From : gtsotskolauri@moh.gov.ge
To : dostakari@gmail.com
Subject :
Received On : 22.11.2019 08:40

სოციალური დახმარების პაკეტის დანიშვნისას და შემდგომ მისი მოხმარების მიზნით შევსებული და მიმდინარე დეკლარაციის მთავარი შეწონვითი კოეფიციენტია კომუნალური გადასახადები. შესაბამისად სააგენტოს გაფორმებული გვაქვს მემორანდუმები სხვადასხვა კომპანიებთან რომლებიც ჩვენი ბენეფიციარების კომუნალური გადასახადების ოდენობას გვაწვდიან პერმანენტულ რეჟიმში. აღნიშნული გადამოწმებებიც მიმდინარეობს ზუსტად იმ მოსახლეობის ჭრილში რომლებიც გვიფიქსირებდნენ 0 ოვან კომუნალურ გადასახადს და რეალურად კომპანიებიდან გვაქვს მიღებული არსებითად სხვა ციფრები. აღნიშნული გადამოწმება არ ნიშნავს სოციალური დახმარების მოხსნას. ეს არის დროებითი შეჩერება გადამოწმების დასრულებამდე. ასეთი მოქმედებები მიმდინარეობს მთლიანი რესპუბლიკის მაშტაბით. გადამოწმებები დავიწყეთ აგვისტოს თვიდან და მიმდინარეობს ეტაპობრივად. გადამოწმებები მთავრდრბა თვის ბოლოს დაახლოებით 70 პროცენტამდეა გადამოწმებული ოჯახები შესაბამისად დარჩა 30 პროცენტი 135 ათასზე მეტი ბენეფიციარი იყო პროგრამაში ამ მომენტისთვის 118 ათასზე ნაკლებია გადამოწმებებიდან 50 პროცენტამდე საერთოდ შეუწყდათ. 30 პროცენტზე მეტს ახალი ქულიდან გამომდინარე დაეწიათ შემწეობის თანხა და 20 პროცენტზე ნაკლებს იგივე დარჩათ. ეს არის კომუნალურის ჭრილის გადამოწმების შედეგი ასევე მიმდინარეობს და მომავალი წლის იანვრიდან უფრო მეტად მოვიცავთ სხვა კრიტერიუმების გადამოწმებას. სხვა კრიტერიუმებში ტყუილი ინფორმაციის რისკი არის დაბალი და შესაბამისად პრიორიტეტულად მეტი დატვირთვით ვმუშაობთ კომუნალური კრიტერიუმის კუთხით რომ არ მოვახდინოთ პრობლემის ინდეთიფიცირება და გენერირების ხელახალი ჩართვა ვერ მივცემთ სოც აგენტს სამუშაოს შესრულების ხელფასს. ისინი პროგრამიდან იღებენ ანაზღაურებას შესრულებული ვიზიტების ჯამიდან. Sent from my iPhone