From : sbelkania@moh.gov.ge
To : Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>
Subject : RE: FCTC 2030 აპლიკაცია
Received On : 06.03.2017 11:25
Attachments :

ბატონო ამირან,

 

მოთხოვნისამებრ გიგზავნით მინისტრის მიერ ხელმოწერილ აპლიკაციის ფორმას.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:a.gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Monday, March 6, 2017 1:35 PM
To: dsergeenko@moh.gov.ge
Cc: sbelkania@moh.gov.ge
Subject: FCTC 2030
აპლიკაცია

 

 

 

ბატონო დავით, 
როგორც 13 თებერვლის #06/568 წერილით მოგახსენეთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) მხარეთა კონფერენციის (COP) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად კონვენციის სამდივნომ ინიცირება გაუკეთა ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მიიღონ განვითარების ოფიციალური დახმარება (official development assistance - ODA), რათა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის გაძლიერების გზით მიაღწიონ მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs). აღნიშნული პროექტი კონვენციის სამდივნოს საშუალებას აძლევს აქტიურად დაეხმაროს WHO FCTC- ხელისმომწერ 15 ქვეყანას ჩარჩო კონვენციის ქვეყნის დონეზე დანერგვის გაძლიერებაში. ეს შერჩეული ქვეყნები გახდებიან „FCTC 2030 პარტნიორი ქვეყნები". 
ქვეყნებს, რომლებიც შეირჩევა, უნდა ქონდეთ თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის აუცილებელი პოლიტიკური ნება და შეესაბამისი რესურსი. 
ჩავთვლეთ, რომ საქართველოს კარგი შანსი აქვს გახდეს ერთერთი ამ ქვეყანთაგანი და რადგან ამ საკითხზე თქვენი ოფიციალური თანხმობაც მივიღეთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა განახორციელა განაცხადის მომზადების პროცედურები. შეივსო სააპლიკაციო ფორმა და გვაქვს გაეროს სხვადასხვა სააგენტოს, კერძოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს განითარებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდამჭერი წერილები.
სააპლიკაციო ფორმას ხელს აწერს მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის ან საგარეო საქმეთა მინისტრი.
შემდგომი პროცედურებისათვის, თუკი მიზანშეწონილად ჩათვლით, გთხოვთ თქვენს ხელმოწერას სააპლიკაციო ფორმაზე. რის შემდეგაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულ დოკუმენტაციას გააგზავნის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოში.

 

პატივისცემით,

 

ამირანი