| From : | /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=ED969F67AB984BBE8F8AA033D222F18B-GIORGI |
| To : | natia chitanava </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=f77e2497a8334cb38f1e63734ebb32b9-natia c> |
| Subject : | Fwd: კითხვარი |
| Received On : | 18.02.2020 07:06 |
| Attachments : |
From: სამინისტროები ოცნება <saministroebi.ocneba@gmail.com>
Date: February 18, 2020 at 10:12:07 AM GMT+4
To: Gtsotskolauri@moh.gov.ge
Subject: კითხვარი
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 202 წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.
მმართველი პარტია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იწყებს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, რასთან დაკავშირებითაც, პარტიის ცენტრალურ ოფისში, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურში, შეიქმნა საარჩევნო პროგრამაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი.
საარჩევნო პროგრამა შემდეგი ოთხი ძირითადი ბლოკისგან იქნება შემდგარი: ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება-კულტურა-სპორტი-ახალგაზრდობა, სამართალი; თითოეულ ამ მიმართულებას პროგრამაზე მომუშავე ჯგუფში თავისი კურატორი ეყოლება.
პროგრამაზე მომუშავე ჯგუფში შედიან:
1. თამარ ზაალიშვილი - განათლება-კულტურა-სპორტი ახალგაზრდობა-ჯანდაცვა
საკონტაქტო ტელეფონი: 577 412 506
2. ანდრია გვიდიანი - ეკონომიკა
საკონტაქტო ტელეფონი: 551 552 525
3. დავით ზარდიაშვილი - სამართალი
საკონტაქტო ტელეფონი: 599 305 661
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, აქტიურად ითანამშრომლოთ ჩვენთან და, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულად მოგვაწოდოთ პროგრამისთვის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც, ძირითადად, ჩვენ მიერ გადმოგზავნილ ცხრილებში უნდა აისახოს.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სფეროში განხორციელებული-მიმდინარე-დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ თანდართული კითხვარების შესაბამისად.
გიგზავნით ცხრილების ნაწილს, რომლებიც, შევსებული სახით უნდა გადმოგვიგზავნოთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 თებერვლისა საღამოს 18:00 საათისა.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.
გისურვებთ წარმატებას!
პატივისცემით
ნონა მჭედლიძე