From :
To : mghadua@moh.gov.ge
Subject : FW: ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 17.02.2020 09:02

9 და 10 ნუ დაავიზებ ჯერ ჯერობით.

 

From: Natia Khmaladze
Sent: Monday, February 17, 2020 12:28 PM
To: Giorgi Tsotskolauri ; tikhardziani@gmail.com
Subject:
ელ.მთავრობის საკითხები

 

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 5762 - 2020 წლის 17-19 მარტს . თბილისში გასამართი საერთაშორისო ღონისძიების ,,OECD Eurasia Week“ სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  2. იუსტიცია 5739 - 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატობის მსურველებისთვის განაცხადების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2020 წლის 6 მარტი.
  3. გარემო 5736 - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  4. ეკონომიკა 5734 - საქართველოს მთავრობას, შპსსაქართველო-ურბან ენერჯის“, სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, სსგაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპსენერგოტრანსსადა სსელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსშორის დაიდება დამატება საქართველოს მთავრობასა და შპსსაქართველო-ურბან ენერჯისშორის დადებულ მემორანდუმზე, რომლის საფუძველზეც კომპანიაესკოსდამატებით მიჰყიდის ელექტროენერგიას.
  5. განათლება 5721 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ()იპ ახალგაზრდული სახლისთვის  ფინანსური დახმარების (452,753.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, ორგანიზაციის მიზანია აღმოუჩინოს ინტენსიური დახმარება ყველა იმ ახალგაზრდას და მარტოხელა დედებს, რომლებიც, 18 წლის ასაკში ტოვებენ ზრუნვის სისტემებს და რჩებიან ქუჩაში.

    პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკის სამმართველოსთან, შენიშვნები არ აქვს.
  6. განათლება 5720 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ()იპმცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლისთვის ფინანსური დახმარების (120,000.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, რაც მოხმარდება სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის საჭირო ინვენტარით აღჭურვასა და ავტორიზაციის დაფინანსებას
  7. განათლება 5714 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ()იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდისთვისლაზარე“- ფინანსური დახმარების (224,565.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსფონდი ახორციელებს პროექტსახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას ქვეყანაში, ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით, ასევე პროექტის მთავარ აქტივობას წარმოადგენს საზაფხულო ბანაკი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ეთნიკურად ქართველი და ოსი 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებთაც ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის.
  8. განათლება 5711 - მთავრობასთან თანხმდება, . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ()იპ ,,თბილისის განვითარების ფონდს“, „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციას“ , საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ - „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმსშორის გასაფორმებელი - „სსიპ - „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისრესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის მხარდაჭერის განხორციელების მიზნით გრანტის გაცემის თაობაზე“  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პროექტი.
  9. ეკონომიკა 5702 - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 10000 კვ.. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 40000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა შპსსაგურამოს მეფრინველეობას“, უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 250000 ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით, რითაც, სავარაუდოდ, ხელი შეეწყობა მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
  10. ეკონომიკა 5699 - თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულში მდებარე  30613 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 461595 ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპსლოპოტას“, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების განვითარების მიზნით არანაკლებ 2110000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელებას.
  11. ეკონომიკა 5696 - მტკიცდება შპსგარდაბნის თბოსადგურისმიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
  12. რეგიონული 5679 - დუშეთის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან დარჩენილ ეკონომიას - ჯამში 240 092  ლარს მიმართავს, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით.
  13. ფინანსები 5676 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 4 990 000 ლარი.
  14. რეგიონული 5656 - მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს დვანსა და კნოლევს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს სპეთსა და ჭალოვანს.
  15. გარემო 5651 - სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს გულუას ქუჩა N6 -ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის კომუნალური და სხვა ხარჯების დაფარვას.
  16. საგარეო 5649 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 45 ერთეულით.
  17. ფინანსები 5647 - ცვლილება შედის დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტში, პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ ტერმინოლოგიასთან შესაბამისობაში მოყვანისა და დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას პრაქტიკაში წამოჭრილი ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროებით.
  18. ფინანსები 5614 - სსიპ - შემოსავლების სამსახური  ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს 10 ერთეული გარე გამოყენების გამათბობელი მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
  19. განათლება 5612 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ()იპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისთვის ფინანსური დახმარების (220 000 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
  20. გარემო 5600 - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში, 2020 წელს დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვრება 172 ერთეულით.

     

     

 

პატივისცემით,  

ნათია