი აღნიშნავს, რომ წამლების ძირითადი დამფინანსებელი შინამეურნეობებია (97%), ხოლო სახელმწიფოს წილი მცირეა (1%). რადგან მედიკამენტებზე დანახარჯი ზრდის ტემპით ხასიათდება, ფონდ კურაციოს მკვლევარები პროგნოზირებენ, რომ მოსალოდნელია 2022 წლამდე დანახარჯი საშუალოდ 7,5%-ით გაიზრდება წელიწადში. „მედიკამენტებზე დანახარჯის ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ჯანდაცვის მთლაინი დანახარჯის 76% ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მიერ გადახდილი თანხებით არის შედგენილი, რომლებიც მედიკამენტებზე თვეში საშუალოდ 65 ლარს ხარჯავენ. 2012 წლის შემდეგ მედიკამენტების ფასები ზრდის ტნდენციით ხასიათდება. შინამეურნეობების დაახლოებოთ 27,8% აღნიშნავს, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემაა“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მე-11 ტალღაში. აღნიშნული კვლევა ფონდმა კურაციომ 2018 წლის ივნის-ივლისსში ჩაატარა.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/49134-2012-tslis-shemdeg-medikamentebis-fasebi-zrdis-tendenciith-khasiathdeba.html?lang=ka-GE
„2012 წლის შემდეგ მედიკამენტების ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება”
„2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ოჯახის ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი მედიკამენტებზე მოდის და 69 %-ს შეადგენს“ - ამის შესახებ „კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ ბარომეტრის მე-11 ტალღის შედეგებშია აღნიშნული. კვლევა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს. კერძოდ, აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მოწინავე ადგილს იკავებს. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, 2012 წლიდან 2015 წლამდე 6%-ით მოიმატა იმ ოჯახების რაოდენობამ, რომელთაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მოსაზრებებით კი ასეთი ოჯახების მატება მოსახლეობაში ფარმაცევტულ საშუალებებზე დახარჯული თანხების მატებასთან არის დაკავშირებული (სახელმწიფო დანახარჯების მიმოხილვა, მსოფლიო ბანკი 2017). „2012 წლის შემდეგ მედიკამენტების ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ორიგინალ ბრენდებზე ფასების ზრდის მიუხედავად, მათზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა 2-ჯერ უფრო მაღალია გენერიკებთან შედარებით. შინამეურნეობების დაახლოებით 27.8% აღნიშნავს, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემაა. მედიკამენტებზე დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ნაწილისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% განიცდის ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯს. ფარმაცევტული სექტორი რომ ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამაზე ასევე მიუთითებს შემდეგი მონაცემები: ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში წამყვანი წილი (36%) კვლავ მედიკამენტებზე დანახარჯს უჭირავს; წამლების ძირითადი დამფინანსებელი შინამეურნეობებია (97%), ხოლო სახელმწიფოს წილი მწირია (1%) მედიკამენტებზე დანახარჯი ზრდის მაღალი ტემპით ხასიათდება და მოსალოდნელია, რომ – 2022 წლამდე დანახარჯი საშუალოდ 7.5%-ით გაიზრდება წელიწადში. მედიკამენტებზე დანახარჯის ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის: ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯის 76% ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მიერ გადახდილი თანხებით არის შედგენილი, რომლებიც მედიკამენტებზე თვეში საშუალოდ 56 ლარს ხარჯავენ. ბარომეტრის რესპონდენტები საკუთრივ ფარმაცევტული სექტორის გამოწვევებად, მედიკამენტების მაღალი ფასების გარდა, მედიკამენტების დაბალ ხარისხს; ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს; პოლიპრაგმაზიას და სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ ბაზარს მიიჩნევენ. ფარმაცევტულ სექტორში არაკონკურენტულ გარემოსა და სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ სფეროზე სხვა წყაროებიც მიუთითებენ. კერძოდ, ფარმაცევტული ბაზრის ნაკლებ კონცენტრაციასა და ბაზრის მნიშნვნელოვანი ნაწილის - დაახლოებით 70- 75% ოთხ-ხუთ მსხვილ კომპანიაზე გადანაწილებაზეა საუბარი. სწორედ სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ სფეროს უკავშირებენ საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატის მკვეთრ ზრდას,“-აღნიშნულია კვლევაში.
---
26.09.2018
თამილა ბარკალაია - პირველი აგვისტოდან დღემდე შემოწმებული მაღალი რისკის 30 კომპანიიდან 80%-ში საშუალო რისკის შეფასება დადგინდა
პირველი აგვისტოდან დღემდე შემოწმებული მაღალი რისკის შემცველი 30 კომპანიიდან 80%-ში საშუალო რისკის შეფასება დადგინდა, მათ შორის არც ერთ კომპანიაში არ ყოფილა შრომის უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა, რომელიც სასტუმრო “ბილტმორში” შრომის საერთაშორისო პროფკავშირების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. მისი თქმით, თუ შემოწმებულმა კომპანიებმა მათთვის გაცემული რეკომენდაციები არ შეასრულეს, კანონით გათვალისწინებული სანქცირების მექანიზმები ამოქმედდება. „პირველი აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 30 კომპანია იქნა შემოწმებული და ინსპექტირება ჩატარებული. ამ 30 კომპანიიდან დაახლოებით 80%-ში იყო საშუალო რისკის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები გაცემული. არც ერთი კომპანია არ ყოფილა, სადაც სრულად იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები. შესაბამისად, ყველა კომპანიას გაეცა რეკომენდაცია, ამ რეკომენდაციების შესასრულებლად გონივრული ვადა არის მიცემული და ამ გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვენ უკვე ვემზადებით რემონიტორინგისთვის და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული, ამოქმედდება სანქცირების ის მექანიზმები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ბარკალაიამ.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513767-irakli-petriashvili-shromis-inspekciis-mokmedebis-areali-unda-gapartovdes
ირაკლი პეტრიაშვილი - შრომის ინსპექციის მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს
შრომის ინსპექციის მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს, - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა სასტუმრო "ბილტმორში" განაცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია იმართება. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. "პროფკავშირებმა 2006 წლიდან მოვახერხეთ, რომ გვაქვს შრომის ინსპექცია. თუმცა, შრომის ინსპექცია უნდა იყოს 81-ე კონვენციის შესაბამისი, რისი ვალდებულებაც საქართველოს აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიმართებაში და ასევე ევროკავშირთან ასოცირების კუთხით. ამ მხრივ ჩვენ ჩამოვრჩებით ვალდებულებების შესრულებას. ჩვენი მოქალაქეების ინტერესია, რომ ადამიანს სამსახურში წასვლისას სახლში მშვიდობით დაბრუნების გარანტია ჰქონდეს. ამ კუთხით პრობლემები დიდია. შრომის ინსპექციას უნდა გაუფართოვდეს მოქმედების სფეროს არეალი. მას უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. კონფერენცია ორდღიანია და მისი ორგანიზატორები არიან: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/421657
სოფო კილაძე: ჩვენი საზრუნავია ადამიანი, მისთვის უსაფრთხო გარემოს, ღირსეული შრომის პირობების შექმნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა შსო-ს 81-ე შრომის ინსპექციის შესახებ კონვენციასა და 1995 წლის შესაბამის პროტოკოლთან”, სიტყვით გამოვიდა. „ჩემთვის დიდი პატივია აქ მოგმართოთ სიტყვით, რადგანაც ეს არის კონფერენცია, რომელიც ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება და ადამიანურ ტრაგედიებს უკავშირდება. ეს საკითხი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მწვავედ და აქტიურად იდგა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგში. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ არაერთი დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანი სამუშაო ადგილზე”, – განაცხადა სოფო კილაძემ. დეპუტატის თქმით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანაა, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ამ რისკებს და ქვეყანას თავიდან ააცილებს ასეთ ადამიანურ ტრაგედიებს. „ჩვენი საზრუნავია ადამიანი, მისთვის უსაფრთხო გარემოს, ღირსეული შრომის პირობების შექმნა, და ეს, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ბოლო წლებში ცვლილებების რამდენიმე პაკეტი შევიმუშავეთ. ერთი, რომელიც წელს მივიღეთ, უკვე ამოქმედდა. ჩვენ უკვე აქტიური დისკუსია გვაქვს პარლამენტში ცვლილებების ახალი პაკეტის ირგვლივ, რომელიც უკავშირდება სწორედ შრომის ინსპექციას, 1947 წლის კონვენციას და 1955 წლის ოქმს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გვყავდეს ძლიერი შრომის ინსპექცია, რომელიც უზრუნველყოფს იმ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების მონიტორინგს, რომელიც უკვე გვაქვს კანონმდებლობაში. მთავარი არის, რომ მან შეასრულოს თავისი ვალდებულება, ჰქონდეს ფართო უფლებამოსილება და ამით მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული დასაქმებულის უფლებები”, – აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტი აღნიშნული ცვლილებების პაკეტს მიიღებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს შექმნის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების დაცვის ძალიან მყარ გარანტიებს”, -განაცხადა დეპუტატმა. ორ-დღიანი რეგიონალური კონფერენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ITUC და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების GTUC ორგანიზებით იმართება.
---
26.09.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513802-kutaisis-klinikashi-cqaltubodan-intoksikaciis-nishnebit-gadaqvanili-6-bavshvi-am-dromde-rcheba
ქუთაისის კლინიკაში წყალტუბოდან ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი 6 ბავშვი ამ დრომდე რჩება
ქუთაისის კლინიკაში წყალტუბოდან ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი 6 ბავშვი ამ დრომდე რჩება. როგორც კლინიკა "მედიქალ სითის" ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე „ინტერპრესნიუსსთან“ საუბარში აცხადებს, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან უახლოეს მომავალში გაეწერებიან. მისივე თქმით, ინტოქსიკაციის გამო ახალი მიმართვიანობა არ ყოფილა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ქუთაისის კლინიკაში დაახლოებით 30 ბავშვი მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
---
26.09.2018
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბათუმში 164 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდა. უწყების ინფორმაციით, გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის. ამასთან, როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი ბათუმში რეგისტრირებულმა 142-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72013
ნიუს.ჯი- https://news.ge/batumshi-164-devnil-ojaxs/
---
ბეჭდვითი მედია
27.09.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ ყველა პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი გადაწყვეტილებას შემდეგი რეპლიკით შეხვდა: „რატომ მაპატიმრებთ რატომ? მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!“ სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
---
27.09.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
"მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!" გია თვალავაძეს და 5 პირს პატიმრობა შეეფარდა
სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი გადაწყვეტილებას შემდეგი რეპლიკით შეხვდა: „რატომ მაპატიმრებთ რატომ? მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!“ პროკურორის განმარტებით, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იმ საფრთხეების გათვალისწინებით შეუფარდა, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობდა. როგორც პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა აღნიშნა, სახეზე იყო მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები, რის გამოც სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა. ლილუაშვილის თქმით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო დანარჩენ პირებს ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჩადენის ფაქტზე. “სასამართლომ ექვსივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა, კერძოდ, არსებობდა მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. პროკურატურამ ყველა ბრალდებულის მიმართ წარმოადგინა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით არსებობს როგორც ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებებიდა შესაბამისად სხვა მტკიცებულებებს”, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა. რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდება მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს. “რაც შეეხება დანარჩენ 14 პირს, რომელთა დაკავებაც მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა, ესენი არიან იმ აფთიაქებში დასაქმებული პირები. მათი ბრალეულობის ხარისხის და კვალიფიკაციის შესაბამისად სახელმწიფო ბრალდებამ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყოს გირაო”, – განაცხადა ლილუაშვილმა. … სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა კი არა, ამას უფრო ბრძანებას დავარქმევდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული ნათელა მამულაშვილის ადვოკატმა ნათია სირაძემ განუცხადა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადვოკატის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. “სასამართლომ ყოველგვარი განმარტების და დასაბუთების გარეშე გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მან უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა კი არა, ამას უფრო ბრძანებას დავარქმევდი, მიუხედავად იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების არც მიზანი, არც საფუძველი და არც დასაბუთებული შუამდგომლობა პროკურატურას არ წარმოუდგენია. 63 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიება, როგორიც პატიმრობაა, შეუფარდეს მაშინ როცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, არც ვარაუდი, რომ დაიმალება, პირქით, ექვსივე ბრალდებული თანამშრომლობდა გამოძიებასთან, კეთილსინდისიერად ცხადდებოდა დაკითხვებზე, ჩვენებებს აძლევდა და მათი მხრიდან არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ნათია სირაძემ. … ”მაისის შემდეგ მიდის ამ საქმეზე გამოძიება და ყველა გამოძახებისთანავე ცხადდებოდა დაკითხვაზე. რეალურია მიმალვის საფრთხე?” – ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ვერ დაასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აფციაურის თქმით, მოსამართლემ არ მიიღო მხედველობაში ბევრი გარემოება, მათ შორის ის, რომ თვალავაძეს თავდებში უდგებოდნენ. “დღევანდელ გადაწყვეტილებას დასაბუთება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, დაუსაბუთებელი იქნება, რადგან პატიმრობის გამოყენების არცერთი საფუძველი არ არსებობდა. მას საკმაოდ ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ თავდებში. ამას რომ თავი დავანებოთ, დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ იყო. ბრალდებამ ბრძანა, რომ მიიმალება თვალავაძე. მაისის შემდეგ გამოძიება მიდის და ყველა გამოძახებაზე ცხადდებოდა დაკითხვაზე. რეალურია მიმალვის საფრთხე? – არა. ზეწოლას მოახდენსო მოწმეებზე, მაგრამ ამის ერთი მტკიცებულება ხომ უნდა იყოს? მოსამართლე არის უსამართლო”, – აღნიშნა ლალი აფციაურმა. სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
---