From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-28.09.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; gogi.patsatsia1@gmail.com; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 28.09.2018 08:55
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 28.09.2018

ტელევიზია

28.09.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 08:00

შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე - დავით რაქვიაშვილი სერგეენკოს უწყების და აშშ-ის საელჩოს დახურული მიმოწერის გაჟონვის ფაქტს ეხმაურება. „ეს არ არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან პირველი თავდასხმა და დისკრედიტაციის მცდელობა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მიმართებაში. ვერავითარი მაკომპრომეტირებელი მასალა ვერ იქნებოდა იმ მიწერ-მოწერაში. ეს ყველაფერი არის მოგონილი რუსული პროპაგანდის. ეს არ არის შეტევა ერთ მინისტრზე, ეს არ არის შეტევა ერთ ინსტიტუციაზე, ეს არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და შესაბამისად ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძალიან მტკიცე,“-განაცხადა დავით რაქვიაშვლმა.

http://rustavi2.ge/ka/news/114722

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5581878

---

 

28.09.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 08:00

სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში - ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ჯანდაცვის მინისტრისა და აშშ-ს საელჩოს მიმოწერისა და დოკუმენტაციის რუსეთში მოხვედრას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ინფორმაციის გაჟონვა მსოფლიო დონის პრობლემაა.

http://rustavi2.ge/ka/news/114734

---

 

28.09.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე ჩაფიძის კლინიკაში რჩება. მისი უფლებადამცველის ინფორმაციით, თვალავაძე 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ არის და მედიკოსები სხვადასხვა გამოკვლევას უტარებენ, როდის დატოვებს ის საავადმყოფოს ამ დრომდე უცნობია. თვალავაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გულ-მკერდის მწვავე ტკივილის გამო გუშინ გადაიყვანეს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე 24 სექტემბერს დააკავეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5581782

---

 

27.09.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

სერგეენკოს უწყებისა და აშშ-ის საელჩოს დახურული მიმოწერა მოსკოვში - კრემლთან დაახლოებული მედია ბიოლოგიური იარაღის შექმნის საფრთხეზე წერს

http://rustavi2.ge/ka/news/114709

რუსთავი2 -კურიერი 18:00- http://rustavi2.ge/ka/news/114696

---

 

27.09.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე პირების პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ვეტერანები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ არიან დარჩენილი და არც 22 ლარიანი პენსია ყოფნით. დღესვე დავით ბაქრაძე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა, დევნილებს ყველაზე მეტად ბინების დაკანონების პრობლემა აწუხებთ და აცხადებენ, რომ დევნილის ისედაც მცირე თანხიანი დახმარების გამო, სოციალურ შემწეობას უხსნიან.

http://rustavi2.ge/ka/news/114699

---

 

27.09.2018

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

წლის და რვა თვის ნინა გურგენიძეს დახმარება სჭირდება. ნინას აქვს უმძიმესი დიაგნოზი – ოსტეოსარკომა. ის მშობლებთან ერთად გერმანიაში იმყოფება. საჭიროა 160 000 ევროს შეგროვება, რომ ჩაუტარდეს გამოკვლევები და მკურნალობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5581572

---

 

27.09.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

დევნილთა პირთა მომსახურების დეპარტამენტში, დევნილებისთვის, განსახლების რამდენიმე პროგრამა არსებობს

https://imedinews.ge/ge/video/12731/devnilta-pirta-momsakhurebis-departamentshi-devnilebistvis-gansakhlebis-ramdenime-programa-arsebobs

---

 

27.09.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მთავრობისგან მოითხოვს სერვისების განვითარების სააგენტოდან რამდენიმე თვის წინ უკონკურსოდ დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ძმა გაათავისუფლონ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ნიკოლოზ სერგეენკოს მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დანიშვნა ნეპოტიზმია. დღეს ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ დავით სერგეენკოს ძმის დანიშვნის შესახებ არაფერი იცის. თუ როგორ მოხვდა სერვისების განვითარების სააგენტოში ნიკოლოზ სერგეენკო, ვრცელი განმარტება საკრებულოს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გააკეთეს.

http://rustavi2.ge/ka/news/114705

--

ტვ იბერია-ბიზნესკოდი- ოპოზიციის ბრალდება ჯანდაცვის მინისტრს - თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი

http://www.iberiatv.ge/ka/gadacemebi/biznes-kodi/article/19550-opoziciis-braldeba-jandacvis-ministrs

---

 

27.09.2018

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

ექიმის არაზუსტმა დიაგნოზმა 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა.  კლინიკაში ტრავმით შეყვანილი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობაზე ტრავმატოლოგმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ერეკლე მელაძის მდგომარეობა მძიმე არ იყო, რასაც კინაღამ ბავშვის კიდური შეეწირა. ხელის მოტეხილობის შემდეგ, პატარა მისმა მშობლებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, შემდეგ კი, იმ იმედით რომ ბავშვს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, სახლში წაიყვანეს. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც ის, თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს რომელსაც ოპერაცია ესაჭიროებოდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგმა ლუარსაბ მეტრეველმა მხოლოდ თაბაშირი დაადო. თავად ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა აქვე იმასაც ამბობს, რომ ოპერაცია რომელიც აუცილებელი იყო, არ ჩაუტარებია.  იგივე წერია მის მიერ გამოწერილ ფორმა ასში, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვს არა ოპერაცია, არამედ კონსულტაცია ჭირდება. ტრავმატოლოგი იმასაც აღიარებს, რომ შესაბამისი პროცედურების და ბავშვებთან ოპერაციის ჩატარების კვალიფიკაცია მას არ აქვს, თუმცა საპიროსპიროს ამტკიცებს თავად იმ საავადმყოფოს ადმინისტრაცია, სადაც ექიმი მუშაობს. დარღვევა აღმოჩნდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის შევსებულ ხარჯთაღრიცხვაშიც, სადაც მითითებულია, რომ ექიმმა პაციენს ნოვოკაინი გაუკეთა, თუმცა ტრავმატოლოგი აღიარებს რომ პაციენტს ანესთეზია არ გაჰკეთებია. დაზარალებული მშობლები დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ. 

https://palitranews.ge/video/bavshvebtan-operatsiis-ketebis-gamotsdileba-ar-makvs-ekim-travmatologis-arazustma-diagnozma-3-tslis-bavshvis-janmrteloba-safrtkhis-kvesh-daaqena

---

 

27.09.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:იმედის დილა

საქართველოში შრომის საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა ნაადრევია და ეს მოდელი როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის არაერთ რისკს შეიცავს. ასე აფასებენ სპეციალისტები საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოში მომსახურების საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს მოდელი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე უნდა განიხილონ, რათა ამ მიმართულებით არსებული რისკები გაანალიზდეს. ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია. გოჩა ალექსანდრია:"შრომის ინსპექცია ჯერ არ არის ისე ძლიერი და იმ ფუნქციებით აღჭურვილი, როგორიც უნდა იყოს და ამიტომ საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა მრავალ რისკს წარმოშობს".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579534

---

 

27.09.2018

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 15:00

გაერო-ს ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი სხდომის თავმჯდომარედ დავით სერგეენკო აირჩიეს. სესიაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს მიჰყავდა, სიტყვით ბილ გეიტსი გამოვიდა. მონაწილე 162 წარმომადგენელს შორის იყვნენ ჯანდაცვის მინისტრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და გეგმები განიხილეს. დავით სერგეენკომ აქცენტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობაზე გააკეთა.

https://1tv.ge/video/tuberkulozis-winaaghmdeg-brdzolisadmi-midzghvnili-skhdoma-gaero-shi/

--

იმედი-ქრონიკა17:00- (დრო 24:59)- გაეროს 73-ე სერიის ფარგლებში გაიმართა პანელი რომელიც მსოფლიოში ტუბერკულოზისბრძოლას ეძღვნებოდა, მას დავით სერგეენკო თავმჯდომარეობდა. ღონისძიებაზე ერთ-ერთი გამომსვლელი კომპანია მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იყო.

https://www.imedi.ge/ge/video/28471/qronika-1700-saatze--27-seqtemberi2018-tseli

--

რუსთავი 2-კურიერი 15:00-საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გაეროს ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული პანელის თავმჯდომარე იყო. პანელი მსოფლიოში ტუბერკულოზის წინაღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა მსოფლიოში ტუბერკულოზის დამარცხების გზებზე ისაუბრეს. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დავით სერგეენკომ ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

http://rustavi2.ge/ka/news/114691

--

I არხი-მოამბე 09:00- გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრი. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა დავით სერგეენკომ ნიუ იორკში გაეროს ბავშვთა ფონდში გამართა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა განაცხადა, რომ „იუნისეფი“ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. დავით სერგეენკო: „გაჟღერდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა იმ დაავადებების სამართავად რომელიც კვლავაც რჩება სიკვდილობის მთავარ მიზეზათ, კონკრეტულად გამოიყო ტუბერკულოზი და გამოიყოფა უკვე მიმდინარე შეხვედრებზე არაგადამდები დაავადებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა იმისათვის რომ ამ დაავადებებთან ბრძოლა უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული გახდეს“

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579084

--

იმედი - ქრონიკა 08:00- დავით სერგეენკო: „შეხვედრა გვქონდა იუნისეფის ტოპ მენეჯმენტთან. ისინი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, რაც აქამდეც გვქონდა. ჩვენი სათხოვარი იყო კონკრეტული მხარდაჭერა იმ რეფორმის ფარგლებში, რასაც ახლა ვაპირებთ და რასაც შეიძლება ეწოდოს სოციალური დახმარების, როგორც დასაქმების დემოტივატორის ფაქტორის შემცირება“

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579165

---

 

27.09.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

გია თვალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. დავით სერგეენკომ პირველი კომენტარი გააკეთა გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებით

https://www.imedi.ge/ge/video/28481/gia-tvaladze-penitentsiuri-datsesebulebidan-chapidzis-klinikashi-gadaikvanes

--

I არხი -მოამბე 12:00-გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი. ნიუ იორკში ვიზიტად მყოფმა დავით სერგეენკომ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსის საქმეზე პირველი არხის შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გადაწყვეტილებები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

https://1tv.ge/video/jandacvis-ministris-komentari/

--

მაესტრო-დღის ამბები 12:00- სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში გადაიყვანეს. დავით სერგეენკომ პირველი კომენტარი გააკეთა.

https://imedinews.ge/ge/video/12699/sameditsino-saqmianobis-regulirebis-sakhelmtsipo-saagentos-kopili-khelmdzgvaneli-klinikashi-gadaikvanes

--

რუსთავი2-კურიერი 08:00- დავით სერგეენკოს პირველი კომენტარი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებაზე. დავით სერგეენკო ამბობს, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გია თვალავაძის დაკავება უწყების იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. მინისტრის თქმით, ყველა კითხვას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა. „მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა სამინისტროს რეპუტაციაზე ამა იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც ამან იმოქმედა. რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე,“-აცხადებს დავით სერგეენკო.

http://rustavi2.ge/ka/news/114617

---

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00- სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტი კლინიკაში გულ-მკერდის არეში მწვავე ტკივილით მიიყვანეს. დიაგნოზი კი მწვავე კორონალური სინდრომი აღმოჩნდა. ექიმის ინფორმაციით, აღნიშნული სინდრომი შესაძლოა ინფარქტის წინაპირობაც გახდეს. გია თვალავძე ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი თვალავაძის დაკავების საქმეს. დავით სერგეენკო გია თვალავაძეს დადებითად ახასიათებს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5581476

--

I არხი - მოამბე 09:00- დავით სერგეენკო: „გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579085

---

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-ჩაფიძიას კლინიკაში გია თვალავაძეს გამოკვლევები უტარდება. ჯადნაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, გულზე ჩივილებით გუშინ ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა, რომელიც აშშ-ში იმყოფება. დავით სერგეენკო: "საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ და მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579972

---

 

27.09.2018

არხი:  რუსთავი2

გადაცემა: კურიერი 08:00

სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება - დაკავებული გია თვალავაძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

http://rustavi2.ge/ka/news/114616

--

იმედი - ქრონიკა 14:00- პირველი ვიდეო ფაილი: სააფთიქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული გია თვალავაძე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. მას გულ-მკერდის არეში ტკივილით აღენიშნებოდა. თავალვაძეს ახლა გამოკვლევები უტარდება. უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ის კლინიკაში. თვალავაძეს სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მეორე ვიდეო ფაილი: გია თვალავაძეს მისი ხელმძღვანელი, მინისტრი დავითს ერგეენკო დადებიტად ახასიათებს. სერგეენკო საზოგადოებას ახსენებს, რომ გია თვალავძე ჯერ ისევ ბრალდებულია და ობიექტური გადაწყვეტილება სასამართლომ უყნდა გამოიტანოს. დავით სერგეენკო: "საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ და მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5580038

---

იმედი - ქრონიკა 09:00- ქიმის განცხადებით. პაციენტი კლინიკაში გულ-მკერდის არეში მწვავე ტკივილით მიიყვანეს. დიაგნოზი კი მწვავე კორონალური სინდრომი აღმოჩნდა. ექიმის ინფორმაციით, აღნიშნული სინდრომი შესაძლოა ინფარქტის წინაპირობაც გახდეს, ამიტომაც თვალავაძეს ყველა შესაძლო გამოკვლევა უტარდება. რამდენხანს დარჩება ის კლინიკაში ჯერჯერობით უცნობია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579142

--

იმედი - ქრონიკა 11:00- ქიმის განცხადებით. პაციენტი კლინიკაში გულ-მკერდის არეში მწვავე ტკივილით მიიყვანეს. დიაგნოზი კი მწვავე კორონალური სინდრომი აღმოჩნდა. ექიმის ინფორმაციით, აღნიშნული სინდრომი შესაძლოა ინფარქტის წინაპირობაც გახდეს, ამიტომაც თვალავაძეს ყველა შესაძლო გამოკვლევა უტარდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5579478

--

27.09

რუასთავი2- კურიერი 21:00- სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება - დაკავებული გია თვალავაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

http://rustavi2.ge/ka/news/114609

---

 

 

 

 

ინტერნეტი

28.09.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514170-samedicino-sakmianobis-regulirebis-saagentos-qopili-uprosi-gia-tvalavaze-klinikashi-rcheba

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე კლინიკაში რჩება

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, თვალავაძის ოჯახის წევრების მოთხოვნით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ. თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცირე კომენტარი გუშინ მხოლოდ მისმა ადვოკატმა გააკეთა, რომლის თქმითაც, ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. შეგახსენებთ, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გია თვალავაძე ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 26 სექტემბერს გულის შეტევით გადაიყვანეს.

---

 

28.09.2018

მედიასაშუალება: http://bpi.ge/sashishpirobebiani-samushaoebis-ekonomikur-saqmianobatha-reestrshi-registratsiis-vada-itsureba/

საშიშპირობებიანი სამუშაოების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვადა იწურება

მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვადა იწურება. ბიზნესომბუდსმენის აპარატი შეახსენებს ამ სფეროში საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს, რომ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 1 ოქტომბრამდე უნდა დაარეგისტრირონ. საქმიანობის რეგისტრაციისათვის პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს. აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის N381 დადგენილებით საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, იხილეთ ჩამონათვალი:

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=184971-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90,%20%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

მოსკოვში აღმოჩენილი მიმოწერა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით - სერგეენკო პირველ კომენტარს აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტროსა და შეერთებული შტატების საელჩოს შორის დახურული მიმოწერა მოსკოვში აღმოჩენის საკითხს, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, საქართველოშიც კიბერშეტევა განხორციელდა და ინფორმაცია მედიასაშუალებებმა ჰაკერული წესით მოიპოვეს. „მე გამიჭირდება ექსპერტული შეფასება გავაკეთო, მაგრამ მე რაც საინფორმაციო სივრცეში გამიგია, ასეთი კიბერთავდასხმები და ინფორმაციის არალეგალური მოპოვება სამწუხაროდ იშვიათი არაა დღევანდელ დღეს და მე ვფიქრობ რომ იგივე სცენარი განვითარდა აქაც. ეს საბუთები რაცაა, ეს არის საქმიანი მიმოწერა და ამის უკან არაფერი არ დგას.

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1538063778-%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სერგეენკოსა და აშშ-ს საელჩოს მიმოწერა რუსეთში აღმოჩნდა

ხელისუფლება კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - ჯანდაცვის მინისტრისა და ამერიკის საელჩოს მიმოწერა, რომელიც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობას შეეხებოდა, მოსკოვში აღმოჩნდა - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. "კურიერის" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტმა ქვეყანამ მინისტრ სერგეენკოს წერილები პროპაგანდისტულ იარაღად აქცია. "საგანგაშოც და სიახლეც არის ის, რომ ამ შემთხვევაში ეს კონსპირაციები ეყრდნობა იმ დოკუმენტებს და წერილებს, რომლებიც გაიჟონა ჯანდაცვის სამინისტროდან და ეს არ არის მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაცია ეს არის პირადი მიმოწერა ელექტრონული მიმოწერა მინისტრსა და სხვა პირებს შორის,“ - ამბობს "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარი სოფო გელავა. როგორც გელავა აცხადებს, სამინისტროდან პირადი მიმოწერის გარდა, ასევე გაჟონა აშშ-დან გამოგზავნილმა დახურულმა წერილებმა. „თვითონ ეს წერილები და დოკუმენტები, რასაც ჟურნალისტი იყენებს მასალაში ცალკე აღებული კონსპირაციას ვერ ამტკიცებს და არ არის დაკავშირებული იმ მითებთან, რასაც ის ლუგარის ლაბორატორიაზე ავრცელებს, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტაცია თუ მართლა ჟონავს ჯანდაცვის სამინისტროდან ეს არის გამოსაძიებელია და სამინისტრომ ამის წინააღმდეგ უნდა მიიღოს ზომები,“ - განაცხადა "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარმა სოფო გელავამ. ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტაციის გაჟონვის საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა. როგორც "პრაიმტაიმს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება:    http://www.tabula.ge/ge/story/137419-mdf-jandacvis-utskebidan-gazhonili-tserilebi-kremlis-mediam-simulaciistvis-gamoikena

MDF: ჯანდაცვის უწყებიდან გაჟონილი წერილები კრემლის მედიამ სიმულაციისთვის გამოიყენა

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, კრემლთან დაახლოებულ მედიაში ჯანდაცვის სამინისტროდან დოკუმენტაციამ გაჟონა, რაც ამ მედიამ სიმულაციებისთვის გამოიყენა. ორგანიზაციამ კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია იკვლია. MDF-ის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, 2018 წლის 25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს. სტატიის მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის 11 სექტემბრის პრესკონფერენცია და დოკუმენტები, თითქოს თბილისში მდებარე "ლუგარის ლაბორატორიაში" ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან; ასევე, ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას 12 სექტემბრის სტატია სათაურით - “ამერიკელი დიპლომატები საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში ადამიანის სისხლითა და პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ". სტატია და თანდართული ფოტომასალა Al-Mayadeen TV-ს სახელით არის გამოქვეყნებული, რომელიც ბაშარ ალ-ასადის და ტერორისტული ორგანიზაცია “ჰეზბოლას” მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. გაინტაჯიევას სტატია 16 სექტემბერს გაავრცელა პორტალმა Zero Hedge, ხოლო 14 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხმა “Звезда” გამოაქვეყნა გაიტანჯიევას ინტერვიუ, რომელშიც ის კვლავ საქართველოში სისხლის უჯრედების იმპორტზე საუბრობს. რუსულ მედიაში ლუგარის თემის “გაცოცხლება” ქრონოლოგიურად რუსეთის 2 მოქალაქის მიმართ ბრიტანეთის მთავრობის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ემთხვევა, რომელთაც 2018 წლის 4 მარტს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ედებათ ბრალი. რუსეთის მიმართ წარდგენილი ბრალდებების გადაფარვის მიზნით, კრემლის მედიამ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის საფრთხედ წარმოჩენის თემა, რომელსაც ის 2012 წლიდან მუდმივად ქმნის, კვლავ გაააქტიურა.

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=184967-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

"კალაძემ დასაქმების მინისტრის ძმა დაასაქმა მერიაში" - ენმ სერგეენკოსა და კალაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

“ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მმართველი გუნდი მაღალანაზღაურებად პოზიციზე საკუთარ ნათესავებს კონკურსის გავლის გარეშე ნიშნავს. ოპოზიციის წარმომადგენელს მაგალითად დავით სერგეენკოს ძმის შემთხვევა მოჰყავს და ჯანდაცვის მინისტრს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილი თბილისის მთავრობისგან მოითხოვს სერვისების განვითარების სააგენტოდან რამდენიმე თვის წინ უკონკურსოდ დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ძმა გაათავისუფლონ. „საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან, ანუ კახი კალაძემ მოწყალება გაიღო და ჯანდაცვის და დასაქმების მინისტრის დავით სერგეენკოს ძმა დაასაქმა მერიაში. დაასაქმა სამსახურში, რომელიც დაკავებულია დანა-ჩანგლის ხმარების სწავლებით. ყოველთვიურად სერგეენკოს ძმა, დეპუტატზე მეტს, 3 ათას ლარზე მეტს ღებულობს. ის რამდენიმე თვეა მერიაში მუშაობს და მისმა ანაზღაურებამ 15 ათას ლარს გადააჭარბა. მოხდეს სასწრაფოდ ამ ადამიანთან ხელშეკრულების გაწყვეტა, მითუმეტეს რომ დანიშნეს ყოველგვარი კონკურის და შეფასების გარეშე.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. დღეს ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ დავით სერგეენკოს ძმის დანიშვნის შესახებ არაფერი იცის. „ვინ არის დანიშნული? არ ვიცი, ვერ გეტყვით, მიმართეთ სერვისების სააგენტოს და ის გაგცემთ პასუხს. 22 ათასი თანამშრომელი მუშაობს მერიაში და როგორ ფიქრობთ მათ დანიშვნაში პირადად მერია ჩართული? რა მნიშვნელობა აქვს ვინც არ უნდა იყოს კითხეთ ხელმძღვანელს და გაგცემთ პასუხს“- განაცხადა კახა კალაძემ. სერვისების განვითარების სააგენტოში ნიკოლოზ სერგეენკოს დასაქმების შესახებ , ვრცელი განმარტება საკრებულოს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გააკეთეს. „თემა ეხება ვებდიზანის სპეციალისტის დროებით, გარკვეული ვადით აყვანას, ვაკანსია ჯობ,ჯი-ზე 2018 წლის თებერვლის თვეში გამოცხადდა. შეირჩა პირველ ეტაპზე 10 განაცხადი. ეტაპების გავლის და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ შეირჩა ეს პიროვნება, რომელსაც აქვს 14 წლიანი გამოცდილება ამ სექტორში. მცდელობა რომ ეს ნეპოტიზმში გაიყვანონ ადასტურებს იმას რომ აგონიაში არიან.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 10 ივნისის მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. სააგენტოს მიზნებია , თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვითა და გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების: ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა , ერთიანი გეოსივრცით მონაცემთა ელექტრონული სისტემების დანერგვა და განვითარება, ელექტრონული საქმისწარმოების გამარტივების პროცესის ხელშეწყობა

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514006-irakli-zarkua-davit-sergeenkos-zma-garkveuli-produktis-shesakmnelad-droebit-aris-aqvanili-meriis-servisebis-ganvitarebis-samsaxurshi

ირაკლი ზარქუა - დავით სერგეენკოს ძმა, გარკვეული პროდუქტის შესაქმნელად, დროებით არის აყვანილი მერიის სერვისების განვითარების სამსახურში

საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ძმა მერიაში დროებით, კონკურსის საფუძველზე არის აყვანილი. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის დღევანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, დავით სერგეენკოს ძმა ნეპოტიზმის საფუძველზე დასაქმდა მერიაში, სიცრუეა. "დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ ისინი აგონიაში არიან. თემა ეხება ვებდიზაინერის სპეციალისტის დროებით აყვანას. შესაბამისი ვაკანსია jobs.ge-ზე 2018 წელს გამოცხადდა. ვაკანსიაზე პირველ ეტაპზე შეირჩა 10 განაცხადი. შემდეგ გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ შეირჩა ეს ადამიანი, რომელსაც 14-წლიანი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. მას აქვს დამთავრებული სამხატვრო აკადემია ანუ დიპლომირებული სპეციალისტია. იგი დროებით, გარკვეული პროდუქტის შესაქმნელად არის აყვანილი მერიის სერვისების განვითარების სამსახურში. „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, რომ ეს საკითხი ნეპოტიზმში გაიყვანონ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აგონიაში არიან, ცდილობენ ყველა პროცესიდან სარგებელი მიიღონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ",- განაცხადა ზარქუამ.

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/tabloidi/79087/davit-sergeenkos-dzmam-levan-khabeishvils-kurebiani-k-utsoda

დავით სერგეენკოს ძმა ლევან ხაბეიშვილს...

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ძმა, ნიკა სერგეენკო საკრებულოს ნაციონალი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლევან ხაბეიშვილმა დღეს პრესას განუცხადა, რომ კალაძემ ის ძმის შუამდგომლობით თითქოს მერიაში დაასაქმა და ხელფასის სახით 3 ათასი ლარი დაუნიშნა.  ნიკა სერგეენკოს თქმით, მისმა ძმამ დღეს, სწორედ ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ შეიტყო, სად მუშაობს ის. „მიმუშავია ბევრგან - დიდ, თუ პატარა კომპანიებში, სახელმწიფო სექტორშიც (ცოტა), ფრილანსზეც, უმუშევარიც ვყოფილვარ (შეკვეთების გარეშე ანუ) და მეგობრების დახმარებითაც გამიტანია თავი რაღაც პერიოდი. დათოსთვის “დასაქმებაზე” ლაპარაკი არასოდეს მიკადრებია, საკუთარი თავისთვისაც (ისე, ზოგადად, პრინციპულად გამოუსადეგარია მსგავსი საქმეებისათვის და მათ შორის მაგიტომაც ვცემ პატივს)“, - წერს ნიკა სერგეენკო.

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-gaero-s-generaluri-asambleis-farglebshi-iunisefis-warmomadgenlebs-shekhvda/

დავით სერგეენკო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში „იუნისეფის“ მენეჯმენტს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა დავით სერგეენკომ ნიუ იორკში გაეროს ბავშვთა ფონდში გამართა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა განაცხადა, რომ „იუნისეფი“ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ქართულმა მხარემ ორგანიზაციის მენეჯმენტს კონკრეტული რეფორმის მხარდაჭერა სთხოვა, რაც ეხება სოციალურ დახმარებებს. „შეხვედრა გვქონდა იუნისეფის ტოპ მენეჯმენტთან. ისინი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, რაც აქამდეც გვქონდა. ჩვენი სათხოვარი იყო კონკრეტული მხარდაჭერა იმ რეფორმის ფარგლებში, რასაც ახლა ვაპირებთ და რასაც შეიძლება ეწოდოს სოციალური დახმარების, როგორც დასაქმების დემოტივატორის ფაქტორის შემცირება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. დავით სერგეენკო გამოეხმაურა ასევე გენერალური ასამბლეის წლევანდელ სესიაზე წამოწეულ ჯანდაცვის თემებს. „წამყვან თემებად წარმოჩენილი არის ჯანდაცვითი თემები. ამ, ალბათ, ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან დღეს გაჟღერდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა იმ დაავადებების სამართავად, რომლებიც კვლავაც რჩება სიკვდილობის მთავარ მიზეზად. კონკრეტულად, გამოიყო ტუბერკულოზი და უკვე მიმდინარე შეხვედრებზე არაგადამდები დაავადებები გამოიყოფა. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ამ დაავადებებთან ბრძოლა უფრო მეტად კონსოლიდირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514010-davit-sergeenko-gaeros-asambleis-73-e-sesiaze-sitqvit-gamovida

დავით სერგეენკო გაეროს ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

გაეროს ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ, ბრძოლისადმი მიძღვნილი სხდომის თავმჯდომარედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აირჩიეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიყავდა, სიტყვით, კომპანია „Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი გამოვიდა. სხდომაში მონაწილე 162 წარმომადგენელს შორის, იყვნენ ჯანდაცვის მინისტრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და გეგმები განიხილეს. მაღალი დონის სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას დავით სერგეენკომ აქცენტი გააკეთა ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობაზე: „ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ტუბერკულოზის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლისადმი მიძღვნილ სესიაში, ეს ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობაა. ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა. იგი ანტიმიკრობული რეზისტენტობის ჩამოყალიბების შემდგომი და აივ ინფიცირებულთა ლეტალობის ძირითადი გამომწვევია. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანმრთელობას და ეროვნულ უსაფრთხოებას. მართალია, ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინოვაციები შეიქმნა, მათ შორის უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგანოსტიკის მეთოდები, ახალი თაობის მედიკამენტები, თუმცა მაინც არსებობს გამოწვევები განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან და იმ მოსახლეობასთან, რომლებსაც სერვისებზე ნაკლები წვდომა აქვთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვალდებულება, რომ უფრო გააქტიურდეს პროცესები და შემუშავდეს ანგარიშვალდებულების ჩარჩო. ვფიქრობ, საქართველოს გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მიმართულებით, წარმოადგენს ორი ძირითადი პროვაიდერის მჭიდრო კავშირის მოდელს, ტუბერკულოზის სამკურნალო სერვისების უკეთ მიწოდებისთვის. საქართველო ახორციელებს ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგის პროექტს, რათა მივაღწიოთ სერვისებით უკეთეს მოცვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე, განსაკუთრებით ძნელად მიწვდომად ჯგუფებში. პროექტში მუნიციპალური ხელისუფლების ჩართულობა, პროვაიდერების წახალისება და პირველადი ჯანდაცვის სექტორთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ეფექტიან და მდგრად განხორციელებას. ტუბერკულოზთან ბრძოლა მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას და რესურების მობილიზებას ყველა სეგმენტსა და სექტორში, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული, თუ გლობალური. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ვფიქრობ, ერთადერთი გზაა მივაღწიოთ სწრაფ პროგრესს ტუბერკულოზის საბოლოოდ დასამარცხებლად,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. დღეს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე დავით სერგეენკო არაგამდები დაავადებების შესახებ გაეროში მოხსენებით კვლავ წარსდგება.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/79018/gaeroshi-tuberkulozisadmi-midzgvnil-skhdomaze-davit-sergeenko-da-bil-geitsi-sitkvit-gamovidnen

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98/

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-bil-geitstan-ertad-gaero-s-asambleis-73-e-sesiaze-sityvit-gamovida/

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72084

პია.ჯი- https://pia.ge/post/225772-davit-sergeenko-bil-geitstan-ertad-gaeros-asambleis-73-e-sesiaze-sityvit-gamovida

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A/

გაეროს სესიაზე ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი სხდომის თავმჯდომარედ დავით სერგეენკო აირჩიეს

გაეროს ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ, ბრძოლისადმი მიძღვნილი სხდომის თავმჯდომარედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აირჩიეს. სესიაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიყავდა, სიტყვით, კომპანია „Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი გამოვიდა. სხდომაში მონაწილე 162 წარმომადგენელს შორის, იყვნენ ჯანდაცვის მინისტრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და გეგმები განიხილეს. „ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ტუბერკულოზის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლისადმი მიძღვნილ სესიაში, ეს ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობაა. ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა. იგი ანტიმიკრობული რეზისტენტობის ჩამოყალიბების შემდგომი და აივ ინფიცირებულთა ლეტალობის ძირითადი გამომწვევია. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანმრთელობას და ეროვნულ უსაფრთხოებას. მართალია, ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინოვაციები შეიქმნა, მათ შორის უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგანოსტიკის მეთოდები, ახალი თაობის მედიკამენტები, თუმცა მაინც არსებობს გამოწვევები განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან და იმ მოსახლეობასთან, რომლებსაც სერვისებზე ნაკლები წვდომა აქვთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვალდებულება, რომ უფრო გააქტიურდეს პროცესები და შემუშავდეს ანგარიშვალდებულების ჩარჩო. ვფიქრობ, საქართველოს გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მიმართულებით, წარმოადგენს ორი ძირითადი პროვაიდერის მჭიდრო კავშირის მოდელს, ტუბერკულოზის სამკურნალო სერვისების უკეთ მიწოდებისთვის. საქართველო ახორციელებს ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგის პროექტს, რათა მივაღწიოთ სერვისებით უკეთეს მოცვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე, განსაკუთრებით ძნელად მიწვდომად ჯგუფებში. პროექტში მუნიციპალური ხელისუფლების ჩართულობა, პროვაიდერების წახალისება და პირველადი ჯანდაცვის სექტორთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ეფექტიან და მდგრად განხორციელებას. ტუბერკულოზთან ბრძოლა მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას და რესურების მობილიზებას ყველა სეგმენტსა და სექტორში, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული, თუ გლობალური. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ვფიქრობ, ერთადერთი გზაა მივაღწიოთ სწრაფ პროგრესს ტუბერკულოზის საბოლოოდ დასამარცხებლად“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

---

27.09.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-gia-tvalavadze-bunebit-patiosani-adamiania-da-mjera-sasamartlo-iqneba-obieqturi/

დავით სერგეენკო - გია თვალავაძე ბუნებით პატიოსანი ადამიანია და მჯერა, სასამართლო იქნება ობიექტური

გია თვალავაძე ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავების საქმეზე პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად ნიუ იორკში განაცხადა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს. დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. „გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. კითხვაზე, როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები მისივე უწყებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან ამოიღეს, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში სანიმუშო ეგზემპლარები ინახებოდა. „გაჟღერდა თითქოს, ეს ადამიანი თავის კაბინეტში ინახავდა ოთხი მილიონის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. მედიკამენტები აფთიაქიდან იქნა ამოღებული, ხოლო სამინისტროში ინახება თითოეულ რეგისტრირებულ სერიაზე სანიმუშო ეგზემპლარები, რომლებიც არის ერთ სერიაზე ერთი კოლოფი. რაც შეეხება ოთხი მილიონის ფსიქოტროპულების ამოღებას, სამინისტროში ასეთი რამე არ მომხდარა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. კითხვაზე, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, სერგეენკო ამბობს, რომ სამინისტროში მომხდარ შემთხვევებზე პასუხს მინისტრი აგებს. „მინისტრი აგებს პასუხს ყველაფერზე, რაც ხდება სამინისტროში, იქნება ეს კარგი, თუ ცუდი. მინდა, ყველას ვთხოვო, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ. ეს ადამიანი ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. დანაშაულზე ფიქრი არ შეიძლება, მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური გამოძიება. გია თვალავაძე ბუნებით პატიოსანი ადამიანია და მჯერა, სასამართლო იქნება ობიექტური“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.სამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 24 სექტემბერს დააკავა, ხოლო ხუთი პირი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულის სახით დააკავა. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/513951-davit-sergeenko-gia-tvalavaze-cesieri-kacia-da-sasamartlo-daadgens-obiektur-realobas

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/78970/davit-sergeenkom-tvalavadzis-dapatimrebaze-pirveli-komentari-gaaketa

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/39697/sergeenko-gia-tvalavadze-tsesieri-katsia-da-sasamartlo-daadgens-obieqtur-realobas

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72059

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ministri-agebs-pasuxs-yvelaferze-davit-sergeenkom-tvalavadzis-dapatimrebaze-pirveli-komentari-gaaketa

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/137429-sergeenko-tvalavadze-tsesieri-kacia-da-mjera-rom-sasamartlo-iqneba-obieqturi

კვირა.ჯი- http://kvira.ge/421787

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514063-advokati-gia-tvalavaze-chapizis-gulis-centrshi-rcheba-radgan-am-etapze-kategoriulad-gamoricxulia-misi-gadaadgileba

ადვოკატი - გია თვალავაძე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება, რადგან ამ ეტაპზე კატეგორიულად გამორიცხულია მისი გადაადგილება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე სხვა კლინიკაში არ გადაჰყავთ და მკურნალობას კვლავ ჩაფიძის გულის კლინკაში განაგრძობს. როგორც თვალავაძის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა „ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადა, გია თვალავაძეს გულის პრობლემის გარდა სხვა დაავადებაც აწუხებს, რის გამოც გაჩნდა მოსაზრება, რომ ის სხვა კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა ადვოკატის განმარტებით, თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ამ მიზნით მისი გადაადგილება შეუძლებელია. „გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. გულის დაავადების გარდა მას კიდევ სხვა კუთხით შეექმნა პრობლემები. ჯანმრთელობის მდგომარეობის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დეტალებში არ მინდა შევიდე, თუმცა ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე საკმაოდ სერიოზულია. როგორც აღვნიშნე, გულის პრობლემის გარდა სერიოზული დაავადებაც აწუხებს და ჯერ კიდევ გამოკვლევები მიმდინარეობს. დიაგნოზიც კი არ გვაქვს. ისევ რჩება ჩაფიძის გულის კლინიკაში. ამ ეტაპზე კატეგორიულად გამორიცხულია მისი ადგილიდან დაძვრა, გადაადგილება", - განაცხადა აფციაურმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს.

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514023-advokatis-gancxadebit-gia-tvalavazis-mdgomareoba-damzimda-ris-gamoc-shesazloa-sxva-klinikashi-gadaiqvanon

ადვოკატის განცხადებით, გია თვალავაძის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, შესაძლოა, სხვა კლინიკაში გადაიყვანონ

ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, დაკავებულ გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგმომარეობა დამძიმდა, რის გამოც, შესაძლოა, სხვა კლინიკაში გადაიყვანონ. ამის შესახებ აფციაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. "ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ თვალავაძის მდგომარეობა დამძიმდა და შესაძლებელია სხვა კლინიკაში მოხდეს გადაყვანა",- განაცხადა აფციაურმა. თვალავაძე ამჟამად ჩაფიძის გულის ცენტრში იმყოფება. ის ციხიდან გულის შეტევით კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514008-lali-apciauri-gia-tvalavazis-mdgomareoba-arasaxarbieloa

ლალი აფციაური - გია თვალავაძის მდგომარეობა არასახარბიელოა

გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. უფლებადამცველის თქმით, დღის განმავლობაში ის ჩაფიძის გულის კლინიკაში მისვლას აპირებს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია მოთავსებული. "მოგვიანებით სავადმყოფოში სანახავად ვაპირებ მისვლას. დღეის მდგომარეობით, რამდენადაც ვიცი, ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. მივალ და გავარკვევ", - განაცხადა აფციაურმა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

---

 

27.09.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/513969-gia-tvalavaze-kvlav-chapizis-gulis-centrshi-rcheba

გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს" ჩაფიძის გულის ცენტრში განუცხადეს, გია თვალავაძე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ მედიისთვის განცხადება თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღის მეორე ნახევარში გაკეთდება. გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

26.09.

ინტერპრესნიუს.ჯი-

http://www.interpressnews.ge/ka/article/513931-saaptiako-narkomaniis-sakmeze-dakavebuli-qopili-magalchinosani-stenokardiuli-shetevit-saavadmqoposhia-gadaqvanili

---

 

ბეჭდვითი მედია

28.09.2018

მედიასაშუალება:     რეზონანსი

„ამ სკანდალით ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმატება გადაიხაზება, მინისტრი უნდა გადადგეს" - ჭიჭინაძე სააფთიაქო სკანდალზე

„ძალიან ცუდი ფაქტია და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმაა. ის წარმატებული სფერო, რაც იყო ჯანდაცვა, განვითარებული მოვლენების საფუძველზე საკმაოდ დაზიანდა. ახლა უნდა დაველოდოთ გამოძიებას, აღნიშნული ფაქტი შეესაბამება თუ არა სიმართლეს," - აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულაციების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე, რომელიც გუშინ გულის შეტევით ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს, მკურნალობას ამ დრომდე ჩაფიძის კლინიკაში განაგრძობს. იგი დაკავებულ იქნა სამსახურეობრივი საქმიანობის ბოროტად გამოყენების, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით. როგორც ცნობილია, თვალავაძის მიერ შემოსავლის საერთო ჯამი 4 094 709 ლარს შეადგენს. მასთან ერთად, სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, დაკავებულია კიდევ 5 პირი. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დავით ჭიჭინაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა მინისტრი პასუხისმგებელია მის სამინისტროში მიმდინარე მოვლენეზე. „ქართული ოცნების" ყველა მონაპოვარი ჯანდაცვის სფეროში ამ სკანდალით გადაიხაზება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სფეროც ჩავარდება ყველა იმ წარუმატებელში, რაც დანარჩენში არსებობს. „მინისტრის გადადგომასა და ამ სააგანეტოს საქმიანობას ერთმანეთს ვერ დავუკავშირებ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთთან შემხებლობაში ნაკლებად არიან. თუ გამოძიება დაადასტურებს ამ ყველაფერს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს და ამ შემთხვევაში მინისტრი უნდა გადადგეს. ყველა მინისტრი პასუხისმგებელია მის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებზე," - აცხადებს ის. ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია. „დავით სერგეენკოს კარგად ვიცნობ, ვიცი მისი მსოფლმხედველობა და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ, რომ ბატონი დავითი ამ საქმეში გარეულია, ან ინფორმირებული იყო და თვალს ხუჭავდა ამ ყველაფერზე. „ზოგადად, სააფთიაქო ნარკომანია დიდი ხანია განხილვის თემაა. ეს ფაქტი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ყველანაირად დამაზიანებელია. თან ისიც ერთვის, რომ როგორც ამბობენ მთელი სამსახური იყო ჩართული და უამრავი ადამიანია დაკავებული. არა მგონია, რომ ეს ვინმეს რეპუტაციას წაადგეს, ეს არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროზე კი არა, მთელ მთავრობაზე ცუდად იმოქმედებს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. რაც შეეხება თავად ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თვალავაძის ადვოკატის, ლალი აფციაურის ინფორმაციით, საკმაოდ მძიმეა და მისი გადაადგილება შეუძლებელია. ამ ინფორმაციას „ინტერპრესიუსი" ავრცელებს. „გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. გულის დაავადების გარდა მას კიდევ სხვა კუთხით შეექმნა პრობლემები. ჯანმრთელობის მდგომარეობის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დეტალებში არ მინდა შევიდე, თუმცა ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე საკმაოდ სერიოზულია. „როგორც აღვნიშნე, გულის პრობლემის გარდა სერიოზული დაავადებაც აწუხებს და ჯერ კიდევ გამოკვლევები მიმდინარეობს. დიაგნოზიც კი არ გვაქვს. ისევ რჩება ჩაფიძის გულის კლინიკაში. ამ ეტაპზე კატეგორიულად გამორიცხულია მისი ადგილიდან დაძვრა, გადაადგილება", - განაცხადა აფციაურმა „ინტერპრესიუსთან" საუბრისას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5581936&name=28.09.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

28.09.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

სკანდალი: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სერგეენკოსა და აშშ-ს საელჩოს მიმოწერა რუსეთში აღმოჩნდა

ჯანდაცვის მინისტრისა და ამერიკის საელჩოს მიმოწერა, რომელიც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობას შეეხებოდა, მოსკოვში აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა მინისტრ დავით სერგეენკოს წერილები პროპაგანდისტულ იარაღად აქცია. "საგანგაშოც და სიახლეც არის ის, რომ ამ შემთხვევაში ეს კონსპირაციები ეყრდნობა იმ დოკუმენტებს და წერილებს, რომლებიც გაიჟონა ჯანდაცვის სამინისტროდან და ეს არ არის მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაცია ეს არის პირადი მიმოწერა ელექტრონული მიმოწერა მინისტრსა და სხვა პირებს შორის," - ამბობს "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარი სოფო გელავა. როგორც გელავა აცხადებს, სამინისტროდან პირადი მიმოწერის გარდა, ასევე გაჟონა აშშ-დან გამოგზავნილმა დახურულმა წერილებმა. „თვითონ ეს წერილები და დოკუმენტები, რასაც ჟურნალისტი იყენებს მასალაში ცალკე აღებული კონსპირაციას ვერ ამტკიცებს და არ არის დაკავშირებული იმ მითებთან, რასაც ის ლუგარის ლაბორატორიაზე ავრცელებს, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტაცია თუ მართლა ჟონავს ჯანდაცვის სამინისტროდან ეს არის გამოსაძიებელია და სამინისტრომ ამის წინააღმდეგ უნდა მიიღოს ზომები," - განაცხადა "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარმა სოფო გელავამ. ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტაციის გაჟონვის საკითხზე კომენტარი არ გამოთქმილა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5581972&name=28.09.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

           

ახალი თაობა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5581900&name=28.09.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.09.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ლალი აფციაური: "გია თვალავაძე თავს ცუდად გრძნობს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა"

გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებით 26 სექტემბერს საღამოს კომენტარი გააკეთა ამერიკაში ვიზიტად მყოფმა დავით სერგეენკომ. _        მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა, ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა, სამინისტროს რეპუტაციაზე ამან იმოქმედა, რადგან მინისტრი ყველაფერზეა პასუხისმგებელი, _ განაცხადა სერგეენკომ. `ახალი თაობა~ გია თვალავაძის ადვოკატ ლალი აფციაურს ესაუბრა. _ ქალბატონო ლალი, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია გირაოსთან დაკავშირებით და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ გია თვალავაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. _       ასევე არ გაითვალისწინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 26 სექტემბერს, გვიან ღამით, საპყრობილეში შეყვანისთანავე, მან მიიღო სტენოკარდიული შეტევა, უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს ჩაფიძის კლინიკაში და ახლაც იქ იმყოფება. _         რა მდგომარეობაა ამჟამად? _      ცხადია, რომ გია თვალავაძე თავს ცუდად გრძნობს. როგორც კლინიკიდან მაცნობეს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. არ არის გამორიცხული, მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო. _        ადრეც ჰქონდა თქვენს კლიენტს გულის პრობლემები თუ მასზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ იმოქმედა? _        არა, ის წლების განმავლობაში მკურნალობდა. ეს დოკუმენტები მე წარვადგინე სასამართლოში და ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი მოთხოვნის, რომ გირაო ყოფილიყო გამოყენებული, სწორედ ეს იყო. კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოსამართლეს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა, ნასამართლობა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ცნობები წარვადგინეთ, პიროვნული მახასიათებლები წარვადგინეთ, უამრავმა ადამიანმა მისცა რეკომენდაცია, თავდებში დაუდგნენ ცნობილი ადამიანები, ექიმები, პროფესორები, აკადემიკოსები და რა ვიცი, ვინ აღარ, სასამართლომ მაინც დატოვა პატიმრობაში. ეს იყო უსამართლო სასამართლო! _            დავით სერგეენკოს ეჭვი არ ეპარება თვალავაძის წესიერებაში. ის აცხადებს, რომ თვალავაძის დაკავებამ იმოქმედა მინისტრისა და სამინისტროს რეპუტაციაზე. მის მიმართაც ხომ არ ექნება გამოძიებას კითხვები? _            მინისტრმა გააკეთა სწორი განცხადება. ათასობით ადამიანი მირეკავს და მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი მოქალაქის, თუნდაც უბრალო ადამიანის აზრი იმის თაობაზე, რომ გია თვალავაძეს შეეძლო, დანაშაული ჩაედინა! ეს არის უწესიერესი, უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც 14 წელი ემსახურა ჯანდაცვის სამინისტროს აბსოლუტურად უანგაროდ. მე ვეთანხმები ბატონ მინისტრს, რომ თვალავაძეს დანაშაული არ აქვს ჩადენილი! _ მაშინ რა მოხდა, ქალბატონო ლალი? წინა ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ორი თვე მიმდინარეობდა ამ საქმის ძიება. _             გამოძიების უფლება ყველას აქვს. სააფთიაქო ნარკომანია რომაა ქვეყანაში გამეფებული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს არ მოდის ჯანდაცვის სამინისტროდან და ამას არ მფარველობენ არც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და არც არავინ. _           მაშინ რა ხდება? _        ეს არის ჩვეულებრივი, მარტივად რომ ვთქვათ, პროვიზორების დონეზე გადაწყვეტილი თემა. შეაქვთ ჩუმად და ყიდიან. უამრავი შეტყობინება ვნახე მე, უამრავი ზარი და რეაგირება ვნახე სამინისტროს მხრიდან. ასევე აფთიაქების გაუქმება, ლიცენზიების გაუქმება, დახურვა აფთიაქების, დაჯარიმება საკმაოდ სოლიდური თანხებით. უამრავმა დოკუმენტმა გაიარა ამ 3 დღეში ჩემს ხელში. ასე რომ, სამინისტრო თავის ფუნქციას ასრულებს კეთილსინდისიერად. _ ითქვა ისიც, რომ 4 მილიონის ღირებულების ფსიქოტროპულები იქნა ამოღებული თვალავაძის კაბინეტიდან. _ ზღაპარია ეგ ყველაფერი! ეგ არის აბსოლუტური სისულელე! სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ინფორმაციას. ეს თანხა დაანგარიშდა 20 აფთიაქიდან რეალიზებული მედიკამენტებიდან. როგორც ფსიქოტროპულების, მათ შორის ჩვეულებრივი მედიკამენტების საფასური. აფთიაქები მარტო ფსიქოტროპულებს ხომ არ ყიდიან! _ ანუ ეს 4 მილიონი ამ აფთიაქების შემოსავალი იყო? _           4 მილიონი არის შემოსავალი ამ 20 აფთიაქის, საიდანაც იხდიდნენ გადასახადებს. ეს სწორედ ის თანხაა და სისულელეა ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში იყო 4 მილიონის ღირებულების ფსიქოტროპულები! მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხზე ეფექტის მოსახდენად ნათქვამი სიტყვაა. არასწორად გადაცემული ინფორმაციაა! დოკუმენტებში ასეთ რამეს ვერ ნახავთ. გია თვალავაძეს ბრალი აქვს წარდგენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, სადაც ანგარება არ არის! წარმოგიდგენიათ, რა ხდება, ანგარება საერთოდ არ არის. აბა, რა ინტერესი ჰქონდა თვალავაძეს?! ფულთან კავშირთან გია თვალავაძის ხსენებაც კი არ არის ბრალში. ამიტომ დიდი მარაზმია ის განცხადება, რომელზეც თქვენ მკითხეთ. _            გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებთ ზემდგომ ინსტანციაში. რა მოლოდინი გაქვთ? _ აუცილებლად უნდა გავასაჩივროთ. მოლოდინზე რა გითხრათ, უკვე ისე მაქვს სასამართლოზე გული გატეხილი, რომ მოლოდინიც ნაკლებად მაქვს ობიექტური გადაწყვეტილების. ჩვენ ჩვენი ბოლომდე უნდა გავაკეთოთ და, თუკი უარი იქნება, ეს დოკუმენტები, თავისი ჯანმრთელობის ცნობებით, რაც უპირობო საფუძველი იყო გიას გირაოთი პატიმრობიდან გათავისუფლების, წავა ევროპულ სასამართლოში! ეს იქნება 2012 წლის შემდეგ პირველი საქმე, ჩემგან წასული ევროპულ სასამართლოში!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5581759&name=28.09.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.09.2018

მედიასაშუალება:      საქართველოს რესპუბლიკა

სააფთიაქო ნარკომანია: სად არის გამოსავალი?

„სააფთიაქო ნარკომანია“, განსაკუთრებით მისი ტაბლეტური ფორმები რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2017 წელს თავადვე განაცხადა. პერიოდულად გვესმის აფთიაქების დაკეტვისა და ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვაში ბრალდებულთა დაკავების შესახებ. მაგალითად, გუშინ, 24 სექტემბერს, „საფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონოდ ბრუნვასთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. გარდა ამისა, 6 მარტს პასუხისგებაში მისცეს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვამცირებთ მიწოდებას და ვხურავთ აფთიაქებს, ეს ადამიანები კი მუ დმივად ეძებენ პრეპარატებს და ჩნდება შავი ბაზარი, ახალი აფთიაქები, ახლა უკვე პირადადაც მიაქვთ ფსიქოტროპული წამლები. ეჭვმიტანილთა პერმანენტული დაკავებების, აფთიაქების დაკეტვის მიუხედავად, „სააფთიაქო ნარკომანია“ მაინც არსებობს და მომხმარებლები კვლავაც ეძებენ სასურველ დოზას. უცნობია ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებულთა რაოდენობაც, რადგან ამ დროისთვის არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა. სად არის გამოსავალი? ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე რადიო თავისფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ სანამ არსებობს მოთხოვნა, შავი ბაზარიც იქნება. იგი ძირეული ცვლილებების მომხრეა. „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და მკაცრი ნარკოპოლიტიკის ფარგლებში შექმნილი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ გზას მომხმარებლების რეაბილიტაციაში, შესაბამისი ბაზის შექმნასა და კვალიფიციური ნარკოლოგების მომზადებაში ხედავს: „ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვამცირებთ მიწოდებას და ვხურავთ აფთიაქებს, ეს ადამიანები კი მუდმივად ეძებენ პრეპარატებს და ჩნდება შავი ბაზარი, ახალი აფთიაქები, ახლა უკვე პირადადაც მიაქვთ ფსიქოტროპული წამლები. საჭიროა ამ ადამიანებს გავუწიოთ დახმარება და შევამციროთ მომხმარებელთა რაოდენობა. მათ სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა, რაც ძვირია. მცირეა ცენტრების რაოდენობაც. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დასავლეთ საქართველოში, რადგან ძალიან დიდია ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულთა რიცხვი, იქ კი არც ერთი სტაციონარი არ არის. ჩვენ ვლაპარაკობთ „სააფთიაქო ნარკომანიაზე“ და გვავიწყდება, რომ ამ თემის უკან დგანან ადამიანები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ“. ჩვენ ყოველ დღე ახალგაზრდებს ვკარგავთ. გავიხსენოთ თუნდაც ბოლო დროინდელი ტალღა. ნუთუ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების საზრუნავი?! სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა რადიო თავისუფლების ეთერში ნარკოპილიტიკის ცვლილებაზე საუბრობს. იგი ითხოვს ნარკომომხმარებლების მიმართ მიდგომის შეცვლას, დასჯის ნაცვლად ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას და ჯანდაცვის სერვისების შეთავაზებას: „ჩვენ ყოველდღე ახალგაზრდებს ვკარგავთ. გავიხსენოთ თუნდაც ბოლოდროინდელი ტალღა. ნუთუ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების საზრუნავი?! ნუთუ ისაა საზრუნავი, რომ კანაფის ექსპორტი და ლეგალიზაცია მოვახდინოთ და ამით გადაიჭრება ყველა პრობლემა?! აჯობებს ხელისუფლებამ დროულად მიხედოს რეალურად მისახედ საქმეს, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ ნარკოპოლიტიკის რეფორმას, თორემ, წინა ხელისუფლების მსგავსად, ისტორიის სანაგვეზე გადავარდება“. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. სამინისტროს პოზიცია მხოლოდ პრესსპიკერის განცხადებიდანაა ცნობილი. სოფო ჭუმბურიძე: "სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ღონისძიებებს მიმართავს მის აღმოსაფხვრელად. დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაეყენა სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე არაეფექტურ სისტემურ რეაგირებაში. დიდი იმედი გვაქვს, გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ "სააფთიაქო ნარკომანია."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5581742&name=28.09.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.09.2018

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

"კალაძემ სერგეენკოს ძმა 3.000-ლარიან სამსახურში დაასაქმა"

რატომ დაერივნენ `ოცნების~ ყოფილი მინისტრები ერთმანეთს, როგორ საქმდებიან ჩინოსნების ნათესავები, რატომ უნდა დაბრუნდეს კალაძე სამტრედიაში? _ ამის შესახებ `ახალ თაობას~ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება. ლევან ხაბეიშვილი: _ ამ დღეებში გამოქვეყნდა კვლევა, საიდანაც ჩანს, რომ `ოცნება~ ყოველგვარი გამოცდებისა და კონკურსების გარეშე ასაქმებს ხალხს. იმისთვის, რომ სამსახური იშოვო, ცოდნა და გამოცდილება საჭირო არაა. მთავარია, `ოცნებაში~ გყავდეს გავლენიანი ნათესავი. როგორ საქმდებიან სხვადასხვა თანამდებობის პირების ნათესავები, ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ერთ ნათელ მაგალითსაც მოგიყვანთ. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ძმა თბილისის მერიაში დაასაქმეს. მას სამსახური რამდენიმე თვის წინ, მარტში უშოვეს. იმ დროისთვის კახა კალაძე ახალი მოსული იყო მერიაში. ამ ახალმოსულმა მერმა სერგეენკოს ძმა დაასაქმა ყოველგვარი გამოცდისა და კონკურსის გარეშე. _        აბა, შრომისა და დასაქმების მინისტრის ძმას დაუსაქმებელს ხომ არ დატოვებდნენ. _ ეს დაუშვებელი იყო და კალაძემ სერგეენკოს ძმას ყოველგვარი კონკურსის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება, ხელფასიც ისეთი დაუნიშნა, როგორც მინისტრის ახლობელს ეკადრებოდა _ 3.000 ლარს უხდის ყოველთვიურად. მინისტრის ძმა მერიის იმ სააგენტოშია დასაქმებული, რომელიც თანამშრომლებისთვის დანაჩანგლის ხმარების სწავლებით არის ცნობილი. იმის ნაცვლად, რომ სერგეენკო მოქალაქეების დასაქმებასა და შრომისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნავდეს, საკუთარი ოჯახის წევრს ასაქმებს. ეს არ არის ნორმალური ამბავი და დედაქალაქის მერს მოვუწოდებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკურსების გარეშე დაასაქმა, გაათავისუფლოს. დაუშვებელია, ყოველთვიურად ხარკს ვუხდიდეთ გაურკვეველ პირებსა და მინისტრების ოჯახის წევრებს. _       საინტერესოა, ძმა თუ ითვლება ოჯახის წევრად ან ნათესავად. შეიძლება, სერგეენკომ თქვას, რომ ძმა ნათესავი არ არის. _ არ გამიკვირდება, რომ სერგეენკომაც უარყოს ძმა. `ქართული ოცნების~ წევრებისგან ხშირად გვინახავს დედის, მამის, ცოლის, ცოლის ნათესავების უარყოფა. დედაქალაქის მერმა სერგეენკოს ძმაზე მხრები აიჩეჩა და თქვა, ვინ არის ეგ, საერთოდ არ ვიციო, დაამატა, იმდენი თანამშრომელია მერიაში, რანაირად გავიგო, ვინ ვისი ძმააო. _    თანამშრომელი მართლა ბევრი ჰყავს კალაძეს? _        რას ჰქვია, ბევრი თანამშრომელი ჰყავს? უკაცრავად, მაგრამ 2-ლარიან სამსახურში ხომ არ ჰყავს დასაქმებული. თვეში 3.000 ლარს უხდის. 3.000-ლარიანი ანაზღაურება დეპუტატსაც კი არ აქვს. მე ხომ ვარ საკრებულოს დეპუტატი და სერგეენკოს ძმას ჩემზე ბევრად მეტი ანაზღაურება აქვს. არადა, ეს ადამიანი ხელშეკრულებით აიყვანეს. კალაძემ კიდევ თუ არ იცის, რა ხდება მის სამსახურში და სიტუაციას ვერ აკონტროლებს, მაშინ დატოვოს მერია, წავიდეს სამტრედიაში და გააგოროს ბურთი, გააკეთოს ის, რაც იცის და ეხერხება. _    სამტრედიაში რა უნდა, ხელისუფლებაში იტალიიდან მოგვივიდა. მილანში მაინც გაგეშვათ. _     მილანში ვის რად უნდა, უკვე ვეტერანია და აღარ გამოადგებათ. სამტრედიის გუნდში ჯერ კიდევ შეუძლია თამაში და იქ ირბინოს. მართლა ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. ყველა გამოკითხვაში ჩანს, რომ მოსახლეობა მთავარ პრობლემად დასაქმებას ასახელებს. `ოცნება~ კი მხოლოდ საკუთარ ნათესავებს ასაქმებს. ათასობით ლარებს უხდიან ხელფასის სახით, ხალხი            კი სიღარიბეში რჩება. _ პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ სიღარიბე მკვეთრად შემცირდა ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ. _         ასე ამბობს ირაკლი კობახიძე და ამას იმეორებენ სხვებიც. ან რეალობას ძალიან არიან აცდენილები, ან დაგვცინიან. მგონია, რომ უფრო დაგვცინიან. რამე კრიტიკულსა და განსხვავებულს თუ ვიტყვით, ყველაფერზე იძახიან, რომ ოპოზიციას ელანდება. როდესაც ვამბობდით, რომ გიორგი კვირიკაშვილი რაღაცებს აშავებდა, გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ოპოზიცია იგონებსო. რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს, რომ მართლა კორუფციაში იყო ჩართული. ახლა მთელი `ოცნება~ ერთხმად გაიძახის, დედაააააააააა, ეს ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი როგორი კორუმპირებულები ყოფილანო. არადა, აქამდე მათ წესიერებაზე დებდნენ თავს. ახლა მათ შეაწმინდეს ხელები, გეგონება, მარტო მაგათ შეჭამეს ბიუჯეტი. ცოტა ხნის წინ საუბრის ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც უჩა მამაცაშვილი, ლევან ყიფიანი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და `ოცნების~ სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ჩანაწერებში მანქანების გადაფორმებასა და ათას უკანონობაზეა საუბარი. ხელისუფლების წევრებს ჯერ არც ამ ჩანაწერების სჯერათ და ამტკიცებენ, ასეთ რამეს არ იკადრებდნენო. არადა, ფაქტი სახეზეა, ესენი კი თვალებში ჯიუტად გვაყრიან ნაცარს. ბოლო დროს ნაცარსაც აღარ სჯერდებიან, პირდაპირ ცხელ მუგუზალს გვესვრიან, უნდათ, თვალები ამოგვიშანთონ, რომ რეალობა არ დავინახოთ. მალე ყურებსაც დაგვიხშობენ, რომ აღარაფერი გავიგონოთ. მოსახლეობაში ისეთი განწყობაა და ქვეყანაში ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ, წესით, ხელისუფლების წევრები უკვე აეროპორტში უნდა იყვნენ. თავიანთი ნებით ესენი არსად წავლენ და იმდენს იზამენ, რომ ხალხი მათ კინწისკვრით გაყრის. ეს დრო შორს აღარ არის. ვინ თუ არა მე კარგად ვიცი ხალხის განწყობა. სოფელსოფელ დავდივარ და ხალხს ვხვდები. ჩემი თუ არ სჯერათ, თავად დაელაპარაკონ ხალხს. რა დღეში უნდა იყოს ადამიანი, რომელიც 15- ლარიან მედიკამენტში 40 ლარს იხდის, ჯანდაცვის მინისტრი კი თავის ძმას ასაქმებს 3.000-ლარიან სამსახურში. _    ზემოთ ჩანაწერების თემა ახსენეთ და ამ ჩანაწერებში ნახსენები ქუმსიშვილი ლევან ყიფიანს უჩივის, რომელიც მისი სახელით ითხოვს მანქანის გადაფორმებას. _ ეს გასაკვირი არ არის, `ოცნებაში~ ერთმანეთს დაერივნენ. როცა გემი იძირება, ასეთი დაპირისპირება იმატებს. ცოტა ხანში კიდევ უფრო საინტერესო ამბებს იხილავთ. ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა მმართველ გუნდში 27 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევების შემდეგ. ამ კვლევების თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. ასეთი კვლევები ყველა არჩევნების წინ ტარდება, მაგრამ ჯერ არ მომხდარა, რომ ოპოზიცია ყოფილიყო პირველ ადგილზე, სულ ხელისუფლება ლიდერობდა, `ოცნების~ პირობებში ვითარება ამ მიმართულებითაც შეიცვალა. `ოცნების~ გემი მართლა იძირება და მეოცნებეებიც ძალიან არაადეკვატურები არიან. ზუგდიდის მერი პირდაპირ კორუფციულ სკანდალში გაეხვია. ახლა ჭიათურის მერი გადადგა. ხელისუფლება კორუფციასა და ჭაობშია ჩაფლული. ეს ყველაფერი ნათლად გამოაჩინა იმ ჩანაწერებმა, რომლებიც `ომეგასთან~ დაკავშირებით გამოქვეყნდა. კორუფციის გარდა, თავისუფალ მედიასაც ესხმიან თავს. `იბერიის~ ხელმძღვანელობა პირდაპირ ამბობს, რომ მათ კრიტიკის გამო პრეტენზიებს უყენებდნენ, ეუბნებოდნენ, ის წვერიანი კაცი ეთერში ნუ ზის, კრიტიკულ კითხვებს სვამსო. ასე მოხდა `მაესტროსთან~ მიმართებითაც. ამბობდნენ, უნდა ავაღორძინოთ ეს არხიო და ისეთ დონეზე დაიყვანეს, თანამშრომლებიც კი აღარ უყურებენ მას. მეცხრე არხისა და ჯიდიესის თანამშრომლებით გაავსეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბიძინას ყოფილ თანამშრომლებს ახლა ბიუჯეტი უხდის ფულს. `იმედს~ ჯერ არაფერს ერჩიან _ იმას ამბობენ, რაც მათ უნდათ. ახლახან გვამცნეს, მარიხუანა მწვანე ოქროაო. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოვა. ახლა `ოცნება~ აგონიაშია და ყოველდღე ახალ-ახალ შეცდომებს უშვებს. ყველას გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა, როგორ ცდილობდნენ შვილმოკლული მამის დაკავებას. ზაზა სარალიძეზე ვსაუბრობ. წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, სააკაშვილის ხელისუფლებას ირინა ენუქიძის დაკავების მცდელობა რომ ჰქონოდა. ყველაზე მეტს ალბათ ეკა ბესელია იკივლებდა. ახლა ეს ქალი ზაზა სარალიძეს ემუქრება და ეუბნება, ზღვარს ნუ გადადიხარო. ამას ეუბნება მამას, რომელსაც 16 წლის შვილი დაუკლეს. მკვლელი დღემდე დაკავებული არ არის და გამწარებულ მშობელს აქციის გამართვის უფლებას არ აძლევენ. _      `ოცნება~ ამბობს, რომ სარალიძეს გვერდით ნაციონალური მოძრაობა უდგას და ამის გამო არიან აღშფოთებული. _        აღშფოთებული იმის გამო უნდა იყვნენ, რომ მკვლელი აქამდე გარეთ დადის. რას ჰქვია, ნაციონალური მოძრაობა უდგას ზაზა სარალიძეს გვერდით?! მას მთელი საქართველო უნდა დაუდგეს. მის გვერდით უნდა იდგეს `ოცნებაც~. ვიდრე რამე განცხადებას გააკეთებენ, ერთი წამით მაინც წარმოიდგინონ თავი ამ ადამიანის ადგილზე. ამას მტერსაც არ ვუსურვებ, მაგრამ, წარმოიდგინონ, რომ მათი შვილი დაკლეს. აგონიაში არიან, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვიან და მეტზე არაფერზე ფიქრობენ. ეს აგონია ძალიან ბევრ შეცდომას დააშვებინებს და ხალხი მათ კინწისკვრით გაისტუმრებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5581707&name=28.09.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---