From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=ED969F67AB984BBE8F8AA033D222F18B-GIORGI
To : Natia Khmaladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d281c9de634b4ce3b290d874066d4d9d-Natia K>
Subject : Re: ელ.მთავრობის საკითხები_20.09.19
Received On : 20.09.2019 10:34

ნათი დაავიზე

Sent from my iPhone

On Sep 20, 2019, at 12:35 PM, Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> wrote:

           მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. განათლება 36709 - სსიპ თბილისის მარიონეტების სახელმწიფო პროფესიული თეატრი, განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას  88 603.44 ლარის ფარგლებში.
  2. ფინანსები 36708 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, განსაზღვრული შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ნაცვლად, შემოღებულ იქნება მომსახურების გაწევის საფასურები, რომელიც განისაზღვრა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით.
    აღნიშნულიდან გამომდინარე ძალადაკარგულად ცხადდება „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის №41 დადგენილება.
  3. განათლება 36706 - პროექტის მიხედვით, სსიპ - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევითი ცენტრსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის გაფორმდება ფედერალური დახმარების გრანტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ქვის საფასადო წყობის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები.
  4. განათლება 36705 - მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.
    პროექტი შეთანხმდა  ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი აიტვირთა მესამედ, წინა ეტაპზე დავიზებულია
  5. ეკონომიკა 36703 - მტკიცდება შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი, რომლის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.
  6. ეკონომიკა 36702 - სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს  საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. ეკონომიკა 36701 - სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  8. ეკონომიკა 36700 - შპს „აადს“ საკუთრებაში გადაეცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაპალაში მდებარე, 3400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც სავარაუდოდ, უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაშავერაზე ჰიდროელექტროსადგური „ჭაპალა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით.
  9. რეგიონული 36653 - მტკიცდება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, მდებარე 3000.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.

    საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1(სრზ-1)-ის ქალქგეგმარებითი პარამეტრების შესაბამისად.
  10. რეგიონული 36635 - მარტვილის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციისათვის აუცილებელი სამუშაოების შესყიდვას, 16 442  ლარის ფარგლებში.
  11. რეგიონული 36632 - მარტვილის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიის შესყიდვას, - 32 026 ლარის ფარგლებში.
  12. რეგიონული 36628 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქ თეთრიწყაროში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ფასადის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას, - 192 082 ლარის ფარგლებში.
  13. რეგიონული 36619 - ტყიბულის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას, - 80 246 ლარის ფარგლებში.
  14. მთავრობა 36613 - 2019 წლის 19 მაისის საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე, საკრებულოების შუალედური არჩევნებისა და 2019 წლის 27 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნების დაფინანსების მიზნით,  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოეყოფა 4 466 910 ლარი.
  15. ეკონომიკა 36881 – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა  უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. 
  16. ეკონომიკა 36878 - საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას“, სს „ზოტი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც: გაგრძელდება მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დაწყების ვადა და განისაზღვრება არაუგვიანეს 2019 წლის 17 ოქტომბრით (მემორანდუმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 2019 წლის 18 აპრილის ნაცვლად) და (2) სსე-ის მიერ ელექტროსადგურის ელექტროგადამცემ ქსელზე მიერთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულებისთვის გათვალისწინებული ვადა განისაზღვრება 2021 წლის 31 დეკემბრით (2021 წლის 31 მაისის ნაცვლად), ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში მიღების ვადა გაგრძელდება 2022 წლის 1 მარტამდე (2021 წლის 31 მაისის ნაცვლად).
  17. ეკონომიკა 36876 - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მიეცემა თანხმობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ არსებული 351.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით.
  18. სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 36854 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადასცემს ა(ა)იპ -ალაშას (რომელიც საქმიანობს აფხაზეთის საკითხებზე), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, აუქციონის გარეშე, 3 წლის ვადით უძრავ ქონებას და თხოვების უფლებით, 3 წლის ვადით გადასცემს მოძრავ ქონებას.
  19. განათლება 36850 - შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიეცემა უფლება, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2018 წლის  განმავლობაში ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხიდან წარმოქმნილი ეკონომია მიმართოს 2019-2021 წლებში შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ საიჯარო ვალდებულებების დაფინანსების მიზნით. 
  20. გარემო 36842 - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განახორციელებს (კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების, ქსელების და სხვ.) სახელმწიფო შესყიდვებს.
  21. ეკონომიკა 36840 - ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში, პროექტი  ითვალისწინებს ისეთი საშუალო წნევის გაზსადენის მიკუთვნებას პირველი კლასისათვის, რომლის შიდა დიამეტრი არ აღემატება 100 მმ-ს, ასევე, 100 მმ-ზე მეტი შიდა დიამეტრის საშუალო წნევის გაზსადენის და  მაღალი წნევის გაზსადენის მესამე კლასისათვის მიკუთვნებას, ნაცვლად მეოთხისა. ასევე პროექტის თანახმად, I კლასის გაზსადენის მშენებლობის შემთხვევაში მარტივ შეტყობინებას თან უნდა დაერთოს არქიტექტურული პროექტი და ტექნოლოგიური სქემა.
  22. რეგიონული 36815 - ონის მუნიციპალიტეტი, მისთვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოყოფილი რესურსიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში 26 158 ლარს, მიმართავს პროექტების განსახორციელებლად (წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია; წყალსადენის სათავე ნაგებობების ქსელის და რეზერვუარის მოწყობა).
  23. რეგიონული 36813 - გურჯაანის მუნიციპალიტეტი მისთვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოყოფილი რესურსიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში 230 078 ლარს მიმართავს სოფელ ძირკოკში ღია საჭიდაო მოედნის მშენებლობის  პირველი ეტაპის სამუშაოებისა და სოფელ ნანიანში  საბავშვო ბაღის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
  24. ეკონომიკა 36785 - იურიდიული პირებს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საპრივატიზებო თანხის, 7685 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი  ქონება, რაც ხელს შეუწყობს სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
  25. განათლება 36783 - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განახორციელებს ჰაერის კონდიცირების საშუალებების  ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვას.
  26. განათლება 36777 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხა.
  27. გარემო 36918 - ზესტაფონისა და ხარაგაულის  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე E–60 აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას (F4)-ის მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს მაგისტრალის მშენებლობა.
  28. ეკონომიკა 36752 - ფიზიკურ პირ პაატა პაპავაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცემა მცხეთაში, სოფელ ლისში; მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ არსებული 11644.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს აღნიშნული ტერიტორიის განვითარებას და ამ მიზნით, არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

პატივისცემით,  

ნათია