From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=ED969F67AB984BBE8F8AA033D222F18B-GIORGI
To : Beka Jakeli </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=7d860ad07940429b94d46213d2a55a1c-Beqa Ja>
Subject : Fwd: ევექსის ჰოსპიტალები
Received On : 09.04.2020 07:27
Attachments :



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: George Mindiashvili <gmindiashvili@ghg.com.ge>
Date: April 9, 2020 at 11:22:56 AM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: FW: ევექსის ჰოსპიტალები

გიორგი მოგესალმები,

 

როგორც წინა კვირას შეხვედრაზე ვისაუბრეთ განიხილება დასაცლელი ჰოსპიტლების დღიური ჯამური ქირაობის (balk buying) პრინციპით წასვლა.

 

ამ მოდელის შემთხვევაში:

  1. გადახდა მოხდება ჰოსპიტლის მთიანი გამოყოფილი საწოლფონდიდან.
  2. ერთი საწოლზე ხარჯი გამრავლდება გამოყოფილი საწოლების რაოდენობაზე და გადახდა მოხდება იმ პერიოდზე რა პერიოდზეც იქნება დაცლილი კლინიკა და გამოყენებული კოვიდ მიზნებისთვის.
  3. ერთი საწოლ დღის (კადრების ხელფასების ჩათვლით) ხარჯი გაანგარიშდება მხოლოდ იმ ხარჯებიდან რაც ჰოსპიტალს ფაქტიურად აქვს ოპერაციების შეწყვეტისას და რასაც ვერ გაექცევა.
  4. კიდევ მინდა ავღნიშნო რომ არავითარ შემთხვევაშ არ ითვალისწინებს ეს ფორმულა ან მოგებას ან რაიმე ბიზნეს ინტერესს, უბრალოდ ცხადყოფს  რა ხარჯები უნდა ავიღოთ ჩვენ ჩვენ თავზე და რისი გაყოფა ხდება სამინისტროსთან.
  5. ამ მოდელით არსებულ ექიმებს ვისი გაშვებაც მოგვიწევს კოვიდად გადაკეთების გამო შეუნარჩუნებთ ხელფასს მინიმუმ 80%.
  6. სამინისტროს საფიქრალი აღარ იქნება რამდენი ადამინაი დარჩება კლინიკაში ან ვინც კლინიკაში დღეს არ მუშაობს და გვჭირდება ამათაც ჩვენ მოვიძიებთ.
  7. კადრები ვისაც 3,000-ზე მეტი აქვთ ხელფასი ამას ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე და საერთოდ არ მინაწილეობენ ამ ფორმულაში.
  8. PPE-საშუალებებით უნდა დაგვეხმაროს სამინისტრო. ანუ ვთქვათ რომ ვიწყებთ დაცლას უნდა მოხდეს PPE-საშუალებების მოწოდება (რესპირატორი, კომბინიზონი და ასე შემდეგ).
  9. როდესაც დაიწყება კოვიდ პაციენტების მიღება ანაზღაურება მოხდება ფაქტიური ხარჯით და იმ ლიმიტებით რაც გაწერილია, თუ მცა ფაქტიურ ხარჯში აღარ მოხვდება იჯარის თანხაშ გაწერილი მუხლები (მაგალუთად ხელფასი, ან კომუნალური)

 

ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თელავის მაგალითზე (რომელიც კეთდება 53 საწოლზე) რომ გამოვა:

 

  1. თანამშრომლების ხელფასები სადაც ერთეულზე არ აღემატება 3,000 ლარს        - 156,000 ლარი.
  2. კომუნალურები, ადმინისტრაციული და საკანცელარიო ხარჯები                        - 37,000 ლარი
  3. საპროცენო ხარჯი რომელსაც ბანკები გვარიცხავენ და ვერ გავექცევით               - 68,000 ლარი
  4. ცვეთა                                                                                                                                    - 41,000 ლარი.

ჯამი:                                                                                                                           - 302,000 ლარი.

 

ხარჯებიდან როგორც ვისაუბრეთ ყველა კლინიკაზე 3,000 ლარზე ზემოთ ხელფასები რომელ ექიმებსაც აქვთ ავიღებთ ჩვენ ჩვენ თავზე მათ მოგვარებას, ასევე არ მოხდება ცვეთის და ამორტიზაციის ანაზღაურება. ერთადერთი გაყოფილია ჩვენი აზრები საპროცენტო ხარზე.

 

ადრეც ვთქვი და აქაც მინდა დავაფიქსირო რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ ეს არ არის ჩვეულებრივ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ბიზნესის დახმარება ბანკებთან, აქ საქმე ეხება როდესაც მოქმედ საქმიანობას (რომელიც ასე თუ ისე უმკლავდებოდა ამ სესხს) ვწყვეტთ და ვუთმობთ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს და ვფიქობ ესეთ დროს უნდა ხდებოდეს საპროცენტო ხარჯების გათვალისწინებაც.

 

ამიტომ გწერ 2 მაგალითს:

 

(საპროცენტო ხარჯის ჩათვლით)

 

 

  1. თანამშრომლების ხელფასები სადაც ერთეულზე არ აღემატება 3,000 ლარს        - 156,000 ლარი.
  2. კომუნალურები, ადმინისტრაციული და საკანცელარიო ხარჯები                        - 37,000 ლარი
  3. საპროცენო ხარჯი რომელსაც ბანკები გვარიცხავენ და ვერ გავექცევით               - 68,000 ლარი

ჯამი:                                                                                                                           - 261,000 ლარი.

 

(1 საწოლდღის ხარჯი, 261,000/53/30= 164 ლარი)

 

(საპროცენტო ხარჯის გარეშე)

 

 

  1. თანამშრომლების ხელფასები სადაც ერთეულზე არ აღემატება 3,000 ლარს        - 156,000 ლარი.
  2. კომუნალურები, ადმინისტრაციული და საკანცელარიო ხარჯები                        - 37,000 ლარი

ჯამი:                                                                                                                           - 193,000 ლარი.

 

(1 საწოლდღის ხარჯი, 193,000/53/30= 121 ლარი)

 

აქვე ვითვალისწინებ რომ ეს სესხების ნაწილი ძალიან ინდივიდუალური შეიძლება ქონდეს ყველას და ყველაზე მარტივი და სამართლიანი შეიძლება იყოს რომ მოხდეს საწოდღის ხარჯის დათვლა საპროცენტო ხარჯის გარეშე და შემდეგ უნივერსალურად დაემატოს ყველას NBG საპროცენტო განაკვეტი, რომელიც დღეს დაახლოებით 12%-ია თუ არ ვცდები ლარში floating.

 

მემგონი ყველაფერი რაც მითხარი დეტალურად არის გადმოცემული თუ რაიმე კითხვები გაქვს მზად ვარ გიპასუხო.

 

პატივისცემით,

გიორგი.

 

 

 

 

 

 

From: George Mindiashvili
Sent: Friday, March 27, 2020 8:08 PM
To: 'Tamar Gabunia' <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Cc: Nikoloz Gamkrelidze <ngamkrelidze@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject: RE: ევექსის ჰოსპიტალები

 

საღამო მშვიდობისა,

 

სამწუხაროდ მესამე დღე იწურება და თელავის ჰოსპიტალზე ისევ ის სტატუსია, ჩვენ ჩვენის მხრივ უმოკლეს ვადაში დავასრულეთ ყველაფერი. ასევე გავმართეთ ყველაფერი რაც ჩვენს მხარეზე იყო დამოკიდებული და დავასრულეთ 25 მარტს დილის 7:00-ზე.

თუმცა ქვევით ჩამოთვლილ საკითხებზე სადაც გვჭირდებოდა სამინისტროს ჩართულობა კვლავ სტატუსი უცვლელია და როგორც მეუბნებიან ადგილობრივად საკონტაქტო/მაკოორდინირებელი პირი არ გამოჩენილა დღესაც ვინც ამ საკითხების გარკვევაში დაეხმარება ჰოსპიტალს.

ამავდროულად როგორც ვიცი გარკვეული შეფერხებებია შექმნილი ადგილობრივად მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდებაშიც.

გთხოვთ თუ არის შესაძლებელი იქნებ ცოტა დავაჩქაროთ ეს პროცესი.

ასევე გუშინ გამოქვეყნდა განკარგულებაც რასაც სია ახლავს თან და თელავის რეფერალური ჰოსპიტალი არც არის მოხვედრილი ამ დანართში. როგორც განკარგულებაში წერია თუ შესაძლებელია ბრძანება რომ მოგვცეთ 25 მარტით დათარიღებული რადგან ჰოსპიტალი დაცლილია 25 მარტის დილის 7 საათიდან.

 

აქვე თანდართული ფაილის სახით გიგზავნით იმ ინფორმაციას რაც გამოგზავნილი გვქონდა აქამდე 6 ჰოსპიტალზე. დაემატა თელავი და გახდა 7 შესაბამისად.

 

ასევე როგორც ქვევით მაილში მაქვს მოწერილი (6 ჰოსპიტალზე) თელავზეც გიგზავნით იმ ხარჯების მოკლე Summary-ის რაზეც კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეტი სიცხადისთვის:                                  ხარჯი თვეში

  1. თანამშრომლების ხელფასები სადაც ერთეულზე არ აღემატება 3,000 ლარს        - 156,000 ლარი.
  2. საპროცენო ხარჯი რომელსაც ბანკები გვარიცხავენ და ვერ გავექცევით               - 68,000 ლარი
  3. ცვეთა                                                                                                                          - 41,000 ლარი.

ჯამი:                                                                                                  - 265,000 ლარი.

 

საავადმყოფო გაშლილია 53 საწოლზე ანუ ერთ საწოლზე საშუალოდ დღიური დანახარჯი ამ წუთას გამოგვდის თელავის შემთხვევაში 166 ლარი.

 

კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ მზაობას ჩვენი მხრიდან საჭიროების შემთხვევაში დავუდგეთ სახელმწიფოს გვერდში ისევე როგორც თელავის ასევე სხვა კლინიკების შემთხვევაში. ასევე ხაზს ვუსვამ რომ ყველა ციფრი რაზეც მისაუბრია ეხება იმას რომ გავარკვიოთ ხარჯების რამხელა წილი უნდა მოდიოდეს ჩვენზე და რა ნაწილი შეიძლება დაიფაროს. შესაბამისად ყველანაირი ბიზნეს ინტერესი ან/და მოგებას საერთოდ არ განვიხილავთ ამ შემთხვევაში.

იმედს ვიტოვებ შევძლებთ ამ საკითხების დროულად გარკვევას, რადგან კრიტიკულ ფაზაში შევდივართ და  კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეტი კოორდინაცია და სიცხადე როგორც კოლექტივის, ასევე საოპერაციო თუ ეპიდემიოლოგიური რისკების თავიდან ასარიდებლად.

 

პატივისცემით,

გიორგი.

 

 

 

 

 

 

From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: Thursday, March 26, 2020 4:19 PM
To: George Mindiashvili <gmindiashvili@ghg.com.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Cc: Nikoloz Gamkrelidze <ngamkrelidze@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject: RE: ევექსის ჰოსპიტალები

 

ბატონო გიორგი

მადლობა წერილისთვის და ამ პრობლემების გაზიარებისთვის. მესმის რამდენად რთულია ვითარება, რადგან კლინიკას არ ჰქონდა ამისთვის მომზადების შესაძლებლობა.

ვმუშაობთ გადაწყვეტის გზებზე და შევეცდებით უახლოეს პერიოდში გავიაროთ თქვენთან ყველა პრობლემური საკითხი სამუშაო რეჟიმში.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister