| From : | |
| To : | tabazadze@ssa.gov.ge |
| Subject : | FW: უმწეოების ბაზაზე წვდომა |
| Received On : | 02.10.2018 11:27 |
From: Koba Gvenetadze [mailto:Koba.Gvenetadze@nbg.gov.ge]
Sent: Tuesday, October 2, 2018 12:21 AM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject: უმწეოების ბაზაზე წვდომა
გიორგი გამარჯობა,
ასეთი წერილის გამოგზავნა გვინდა შენთან. ასევე, პარალელურად, გივნდა სამინისტროს ვთხოვოთ, რომ ამ საკითხში მხარი დაგვიჭიროს. ეს ვორდინგი თავის დროზე მიშას ნანხი აქვს აქვს ნანახი და ოკ იყო.
მომწერე რას ფიქრობ.
მადლობა,
კობა
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს,
ბატონ გიორგი წოწკოლაურს
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურ ნაბიჯებს დგამს ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების კუთხით. ფინანსურ სექტორში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება რეფორმები, რის შედეგადაც ყველა სახის სესხის გამცემისთვის დაწესდება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტი. აღნიშნულისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნფრასტრუქტურის არსებობა, როგორიცაა სებ-ის მიერ რეგისტრირებული საკრედიტო საინფორმაციო ბიურო და შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის ინფორმაციის დროის რეალურ რეჟიმში მიმოცვლის სისტემა, რომელიც კრედიტორს საშუალებას მისცემს შეაფასოს თუ რამდენად საკმარისია მსესხებლის შემოსავლები ვალის მომსახურებისთვის.
თუმცა, გადახდისუნარიანობის სრულყოფილი ანალიზისთვის ასევე მნიშვნელოვანია მსესხებლის ხარჯებისა და ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შესწავლა. ეს კი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მოსახლეობის შემოსავლებისა და ქონების აღრიცხვა ფორმალიზაციის დაბალი დონის გამო საკმაოდ ხარჯიანია. აქამდე კრედიტორები არ წევდნენ ამ ხარჯს და მსესხებლის გადახდისუნარიანობის არასწორი შეფასების გამო, უმეტესწილად, გაზრდილი საკრედიტო დანაკარგების კომპენსირება მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ხდებოდა. ამ პრაქტიკის შედეგად, ჭარბი სესხები გაიცა, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ სახელმწიფოსაგან. ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ისინი ვერ შეძლებენ ამ ვალდებულებების მომსახურებას და, შესაბამისად, მათი დაკრედიტებისას ფინანსურმა ინსტიტუტებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ (მითუმეტეს, მოკლევადიანი მაღალპროცენტიანი სესხებისას, რომლითაც, როგორც წესი, საარსებო შემწეობის მიმღები პირები სარგებლობენ).
აღნიშნულ პრობლემის მნიშვნელოვანწილად გადასაჭრელად, ვფიქრობთ, სოციალური მომსახურების სააგენტომ საშუალება უნდა მისცეს კრედიტორებს, მსესხებლის თანხმობის საფუძველზე, კრედიტის გაცემამდე გადაამოწმონ, არის თუ არა კლიენტი სოციალურად დაუცველთა ბაზაში და რა ქულა მიენიჭა მას ბოლო გადამოწმებისას. გარდა საკითხის სოციალური მნიშვნელობისა, ასეთი მიდგომა კრედიტორს დაეხმარება რისკების უკეთესად შეფასებაში და ეფექტიანობის გაუმჯობესების ხარჯზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ამ კომერციული სარგებლის გამო, შესაძლებელია, რომ ბანკებისათვის ასეთი სერვისი ფასიანი იყოს. თუმცა, მნიშნველოვანია, რომ ეს ფასი იყოს გონივრული და მხოლოდ ხარჯების ანაზღაურებაზე გათვლილი, რადგან მას საბოლოოდ მაინც მომხმარებელი იხდის. ინფორმაციისთვის, ჩვენი შეფასებით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სასესხო განაცხადები მატერიალურად შემცირდება, თუმცა, საორიენტაციოდ, განსაკუთრებით საწყის პერიოდში, ასეთ ინფორმაციაზე კრედიტორებისგან ინდივიდუალურმა მოთხოვნებმა უხეშად თვეში დაახლოებით 100,000 უნდა შეადგინოს.
გთხოვთ განიხილოთ სააგენტოს მიერ სესხის გამცემ ინსტიტუტებზე ასეთი სერვისის მიწოდების შესაძლებლობა. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით მოგაწოდოთ სხვა საჭირო ინფორმაცია და დაგეხმაროთ სესხის გამცემ ინსტიტუტებთან კოორდინაციაში.
PRIVACY AND CONFIDENTIALITY NOTICE: The information contained in this communication is confidential and may be privileged. It is intended solely for the use of the individual or entity to whom it is addressed. If you are not the intended recipient, you are hereby notified that any disclosure, copying, or distribution hereof, or action taken in reliance on the contents of this transmission is strictly prohibited. If you received this communication in error, please notify us immediately by reply email to the sender of this message.