| From : | |
| To : | ggelashvili@ssa.gov.ge |
| Subject : | Fwd: საპენსიო კონტრაქტი |
| Received On : | 06.11.2019 07:03 |
| Attachments : |
Sent from my iPhone
Begin forwarded message:
From: Levan Tkhelidze <levant@lb.ge>
Date: November 4, 2019 at 7:50:23 PM GMT+4
To: "gtsotskolauri@moh.gov.ge" <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: საპენსიო კონტრაქტი
გიორგი გამარჯობა,
„ლიბერთი ბანკის“ სახელით გვსურს დაგიდასტუროთ ჩვენი თანხმობა , სს „ლიბერთი ბანკსა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის
2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების- ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების უსასყიდლო საბანკო მომსახურების თაობაზე, 3 წლის ვადით გაგრძელებაზე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით
აქვე ავღნიშნავთ , რომ:
ლიბერთი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად ზრუნავს სოციალურ სეგმენტზე და ამ კუთხით 2018-2019 წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. სოციალური ავანსების საპროცენტო განაკვეთის შემცირებით, უფასო კომუნალური გადახდებით, ახალი სტანდარტის ფილიალებით, ბანკომატების რაოდენობის ზრდით და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებით ბანკი ხელს უწყობს და განსაკუთრებით სოციალური კლიენტებისათვის ხელმისაწვდომს ხდის საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.
კერძოდ,
· 2019 წელსაც ლიბერთი ბანკი აქტიურად განაგრძობს სოციალური ავანსის პირობების გაუმჯობესებას და აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოციალურ ავანსებზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი 2020 წლის მაისში 28.8%-მდე შემცირდება.
· 2018 წლის მაისიდან სახელმწიფო სოციალური გასაცემლების მიმღები პირებისთვის ლიბერთი ბანკმა უფასო კომუნალური გადახდებით მომსახურება დაიწყო. უფასო კომუნალური გადახდებით მომსახურება ვრცელდება ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან/სერვის ცენტრიდან კომუნალური გადასახადის გადახდის შემთხვევაში როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. აღნიშნული ცვლილების შემდეგ სოციალური კლიენტების მხრიდან კომუნალურ გადახდებზე თვეში დაახლოებით 400 ათასამდე ტრანზაქცია სრულდება, საკომისიო გადასახადის გარეშე.
· უკვე რამოდენიმე წელია რაც ლიბერთი ბანკი საკუთარ თავზე იღებს სოციალური მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირებულ ყველა მოხუცებულთა პანსიონატისა და ბავშვთა სახლის კომუნალურ გადასახადებს. 2018 წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადახდილმა თანხამ 470 000 ლარს გადააჭარბა.
· ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით სარგებლობენ.
· 2018 წელს "ლიბერთისა" და "ნიუ ჰოსპიტალსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თანახმად პენსიის მიმღები მომხმარებლები სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ. დაწყებული ურთიერთთანამშრომლობიდან დღემდე, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ლიბერთის სოციალური ბარათის 12 ათასზე მეტმა მფლობელმა ისარგებლა. ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ, დამატებითი უფასო კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 3,157 პაციენტს ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით. 2019 წლის მაისიდან კი რეგიონში მცხოვრები სოციალური ბარათის მფლობელები, ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების, ასევე სხვა სახის გამოკვლევების ჩატარებას სრულიად უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით სარგებლობენ.
· 2019 წელს ლიბერთისა და სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპო"-ს შორის ხელი მოეწერა სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბურ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის აგვისტოდან ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები მთელი საქართველოს მასშტაბით, "ფარმადეპოს" 180-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენას საუკეთესო ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად - გულსისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება ფარმადეპოს ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების და/ან ფასდაკლებების გამოყენების შემთხევაშიც.
· 2019 წლიდან ასევე დაიწყო ლიბერთის ახალი ინოვაციური ლოიალობის პროგრამა, რომელიც ლიბერთის ნებისმიერი ბარათის (მათ შორის სოციალური ბარათის) მფლობელს საშუალებას აძლევს გადახდილი თანხის ნაწილი ქეშბექის ან ფასდაკლების სახით სახით დაიბრუნოს 400-ზე მეტი მეგობარ ობიექტში ბარათით გადახდის შესრულებისას.
აღნიშნულის გარდა "სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი"-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, როგორც მოხუცებულთა პანსიონატებში მცხოვრებ ასევე სხვა ასაკით პენსიონერებს ბანკი რეგულარულად უწყობს სხვადასხვა სახის სიურპრიზებს და ცდილობს დღესასწაული შიტანოს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღნიშნულ პროექტების განხორციელბაში ლიბერთი ყოველწლიურად დაახლოებით 80-დან 100 ათას ლარამდე ხარჯავს.
2018-2019 წლებში განხორციელებული პროეტები:
· "ინტერნეტისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები 60+" - 2018 წლის 1 ნოემბრიდან ლიბერთი ბანკმა წამოიწყო პროექტი - ინტერნეტისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის. ლექციები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში, სპეციალურად შექმნილ დარბაზში „Liberty Digital Hall“ და ასევე, ლიბერთის ტრეინინგ ცენტრებში (თბილისსა და ქუთაისში) ტარდება.2 კვირიანი უფასო კურსი უკვე 1,500-ზე მეტმა პერნსიონერმა გაიარა. კურსის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს კომპიუტერისა და სმარტფონების ზოგადი შესაძლებლობები, ინტერნეტის, ელ.ფოსტის და სოციალური ქსელების მოხმარება.
· "ცეკვის საღამოები ლიბერთისგან" - ცეკვის საღამოების პროექტის ფარგლებში თბილისსა და ბათუმში ჩვენ მიერ შექმნილ სპეციალურ საცეკვაო სივრცეში რეტრო ცეკვების საღამო მოეწყო, სადაც მონაწილეობდნენ როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები, ასევე სხვა სტუმრები.
· "იმოძრავე ლიბერთისთან ერთად" - სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით 8 ივნისს ახალი პროექტი „იმოძრავე ლიბერთისთან ერთად“ დაიწყო. 60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებზე დასწრება უფასოდ შეეძლოთ. პროექტის ფარგლებში, ვაკის პარკში, ილიას ბაღში, მზიურში და ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში საქართველოს წამყვანი ტრენერები სპეციალურად 60+ სავარჯიშო პროგრამებით ავარჯიშებდნენ დაინტერესებულებს.
· „მე მოხუცი არ ვარ“ - 8 მარტი - პროექტის ფარგლებში ლიბერთიმ ქალთა საერთაშორისო დღეს მოხუცებულთა პანსიონატში მცხოვრები ქალებისთვის სპეციალური აქტივობები მოაწყო. 8 მარტის აღსანიშნავად, ქალები ჯერ სილამაზის სალონში და სასურველი პროცედურების ჩატარებიშ შემდგომ შემდეგ ქალები რესტორანში, საზეიმო ვახშამზე დავპატიჟა.
· "თიხით ძერწვის კურსი - არტ თერაპია 60+" - ლიბერთის, არტ-თერაპიული საწარმო "პოტერიას" და სახელოსნო "ესტიას" ერთობლივი პროექტის ფარგლებში 60+ ადამიანებისთვის სპეციალური არტ თერაპიის კურსი შეიქმნა. უფასო კურსი 7 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მის ფარგლებში მონაწილეებმა თიხასთან მუშაობა, თიხით ძერწვა შეისწავლეს.
· "ჭადრაკის ჩემპიონატი 60+" - პროექტის ფარგლებში ლიბერთისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, მთაწმინდის პარკში, 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა.
· "რესტარტი 60+ " - ლიბერთის და Impact Hub Tbilisi-ს ერთობლივი პროექტი „რესტარტი 60+“ - სპეციალურად 60+ ქალების გაძლიერებისთვის შემუშავდა. პროექტი მიზნად ისახავდა კულინარიული ცოდნისა და ყოველდღიური საქმიანობის ბიზნესად ქცევის წახალისებას. კურსი 9 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და კონკურსის შედეგად შერჩეულმა 15-მა მონაწილემ ამ დროის განმავლობაში შეიძინა ბიზნესის წამოწყებისა და მართვისთვის საჭირო უნარები.
დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენს შორის ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების უსასყიდლო საბანკო მომსახურების თაობაზე, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიბერთი მზად არის მომავალშიც გააგრძელოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირებულ ყველა მოხუცებულთა პანსიონატისა და ბავშვთა სახლის კომუნალურ გადასახადების გადახდა, სოციალური კლიენტებისთვის უფასო კომუნალური გადახდებით მომსახურება, ლოალიობის პროექტის ფარგლებში სოციალური ბარათის მფლობელებისთვის პარტნიორ ორგანიზაციებში გადახდილი თანხის ნაწილის ქეშბექის ან ფასდაკლების სახით დაბრუნება და "სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი"-ს ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების განახორციელება 60+ ასაკის მომხმარებელებისთვის.
პატივისცემით,
ლევან თხელიძე
გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი
74 Chavchavadze Ave.
Tbilisi 0162, Georgia
T +995 322 555 500 (1191)
M +995 599 237 999
E levant@libertybank.ge
a bank for everyone, everywhere.
Disclaimer: This email and any files transmitted with it are confidential, represent an intellectual property of JSC Liberty Bank and are intended solely for the use of the individual or entity to whom they are addressed. If you are not the named addressee you should not disseminate, distribute or copy this email. Please notify the sender immediately by email if you have received this email by mistake and delete this email from your system. If you are not the intended recipient you are notified that disclosing, copying, distributing or taking any action in reliance on the contents of this information is strictly prohibited.