| From : | Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | კოპენჰაგენის შეხვედრა |
| Cc : | Zaza Sopromadze;Tamar Barkalaia; Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sopiko Belqania <sbelkania@moh.gov.ge> |
| Received On : | 14.02.2018 15:23 |
| Attachments : |
Ainur.pptx
Atun_Innovation framework_Foresight Group_7Feb2018.pptx
Clemens.pptx
Group 1 feedback.pptx
Group 2 feedback.pptx
Mark Pearson WHO-Europe.pptx
Nicola.pptx
Reinhard070218-WHO-actual.pdf
Tanja.pdf
Trudo.ppt
BRX_foresight_meetingreport.pdf
Provisional list of participants.pdf
Provisional Programme (rev).pdf
Scope and Purpose_Foresight2rev (1).pdf
|
ბატონო დავით,
ა.წ. 8 იანვარს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიწვეული გახლდით დანიაში, ქ. კოპენჰაგენში ევროპის ჯანდაცვის სისტემების განვითარების პროგნოზირების ჯგუფის მეორე სხდომაში მონაწილეობის მიზნით.
აღნიშნული ჯგუფი შეიქმნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიოონული ოფისის მიერ, აერთიანებს ევროპის ჯანდაცვის სამინისტროების, აკადემიური წრეების, სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებს და მისი მიზანია, ევროპაში ჯანდაცვის სისტემების გრძელვადიანი მომავალი განვითარების პერსპექტივების განხილვა-გაანალიზება და პროგნოზირება.
პროგნოზირების ჯგუფის მეორე შეხვედრა 2 ძირითადი მიმართულებით წარიმართა: 1. მზადება „ჯანდაცვის სისტემები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის“ ტალინის ქარტიის 10 წლისთავის საიუბილეო კონფერენციისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 13-14 ივნისს არის დაგეგმილი და 2. ევროპის ჯანდაცვის სისტემების განვითარების გრძელვადიანი პლატფორმის შექმნა 2070 წლამდე პროგნოზირებით.
ჯანდაცვის სისტემების განვითარების ჯგუფის მუშაობა პროგნოზირების შემდგომ პრინციპებს ეფუძნება, რომელთა ადაპტირება ხდება ჯგუფის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად:
1. ქმედებებზე ორიენტირებული: მიმართულებების შეთავაზება ჯანმოსა და წევრი სახელმწიფოების მომავალი ქმედებების გასნახორციელებლად;
2. მომავლის ალტერნატიული გზების დასახვა და შეფასება: სხვადასხვა საკითხების, ტენდენციებისა და გამოწვევების და აქედან გამომდინარე - სხვადასხვა სცენარების განხილვა;
3. მონაწილეობა: რომელშიც მთავარი როლი ძირითად დაინტერესებულ მხარეებსა და წამყვან ექსპერტებს ეკუთვნით და რომელთა მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ერთმანეთისგან განსახვავებული ჯანდაცვის სისტემების შეფასება და გათვალისწინება პროგნოზირების პროცესში;
4. მულტიდისციპლინარული: პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს.
პროგნოზირების ჯგუფს განსაკუთრებულ მხარდაჭერას უწევს ბელგიის მთავრობა და ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრო. ჯგუფის მუშაობა სამ ეტაპად ხორციელდება: 1. დიაგნოსტირება (სიტუაციის შეფასება - სად ვართ); 2. პროგნოზირება (მომავლის სხვადასხვა ალტერნატიული სცენარების განხილვა) და 3. დანიშნულება (საუკეთესო ალტერნატივის რეკომენდირება). ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც 2017 წლის ივლისში გაიმართა, მიზნად ისახავდა პირველი ეტაპის დაფარვას, ხოლო მეორე შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი პროგნოზირების მიმართულებით გაკეთდა. შეხვედრაზე ჯგუფმა ასევე განიხილა პირველ შეხვედრაზე მიღწეული მიგნებები ევროპაში ჯანდაცვის სისტემების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და მასზე დაყრდნობით განხილულ იქნა 2 რეპორტი: ა. ინოვაციების როლი ჯადნაცვის სისტემებში და 2. თანამედროვე და მომავალი ტენდენციები ჯანმრთელობის შფეროსა და ჯანდაცვაში (ჯადნაცვის დანახარჯები, სიცოცხლის ხანგრძლივობა, დ.ა.შ.). ჯგუფის წევრებს დაევალათ შეფასების გაკეთება ორივე რეპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დანართის სახით წარმოგიდგენთ შეხვედრაზე გაკეთებულ პრეზენტაციებს, რომელთა შორის, ჩვენი მოსაზრებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე გამოსვლა:
1. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაქმების, შრომისა და სოციალურ საკითხთა დირექტორის მოადგილის მარკ პერსონის მოხსენება, 2070 წლამდე მაკროეკონომიკური შეფასებისა და პროგნოზის შესახებ;
2. ავსტრიის ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს გენერალური დირექტორის კლემენს მარტინ აუერის გამოსვლა ავსტრიის ჯადნაცვის სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და გავნითარების ტენდენციების შესახებ;
3. ჰარვარდის გლობალური ჯანდაცვის სისტემების კლასტერის ხელმძღვანელის, გლობალური ჯანდაცვისა და მოსახლეობის პროფესორის რიფატ ატუნის მოხსენება ჯანდაცვის სისტემებში ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებით დროის ხანგრძლივ მონაკვეთში;
4. ბერლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ რეინჰარდ ბიუსეს პრეზენტაცია ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოტენციური მომავალი ტენდენციებისა და პროგნოზირების შესახებ.
ჩვენი გამოსვლა დისკუსიაში მიეძღვნა საქართველოში ჯანდაცვის სისტემების განვითრებას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის პოლიტიკურ პრიორიტეტიზაციას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალი განვითრების ტენდენციებზე. ასევე განხილულ იქნა საქართველოში სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები, პრევენციული მედიცინისა და პირველადი ჯანდაცვის როლი მომავალ ჯანდაცვის სიტემებში.
აღსანიშნავია, რომ დოქტორი ჰანს კლუგეს წინადადებით, შესაძლებელია, ჯანმოს მიერ საქართველოში დაიგეგმოს კონფერენცია, სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის განვითარების როლის შესახებ მომავალში ჯანდაცვის სისტემების განვითარების საქმეში.
პატივისცემით
ამირანი