| From : | /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=ED969F67AB984BBE8F8AA033D222F18B-GIORGI |
| To : | Natia Khmaladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d281c9de634b4ce3b290d874066d4d9d-Natia K> |
| Subject : | Re: ელ.მთავრობის საკითხები_23.09.19 |
| Received On : | 23.09.2019 07:24 |
მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. მთავრობა 36081 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურსა (საქსტატი) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობას შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულება.
პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების რეალიზების საკითხებს, ფულადი სოციალური ბენეფიტის - საარსებო შემწეობის გაცემის ფორმის მიზნობრიობის შესწავლას და საქსტატის მიერ შესაბამისი ფულადი სახსრების მიღებას.
პროექტი შეთანხმდა სოციალურ დეპარტამენტთან და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.
2. ეკონომიკა 37160 - სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 57 261 311 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99,84943%) მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, 2 წლის ვადით გადაეცემა ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს.
3. რეგიონული 37157 - პროექტის მიხედვით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს შემდეგ პროექტებს: კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციას - 1 122 459 ლარის ფარგლებში; ქალაქ ფოთში, ქუჩების გარე განათების არსებული ქსელის ლედ სანათებით ჩანაცვლების სამუშაოებს - 548 070 ლარის ფარგლებში.
4. ეკონომიკა 37154 - შპს „ჯი ი ინვესტმენტ კორპს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთაში, სოფელ ნიჩბისში მდებარე 91094.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კაკლოვნების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 1 535 596 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
5. რეგიონული 37137 - გორის, კასპის, ქარელისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს: გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხურვალეთი, შავშვები, ბერბუკი და სკრა; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მოხისი და ახალსოფელი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თელიანი და მეტეხი; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების შესყიდვას; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიაანთკარის და სოფელ ხურვალეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
6. გარემო 37121 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული კახეთის სატყეო სამსახურის, ყვარლის სატყეო უბნის ყვარელის სატყეოს კვარტალ N61-ის ლიტერ N1, N3 და N6-ში მდებარე 12310 კვ.მ ფართობზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (კომპლექსური მიზნით) ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრება 20 წლით.
7. გარემო 37116 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული კახეთის სატყეო სამსახურის, ყვარელის სატყეო უბნის ყვარელის სატყეოს კვარტალ N61-ის ლიტერ N9 და N22-ში მდებარე 39371 კვ.მ. მიწის ფართობზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (კომპლექსური მიზნით) ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრება 20 წლით.
8. გარემო 37069 - ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს მიეცემა შესაძლებლობა დროულად და შეუფერხებლად განახორციელოს საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და საზოგადოებრივი პროექტები, კერძოდ, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის, ქ. ზუგდიდის დრამატული თეატრის, ქ. ოზურგეთის დრამატული თეატრის, პ.ადამიანის სახელობის სომხური თეატრის, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ველობილიკების, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულას საბავშვო ბაღის, დასასვენებელი პარკის და ეკლელიის, ასევე, დაბა აბასთუმანში ზ. ფალიაშვილის ქუჩა N26 და N28 საცხოვრებელი სახლის სახურავებისა და ფასადის აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები.
9. განათლება 37010 - სსიპ − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება: ფაგური პრეპარატების ჩამოსასხმელი ხაზი (Adinath International ALVF-120, Adinath International ACS-60 და Adinath International AVSL-100) და ავტოკლავი (Tuttnauer 4472EP-1R) აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადით გადაეცემა შპს - ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატებს, ყოველთვიური საიჯარო ქირის – 600 ლარის ღირებულებით.
10. მერია 36978 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „თბილისობა 2019“-ის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 923 550 ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
11. ფინანსები 36940 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარებით 2017-2030 წლებისთვის კლიმატის ცვლილების საოპერაციო ჩარჩო დოკუმენტის‘‘ განხორციელების მხარდაჭერის თაობაზე.
12. გარემო 36928 - პროექტის თანახმად, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 95 520 კვ.მ ტყის აღდგენა. მოხდება აღსადგენი ტერიტორიის შეღობვა და დაირგვება „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი 8480 ნერგი, ხოლო გაშენებული ტყის მოვლა განხორციელდება 5 წლის განმავლობაში. შესრულდება შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ვალდებულებები ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებასთან დაკავშირებით.
13. გარემო 36926 - ცვლილება შედის ტყითსარგებლობის წესში, რომლის მიხედვით, დაზუსტდება/გაფართოვდება ტყის მართვის სფეროში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფლებამოსილებები; მოწესრიგდება მერქნული რესურსის აუქციონის წესით განკარგვის პროცესი; ტყის ფონდის მართვის ორგანოებს მიეცემათ ხე-ტყის ნარჩენების მოპოვება/განკარგვის უფლება; მოწესრიგდება სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების და მიღებული მერქნული რესურსის დამზადება/გაცემა; მოწესრიგდება ტყის ფონდის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გასატარებელი ღონისძიებები; დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ, მიღებული ტყითსარგებლობის საკომპენსაციო თანხების გამოყენების საკითხი; დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გაწეული მომსახურების (მერქნული რესურსის აღრიცხვა) საფასური .
ცვლილება შედის ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესში, რომლის მიხედვით ზუსტდება სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებისათვის (ამორიცხვისათვის) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის განხორციელების წესი.14. რეგიონული 36924 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
15. გარემო 36920 - მთავრობასთან თანხმდება, ევროკავშირსა და უკრაინის სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების „ბირთვული ავარიის შემთხვევაში საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (ANRS) მზადყოფნის გაძლიერება: მობილური ლაბორატორიის მოწოდება - G 4.01/19B“ ფარგლებში სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსათვის მობილური ლაბორატორიის მოწოდებაზე საპროექტო შეთავაზება.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე