From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-29.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 29.10.2018 09:05
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 29.10.2018

ტელევიზია

28.10.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 13:00

თავისი არჩევანი დააფიქსირა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური  დაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკომ   საბურთალოს 79-ე უბანზე გააკეთა არჩევენი. დავით სერგეენკო- "ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, საქართველოსი გაერთიანებას და გაძლიერებას. ხმა მივეცი იმას, რომ სიძულვილის ენა შეიცვალოს კონსტრუქციული ენით და ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს ქვეყნის გაძლიერებისკენ"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5650044

I არხი-მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5650453

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5650222

მაესტრო - ახალი ამბები 19:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5651165

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5650473

---

 

26.10.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:      საქმის კურსი 22:30

"კანონის არსებული რედაქციით უბედური შემთხვევის დაზღვევა შეიძლება ყველა სფეროზე გავრცელდეს", - ამის შესახებ დეპუტატი და პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ბიზნესს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანების უბედური შემთხვევის საკუთარი ხარჯებით დაზღვევა მოუწევთ. გარდა ამისა, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს სავალდებულო დაზღვევის კომპონენტის ყველა სხვა კომპანიაზეც გავრცელებას, რომელიც არ მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5647704

---

 

 

28.10.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:      საქმის კურსი 17:45

სამეგრელოში, ფოთის ჰიდრო კვანძის საწარმოში დასაქმებული ადაიანები ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი თვეა მათ სამუშაოები შეჩერებული აქვთ და ორი თვის ხელფასი გადაუხდელი. ჟურნალისტი თეა გვასალია აცხადებს, რომ მას დაუკავშირდნენ საწარმოში დასაქმებული ადამიანები და სთხოვეს დაინტერესებულიყვნენ მათი შრომის პირობებით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5647050

 

ინტერნეტი

28.10.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/llldavit-sergeenko-khma-miveci-saqartvelos-evropul-ojakhshi-dabrunebas-qveynis-gaertianebasa-da-gadzlierebas/

დავით სერგეენკო - ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, ქვეყნის გაერთიანებასა და გაძლიერებას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა. სერგეენკომ საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. „დღეს ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, საქართველოს გაერთიანებასა და გაძლიერებას, ხმა მივეცი იმას, რომ სიძულვილის ენა შეიცვალოს კონსტრუქციული ენით და ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს ქვეყნის გაძლიერებისკენ“, – -განაცხადა მინისტრმა. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/518460-davit-sergeenko-xma-miveci-sakartvelos-dabrunebas-evropul-ojaxshi-kveqnis-gaertianebas-da-gazlierebas?fbclid=IwAR2wDNYNHgok-DNuKJLVAtfns2d4Pg6eavrYiDhQh-Xselg_qOf_GlrzxdA

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=73726&fbclid=IwAR0yMVHIP45u9tVtWya0Qj-9NKBiUBDgnjkPpme3DsIVV7ykmfluWwnJ4nk

პია.ჯი- https://pia.ge/post/230903-sergeenko-xma-miveci-saqartvelos-dabrunebas-evropul-ojaxsi?fbclid=IwAR0lQYd3npFeHWVNV0cuH7b4bwPBT0LXND29l0HEzDrjGnZJ_yFFlK4LVPc

---

 

26.10.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/grdzeldeba-mometebuli-saprtkhis-shemtsveli-mdzime-mavne-da-sashishpirobebiani-sakmianobebis-registratsia-r

გრძელდება მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ დროისთვის აღნიშნული კატეგორიის სამუშაოების ჩამონათვალის გათვალისწინებით რეგისტრირებულია 23248 სუბიექტის საქმიანობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველას, დროულად მიმართონ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიარონ რეგისტრაცია. „შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება. მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1505 არის შესაძლებელი. საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისთვის განცხადების წარმომდგენმა უფლებამოსილმა პირმა უნდა იცოდეს საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალიდან რომელ საქმიანობას ახორციელებს სუბიექტი და ამ სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

---

 

26.10.2018

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/jandacvis-saministroshi-erovnuli-gaidlainebis-da-protokolebis-ganakhlebis-temaze-samushao-shekhvedra-gaimarta/

ჯანდაცვის სამინისტროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლებაზე იმსჯელეს. 2018 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს, გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს წევრებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ექსპერტების პარტნიორობით, მუშაობა დაიწყო შემდეგი გაიდლაინის და პროტოკოლების განახლებაზე: • ფიზიოლოგიური მშობიარობა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის ახალ რეკომენდაციებზე დაყრდნობით); • ინსტრუმენტული საშოსმხრივი მშობიარობა; • მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვა; • თრომბოემბოლიზმის პრევენცია ანტენატალურად და მშობიარობის შემდგომ პერიოდში; • მშობიარობის შემდგომი სისხლდენა საწყისი სარეანიმაციო ნაბიჯები და საშვილოსნოს ჰიპო-ატონური სისხლდენის მართვა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინებისა და პროტოკოლების განახლება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და რეპროდუქციული და დედათა ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/518244-jandacvis-saministroshi-erovnuli-gaidlainebis-da-protokolebis-ganaxlebis-temaze-samushao-shexvedra-gaimarta

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=73638

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/213946

პია.ჯი- https://pia.ge/post/230645-jandacvis-saministrosi-erovnuli-gaidlainebis-da-protokolebis-ganaxlebis-temaze-samusao-sexvedra-gaimarta

---

 

26.10.2018

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/premieri-ragbi-gundurobis-sauketeso-magalitia-tu-ertad-davdgebit-aucileblad-gavimarjvebt/

პრემიერი: რაგბი გუნდურობის საუკეთესო მაგალითია, თუ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ

„რაგბი გუნდური თამაშის საუკეთესო მაგალითია და სიმბოლოა იმისა, რომ თუ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ – ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც რაგბის აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზესაქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებთან შეხვედრისას განაცხადა მამუკა ბახტაძემ ქართველ მორაგბეებს მოახლოებულ მნიშვნელოვან ტესტ-მატჩებში წარმატება უსურვა და სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველოს ნაკრები ნოემბერში სამ ტესტ-მატჩს გამართავს. 10 ნოემბერს ჩვენი გუნდი ფლორენციაში, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 17 ნოემბერს„ავჭალის“ სტადიონზე სამოას უმასპინძლებს, ხოლო 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ – ტონგას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სარაგბო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება და მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს რაგბის განვითარებას. მამუკა ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა ფონდ „ქართუს“ წვლილი აღნიშნული სპორტის განვითარებაში. „ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ მეც ვთამაშობდი რაღაც პერიოდის განმავლობაში და ძალიან კარგად ვიცი, თუ რა განცდაა, როდესაც შენს მეგობართან ერთად ცდილობ ლელოს დადებას. ეს განსხვავებული ემოციაა და რაგბი გუნდური თამაშის საუკეთესო მაგალითია. მიხარია, რომ ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. ბევრი ბავშვია ჩართული ამ სახეობაში. ჩვენც აქტიურად ვეხმარებით ფედერაციას, ფონდი „ქართუ“ უზარმაზარ საქმეს აკეთებს. დიდი მადლობა „ქართუს“, ყველას, ვინც გვეხმარება რაგბის განვითარებაში. ჩვენ გვჭირდება ამ სპორტის მეტი პოპულარიზაცია, დამატებითი ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, მეტი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამ გამარჯვებებს მოვიპოვებთ“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც იაპონიაში იმართება, დამატებითი რესურსებია საჭირო ნაკრების მოსამზადებლად, რაც უზრუნველყოფილი იქნება. 2012-2018 წლებში სახელმწიფომ „რაგბის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 71 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. „ფონდმა ქართუმ“ კი 200 მილიონ ლარამდედახარჯა სტადიონების და საწვრთნელი ბაზების მშენებლობაზე. ფონდის მიერ გამოყოფილი თანხებით აშენდა და მმართველობაში რაგბის კავშირს გადაეცასტადიონები და ბაზები – თბილისში, რუსთავში, მარტყოფში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, თელავში, ასპინძასა და ფოთში. შევარდენის ბაზაზე შეკრებილ „ბორჯღალოსნებს“ დღეს პრემიერთან ერთად მხარდაჭერა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმამიხეილ ბატიაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  გამოუცხადეს.

---

 

26.10.2018

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/518277-abashashi-sascrapo-daxmarebis-centris-opisi-shendeba

აბაშაში სასწრაფო დახმარების ცენტრის ოფისი შენდება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" თანამედროვე ტიპის ოფისის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. “აბაშის მუნიციპალიტეტს აქამდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა, ამჟამად აღნიშნული ცენტრი განთავსებულია კორპორაცია „ევექსის“ აბაშის ჰოსპიტალის შენობაში. ახალი პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება”, – განაცხადა ლევან მაკალათიამ. აბაშის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 234 189 ლარია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოფისის მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს ასრულებს შპს. „თ.ბ-კაპიტალი“.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

29.10.2018

მედიასაშუალება:  ალია

"ექიმი ზიზღით მიყურებდა, დამცინოდა და პატრულით მემუქრებოდა, თუ კიდევ ვკითხავდი - რატომ გაიმეტეს ჩემი ძმა მოსაკლავად"

თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი მეორედ ექცევა ჩვენი ყურადღების ცენტრში. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ბაჩანა მოლოდინაშვილის დედა უჩიოდა კლინიკას, რომ მისი შვილი, რომელიც მძიმედ იყო ავად, რამდენიმე დღეში გამოწერეს. გამოწერის წინ ავადმყოფს, რომელსაც ფილტვის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, რენტგენიც კი არ გადაუღეს. ბაჩანა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი პაციენტის დედას უწყება არ დაუტოვებია, ხმა რომ არ მიეწვდინა, ექიმი მედეა აბჟანდაძე, რომელიც ბაჩანას მკურნალი ექიმი გახლდათ, იგივე თანამდებობაზე მუშაობს. ჩვენი რესპოდენტი ამჯერად სახელსა და გვარს არ ასახელებს, რადგან დედამ არ იცის შვილის ავადმყოფობის შესახებ და არ უნდათ, ასე გაზეთის ფურცლებიდან შეიტყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, მე გამიმხილა ვინაობა და ინფორმაციის გადამოწმების საშუალებაც მომეცა... 19 ოქტომბერს თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უჩიოდა თავბრუსხვევას, თვალების დაბნელებას, კარგავდა ორიენტაციას... პაციენტი რამდენიმე საათში გაწერეს სახლში, ფორმა 100-ისა და რეკომენდაციის გარეშე. როგორც პაციენტის და გვიყვება, ექიმმა ეკატერინე კუპატაძემ მას მოახსენა, რომ მის ძმას ნევროზი აქვს და რაკი ნევროზი არ ფინანსდება, ცოტა გავაბუქე ავადმყოფობის ისტორია, რომ მცირე თანხის გადახდა მოგიწიოთ, თორემ ისე არაფერი სჭირს, წაიყვანეთ, დაისვენებს და გამოკეთდებაო. ასე გამოუშვეს ფორმა 100-ისა და რეკომენდაციის გარეშე, თან მხოლოდ გადახდილი თანხის ჩეკი გამოატანეს. რამდენიმე საათში ნამკურნალევი და გაწერილი პაციენტი სახლში ისევ ცუდად გახდა... როცა "ნიუ ჰოსპიტალის" ნევროლოგიურ განყოფილებაში საძილე არტერიები დაუთვალიერეს და საძილე არტერიის ათეროსკლეროზული დაზიანება აღმოუჩინეს, ასევე, მარცხენა საძილე არტერიაში რევაც არ შეიძლება... - მიყურებდა ზიზღით და ზემოდან, დასცინოდა ჩემს აკანკალებულ ხმას და ნერვიულობას, სადაც გინდა, იქ მიჩივლეო, მომაძახა და პატრულით მემუქრებოდა, თუ არ წამოვიდოდი და კიდევ დავუსვამდი კითხვას: რატომ გაიმეტეს ჩემი ძმა მოსაკლავად, - გვიყვება პაციენტის და.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5651514&name=29.10.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---