From :
To : levant@lb.ge
Subject : საპენსიო
Received On : 06.08.2019 13:58

ლევან გამარჯობა.

 

    როგორც თქვენთვის ცნობილია ამა წლის 31 დეკემბერს ვადა გასდის საპენსიო და სოციალური მომსახურეობის თანხების საბანკო ანგარიშებით ბენეფიციარებისთვის დარიგების შესახებ ჩვენს შორის დადებულ ხელშეკრულებას. თქვენს მიერ გამოგზავნილ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით განვიხილავთ აღნიშნული ხელშეკრულების გაგრძელებას 2022 წლის 31 დეკემბრამდე, ამასთანავე მომსახურეობის პირობები ხელშეკრულებაში უნდა დარჩეს უცვლელი. დღეის მდგომარეობით არსებული საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაგრძელებისას ჩვენგან შემოთავაზებულია შემდეგი პირობები:

 

1.        საარსებო მინიმუმი გაუქმდება და შესაბამისად PTI-ს დათვლისას აღარ იქნება შემზღუდველი;

2.       PTI-ს ლიმიტი გაიზრდება 30%-მდე;

3.       ბანკის მხრიდან გაგრძელდება პროცენტის  შემცირება ყოველთვიურად 0.3%-ით სანამ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ დაიწევს 33%-მდე.

 

  ზემოთ მოყვანილი პირობების ცვლილება განხორციელდება ხელშეკრულების გაგრძელების თარიღამდე.